საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად  არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის  დამტკიცების თაობაზე

,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბერის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“  ქვეპუნქტის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად, გამოცხადდეს არჩევნები, დაიწყოს კანდიდატთა რეგისტრაცია და დამტკიცდეს ,,არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციისა და მათი შერჩევის კრიტერიუმების შესახებ” განცხადების ტექსტი დანართი №1 შესაბამისად.
2. ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლმა არჩევნების ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით ბრძანებით განსაზღვროს შესაბამისი საარჩევნო კომისია.
3. წინამდებარე დადგენილების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საარჩევნო კომისიას დაევალოს ა(ა)იპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ არჩევნებთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების გატარება აკადემიური საბჭოს დავალებების შესაბამისად.
4. ამ ბრძანების მე–2 პუნქტით განსაზღვრულ პირებს შესრულებული სამუშაოსათვის მიეცეთ ანაზღაურება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
6. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების უზრუნველყოფისა და ოპერაციების მართვის დეპარტამენტს.
7. წინამდებარე დადგენილების დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
8. დადგენილება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ნუგზარ სურგულაძე
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე,
სრული პროფესორი        
                                                     
სრულად

ბრძანების N: 72/2013

„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №71/2012 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 46–ე  მუხლის,  „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2013  წლის 22 მარტის  №34/01–01 ბრძანებისა და აკადემიური საბჭოს 2012 წლის 29 მაისის №64/2013 დადგენილებით შექმნილი ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2013 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილების (წერილი №16469/02, 10.06.2013)  საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილება და „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №71/2012 დადგენილების I ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ1“ პუნქტი:

„მ1) ნინა მამამთავრიშვილი - ასოცირებული პროფესორი;“.

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

ნუგზარ სურგულაძე
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე,
სრული პროფესორი

სრულად

ბრძანების N: 73/2013

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის შესახებ“ N1 დანართის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტისა და სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საგანმანათლებლო დაწესებულებათა რეესტრის მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შეუწყდეთ თსუ-ს სტუდენტის სტატუსი 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის გამო ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად, თანდართული    სიის მიხედვით N1 დანართში მითითებულ შემდეგ სტუდენტებს (დანართი №1).
2. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
5. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, N6).

რექტორი   გიორგი შარვაშიძე 
 
სრულად

ბრძანების N: 725/01-04

კონკურსი დოქტორანტურის I, II, III და IV* სემესტრის სტუდენტებისთვის ერაზმუს+ სტიპენდიების მოსაპოვებლად

ცხადდება კონკურსი თსუ-ის დოქტორანტურის საფეხურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე* სემესტრის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად. იხილეთ სტიპენდიების ჩამონათვალი ქვეყნების, უნივერსიტეტებისა და სასწავლო მიმართულებების მიხედვით:

ავსტრია

ბუნებრივი რესურსებისა და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების უნივერსიტეტი (ავსტრია)

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი/გერმანულენოვანი): სოციოლოგია, ტურიზმი, რეგიონული გეორგრაფია, ლანდშაფტის დაგეგმარება და საზოგადოებრივი გეოგრაფია

მობილობის პერიოდი: 2020-21 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

ბელგია

ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ქართველური ენათმეცნიერება, იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება, თეოლოგია, ფილოსოფია, ეთიკა, ისტორია, აღმოსავლეთმცოდნეობა, საჯარო პოლიტიკა, პოლიტიკის მეცნიერება, კულტურის კვლევები, ევროპული კვლევები.

მობილობის პერიოდი: 2020-21 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი (3 თვე)

ესპანეთი

კადისის უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულებები (ესპანურენოვანი): ესპანური ფილოლოგია

მობილობის პერიოდი: 2020-21 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

თურქეთი

ესქიშეჰირ ოსმანგაზის უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულებები (თურქულენოვანი): თურქული ენა და ლიტერატურა

მობილობის პერიოდი: 2020-21 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

პოლონეთი

იაგელონიის უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულება (ინგლისურენოვანი): საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება

მობილობის პერიოდი: 2020-21 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

ჩეხეთი

პალაცკის უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): საზოგადოებრივი გეოგრაფია, გეოგრაფია

