საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
“ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 თებერვლის №10/2013 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 521 და 63-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის  „ღ“  ქვეპუნქტის, მე–11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის  „წ“ ქვეპუნქტისა და აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის №33548/02, 29.09.2014  წერილის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს ცვლილება “ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 თებერვლის №10/2013 დადგენილების სათაურში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“;


2. შევიდეს ცვლილება „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 თებერვლის №10/2013 დადგენილების პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის დებულება (დანართი №1).“


3. შევიდეს ცვლილება „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 თებერვლის №10/2013 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ დანართი №1-ში და ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით (დანართი №1).


4. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
5. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                     აკადემიკოსი ვლადიმერ   პაპავა 
რექტორი, პროფესორი

სრულად

ბრძანების N: 106/2014

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 521 და 63-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8  მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, 51-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4 პუნქტების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2014 წლის 29 სექტემბრის №168/01-01 ბრძანებისა  და თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 02.10.2014, №34564/02 წერილის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში:


ა) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის VII ნაწილი:

 

,, VII. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი

 

ა) საბაკალავრო პროგრამები:

 

191. ფსიქოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) (დანართი 225, ყოფილი დანართი 39); (№30/2013, 18.02.2013) (09.09.2013, №100/2013)  (19.02.2014,  №17/2014) (04.09.2014, №81/2014);
192. დაწყებითი განათლება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) (დანართი 226, ყოფილი დანართი 133);
193. მულტილინგვური განათლება (დაწყებითი განათლების საფეხური) (დანართი 227, ყოფილი დანართი 208). (№86/2013, 15.07.2013);

 

ბ) სამაგისტრო პროგრამები:

 

194. ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური შეფასება და კონსულტირება (დანართი 228, ყოფილი დანართი 50); (28.05.2012, №38/2012) (10.09.2012, №84/2012) (09.09.2013, №100/2013) (19.02.2014,  №17/2014)(04.09.2014, №81/2014);
195. გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია (დანართი 229, ყოფილი დანართი 47); (10.10.2011 №107/2011) (10.09.2012, №84/2012) (09.09.2013, №100/2013)  (19.02.2014,  №17/2014) (04.09.2014, №81/2014);
196. განათლების ფსიქოლოგია და კვლევა (დანართი 230, ყოფილი დანართი 51); (№30/2013, 18.02.2013) (28.05.2012, №38/2012);
197. განწყობის ფსიქოლოგია, კვლევა და კონსულტირება (დანართი 231, ყოფილი დანართი 52);
198. კლინიკური ნეიროფსიქოლოგია (დანართი 232, ყოფილი დანართი 53); (28.05.2012, №38/2012);
199. კონფლიქტების ანალიზი და მართვა (დანართი 233, ყოფილი დანართი 44);
200. ორგანიზაციის განვითარება და კონსულტირება (დანართი 234, ყოფილი დანართი 49); (№30/2013, 18.02.2013) (09.09.2013, №100/2013)   (19.02.2014,  №17/2014);
201. სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ფსიქოლოგია (დანართი 235, ყოფილი დანართი 55); (10.09.2012, №84/2012);
202. ფსიქოლოგიური შეფასება/დიაგნოსტირება და კონსულტირება (დანართი 236, ყოფილი დანართი 197); (07.05.2012, №30/2012) (19.02.2014,  №17/2014);
203. შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია (დანართი 237, ყოფილი დანართი 58); (30/2013, 18.02.2013) (28.05.2012, №38/2012);
204. ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია (ინტერდისციპლინური) (დანართი 238, ყოფილი დანართი 57);  (10.09.2012, №84/2012) (09.09.2013, №100/2013);
205. განათლების მეცნიერებები (დანართი 239, ყოფილი დანართი 175);
206. მასწავლებელთა განათლება (დანართი 240, ყოფილი დანართი 176);

 

გ) სადოქტორო პროგრამები:

 

207. კლინიკური ნეიროფსიქოლოგია (დანართი 241, ყოფილი დანართი 67);
208. კონფლიქტების ანალიზი და მართვა (დანართი 242, ყოფილი დანართი 76);
209. ორგანიზაციის განვითარება და კონსულტირება (დანართი 243, ყოფილი დანართი 68);
210.    შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია (დანართი 244, ყოფილი დანართი 69);
211. პიროვნების და კლინიკური ფსიქოლოგია (დანართი 245, ყოფილი დანართი 203); (29.10.2012, №104/2012);
212. სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ფსიქოლოგია (სოციალური ფსიქოლოგია; პოლიტიკური ფსიქოლოგია; კულტურული ფსიქოლოგია) (დანართი 246, ყოფილი დანართი 70);
213. ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია (ინტერდისციპლინური) (დანართი 247, ყოფილი დანართი 71);  
214.  გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია (დანართი 248, ყოფილი დანართი 218). (№20/2014, 26.02.2014);
215. განათლების მეცნიერებები (დანართი 249, ყოფილი დანართი 184); (№13/2013, 04.02.2013);


დ) დამატებითი სპეციალობის პროგრამები:


216. პედაგოგიკა (დანართი 250, ყოფილი დანართი 136) (№86/2013, 15.07.2013) (100/2014, 30.09.2014)."


2. დადგენილებიდან ამოღებულ იქნეს შემდეგი ნომრებით მითითებული საგანმანათლებლო პროგრამები: № 39, 44, 47, 49, 50, 51, 52, 53, 55, 57, 58, 661, 67, 68, 69, 70, 71, 76, 764, 766, 133, 1351, 136, 175, 176, 184.
3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ს ხარისხის  უზრუნველყოფის სამსახურს.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვედზე განთავსება დაევალოს თსუ–ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                     აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

ბრძანების N: 104/2014

ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის ფონდის სასტიპენდიო პროგრამები მეცნიერთათვის და პოსტ-სადოქტორო კვლევებისთვის

ალექსანდერ ფონ ჰუმბოლდტის ფონდი ყოველწლიურად აფინანსებს საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებს და სპონსორობას უწევს როგორც ახალგაზრდა, ისე აღიარებულ მეცნიერებს. 

