საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
ცვლილება გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების დაფინანსებაში

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ახორციელებს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის აქტიური სტატუსის მქონე გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების დაფინანსებას.

„გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითმა სამთავრობო კომისიამ 2024 წლის 16-18 სექტემბრის№28 სხდომაზე, მიიღო გადაწყვეტილება 2024-2025 სასწავლო წელს სტუდენტთა დაფინანსების გაგრძელების თაობაზე. შესაბამისად, 2024 წლის 1 ნოემბერს მიღებული იქნა საქართველოს მთავრობის №1562 განკარგულება, ხოლო მინისტრის 2024 წლის 13 ნოემბრის №1462643 ბრძანების საფუძველზე დამტკიცდა „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების" პროგრამა.

„გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსების" პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა სწავლის დაფინანსებისთვის განაცხადები მიიღება მხოლოდ ელექტრონულ პორტალზე http://socreg.mes.gov.ge 2024 წლის 14 ნოემბრიდან 27 დეკემბრის ჩათვლით. დეტალური ინფორმაცია პროგრამისა და ელექტრონულად განცხადებების წარდგენის შესახებ, განთავსებულია სამინისტროს ვებგვერდზე www.mes.gov.ge, ბანერში - „გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების სწავლის დაფინანსება". გთხოვთ, უზრუნველყოთ პროგრამის ბენეფიციარი სტუდენტების ინფორმირება. ამასთან, ელექტრონული განცხადებების განხილვა და დაფინანსების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება  2025 წლის იანვარ-თებერვალში.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ

სრულად

ბრძანების N:

„სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომლების, მეცნიერი თანამშრომლის - სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ თსუ რექტორის 2024 წლის 20 ნოემბრის №317/01-01 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე -14 მუხლის პირველი პუნქტის, მე - 8 პუნქტის „ა", „ბ" და „პ" ქვეპუნქტების და მე - 9 პუნქტის საფუძველზე და ინსტიტუტის დირექტორის ნანა ბოლაშვილის 2024 წლის 27 ნოემბრის N 32064/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ტექნიკური შეცდომის გასწორების მიზნით „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომლების, მეცნიერი თანამშრომლის - სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ თსუ რექტორის 2024 წლის 20 ნოემბრის №317/01-01 ბრძანების მე-6 პუნქტი (კერძოდ ბრძანების მე-6 პუნქტში კარტოგრაფია - გეოეკოლოგიის განყოფილების ნაცვლად მითითებული უნდა ყოფილიყო კარტოგრაფია - გეოინფორმატიკის ლაბორატორია) და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. კონკურსი გამოცხადდეს ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:

ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილება

უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული;

კარტოგრაფია-გეოინფორმატიკის ლაბორატორია

უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული.“

2. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის’’ ელექტრონულ გვერდზე.

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი).

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 328/01-01

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის „სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამა“-ს დამტკიცების შესახებ“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2024 წლის 02 ოქტომბრის N268/01-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და ,,ნ’’ ქვეპუნქტების, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის „სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამა“-ს დამტკიცების შესახებ“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2024 წლის 02 ოქტომბრის N268/01-01 ბრძანების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის „სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამა“-ს დამტკიცების შესახებ“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2024 წლის 02 ოქტომბრის N268/01-01 ბრძანებაში და ბრძანების პირველ პუნქტი ჩამოყალალიბდეს ახალი რედაქციით: „1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის „სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამა“ (დანართი N1) ;“

2. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების განთავსება ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;

3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;

4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 322/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

სსიპ- ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის

ბრძანება

 

თსუ რექტორის 2024 წლის 14 ნოემბრის ბრძანების № 310/01-01 და 15 ნოემბრის №311/01-01 და       № 312/01-01 („სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“, „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“, „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“), აღსრულების მიზნით

 

ვბრძანებ:

 

1.   მედიცინის ფაკულტეტზე შეიქმნას საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღები აპარატი შემდეგი შემადგენლობით:

 ნინო ჭალაგანიძე  - აპარატის უფროსი - მედიცინის ფაკულტეტის კანცელარიის უფროსი;

 ხათუნა გუნდიშვილი - მედიცინის ფაკულტეტის კანცელარიის მთავარი სპეციალისტი;

 მარინა ხურცილავა - მედიცინის ფაკულტეტის კანცელარიის სპეციალისტი;

2.   აპარატმა საკონკურსოდ შემოტანილი საბუთები   წარუდგინოს საკონკურსო კომისიას 2024

წლის 20 დეკემბერს 18:00 საათამდე.