მობილობის პერიოდი: 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

კონკურსზე დაშვების წინაპირობაა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:

ა) ინგლისური, გერმანული, ფრანგული,თურქული, იტალიური ან ესპანური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ ქვემოთ ჩამოთვლილ დოკუმენტთაგან ერთ-ერთი:

ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული TOEFL, IELTS ან CAMBRIDGE-ის სერთიფიკატი;

გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული TestDaF, DSH, DSD, Goethe Certificate

ფრანგული ენის ცოდნის დამადასტურებელი უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული  DELF, DALF

იტალიური ენის ცოდნის დამადასტურებელი უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული  CILS, PLIDA

ესპანური ენის ცოდნის დამადასტურებელი უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული  DELE, eLADE

ან

ბ) თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების (2019 წლის 1-2 ოქტომბერი, 2020 წლის 5 ოქტომბერი) დადებითი შედეგი (მინიმუმ 71 ქულა)

ან

გ) უცხოეთში საუნივერსიტეტო დონეზე მინიმუმ 1 სემესტრის განმავლობაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა (სადაც სწავლების ენად გამოყენებული იყო იმ უნივერსიტეტში/პროგრამაზე მოქმედი სწავლების ენა, რაზეც განაცხადს აკეთებთ)

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)

გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)

საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

  1. პასპორტის ასლი (პასპორტის არ არსებობის შემთხვევაში, ატვირთეთ პირადობის მოწმობა);
  2. CV-ს ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე;
  3. ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ინგლისურ ენაზე, სემესტრის მითითებით;
  4. სწავლების მიმდინარე საფეხურის ნიშნების ამონაწერი GPA-ის მითითებით ინგლისურ ენაზე;
  5. უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ენის საერთაშორისო სერთიფიკატი ან უცხოეთში  საუნივერსიტეტო დონეზე მინიმუმ 1 სემესტრის განმავლობაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  6. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ოფიციალური ცნობა/დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);
  7. მაგისტრის დიპლომის დასკანერებული ასლი;
  8. მაგისტრის დიპლომის დანართი GPA-ის მითითებით ინგლისურ ენაზე;
  9. შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტის პირველი გვერდი, რომელიც შევსების შემდეგ უნდა დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1;
  10. რეკომენდაცია (რეკომენდაციის წარდგენა ხდება ელექტრონულად, სტუდენტის მიერ განაცხადში მითითებული რეკომენდატორის მიერ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განთავსებული კითხვარის შევსების გზით, რომელიც იგზავნება ავტომატურად კონკურსანტის მიერ რეკომენდატორის ელ-ფოსტის მისამართის ველში მითითებულ მისამართზე);
  11. მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა; ტექნიკური მახასიათებლები: ფონტი - Times New Roman, ფონტის ზომა - 12, line spacing – 1.0, ველები - 2სმ. მოტივაციის წერილი უნდა დაიწეროს იმ პროგრამაზე მოქმედ სწავლების ენაზე, რაზეც განაცხადს აკეთებთ;
  12. საკვლევი გეგმის მონახაზი არაუმეტეს 2 გვერდისა; ტექნიკური მახასიათებლები: ფონტი - Times New Roman, ფონტის ზომა - 12, line spacing – 1.0, ველები - 2სმ. მოტივაციის წერილი უნდა დაიწეროს იმ პროგრამაზე მოქმედ სწავლების ენაზე, რაზეც განაცხადს აკეთებთ;
  13. მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ გაცემული დაინტერესების წერილი (Letter of Interest) (ოფიციალური წერილი სავალდებულო არ არის, საკმარისია მეილით მიღებული თანხმობა/დაინტერესების დასტური, რომელიც გაცემული იქნება მასპინძელი უნივერსიტეტის შესაბამისი აკადემიური მიმართულების სამდივნოს ან/და პროფესორის მიერ);
  14. სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი ინგლისურ ენაზე ლათინური ანბანის მიხედვით (განაცხადის გაკეთება შესაძლებელია მაქსიმუმ 3 უნივერსიტეტზე)

დაინტერესებული სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში mobility.tsu.ge და ატვირთონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნონ განაცხადი ელექტრონულად მიმდინარე წლის 4 ნოემბრის 13 საათამდე!