მომავალი წლისათვის სტიპენდიები გაიცემა შემდეგი პროგრამების ფარგლებში:

 

  1. ჰუმბოლდტის კვლევითი სტიპენდია მეცნიერთათვის და პოსტ-სადოქტორო კვლევებისთვის
  2. გეორგ ფორსტერის კვლევითი სტიპენდია მეცნიერთათვის და პოსტ-სადოქტორო კვლევებისთვის
  3. ფეოდორ ლინენის კვლევითი სტიპენდია მეცნიერთათვის და პოსტ-სადოქტორო კვლევებისთვის 

 

ზემოთჩამოთვლილი პროგრამების განაცხადების განხილვაზე პასუხისმგებელი შესარჩევი კომისია იკრიბება ყოველი წლის თებერვალში, ივნისსა და ოქტომბერში.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს საელჩოს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში

 

გარდა ამისა, ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა, მიიღოს შესაბამისი კონსულტაცია უშუალოდ ფონდისგან.

სრულად

ბრძანების N:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულის - ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ  (კოდიფიცირებული)

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს 
19.02.2018, №60/2018; 24.09.2018, №204/2018;

18.11.2019, №136/2019; 29.03.2021, №34/2021

ადგენილებებით 

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“  მე-8 მუხლის პირველი პუნქტის “უ“ და „ღ“  ქვეპუნქტების, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ და „წ“ ქვეპუნქტებისა და №49199/02, 28.12.2015  წერილის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეული - ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრი. (24.09.2018, №204/2018)


2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე სამეცნიერო ერთეულის - ცოდნის გადაცემისა და ინოვაციების ცენტრის დებულება (დანართი №1). (19.02.2018, №60/2018) (24.09.2018, №204/2018) (18.11.2019, №136/2019) (29.03.2021, №34/2021)

 

3. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
6. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

რექტორი, პროფესორი                                                                            აკადემიკოსი   ვლადიმერ  პაპავა  
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე     

სრულად

ბრძანების N: 135/2015

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტურაში არასაკონკურსო - ინდივიდუალური წესით მიღების გამოცხადების შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს 
№96/2015, 14.09.2015  და №128/2015, 14.12.2015 
დადგენილებებით

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის N128/2013 დადგენილებისა  და სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის და იურიდიული დეპარტამენტის 11.07.2014, №21602/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტურაში გამოცხადდეს მიღება არასაკონკურსო ფორმით - ინდივიდუალური წესით.


2. არასაკონკურსო ფორმით პოსტდოქტორანტურაში მიღება გამოცხადდეს 1  სექტემბერს მუდმივმოქმედი მიღების რეჟიმში. წარმოდგენილი განცხადებების განხილვის ვადად განისაზღვროს 3 თვე განცხადების წარმოდგენიდან.


3. პოსტდოქტორანტურაში ინდივიდუალური წესით მიღების მიზნებისათვის შეიქმნას მუდმივმოქმედი კომისია შემდეგი შემადგენლობით: (№96/2015, 14.09.2015)


ა) მერაბ ელიაშვილი - რექტორის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) გიორგი ღვედაშვილი - უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ლელა კვინიკაძე - უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი;
დ) თეიმურაზ ბერიძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი;
ე) რამაზ ბოჭორიშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;
ვ) ირაკლი ბურდული - იურიდიული ფაკულტეტის დეკანი;
ზ) ნანა გაფრინდაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი; (№128/2015, 14.12.2015)
თ) თამარ დოლბაია - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;
ი) ალექსანდრე ცისკარიძე - მედიცინის ფაკულტეტის დეკანი;
კ) თამარ გაგოშიძე - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი; (№128/2015, 14.12.2015)
ლ) ვასილ ბარამიძე - იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.


4. პოსტდოქტორანტურაში ინდივიდუალური წესით მიღებისთვის პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:


ა) დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის ქონა;
ბ) არაუმეტეს 35 წლის ასაკი (პოსტდოქტორანტად მიღების პროცედურის დაწყების მომენტისათვის);
გ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭებიდან გასული არ უნდა იყოს 3 წელზე მეტი.


5. პოსტდოქტორანტად მუშაობის მსურველმა მუდმივმოქმედ საკონკურსო კომისიაში უნდა წარმოადგინოს:


ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული, მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) გამოქვეყნებული შრომების სია;
ე) უცხო ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირს, აკადემიური განათლების რომელიმე საფეხური დასრულებული აქვს და შესაბამისი აკადემიური ხარისხი მინიჭებული აქვს უცხოენოვანი პროგრამის გავლის საფუძველზე); (№96/2015, 14.09.2015)
ვ) პოსტდოქტორანტის სავარაუდო მეცნიერ-კონსულტანტის თანხმობა კონსულტირება გაუწიოს პოსტდოქტორანტად დასაქმების მსურველ პირს მისი საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში.
ზ) პროექტი (6 თვიან პერიოდებად გაწერილი კვლევის შუალედური და საბოლოო შედეგების სახით) რაც წარმოდგენილი უნდა იქნას N1 დანართის შესაბამისად - ,,პროექტისადმი წაყენებული მოთხოვნები“.
თ) სამეცნიერო დარგის/მიმართულების ორი წამყვანი სპეციალისტის მხარდაჭერის წერილი.


6. ინდივიდუალური წესით პოსტდოქტორანტად უნივერსიტეტში მიღება შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტული პროექტის ინდივიდუალური წესით, ალტერნატიული (არასაუნივერსიტეტო) დაფინანსებით უზრუნველყოფის პირობებში. დაინტერესებული პირი ვალდებულია საკონკურსო კომისიაში წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრულ დოკუმენტაციასა და ინფორმაციასთან ერთად წარადგინოს პროექტის ინდივიდუალური წესით, ალტერნატიული (არასაუნივერსიტეტო) დაფინანსებით უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი.


7. პოსტდოქტორანტად  არ შეიძლება მიღებული იყოს პირი, რომელსაც უკავია აკადემიური და სამეცნიერო სტატუსის მქონე თანამდებობა.


