საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2020 წლის 22 ივნისის №54/2020 დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის  დამტკიცებაზე უარის თქმისა და შესაბამისი მითითებით საკითხის საკონკურსო კომისიისათვის დაბრუნების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2020 წლის 11 სექტემბრის  №87/2020 დადგენილების, თსუ-ს რექტორის 2020 წლის 4 ივნისის №100/01-01 ბრძანების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2020 წლის 22 ივნისის №54/2020 დადგენილების მე-2 პუნქტი) გადაწყვეტილებისა (წერილი: 23.09.2020, №19275/10-02) და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2020 წლის 1 ოქტომბრის №19 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სოციოლოგიისა და  სოციალური  მუშაობის  მიმართულების ასისტენტ-პროფესორის  აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულ იქნეს შორენა თურქიაშვილი.


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმება.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 98/2020

ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის ფონდის სასტიპენდიო პროგრამები მეცნიერთათვის და პოსტ-სადოქტორო კვლევებისთვის

ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის ფონდი ყოველწლიურად აფინანსებს საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებს და სპონსორობას უწევს როგორც ახალგაზრდა, ისე აღიარებულ მეცნიერებს.

მომავალი წლისათვის სტიპენდიები გაიცემა შემდეგი პროგრამების ფარგლებში:

ჰუმბოლდტის კვლევითი სტიპენდია მეცნიერთათვის და პოსტ-სადოქტორო კვლევებისთვის
გეორგ ფორსტერის კვლევითი სტიპენდია მეცნიერთათვის და პოსტ-სადოქტორო კვლევებისთვის
ფეოდორ ლინენის კვლევითი სტიპენდია მეცნიერთათვის და პოსტ-სადოქტორო კვლევებისთვის

ზემოთჩამოთვლილი პროგრამების განაცხადების განხილვაზე პასუხისმგებელი შესარჩევი კომისია იკრიბება ყოველი წლის თებერვალში, ივნისსა და ოქტომბერში.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს საელჩოს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში.

გარდა ამისა, ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს შესაბამისი კონსულტაცია უშუალოდ ფონდისგან

სრულად

ბრძანების N:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში  მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
№134/2015, 28.12.2015 და №45/2017, 01.05.2017
დადგენილებებით

 


საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტისა და  თსუ-ს იურიდიული დეპარტამენტის 18.12.2014, №43617/02  წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1.  დამტკიცდეს:


ა) სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესი (დანართი №1);  (№134/2015, 28.12.2015) (№45/2017, 01.05.2017)


ბ) კონკურსში მონაწილეობის მსურველის განცხადების ფორმა (დანართი №2); 


გ) კონკურსანტის ანკეტა (დანართი №3)  ; (№45/2017, 01.05.2017)


დ) კონკურსანტის შეფასების ფორმა (დანართი №4)  ; (№45/2017, 01.05.2017)


ე) ბიულეტენის სანიმუშო ფორმა (დანართი №5).  


2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილება.
3. აღნიშნული დადგენილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
7. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                  აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა 
რექტორი, პროფესორი

სრულად

ბრძანების N: 118/2014

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტისა და  თსუ-ს იურიდიული დეპარტამენტის 18.12.2014, №43617/02  წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:


1. დამტკიცდეს:


ა) სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესი (დანართი №1); 


ბ) კონკურსში მონაწილეობის მსურველის განცხადების ფორმა (დანართი №2); 


გ) კონკურსანტის ანკეტა (დანართი №3);   

 

დ) კონკურსანტის შეფასების ფორმა (დანართი №4); 


ე) ბიულეტენის სანიმუშო ფორმა (დანართი №5).  


