საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე N3/ბ-1058-13) აღსრულების მიზნით უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის №39/2014 დადგენილებით, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 28 აპრილის №41/2014 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით განსაზღვრული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად  გიორგი ყიფიანის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცების შესახებ

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ განიხილა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე N3/ბ-1058-13) აღსრულების საკითხი, რა მიზნითაც, 2014 წლის 14 აპრილის N39/2014 დადგენილებით, საბჭოს მიერ 2014 წლის 28 აპრილის N 41/2014 დადგენილებით განხორციელებული ცვლილების გათვალისწინებით,  საკონკურსო კომისიას დაევალა „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის №126/2013 დადგენილების შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებაში ასახულ შენიშვნათა გათვალისწინებით, გიორგი ყიფიანის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელმეორედ განხილვა და  მიღებული შედეგების აკადემიური საბჭოსათვის წარდგენა. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის №126/2013 დადგენილებისა და 2014 წლის 28 აპრილის N41/2014 დადგენილებით განსაზღვრული საკონკურსო კომისიის 2014 წლის 16 მაისის № 15502/02 წერილის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1.  დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის მიერ შემაჯამებელი ოქმის სახით წარმოდგენილი გადაწყვეტილება და “ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 სექტემბრის №80/2012 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი დამატება:

 

ა) „ბ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი სახის „ბ.ა3“ ქვეპუნქტი:

 

„ბ.ა3) გიორგი ყიფიანი - ასოცირებული პროფესორი“.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                       აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი, პროფესორი        

სრულად

ბრძანების N: 43/2014

,,დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ’’ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 16  მარტის N25/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ,,ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-7 მუხლის პირველი პუნქტის, მე–8  მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, მე-9 მუხლის მე-14 პუნქტის და თსუ-ის იურიდიული დეპარტამენტის №14751/02, 08.05.2014  წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს ცვლილება ,,დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 16 მარტის N25/2011 დადგენილებაში:


ა) პირველი პუნქტის დანართი 1-ით დამტკიცებული ,,დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის’’ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ და ,,გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

 

,,ბ) აკადემიური წერა (კვლევის მეთოდების კომპონენტებით, 0-15 კრედიტი; სავალდებულო სალექციო კურსი მათთვის, ვისაც აკადემიური წერა  და/ან კვლევის მეთოდები წინა საფეხურზე არ გაუვლია);
გ) მინიმუმ ერთი სემინარი  (10-30 კრედიტი, სავალდებულო);“.

 

ბ) პირველი პუნქტის დანართი 3-ით დამტკიცებული ,,სასწავლო და კვლევითი კომპონენტების განმარტებანის’’ „სემინარის“ პუნქტის პირველი აბზაცი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 

 

,,სემინარი (10-30 კრედიტი) – თითოეულ ფაკულტეტზე სხვადასხვა სადოქტორო პროგრამის გაერთიანების შედეგად იქმნება სადოქტორო სემინარი, რომელშიც მონაწილეობენ შესაბამისი სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელები (კოორდინატორები), სადისერტაციო ნაშრომების ხელმძღვანელები და დოქტორანტები; სემინარების რაოდენობას განსაზღვრავს ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულება. სემინარის ორგანიზებას ახდენს ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახური. შესაძლებელია, შეიქმნას ინტერდისციპლინური და ინტერფაკულტატური სემინარები“.

 

2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                       აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

ბრძანების N: 45/2014

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,მედიცინა“ (ინგლისურენოვანი) 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული სტუდენტებისათვის 2018-2019 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ
„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,მედიცინა“ (ინგლისურენოვანი) 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული სტუდენტებისათვის 2018-2019 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 61-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა, მე-9 და მე-11 პუნქტებისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 1 აგვისტოს N15769/32 წერილის საფუძველზე,
ვბრძანებ:

1.    განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,მედიცინა“ (ინგლისურენოვანი) 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხული სტუდენტებისათვის 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:

ა) ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 15 ოქტომბერი - 29 ოქტომბერი;
ბ) აკადემიური რეგისტრაცია - 22 ოქტომბერი - 29 ოქტომბერი;
გ) სააუდიტორიო მეცადინეობები - 29 ოქტომბერი -  9 თებერვალი;
დ)საგამოცდო პერიოდი -კურაციული სისტემით (დასკვნითი გამოცდები),
დამატებითი გამოცდები - 11  თებერვალი - 16 თებერვალი;
ე) არდადეგები - 30 დეკემბერი -8 იანვარი; 11 თებერვალი - 3 მარტი;

2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.    დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
რექტორის მოადგილე                                             ალექსანდრე ცისკარიძე


სრულად

ბრძანების N: 208/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგნობრივ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგნობრივ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და  მე-11 პუნქტების,  თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2013 წლის 27 დეკემბრი №139/2013 დადგენილებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე 

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგნობრივ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:

ა )  სააუდიტორიო მეცადინეობები - 10 სექტემბერი - 21 დეკემბერი ;
ბ)  საგამოცდო პერიოდი –24- 28 დეკემბერი -  (ძირითადი გამოცდები), 
     15 -19 იანვარი  (დამატებითი გამოცდები);

2. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგნობრივ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე „კინო-ტელე რეჟისორი“ (მე-5 საფეხური) 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:

ა)  თეორიული მეცადინეობები - 17 სექტემბერი -19 ოქტომბერი, საგამოცდო პერიოდი –  22 - 26 ოქტომბერი;
ბ)  სასწავლო პრაქტიკა - 29 ოქტომბერი - 18 იანვარი, საგამოცდო პერიოდი - 21 – 25 იანვარი;
გ)  საწარმოო პრაქტიკა - 28 იანვარი -15 თებერვალი,  საგამოცდო პერიოდი  - 18 -22   თებერვალი;

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
რექტორის მოადგილე                                                                                            ალექსანდრე ცისკარიძე


სრულად

ბრძანების N: 204/01-01

 “თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე N3/ბ-1058-13) აღსრულების მიზნით სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად  გიორგი ყიფიანის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის დამტკიცების და მის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ” აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის № 39/2014 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“  მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის,  „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის №126/2013 დადგენილების, თსუ–ის იურიდიული დეპარტამენტის 11.04.2014, №12348/02; 27.02.2014 №6917/02 და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის 28.04.2014, №13663/02 მოხსენებითი ბარათების საფუძველზე,

 

 აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. “თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე N3/ბ-1058-13) აღსრულების მიზნით სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გიორგი ყიფიანის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის დამტკიცების და მის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ” აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის № 39/2014 დადგენილების პირველი პუნქტის ,,ა“ - ,,დ“ ქვეპუნქტები (საკონკურსო კომისიის შემადგენლობა) ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„ა)   შალვა აბზიანიძე - ფსიქოლოგიის დოქტორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ქეთევან მაყაშვილი - ფსიქოლოგიის დოქტორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) დალი ოსეფაშვილი - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, კომისიის მდივანი;
დ) დავით ჩარკვიანი - ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი.“.

 

2.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
3. დადგენილების დაინტერესებულ პირთათვის (გ. ყიფიანი, საკონკურსო კომისია) გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება ძალაში შედის გამოცემისთანავე და შესაძლებელია გასაჩივრდეს ძალაში შესვლიდან 1 თვის განმავლობაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, N 6.

 

პროფესორი ელიზბარ ნადარაია
აკადემიური საბჭოს წევრი,
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 41/2014

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 16.05.2014, №15578/02 და 02.05.2014, №14143/02 წერილების  საფუძველზე,
 

აკადემიური საბჭო ადგენს:


1. „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების II ნაწილის „გ“ პუნქტს დაემატოს 663-ე ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:


„663. დემოგრაფია და მოსახლეობის გეოგრაფია (დანართი 219)“.


2. შევიდეს ცვლილება „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


ა) III ნაწილის „ბ“ პუნქტის 83-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „საერთაშორისო საწარმოთა მართვა“ (დანართი 83);


3. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
5.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.



აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                    აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი, პროფესორი

სრულად

ბრძანების N: 42/2014

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის 2018-2019 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის 2018-2019 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტებისა და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 5 სექტემბრის N17796/31-01 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის 2018-2019 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:

ა)     შემოდგომის სემესტრი:
ა.ა)  ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 1 აგვისტო - 23 სექტემბერი;
ა.ბ)  აკადემიური რეგისტრაცია - 24 სექტემბერი - 1 ოქტომბერი;
ა.გ)  სააუდიტორიო მეცადინეობები - 1 ოქტომბერი - 19 იანვარი;
ა.დ)  საგამოცდო პერიოდი - 21 იანვარი - 9 თებერვალი (დასკვნითი გამოცდები);                                                
         18 - 25 თებერვალი (დამატებითი გამოცდები);
ა.ე)   არდადეგები - 30 დეკემბერი – 6 იანვარი; 26 თებერვალი - 3 მარტი.

ბ)     გაზაფხულის სემესტრი:
ბ.ა)  ადმინისტრაციული რეგისტრაცია - 4 თებერვალი - 4 მარტი
ბ.ბ)  აკადემიური რეგისტრაცია - 25 თებერვალი  –  4 მარტი
ბ.გ)  სააუდიტორიო მეცადინეობები -  4 მარტი – 15 ივნისი
ბ.დ) საგამოცდო პერიოდი - 18 ივნისი - 12 ივლისი (დასკვნითი გამოცდები),  22 - 27 ივლისი   
         (დამატებითი გამოცდები)
ბ.ე)   არდადეგები - 28 ივლისი - 15 სექტემბერი.

2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.    დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე                                             ალექსანდრე ცისკარიძე


სრულად

ბრძანების N: 206/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე „საჯარო მმართველობა“ 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში გასაუბრების თარიღის განსაზღვრისა და მიმღები კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე „საჯარო მმართველობა“ 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში გასაუბრების თარიღის განსაზღვრისა და მიმღები კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

   ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  57-ე მუხლის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების საფუძველზე, თსუ–ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57 დადგენილებისა და იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 3 სექტემბრის №17608/31-05 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტის ერთობლივ სამაგისტრო პროგრამაზე "საჯარო მმართველობა" 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში გასაუბრების თარიღად განისაზღვროს 7-8 სექტემბერი;
2.    დამტკიცდეს სამაგისტრო პროგრამაზე „საჯარო მმართველობა“ მისაღებ კონკურსანტებთან გასაუბრების კომისიის შემადგენლობა:

2.1.ირაკლი ბურდული (თავმჯდომარე)
2.2. თამარ ბერიშვილი (კომისიის მდივანი)
2.3. გვანცა მაღრაძე
2.4. ანდრეას კნორი
2.5. კლაუდია ჰიპპი

3.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტს;
4.    დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორის  მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მიოადგილე                                              ალექსანდრე ცისკარიძე


სრულად

ბრძანების N: 207/01-01

„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ინტერდისციპლინური პროგრამებისა და კვლევების განვითარების ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 22 ნოემბრის №113/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის “უ“ და „ღ“  ქვეპუნქტების, მე–11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ და „ხ“ ქვეპუნქტებისა და თსუ-ის იურიდიული დეპარტამენტის №10742/02, 28.03.2014  წერილის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს ცვლილება „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ინტერდისციპლინური პროგრამებისა და კვლევების განვითარების ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 22 ნოემბრის №113/2012 დადგენილების სათაურში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ინტერდისციპლინური პროგრამებისა და კვლევების განვითარების  ცენტრის  შექმნის შესახებ”;


2. შევიდეს ცვლილება „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ინტერდისციპლინური პროგრამებისა და კვლევების განვითარების ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 22 ნოემბრის №113/2012 დადგენილების პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,1. შეიქმნას „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეული - ინტერდისციპლინური პროგრამებისა და კვლევების განვითარების ცენტრი“;


3. შევიდეს ცვლილება „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ინტერდისციპლინური პროგრამებისა და კვლევების განვითარების ცენტრის შექმნის შესახებ“  აკადემიური საბჭოს 2012 წლის 22 ნოემბრის №113/2012 დადგენილების მე-2 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,2. დამტკიცდეს „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ინტერდისციპლინური პროგრამებისა და კვლევების განვითარების ცენტრის“ დებულება (დანართი 1).


4. შევიდეს ცვლილება „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო ერთეულის - ინტერდისციპლინური პროგრამებისა და კვლევების განვითარების ცენტრის შექმნის შესახებ“  აკადემიური საბჭოს 2012 წლის 22 ნოემბრის №113/2012 დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში და  ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით (დანართი 1).


5. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
6. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
7. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                  აკადემიკოსი ვლადიმერ   პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

ბრძანების N: 33/2014

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2013-2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღები კონტინგენტის ანკეტა-კითხვარის დამტკიცების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ  ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის, აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის და თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 24.03.2014, №10186/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2013–2014 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე მისაღები კონტინგენტის ანკეტა-კითხვარი  (დანართი 1).


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                     აკადემიკოსი ვლადიმერ   პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

ბრძანების N: 34/2014

„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის №126/2013 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2013  წლის 17 დეკემბრის №172/01-01 და თსუ-ის რექტორის 2014  წლის 24 თებერვლის  №36/01-01 ბრძანებებისა და ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2014 წლის 10 თებერვლის №11/2014 დადგენილების პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი-საქართველოს ისტორიის მიმართულება) გადაწყვეტილების (წერილი: 04.03.2014,  №7492/02) საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილება და „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი დამატება:


ა) XI ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ3“ პუნქტი:


„ბ3) აპოლონ თაბუაშვილი - ასოცირებული პროფესორი.“;


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                       აკადემიკოსი ვლადიმერ   პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

ბრძანების N: 35/2014

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამისა და კიოლნის სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტებისათვის სწავლის საფასურის განსაზღვრის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 5 თებერვლის №10/2010  დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „წ" ქვეპუნქტის, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის №11629/02, 04.04.2014 წერილისა და თსუ-ის იურიდიული დეპარტამენტის №12376/02, 11.04.2014 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამისა და კიოლნის სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტებისათვის სწავლის საფასურის განსაზღვრის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 5 თებერვლის №10/2010  დადგენილების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„1. კიოლნის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების „LL.M  zu Köln“ თსუ-ში სწავლის სემესტრული გადასახადი განისაზღვროს 2500 ლარის ოდენობით.“


2. შევიდეს ცვლილება „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამისა და კიოლნის სამაგისტრო პროგრამის მაგისტრანტებისათვის სწავლის საფასურის განსაზღვრის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2010 წლის 5 თებერვლის №10/2010  დადგენილებაში და დაემატოს შემდეგი რედაქციის 11 პუნქტი:


,,11.კიოლნის უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტების  „LL.M zu Köln“ კიოლნის უნივერსიტეტში სწავლის სემესტრული გადასახადი განისაზღვროს ინდივიდუალურად, თსუ-სა და კიოლნის უნივერსიტეტს შორის დამატებითი წერილობითი შეთანხმების საფუძველზე, მაგრამ არაუმეტეს 2500 ლარის ოდენობით.“.


3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის  კანცელარიას;
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                      აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა         რექტორი, პროფესორი               

სრულად

ბრძანების N: 36/2014

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 10 თებერვლის №11/2014 დადგენილებით დამტკიცებული საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის №126/2013 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2013  წლის 17 დეკემბრის №172/01-01 და უნივერსიტეტის რექტორის 2014  წლის 24 თებერვლის №36/01-01 ბრძანებებისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2014 წლის 10 თებერვლის №11/2014 დადგენილების პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი -რომანული ფილოლოგიის, ფრანგული ენის მიმართულება) გადაწყვეტილების (წერილი: 11.03.2014, №8611/02) საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. უარი ეთქვას საკონკურსო კომისიას მის მიერ წარმოდგენილი შემაჯამებელი ოქმის დამტკიცებაზე.


2. დაევალოს საკონკურსო კომისიას მოქმედ წესთან სრულ შესაბამისობაში ჩაატაროს საკონკურსო პროცედურები და არაუგვიანეს 2014 წლის 8 მაისისა მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება, ხოლო გადაწყვეტილების მიღებისას გაითვალისწინოს აკადემიური საბჭოს 2014 წლის 28 მარტის სხდომაზე გამოთქმული შენიშვნები და იურიდიული დეპარტამენტის დასკვნა პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით.


3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

ბრძანების N: 37/2014

ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ6“ ქვეპუნქტის  და იურიდიული დეპარტამენტის 10.04.2014,  №12046/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი (შემდგომში – ,,მედალი“) წარმოადგენს უნივერსიტეტის მიერ კანონმდებლობის საფუძველზე დაწესებულ საპატიო ჯილდოს.


2. მედალი შეიძლება მიენიჭოს საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეს:


ა) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისათვის;
ბ) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწფო უნივერსიტეტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური და ორგანიზაციული მოღვაწეობისათვის, დარგის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის.


3. მედლის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, ფაკულტეტის საბჭოს ან უნივერსიტეტის რექტორის დასაბუთებული წარდგინების საფუძველზე.


4. მედლის მინიჭების შესახებ წარდგინება და გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს ამ დადგენილების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ  ერთ-ერთ მოთხოვნას მაინც.


5.  მედლის მინიჭებაზე პირის წარდგენა ხდება ამ პირის სიცოცხლეში.


6. მედალი, წინამდებარე დადგენილების მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტების მოთხოვნათა დაცვის გარეშე, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით მიენიჭება ივანე ჯავახიშვილის სახელობის საერთაშორისო პრემიის ლაურეატს.
7. მედალი არ შეიძლება მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ თანამდებობებზე (რექტორი, კანცლერი, დეკანი და მათი მოადგილეები, უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი) მყოფ პირებს, ასევე აკადემიური საბჭოს წევრებს და წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს და წევრებს, მათ მიერ ხსენებულ უფლებამოსილებათა შესრულების პერიოდში.


8. წინამდებარე დადგენილების ძალაში შესვლისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 20 ივნისის N47/2012 დადგენილება ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ“.
9. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
10.  დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                           აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

ბრძანების N: 38/2014

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე N3/ბ-1058-13) აღსრულების მიზნით სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად  გიორგი ყიფიანის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის საჭირო საკონკურსო კომისიის დამტკიცების და მის მიერ გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“  მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, 28–ე მუხლის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის,  „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის №126/2013 დადგენილებისა და თსუ–ის იურიდიული დეპარტამენტის 11.04.2014, №12348/02; 27.02.2014 №6917/02  მოხსენებითი ბარათების საფუძველზე,

 

 აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილების (საქმე N3/ბ-1058-13) აღსრულების მიზნით დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე  ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გიორგი ყიფიანის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელახალი განხილვისათვის შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:


ა) დავით ჩარკვიანი - ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, აკადემიკოსი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) შალვა აბზიანიძე - ფსიქოლოგიის დოქტორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) დალი ოსეფაშვილი - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, კომისიის მდივანი;
დ) ქეთევან მაყაშვილი - ფსიქოლოგიის დოქტორი.


2.  წინამდებარე დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ  საკონკურსო კომისიას დაევალოს:


ა) საჭიროების შემთხვევაში მისცეს საშუალება გიორგი ყიფიანს დააზუსტოს მის მიერ უკვე წარმოდგენილი საკონკურსო დოკუმენტაცია (ამჟამად მოქმედი კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა)  და   აუცილებლობის შემხვევაში მოსთხოვოს გიორგი ყიფიანს დამატებითი დოკუმენტაციის წარმოდგენა.

ბ) გიორგი ყიფიანის მიერ წარმოდგენილი სრული საკონკურსო დოკუმენტაციის განხილვა-შეფასება და კონკურსანტის შეფასების ფორმის სრულყოფილად შევსება;

გ) გიორგი  ყიფიანის მიერ  კონკურსის პირველი ეტაპის  გადალახვის შემთხვევაში, მისი მოწვევა გასაუბრებაზე და გასაუბრების ჩატარება;

დ) წინამდებარე  დადგენილების მე-2 პუნქტის   „ბ“  და  ,,გ“  ქვეპუნქტების  პირობების გათვალისწინებით, გასაუბრების შედეგებზე დაყრდნობით მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთება, თუ  რატომ  უნდა  აირჩეს  ან  არ  უნდა  აირჩეს  გიორგი ყიფიანი აკადემიურ თანამდებობაზე;

ე) შესაბამისი სხდომის ოქმების წარმოება და სათანადო წესით გაფორმება;


3.  წინამდებარე დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ საკონკურსო კომისიას  დაევალოს გასატარებელი ღონისძიებების (გიორგი ყიფიანის საკონკურსო დოკუმენტაციის ხელმეორედ განხილვა და მიღებული შედეგების აკადემიური საბჭოსათვის წარდგენა) დასრულება 2014  წლის 15 მაისამდე.


4. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაინტერესებულ პირთათვის (გ. ყიფიანი, საკონკურსო კომისია) გადაცემა დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
5. წინამდებარე დადგენილება ძალაში შედის გამოცემისთანავე და შესაძლებელია გასაჩივრდეს ძალაში შესვლიდან 1 თვის განმავლობაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში მისამართზე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კილომეტრი, N 6.

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                      აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

ბრძანების N: 39/2014

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებული  საარჩევნო პროცედურების დამტკიცების თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“  მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტისა და მედიცინის ფაკულტეტის  16.04.2014, №12885/02 წერილის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს  სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დაკავებასთან დაკავშირებული  საარჩევნო პროცედურები (დანართი №1);


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის  კანცელარიას;
3. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                         აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

ბრძანების N: 40/2014

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე მარიამი გოგოლაძის ჩარიცხვის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე მარიამი გოგოლაძის ჩარიცხვის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის,   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის N224/ნ ბრძანების ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი  ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების  მიერ  დოკუმენტების  წარდგენისა  და  განხილვის წესის  დამტკიცების  შესახებ”  მე-2  მუხლის  პირველი  პუნქტის  „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის, „აბიტურიენტებისათვის/მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის/სტუდენტებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 5 ივნისის  N542 ბრძანებისა და მარიამი გოგოლაძის 2018 წლის 26 თებერვლის N4329/10-02 განცხადების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    ჩაირიცხოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე – ,,საერთაშორისო სამართალი’’ 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მოქალაქე მარიამი გოგოლაძე  (პასპორტის № ).
2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.    ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი  გიორგი შარვაშიძე
სრულად

ბრძანების N: 767/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში
საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე მაგისტრანტობის კანდიდატთა ჩარიცხვის თაობაზე


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის,  მე-100 მუხლის პირველი ნაწილის,   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის N224/ნ ბრძანების ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი  ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების  მიერ  დოკუმენტების  წარდგენისა  და  განხილვის წესის  დამტკიცების  შესახებ”  მე-2  მუხლის  პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის, „აბიტურიენტებისათვის/ მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის/სტუდენტებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 24 ივლისის N24, 1 აგვისტოს N57, 3 აგვისტოს N67 ბრძანებების, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის პრეზიდენტის (N13360/29, 03.07.2018; N12892/29, 26.06.2018; N14412/29, 16.07.2018) წერილებისა და მაგისტრანტობის კანდიდატთა  (N12528/10-02, 02.07.2018; N12243/10-02, 27.06.2018; N13507/10-02, 16.07.2018) განცხადებების საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.    ჩაირიცხოს 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის სამაგისტრო პროგრამაზე  - ეკონომიკა (ინგლისურენოვანი), საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე მაგისტრანტობის  კანდიდატები:
ა) ლილიტ კაზახეციან (პასპორტის №, სომხეთის რესპუბლიკა);
ბ) თაბრიზ რაჰიმოვ (პასპორტის №, აზერბაიჯანის რესპუბლიკა);
გ) მოჰამად მომენი  (პასპორტის №, ირანის ისლამური რესპუბლიკა);
2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.    ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი       გიორგი შარვაშიძე
    

სრულად

ბრძანების N: 768/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემეტრიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე ანნა ბორისის ასულ ჩუბინიძის ჩარიცხვის თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემეტრიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე ანნა ბორისის ასულ  ჩუბინიძის ჩარიცხვის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის,  მე-100 მუხლის პირველი ნაწილის,   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის   2011 წლის 29 დეკემბრის N224/ნ ბრძანების ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი  ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების / მაგისტრანტობის კანდიდატების / სტუდენტების მიერ  დოკუმენტების  წარდგენისა  და  განხილვის წესის  დამტკიცების  შესახებ”   მე-2  მუხლის  პირველი  პუნქტის  „ა” ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის, „აბიტურიენტებისათვის / მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის / სტუდენტებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე” საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2018 წლის 21 აგვისტოს N118 ბრძანების, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2018 წლის 1 აგვისტოს  N 15812/26 წერილისა და ანნა ბორისის ასულ  ჩუბინიძის N13566/10-02, 17.07.2018 განცხადების საფუძველზე,

ვბრძანებ:


1.    ჩაირიცხოს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამაზე – „ფსიქოლოგია’’ 2018-2019 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ანნა ბორისის ასული  ჩუბინიძე (პასპორტის №, II სემესტრი, 22 კრედიტი).
2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.    ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი     გიორგი შარვაშიძე
    

სრულად

ბრძანების N: 771/01-04

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტების, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8  პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის  N118 დადგენილების - " სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29. 12. 2014წ),  თსუ აკადემიური საბჭოს   2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 24 აპრილის №17/04 ერთობლივი ბრძანების და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის რამაზ ხომერიკის 2018 წლის 23 აგვისტოს N17109/28 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.    გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2.    უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3.    კონკურსი გამოცხადდეს 2018 წლის 30 აგვისტოს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან 2018 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2018 წლის 3 ნოემბრისა.
4.    კონკურსი გამოცხადდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
ბიოლოგიის დეპარტამენტი
იმუნოლოგიისა და მიკრობიოლოგიის კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული
5.    ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა   წარმოადგინოს:
ა)  განცხადება  საკონკურსო  კომისიის  სახელზე  (დადგენილი   ფორმის მიხედვით);
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);      
გ)  პირადობის მოწმობის ასლი;
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)  ასლი  (უცხო  ქვეყანაში  მიღებული განათლების  ან/და სამეცნიერო  ხარისხის  აღიარების  კანონმდებლობით  დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე)  სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ვ)სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი  დოკუმენტი;
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
თ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
6.    ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი  კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს,  წერილობით  გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
7.    საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან   2018 წლის 5 ოქტომბრის ჩათვლით 930-დან 1800 საათამდე, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი  ი. ჭავჭავაძის გამზ. N3 თსუ II კორპუსი, ოთახი N108;
8.    ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
9.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10.    დაევალოს კანცელარიას ბრძანების დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემა;
11.    ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, 
რექტორის მოადგილე                                             ა. ცისკარიძე


სრულად

ბრძანების N: 202/01-01