8. პოსტდოქტორანტად კონკურსში მონაწილეობა ეზღუდება პირს, რომლის მიერ წარმოდგენილი პროექტით განსაზღვრული სამეცნიერო დარგის/მიმართულების ფარგლებში არსებული კვლევა უკვე დაფინანსებულია სხვა ორგანიზაციის მიერ და ხორციელდება მის ბაზაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროექტის წარმომდგენი უფლებამოსილი პირი და ის ორგანიზაცია, რომლის ბაზაზეც ხორციელდება მისი პროექტით განსაზღვრული სამეცნიერო დარგის/მიმართულების ფარგლებში არსებული კვლევა, შეფასების დაწყების ეტაპამდე წარმოადგენენ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებულ წერილობით დაპირებას, რომ უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტად მიღების შემთხვევაში მიმდინარე კვლევა იქნება შეწყვეტილი და მის შედეგებზე უფლებამოსილება (საავტორო ქონებრივი უფლებები, უფლებები გამოგონებაზე, პატენტი და სხვა) ხსენებულ ორგანიზაციას არ ექნება.


9. პოსტდოქტორანტურაში მიღება, კომისიის საქმიანობისა და სხვა პროცედურული საკითხები რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ“  აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის N128/2013 დადგენილებით განსაზღვრული წესით.


10. პოსტდოქტორანტურაში მიღების მიზნებისათვის კომისიას მიეცეს უფლებამოსილება განსაზღვროს წინამდებარე დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებული სხვა პროცედურული საკითხები.


11. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
12. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
13. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე                                                          აკადემიკოსი   ვლადიმერ  პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

ბრძანების N: 71/2014

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ (კოდიფიცირებული)

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 
2020 წლის პირველი ოქტომბრის №100/2020 დადგენილებით

 

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
24.02.2020, №18/2020; 21.07.2020, №69/2020
დადგენილებებით

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 61-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ქ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს პროფესიული განათლების ცენტრის 2019 წლის 22 ივლისის №13892/10-02 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2019 წლის 22 ივლისის №13 სხდომის ოქმის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი (დანართი №1). (24.02.2020, №18/2020; 21.07.2020, №69/2020)

 

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 27 დეკემბრის №139/2013 დადგენილება.


3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას. 
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 94/2019

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დებულების დამტკიცების შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს 
5.02.2018, №17/2018 და 12.11.2018, №223/2018
დადგენილებებით 

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 61-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“  მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „თ2“ ქვეპუნქტის, მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ2“ ქვეპუნქტისა და თსუ-ს იურიდიული დეპარტამენტის 10.11.2016, №41237/02 წერილის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დებულება (დანართი №1). (№17/2018, 05.02.2018) (12.11.2018, №223/2018)


2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2015 წლის 19 ივნისის №56/2015 დადგენილება.


3. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 131/2016

სემინარი - „ხარისხის შიდა უზრუნველყოფა“

2020 წლის 28-30 სექტემბერს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ორგანიზებითა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა  ტრენინგი თემაზე  „ხარისხის შიდა უზრუნველყოფა“.   ტრენინგს უძღვებოდა რუმინეთის, ბაბეშ ბოლეს უნივერსიტეტის პროფესორი, გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს  (QAA) დირექტორის მოადგილე 2012-2019 წლებში, გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენელი ბოლონიის სამეთვალყურეო ჯგუფის (BFUG) მეორე სამეთვალყურეო შეხვედრაზე, უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ექსპერტი ანკა გრისი. 
ტრენინგს  ესწრებოდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  35 წარმომადგენელი: თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის თანამშრომლები, აკადემიური პერსონალი, და სტუდენტები. აღნიშნულ ტრენინგზე  განხილული იქნა შემდეგი საკითხები: ხარისხის შიდა უზრუნველყოფის თანამედროვე მიდგომები, ხარისხის კულტურის განვითარება, პასუხისმგებლობის განაწილება და სტუდენტთა აქტიურად ჩართვის უზრუნველყოფა ხარისხის უზრუნველყოფის პროცესში.
სამდღიანი სემინარი საინტერესო და ინტერაქტიული იყო ყველა მონაწილე პირისათვის.
2020 წელს ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს მიერ პროექტის „ხარისხის უზრუნველყოფა და საუნივერსიტეტო მმართველობა“ დაფინანსდა თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ორი პროექტი „ხარისხის შიდა უზრუნველყოფა“ და  „საგანმანათლებლო პროგრამების კოლეგიალური შეფასება“.
2020 წლის ბოლომდე აღნიშნული პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია კიდევ ორი სემინარის ჩატარება საერთაშორისო ექსპერტების მიერ თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის, სამეცნიერო და სასწავლო დეპარტამენტების თანამშრომლებისთვის, პროფესორ-მასწავლებლებისთვის, სტუდენტებისთვის და სხვა დაინტერესებული პირთათვის.
ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს  მიერ  მეორე დაფინანსებული პროექტი „საგანმანათლებლო პროგრამების კოლეგიალური  შეფასება“ მიზნად ისახავს შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამების:  ეკონომიკა, ფსიქოლოგია და ეკოლოგია უცხოელი ექსპერტების მიერ შეფასებას.   
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი  წარმატებულად თანამშრომლობს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსთან (AUF)  წლების განმავლობაში, რამაც კონკრეტული, ნაყოფიერი შედეგები გამოიღო.
გასულ წელს მათი ფინანსური მხარდაჭერით შეფასებული იქნა სამართლის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამები და სტომატოლოგიის ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა. შეფასების შედეგად მიღებული დასკვნები გამოვიყენეთ პროგრამების განვითარებისთვის. აგრეთვე, ჩვენი აკადემიური პერსონალისთვის ჩატარდა ტრენინგი სადოქტორო სკოლის მოწყობის შესახებ.