2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილება.
3. აღნიშნული დადგენილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
7. დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

ბრძანების N: 118/2014

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2020 წლის 9 ივლისის №127/01-01 და №128/01-01 ბრძანებების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების  (აკადემიური საბჭოს 2020 წლის 21 ივლისის №68/2020 დადგენილების მე-2 და მე-3 პუნქტები) გადაწყვეტილებებისა (წერილები: 18.09.2020, №18399/10-02; 18.09.2020, №18435/10-02) და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2020 წლის პირველი ოქტომბრის №19 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებების საფუძველზე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:


ა)  ხელოვნების ისტორიისა და თეორიის  სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი:


ნინო სიმონიშვილი - ასოცირებული პროფესორი;


ბ) ქართული ლიტერატურის ისტორიის სასწავლო–სამეცნიერო  ინსტიტუტის ახალი ქართული ლიტერატურის ისტორიის კათედრა: 


ლევან ბებურიშვილი - ასისტენტ-პროფესორი.


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმება.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 97/2020

,,სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო და დანამატი) ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ“  აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 ოქტომბრის №112/2013 დადგენილებაში  ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის  და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტისა და სამეცნიერო კვლევებისა და განვითარებისა და  იურიდიული დეპარტამენტების 26.12.2014,   №44932/02 წერილის საფუძველზე, 


 
აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო და დანამატი) ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 ოქტომბრის №112/2013 დადგენილების პირველ პუნქტში და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„1. საჯარო სამართლის  იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურება წარმოადგენს ანაზღაურებას სავალდებულო პედაგოგიური დატვირთვისა (აკადემიური პერსონალის დატვირთის 50%) და მინიმალური სავალდებულო სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის - სამეცნიერო-კვლევითი დატვირთვის (აკადემიური პერსონალის დატვირთვის 50%) ამ დადგენილებით განსაზღვრული წესითა და ოდენობით შესრულებისათვის და აკადემიური პერსონალის თანამდებობრივი სარგოს ოდენობები განისაზღვრება წინამდებარე დადგენილების დანართი № 1, დანართი № 2, დანართი № 3, დანართი № 4, დანართი № 5, დანართი № 6 , დანართი №7-ის შესაბამისად.“

 

2.  შევიდეს ცვლილება „სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო და დანამატი) ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 ოქტომბრის №112/2013 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ დანართ №1, დანართ  №2, დანართ №3, დანართ №4, დანართ №5, დანართ №6 და დანართ №7-ში  და ისინი ჩამოყალიბდნენ შემდეგი რედაქციით (დანართი №1), (დანართი №2), (დანართი №3), (დანართი №4), (დანართი №5), (დანართი №6), (დანართი №7).

 

3. დაემატოს ,,სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო და დანამატი) ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 ოქტომბრის №112/2013 დადგენილებას შემდეგი შინაარსის 81 – 89 პუნქტები:


,,81. აკადემიური პერსონალის  მინიმალური სავალდებულო სამეცნიერო-კვლევითი დატვირთვა (სხვადასხვა კატეგორიის შესაბამისი კადემიური პერსონალის სავალდებულო მინიმალური სავალდებულო სამეცნიერო-კვლევითი დატვირთვა) განისაზღვრება წინამდებარე დადგენილების პირველი პუნქტის დანართ №1, დანართ  №2, დანართ №3, დანართ №4, დანართ №5, დანართ №6 და დანართ №7-ის  შესაბამისად, წარმოადგენს აკადემიური პერსონალის მიერ შექმნილი სხვადასხვა სამეცნიერო კვლევითი პროდუქციის ერთობლიობას, რაც გამოიხატება ქულობრივად და არ უნდა წარმოადგენდეს წლის განმავლობაში 100 ქულაზე ნაკლებს (ამავდროულად ხელფასის სახით ანაზღაურებას ექვემდებარება წლიური მინიმალური სამეცნიერო სავალდებულო დატვირთვის შესრულება არაუმეტეს 100 ქულისა).
82. ერთი კალენდარული წლის განმავლობაში მინიმალური სავალდებულო სამეცნიერო-კვლევითი დატვირთვის რომელი კომპონენტის და თითოეულ კომპონენტში რა სახეობის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციით შედგება კონკრეტული აკადემიური პერსონალის სამეცნიერო სავალდებულო დატვირთვა, წყვეტს თავად აკადემიური პერსონალი, აკადემიური ავტონომიურობის ფარგლებში. 
83. როგორც წესი, სავალდებულო მინიმალური სამეცნიერო-კვლევითი დატვირთვის თითოეული შემადგენელი ნაწილის (დატვირთვის შემადგენელი კომპონენტები, თავიანთი ქულობრივი წილით) გადაჭარბებით შესრულება არ ახდენს ამ ნაწილის ქულობრივ ზრდაზე ზეგავლენას. ფაკულტეტი უფლებამოსილია დაადგინოს ამ წესიდან გამონაკლისი, გარდა წინამდებარე დადგენილების დანართ №1, დანართ  №2, დანართ №3, დანართ №4, დანართ №5, დანართ №6 და დანართ №7-ით გათვალისწინებული მე-8 კომპონენტისა, ხოლო ხსენებული დანართებით გათვალისწინებული მე-7 კომპონენტი შეიძლება დაექვემდებაროს მხოლოდ გაორმაგებას.
84. აკადემიური პერსონალის მიერ მინიმალური სავალდებულო სამეცნიერო-კვლევითი დატვირთვის შეუსრულებლობამ შესაძლოა გამოიწვიოს პასუხისმგებლობა (მათ შორის ფინანსური პასუხისმგებლობა, თანამდებობრივი სარგოს შესაბამისი ოდენობის გამოქვითვის სახითაც, რაც რეაგირებისთის ეგზავნება უნივერსიტეტის ადმინისტრაციას) მოქმედი კანონმდებლობისა და უნივერსიტეტის მიერ დადგენილი წესის თანახმად. ხსენებული პასუხისმგებლობის მიზნით ყოველი კონკრეტული შემთვევა განიხილება შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს შექმნილი კომისიის მიერ და შემდგომი რეაგირება ხორციელდება ამ კომისიის დასკვნის საფუძველზე.
85. ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის ერთი კალენდარული წლის მინიმალური სავალდებულო სამეცნიერო-კვლევითი დატვირთვის შესრულების მიმდინარეობაზე ზედამხედველობა მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში და შესრულების შედეგების სრულფასოვნების შემოწმება (შედეგების შეჯამება) არაუგვიანეს მომდევნო კალენდარული წლის 20 იანვრისა ევალება დეკანსა და დეკანის მოადგილეს სამეცნიერო სფეროში (ფაკულტეტზე მოქმედი სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის მეშვეობით).
86. აკადემიური პერსონალის ერთი კალენდარული წლის სავალდებულო სამეცნიერო დატვირთვის შესრულების სრულფასოვნების შემოწმების შედეგები (საჭიროების შემთხვევაში სავალდებულო სამეცნიერო დატვირთვის შესრულების მიმდინარეობაზე ზედამხედველობის მასალებიც) ეგზავნება ფაკულტეტის საბჭოს.
87. სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის ინიციატივით და რექტორის თანხმობით, უნივერსიტეტის რექტორთან შეთანხმებულ ვადებში, შესაბამისი სტრუქტურული ერთეული ვალდებულია  უზრუნვლყოს ინფორმაციის მიწოდება ამ სტრუქტურულ ერთეულში მომუშავე აკადემიური პერსონალის მიერ მინიმალური სამეცნიერო სავალდებულო დატვირთვის შესრულებისა და შეუსრულებლობისას შესაბამისი კომისიის მიერ განხილვის შედეგების (საჭირობის შემთხვევაში კომისიის მუშაობის ამსახველი მასალები) შესახებ ამ დებულების მიზნებისაგან განსხვავებული, ხსენებული დეპარტამენტის ფუნქციების (კომპეტენციის) შესაბამისი მიზნებისათვის. 
88. წინამდებარე დადგენილების მიზნებისათვის დამტკიცდეს ,,სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაცია“ (დანართი №8).
89. წინამდებარე დადგენილების 81 – 88 პუნქტები და დანართი №8-ის მოთხოვნები არ ვრცელდება უნივერსიტეტის იმ აკადემიურ პერსონალზე, რომელსაც არ აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და თანამდებობაზე არჩეულია ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე. ფაკულტეტი ვალდებულია ასეთ აკადემიურ პერსონალს სავალდებულო პედაგოგიური დატვირთვასთან ერთად დაუდგინოს თემატურად შესაბამისი სხვა შესასრულებელი დატვირთვის აუცილებელი სახეობები და ოდენობა.”