 ბრძანების ფაკულტეტის ვებ გვერდზე, ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს კანცელარიას;

 ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

მაია ბიწკინაშვილი

დეკანი

მედიცინის ფაკულტეტი

სრულად

ბრძანების N: 3

სწავლის საფასურის დაფინანსების კონკურსი

გამოცხადდა კონკურსი ტურიზმის სპეციალობის სტუდენტებისთვის "სასტუმრო ჰილტონ გარდენ ინნ თბილისი რივერვიუს" მიერ სწავლის საფასურის დაფინანსების მისაღებად.
სტუდენტმა განცხადება უნდა წარმოადგინოს 2024 წლის 25 ნოემბრის ჩათვლით.

განცხადების ფორმა

კონკურსის დაწვრილებითი პირობები იხილეთ: 

სრულად

ბრძანების N:

გამოცხადდა სასტიპენდიო კონკურსი

გამოცხადდა სასტიპენდიო კონკურსი

2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროგრამის ფარგლებში „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”(თსუ -ის რექტორის    N 320/01-01 20/11/2024 ბრძანება)  

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს  II - XI  სემესტრის სტუდენტს, რომელსაც 2023 - 2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დარეგისტრირებულ საგნებში დაგროვებული აქვს არანაკლებ  30 კრედიტისა)

სტუდენტებისათვის პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სტიპენდიებით დაფინანსება ითვალისწინებს 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (შემდგომში - ,,უნივერსიტეტი“ ან ,,თსუ“) ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო- სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ერთიანი  ეროვნული გამოცდების შედეგად/ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ოკუპირებული ტერიტორიებიდან  ჩარიცხული აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტთა დაფინანსებას წინა სემესტრის შედეგების გათვალისწინებით, ქვემოთმოცემული წესით შერჩევის საფუძველზე:

 

სტიპენდიის მოპოვების მიზნით შესარჩევ კანდიდატთა შეფასება განხორციელდეს 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის (შემდგომში - ,,გაზაფხულის სემესტრი“) მონაცემებზე დაყრდნობით, ქულათა რანჟირების გზით უმაღლესიდან უდაბლესისკენ შემდეგი წესის მიხედვით:

 ა) გაზაფხულის  სემესტრში სრულად აქვს ათვისებული საგანმანათლებლო პროგრამით სემესტრისთვის განსაზღვრული კრედიტები და წინა სემესტრის შეფასებების საშუალო არითმეტიკული ქულა შეადგენს 91 ქულას ან მეტს. ამასთან, საშუალო არითმეტიკულ ქულას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში ემატება შესაბამისი ქულები:

 ა.ა) გაზაფხულის სემესტრში მონაწილეობა აქვს მიღებული სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებში (წარმოდგენილი დოკუმენტაციით უნდა დასტურდებოდეს სამეცნიერო აქტივობებში მონაწილეობის მიღება.  თითო აქტივობა ფასდება 5 ქულით, მაგრამ არაუმეტეს ჯამური 10 ქულისა);

 ა.ბ) გაზაფხულის სემესტრში მონაწილეობა აქვს მიღებული სასწავლო სტუდენტურ აქტივობებში (თსუ-ს საუნივერსიტეტო ინტელექტუალური, შემოქმედებით- კულტურული ან სპორტული ღონისძიებები (თითო აქტივობა ფასდება 1 ქულით), იმიტირებული სასამართლო პროცესი (აქტივობა ფასდება 2 ქულით);

 ა.გ) მიმდინარე სემესტრში განეკუთვნება სოციალურად მოწყვლად ჯგუფს (რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ოჯახის  სარეიტინგო ქულით 70000 და ნაკლები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან სპეციალური საჭიროების მქონე პირი; მაღალმთიანი სტატუსის დასახლებაში მცხოვრები, ობოლი (უდედმამო), მრავალშვილიანი ოჯახის წევრი (4 და მეტი შვილი), სტუდენტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან, (თითოეული ჯგუფის კუთვნილებისას ემატება 1 ქულა).

