ბრძანების N: 867/01-04
1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2018-2019 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:
ა) შემოდგომის სემესტრი:
ა.ა) სააუდიტორიო მეცადინეობები - 24 სექტემბერი - 12 იანვარი;
ა.ბ) საგამოცდო პერიოდი - 15 იანვარი - 6 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები); 13 - 21 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);
ა.გ) არდადეგები - 30 დეკემბერი – 6 იანვარი, 22 თებერვალი - 3 მარტი.
ბ) გაზაფხულის სემესტრი:
ბ.ა) სააუდიტორიო მეცადინეობები - 4 მარტი – 15 ივნისი;
ბ.ბ) საგამოცდო პერიოდი - 18 ივნისი - 12 ივლისი (დასკვნითი გამოცდები), 22 - 27 ივლისი (დამატებითი გამოცდები);
ბ.გ) არდადეგები - 28 ივლისი - 22 სექტემბერი.
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორი გიორგი შარვაშიძე
ბრძანების N: 223/01-01
ბრძანების N: 847/01-04
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის "ქ" ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჭ“ ქვეპუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის 11.07.2014, №21519/02 წერილის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს დამატება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის №77/2011 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული დანართი №1-ის 21-ე მუხლში და პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:
„2. სტუდენტი, რომელმაც 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრამდე შიდა მობილობის პროცესში ჩართვის გარეშე შეიცვალა საგანმანათლებლო პროგრამა და მის მიმართ არ გამოიცა საგანმანათლებლო ერთეულიდან/პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო ერთეულზე/პროგრამაზე გადასვლის შესახებ რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ჩაითვალოს შიდა მობილობის წესის დაცვით გადაყვანილ სტუდენტად.“
2. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
4. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი, პროფესორი
ბრძანების N: 64/2014
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მეორე ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილების, რექტორის 16.06.2014, №90/01-01 და 16.06.2014, №91/01-01 ბრძანებებისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 27.06.2014, №19922/02 წერილის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორისა და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) რევაზ გაჩეჩილაძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ლეო ჩიქავა - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ/კორესპონდენტი, თსუ-ის მრჩეველთა საბჭოს წევრი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) თამარ დოლბაია - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი;
დ) გიორგი გოგსაძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
ე) დავით კერესელიძე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი.
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი, პროფესორი
ბრძანების N: 65/2014
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მეორე ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილების, რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 19.06.2014, №94/01-01 ბრძანების საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე პროფესორისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) მზია ლეკვეიშვილი - სისხლის სამართლის მიმართულების ემერიტუსი პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) გიორგი კვერენჩხილაძე – კონსტიტუციური სამართლის მიმართულების პროფესორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) მორის შალიკაშვილი - სისხლის სამართლის მიმართულების ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი;
დ) გურამ ნაჭყებია - სისხლის სამართლის მიმართულების ემერიტუსი პროფესორი;
ე) ნანა ჭიღლაძე - კონსტიტუციური სამართლის მიმართულების პროფესორი.
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი, პროფესორი
ბრძანების N: 66/2014
1.1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);
1.2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2);
1.3. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3);
1.4. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);
1.5. იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5);
1.6. მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №6);
1.7. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №7).
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.
რექტორის მოავალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე ალექსანდრე ცისკარიძე
ბრძანების N: 846/01-04
ბრძანების N: 852/01-04
ბრძანების N: 854/01-04
ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
2019 წლის 7 ივნისის №64/2019 დადგენილებით
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, მე–8 მუხლის პირველი პუნქტის “უ“ და „ღ“ ქვეპუნქტების, მე–11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ და „ხ“ ქვეპუნქტების და თსუ-ის იურიდიული დეპარტამენტის №19802/02, 26.06.2014 წერილის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შეიქმნას „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეული - ქუთაისის სასწავლო ცენტრი“.
2. დამტკიცდეს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ქუთაისის სასწავლო ცენტრის“ დებულება (დანართი №1).
3. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი, პროფესორი
ბრძანების N: 61/2014
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 16.06.2014, №18619/02 წერილის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შევიდეს ცვლილება „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 110-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „კულტურის კვლევები (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 110);
ბ) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 125-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ესპანური ფილოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 125);
გ) VI ნაწილის „გ“ პუნქტის 126-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „რუსული ფილოლოგია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 126);
დ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 144-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ახალი და უახლესი ისტორია“ (დანართი 144);
ე) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 145-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ქრისტიანობის ისტორია“ (დანართი 145);
ვ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 146-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ძველი ენები და ცივილიზაციები“ (დანართი 146);
ზ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 149-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „არქეოლოგია“ (დანართი 149);
თ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 150-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ეთნოლოგია“ (დანართი 150);
ი) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 151-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ზოგადი და გამოყენებითი ენათმეცნიერება“ (დანართი 151);
კ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 152-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ქართველური ენათმეცნიერება“ (დანართი 152);
ლ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 153-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ქართული ლიტერატურა“ (დანართი 153);
მ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 154-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ანგლისტიკა“ (დანართი 154);
ნ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 155-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „გერმანული ფილოლოგია“ (დანართი 155);
ო) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 157-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ბერძნულ-რომაული ფილოლოგია“ (დანართი 157);
პ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 158-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „სლავური ფილოლოგია“ (დანართი 158);
ჟ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 159-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „თარგმანის თეორია და მთარგმნელობითი პრაქტიკა“ (დანართი 159);
რ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 160-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ლიტერატურათმცოდნეობა, ტექსტოლოგია და სარედაქციო-საგამომცემლო საქმე“ (დანართი 160);
ს) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 161-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „შუა საუკუნეების ქრისტიანული აღმოსავლეთის ფილოლოგია“ (დანართი 161);
ტ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 162-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „კავკასიოლოგია“ (დანართი 162);
უ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 163-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ამერიკისმცოდნეობა“ (დანართი 163);
ფ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 165-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „არაბისტიკა“ (დანართი 165);
ქ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 166-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ასირიოლოგია“ (დანართი 166);
ღ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 167-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ირანისტიკა“ (დანართი 167);
ყ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 168-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „თურქული ფილოლოგია“ (დანართი 168);
შ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 169-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ებრაულ-არამეული ფილოლოგია“ (დანართი 169);
ჩ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 170-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „თარგმანი და კულტურათაშორისი ურთიერთობები (ქართული და ინგლისური ენების ბაზაზე)“ (დანართი 170);
ც) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 171-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვეობა“ (დანართი 171);
ძ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 173-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „კულტურის კვლევები“ (დანართი 173);
წ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 174-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „კულტურული და სოციალური ანთროპოლოგია“ (დანართი 174);
ჭ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 177-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „კავკასიოლოგია (რუსულენოვანი)“ (დანართი 177);
ხ) VI ნაწილის „ე“ პუნქტის 178-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „სლავური ფილოლოგია (რუსულენოვანი)“ (დანართი 178);
2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი, პროფესორი
ბრძანების N: 62/2014
ბრძანების N: 222/01-01
ბრძანების N: 835/01-04
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მეორე ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის №126/2013 დადგენილებისა და რექტორის 07.05.2014, №65/01-01 ბრძანების საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:
1.1. ამერიკისმცოდნეობის, ამერიკული ლიტერატურის მიმართულება:
ა) მანანა გელაშვილი - თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ვასილ კაჭარავა - თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ანასტასია ზაქრიაძე - თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) კონსტანტინე ბრეგაძე - თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ე) ლაშა ჩახვაძე - საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
1.2. ინგლისური ფილოლოგიის, ლექსიკოგრაფიის მიმართულება:
ა) მანანა რუსიეშვილი - თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ავთანდილ არაბული - თსუ-ის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ირინა გველესიანი - თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) რუსუდან დოლიძე - თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ე) თინათინ ბოლქვაძე - თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.
1.3. მსოფლიო ისტორიის, ისტორიის თეორიის და დიდაქტიკის მიმართულება:
ა) მურმან პაპაშვილი - თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ქეთევან ჭკუასელი - თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ლევან გორდეზიანი - თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) ქეთევან ნადირაძე - თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ე) გურამ კუტალია - ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ის მოწვეული პროფესორი.
2. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:
2.1. აღმოსავლეთმცოდნეობის, არმენოლოგიის მიმართულება:
ა) ზაზა ალექსიძე - აკადემიკოსი, თსუ-ის ემერიტუს პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) მაია რაფავა - ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ნათია ჩანტლაძე - თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) ლელა ჯეჯელავა - ფილოლოგიის დოქტორი, თსუ-ის ენების ცენტრის მასწავლებელი;
ე) ნანი გელოვანი - თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.
2.2. კავკასიოლოგიის, კავკასიური ენების მიმართულება:
ა) ცირა ბარამიძე - თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ნანა მაჭავარიანი - თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) როსტომ ფარეულიძე - თსუ-ის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) ნოდარ არდოტელი - თსუ-ის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი;
ე) რუსუდან ჯანაშია - ფილოლოგიის დოქტორი, თსუ-ის მოწვეული პროფესორი.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი, პროფესორი
ბრძანების N: 63/2014
1. ჩაირიცხონ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტები №1 დანართის შესაბამისად (დანართი №1);
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე ალექსანდრე ცისკარიძე
ბრძანების N: 838/01-04
ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
2019 წლის 7 ივნისის №64/2019 დადგენილებით
ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
14.05.2018, №125/2018 და 12.11.2018, №217/2018
დადგენილებებით
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, მე–8 მუხლის პირველი პუნქტის “უ“ და „ღ“ ქვეპუნქტების, მე–11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ და „ხ“ ქვეპუნქტების და თსუ-ის იურიდიული დეპარტამენტის №19802/02, 26.06.2014 წერილის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. შეიქმნას „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეული - ქუთაისის სასწავლო ცენტრი“.
2. დამტკიცდეს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ქუთაისის სასწავლო ცენტრის“ დებულება (დანართი №1). (14.05.2018, №125/2018) (12.11.2018, №217/2018)
3. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი, პროფესორი
ბრძანების N: 61/2014
ბრძანების N: 825/01-04
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-5 მუხლის მე-11 პუნქტის, მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, რექტორის 16.06.2014, №92/01-01 ბრძანების, თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფსიქოლოგიის მიმართულების პროფესორების 15.04.2014, №12588/02 და თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 19.05.2014, №15833/02 წერილების საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის შექმნის (ჩამოყალიბების) მიზნით სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს გამოეყოს ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა საგანმანათლებლო მიმართულება, ხოლო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს - განათლების მეცნიერებათა საგანმანათლებლო მიმართულება და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი შეიქმნას ხსენებული საგანმანათლებლო მიმართულებების გაერთიანების გზით.
2. მართვის ორგანოებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის შექმნასა და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ყველა აუცილებელი პროცედურის განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის შექმნის მიზნით აუცილებელი ღონისძიებები (მათ შორის სარეორგანიზაციო ღონისძიებები) დასრულდეს არა უგვიანეს 2014 წლის 31 დეკემბრისა.
4. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
5. დადგენილების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
7. წინამდებარე დადგენილება ძალაში შევიდეს საქართველოს განათლებისა დამეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებულ წესდებაში შესაბამისი ცვლილებების ძალაში შესვლასთან ერთად.
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი, პროფესორი
ბრძანების N: 60/2014
ბრძანების N: 823/01-04
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ6“ ქვეპუნქტის, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის №38/2014 დადგენილებისა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 18.06.2014, №18981/02 წერილის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე არსებული დიდი დამსახურებისა, სამეცნიერო და სასწავლო პროცესის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, აკადემიურ დოქტორს შუშანა მარგველაშვილს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი.
2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
3. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი, პროფესორი
ბრძანების N: 59/2014