4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
6. წინამდებარე დადგენილებაში შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების საფუძველზე ცვლილებები შესაძლოა ინიცირებული იქნეს ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოდერნიზაციის მიზნით კომისიის შექმნისა და ფუნქციათა განაწილების შესახებ“ უნივერსიტეტის 2014 წლის 5 დეკემბრის №20/04 ბრძანებით მოქმედი კომისიის მიერ.
7. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
8. წინამდებარე დადგენილება ძალაში შევიდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                         აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი, პროფესორი

სრულად

ბრძანების N: 122/2014

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 7 სექტემბრის №83/2011 დადგენილებაში დამატებების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის N208/ნ ბრძანებით დამტკიცებული „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 46–ე  მუხლის,  „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილების, თსუ რექტორის 2012  წლის 16 ნოემბრის N154/01-01 ბრძანებისა და ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ  ფაკულტეტზე სრულ და ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2012 წლის 17 დეკემბრის N126/2012 დადგენილება) გადაწყვეტილების (წერილი: 15.01.2013, №00666/02) საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილება და „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 7 სექტემბრის №83/2011 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი დამატებები:

 

ა) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:


„ზ1) მარიამ ცისკაძე – ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე.“;

 

ბ) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ1“ ქვეპუნქტი:


„ლ1) პაატა ტურავა – ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე.“;

 

გ) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჟ1“ ქვეპუნქტი:


„ჟ1) მერაბ ტურავა – სრული პროფესორის თანამდებობაზე.“;

 

დ) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის წინადადება და „ღ“ ქვეპუნქტი:


„სამართლის მეთოდების მიმართულებით:


ღ) გიორგი ხუბუა – სრული პროფესორის თანამდებობაზე.“.

 


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ კანცელარიას.

3. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

ალექსანდრე კვიტაშვილი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

 

სრულად

ბრძანების N: 1/2013

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

2019 წლის 7 ივნისის №69/2019 დადგენილებით

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების”  მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის 04.12.2014, №41561/02  წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულება“ (დანართი 1).


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ს კანცელარიას.
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.  წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                     აკადემიკოსი ვლადიმერ  პაპავა 
რექტორი, პროფესორი

სრულად

ბრძანების N: 117/2014

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ (კოდიფიცირებული)

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

2019 წლის 7 ივნისის №69/2019 დადგენილებით

 

ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს
№40/2016, 11.04.2016  დადგენილებით

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების”  მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის 04.12.2014, №41561/02  წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულება“ (დანართი 1). (№40/2016, 11.04.2016)


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ს კანცელარიას.
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.  წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                     აკადემიკოსი ვლადიმერ  პაპავა 
რექტორი, პროფესორი

სრულად

ბრძანების N: 117/2014

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8  მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 19.11.2014, №39803/02 წერილის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების II  ნაწილის  „გ“ პუნქტს დაემატოს 665  ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს  შემდეგი შინაარსით: 


„665. კულტურის და მედიის სოციოლოგია (დანართი 251);”


2. „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების II  ნაწილის  „დ“ პუნქტს  დაემატოს 767 ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს  შემდეგი შინაარსით: 


„767. კულტურის და მედიის სოციოლოგია (დანართი 252);“


3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ს ხარისხის  უზრუნველყოფის სამსახურს.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
6. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                        აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი, პროფესორი