 იმ შემთხვევაში, თუ უნივერსიტეტი მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სრულად ვერ აითვისებს გამოყოფილ სტიპენდიანტთა რაოდენობას, აუთვისებელი სტიპენდიების რაოდენობის ფარგლებში, სტიპენდიის მოპოვების მიზნით შესარჩევ  კანდიდატთა შეფასება განხორციელდეს ქულათა რანჟირების გზით უმაღლესიდან უდაბლესისკენ შემდეგი წესის მიხედვით:

 ა) გაზაფხულის  სემესტრში სრულად აქვს ათვისებული საგანმანათლებლო პროგრამით სემესტრისთვის განსაზღვრული კრედიტები და წინა სემესტრის შეფასებების საშუალო არითმეტიკული ქულა ნაკლებია 91 ქულაზე. ამასთან, საშუალო არითმეტიკულ ქულას, ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში ემატება შესაბამისი ქულები:

 ა.ა) გაზაფხულის სემესტრში მონაწილეობა აქვს მიღებული სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებში (წარმოდგენილი დოკუმენტაციით უნდა დასტურდებოდეს სამეცნიერო აქტივობებში მონაწილეობის მიღება. თითო აქტივობა ფასდება 5 ქულით, მაგრამ არაუმეტეს ჯამური 10 ქულისა);

 ა.ბ) გაზაფხულის სემესტრში მონაწილეობა აქვს მიღებული სასწავლო სტუდენტურ აქტივობებში (თსუ-ის ინტელექტუალური, შემოქმედებით-კულტურული ან სპორტული ღონისძიებები (თითო აქტივობა ფასდება 1 ქულით), იმიტირებული სასამართლო პროცესი (აქტივობა ფასდება 2 ქულით);

 ა.გ) განეკუთვნება სოციალურად მოწყვლად ჯგუფს (რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ოჯახის სარეიტინგო ქულით 70000 და ნაკლები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან სპეციალური საჭიროების მქონე პირი; მაღალმთიანი სტატუსის დასახლებაში მცხოვრები, ობოლი (უდედმამო), მრავალშვილიანი ოჯახის წევრი (4 და მეტი შვილი), სტუდენტები ოკუპირებული ტერიტორიებიდან, (თითოეული ჯგუფის კუთვნილებისას ემატება 1 ქულა).ამ წესის მე-2 და მე-3 პუნქტებით განსაზღვრულ სტიპენდიანტთა შერჩევისას, თუ ბოლო ადგილზე თანაბარი ქულა აქვს რამდენიმე სტუდენტს, უპირატესობა მიენიჭება შემდეგ თანმიმდევრობას:

               ა) წინა სემესტრის შეფასების მაღალ საშუალო არითმეტიკულ ქულას;

               ბ) სოციალურად მოწყვლად ჯგუფს;

              გ) სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობას;

              დ) სასწავლო სტუდენტურ აქტივობებში მონაწილეობას.

 

სტიპენდიით დაფინანსება არ გაიცემა პირველი და დამატებითი სემესტრის სტუდენტებზე.

 სტიპენდიით დაფინანსებულ სტუდენტთა ერთიანი სია მტკიცდება უნივერსიტეტის რექტორის სამართლებრივი აქტით.

 სავალდებულოა! კანდიდატებმა შერჩევის პროცესში მონაწილეობის მისაღებად  წარმოადგინონ  შემდეგი დოკუმენტაცია:  (პირადობის ასლი და რეკვიზიტი ელექტრონულადაც. ფაილი დაასათაურეთ ასე: გვარი, სახელი და პირად,(რეკვიზ) )

განცხადება მედიცინის ფაკულტეტის დეკანის სახელზე  (იხ. განცხადების ფორმა);

პირადობის მოწმობის ასლი;

საბანკო ანგარიშის ნომრის  ამონაწერი  „საქართველოს ბანკიდან“; 

2023 - 2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2024 წლის 26 თებერვლიდან 2024 წლის 1 მარტიდან 2024 წლის 1 აგვისტომდე)  სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები (დათარიღებული სერტიფიკატი, პროგრამა ან ცნობა).

2023 - 2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2024 წლის 1 მარტიდან 2024 წლის 1 აგვისტომდე) სასწავლო სტუდენტურ აქტივობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები  (თსუ-ს საუნივერსიტეტო ინტელექტუალური, შემოქმედებით-კულტურული ან სპორტული ღონისძიებები) დოკუმენტაცია დამოწმებული უნდა იყოს უნივერსიტეტის შესაბამისი სამსახურის მიერ

დოკუმენტაცია , რომელიც ადასტურებს, რომ სტუდენტი მიმდინარე სემესტრში განეკუთვნება სოციალურად მოწყვლად ჯგუფს (რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ოჯახის სარეიტინგო ქულით 70000 და ნაკლები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან სპეციალური საჭიროების მქონე პირი; მაღალმთიანი სტატუსის დასახლებაში მცხოვრები, ობოლი (უდედმამო), მრავალშვილიანი ოჯახის წევრი (4 და მეტი შვილი), ოკუპირებული ტერიტორიებიდან.