ელ-ფოსტაზე მიღებული განაცხადები არ განიხილება!

სტიპენდია მოიცავს:

უფასო სწავლა, ყოველთვიური სტიპენდია, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება

შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!

დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

გასაუბრებების დრო და თარითი ინდივიდუალურად დაეგზავნება ყველა აპლიკანტს პორტალზე მითითებულ მეილზე;

აპლიკანტებთან გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად!

 გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შესაძლოა, შეიცვალოს უნივერსიტეტების ჩამონათვალი, შესაბამისად, პერიოდულად შეამოწმეთ აღნიშნული განცხადება თსუ-ის ვებგვერდზე! ამასთანავე, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიოში არსებული პანდემიის გამო, გამონაკლის შემთხვევებში, 2021 წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობა შეიძლება გაუქმდეს ანდ გადადებულ იქნას 2021 წლის შემოდგომის სემესტრამდე!

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ელ-ფოსტაზე outgoingmobility@tsu.ge;

სრულად

ბრძანების N:

ინფორმაცია სოციალური პროგრამის ფარგლებში სამაგისტრო გრანტით დაფინანსების შესახებ

იხილეთ  საქართველოს მთავრობის დადგენილება 2020 – 2021 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხული მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ. 

დანართი 1, დანართი 2. 

სრულად

ბრძანების N:

კონკურსი ბაკალავრიატის III, IV, V და VI სტუდენტებისთვის ერაზმუს+ სტიპენდიების მოსაპოვებლად

ცხადდება კონკურსი თსუ-ის ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე სემესტრის სტუდენტებისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად. იხილეთ სტიპენდიების ჩამონათვალი ქვეყნების, უნივერსიტეტებისა და სასწავლო მიმართულებების მიხედვით:

გერმანია

გისენის უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, ეკონომიკა, ბიზნესი, ისტორია, კულტურის მეცნიერებები, განათლების მეცნიერებები, სოციოლოგია, პოლიტიკის მეცნიერება, გერმანული ენა.

მობილობის პერიოდი: 2020-21 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

დიუსელდორფის უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): გერმანული ენა და ლიტერატურა

მობილობის პერიოდი: 2020-21 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულებები (გერმანულენოვანი): ეკონომიკა, ბიზნესი, ფსიქოლოგია, პოლიტიკის მეცნიერება, გერმანული ენა და ლიტერატურა, სოციოლოგია, იურიდიული, ბიოლოგია, ეკოლოგია, მათემატიკა, ქიმია.

მობილობის პერიოდი: 2020-21 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულება (გერმანულენოვანი): ბიზნეს ადმინისტრირება

ინგლისურენოვანი მიმართლება: სოციალური მუშაობა

მობილობის პერიოდი: 2020-21 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

ესპანეთი

კადისის უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულებები (ესპანურენოვანი): ესპანური ფილოლოგია

მობილობის პერიოდი: 2020-21 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

თურქეთი

ესქიშეჰირ ოსმანგაზის უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულებები (თურქულენოვანი): თურქული ენა და ლიტერატურა

მობილობის პერიოდი: 2020-21 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

იტალია

ტუშას უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულება (ინგლისურენოვანი): იურიდიული

მობილობის პერიოდი: 2020-21 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

ირლანდია

დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯი

სასწავლო მიმართულება (ინგლისურენოვანი): საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, ჟურნალისტიკა, სოციოლოგია, ისტორია, არქეოლოგია

მობილობის პერიოდი: 2020-21 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

დუბლინის საუნივერსიტეტო კოლეჯზე განაცხადის გაკეთება შეუძლიათ მხოლოდ იმ სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ ენის საერთაშორისო სერთიფიკატი (სავალდებულოა, TOEFL  (მინიმალური ქულა - 600 computer based ან 90 iBT) ან IELTS (მინიმალური საშუალო ქულა 6.5).

პოლონეთი

იაგელონიის უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულება (ინგლისურენოვანი): საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება

მობილობის პერიოდი: 2020-21 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

საბერძნეთი

დასავლეთ ატიკის უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): ბიზნესი და ეკონომიკა (მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ეკონომიკისა და საერთაშორისო სკოლის სტუდენტებსაც), კომპიუტერული მეცნიერებები

მობილობის პერიოდი: 2020-21 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

საფრანგეთი

უნივერსიტეტი პარიზი 8

სასწავლო მიმართულებები (ფრანგულენოვანი): ფრანგული ფილოლოგია, კომპიუტერული მეცნიერება.