სრულად

ბრძანების N: 113/2014

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 27 დეკემბრის №139/2013 დადგენილებაში ტექნიკური ხარვეზების გასწორებისა და ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  59-ე მუხლის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ და „წ“ ქვეპუნქტებისა და თსუ-ს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის 20.11.2014, №39977/02 წერილის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. გასწორდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 27 დეკემბრის №139/2013 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის ზოგიერთი თავის ნუმერაციაში დაშვებული ტექნიკური ხარვეზი და შესაბამისი თავების სათაურების ნუმერაცია დადგინდეს შემდეგი სახით:

 


ა) „თავი IV. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერება და შეწყვეტა“;
ბ) „თავი V. პროფესიული სტუდენტის უფლებები და მოვალეობები“;
გ) „თავი VI. პროფესიული სტუდენტის მიღწევების შეფასება“;
დ) „თავი VII. კვალიფიკაციის მინიჭება“.

 


2. გასწორდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 27 დეკემბრის №139/2013 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-7 მუხლის პუნქტების ნუმერაციაში დაშვებული ტექნიკური ხარვეზი და მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„მუხლი 7. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლები


1. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლებია:

ა) ადმინისტრაციული რეგისტრაციის გაუვლელობა;
ბ) ავადმყოფობა, თუ დოკუმენტურად დასტურდება სასწავლო პროცესში პროფესიული სტუდენტის მონაწილეობის შეუძლებლობა;
გ) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა;
დ) უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა;
ე) პირადი განცხადება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სტატუსის შეჩერების მოთხოვნით, პროფესიულმა სტუდენტმა განცხადებით უნდა მიმართოს უნივერსიტეტის რექტორს სასწავლო პროცესის დაწყებიდან არა უგვიანეს 2 კვირის განმავლობაში. აღმიშნული ვადის გასვლის შემდეგ იგი კარგავს მიმდინარე სემესტრში სტატუსის შეჩერების და სწავლის საფასურის მომდევნო სემესტრებში გამოყენების უფლებას. 

3. თსუ-ში პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერების მაქსიმალური ვადაა 5 წელი, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

4. პროფესიული სტუდენტის სტატუსის შეჩერებასთან დაკავშირებული სხვა სამართლებრივი საკითხები წყდება მოქმედი კანონმდებლობით.“

 

3. შეტანილ იქნეს ცვლილება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 27 დეკემბრის №139/2013 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-13 მუხლის მე-5 პუნქტში და  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„5. პროფესიული სტუდენტისთვის გამოცდის ინდივიდუალური წესით დანიშვნა:
ა) ძირითად ან დამატებით გამოცდაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, როდესაც გამოცდას ატარებს ფაკულტეტი, ძირითადი ან დამატებითი გამოცდებისათვის დადგენილ ვადაში გამოცდის ინდივიდუალური წესით დანიშვნა დასაშვებია დეკანის სახელზე პროფესიული სტუდენტის მიერ დაწერილი განცხადების საფუძველზე, გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის მითითებითა და დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით. გადაწყვეტილებას სტუდენტის გამოცდაზე დაშვების შესახებ იღებს დეკანი;
ბ) ძირითად ან დამატებით გამოცდაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, როდესაც გამოცდას ატარებს საგამოცდო ცენტრი, ძირითადი ან დამატებითი გამოცდებისათვის დადგენილ ვადაში გამოცდის ინდივიდუალური წესით დანიშვნა დასაშვებია საგამოცდო ცენტრისათვის ელექტრონული ბაზის საშუალებით (sms.tsu.ge) გაგზავნილი მიმართვის საფუძველზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის მითითებითა და გამოცდამდე დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენით. გადაწყვეტილებას სტუდენტის გამოცდაზე დაშვების შესახებ იღებს საგამოცდო ცენტრი;
გ) ძირითად და დამატებით გამოცდებზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში პროფესიული სტუდენტისათვის საგამოცდო პერიოდის გასვლის შემდეგ გამოცდის ინდივიდუალური წესით დანიშვნა დასაშვებია მხოლოდ საპატიო მიზეზის არსებობის შემთხვევაში. გადაწყვეტილებას საგამოცდო პერიოდის გასვლის შემდეგ გამოცდის ინდივიდუალური წესით დანიშვნის თაობაზე დეკანის წარდგინების საფუძველზე იღებს უნივერსიტეტის რექტორი.“