         საბუთები მიიღება:  22-26 ნოემბერი 17 საათამდე დეკანატში ოთახი # 324, 10:00 -17:00 სთ             (პარასკევს 16 სთ-მდე)

 

გისურვებთ  წარმატებებს!

სრულად

ბრძანების N:

დოქტორანტ დავით სხირტლაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

2024 წლის 5 დეკემბერს, 18:00 გაიმართება თსუ მედიცინის ფაკულტეტის  დოქტორანტურის  საგანმანათლებლო პროგრამის „კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინა“ დოქტორანტ დავით სხირტლაძის სადისერტაციო ნაშრომის დაცვა.

სადისერტაციო ნაშრომის სათაური: „კომბინირებული ქირურგიული და ჰორმონული მკურნალობის ეფექტურობა უნაყოფო პაციენტებში ღრმა ენდომეტრიოზით“

სამეცნიერო  ხელმძღვანელები: პროფესორი ჯენარო ქრისტესაშვილი, პროფესორი რამაზ ჩარექიშვილი

სხდომა გაიმართება მორფოლოგიის ინსტიტუტში, აუდიტორია N201

სრულად

ბრძანების N:

ჯაბა სამუშია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია მეათე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“ წარმომადგენლებს მიესალმა და ერთიანი კავკასიის კონტექსტში კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ვალდებული ვართ კავკასიელი ხალხების თანაარსებობით დავძლიოთ ის პრობლემები, რომელიც არსებობს. მათი  ისტორიისა და კულტურის მეცნიერული შესწავლით, თსუ ყოველთვის ხელს უწყობდა ამ ხალხების თვითმყოფადობის შენარჩუნებასა და განვითარებას. ამ საქმეს საფუძველი ჯერ კიდევ ივანე ჯავახიშვილმა ჩაუყარა და, მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ დღემდე გრძელდება. სწორედ ამიტომ გახდა ჩვენი უნივერსიტეტი კავკასიის სამეცნიერო შეკრების ადგილი, “- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“ თსუ ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით მეათედ იმართება და მისი მიზანია ხელი შეუწყოს ქართულ-ოსური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას, თანამედროვე ინტერდისციპლინურ კვლევებს. ორდღიან კონფერენციაზე საუბარი შეეხება ქართულ-ოსური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივებს, იმუშავებს ექვსი სექცია და მრგვალი მაგიდა სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის: ლიტერატურათმცოდნეობა, ენათმეცნიერება, ლექსიკოლოგია; ფოლკლორისტიკა, ეთნოლოგია, ისტორია, არქეოლოგია; ფილოსოფია, ეთიკა, რელიგია; კულტურა და ხელოვნება; ინტერდისციპლინური კვლევები; მედია და მასობრივი კომუნიკაცია. მრგვალი მაგიდა სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის.

ღონისძიებაში მონაწილეობენ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, ეროვნული სამეცნიერო აკადემიის პრეზიდენტი როინ მეტრეველი,  სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის ხელმძღვანელი  გიორგი ალიბეგაშვილი,  მეცნიერები საქართველოდან, დაღესტნიდან, ჩეჩნეთიდან, ჩრდილოეთ ოსეთიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, საფრანგეთიდან. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევრები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კონფლიქტოლოგები, ექსპერტები, ჰუმანიტარული, სოციალურ-პოლიტიკური დარგების მკვლევრები.

სრულად

ბრძანების N:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული გადამზადების პროგრამაზე - „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ მსმენელების მიერ ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალის და მათი წარდგენის ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა", ,,ბ", ,,ო" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 29 ივლისის N64/2021 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესი“-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის და თსუ-ის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის 2024 წლის 13 ნოემბრის N30709/10 წარდგინების საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული გადამზადების პროგრამაზე - „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ 2024 წლის მე-3 მიღების მსმენელთა ჩასარიცხად წარმოსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

ა) განცხადება თსუ-ის პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის სახელზე;

ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

გ) ფოტოსურათის (3X4) ელექტრონული ვერსია CD დისკზე ჩაწერილი;

დ) პროფესიული გადამზადების პროგრამით - „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ განსაზღვრული წინარე განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (თსუ-ის კურსდამთავრებულის შემთხვევაში უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი თსუ-ს შესაბამისი ფაკულტეტის ბეჭდით დამოწმებული);

2. ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენის ვადად განისაზღვროს 2024 წლის 15,18 ნოემბერი.

3. ამ ბრძანების მე-2 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში შესაბამისი დოკუმენტების წარმოუდგენლობა აპლიკანტისთვის არის პროფესიული მომზადების პროგრამაზე ჩარიცხვაზე უარის თქმის საფუძველი.

