საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
„ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ლიდერთა სკოლის“ პროგრამების დამტკიცების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №220/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის,  უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის №10677/02, 5.04.2013 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს „ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის – ლიდერთა სკოლის“ შემდეგი პროგრამები:


ა) ეფექტური და პროდუქტიული მოზარდის აუცილებელი ჩვევები და საფუძვლები (მოზარდების (15-17 წლები) პროგრამა) (დანართი 1);


ბ) ეფექტური და პროდუქტიული პროფესიონალის აუცილებელი ჩვევები და საფუძვლები (ინოვატორული სასწავლო კურსი სტუდენტებისთვის) (დანართი 2);


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის  კანცელარიას.
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 61/2013

,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2013 წლის 25 თებერვლის №33/2013 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №220/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის „ქ“ და „ჩ“ ქვეპუნქტების, მე–17 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ და „ხ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ,,ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ” ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 25 თებერვლის №33/2013 დადგენილების დანართი N1-ით დამტკიცებულ „ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის – ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის“ დებულებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

 

ა) დებულების 1-ლი მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„5. უნივერსიტეტის ქუჩა N2-ში, 0186 თბილისი; ვაჟა-ფშაველას გამზირი N44-ში, 0179 თბილისი და ნიკეას მე-2 შესახვევი N8-ში, 0431 ქუთაისი.“.

 

ბ) დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,3. ინსტიტუტის შიდა სტრუქტურული ერთეულებია:
ა) ტურიზმის საერთაშორისო სკოლა;
ბ) ტურიზმის სამეცნიერო - კვლევითი ცენტრი;
გ) პროფესიული სწავლებისა და გადამზადების ცენტრი;
დ) ინსტიტუტის რეგიონული ცენტრი;
ე) ინსტიტუტის ხელმძღვანელის აპარატი.”

 

გ) დებულების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  


,,მუხლი 8. პროფესიული სწავლებისა და გადამზადების ცენტრი


1. პროფესიული სწავლებისა და გადამზადების ცენტრი წარმოადგენს ინსტიტუტის სტრუქტურულ სასწავლო – საგანმანათლებლო ერთეულს.
2. პროფესიული სწავლებისა და გადამზადების ცენტრის მიზანია თანამედროვე მოთხოვნადი პროფესიული და მოკლევადიანი გადასამზადებელი პროგრამებით სწავლების უნივერსიტეტში დადგენილი წესით ორგანიზება და განხორციელება.
3. პროფესიული სწავლებისა და გადამზადების ცენტრის ამოცანაა ტურიზმის ეროვნული ინდუსტრიისათვის აუცილებელი მაღალკვალიფიციური და სათანადო  უნარ-ჩვევების მქონე კადრების მომზადება.
4. პროფესიული სწავლებისა და გადამზადების ცენტრის საქმიანობას ხელმძღვანელობს ცენტრის დირექტორი.
5. უნივერსიტეტის საშტატო განრიგით პროფესიული სწავლებისა და გადამზადების ცენტრისათვის განსაზღვრული თანამდებობაა პროფესიული სწავლებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორი.
6. პროფესიული სწავლებისა და გადამზადების ცენტრის განთავსებულია უნივერსიტეტის ქუჩა N2- ში, 0186 თბილისი.”.

 

დ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 81 მუხლი:


,,მუხლი 81. ინსტიტუტის რეგიონული ცენტრი


1. ინსტიტუტის რეგიონული ცენტრი (შემდგომში - რეგიონული ცენტრი) წარმოადგენს ინსტიტუტის სტრუქტურულ ერთეულს.  
2. რეგიონული ცენტრის ფუნქციას წარმოადგენს ინსტიტუტის წინამდებარე დებულებით განსაზღვრული ფუნქციებისა და საქმიანობის რეგიონული ცენტრის სამოქმედო ტერიტორიაზე (ქ. ქუთაისი) განხორციელება.   
3. ინსტიტუტის დებულებით განსაზღვრული კონკრეტული საქმიანობის რეგიონული ცენტრში განხორციელება განისაზღვრება ინსტიტუტის ხელმძღვანელის ბრძანებით.
4. რეგიონული ცენტრი სტრუქტურას შეადგენს:
ა) რეგიონული ცენტრის დირექტორი, რომელიც ხელმძღვანელობს რეგიონულ ცენტრის საქმიანობას;
ბ) რეგიონული ცენტრის ადმინისტრაციული და მატერიალური მართვის სამსახური;
გ) უნივერსიტეტის საშტატო განრიგით რეგიონული ცენტრისათვის განსაზღვრული თანამდებობებია: რეგიონული ცენტრის დირექტორი, რეგიონული ცენტრის ადმინისტრაციული და მატერიალური მართვის სამსახურის უფროსი, რეგიონული ცენტრის მთავარი სპეციალისტი, უფროსი სპეციალისტი.
5. რეგიონული ცენტრი განთავსებულია ნიკეას მე-2 შესახვევი N8-ში, 0431 ქუთაისი.“.