მობილობის პერიოდი: 2020-21 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

ფინეთი

ქაიაანის უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულება (ინგლისურენოვანი): ტურიზმი

მობილობის პერიოდი: 2021-22 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი

https://www.kamk.fi/en/Internationality/Exchange-students/Courses-taught-in-English-

ქაიაანის უნივერსიტეტის სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ მესამე, მეოთხე და მეხუთე სემესტრის სტუდენტებს.

ჰელსინკის უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულება (ინგლისურენოვანი): ეკონომიკა, სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებები, იურიდიული.

მობილობის პერიოდი: 2021-22 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი.

ჰელსინკის უნივერსიტეტის სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების შესაძლებლობა აქვთ მხოლოდ მესამე, მეოთხე და მეხუთე სემესტრის სტუდენტებს.

ჩეხეთი

პალაცკის უნივერსიტეტი

სასწავლო მიმართულებები (ინგლისურენოვანი): საზოგადოებრივი გეოგრაფია, გეოგრაფია

მობილობის პერიოდი: 2020-21 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრი

კონკურსზე დაშვების წინაპირობაა ქვემოთ ჩამოთვლილთაგან ერთ-ერთი:

ა) ინგლისური, გერმანული, ფრანგული, თურქული, იტალიური ან ესპანური ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელ ქვემოთ ჩამოთვლილ დოკუმენტთაგან ერთ-ერთი:

ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული TOEFL, IELTS ან CAMBRIDGE-ის სერთიფიკატი;

გერმანული ენის ცოდნის დამადასტურებელი უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული TestDaF, DSH, DSD, Goethe Certificate

ფრანგული ენის ცოდნის დამადასტურებელი უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული  DELF, DALF

იტალიური ენის ცოდნის დამადასტურებელი უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული  CILS, PLIDA

ესპანური ენის ცოდნის დამადასტურებელი უკანასკნელი 2 წლის მანძილზე აღებული  DELE, eLADE

ან

ბ) თსუ ენის ინსტიტუციონალური ტესტირების (2019 წლის 1-2 ოქტომბერი, 2020 წლის 5 ოქტომბერი) დადებითი შედეგი (მინიმუმ 71 ქულა)

ან

გ) უცხოეთში საუნივერსიტეტო დონეზე მინიმუმ 1 სემესტრის განმავლობაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა (სადაც სწავლების ენად გამოყენებული იყო იმ უნივერსიტეტში/პროგრამაზე მოქმედი სწავლების ენა, რაზეც განაცხადს აკეთებთ)

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:

ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)

გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)

საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი)

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

პასპორტის ასლი (პასპორტის არ არსებობის შემთხვევაში, ატვირთეთ პირადობის მოწმობა);

CV-ს ევროპული ფორმატი ინგლისურ ენაზე;

ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ ინგლისურ ენაზე;

სწავლების მიმდინარე საფეხურის ნიშნების ამონაწერი GPA-ის მითითებით ინგლისურ ენაზე;

უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ენის საერთაშორისო სერთიფიკატი ან უცხოეთში  საუნივერსიტეტო დონეზე მინიმუმ 1 სემესტრის განმავლობაში სწავლის დამადასტურებელი ცნობა, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი ოფიციალური ცნობა/დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში);

შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტის პირველი გვერდი, რომელიც შევსების შემდეგ უნდა დაამოწმოთ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1;

რეკომენდაცია (რეკომენდაციის წარდგენა ხდება ელექტრონულად, სტუდენტის მიერ განაცხადში მითითებული რეკომენდატორის მიერ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განთავსებული კითხვარის შევსების გზით, რომელიც იგზავნება ავტომატურად კონკურსანტის მიერ რეკომენდატორის ელ-ფოსტის მისამართის ველში მითითებულ მისამართზე);

მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა; ტექნიკური მახასიათებლები: ფონტი - Times New Roman, ფონტის ზომა - 12, line spacing – 1.0, ველები - 2სმ. მოტივაციის წერილი უნდა დაიწეროს იმ პროგრამაზე მოქმედ სწავლების ენაზე, რაზეც განაცხადს აკეთებთ;