 

4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს  კანცელარიას.
6. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6);
7. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                            აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი, პროფესორი

სრულად

ბრძანების N: 114/2014

აკადემიური საბჭოს დადგენილებათა დანართების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებასთან დაკავშირებული პროცედურის შესახებ 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

 

 აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ მიღებულ დადგენილებათა დანართის/დანართების,  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ვერსიების, ორიგინალ დოკუმენტთან შესაბამისობაზე პასუხისმგებლობა დაეკისროს დოკუმენტის შესაბამისი პროექტის აკადემიურ საბჭოზე წარმდგენ თანამდებობის პირს/სტრუქტურულ ერთეულს.


2.  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს მიერ მიღებულ დადგენილებათა დანართის/დანართების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება, ასევე მისი ვებგვერდიდან აღება, მხოლოდ რექტორის აპარატისა და აკადემიური საბჭოს სამდივნოს ინიციატივით, უზრუნველყოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტმა.


3.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს  კანცელარიას.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6);
6.  დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                   აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

ბრძანების N: 115/2014

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2015-2016 სასწავლო წლის ბაკალავრიატისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ანკეტა–კითხვარის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი, მე-2 და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ  ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტისა და თსუ–ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 08.12.2014, №41924/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1.   დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2015–2016 სასწავლო წლის ბაკალავრიატისა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამების ანკეტა–კითხვარი (დანართი 1). 


2.   დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3.   დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ს კანცელარიას. 
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5.  წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
6. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                    აკადემიკოსი  ვლადიმერ  პაპავა 
რექტორი, პროფესორი

სრულად

ბრძანების N: 116/2014

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების  მიღების წესის და უცხო ენის ცოდნის განმარტების“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 9 ივნისის №49/2014 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63 მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ" ქვეპუნქტის, „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანებისა და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის 27.10.2014, №37448/02 წერილის საფუძველზე, 

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიღების წესის და უცხო ენის ცოდნის განმარტების“ აკადემიური საბჭოს  2014 წლის 9 ივნისის №49/2014 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული  დანართი №1-ის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„3. თსუ უზრუნველყოფს სტუდენტის ჩართვას სასწავლო პროცესში სააუდიტორიო მეცადინეობების დაწყებიდან 4 კვირის ვადაში.“ 


2. წინამდებარე დადგენილების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                             აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი, პროფესორი

სრულად

ბრძანების N: 110/2014

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა  ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებული  საარჩევნო პროცედურების დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“  მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა  ფაკულტეტის  05.11.2014, №38418/02 წერილის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა  ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებული  საარჩევნო პროცედურები (დანართი №1);


2. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.  წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6);
4.  დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                             აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

ბრძანების N: 111/2014

თსუ-ს ასოცირებული პროფესორის მერაბ კალანდაძის მიერ აკადემიური ეთიკის დარღვევის შესახებ შემოსულ განცხადებასთან დაკავშირებით ჩატარებული წარმოების შედეგების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღების თაობაზე 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის პირველი და მე-7 მუხლის პირველი პუნქტების, ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური ეთიკისა და სამსახურებრივი საქმიანობის ფარგლებში სამეცნიერო-საგანმანათლებლო ფუნქციის განმახორციელებელი პერსონალის სამსახურებრივი პასუხისმგებლობის შესახებ დებულების მიღების თაობაზე“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 19 მაისის №46 დადგენილებით დამტკიცებული ,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური ეთიკისა და სამსახურებრივი საქმიანობის ფარგლებში სამეცნიერო-საგანმანათლებლო ფუნქციის განმახორციელებელი პერსონალის სამსახურებრივი პასუხისმგებლობის შესახებ“ დებულების მე-5 მუხლის პირველი, მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, მე-6 პუნქტის და რექტორის 2014 წლის 19 სექტემბრის №163/01-01 ბრძანებით შექმნილი აკადემიური ეთიკის დარღვევის დამდგენი კომისიის  03.11.2014, №38068/02 წერილის საფუძველზე, 