 

2. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

4. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 66/2013

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ლიდერთა სკოლის  შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

2018 წლის 5 ივლისის №167/2018 დადგენილებით




საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №220/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის „ქ“ და „ჩ“ ქვეპუნქტების, მე–17 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ და „ხ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შეიქმნას „ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეული – ლიდერთა სკოლა“.


2. დამტკიცდეს „ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის – ლიდერთა სკოლის“ დებულება (დანართი №1).


3. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 60/2013

ელექტრონული განაცხადის შევსება

ვახუშტი კოტეტიშვილის პრემია გაიცემა სამ ნომინაციაში: პოეზია, მხატვრული პროზა, არამხატვრული ტექსტი (დოკუმენტური პროზა, ესეისტიკა, კრიტიკა, პუბლიცისტიკა). • თითოეულ ნომინაციაში გაიცემა სამი პრემია 1000, 500 და 300 ლარის ოდენობით. • კონკურსში მონაწილეობა უფასოა. • კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს 20-დან 35 წლის ასაკამდე. • კონკურსში მონაწილეობის ელექტრონული განაცხადის შევსება და საკონკურსო მასალების ატვირთვა შესაძლებელია 2020 წლის 1 ნოემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით ინტერნეტით, შემდეგ მისამართზე: https://forms.gle/uVpru1FQa4JbdFyD8 • თითოეულ მონაწილეს საკონკურსო განაცხადის წარდგენა შეუძლია მაქსიმუმ ორ ნომინაციაში. • საკონკურსოდ წარდგენილი თარგმანი არც სრულად და არც ნაწილობრივ არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ნაბეჭდი ან ელექტრონული სახით. • თარგმანი შესრულებული უნდა იყოს ორიგინალის ენიდან. ორიგინალის ასლი უნდა ერთვოდეს საკონკურსოდ წარდგენილ თარგმანს. • პოეზიის თარგმანის ნომინაციაში საკონკურსოდ მისაღები თარგმანის ჯამური მოცულობა არ უნდა იყოს 40 სტრიქონზე ნაკლები და 100 სტრიქონზე მეტი. მხატვრული პროზისა და არამხატვრული ტექსტის თარგმანის ნომინაციებში საკონკურსოდ მისაღები თარგმანის ჯამური მოცულობა არ უნდა იყოს 10 გვერდზე ნაკლები და 15 გვერდზე მეტი (გვერდის ზომა - A4, ფონტის ზომა - 12, ფაილის ფორმატი - PDF). • გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური 5 წევრის შემადგენლობით. ჟიურის წევრებს კონკურსის ორგანიზატორები შეარჩევენ. საკონკურსო მასალები არ რეცენზირდება. • ჟიურის წევრები საკონკურსო მასალას ანონიმურობის დაცვით აფასებენ წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმებით, რომლებსაც ადგენენ თავად, თარგმანის ხარისხის ობიექტური შეფასების მოთხოვნის შესაბამისად. ეს კრიტერიუმები კონფიდენციალურია. თარგმანების შეფასებისას ჟიურის წევრები ითვალისწინებენ მასალის შესაბამისობას კონკურსის პირობებთან. • ჟიურის ყველა წევრს აქვს ერთი, თანაბრად მნიშვნელოვანი ხმის უფლება. ჟიური გადაწყვეტილებას იღებს ხმათა უმრავლესობით, ფარული კენჭისყრით. • ჟიურის გადაწყვეტილების საფუძველზე კონკურსში გამარჯვებულებს გადაეცემათ ერთჯერადი პრემიები, ხოლო საუკეთესო ტექსტები დაიბეჭდება კონკურსისადმი მიძღვნილ სპეციალურ კრებულში. • გამონაკლისის სახით ჟიურის აქვს უფლება, არ გასცეს ან გაყოს პრემია ნებისმიერ ნომინაციაში. • 2020 წლის 10 დეკემბერს გაიმართება კონკურსის დასკვნითი ცერემონიალი - გამარჯვებულთა დაჯილდოება და საუკეთესო ნამუშევრებისგან შემდგარი კრებულის პრეზენტაცია. • ყველა კონკურსანტს, რომლის თარგმანიც დაიბეჭდება კრებულში, საჩუქრად გადაეცემა კრებულის 2 ეგზემპლარი. • კონკურსთან დაკავშირებული მასალა შეიძლება განთავსდეს ტრადიციულ და/ან ახალ მედიაში. *