სასურველი უნივერსიტეტების ჩამონათვალი ინგლისურ ენაზე ლათინური ანბანის მიხედვით (განაცხადის გაკეთება შესაძლებელია მაქსიმუმ 3 უნივერსიტეტზე)

გაცვლითი პროგრამაზე განაცხადის გაკეთებით დაინტერესებული სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონულ სარეგისტრაციო პორტალზე mobility.tsu.ge, ატვირთონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნონ განაცხადი ელექტრონულად მიმდინარე წლის 4 ნოემბრის 13 საათამდე! ელ-ფოსტაზე მიღებული განაცხადები არ განიხილება!

სტიპენდია მოიცავს:

უფასო სწავლა, ყოველთვიური სტიპენდია (სტიპენდიის ოდენობა განსხვავდება ქვეყნების მიხედვით), ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის ხარჯების ანაზღაურება (ევროკომისიის მიერ დაწესებული ფინანსური ლიმიტის ფარგლებში)

შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და ყოველთვიური საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!

დამატებითი მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

გასაუბრებების დრო და თარიღი ინდივიდუალურად დაეგზავნება ყველა აპლიკანტს პორტალზე [mobility.tsu.ge] მითითებულ მეილზე;

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ შესაძლოა, შეიცვალოს უნივერსიტეტების ჩამონათვალი, შესაბამისად, პერიოდულად შეამოწმეთ აღნიშნული განცხადება თსუ-ის ვებგვერდზე!

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მსოფლიოში არსებული Covid-19 პანდემიის გამო, გამონაკლის შემთხვევებში, 2020 წლის სემესტრის სემესტრის მობილობა შეიძლება გაუქმდეს ან გადადებულ იქნას 2021-22 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრამდე!

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტს ელ-ფოსტაზე outgoingmobility@tsu.ge

სრულად

ბრძანების N:

საჯარო ლექცია გენდერისა და სამართლის სფეროში - „მოსამართლე რუთ ბეიდერ გინსბურგი: პროფესიონალი, რომელმაც შეცვალა სამართლებრივი გარემო გენდერული თანასწორობისთვის“.

2020 წლის 7 ოქტომბერს 13:00 – 15:00 სთ.-ზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის მიმართულება აკადემიკოს ლევან ალექსიძის ფონდთან თანამშრომლობით გიწვევთ საჯარო ლექციაზე გენდერისა და სამართლის სფეროში - „მოსამართლე რუთ ბეიდერ გინსბურგი: პროფესიონალი, რომელმაც შეცვალა სამართლებრივი გარემო გენდერული თანასწორობისთვის“.
 
საჯარო ლექცია ორგანიზებულია თსუ იურიდიული ფაკულტეტის ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკისა და მარეგულირებელი ჩარჩოს სრულყოფის , გენდერისა და სამართლის სასწავლო კურსის განახლებისა და მედიაციის პროცესში სტუდენტთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაძლიერების პროექტის"   ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) და კანონის უზენაესობის მხარდაჭერის (PROLoG) პროექტის მიერ.
 
საჯარო ლექციის მომხსენებელი:
პროფ. ქეთევან ხუციშვილი, პროფესორი, სამართლის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
გენდერისა და სამართლის კვლევითი და სასწავლო მიმართულების ხელმძღვანელი

სამუშაო ენა: ქართული
შეხვედრის ფორმატი: zoom-ის შეხვედრა; შეხვედრაზე რეგისტრირებული პირები მიიღებენ ტექნიკურ მონაცემებს.