სრულად

ბრძანების N:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტებიდან  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის გადაყვანის შესახებ

საქართველოს  ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-2 მუხლის პირველი ნაწილის, მე-6 მუხლის პირველი, მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილების, მე-11 მუხლის პირველი ნაწილის, 31-ე მუხლის პირველი ნაწილის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 521 მუხლის, თსუ-ს რექტორის 2014 წლის 29 სექტემბრის №168/01-01 ბრძანებისა  და  თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტის 03.10.2014, №34608/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. გადაყვანილ იქნეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტებიდან  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე დანართი №1-ში მითითებული აკადემიური პერსონალი (დანართი №1);


2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე გადაყვანილ აკადემიურ პერსონალთან გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                           აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი, პროფესორი   

სრულად

ბრძანების N: 105/2014

„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 1 მარტის №14/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 18 მარტის #619/01-04 ბრძანებით ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტს თეა ჯუღელს შეუწყდა სტუდენტის სტატუსი. აღნიშნული ბრძანების გამოცემის საფუძველი იყო თეა ჯუღელის დარეგისტრირება მე-5 და მე-6 დამატებით სემესტრში, რის უფლებასაც არ იძლეოდა ,,დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ’’ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 16 ივლისის №249 დადგენილების მე-18 მუხლის მე-7 პუნქტი. კერძოდ, დასახელებული ნორმის თანახმად, ,,ინდივიდუალურ სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვიდან ექვსი სემესტრის გასვლის შემდეგ მისი მომდევნო სემესტრში რეგისტრაციის წინაპირობა არის სამეცნიერო ხელმძღვანელის შუამდგომლობა, რომელშიც უნდა დასაბუთდეს კვლევის გაგრძელების მიზანშეწონილობა. ხელმძღვანელი შუამდგომლობას წარუდგენს სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტს და მის ასლს უგზავნის ფაკულტეტის დეკანსა და სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარეს. სწავლის გაგრძელება შესაძლებელია არაუმეტეს 4 სემესტრისა.’’ უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 18 მარტის №619/01-04 ბრძანებით, ვინაიდან თეა ჯუღელი დარეგისტრირებული იყო მე-5 და მე-6 სემესტრებში, აღნიშნული სემესტრების ფარგლებში მიღწეული შედეგების შენარჩუნების მიზნით, მიჩნეული იქნა, რომ თეა ჯუღელს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (კონკრეტულ შემთხვევაში - ა(ა)იპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის) მიერ გამოცემული მე-5 და მე-6 დამატებით სემესტრებში რეგისტრაციის უფლების მიმნიჭებელი აქტებისა და ამ აქტების შედეგად მის მიერ განვლილ სემესტრებში მიღწეული სწავლის შედეგების მიმართ ჰქონდა კანონიერი ნდობა. დასახელებული აქტები არ ეწინააღმდეგებოდა ნორმატიულ აქტებს, თუმცა არღვევდა ,,დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ’’ უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 16 ივლისის №249 დადგენილების მე-18 მუხლის მე-7 პუნქტს, ვინაიდან ადგილი ჰქონდა დაშვებულ ოდენობაზე მეტი სემესტრების გამოყენების ფაქტს, რასაც უნდა გამოეწვია და გამოიწვია კიდეც თეა ჯუღელისათვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა. ხსენებულის გათვალისწინებით, დოქტორანტ თეა ჯუღელს სტატუსი შეუწყდა რექტორის 2013 წლის 25 მარტის ბრძანებით, მაგრამ არა სტატუსის შეწყვეტის საფუძვლის წარმოშობის მომენტიდან, არამედ 2012-2013 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან. ასევე, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2013 წლის 25 მარტის №275/02-03 ბრძანებით 2013 წლის 20 მარტიდან იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორთან - თეა ჯუღელთან შეწყდა შრომითი ურთიერთობა, ხოლო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2013 წლის 29 აპრილის №59/2013 დადგენილებით ცვლილება შევიდა ამავე საბჭოს „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ 2012 წლის 01 მარტის №14/2012 დადგენილებაში და ამოღებული იქნა თეა ჯუღელის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის პუნქტი, რაც არჩევის გაუქმებას უტოლდება. 
ჩამოთვლილი სამართლებრივი აქტები სადავოდ გახადა თეა ჯუღელმა და სასამართლოს წესით მოითხოვა მათი ბათილად ცნობა. სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ, ხოლო აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განჩინებით. ორივე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნა ცნობილი სადავო აქტები, რადგან სასამართლომ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს - უნივერსიტეტის მიერ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე და 96-ე მუხლების შესაბამისად, არ იყო გამოკვლეული საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. ამდენად, სასამართლოს მიერ, უნივერსიტეტს დაევალა საქმისათვის მნიშვნელოვან გარემოებათა სრულყოფილი გამოკვლევა-შესწავლა და ახალი აქტების გამოცემა. როგორც მეორე ინსტანციის სასამართლოს განჩინებაშია აღნიშნული, პალატა ეთანხმება, რომ სადოქტორო პროგრამაზე ჩარიცხვიდან ძირითადი ექვსი და დამატებითი ოთხი სემესტრის ამოწურვა სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია, თუმცა, ვინაიდან უნივერსიტეტმა თეა ჯუღელს მისცა უფლება დარეგისტრირებულიყო მე-5 და მე-6 დამატებით სემესტრებში და სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ ბრძანებაში მიუთითა, რომ თეა ჯუღელს ჰქონდა კანონიერი ნდობა, საჭიროა ადმინისტრაციულმა ორგანომ - უნივერსიტეტმა ხელახლა იმსჯელოს კანონიერი ნდობის საკითხზე და მის გამომრიცხავ გარემოებებზე. ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ, ასევე, მიუთითა, რომ დოქტორანტისათვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით, საჭიროა არსებობდეს სადისერტაციო საბჭოს თანხმობა. სასამართლოს მიერ უნივერსიტეტს დაევალა სტუდენტის სტატუსის შეჩერების ხუთწლიანი ვადის გავრცელების შესაძლებლობასთან დაკავშირებით მსჯელობა და სტატუსის შეწყვეტა/არშეწყვეტის საკითხის გადაწყვეტის შემდეგ აკადემიურ თანამდებობასთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილების მიღება.
სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, შეიკრიბა სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო და იმსჯელა თეა ჯუღელისათვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საკითხზე. აღნიშნული საბჭოს 2014 წლის პირველი მაისის #1 სხდომის ოქმის თანახმად, კენჭისყრის საფუძველზე, (დამსწრე - 31 წევრი, სტატუსის შეწყვეტის მომხრე - 28, თავი შეიკავა - 3) თეა ჯუღელს შეუწყდა სტუდენტის სტატუსი და ამოირიცხა იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურიდან. სადისერტაციო საბჭოს სხდომის ოქმში საუბარია ასევე კანონიერი ნდობის გამომრიცხავ გარმოებებზე. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ კანონიერი ნდობა, როგორც იურიდიული კატეგორია და სამართლებრივი კონსტრუქცია, კეთილსინდისიერების იმ პრინციპს ეფუძნება, რომელიც არა მხოლოდ კერძო სამართლის მონაწილე სუბიექტებისათვის არის დამახასიათებელი, არამედ საჯარო სამართლის და მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულების - ადმინისტრაციული სამართლის არსის აღქმის საფუძვლად არის მიჩნეული. მხარეთა შორის კეთილსინდისიერი ურთიერთობა არის დეტერმინანტი თავად კანონიერი ნდობის უფლების გამოყენება-არგამოყენებისა. საჯარო ურთიერთობაში ჩართული ერთ-ერთი მხარის მიერ ამ პრინციპის უგულებელყოფა იწვევს კანონიერი ნდობის უფლებაზე დაყრდნობის განეიტრალებას, არარსებობას, რადგან მხარე, რომელიც ბოროტად იყენებს ამ უფლებას ვერ და არ შეიძლება იყოს კანონიერი ნდობის უფლების მატარებელი სუბიექტი. აღნიშნულ შემთხვევაში, უნივერსიტეტი მიიჩნევს, რომ თეა ჯუღელი ვერ ისარგებლებდა იმ „შეღავათით“, რაც მისთვის არასწორად დამატებით სემესტრებში დარეგისტრირებასთან არის დაკავშირებული. სტუდენტი, დოქტორანტი ზედმიწევნით უნდა იცნობდეს დოქტორანტურის იმ მინიმალურ სტანდარტს, რომელიც მოქმედებს იმ უნივერსიტეტში, სადაც იგი სწავლობს. გარდა ამისა, თეა ჯუღელი წლების განმავლობაში იყო იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე სწორედ სასწავლო პროცესის დარგში. მისი საქმიანობაც პირდაპირ, თუ არაპირდაპირ ამ სფეროს უკავშირდებოდა. იგი, როგორც ფაკულტეტის საბჭოს წევრი, თავად იყო ჩართული მრავალი მსგავსი საკითხის შემუშავებასა და გადაწყვეტაში. შესაბამისად, მისი მხრიდან კანონიერი ნდობის უფლებაზე დაყრდნობა არც იურიდიულად და, მითუმეტეს, არც ეთიკურად არის გამართლებული.
ზემოხსენებული სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, გამოიცა უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 16 ივნისის №990/01-04 ბრძანება თეა ჯუღელისათვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ და, თანახმად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, აკადემიური საბჭო ვალდებულია იმსჯელოს თეა ჯუღელის აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის საკითხთან დაკავშირებით. ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილების მსჯელობის ერთადერთ საგანს წარმოადგენდა სტუდენტის სტატუსი და მასთან დაკავშირებული საკითხები, ხოლო აკადემიური თანამდებობა განხილვის თემა არ ყოფილა და იგი ორივე ინსტანციის სასამართლოს მიერ  მიჩნეულ იქნა როგორც თანმდევი შედეგი სტუდენტის სტატუსის შეწყვეტისა, ამასთან, ვინაიდან ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის იმ პერიოდის რედაქციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ასისტენტ-პროფესორად შეიძლებოდა არჩეული ყოფილიყო დოქტორი, ან დოქტორანტი (დღეს მოქმედი კანონმდებლობა კი ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე არჩევის ერთ-ერთ წინაპირობად მიიჩნევს დოქტორის აკადემიური ხარისხის ფლობას) დოქტორანტისათვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტა აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლების უპირობო, ცალსახა საფუძველი იყო და არის. ხსენებული კანონით ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დაკავებისათვის მინიმალური მოთხოვნა იყო დოქტორანტობა (,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ს’’ ქვეპუნქტის თანახმად, დოქტორანტი არის პირი, რომელიც სწავლობს დოქტორანტურაში), თუმცა, აღნიშნული ნორმა არ უნდა განიმარტოს ისე, თითქოს დოქტორანტის სტატუსის ფლობა საჭიროა მხოლოდ თანამდებობაზე ასარჩევად და არა ამ თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში. ამდენად, თეა ჯუღელისათვის დოქტორანტის სტატუსის დაკარგვას ავტომატურად უნდა გამოეწვია და გამოიწვია კიდეც ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება. გარდა ამისა, აკადემიურ საბჭოს მიაჩნია, რომ უნივერსიტეტს მისი ისტორიული მნიშვნელობიდან, საქართველოს საგანმანათლებლო ბაზარზე არსებული დანიშნულებიდან გამომდინარე, მოეთხოვება ახალგაზრდა თაობის მაღალპროფესიონალურ დონეზე მომზადება. ეს მიზანი შეუძლებელია მიღწეული იყოს იმ პირობებში, როდესაც თავად სწავლების, ანუ სტუდენტთა მომზადების დონე არადამაკმაყოფილებელი იქნება. მართალია, ყოველივე ეს კონკრეტულ შეფასებაზეა დამოკიდებული და განზოგადებულად ამის თქმა რთულია, თუმცა ერთი რამ აუცილებელად არის გასათვალისწინებელი: ნებისმიერი უნივერსიტეტი დაინტერესებულია ჰყავდეს კვალიფიციური პედაგოგი, რათა ამ უკანასკნელმა, ობიექტური შესაძლებლობის ფარგლებში, იმ მიზნის განხორციელება შეძლოს, რასაც საუნივერსიტეტო სწავლება ჰქვია. ეს იდეა კი განუხორციელებელი იქნება იმ ვითარებაში, როდესაც პედაგოგი თავად ვერ ახერხებს დადგენილ დროში უმაღლესი იურიდიული განათლების ბოლო საფეხურის დასრულებას და ვერ ხდება დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირი. დღევანდელი კანონმდებლობა (მიუხედავად იმისა, რომ იგი წარსულ ურთიერთობაზე გავლენას ვერ მოახდენს და უკუძალა არ ექნება) პირდაპირ მიუთითებს იმ მოთხოვნაზე, რომ ასისტენტ-პროფესორი, ანუ სწავლების პროცესში ჩართული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლის წარმომადგენელი, აუცილებლად აკადემიური ხარისხის მფლობელი პირი უნდა იყოს. როგორც ჩანს, ამით ხაზგასმულია პედაგოგისადმი წაყენებული კიდევ უფრო მაღალი სტანდარტი, რომლის არსებობაც მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების მიღების საწინდარია. შესაბამისად, უნივერსიტეტის დოქტორანტობა, როგორც ყველაზე მინიმალური სტანდარტი ხარისხიანი განათლების მიცემისა, იყო მნიშვნელოვანი წინაპირობა ასისტენტ-პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად და ამ თანამდებობის შესანარჩუნებლად. 
 ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ 31-ე მუხლის ,,დ’’ და ,,ვ’’ ქვეპუნქტების, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 20 ნოემბრის (საქმე №3ბ/1004-13) განჩინების, იურიდიული ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს 2014 წლის პირველი მაისის №1 სხდომის ოქმის, უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 16 ივნისის №990/01-04 ბრძანების, იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს 2014 წლის 26 ივნისის №9 სხდომის ოქმის, თსუ-ს იურიდიული დეპარტამენტის 26.09.2014, №33438/02 წერილის და სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 30 სექტემბრის №27 სხდომის ოქმის საფუძველზე, 