სრულად

ბრძანების N:

პროფესორ დონალდ რეიფილდისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

,,არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის“ წესდების მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის, აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 08.04.2013  №10803/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისათვის, სამეცნიერო ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, გამოჩენილ მეცნიერს, ბრიტანელ ქართველოლოგს, ლონდონის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორს დონალდ რეიფილდს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ  კანცელარიას.
3. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 56/2013

თსუ სრულ პროფესორ ელენე ხარაბაძისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ6“ ქვეპუნქტის, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 20 ივნისის №47/2012 დადგენილებისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 27.03.2013  №9658/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო და სასწავლო პროცესის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისათვის, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სრულ პროფესორ ელენე ხარაბაძეს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ  კანცელარიას.
3. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 57/2013

ალექსანდრე მუშკუდიანისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ6“ ქვეპუნქტის, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 20 ივნისის №47/2012 დადგენილებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 15.04.2013  №11363/02 წერილის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების განმტკიცებაში, საზღვარგარეთ საქართველოს სამეცნიერო პოტენციალის წარმოჩენაში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისათვის, კიევის საერთაშორისო უნივერსიტეტის უკრაინული, მსოფლიო კულტურათა და ლიტერატურათა კათედრის გამგეს პროფესორ ალექსანდრე მუშკუდიანს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ  კანცელარიას.
3. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 58/2013

„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 1 მარტის №14/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ო“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 1 მარტის №14/2012 დადგენილების პირველი პუნქტის IV ნაწილის „ო“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 59/2013

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ლიდერთა სკოლის  შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ (კოდიფიცირებული)

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

2018 წლის 5 ივლისის №167/2018 დადგენილებით


ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს
2018 წლის 19 თებერვლის №52/2018 დადგენილებით

 


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №220/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის „ქ“ და „ჩ“ ქვეპუნქტების, მე–17 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ და „ხ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შეიქმნას სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეული – ლიდერთა სკოლა. (19.02.2018, №52/2018)


2. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის – ლიდერთა სკოლის დებულება (დანართი №1). (19.02.2018, №52/2018)


3. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 60/2013

,,დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 16 მარტის №25/2011 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლისა და თსუ ხარისხსი უზრუნველყოფის სამსახურის 22.03.2013, №9238/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 16 მარტის №25/2011 დადგენილებაში განხორციელდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

 

ა) პირველი პუნქტის დანართი №1-ით დამტკიცებული „დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის“ მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი:

 

„21. თუ დოქტორანტი ამავდროულად არის თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი/მასწავლებელი და  ასრულებს მისთვის განსაზღვრულ მინიმალური სავალდებულო საათობრივი დატვირთვით გათვალისწინებულ სამუშაოს, შესრულებული სამუშაო შესაძლებელია ჩაეთვალოს პროფესორის ასისტენტობაში დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტით პროფესორის ასისტენტობისთვის განსაზღვრული სავალდებულო კრედიტების მინიმალური რაოდენობით (5 ECTS კრედიტი).“.