ბმული ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის

სრულად

ბრძანების N:

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის  დაკავებული თანამდებობიდან გათვისუფლების შესახებ

საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის, ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის პირადი 2013 წლის 12 ივნისის №16696/02  განცხადების საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. დაკმაყოფილდეს ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის  განცხადება პირადი სურვილის საფუძველზე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

ნუგზარ სურგულაძე
              აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე,
                                  სრული პროფესორი

სრულად

ბრძანების N: 70/2013

„ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის “სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 თებერვლის N3-11 დადგენილების ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარსადგენ მაგისტრანტთა შერჩევის დებულების დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 24 თებერვლის N3-11 დადგენილების დანართი N1-ის, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის 2020 წლის 30 სექტემბრის N19-01202742424 (თსუ რეგისტრაციის N20481/10-02, 02.10.2020) წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპოგრამის „სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების წესების“ ფარგლებში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარსადგენ მაგისტრანტთა შერჩევის დებულება (დანართი N1);
2.ძალადაკარგულად გამოცხადდეს რექტორის 2020 წლის 28 აპრილის „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ქვეპროგრამის „სოციალურად    დაუცველი    და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობა“ (კოდი 07 05 03) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან    წარმატებული    სტუდენტების    წახალისებისა    და    სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის   მუნიციპალიტეტის   საკრებულოს    2017   წლის   24   თებერვლის   №3-11 დადგენილების ფარგლებში  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ წარსადგენ მაგისტრანტთა შერჩევის დებულების დამტკიცების შესახებ N77/01-01 ბრძანება.
3.ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილას განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი  გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 197/01-01

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტისა და 46–ე მუხლის მე–3 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის, „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილებისა და რექტორის 2013 წლის 2 მაისის №47/01-01 ბრძანების საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) ნანა გაფრინდაშვილი - თსუ სრული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) მარიამ მირესაშვილი - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) თამარ პაიჭაძე - თსუ ასოცირებული  პროფესორი;
დ) თამარ შარაბიძე - თსუ ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
ე) ნანა გონჯილაშვილი - თსუ ასოცირებული პროფესორი;
ვ) ნათელა ლაცაბიძე - თსუ პერსონალის მართვის სამსახურის უფროსი.

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 68/2013

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 მაისის (საქმე №3/4648-12)  გადაწყვეტილების მოთხოვნების შესრულებისა და  ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ” თსუ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 ივლისის N60/2012 დადგენილებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის მიერ განსახორციელებელი  ღონისძიებების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 46–ე მუხლის, „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილებისა და თსუ–ის იურიდიული დეპარტამენტის 10.06.2013, №16397/02 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. „ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 ივლისის №60/2012 დადგენილებით შექმნილ ა(ა)იპ – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ–პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევ საკონკურსო კომისიას  იმავე შემადგენლობით (გარდა კომისიის თავმჯდომარისა და მდივნისა), დაევალოს თსუ–ის იურიდიული დეპარტამენტის 2013 წლის 10 ივნისის №16397/02 მოხსენებითი ბარათის გათვალისწინებით, უზრუნველყოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 1 მაისის (საქმე №3/4648-12)  გადაწყვეტილების მოთხოვნების შესრულება, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება  და  2013 წლის 24 ივნისამდე აკადემიური საბჭოსთვის წარდგენა.

2. „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილების დანართი №1–ის მე–4 მუხლის მე–9 პუნქტის თანახმად, ა(ა)იპ - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევ საკონკურსო კომისიას, კომისიის თავმჯდომარის არყოფნისას, ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც ასეთ შემთხვევაში სარგებლობს თავმჯდომარის  (რომელიც უკვე განსაზღვრულია აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილებით) უფლებამოსილებებით.

3. „ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 ივლისის №60/2012 დადგენილებით შექმნილ ა(ა)იპ - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევმა საკონკურსო კომისიამ უზრუნველყოს კომისიის შემადგენლობიდან კომისიის რომელიმე წევრისათვის კომისიის მდივნის ფუნქციის შესრულების დაკისრება.

4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 69/2013

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

მოქმედება შეჩერებულია

,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ წესდების მე-40 მუხლის, აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტისა და მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავების მიზნით განცხადება გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.tsu.edu.ge) 2013 წლის 3 ივნისს და დამტკიცდეს განცხადების ტექსტი (დანართი №1).

2. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავების მიზნით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ გასატარებელ ღონისძიებათა უზრუნველსაყოფად უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით შეიქმნას შესაბამისი კომისია.

3. აკადემიურმა საბჭომ არაუგვიანეს 2013 წლის 2 ივლისისა შეარჩიოს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანობის არაუმეტეს 3 კანდიდატი.