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ჩატარებული კონკურსის საფუძველზე კანდიდატების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 1 მარტის №14/2012 დადგენილების პირველი პუნქტის IV ნაწილის „ო“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 


2. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დადგენილება ძალაში შედის დაინტერესებულ პირთათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცნობისთანავე.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).

 

 
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                              აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი, პროფესორი

სრულად

ბრძანების N: 103/2014

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 521 და 63-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8  მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, 51-ე მუხლის მე-2, მე-3, მე-4 პუნქტების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2014 წლის 29 სექტემბრის №168/01-01 ბრძანებისა  და თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 02.10.2014, №34564/02 წერილის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში:


ა) დადგენილებას დაემატოს შემდეგი შინაარსის VII ნაწილი:

 

,, VII. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი

 

ა) საბაკალავრო პროგრამები:

 

191. ფსიქოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) (დანართი 225, ყოფილი დანართი 39); (№30/2013, 18.02.2013) (09.09.2013, №100/2013)  (19.02.2014,  №17/2014) (04.09.2014, №81/2014);
192. დაწყებითი განათლება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) (დანართი 226, ყოფილი დანართი 133);
193. მულტილინგვური განათლება (დაწყებითი განათლების საფეხური) (დანართი 227, ყოფილი დანართი 208). (№86/2013, 15.07.2013);

 

ბ) სამაგისტრო პროგრამები:

 

194. ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგიური შეფასება და კონსულტირება (დანართი 228, ყოფილი დანართი 50); (28.05.2012, №38/2012) (10.09.2012, №84/2012) (09.09.2013, №100/2013) (19.02.2014,  №17/2014)(04.09.2014, №81/2014);
195. გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია (დანართი 229, ყოფილი დანართი 47); (10.10.2011 №107/2011) (10.09.2012, №84/2012) (09.09.2013, №100/2013)  (19.02.2014,  №17/2014) (04.09.2014, №81/2014);
196. განათლების ფსიქოლოგია და კვლევა (დანართი 230, ყოფილი დანართი 51); (№30/2013, 18.02.2013) (28.05.2012, №38/2012);
197. განწყობის ფსიქოლოგია, კვლევა და კონსულტირება (დანართი 231, ყოფილი დანართი 52);
198. კლინიკური ნეიროფსიქოლოგია (დანართი 232, ყოფილი დანართი 53); (28.05.2012, №38/2012);
199. კონფლიქტების ანალიზი და მართვა (დანართი 233, ყოფილი დანართი 44);
200. ორგანიზაციის განვითარება და კონსულტირება (დანართი 234, ყოფილი დანართი 49); (№30/2013, 18.02.2013) (09.09.2013, №100/2013)   (19.02.2014,  №17/2014);
201. სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ფსიქოლოგია (დანართი 235, ყოფილი დანართი 55); (10.09.2012, №84/2012);
202. ფსიქოლოგიური შეფასება/დიაგნოსტირება და კონსულტირება (დანართი 236, ყოფილი დანართი 197); (07.05.2012, №30/2012) (19.02.2014,  №17/2014);
203. შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია (დანართი 237, ყოფილი დანართი 58); (№30/2013, 18.02.2013) (28.05.2012, №38/2012);
204. ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია (ინტერდისციპლინური) (დანართი 238, ყოფილი დანართი 57);  (10.09.2012, №84/2012) (09.09.2013, №100/2013);
205. განათლების მეცნიერებები (დანართი 239, ყოფილი დანართი 175);
206. მასწავლებელთა განათლება (დანართი 240, ყოფილი დანართი 176);

 

გ) სადოქტორო პროგრამები:

 