 

ბ) პირველი პუნქტის დანართი №3-ით დამტკიცებული „სასწავლო და კვლევითი კომპონენტების განმარტებანის“ „პროფესორის–ასისტენტობის“ პუნქტის ბოლო აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„დოქტორანტის მიერ ჩატარებული სამუშაო ჯგუფის, ლაბორატორიული  სამუშაოების, პრაქტიკუმების საათები არ უნდა შედიოდეს სხვა აკადემიური  და/ან მოწვეული პერსონალის საათობრივ დატვირთვაში.“.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 54/2013

„დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 16 ივლისის №249 დადგენილებაში ცვლილებებისა შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლისა და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 22.03.2013, №9238/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 16 ივლისის №249 დადგენილებაში განხორციელდეს შემდეგი სახის ცვლილებები:

 

ა) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ მე–5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

,,1. დოქტორანტმა ჩარიცხვიდან ექვსი სემესტრის განმავლობაში სწავლისა და კვლევის პროცესში უნდა დააგროვოს არანაკლებ 180 კრედიტი. დოქტორანტის ჩარიცხვიდან ექვსი სემესტრის გასვლის შემდეგ, მისი მომდევნო სემესტრში რეგისტრაციის წინაპირობა არის სამეცნიერო ხელმძღვანელის შუამდგომლობა, რომელშიც უნდა დასაბუთდეს სწავლის/კვლევის გაგრძელების მიზანშეწონილობა. ხელმძღვანელი შუამდგომლობას წარუდგენს ფაკულტეტის დეკანს, რომელიც ამზადებს წარდგინებას დამატებით სემესტრში დოქტორანტის დარეგისტრირების შესახებ. სწავლის გაგრძელება შესაძლებელია არაუმეტეს 4 სემესტრისა.“.

 

ბ) დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული „დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ დანართი №2–ის „სასწავლო კომპონენტის განმარტებანის“ „პროფესორის ასისტენტობის“ პუნქტის ბოლოდან მე-2 აბზაცი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

 

„თუ დოქტორანტი ამავდროულად არის თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი/მასწავლებელი და  ასრულებს მისთვის განსაზღვრულ მინიმალური სავალდებულო საათობრივი დატვირთვით გათვალისწინებულ სამუშაოს, შესრულებული სამუშაო შესაძლებელია ჩაეთვალოს პროფესორის ასისტენტობაში დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტით პროფესორის ასისტენტობისთვის განსაზღვრული სავალდებულო კრედიტების მინიმალური რაოდენობით (5 ECTS კრედიტი).“.

 

გ) პირველი პუნქტით დამტკიცებული „დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“ დანართი №2–ის „სასწავლო კომპონენტის განმარტებანის“ „პროფესორის ასისტენტობის“ პუნქტის ბოლო აბზაცი ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

 

„დოქტორანტის მიერ ჩატარებული სამუშაო ჯგუფის, ლაბორატორიული სამუშაოების, პრაქტიკუმების საათები არ უნდა შედიოდეს სხვა აკადემიური და/ან მოწვეული პერსონალის საათობრივ დატვირთვაში.“.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 55/2013

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 11 ივნისის №39/2012 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის, „ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის ან მეტი ასაკის პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების მიცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 28 მაისის №36/2012 დადგენილების მე–4 მუხლის 11 პუნქტისა და თსუ იურიდიული ფაკულტეტის 04.03.2013, №5672/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 11 ივნისის  №39/2012 დადგენილების პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ5“ ქვეპუნქტი:

 

„ჰ5) რომან შენგელია.“.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

3. დადგენილება ამოქმედდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 52/2013

„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 46–ე  მუხლის,  „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილების, თსუ რექტორის 2013  წლის 10 იანვრის №03/01-01 ბრძანებისა და ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების (აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 მარტის №50/2013 დადგენილება) გადაწყვეტილების (წერილი: 22.03.2013, №9232/02) საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილება და „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილების XVII ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ2“ ქვეპუნქტი:

 

„დ2 ) მაია ციციშვილი – ასოცირებული პროფესორი.“.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 53/2013

„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2013–2014 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და ერთიანი სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებისა და მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 თებერვლის №29/2013 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწრამეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა  და თსუ–ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის №8645/02, 18.03.2013 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს ცვლილებები „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2013–2014 სასწავლო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და ერთიანი სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებისა და მისაღებ სტუდენტთა რაოდენობის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 თებერვლის №29/2013 დადგენილებით დამტკიცებულ დანართი №1–ში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი №1).

 

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.