 

აკადემიური საბჭო ადგენს: 

 


1. მიღებულ იქნას დარღვევის არ არსებობის თაობაზე რექტორის 2014 წლის 19 სექტემბრის №163/01-01 ბრძანებით შექმნილი აკადემიური ეთიკის დარღვევის დამდგენი კომისიის დასკვნა ინფორმაციის სახით (ცნობად).


2. განმცხადებლის (თსუ-ს პროფესორი ნინო კიღურაძე) მიერ მცდარი მოსაზრებების წარმოდგენის თაობაზე ინფორმაცია გამოსაქვეყნებლად გადაეცეს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტს“.


3. წინამდებარე დადგენილება ძალაში შედის გამოცემისთანავე და შესაძლებელია გასაჩივრდეს ძალაში შესვლიდან 1 თვის განმავლობაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, N6.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                   აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა 
რექტორი, პროფესორი

სრულად

ბრძანების N: 112/2014

„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №68/2012 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ და „ჰ1“ ქვეპუნქტების, თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2014 წლის 30 სექტემბრის №102/2014  „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 8 სექტემბრის №84/2014 დადგენილებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიისათვის (გეოგრაფიის მიმართულება) დამატებითი, ინდივიდუალური ვადის განსაზღვრის შესახებ“ დადგენილების,  თსუ-ს რექტორის  30.07.2014, №125/01-01; 15.09.2014, №153/01-01 ბრძანებების, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 15.10.2014, №187/01-01 ბრძანებისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2014 წლის 8 სექტემბრის №84/2014 დადგენილების პირველი პუნქტის 1.2. ქვეპუნქტი - გეოგრაფიის მიმართულება) გადაწყვეტილების (წერილი: 22.10.2014,  №36919/02) საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილება და „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“  აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №68/2012 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი დამატებები:


ა) დადგენილების IV ნაწილის „გ“ და „ე“  პუნქტებს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.გ“  და „ე.დ“ ქვეპუნქტები:


„გ.გ) ლამზირა ლაღიძე - ასოცირებული პროფესორი.”
“ე.დ) თენგიზ გორდეზიანი - ასოცირებული პროფესორი.“


2. ამოღებულ იქნეს „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“  აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №68/2012  დადგენილების  IV ნაწილის „ე“ პუნქტის „ე.ბ“ ქვეპუნქტი.


3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე                                                             აკადემიკოსი  ვლადიმერ პაპავა
რექტორი, პროფესორი

სრულად

ბრძანების N: 109/2014

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა არჩევნების დანიშვნის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე მუხლის პირველი და მე–2 ნაწილების, 53–ე მუხლის პირველი და მე–3 ნაწილების, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55–ე მუხლის მე–2 ნაწილის, 56–ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-10 მუხლის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა და  2014 წლის 9 ოქტომბრის სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს  სხდომის ოქმი №6-ის საფუძველზე,  

 

აკადემიური საბჭო ადგენს: 

 

1. წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა  უფლებამოსილების ვადის 2014 წლის 2 ნოემბრისათვის ამოწურვასთან დაკავშირებით, დაინიშნოს წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა არჩევნები  2014 წლის 12 ნოემბერს: 


ა) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი - 4, სტუდენტი - 3;
ბ) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი - 6, სტუდენტი - 2;
გ) იურიდიული ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი - 3, სტუდენტი - 2;
დ) მედიცინის ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი - 3, სტუდენტი - 1;
ე) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი - 2, სტუდენტი - 2;
ვ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი - 2, სტუდენტი - 1;
ზ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი: აკადემიური პერსონალი - 7, სტუდენტი - 3.


2. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს 12 ნოემბრის არჩევნების დადგენილ ვადებში, მოქმედ კანონმდებლობასა და შესაბამისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ –სამართლებრივ აქტებთან შესაბამისობაში ჩატარება დაევალოს უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 6 ოქტომბრის №178/01-01 ბრძანებით შექმნილ საარჩევნო კომისიას.


3. საარჩევნო კომისიამ წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის)  წევრთა არჩევნების ჩატარებისას იხელმძღვანელოს აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის №127 დადგენილებით მიღებული და წარმომადგენლობითი საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის №7 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული “სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა არჩევის წესი“-თ.


4. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყოს 31 ოქტომბერს და დასრულდეს 2014 წლის 6 ნოემბერს 18:00 საათზე.


5. კანდიდატთა რეგისტრაცია იწარმოებს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიაში შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, ოთახი №114.


6. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
7.  ინფორმაციის უნივერსიტეტის გაზეთ – ,,თბილისის უნივერსიტეტში“ გამოქვეყნების უზრუნველყოფა დაევალოს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორს ნინო კაკულიას. 
8. დადგენილების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
9.  დადგენილების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის   დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
10. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით – გამოქვეყნებისთანავე.
11. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს დავით ჩომახიძეს.
12. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა 
რექტორი, პროფესორი 

სრულად

ბრძანების N: 108/2014

“ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმიტაციური მოდელირებისა და სწავლების ინტერაქტიური მეთოდების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 8 ოქტომბრის №95/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 521 და 63-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის  „ღ“  ქვეპუნქტის, მე–11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტისა და თსუ იმიტაციური მოდელირებისა და სწავლების ინტერაქტიური მეთოდების  სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის №33896/02, 30.09.2014  წერილის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს ცვლილება “ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმიტაციური მოდელირებისა და სწავლების ინტერაქტიური მეთოდების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 8 ოქტომბრის №95/2012 დადგენილების სათაურში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმიტაციური მოდელირებისა და სწავლების ინტერაქტიური მეთოდების საუნივერსიტეტო სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის შექმნის შესახებ“;


2. შევიდეს ცვლილება “ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმიტაციური მოდელირებისა და სწავლების ინტერაქტიური მეთოდების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 8 ოქტომბრის №95/2012  დადგენილების პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„1. შეიქმნას სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმიტაციური მოდელირებისა და სწავლების ინტერაქტიური მეთოდების საუნივერსიტეტო სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი.”


3. შევიდეს ცვლილება “ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმიტაციური მოდელირებისა და სწავლების ინტერაქტიური მეთოდების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 8 ოქტომბრის №95/2012  დადგენილების 11 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,11. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმიტაციური მოდელირებისა და სწავლების ინტერაქტიური მეთოდების საუნივერსიტეტო სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის დებულება (დანართი №1).“


4. შევიდეს ცვლილება “ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იმიტაციური მოდელირებისა და სწავლების ინტერაქტიური მეთოდების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 8 ოქტომბრის №95/2012  დადგენილების 11  პუნქტით დამტკიცებულ  დანართი №1-ში და ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით (დანართი №1).


5.  აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
6. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                აკადემიკოსი ვლადიმერ   პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

ბრძანების N: 107/2014

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტებიდან  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის გადაყვანის შესახებ

საქართველოს  ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-2 მუხლის პირველი ნაწილის, მე-6 მუხლის პირველი, მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილების, მე-11 მუხლის პირველი ნაწილის, 31-ე მუხლის პირველი ნაწილის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 521 მუხლის, თსუ-ს რექტორის 2014 წლის 29 სექტემბრის №168/01-01 ბრძანებისა  და  თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტის 03.10.2014, №34608/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. გადაყვანილ იქნეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტებიდან ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე დანართი №1-ში მითითებული აკადემიური პერსონალი (დანართი №1);


2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე გადაყვანილ აკადემიურ პერსონალთან გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.


3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                  აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი, პროფესორი   

სრულად

ბრძანების N: 105/2014