207. კლინიკური ნეიროფსიქოლოგია (დანართი 241, ყოფილი დანართი 67);
208. კონფლიქტების ანალიზი და მართვა (დანართი 242, ყოფილი დანართი 76);
209. ორგანიზაციის განვითარება და კონსულტირება (დანართი 243, ყოფილი დანართი 68);
210.    შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია (დანართი 244, ყოფილი დანართი 69);
211. პიროვნების და კლინიკური ფსიქოლოგია (დანართი 245, ყოფილი დანართი 203); (29.10.2012, №104/2012);
212. სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ფსიქოლოგია (სოციალური ფსიქოლოგია; პოლიტიკური ფსიქოლოგია; კულტურული ფსიქოლოგია) (დანართი 246, ყოფილი დანართი 70);
213. ფსიქოლოგიური ანთროპოლოგია (ინტერდისციპლინური) (დანართი 247, ყოფილი დანართი 71);  
214.  გამოყენებითი სოციალური ფსიქოლოგია (დანართი 248, ყოფილი დანართი 218). (№20/2014, 26.02.2014);
215. განათლების მეცნიერებები (დანართი 249, ყოფილი დანართი 184); (№13/2013, 04.02.2013);


დ) დამატებითი სპეციალობის პროგრამები:


216. პედაგოგიკა (დანართი 250, ყოფილი დანართი 136) (№86/2013, 15.07.2013) (№100/2014, 30.09.2014). "


2. დადგენილებიდან ამოღებულ იქნეს შემდეგი ნომრებით მითითებული საგანმანათლებლო პროგრამები: № 39, 44, 47, 49, 50, 51, 52, 53, 55, 57, 58, 661, 67, 68, 69, 70, 71, 76, 764, 766, 133, 1351, 136, 175, 176, 184.
3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ს ხარისხის  უზრუნველყოფის სამსახურს.
4.  დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვედზე განთავსება დაევალოს თსუ–ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
5. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

ბრძანების N: 104/2014

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტებიდან  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის გადაყვანის შესახებ

საქართველოს  ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“ მე-2 მუხლის პირველი ნაწილის, მე-6 მუხლის პირველი, მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილების, მე-11 მუხლის პირველი ნაწილის, 31-ე მუხლის პირველი ნაწილის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 521 მუხლის, თსუ-ს რექტორის 2014 წლის 29 სექტემბრის №168/01-01 ბრძანებისა  და  თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტის 03.10.2014, №34608/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. გადაყვანილ იქნეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტებიდან ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე დანართი №1-ში მითითებული აკადემიური პერსონალი (დანართი №1);


2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს  ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე გადაყვანილ აკადემიურ პერსონალთან გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                       აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი, პროფესორი   

სრულად

ბრძანების N: 105/2014

“ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 თებერვლის №10/2013 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 521 და 63-ე მუხლების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის  „ღ“  ქვეპუნქტის, მე–11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის  „წ“ ქვეპუნქტისა და აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის №33548/02, 29.09.2014  წერილის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს ცვლილება “ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 თებერვლის №10/2013 დადგენილების სათაურში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“;


2. შევიდეს ცვლილება „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 თებერვლის №10/2013 დადგენილების პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის დებულება (დანართი №1).“


3. შევიდეს ცვლილება „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 თებერვლის №10/2013 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ დანართი №1-ში და ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით (დანართი №1).


4. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
5. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                        აკადემიკოსი ვლადიმერ   პაპავა 
რექტორი, პროფესორი

სრულად

ბრძანების N: 106/2014

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 8 სექტემბრის №84/2014 დადგენილებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიისათვის (გეოგრაფიის მიმართულება) დამატებითი, ინდივიდუალური ვადის განსაზღვრის შესახებ 

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  521-ე მუხლის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის №126/2013 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული N1 დანართის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის და მე-8 მუხლის მე-8 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2014  წლის 30 ივლისის №125/01-01 და 2014  წლის 15 სექტემბრის №153/01-01 ბრძანებების, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 8 სექტემბრის №84/2014 დადგენილებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიების შემაჯამებელი ოქმების დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 15 სექტემბრის №89/2014 დადგენილებისა და აკადემიური საბჭოს 2014 წლის 30 სექტემბრის სხდომის №27 ოქმის   საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. თსუ-ს რექტორის 2014  წლის 30 ივლისის №125/01-01 ბრძანებით, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე გამოცხადებული კონკურსის საფუძველზე, 2014 წლის 8 სექტემბრის №84/2014 დადგენილების პირველი პუნქტის 1.2. ქვეპუნქტით დამტკიცებულ საკონკურსო კომისიას (გეოგრაფიის მიმართულება) კონკურსის შედეგებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვის ვადა განესაზღვროთ 2014 წლის 8 ოქტომბრიდან 15 ოქტომბრის ჩათვლით.


2. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით. 

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                            აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

ბრძანების N: 102/2014

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8  მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  521-ე და 63-ე მუხლების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 24.09.2014, №32871/02, 26.09.2014, №33405/02 და 29.09.2014, №33650/02 წერილების  საფუძველზე, 

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს ცვლილება „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


ა) II ნაწილის “გ“ პუნქტის 65-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკა (დანართი 65);
ბ) II ნაწილის “გ“ პუნქტის 66-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა   ნაციონალიზმისა და ეთნიკურობის კვლევები (დანართი 66);
გ) II ნაწილის “დ“ პუნქტის 72-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სადოქტორო პროგრამა სოციალური სამუშაო (დანართი 72); 
დ) III ნაწილის “ა“ პუნქტის 79-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა  ტურიზმი (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) (დანართი 79);
ე) III ნაწილის “ბ“ პუნქტის 81-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა  ბიზნესის ადმინისტრირება (დანართი 81);
ვ) III ნაწილის “ბ“ პუნქტის 83-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა საერთაშორისო საწარმოთა მართვა (დანართი 83);
ზ) III ნაწილის “ბ“ პუნქტის 831-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა ტურიზმი (ტურიზმის განვითარების ინსტიტუტის სამაგისტრო პროგრამა) (დანართი 211);
თ) VI ნაწილის “გ“ პუნქტის 110-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა  კულტურის კვლევები (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) (დანართი 110);
ი) VI ნაწილის “გ“ პუნქტის 111-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა ხელოვნებათმცოდნეობა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა) (დანართი 111); 
კ) VI ნაწილის “დ“ პუნქტის 136-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული დამატებითი სპეციალობის პროგრამა პედაგოგიკა (დანართი 136);
ლ) VI ნაწილის “ე“ პუნქტის 153-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა ქართული ლიტერატურა (დანართი 153); 
მ) VI ნაწილის “ე“ პუნქტის 157-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა ბერძნულ-რომაული ფილოლოგია (დანართი 157);
ნ) VI ნაწილის “ე“ პუნქტის 163-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა ამერიკისმცოდნეობა (დანართი 163);
ო) VI ნაწილის “ე“ პუნქტის 171-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვეობა (დანართი 171);


