საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2014-2015 სასწავლო წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების ანკეტა-კითხვარის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 10 თებერვლის №14/2014 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ტექნიკური სახის შესწორება განხორციელებულია

აკადემიური საბჭოს 29.09.2014, №93/2014 დადგენილებით

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ  ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014  დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტისა   და თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 03.09.2014, №27175/02 წერილის საფუძველზე,

 

 აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1.  შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2014–2015 სასწავლო წლის საერთო სამაგისტრო გამოცდების ანკეტა-კითხვარის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 10 თებერვლის №14/2014 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 და №2 დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი 1) (დანართი 2). 


 2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
 3.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
 4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

პროფესორი ელიზბარ ნადარაია
აკადემიური საბჭოს წევრი,
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 80/2014

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 16.07.2014, №22132/02 წერილის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების II ნაწილის „გ“ პუნქტს დაემატოს 664-ე ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:


„664. ევროპული ინტეგრაცია და შრომითი ურთიერთობები (დანართი 220).“


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                              აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი, პროფესორი

სრულად

ბრძანების N: 76/2014

„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, თსუ-ის რექტორის 2014  წლის 7 მაისის  №65/01-01 ბრძანებისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების  (აკადემიური საბჭოს 2014 წლის 26 ივნისის №63/2014 დადგენილების პირველი პუნქტის 1.1. ამერიკისმცოდნეობის, ამერიკული ლიტერატურის მიმართულება; 1.3. ქვეპუნქტი -  მსოფლიო ისტორიის, ისტორიის თეორიის და დიდაქტიკის მიმართულება) გადაწყვეტილებების (წერილები: 16.07.2014,  №22061/02; 14.07.2014,  №21667/02) საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებები და „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი დამატებები:


ა) XII ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ პუნქტი:


„დ) ისტორიის თეორია და დიდაქტიკა


დ.ა) ნინო კიღურაძე - პროფესორი“.


ბ) XVI ნაწილს დაემატოს შემდეგი  შინაარსის  „ა1“  პუნქტი:


„ა1) თემურ კობახიძე - პროფესორი“.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.

 

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                   აკადემიკოსი ვლადიმერ   პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

ბრძანების N: 77/2014

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 16 ივლისის  №257 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების”  მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის, აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე–5 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის 16.07.2014, №22115/02  წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. შევიდეს ცვლილებები  „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 16 ივლისის  №257 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ დანართ №1-ში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით (დანართი №1).


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
3. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                          აკადემიკოსი ვლადიმერ   პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

ბრძანების N: 75/2014

გენდერისა და სამართლის სწავლების, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის სრულყოფის, ასევე მედიაციის პროცესში სტუდენტთა პროფესიული კომპეტენციების გაძლიერების პროექტი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტის (PROLoG) ხელშეწყობით თბილისისა და რეგიონის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობით განახორციელებს პროექტს გენდერისა და სამართლის, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკისა და მარეგულირებელი ჩარჩოს სრულყოფის,  ასევე მედიაციის პროცესში სტუდენტთა პრაქტიკული უნარ-ჩვევების გაძლიერების მიმართულებით. 

 

სამართლისა და გენდერის მიმართულებით პროექტი მიზნად ისახავს თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის საგანმანათლებლო პროგრამაში უკვე არსებული გენდერისა და სამართლის სასწავლო კურსის განახლება-გაუმჯობესებას, სასწავლო მასალების განვრცობას და ქართულ ენაზე მათი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისათვის. გარდა ამისა, სხვადასხვა უსდ-ში გენდერისა და სამართლის კურსის  დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, ჩატარდება ვორკშოპი თბილისისა და რეგიონის უნივერსიტეტების პროფესორებისათვის. ასევე გაიმართება საჯარო ლექციები, რომლებიც მიეძღვნება ქალთა უფლებებს, სამართლისა და გენდერის აქტუალურ საკითხებს. 
პროექტი   ასევე მიზნად ისახავს  ანტიდისკრიმინაციული რეგულაციებისა და დისციპლინური წარმოების პროცედურების გაუმჯობესების ხელშეწყობას თბილისისა და რეგიონის  უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე ანტიდისკრიმინაციული პოლიტიკის დოკუმენტის შემუშვებას თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის მიერ, რომელიც გამოქვეყნდება და ხელმისაწვდომი გახდება დაინტერესებული აკადემიური წრეებისთვის.
პროექტის მესამე მიმართულება ითვალისწინებს  მედიაციის 4-დღიანი ვორკშოპისა და მედიაციაში წარმომადგენლობის 2-დღიანი ეროვნული შეჯიბრის ორგანიზებას საქართველოს უსდ-ის 8 სტუდენტური გუნდისათვის. აღნიშნული ღონისძიება  2012 წლიდან  წარმოადგენს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა და სამხრეთ ტეხასის სამართლის სკოლის (ჰიუსტონი, აშშ) მხარდაჭერით  გაფუძნებულ თსუ იურიდიული ფაკულტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის  აკადემიური ტრადიციას. 
სამართლისა და გენდერის, ანტიდისკრიმინაციული საუნივერსიტეტო პოლიტიკისა და პროცედურების სრულყოფის, ასევე  მედიაციაში სტუდენტთა პროფესიული კომპეტენციების გაძლიერების პროექტს ხელი მოეწერა 2020 წლის 16 ივლისს და გაგრძელდება 2021 წლის 15 ივნისამდე. 
 

სრულად

ბრძანების N:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისბაკალავრიატის სტუდენტთა კონფერენციის ორგანიზების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება

№  22/29 -0

29.09.2020

ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტისბაკალავრიატის სტუდენტთა კონფერენციის ორგანიზების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდებისმე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტისსაფუძველზე,

ვბრძანებ:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ჩატარდეს ბაკალავრიატის სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია2020 წლის 20 ნოემბერს.

კონფერენციაში გამარჯვებულ სტუდენტებს მიეცეთ ფულადი ჯილდო შემდეგი ოდენობით:

ა) I ადგილი - 500 ლარი

ბ) II ადგილი - 300 ლარი

გ)III ადგილი - 200 ლარი

3. 2020 წლის 18 ნოემბრამდე განხორციელდეს სტუდენტთა კონფერეციის I ეტაპის (საკათედრო) ორგანიზება/ჩატარება და I ადგილზე გასული საუკეთესო მომხსენებლის შესახებ სრული ინფორმაციის გადაცემა სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურისთვის.

4. I ეტაპის საუკეთესო მომხსენებელი მონაწილეობას მიიღებს კონფერენციის II ეტაპზე (2020 წლის 20 ნოემბერს;

5. ერთი სტუდენტის მიერ წარმოდგენილი ერთზე მეტი ნაშრომი, ასევე გუნდური ნამუშევრები არ ექვემდებარება განხილვას.

6. საკონფერენციო ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ნაბეჭდი ან  ელექტრონული სახით (10 გვერდი, A4 ფორმატი, შრიფტი ქართული ვერსიისათვის_ Sylfaen, შრიფტის ზომა – 12; რუსული და ინგლისური - Times New Roman);ზომა:  სათაურები (თემის სახელწოდება, სტუდენტის სახელი, გვარი, სწავლების საფეხური (ბაკალავრიატი), ხელმძღვანელის სახელი, გვარი აკადემიური ხარისხი, თანამდებობა) 14 Bold; ძირითადი ტექსტი 12;ინტერვალი 1,5;გვერდის საზღვრები - 2,5 ყველა მხრიდან.

7. სამეცნიერო კონფერენციაში მონაწილე სტუდენტთა ნაშრომების შეფასების მიზნით შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:

პროფესორი გიორგი ღაღანიძე - დეკანი (თავმჯდომარე)

აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა

აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე

პროფესორი ეთერ ხარაიშვილი

პროფესორი იური ანანიაშვილი

პროფესორი რევაზ გველესიანი

პროფესორი სიმონ გელაშვილი

პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი

პროფესორი მირიან ტუხაშვილი

პროფესორი ნუგზარ თოდუა

პროფესორი ირაკლი კოვზანაძე

პროფესორი დავით ნარმანია

პროფესორი დემურ სიჭინავა

პროფესორი ლევან საბაური

პროფესორი თეიმურაზ შენგელია

პროფესორი იოსებ ხელაშვილი

ასოცირებული პროფესორი ნინო ფარესაშვილი - დეკანის მოადგილე (თავმჯდომარის მოადგილე)

ასოცირებული პროფესორი მანანა ლობჟანიძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი

8. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.

9. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

10. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი      პროფესორი              გიორგი ღაღანიძე

სრულად

ბრძანების N: 22/29 -0

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემებისა და მეცნიერ-ხელმძღვანელების დამტკიცების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება

                                                                                                                                   

№ 21/29 – 01

05.08.2020

ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემებისა და  მეცნიერ-ხელმძღვანელების  დამტკიცების შესახებ      

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს 2020 წლის 23 ივლისის N7 ოქმის საფუძველზე,

ვბრძანებ:

დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტის სადისერტაციო თემა და მეცნიერ-ხელმძღვანელი:

1.1. დოქტორანტი სალომე დანელია - ,,ეკონომიკის ინოვაციური განვითარების შესაძლებლობები და პერსპექტივები საქართველოში“

     მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი  ლელა  ბახტაძე;

2. დოქტორანტი ვანო ბენიძე - ,,წარმოების განვითარების ტენდენციები საქართველოში და მისი როლი ქვეყნის ეკონომიკური მომავლის ფორმირებაში“ დაზუსტდეს შემდეგი სახელწოდებით: ,,დამამუშავებელი მრეწველობის განვითარების ტენდენციები საქართველოში და მისი მნიშვნელობა ქვეყნის  ეკონომიკური მომავლის ფორმირებაში“; (მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი ეთერ ხარაიშვილი);

3. დოქტორანტი მიხეილ ჩიკვილაძე - საგადასახადო  და გადასახადების ადმინისტრირების დანაკარგები და მათი ათვისების შესაძლო მიმართულებები  საქართველოში" დაზუსტდეს  "არაპირდაპირი გადასახადების საგადასახადო დანაკარგი და მისი შემცირების  შესაძლო  მიმართულებები  საქართველოში"

4. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.

5. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

6. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი    პროფესორი               გიორგი ღაღანიძე

სრულად

ბრძანების N: 21/29 – 01

ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის კონკურსი ახალგაზრდა მთარგმნელთათვის „ვახუშტი კოტეტიშვილი 85“

ფონდი „დიოგენე“ და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ვახუშტი კოტეტიშვილის 85 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით აცხადებენ „ვახუშტი კოტეტიშვილის სახელობის კონკურსს ახალგაზრდა მთარგმნელთათვის“.

კონკურსი სამ ნომინაციაში ჩატარდება: პოეზია, მხატვრული პროზა, არამხატვრული ტექსტი (დოკუმენტური პროზა, ესეისტიკა, კრიტიკა, პუბლიცისტიკა) და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია 20-დან 35 წლამდე ასაკის ნებისმიერ მსურველს.  თითოეულ მონაწილეს საკონკურსო განაცხადის წარდგენა შეუძლია მაქსიმუმ ორ ნომინაციაში. საკონკურსოდ წარდგენილი თარგმანი არ უნდა იყოს გამოქვეყნებული ნაბეჭდი ან ელექტრონული სახით.

საკონკურსო განაცხადის მიღება მოხდება ელექტრონულად, 2020 წლის 1 ნოემბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით. კონკურსის გამარჯვებულები 2020 წლის 10 დეკემბერს გამოვლინდებიან. გამარჯვებულებს ფულადი პრემია გადაეცემათ. კონკურსის ფარგლებში გამოიცემა საუკეთესო თარგმანების კრებული.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის წესებისა და ვადების შესახებ იხილეთ ბმულზე.

სრულად

ბრძანების N:

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით კომისიების შექმნის შესახებ“ თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2020 წლის 09 ივლისის №18/29-01ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება

№19/29-01

03.08.2020წ.

ქ. თბილისი

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2019-2020   სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით კომისიების შექმნის შესახებ“ თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2020 წლის 09 ივლისის №18/29-01ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 21-ემუხლის მე-6 პუნქტისსაფუძველზე,

ვბრძანებ:

შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით კომისიების შექმნის შესახებ“ თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2020 წლის 09 ივლისის №18/29-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველი პუნქტის „ბიზნესის ადმინისტრიების მიმართულების“ „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) ასოცირებული პროფესორი ლეილა ღუდუშაური;“

ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.

წინამდებარებრძანებისფაკულტეტისოფიციალურვებგვერდზეგანთავსებადაევალოსფაკულტეტისსაზოგადოებასთანურთიერთობისსამსახურს.

ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი    პროფესორი                      გიორგი ღაღანიძე

სრულად

ბრძანების N: 19/29-01

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“  მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს რეგლამენტი (დანართი № 1);


2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს “არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილება;
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4. დადგენილება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                        აკადემიკოსი ვლადიმერ   პაპავა
რექტორი, პროფესორი 

სრულად

ბრძანების N: 73/2014

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს ბლანკების ფორმის დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

2015 წლის 6 აპრილის №47/2015 დადგენილებით

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“  მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს დადგენილების ბლანკის ფორმა (დანართი № 1);


2. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს საქმისწარმოების ბლანკის ფორმა (დანართი№ 2);


3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას;
4. დადგენილება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                              აკადემიკოსი ვლადიმერ   პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

ბრძანების N: 74/2014

თსუ მედიცინის ფაკულტეტზე ფსიქოლოგიური კონსულტაცია დაინერგა

თსუ მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტებს 2020 წლის შემოდგომის სემესტრიდან შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ ფსიქოლოგის მომსახურებით.

მედიცინის შესწავლის თავისებურებების და სირთულის გათვალისწინებით, მედიცინის ფაკულტეტის ადმინისტრაცია აღნიშნული ინიციატივით გამოხატავს სტუდენტებისთვის მხარდამჭერი პოლიტიკის გაძლიერებისთვის მზაობას.

ხარისხიანი განათლების მიღებისათვისმნიშვნელოვანია მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტენტების ემოციური კეთილდღეობა,წინასაგამოცდო თუ სხვა ტიპის სტრესულ ფაქტორებთან ეფექტური გამკლავების უნარი,სასწავლო პროცესში მიმღებლური და მხარდამჭერი გარემოს შექმნა.

გთავაზობთ პიროვნულ თვისებებზე ორიენტირებულ ფსიქოლოგიურ დიაგნოსტიკასა და კონსულტაციას, ასევე ჯგუფურ  ფსიქოთერაპიულ შეხვედრებს.

თქვენთან იმუშავებს თამუნა ლომიძე ცნობილი სპეციალისტებისგან შემდგარ კონსულტანტთა გუნდთან ერთად.

მსურველებს შეუძლიათ მოგვწერონ: tamuna.lomidze@tsu.ge

სრულად

ბრძანების N:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სადოქტორო პროგრამებზე (ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება, ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი) კანდიდატებთან გასაუბრების დარგობრივი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება

№  20/29 -01

 05.08.2020

ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სადოქტორო პროგრამებზე (ეკონომიკა, ბიზნესის ადმინისტრირება, ტურიზმი და მასპინძლობის მენეჯმენტი) კანდიდატებთან გასაუბრების დარგობრივი კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს 2020 წლის 23 ივლისის N7 ოქმის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში  ეკონომიკის, ბიზნესის ადმინისტრირების და ტურიზმის და მასპინძლობის მენეჯმენტის  სადოქტორო პროგრამებზე კანდიდატებთან გასაუბრების დარგობრივი კომისები შემდეგი შემადგენლობით:

ა) ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის დარგობრივი კომისია:

პროფესორი გიორგი ღაღანიძე - დეკანი (თავმჯდომარე),

აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა,

აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე,

პროფესორი ეთერ ხარაიშვილი - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი,

პროფესორი იური ანანიაშვილი,

პროფესორი თეიმურაზ ბერიძე,

პროფესორი რევაზ გველესიანი,

პროფესორი სიმონ გელაშვილი,

პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი,

პროფესორი მირიან ტუხაშვილი,

ასოცირებული პროფესორი ნინო ფარესაშვილი - დეკანის მოადგილე,  

ასოცირებული პროფესორი მანანა ლობჟანიძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი.

ბ) ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის დარგობრივი კომისია:

პროფესორი გიორგი ღაღანიძე- დეკანი (თავმჯდომარე),

პროფესორი ეთერ ხარაიშვილი - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი,

ასოცირებული პროფესორი ნინო ფარესაშვილი - დეკანის მოადგილე,

პროფესორი თეიმურაზ შენგელია,

პროფესორი ნუგზარ თოდუა,

პროფესორი ირაკლი კოვზანაძე,

პროფესორი დავით ნარმანია,

პროფესორი დემურ სიჭინავა,

პროფესორი ლევან საბაური, 

პროფესორი იოსებ ხელაშვილი,

ასოცირებული პროფესორი მანანა ლობჟანიძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი.

გ) ტურიზმის და მასპინძლობის მენეჯმენტის  სადოქტორო პროგრამის დარგობრივი კომისია: პროფესორი გიორგი ღაღანიძე - (დეკანი), 

პროფესორი იოსებ ხელაშვილი (თავმჯდომარე),

პროფესორი ეთერ ხარაიშვილი- ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი,

ასოცირებული პროფესორი ნანა კაციტაძე,

ასოცირებული პროფესორი ნინო ფარესაშვილი – დეკანის მოადგილე,

ასოცირებული პროფესორი მანანა ლობჟანიძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი.

2. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.

3. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი    პროფესორი                   გიორგი ღაღანიძე

სრულად

ბრძანების N: 20/29 -01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესორის, ასოცირებული პროფესორების და ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მეორე ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ2“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილების, რექტორის 05.06.2014, №79/01-01 და 05.06.2014, №80/01-01   ბრძანებებისა და  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 10.07.2014, №21414/02 და 10.07.2014, №21413/02 წერილების საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესორისა და ასოცირებული პროფესორების  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

ა) ეთერ ხარაიშვილი - თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი,  კომისიის თავმჯდომარე;
ბ) სიმონ გელაშვილი - თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ნუგზარ პაიჭაძე - თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი;
დ)  მურთაზ მაღრაძე - თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ემერიტუსი;
ე)  მერაბ ჯულაყიძე - თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ვ) ინგა ბალარჯიშვილი - თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ზ) რამაზ ფუტკარაძე - თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი.

 

2. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორების  აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

ა) ნუგზარ თოდუა - თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი,  კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ჩარიტა ჯაში - თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) მარინა ჩავლეიშვილი - თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის მდივანი;
დ)  ეკა ჩოხელი - თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ე) გიული ქეშელაშვილი - თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;


 
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                      აკადემიკოსი   ვლადიმერ  პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

ბრძანების N: 67/2014

„საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა  და თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 10.07.2014, №21411/02   წერილის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1.  შევიდეს ცვლილება „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების შემდეგ დანართებში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


ა) III ნაწილის „ა“ პუნქტის 77-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ეკონომიკა (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 77);
ბ) III ნაწილის „ა“ პუნქტის 78-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული საბაკალავრო პროგრამა „ბიზნესის ადმინისტრირება (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა)“ (დანართი 78);
გ) III ნაწილის „ბ“ პუნქტის 80-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ეკონომიკა“ (დანართი 80);
დ) III ნაწილის „ბ“ პუნქტის 81-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „ბიზნესის ადმინისტრირება“  (დანართი 81);
ე) III ნაწილის „ბ“ პუნქტის 83-ე ქვეპუნქტით დამტკიცებული სამაგისტრო პროგრამა „საერთაშორისო საწარმოთა მართვა“  (დანართი 83).


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ–ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
4. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                        აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა
რექტორი, პროფესორი

სრულად

ბრძანების N: 68/2014

„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეული - მულტიმედია ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 11 ივნისის №45/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის  “უ“ და „ღ“  ქვეპუნქტების, მე–11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის  „ც“ და „ხ“ ქვეპუნქტებისა და მულტიმედია ცენტრის № 21513/02, 11.07.2014  წერილის  საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1.  შევიდეს ცვლილება „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეული - მულტიმედია ცენტრის  შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 11 ივნისის №45/2012 დადგენილების სათაურში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეულის - მულტიმედია ცენტრის შექმნის შესახებ“;


2. შევიდეს ცვლილება „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეული - მულტიმედია ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 11 ივნისის №45/2012 დადგენილების პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


,,1. შეიქმნას „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეული - მულტიმედია ცენტრი და დამტკიცდეს მისი დებულება (დანართი №1)“;


3. შევიდეს ცვლილება „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამხმარე საგანმანათლებლო სტრუქტურული ერთეული - მულტიმედია ცენტრის შექმნის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 11 ივნისის №45/2012 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში და  ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე დადგენილებაზე თანდართული სახით (დანართი №1).


4. წინამდებარე დადგენილების ძალაში შესვლიდან 1 წლის ვადის გასვლისთანავე აკადემიური საბჭოს მიერ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მონაწილეობით განხილულ იქნეს მულტიმედია ცენტრის მიერ შესრულებული სამუშაოს ანგარიში და საჭიროების შემთხვევაში დასმული იქნეს ცენტრის სტატუსისა და სტრუქტურის ცვლილების საკითხი.


5. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
6.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
7.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                         აკადემიკოსი ვლადიმერ   პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

ბრძანების N: 69/2014

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტურაში მიღებაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის N128/2013 დადგენილების, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის და იურიდიული დეპარტამენტის 11.07.2014, №21602/02 წერილის დასაფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტურაში გამოცხადდეს კონკურსი.


2. საკონკურსო ფორმით პოსტდოქტორანტურაში მიღების მიზნებისათვის განისაზღვროს 6 ვაკანტური ადგილი.


3. საკონკურსო ფორმით პოსტდოქტორანტურაში მიღება გამოცხადდეს 2014 წლის 1 სექტემბერს, დოკუმენტაციის მიღებამ იწარმოოს 2014 წლის 1 ნოემბრიდან - 30 ნოემბრის ჩათვლით. დოკუმენტაციის განხილვის საფუძველზე მიღებული შედეგების უნივერსიტეტის რექტორისათვის წარდგენა მოხდეს არაუგვიანეს 2015 წლის 13 თებერვლისა.


4. შეიქმნას საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:


ა)  მერაბ ელიაშვილი - რექტორის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) გიორგი ღვედაშვილი - უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების  დეპარტამენტის უფროსი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ლელა კვინიკაძე - უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი;
დ) თეიმურაზ ბერიძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი;
 ე) რამაზ ბოჭორიშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;
ვ)  ირაკლი ბურდული - იურიდიული ფაკულტეტის დეკანი;
ზ)  დარეჯან თვალთვაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;
თ) თამარ მახარაძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი;
ი)   ალექსანდრე ცისკარიძე - მედიცინის ფაკულტეტის დეკანი;
კ)   ვასილ ბარამიძე - იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.


5. პოსტდოქტორანტურაში მიღების მიზნით კონკურსში მონაწილეობისათვის პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:


ა) დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის ქონა;
ბ) არაუმეტეს 35 წლის ასაკი (პოსტდოქტორანტად მიღების პროცედურის დაწყების მომენტისათვის);
გ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭებიდან გასული არ უნდა იყოს 3 წელზე მეტი.


6. პოსტდოქტორანტად მუშაობის მსურველმა საკონკურსო კომისიაში უნდა წარმოადგინოს:


ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული, მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) გამოქვეყნებული შრომების სია;
ე) უცხო ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირს შესაბამისი სამეცნიერო ხარისხი მინიჭებული აქვს უცხოენოვანი პროგრამის გავლის საფუძველზე);
ვ) პოსტდოქტორანტის სავარაუდო მეცნიერ-კონსულტანტის თანხმობა კონსულტირება გაუწიოს პოსტდოქტორანტად დასაქმების მსურველ პირს მისი საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში.
ზ) პროექტი (6 თვიან პერიოდებად გაწერილი კვლევის შუალედური და საბოლოო შედეგების სახით) რაც წარმოდგენილი უნდა იქნას N1 დანართის შესაბამისად - ,,პროექტისადმი წაყენებული მოთხოვნები“.
თ) სამეცნიერო დარგის/მიმართულების ორი წამყვანი სპეციალისტის მხარდაჭერის წერილი.


7. პოსტდოქტორანტად  არ შეიძლება მიღებული იყოს პირი, რომელსაც უკავია აკადემიური და სამეცნიერო სტატუსის მქონე თანამდებობა.


8. პოსტდოქტორანტად კონკურსში მონაწილეობა ეზღუდება პირს, რომლის მიერ წარმოდგენილი პროექტით განსაზღვრული სამეცნიერო დარგის/მიმართულების ფარგლებში არსებული კვლევა უკვე დაფინანსებულია სხვა ორგანიზაციის მიერ და ხორციელდება მის ბაზაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროექტის წარმომდგენი უფლებამოსილი პირი და ის ორგანიზაცია, რომლის ბაზაზეც ხორციელდება მისი პროექტით განსაზღვრული სამეცნიერო დარგის/მიმართულების ფარგლებში არსებული კვლევა, შეფასების დაწყების ეტაპამდე წარმოადგენენ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებულ წერილობით დაპირებას, რომ უნივერსიტეტის კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში მიმდინარე კვლევა იქნება შეწყვეტილი და მის შედეგებზე უფლებამოსილება (საავტორო ქონებრივი უფლებები, უფლებები გამოგონებაზე, პატენტი და სხვა) ხსენებულ ორგანიზაციას არ ექნება.


9. პოსტდოქტორანტურაში მიღება, კომისიის საქმიანობისა და სხვა პროცედურული საკითხები რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ“  აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის N128/2013 დადგენილებით განსაზღვრული წესით.


10. პოსტდოქტორანტურაში მიღების მიზნებისათვის კომისიას მიეცეს უფლებამოსილება განსაზღვროს წინამდებარე დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებული სხვა პროცედურული საკითხები.


11. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
12.  წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
13. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                  აკადემიკოსი   ვლადიმერ  პაპავა  
რექტორი, პროფესორი 

სრულად

ბრძანების N: 70/2014

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტურაში არასაკონკურსო - ინდივიდუალური წესით მიღების გამოცხადების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის N128/2013 დადგენილებისა  და სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის და იურიდიული დეპარტამენტის 11.07.2014, №21602/02 წერილის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტურაში გამოცხადდეს მიღება არასაკონკურსო ფორმით - ინდივიდუალური წესით.


2. არასაკონკურსო ფორმით პოსტდოქტორანტურაში მიღება გამოცხადდეს 1  სექტემბერს მუდმივმოქმედი მიღების რეჟიმში. წარმოდგენილი განცხადებების განხილვის ვადად განისაზღვროს 3 თვე განცხადების წარმოდგენიდან.


3.  პოსტდოქტორანტურაში ინდივიდუალური წესით მიღების მიზნებისათვის შეიქმნას მუდმივმოქმედი კომისია შემდეგი შემადგენლობით:


ა)   მერაბ ელიაშვილი - რექტორის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)  გიორგი ღვედაშვილი - უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;
გ) ლელა კვინიკაძე - უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი;
დ) თეიმურაზ ბერიძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი;
ე) რამაზ ბოჭორიშვილი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;
ვ) ირაკლი ბურდული - იურიდიული ფაკულტეტის დეკანი;
ზ) დარეჯან თვალთვაძე - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი;
თ) თამარ მახარაძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი;
ი) ალექსანდრე ცისკარიძე - მედიცინის ფაკულტეტის დეკანი;
კ) ვასილ ბარამიძე - იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.


4. პოსტდოქტორანტურაში ინდივიდუალური წესით მიღებისთვის პირი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:


ა) დოქტორის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის ქონა;
ბ) არაუმეტეს 35 წლის ასაკი (პოსტდოქტორანტად მიღების პროცედურის დაწყების მომენტისათვის);
გ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის მინიჭებიდან გასული არ უნდა იყოს 3 წელზე მეტი.


5. პოსტდოქტორანტად მუშაობის მსურველმა მუდმივმოქმედ საკონკურსო კომისიაში უნდა წარმოადგინოს:


ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ბ) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი, კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული, მოწმობის ასლი;
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) გამოქვეყნებული შრომების სია;
ე) უცხო ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ასლი (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პირს შესაბამისი სამეცნიერო ხარისხი მინიჭებული აქვს უცხოენოვანი პროგრამის გავლის საფუძველზე);
ვ) პოსტდოქტორანტის სავარაუდო მეცნიერ-კონსულტანტის თანხმობა კონსულტირება გაუწიოს პოსტდოქტორანტად დასაქმების მსურველ პირს მისი საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში.
ზ) პროექტი (6 თვიან პერიოდებად გაწერილი კვლევის შუალედური და საბოლოო შედეგების სახით) რაც წარმოდგენილი უნდა იქნას N1 დანართის შესაბამისად - ,,პროექტისადმი წაყენებული მოთხოვნები“.
თ) სამეცნიერო დარგის/მიმართულების ორი წამყვანი სპეციალისტის მხარდაჭერის წერილი.


6. ინდივიდუალური წესით პოსტდოქტორანტად უნივერსიტეტში მიღება შესაძლებელია მხოლოდ კონკრეტული პროექტის ინდივიდუალური წესით, ალტერნატიული (არასაუნივერსიტეტო) დაფინანსებით უზრუნველყოფის პირობებში. დაინტერესებული პირი ვალდებულია საკონკურსო კომისიაში წინამდებარე დადგენილებით განსაზღვრულ დოკუმენტაციასა და ინფორმაციასთან ერთად წარადგინოს პროექტის ინდივიდუალური წესით, ალტერნატიული (არასაუნივერსიტეტო) დაფინანსებით უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი.


7. პოსტდოქტორანტად  არ შეიძლება მიღებული იყოს პირი, რომელსაც უკავია აკადემიური და სამეცნიერო სტატუსის მქონე თანამდებობა.


8. პოსტდოქტორანტად კონკურსში მონაწილეობა ეზღუდება პირს, რომლის მიერ წარმოდგენილი პროექტით განსაზღვრული სამეცნიერო დარგის/მიმართულების ფარგლებში არსებული კვლევა უკვე დაფინანსებულია სხვა ორგანიზაციის მიერ და ხორციელდება მის ბაზაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც პროექტის წარმომდგენი უფლებამოსილი პირი და ის ორგანიზაცია, რომლის ბაზაზეც ხორციელდება მისი პროექტით განსაზღვრული სამეცნიერო დარგის/მიმართულების ფარგლებში არსებული კვლევა, შეფასების დაწყების ეტაპამდე წარმოადგენენ მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებულ წერილობით დაპირებას, რომ უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტად მიღების შემთხვევაში მიმდინარე კვლევა იქნება შეწყვეტილი და მის შედეგებზე უფლებამოსილება (საავტორო ქონებრივი უფლებები, უფლებები გამოგონებაზე, პატენტი და სხვა) ხსენებულ ორგანიზაციას არ ექნება.


9. პოსტდოქტორანტურაში მიღება, კომისიის საქმიანობისა და სხვა პროცედურული საკითხები რეგულირდება მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოსტდოქტორანტურის დებულების დამტკიცების შესახებ“  აკადემიური საბჭოს 2013 წლის 18 ნოემბრის N128/2013 დადგენილებით განსაზღვრული წესით.


10. პოსტდოქტორანტურაში მიღების მიზნებისათვის კომისიას მიეცეს უფლებამოსილება განსაზღვროს წინამდებარე დადგენილების აღსრულებასთან დაკავშირებული სხვა პროცედურული საკითხები.


11. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ–ის კანცელარიას.
12. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
13. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე                                                        აკადემიკოსი   ვლადიმერ  პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

ბრძანების N: 71/2014

„ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 7 მაისის №31/2012 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ს“ ქვეპუნქტის, თსუ-ის რექტორის 2014  წლის 7 მაისის  №65/01-01 ბრძანებისა და სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების  (აკადემიური საბჭოს 2014 წლის 26 ივნისის №63/2014 დადგენილების პირველი პუნქტის 1.2 ქვეპუნქტი - ინგლისური ფილოლოგიის, ლექსიკოგრაფიის მიმართულება; მეორე პუნქტის 2.1. ქვეპუნქტი -  აღმოსავლეთმცოდნეობის, არმენოლოგიის მიმართულება და 2.2. ქვეპუნტი - კავკასიოლოგიის, კავკასიური ენების მიმართულება) გადაწყვეტილებების (წერილები: 14.07.2014,  №21663/02; 14.07.2014,  №21650/02;  14.07.2014,  №21691/02) საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებები და „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი დამატებები:


ა)   I ნაწილის „დ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.ა1“ ქვეპუნქტი:


„დ.ა1) დალი ჩიტუნაშვილი - ასოცირებული პროფესორი“.


ბ) II ნაწილის „ა“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.გ“ ქვეპუნქტი:


„ა.გ) ლექსიკოგრაფია


„ა.გ.ა) თინათინ მარგალიტაძე - პროფესორი“.


გ)   X ნაწილის „ა“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ა2“ ქვეპუნქტი:


„ა.ა2) რევაზ აბაშია - ასოცირებული პროფესორი“.


2. ამოღებულ იქნეს „ა(ა)იპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 10 აგვისტოს №69/2012 დადგენილების:


ა)  I ნაწილის „დ“ პუნქტის „დ.ბ“ ქვეპუნქტი;
ბ) II ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტის „ა.ა.გ“ ქვეპუნქტი;
გ) X ნაწილის „ა“ პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტი.


3.   დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ის კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5.   დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოქვეყნებისთანავე.

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                       აკადემიკოსი ვლადიმერ   პაპავა  
რექტორი, პროფესორი

სრულად

ბრძანების N: 72/2014

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს 
№52/2015, 04.05.2015; №107/2016, 12.09.2016;
№37/2018, 5.02.2018 დადგენილებებით

 


საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი, მე-3, მე-6 და მე-7 ნაწილების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“  მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს რეგლამენტი (დანართი №1); (№52/2015, 04.05.2015) (№107/2016, 12.09.2016) (№37/2018, 5.02.2018)


2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს “არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2012 წლის 13 მარტის №17/2012 დადგენილება;
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4. დადგენილება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,                                                      აკადემიკოსი ვლადიმერ   პაპავა 
რექტორი, პროფესორი

სრულად

ბრძანების N: 73/2014