4. დაევალოს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს არაუგვიანეს 2013 წლის 5 ივლისისა უზრუნველყოს აკადემიური საბჭოს მიერ წარდგენილი დეკანობის კანდიდატებიდან ერთი კანდიდატის არჩევა და უნივერსიტეტის რექტორისათვის დასამტკიცებლად წარდგენა.

5. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 67/2013

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის №11996/02, 19.04.2013  წერილის  საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების მესამე ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ პუნქტი და 863, 864, 865 ქვეპუნქტები:

„დ) პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები:

863. გიდის (ტურის მეგზურის) ბიზნესი (IV საფეხური) (ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა) (დანართი 208);
864. სასტუმრო და საკურორტო მენეჯმენტი (V საფეხური) (ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა) (დანართი 209);
865. ტურიზმის მენეჯმენტი (V საფეხური) (ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა) (დანართი 210).“.

2. აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების მესამე ნაწილის „ბ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 831 ქვეპუნქტი:

„831. ტურიზმი (ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის სამაგისტრო პროგრამა) (დანართი 211);“

3. დადგენილების პირველი და მეორე პუნქტებით დამტკიცებული პროფესიული საგანმანათლებლო და სამაგისტრო პროგრამების განხორციელება დაევალოს ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულს - ტურიზმის განვითარების ინსტიტუტს.

4. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

5. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის  კანცელარიას.

6. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 62/2013

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეკომენდაციის შესახებ

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–7 და მე–8 მუხლების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის, თსუ იურიდიული ფაკულტეტის 24.05.2013, №1508/02 წერილის საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ასარჩევად რეკომენდაცია მიეცეს ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწე შემდეგ პროფესორებს, რომელთან გააჩნიათ მაღალი რეპუტაცია და არიან სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტები:

ა) ვასილ გონაშვილი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;

ბ) მორის შალიკაშვილი - ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ  კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 63/2013

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის  ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტისა და 46–ე მუხლის მე–3 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის, „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილებისა და რექტორის 2013 წლის 22 მარტის №34/01-01 ბრძანების საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. დამტკიცდეს ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე თერაპიის დეპარტამენტის  ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) მერაბ ვაჩნაძე - თსუ რექტორის თანაშემწე;
ბ) ბეჟან წინამძღვრიშვილი - თსუ მედიცინის ფაკულტეტის თერაპიის დეპარტამენტის სრული პროფესორი;
გ) პავლე მაჭავარიანი - თსუ მედიცინის ფაკულტეტის თერაპიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი;
დ) ნინო გორდაძე - თსუ მორფოლოგიის ინსტიტუტის ტრანსლაციური ბიო-მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი - მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი;
ე) გიორგი გალდავა - თსუ მედიცინის ფაკულტეტის დერმატოვენეროლოგიის დეპარტამენტის სრული პროფესორი.

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 64/2013

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის №15386/02, 28.05.2013  წერილის  საფუძველზე,

აკადემიური საბჭო ადგენს:

1. შევიდეს ცვლილება „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“  აკადემიური საბჭოს  2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების პირველი ნაწილის შემდეგი ქვეპუნქტებით დამტკიცებულ დანართებში:

ა) „ა“ პუნქტის მე-2 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „მათემატიკა“ (დანართი 2);
ბ) „ა“ პუნქტის მე-3 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ფიზიკა“ (დანართი 3);
გ) „ა“ პუნქტის მე-4 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ქიმია“ (დანართი 4);
დ) „ა“ პუნქტის მე-5 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ბიოლოგია“ (დანართი 5);
ე) „ა“ პუნქტის მე-6 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „გეოგრაფია“ (დანართი 6);
ვ) „ა“ პუნქტის მე-8 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ელქტრონიკა“ (დანართი 8);
ზ) „ა“ პუნქტის მე-81 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია“ (დანართი 81);
თ) „ბ“ პუნქტის მე-231 ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „გამოყენებითი ბიომეცნიერებები“ (დანართი 193);

2. შევიდეს ცვლილება „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“  აკადემიური საბჭოს  2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების მესამე ნაწილის „ბ“ პუნქტის 83-ე ქვეპუნქტით დამტკიცებულ 83-ე დანართში და ჩამოყალიბდეს შემდეგი სახით (დანართი 83).

3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის  კანცელარიას.
5. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 65/2013