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის  უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                      აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა 
რექტორი, პროფესორი

სრულად

ბრძანების N: 100/2014

„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №68/2012 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  521-ე და 63-ე მუხლების, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის,   თსუ-ს რექტორის  30.07.2014, №125/01-01, 30.07.2014, №126/01-01 15.09.2014, №153/01-01 და 15.09.2014, №152/01-01  ბრძანებებისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენ-პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების (აკადემიური საბჭოს 2014 წლის 8 სექტემბრის  №84/2014 დადგენილება) გადაწყვეტილებების (წერილები: 12.09.2014,  №29915/02; 12.09.2014, №29936/02; 12.09.2014, №30178/02; 12.09.2014, №30050/02; 12.09.2014, №30059/02; 25.09.2014, №33133/02, 24.09.2014, №32824/02; 25.09.2014, №32986/02; 24.09.2014, №32943/02; 24/09.2014, №32958/02) საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებები და „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“  აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №68/2012 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი დამატებები:


ა) დადგენილების II ნაწილის „გ“ და „დ“  პუნქტებს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.დ“  და „დ.დ“ ქვეპუნქტები:


„გ.დ) მანანა ხაჩიძე - პროფესორი;”
“დ.დ) კობა გელაშვილი - პროფესორი;“


ბ) დადგენილების V ნაწილის „ბ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი.


„ბ.ბ) ცისანა გავაშელი – ასისტენტ-პროფესორი;“


გ) დადგენილების VI ნაწილის „ა“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.გ1“ ქვეპუნქტი:


„ა.გ1) ზურაბ ლებანიძე - ასოცირებული პროფესორი;“


დ) დადგენილების VII ნაწილის „ე“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე.ბ1“ ქვეპუნქტი:


„ე.ბ1) გიორგი ბეზარაშვილი - ასოცირებული პროფესორი;“


ე) დადგენილების VIII ნაწილის „ზ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ.გ“ ქვეპუნქტი:


„ზ.გ) ირინა მოდებაძე - ასოცირებული პროფესორი;“


2. ამოღებულ იქნეს „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“  აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №68/2012  დადგენილების: 


ა)  VI ნაწილის „ა“ პუნქტის“ „ა.დ“ ქვეპუნქტი;
ბ) VII ნაწილის „ე“ პუნქტის „ე.გ“ ქვეპუნქტი.


3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ–ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე                                                  აკადემიკოსი  ვლადიმერ პაპავა
რექტორი, პროფესორი

სრულად

ბრძანების N: 101/2014

„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  521-ე და 63-ე მუხლების, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, თსუ-ის რექტორის 2014  წლის 30 ივლისის  №127/01-01 და რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2014  წლის 4 სექტემბრის  №146/01-01 ბრძანებებისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის  (აკადემიური საბჭოს 2014 წლის 8 სექტემბრის №83/2014 დადგენილება) გადაწყვეტილების (წერილი: 26.09.2014,  №33431/02) საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილება და „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი დამატება:


ა)   II ნაწილის „ბ“ პუნქტის „ბ.ბ.“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ.ბ.ა.1“ ქვეპუნქტი:


„ ბ.ბ.ა.1) ალექსანდრე კარტოზია-პროფესორი.“


2. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                          აკადემიკოსი ვლადიმერ   პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

ბრძანების N: 99/2014

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
05.12.2016, №144/2016 დადგენილებით

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების”  მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  521-ე მუხლისა და 61-ე მუხლის 1-ლი, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტის 26.09.2014, №33213/02  წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულება“ (დანართი 1).


2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს აკადემიური საბჭოს 2007 წლის 17 ივლისის №39 დადგენილება „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ“.


3. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                          აკადემიკოსი ვლადიმერ  პაპავა 
რექტორი, პროფესორი

სრულად

ბრძანების N: 98/2014

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის წესის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“  მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის,  მე–11 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 521-ე მუხლის, 61-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის წესი“ (დანართი № 1);


2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის წესის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2008 წლის 30 სექტემბრის №141 დადგენილება;


3. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს;
4. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                     აკადემიკოსი ვლადიმერ   პაპავა 
რექტორი, პროფესორი

სრულად

ბრძანების N: 96/2014

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო და დანამატი) ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ“  აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 ოქტომბრის  №112/2013 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  521-ე და 63-ე მუხლების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „რ“ ქვეპუნქტისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 25.09.2014, №35/01/02-75-04 წერილის საფუძველზე, 

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი) შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო და დანამატი) ოდენობისა და პირობების დადგენის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 ოქტომბრის №112/2013 დადგენილებაში, დაემატოს შემდეგი შინაარსის დანართი №7 და დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„1. საჯარო სამართლის  იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის თანამდებობრივი სარგოს ოდენობები განისაზღვროს წინამდებარე დადგენილების დანართი №1, დანართი №2, დანართი №3, დანართი №4, დანართი №5, დანართი №6, დანართი №7-ის შესაბამისად;“

 

2. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს თსუ-ს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.  აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
4. წინამდებარე დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგში ამ დადგენილებით განსაზღვრული ცვლილებების ასახვისა და ამ ცვლილებების გათვალისწინებით დამტკიცებული საშტატო განრიგის კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან.

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                         აკადემიკოსი ვლადიმერ   პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

ბრძანების N: 97/2014