3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 51/2013

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრის  შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
12.02.2018, №41/2018; 12.11.2018, №219/2018
დადგენილებებით

 


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №220/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის „ქ“ და „ჩ“ ქვეპუნქტების, მე–17 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ და „ხ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1.  შეიქმნას „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეული – პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრი“. (№41/2018,12.02.2018)


2. დამტკიცდეს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის – პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრის“ დებულება (დანართი №1). (№41/2018,12.02.2018) ( 12.11.2018, №219/2018)

 

3. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
4. დადგენილების   ყველასათვის   ხელმისაწვდომ   ადგილზე   განთავსების უზრონველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 49/2013

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრის  შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №220/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის „ქ“ და „ჩ“ ქვეპუნქტების, მე–17 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ და „ხ“ ქვეპუნქტების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შეიქმნას „ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეული – პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრი“.

 

2. დამტკიცდეს „ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის – პორტუგალიური ენისა და კულტურის ცენტრის“ დებულება (დანართი №1).


 
3. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.

4. დადგენილების   ყველასათვის   ხელმისაწვდომ   ადგილზე   განთავსების უზრონველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

5. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 49/2013

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტისა და 46–ე მუხლის მე–3 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის, „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილებისა და რექტორის 2013 წლის 28 იანვრის №11/01-01 ბრძანების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

I. დამტკიცდეს ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ხელოვნების ისტორიისა და თეორიის მიმართულების ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

1. ზაზა სხირტლაძე – თსუ სრული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
2. ნინო სილაგაძე – თსუ ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
3. ირინა კოშორიძე – თსუ ასოცირებული პროფესორი;
4. ნათელა ჯაბუა – თსუ ასოცირებული პროფესორი;
5. ირინე მირიჯანაშვილი – თსუ ასოცირებული პროფესორი;
6. ვასილ გონაშვილი - თსუ ასოცირებული პროფესორი.

 

II. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.

III. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 50/2013

მხატვარ ცირა კალანდაძის პერფორმანსი - „ავტორისეული საუბარი ერთი ნამუშევრის გარშემო“

2014 წლის 23 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხელოვნების ისტორიისა და თეორიის ინსტიტუტის ინიციატივით გაიმართა პერფორმანსი „ავტორისეული საუბარი ერთი ნამუშევრის გარშემო“, რომელზეც მხატვარმა ცირა კალანდაძემ წარმოადგინა თავისი ერთი ნამუშევარი „მადნეული 1985 წ.“, მუყაო, ზეთი. მხატვარმა ისაუბრა საკუთარ შემოქმედებაზე, გაიმართა დისკუსია ხელოვანსა და დამსწრე საზოგადოებას შორის.

23/12/2014

სრულად

ბრძანების N:

მხატვარ ნატალია კუციას პერსონალურ გამოფენა - „ქალური საწყისი“

2014 წლის 23 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში ნატალია კუციას პერსონალური გამოფენა გაიმართა, ,,სახელწოდებით - „ქალური საწყისი“. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო 30-მდე ფერწერული ნამუშევარი, რომლებიც ქალთა ძალადობის ფაქტებს ეხმიანება - „ქალი უნდა იყოს დაცული საყვარელი ადამიანის მიერ“- ეს არის ავტორის მთავარი გზავნილი. მხატვარ ნატალია კუციას გამოფენა არასამთავრობო ორგანიზაცია „კავკასიური ლიგის“ მხარდაჭერით გაიმართა თსუ მუზეუმში.

23/12/2014

სრულად

ბრძანების N:

ფოტოდოკუმენტური გამოფენა - „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებლები უკრაინის უნივერსიტეტებში“

2014 წლის 22 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გაიმართა ფოტოდოკუმენტური გამოფენა - „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებლები უკრაინის უნივერსიტეტებში“ ექსპოზიციაზე, უნივერსიტეტის დამფუძნებლების: პეტრე მელიქიშვილის, გიორგი ახვლედიანისა და დიმიტრი უზნაძის მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური და ფოტო მასალა იყო წარმოდგენილი. რომელთა პირადი ფონდები ხარკოვისა და ოდესის უნივერსიტეტის, არქივებსა და ბიბლიოთეკებში იქნა მოძიებული. ექსპოზიციაზე, აგრეთვე წარმოდგენილი იყო ცნობილი ქართველი ქიმიკოსის, ოდესის უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ვასილ პეტრიაშვილის ცხოვრებისა და სამეცნიერო მოღვაწეობის ამსახველი ფოტო და დოკუმენტური მასალა.

22/12/2014

სრულად

ბრძანების N: