საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
„სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს მიერ გამარჯვებულად გამოვლენილი პროექტების დაფინანსების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 27 თებერვლის №44/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
„სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს  მიერ გამარჯვებულად  გამოვლენილი პროექტების დაფინანსების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის  27 თებერვლის №44/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 29.01.2018წ. №12/02-01 ბრძანების, სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს თავმჯდომარის, პროფესორის თ. გაგოშიძის 13.03.2018წ. №6756/10-02 წერილის საფუძველზე,  
                                                                             
ვბრძანებ:

1.    შევიდეს შემდეგი ცვლილებები „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს მიერ გამარჯვებულად გამოვლენილი პროექტების დაფინანსების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2018 წლის 27 თებერვლის №44/02-01 ბრძანებაში:
 ა) ბრძანების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დაფინანსდეს სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების განმსაზღვრელი საბჭოს მიერ გამარჯვებულად გამოვლენილი 48 პროექტი (დანართი №1);“
ბ) ბრძანების დანართი №1 ჩამოყალიბდეს ახალი, წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული სახით (დანართი №1);
2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
3.    ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                ნ. ოვსიანიკოვა


სრულად

ბრძანების N: 53/02-01

სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან მედიცინის ფაკულტეტის რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (სუბსპეციალობის) საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ
სსიპ _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან მედიცინის ფაკულტეტის რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (სუბსპეციალობის) საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,   55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 29 ივლისის N187 დადგენილების პირველი მუხლის  მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის   №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8 პუნქტის "ა", "ბ", "ო", და "პ" ქვეპუნქტების,  მე-9 პუნქტის,  "საექიმო საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე-7 და მე-15 მუხლების, "ჯანმრთელობის დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის 96-102 მუხლების, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 8 აპრილის №135/ნ ბრძანების "რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ განათლებაში (პროფესიულ მზადებაში) მონაწილეობის, მისი წარმართვის და შეფასების წესისა და იმ სამედიცინო დაწესებულებების ან/და სასწავლებლების აკრედიტაციის კრიტერიუმების და წესის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც შესაძლებელია  დიპლომისშემდგომი განათლების (პროფესიული მზადების) კურსის გავლა", "ა(ა)იპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რეზიდენტურის ალტერნატიული დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო პროგრამების (პროფესიული მზადების) სპეციალობის მაძიებელთა/უმცროს ექიმთა სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2013 წლის 15 ივლისის №84/2013 წლის დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-სა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 09 მარტის N4628/32 წერილის საფუძველზე,
ვბრძანებ:

1.    ჩაირიცხონ სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან მედიცინის ფაკულტეტის რეზიდენტურის ალტერნატიულ დიპლომისშემდგომ (სუბსპეციალობის) საგანმანათლებლო პროგრამაზე შემდეგი კონკურსანტები:

საგანმანათლებლო პროგრამა – პალიატიური მედიცინა

1.    შაიშმელაშვილი გიორგი  
2.    სამადაშვილი ცოტნე
3.    კაკუბავა თეიმურაზ
4.    გვენცაძე მადონა


2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს;
3.    დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი       გიორგი შარვაშიძე




სრულად

ბრძანების N: 207/01-04

2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
2020/2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (6200/10; 14.05.20) საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.ჩატარდეს  კონკურსი  2020/2021  სასწავლო  წლის  შემოდგომის  სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ- მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ თბილისის       სახელმწიფო       უნივერსიტეტის       სამივე       საფეხურის სტუდენტებისათის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.
2.კონკურსი ჩატარდეს 2020 წლის 18, 19 და 29 მაისს Zoom პლატფორმის საშუალებით.
3.დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით: ა)დემეტრე  ეგნატაშვილი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)ია  ნაცვლიშვილი,  თსუ  ეკონომიკისა  და  ბიზნესის  ფაკულტეტის  პროფესორი, კომისიის წევრი;
გ)თამაზ ზუბიაშვილი, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
დ)რევაზ გველესიანი, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
ე)თორნიკე თურმანიძე,თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
ვ)ნიკოლოზ სამხარაძე,თსუსოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ზ)კორნელი კაკაჩია, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
თ)მერაბ ელიაშვილი, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო    მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
ი)მარინა რუხაძე, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
კ)ლელა მირცხულავა,თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო    მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ლ)რობაქიძე მაია, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
მ)ქიტიაშვილი  ანასტასია,  თსუ  ფსიქოლოგიისა და განათლების  მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ნ)კვანჭილაშვილი ელენე,თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების  მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, კომისიის წევრი;
ო)ქეთევან გაბუნია, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
პ)ბელა ხაბეიშვილი,თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ჟ)კონსტანტინე ბრეგაძე,თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
რ)მარინეკობეშავიძე,თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ს)ნათელა ნემსაძე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ტ)ირინა გველესიანი,თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
უ)თინათინ მარგალითაძე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
ფ)მანანა რუსიეშვილი,    თსუ    ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი;
ქ)რუსუდან დოლიძე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ღ)ნინო ჭრიკიშვილი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, კომისიის წევრი
ყ)გიორგი რუსიეშვილი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
შ)მაკა ნუცუბიძე, თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, კომისიის წევრი;
ჩ)თეა გერგედავა,თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის   უფროსი, კომისიის წევრი.
4. დამტკიცდეს  კომისიის  მდივნად  თსუ  საგარეო  ურთიერთობის  დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - ანი თვალთვაძე.
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
6. ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტი,    შიდა    აუდიტის    სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.


რექტორი        გიორგი შარვაშიძე   

სრულად

ბრძანების N: 86/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის,  34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,   მე-8   პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის  N118 დადგენილების - " სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს   2018 წლის 30 აპრილის  №113 დადგენილების - „სსიპ   – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის   (პროფესორი,   ასოცირებული   პროფესორი,   ასისტენტ- პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ  რექტორის  და  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 7 აპრილის №08/04 ერთობლივი ბრძანების    და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  დეკანის გიორგი ღაღანიძის  2020  წლის 19 მაისის   N6391/29 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2020 წლის პირველ ივნისს.  საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2020 წლის პირველი ივლისიდან  2020 წლის 10 ივლისის  ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს  გადაეცეს  არაუგვიანეს  2020  წლის პირველი სექტემბრისა.
4. კონკურსი გამოცხადდეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად:

ეკონომიკასა და ბიზნესში საინფორმაციო ტექნოლოგიების კათედრა ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული-კატეგორია  „ა“ საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრა ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული-კატეგორია  „ბ“ ეკონომეტრიკის კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული-კატეგორია  „ა“ ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის  კათედრა ასოცირებული პროფესორი  - 1  საშტატო ერთეული -კატეგორია  „ა“
5.  ასოცირებული პროფესორების თანამდებობებზე ასარჩევმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება   საკონკურსო   კომისიის   სახელზე   (დადგენილი  ფორმის მიხედვით);  
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);          
გ)  პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ,,ცნობა ნასამართლეობის შესახებ (,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება)" 
ე)  შესაბამისი    აკადემიური    ხარისხის    დამადასტურებელი    დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი    (უცხო    ქვეყანაში    მიღებული  განათლების    ან/და სამეცნიერო ხარისხის    აღიარების    კანონმდებლობით    დადგენილი  წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ)  სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ)  სამეცნიერო  -  პედაგოგიური  მუშაობის  გამოცდილების  დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ)  შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
ი)  სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
6.  ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს  თანხმობა  მხოლოდ  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ     შესაბამისი     აკადემიური     თანამდებობის     დაკავებისთანავე)     და დაადასტუროს  ინფორმაცია   იმის შესახებ,   რომ   არ   გააჩნია   ძალაში   მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
7.  საკონკურსო  დოკუმენტების  მიღება  იწარმოებს  2020  წლის პირველი ივლისიდან
2020 წლის 10 ივლისის ჩათვლით 9:30-დან 17:30 საათამდე, შესვენება 13:00-დან 14:00-მდე (შაბათ-კვირის გარდა), ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში,   თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N2, თსუ X კორპუსი, IV სართული, ოთახი N403;
8.  ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
9.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, გაზეთი   „თბილისის   უნივერსიტეტი,   საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი,  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი);
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.




რექტორი   გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 87/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა  და   ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ


"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის, თსუ აკადემიური საბჭოს  2014 წლის 22 დეკემბრის №118 დადგენილების - "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №10 29.12.2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის   №113 დადგენილების - „სსიპ   – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური   პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების  შესახებ“ თსუ  რექტორის  და  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის    2020 წლის  7  აპრილის  №08/04  ერთობლივი  ბრძანების  და ეკონომიკისა  და  ბიზნესის ფაკულტეტის  დეკანის გიორგი ღაღანიძის 2020  წლის  19 მაისის  N6391/29 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე  პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის პროფესორად 10 (ათი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 6  (ექვსი)  წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2020 წლის პირველ ივნისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2020 წლის პირველი  ივლისიდან  2020 წლის 10 ივლისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს  არაუგვიანეს  2020  წლის პირველი სექტემბრისა.
4. კონკურსი გამოცხადდეს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

თეორიული ეკონომიკის  კათედრა
პროფესორი - 1 საშტატო ერთეული-კატეგორია  „ა“
5. პროფესორის  თანამდებობაზე  ასარჩევმა კანდიდატმა  უნდა   წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);   
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);           
გ) პირადობის  მოწმობის  ასლი; 
დ) ,,ცნობა ნასამართლეობის შესახებ (,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება)"
ე)შესაბამისი      აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)  ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/ შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ზ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) შესაფასებლად   წარმოდგენილი   ერთი   გამოქვეყნებული   სამეცნიერო ნაშრომი;
ი) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.
6. პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი   კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა   მხოლოდ   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური   თანამდებობის   დაკავებისთანავე)   და   დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის 
დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
7.   საკონკურსო   დოკუმენტების მიღება იწარმოებს   2020 წლის პირველი ივლისიდან
2020 წლის 10 ივლისის  ჩათვლით 9:30-დან 17:30 საათამდე, შესვენება 13:00-დან 14:00-მდე (შაბათ-კვირის გარდა), ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N2 თსუ X კორპუსი, IV სართული, ოთახი N403;
8.   ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, გაზეთი  „თბილისის   უნივერსიტეტი,  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი,  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი);
11. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.




რექტორი    გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 88/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის „ოკუპაციური თერაპია“ 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის „ოკუპაციური თერაპია“ 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

 სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა განიხილა ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2020 წლის 20 მაისის N6439/26 წერილი. აღნიშნული წერილიდან დგინდება, რომ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამას - „ოკუპაციური თერაპია“ მიმდინარე სემესტრის დასრულებამდე ეწურება აკრედიტაციის ვადა. კერძოდ, 2020 წლის 1 ივლისს. ხსენებული პროგრამის სტუდენტებმა წერილობით მიმართეს პროგრამის ხელმძღვანელს ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავების თაობაზე. აღნიშნული საკითხი ფაკულტეტის საბჭოს 2020 წლის 27 აპრილის სხდომაზე (ოქმი N5) იქნა განხილული. ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა, მე-9 პუნქტისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2020 წლის 20 მაისის N6439/26 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის „ოკუპაციური თერაპია“ სტუდენტებისათვის 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხლის სემესტრის სასწავლო პროცესის ვადები შემდეგი სახით:
ა) ელექტრონული სწავლების კომპონენტის გამოყენება-23 მარტი – 13 ივნისი;
ბ) საგამოცდო პერიოდი – 15-27 ივნისი (დასკვნითი/დამატებითი გამოცდები).

2. ბრძანების   უნივერსიტეტის   ოფიციალურ   ვებგვერდზე   განთავსება   დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. დაევალოს   კანცელარიას,   ბრძანება   განათავსოს   ყველასათვის   ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი   გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 89/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსის „ფსიქოლოგია ადამიანური რესურსების მენეჯმენტში“ დამტკიცების შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსის „ფსიქოლოგია ადამიანური რესურსების მენეჯმენტში“  დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2020 წლის 20 მაისის N6409/10 და   თსუ   უწყვეტი   განათლების   ცენტრის   უფროსის   2020 წლის 20 მაისის N6446/10  წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის ტრენინგკურსი „ფსიქოლოგია ადამიანური რესურსების მენეჯმენტში“ (დანართი 1);
2. დაევალოს  უნივერსიტეტის  კანცელარიას  წინამდებარე  ბრძანების  განთავსება  ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
3. დაევალოს საინფორმაციო  ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.



რექტორი   გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 90/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,მედიცინა” (ინგლისურენოვანი) ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე ესტერ აბიმბოლა ალაბის ჩარიცხვის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,მედიცინა” (ინგლისურენოვანი) ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე ესტერ აბიმბოლა ალაბის  ჩარიცხვის შესახებ
            
   ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,  52-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი,  54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის,   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის N224/ნ ბრძანების ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,აბიტურიენტებისათვის/მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2018 წლის პირველი თებერვლის N85 ბრძანებისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 12 თებერვლის N2409/32 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    ჩაირიცხოს 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,მედიცინა’’ (ინგლისურენოვანი)  ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქე ესტერ აბიმბოლა ალაბი (საქართველოს დროებითი ბინადრობის მოწმობა).
2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.    ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი                      გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 179/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,მედიცინა” (ინგლისურენოვანი) ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქე ბეთსი ბასილის ჩარიცხვის შესახებ
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,მედიცინა” (ინგლისურენოვანი) ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქე ბეთსი ბასილის ჩარიცხვის შესახებ
            
     ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის,   საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 29 დეკემბრის N224/ნ ბრძანების ,,უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ” მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-3 მუხლის მე-5 პუნქტისა და ,,აბიტურიენტებისათვის/მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის უფლების მინიჭების თაობაზე” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2017 წლის 11 სექტემბრის N791 ბრძანებისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 07 მარტის N4420/32 წერილის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    ჩაირიცხოს 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ერთსაფეხურიან საგანმანათლებლო პროგრამაზე ,,მედიცინა’’ (ინგლისურენოვანი)  ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე ინდოეთის რესპუბლიკის მოქალაქე ბეთსი ბასილ (პასპორტის N).
2.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.    ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 რექტორი                   გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 180/01-04

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე გაცვლითი სტატუსით ჩამოსული სტუდენტებისათვის სტიპენდიის დანიშვნის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე გაცვლითი სტატუსით ჩამოსული სტუდენტებისათვის სტიპენდიის დანიშვნის შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგად ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი  ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის   №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ,,ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტების, საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის მაია მენთეშაშვილის 2018 წლის  27 თებერვლის №3751/10 სამსახურებრივი ბარათის საფუძველზე,
                                                                         
ვბრძანებ:

1. დაენიშნოთ ყოველთვიური სტიპენდია, 2018 წლის 5 მარტიდან 2018 წლის 15 ივლისის ჩათვლით, სსიპ–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე გაცვლითი სტატუსით ჩამოსულ სტუდენტებს დანართი №1-ის მიხედვით.
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს, გასცეს სტიპენდია 1500 ლარი, ყოველი თვის პირველ კვირას, უნივერსიტეტის ბიუჯეტში “სხვა ხარჯების” მუხლში გათვალისწინებული თანხებიდან.
3.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.    დაევალოს კანცელარიას ბრძანების გადაცემა დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისათვის.
5.    ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                 ნ. ოვსიანიკოვა
სრულად

ბრძანების N: 190/02-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე 

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით   ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო  2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე" თსუ რექტორის 2018 წლის 14 თებერვლის N87/01-04 ბრძანებით დაიწყო წარმოება თსუ-ს სტუდენტებისათვის ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე. 
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის   N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   41-ე მუხლის მე-5 პუნქტის "დ" ქვეპუნქტის თანახმად, ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღება წარმოადგენს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველს.
წარმოების შედეგად დადგინდა, რომ თსუ-ს რექტორის 2018 წლის 14 თებერვლის  N87/01-04 ბრძანებაში მითითებულ სტუდენტთა ნაწილს, რომელთა მიმართაც მიმდინარეობდა წარმოება, ნამდვილად აქვს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, ხოლო სტუდენტთა ნაწილს არ უნდა შეუწყდეს სტუდენტის სტატუსი.
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის   2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანებით დამტკიცებული "საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის" მე-12 მუხლის  მე-2  პუნქტის, "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ" თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის N83/01-01 ბრძანების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო   მეცნიერებათა   ფაკულტეტის   დეკანის   2018 წლის   12 მარტის N4740/28;  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2018 წლის 12 მარტის N4667/27 და დეკანის 13 მარტის N4825/27; სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 7 მარტის N4511/30; ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილის 2018 წლის 12 მარტის N4730/29 და 13 მარტის N4769/29; 13 მარტის N4808/29; იურიდიული ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 13 მარტის N4752/31-01; 13 მარტის 4845/31-01; ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის12 მარტის N4702/26 და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2018 წლის 13 მარტის    N4757/32 წერილების საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეუწყდეთ თსუ-ს სტუდენტის სტატუსი 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, 2017-2018 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით, ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, ფაკულტეტების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:
  
1.1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1); 
1.2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N2);
1.3. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N3);
1.4. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი  N4);
1.5. იურიდიული ფაკულტეტი (დანართი  N5); 
1.6. მედიცინის ფაკულტეტი (დანართი N6);
1.7. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N7

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს და განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე. 
4. ბრძანება ძალაშია საჯარო გამოცხადებისთანავე.
5. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, N6)



რექტორი                                                          გიორგი შარვაშიძე




სრულად

ბრძანების N: 194/01-04

2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში ბოლონიისა და ტუშას უნივერსიტეტების (იტალია) მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში ბოლონიისა და  ტუშას უნივერსიტეტების (იტალია) მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის  51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნ¬ქტების, მე-9 პუნქტის და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ტემპუსის და ერაზმუს პლიუსის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის და ინსტიტუციონალური განვითარების პროექტების ინსტიტუციონალური კოორდინატორის წერილის (4936/10; 14.03.18) საფუძველზე,
ვბრძანებ:

1.    ჩატარდეს კონკურსი 2017/2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში ბოლონიისა და ტუშას უნივერსიტეტების მიერ თსუ აკადემიური პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად.
2.    კონკურსი ჩატარდეს 2018 წლის 19 მარტს 11 საათზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი №107 (მისამართი: თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი №1).
3.    დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)ალექსანდრე ცისკარიძე, თსუ რექტორის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)ნინო დარასელია, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ)მაია ჯავახიძე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
დ)თეონა მატარაძე, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
ე)დავით სიხარულიძე, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი.
4.    დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი - ანი ჭელიშვილი.
5.    დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი   (დანართი №1)
6.    ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.    ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნის ფურცელში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა დაევალოს თსუ კანცელარიას.
8.    ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.



რექტორი       გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 52/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,   მე-8   პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-3 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის  N118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს   2018 წლის 30 აპრილის  №113 დადგენილების - „სსიპ   – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის   (პროფესორი,   ასოცირებული   პროფესორი,   ასისტენტ- პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო   განრიგის   დამტკიცების   შესახებ“ თსუ   რექტორის   და   ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2020 წლის 7 აპრილის №8/04 ერთობლივი ბრძანებისა და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის დიმიტრი კორძაიას 2020 წლის 27 აპრილის  N5733/32 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2.უნივერსიტეტის  ასისტენტ  პროფესორად  4 (ოთხი)  წლის  ვადით  შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება კათედრის პროფილის მიმართულებით;
3.კონკურსი  გამოცხადდეს 2020 წლის 15   მაისს.   საკონკურსო   დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2020 წლის  16 ივნისიდან 2020 წლის 23 ივნისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2020 წლის 19 ივლისისა.
4.კონკურსი  გამოცხადდეს   მედიცინის   ფაკულტეტის   ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
სამედიცინო რადიოლოგიის და ენდოსკოპიის კათედრა ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ ა“)


სტომატოლოგიის დეპარტამენტი თერაპიული სტომატოლოგიის კათედრა
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“)


კლინიკური ანატომიისა და ოპერაციული ქირურგიის კათედრა ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“)


ფარმაკოლოგიის კათედრა
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“)


შინაგან დაავადებათა პროპედევტიკისა და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის კათედრა
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ბ“)


მეანობა-გინეკოლოგიის და რეპროდუქტოლოგიის კათედრა ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ბ“)


შინაგან დაავადებათა კათედრა
ასისტენტ პროფესორი - 3 საშტატო ერთეული (კატეგორია „ბ“)


ზოგადი ქირურგიის კათედრა
ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ბ“)


ფსიქიატრიისა დაა სამედიცინო ფსიქოლოგიის კათედრა ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ბ“)


კლინიკური ქირურგიის კათედრა
ასისტენტ პროფესორი - 4 საშტატო ერთეული (კატეგორია „ბ“) 

5. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი  ფორმის მიხედვით);      
ბ)  კონკურსანტის  ანკეტა,  შევსებული  დადგენილი  ფორმის  მიხედვით  (ანკეტა წარმოდგენილი  უნდა  იყოს  როგორც  ნაბეჭდი,  ისე  ელექტრონული  (CD)  სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);          
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ (საქართველოს კანონის - „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის   წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის  შესაბამისად)
ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების)  ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) და კლინიკური მოდულების სწავლების შემთხვევაში - შესაბამისი საექიმო სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი;
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/ შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; თუ კონკურსში მონაწილეობს პირი, რომელსაც ამჟამად უკავია თსუ აკადემიური თანამდებობა, მისი მონაცემები სრულად უნდა იყოს ასახული თსუ სამეცნიერო პორტალზე  http://rp.tsu.ge/;
თ) შესაბამისი დისციპლინის/დისციპლინების, სილაბუსი/სილაბუსები ქართულ და ინგლისურ ენებზე, შევსებული თსუ-ის   სარეკომენდაციო ფორმის შესაბამისად - დარგობრივ მახასიათებლებთან, მედიცინის ფაკულტეტზე მიმდინარე პროგრამებისა და ცხრილის მოთხოვნებთან შესაბამისობაში. სილაბუსს უნდა ერთვოდეს ცნობა თსუ მედიცინის ფაკულტეტის ბიბლიოთეკიდან, რომ სილაბუსში გამოყენებული ლიტერატურა სრულად შეესაბამება თსუ ბიბლიოთეკის რესურსებს. შესაბამისი რესურსის   არარსებობის შემთხვევაში, კონკურსანტმა უნდა უზრუნველყოს ამ რესურსის მობილიზაცია და ბიბლიოთეკისთვის გადაცემა;
ი) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი. 
კ) სამოტივაციო  წერილი;
ლ) ინფორმაცია  კლინიკური ბაზის შესახებ, რომელიც შეიცავს:
ლ.ა. თანხმობის წერილს იმ  ბაზის/ბაზების ხელმძღვანელისგან, სადაც უნდა განხორციელდეს   აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი პროცესი;
ლ.ბ. კლინიკური ბაზის/ბაზების ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს;
ლ.გ. კლინიკურ ბაზაზე/ბაზებზე არსებული სასწავლო პროცესისათვის განკუთვნილი სივრცის აღწერილობას და სასწავლო პროცესისათვის გამოყოფილი მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის ჩამონათვალს;
ლ.დ.დადასტურების წერილს, რომ ბაზაზე სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომია თსუ ელექტრონული რესურსები;
6. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს  2020 წლის 16 ივნისიდან 2020 წლის 23 ივნისის ჩათვლით 11 საათიდან 16 საათამდე, მედიცინის ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი, ა. ბელიაშვილის N78, თსუ 
მედიცინის ფაკულტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში (ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის შენობა),   II სართული,   ოთახი  N 330;
7. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი      კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს  თანხმობა  მხოლოდ  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ     შესაბამისი     აკადემიური     თანამდებობის     დაკავებისთანავე)     და დაადასტუროს    ინფორმაცია   იმის   შესახებ,   რომ   არ   გააჩნია   ძალაში   მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში "თბილისის უნივერსიტეტი";
9. წინამდებარე ბრძანება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, მედიცინის ფაკულტეტი).
10.წინამდებარე ბრძანება განთავსდეს თსუ ვებ-გვერდზე.
11.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი   გიორგი შარვაშიძე 
სრულად

ბრძანების N: 85/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2018 წლის 25 იანვრის №1299/29 კორესპონდენციაში დასმული საკითხის შესწავლის მიზნით კომისიის შექმნის თაობაზე
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2018 წლის 25 იანვრის  №1299/29 კორესპონდენციაში დასმული საკითხის შესწავლის მიზნით კომისიის შექმნის თაობაზე

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის,  54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის   11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,  მე-8 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-9  და მე-12 პუნქტების საფუძველზე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის ირინე დარჩიას 2018 წლის 14 თებერვლის #2729/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2018 წლის 25 იანვრის #1299/29 კორესპონდენციაში დასმული საკითხის შესწავლის მიზნით  შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ირინე დარჩია - უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - კომისიის თავმჯდომარე;
ბ) ვასილ ბარამიძე - უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე -კომისიის წევრი;
გ) ჯამლეთ ბაჟუნაიშვილი - უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი- კომისიის წევრი:
დ) მარიამ ნაცვლიშვილი - უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი    -   კომისიის წევრი;
ე) ეთერ ხარაიშვილი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი  - კომისიის წევრი;
ვ) ირმა მშვენიერაძე  - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი - კომისიის წევრი.
2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორი       გიორგი  შარვაშიძე


სრულად

ბრძანების N: 51/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-2  პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის,   მე-8   პუნქტის „ა", „ბ" და „პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების  -
„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29.12.2014წ.),  თსუ აკადემიური საბჭოს   2018 წლის 30 აპრილის  №113 დადგენილების - „სსიპ   – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ- პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო  განრიგის  დამტკიცების  შესახებ“ თსუ  რექტორისა  და  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  2020     წლის 7 აპრილის №8/04  ერთობლივი  ბრძანების და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნანა გაფრინდაშვილის 2020 წლის 5 მაისის  N5960/27 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.   გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2.   უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3.კონკურსი გამოცხადდეს 2020 წლის 14 მაისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2020 წლის 15 ივნისიდან 2020 წლის 22 ივნისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2020 წლის 8 ივლისისა.
4. კონკურსი გამოცხადდეს    ჰუმანიტარულ    მეცნიერებათა    ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

აღმოსავლეთმცოდნეობის  სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი არმენოლოგიის კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „გ“) კავკასიოლოგიის  სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი
კავკასიური ენების კათედრა
ასოცირებული პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“)

5.აკადემიურ თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა  უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);   
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);         
გ) პირადობის მოწმობის ასლი
დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ (საქართველოს   კანონის   -   „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის   წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის  შესაბამისად); 
ე)შესაბამისი      აკადემიური      ხარისხის      დამადასტურებელი      დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო
ხარისხის აღიარების კანონმდებლობით     დადგენილი     წესით     გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამსახურებრივი  გამოცდილების  ამსახველი  კანონმდებლობით  დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ზ) სამეცნიერო-პედაგოგიური   მუშაობის   გამოცდილების   დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
ი) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.
6. საკონკურსო   დოკუმენტების მიღება იწარმოებს   2020 წლის 15 ივნისიდან 2020 წლის 22 ივნისის ჩათვლით, 12-დან 16 საათამდე,   ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ.  N1 (I კორპუსი) ოთახი N207;
7.ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი   კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს  თანხმობა  მხოლოდ  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ    შესაბამისი    აკადემიური    თანამდებობის    დაკავებისთანავე) და  დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში „თბილისის უნივერსიტეტი";
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე  ბრძანება   კანონმდებლობით დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტი").
11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.



რექტორი        გიორგი შარვაშიძე 
სრულად

ბრძანების N: 84/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბჭოში არსებული ვაკანტური ადგილის შევსების მიზნით არჩევნების გამოცხადებისა და არჩევნების ჩატარების თარიღის განსაზღვრის შესახებ
სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული  ფაკულტეტის საბჭოში არსებული ვაკანტური ადგილის შევსების მიზნით არჩევნების გამოცხადებისა და არჩევნების ჩატარების თარიღის განსაზღვრის შესახებ

    ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის,   საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის   11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,პ" ქვეპუნქტის, მე-9, მე-11 პუნქტებისა და იურიდიული  ფაკულტეტის დეკანის  2018 წლის 07 მარტის №4463/31-05 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საბჭოში არსებული ვაკანტური ადგილის შევსების უზრუნველსაყოფად კერძო სამართლის მიმართულებაზე გამოცხადდეს ფაკულტეტის საბჭოს  წევრის არჩევნები, არჩევნები ჩატარდეს – 2018 წლის 19 მარტს.
2.სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის კერძო სამართლის მიმართულების პროფესორთა კრებამ უზრუნველყოს  ფაკულტეტის საბჭოს წევრობის კანდიდატის არჩევა უნივერსიტეტში მოქმედი რეგულაციების შესაბამისად. 
3.კერძო სამართლის მიმართულებაზე არჩევნების შედეგების წარმოდგენა იურიდიული ფაკულტეტის დეკანატში განხორციელდეს მიმართულების პროფესორთა სხდომის                        ოქმიდან ამონაწერის სახით არაუგვიანეს 2018 წლის 23 მარტისა.
4.დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და იურიდიული ფაკულტეტისათვის გადაცემა.
5.  ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო  ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
6. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი,   მე-12 კილომეტრი, №6).
7.ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
რექტორის მოადგილე                                                      ალექსანდრე ცისკარიძე

სრულად

ბრძანების N: 48/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქში მობინადრეთა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფების განსაზღვრის თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 2 ოქტომბრის N217/02-01 ბრძანებით განსაზღვრულ სტუდქალაქში მობინადრეთა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფებზე დროებითი შეღავათების დაწესების შესახებ
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტუდქალაქში მობინადრეთა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფების განსაზღვრის თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 2 ოქტომბრის N217/02-01 ბრძანებით განსაზღვრულ სტუდქალაქში მობინადრეთა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფებზე დროებითი შეღავათების დაწესების შესახებ


მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში გავრცელებული COVID-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარების გათვალისწინებით, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი უერთდება რა მთავრობის სოციალური დახმარების ინიციატივებს, მიზანშეწონილია სტუდქალაქით მოსარგებლე სტუდენტებს საცხოვრებელი  ფართით  სარგებლობის  ტარიფის  გადასახადთან  დაკავშირებით 2020 წლის 1 მაისიდან 1 სექტებრამდე პერიოდში გაეწიოთ შეღავათები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და ,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე  მუხლის პირველი ნაწილის,  52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის პირველი პუნქტის და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ ქვეპუნქტის და სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის 2020 წლის 1 მაისის N5850/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე,



ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.     ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქში მობინადრეთა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფების განსაზღვრის თაობაზე“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2017 წლის 2 ოქტომბრის N217/02-01 ბრძანებით განსაზღვრულ სტუდქალაქში მობინადრეთა საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფებზე დროებით განისაზღვროს შეღავათი შემდეგი კატეგორიის მობინადრეთათვის:

ა) მობინადრისათვის, რომელიც ამავდროულად არის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები სტუდენტი, აგრეთვე სტუდენტი, რომელმაც COVID 19-ის პანდემიის გამო, დაკარგა სამსახური ან არის უხელფასო შვებულებაში და მთავრობისგან იღებს შესაბამის დახმარებას (სამივე შემთხვევაში სავალდებულოა შესაბამისი ცნობის წარმოდგენა), ან არის სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი სტუდენტი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი პირობითი ერთეულის მიხედვით, არის 70000 და ნაკლები სარეიტინგო ქულა (ბაგების საერთო საცხოვრებლით მოსარგებლე სტუდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი ცნობა) საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფი განისაზღვროს 0 ლარის ოდენობით;

ბ) მობინადრისათვის, რომელიც ამავდროულად არის სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრი სტუდენტი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი, პირობითი ერთეულის მიხედვით, არის 70000-ზე მეტი სარეიტინგო ქულა (ბაგების საერთო საცხოვრებლით მოსარგებლე სტუდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი ცნობა), ან სტუდენტი, რომელსაც გარდაცვლილი ან უგზო-უკვლოდ დაკარგული ჰყავს დედა ან მამა (ბაგების საერთო საცხოვრებლით მოსარგებლე სტუდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი ცნობა), ან თსუ სტუდქალაქით ოჯახიდან 2 (ორი) ან მეტი მოსარგებლე სტუდენტი (ბაგების საერთო საცხოვრებლით მოსარგებლე სტუდენტი ვალდებულია წარმოადგინოს შესაბამისი ცნობა) განისაზღვროს მასთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფზე 50%-იანი შეღავათი.

გ) უნივერსიტეტის სტუდქალაქში მობინადრე ყველა სხვა დანარჩენ სტუდენტზე განისაზღვროს მასთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საცხოვრებელი ფართით სარგებლობის ტარიფზე 30%-იანი შეღავათი.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება   დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს საფინანსო დეპარტამენტსა და სტუდენტური სერვისებისა და კარიერული განვითარების ცენტრს. 
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე და მოქმედებს 2020 წლის 1 სექტემბრამდე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 78/02-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა" ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა", „ბ" და „პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის, თსუ აკადემიური საბჭოს  2014 წლის 22 დეკემბრის №118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №10 29.12.2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის   №113 დადგენილების - „სსიპ   – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური   პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების  შესახებ“ თსუ  რექტორისა  და  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელის  2020 წლის  7  აპრილის  №8/04  ერთობლივი  ბრძანების  და ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნანა გაფრინდაშვილის 2020 წლის 5 მაისის  N5960/27 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის  პროფესორად  10  (ათი)  წლის  ვადით  შეიძლება  არჩეულ  იქნეს
დოქტორის   ან   მასთან   გათანაბრებული   აკადემიური   ხარისხის   მქონე   პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 6  (ექვსი)  წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2020 წლის 14 მაისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2020 წლის 15 ივნისიდან 2020 წლის 22 ივნისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2020 წლის 8 ივლისისა.
4. კონკურსი გამოცხადდეს   ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა   ფაკულტეტზე პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:

დასაავლთევროპული ენებისა და ლიტერატურის  სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი ინგლისური ფილოლოგიის (ლექსიკოგრაფია)  კათედრა პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“) ამერიკისმცოდნეობის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი პროფესორი - 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“)

პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა  უნდა   წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);   
ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);          
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა   ნასამართლობის შესახებ (საქართველოს კანონის - „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ა) ქვეპუნქტის  შესაბამისად); 
ე)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო
ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამსახურებრივი  გამოცდილების  ამსახველი  კანონმდებლობით  დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ზ) სამეცნიერო-პედაგოგიური   მუშაობის   გამოცდილების   დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
ი) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.
5.საკონკურსო   დოკუმენტების მიღება იწარმოებს   2020 წლის 15 ივნისიდან 2020 წლის 22 ივნისის ჩათვლით 12-დან 16 საათამდე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ.  N1 (I კორპუსი) ოთახი N207;
6.პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი   კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით,     ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი   1-ის   მე-3   მუხლის   მე-3   პუნქტის   მოთხოვნებს, 
წერილობით   გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
7.ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში „თბილისის უნივერსიტეტი;"
8.ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტი").
10.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.





რექტორი    გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 83/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის N173/02-01 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის N173/02-01 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

     ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54–ე მუხლის პირველის ნაწილის, 57-ე მუხლის და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის     11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის რესურსების მართვის სამსახურის უფროსის ო. თაბორიძის 2018 წლის 05 მარტის N423/28 კორესპონდენციის  საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს შემდეგი  ცვლილება და დამატება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტრუქტურულ ერთეულებში მატერიალურად პასუხისმგებელი პირების დანიშვნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2016 წლის 20 ოქტომბრის N173/02-01 ბრძანებაში:
ა) ბრძანების დანართი N1-ის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,2. მათემატიკის დეპარტამენტი ( ბიოლოგების მე-11 სასწავლო კორპუსი)
ა) ქეთევან შავგულიძე - ასოცირებული პროფესორი - N319 და N322 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
ბ) თინათინ დავითაშვილი - ასისტენტ-პროფესორი - N329, N362 და N369 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
გ) თენგიზ კოპალიანი - ასოცირებული პროფესორი -N364, N333, N332 და N221 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
დ) თამაზ თადუმაძე - პროფესორი - N330 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
ე) პეტრე ბაბილუა - ასისტენტ-პროფესორი N334, N335, N336 და N366 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
ვ) ვლადიმერ ოდიშარია - ასისტენტ-პროფესორი - N359, N360 და 361ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
ზ) ნატალია ჩინჩალაძე - ასოცირებული პროფესორი - N363 ოთახში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
თ) რუსლან სურმანიძე - ასისტენტ-პროფესორი - კორპუსის სარდაფში დასაწყობებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
ი) უშანგი გოგინავა - პროექტის ხელმძღვანელი - ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტი (ხელშეკრულება NN385, 171);
კ) როლანდ ომანაძე - პროექტის ხელმძღვანელი - ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტი (ხელშეკრულება NN178, 391);
ლ) თამაზ თადუმაძე - პროექტის ხელმძღვანელი - ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტი (ხელშეკრულება N399);
მ) თეიმურაზ ახობაძე - პროექტის ხელმძღვანელი - ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტი (ხელშეკრულება N393);
ნ) რამაზ ბოჭორიშვილი - პროექტის ხელმძღვანელი, საერთაშორისო საგრანტო პროექტი NIB7420-111041;
ო) ბაკურ გულუა - ლაბორანტი - უწყვეტ გარემოთა მექანიკის მათემატიკური პრობლემებისა და ანალიზის მონათესავე საკითხების, მათემატიკური მოდელირებისა და გამოთვლითი მათემატიკის და გამოყენებითი ლოგიკისა და პროგრამირების ლაბორატორიებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი (ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის ინსტიტუტი, ოთახები -NN219, 228, 235)“.
ბ) ბრძანების დანართი N1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტი
ა) მაკა ოდილაძე - უფროსი ინჟინერი (აპარატურული და ტექნიკური უზრუნველყოფის ლაბორატორია);
ბ) ირმა ასლანიშვილი - უფროსი ინჟინერი - მე-11 სასწავლო კორპუსში მდებარე N412-419 ოთახებში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი;
გ) გია სირბილაძე - პროექტის ხელმძღვანელი, ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტი (ხელშეკრულება N361)“.
გ) ბრძანების დანართი N1-ის მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მქონე ,,ფ“ პუნქტი:
,,ფ) აკაკი კალატოზიშვილი - ორგანული ქიმიის ლაბორანტი - ლაბორატორიაში არსებულ მატერიალურ რესურსებზე პასუხისმგებელი პირი“. 
2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს  საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.  ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.





ადმინისტრაციის ხელმძღვანელი                                                                           ნუნუ ოვსიანიკოვა


სრულად

ბრძანების N: 50/02-01

2018-2019 სასწავლო წლის ივ. ჯავახიშილის სახ. თსუ-ს ინგლისურენოვანი გაცვლითი პროგრამების ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების მიმღებთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ
2018-2019 სასწავლო წლის ივ. ჯავახიშილის სახ. თსუ-ს ინგლისურენოვანი გაცვლითი პროგრამების ფარგლებში გამოყოფილი სტიპენდიების მიმღებთა შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ


     ,,უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის  11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,ბ”, ,,ო”, და ,,პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის   თეა გერგედავას წერილის (N4377/10, 06/03/2018) საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩატარდეს კონკურსი 2018-2019 სასწავლო წლისათვის თსუ-ს ინგლისურენოვანი ერთ სემესტრიანი საბაკალავრო და სამაგისტრო სტიპენდიების მიმღებთა (სტიპენდიატი) შესარჩევად; 
2. კონკურსი ჩატარდეს 2018 წლის 13-14 მარტს (მისამართი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი N3, თსუ-ს მეორე კორპუსი, ოთახი N202); 
3. დამტკიცდეს სტიპენდიატთა შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) კომისიის თავმჯდომარე - დემეტრე ეგნატაშვილი (თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანის აპარატის უფროსი, ასისტენტი); 
ბ) კომისიის წევრი - თამარ ჭელიძე (თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი); 
გ) კომისიის წევრი - ჩარიტა ჯაში (თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი);
დ) კომისიის წევრი - თამაზ ზუბიაშვილი (თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი);
ე) კომისიის წევრი - ტრევორ ჯორჯ კარტლეჯი (თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეული პედაგოგი); 
ვ) კომისიის წევრი - ნუნუ მიცკევიჩი (თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი);    
ზ) კომისიის წევრი - მანანა რუსიეშვილი (თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის პროფესორი);
თ) კომისიის წევრი - ეკატერინე ფირცხალავა (თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების  მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი);
ი) კომისიის წევრი - ხათუნა მარწყვიშვილი (თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი);
კ)  კომისიის წევრი – მოწვეული პროფესორი ჯეფრი რენცი (მონტანას უნივერსიტეტი, აშშ);
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ-ს საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის კოორდინატორი - ლელა კაცაძე;
5. დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1);
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
7. ბრძანების ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება და დაგზავნა (დოკუმენტში მითითებული სტრუქტურული ერთეულებისთვის გადაცემა) დაევალოს თსუ-ს კანცელარიას;
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

     
        
რექტორი                                                                               გიორგი შარვაშიძე     


სრულად

ბრძანების N: 50/01-01