4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 304/01-01

ვებინარი გრენობლის ალპების უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის შესახებ

დაინტერესებული ხართ სწავლის საფრანგეთში გაგრძელებით სამაგისტრო საფეხურზე ?

არ გამოტოვოთ შესაძლებლობა დისტანციურად შეხვდეთ Université Grenoble Alpes (UGA) -ს წარმომადგენლებს 15 ნოემბერს, 15:00 საათზე (თბილისის დროით)!

ალპების შუაგულში მდებარე გრენობლის ალპების უნივერსიტეტი - UGA, საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაა, რომელიც 2024 წლის შანხაის გლობალური რეიტინგის ტოპ 150-შია.

ეროვნულ კვლევით ორგანიზაციებთან (CEA, CNRS, Inria და Inserm) მჭიდრო თანამშრომლობის წყალობით, ის არის კვლევისა და ინოვაციების მთავარი ცენტრი ევროპაში.
UGA ასევე საერთაშორისო უნივერსიტეტია და ყოველწლიურად 10,000-ზე მეტ საერთაშორისო სტუდენტს (60 000 სტუდენტიდან) იღებს.

ვებინარის განმავლობაში შესაძლებლობა გქნებათ გაეცნობით მეცნიერებათა ფაკულტეტის, ქიმიის, ბიოლოგიის და ჯანდაცვის სკოლის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებს, ჩარიცხვის პროცედურებსა და სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობებს.


იხილეთ

 Zoom-ის ლინკი.

 

 ღონისძიების ფეისბუქლინკი. 

 

სრულად

ბრძანების N:

საერთაშორისო კონფერენცია ,,ფილოსოფია და თანამედროვეობა“

 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სასწავლო სამეცნიერო ინსტიტუტის ორგანიზებით საერთაშორისო კონფერენცია ,,ფილოსოფია და თანამედროვეობა“ გაიმართა.

 

კონფერენცია  ფილოსოფიის მსოფლიო დღის ფარგლებში  2002  წლიდან ყოველწლიურად ტარდება. თბილისის სახელმწიფო   უნივერსიტეტის პროფესორის, ფილოსოფიის ისტორიის კათედრის გამგის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის კონსტანტინე (კოტე) ბაქრაძის დაბადებიდან  126-ე   წლისთავს  ეძღვნება. ღონისძიების ფარგლებში ყოველწლიური ბილინგვური ჟურნალის „ფილოსოფიურ-თეოლოგიური მიმომხილველის“ N14-ის პრეზენტაცია  გაიმართა. ღონისძიების მონაწილეებს თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დარეჯან თვალთვაძე და თსუ ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი, კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენელი დემურ ჯალაღონია მიესალმნენ.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელთა გარდა ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მეცნიერებმა, გერმანიის ფედერაციიდან, ლატვიიდან და ყაზახეთიდან. კონფერენცია 15 ნოემბერს დასრულდება.

სრულად

ბრძანების N:

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ - პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ " საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე -2 პუნქტის , 34-ე მუხლის პირველი და მე -2 პუნქტების , 35-ე მუხლის მე -3 პუნქტის , საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის , მე -8 პუნქტის „ა", „ბ" და „პ" ქვეპუნქტების , მე-9 პუნქტის, 28- ე მუხლის , 29-ე მუხლის მე -3 პუნქტის , ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29.12.2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის N29/2024 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირეული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №3 18.03.2024წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 9 ოქტომბრის N21/04 ერთობლივი ბრძანების და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის გიორგი ღაღანიძის 2024 წლის 7 ნოემბრის N30115/29 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის (ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ინგლისურენოვან საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე საგანმანათლებლო დისციპლინების ინგლისურ ენაზე წარმართვის მიზნით) ასისტენტ - პროფესორის სამსახურში მისაღებად.

2. უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორად 4 (ოთხი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი.

3. კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 14 ნოემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 16 დეკემბრიდან 2024 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2025 წლის 15 იანვრისა.

4. კონკურსი გამოცხადდეს ეკონომიკისა და ფაკულტეტის (ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა) ასისტენტ - პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: მიკროეკონომიკის კათედრა ასისტენტ პროფესორი - 1 საშტატო ერთეული - კატეგორია „ა“;

5. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);

ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);

გ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“;

ე) ინგლისურენოვანი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების საჭიროების გათვალისწინებით, ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი პერიოდის ინგლისურ ენაზე პედაგოგიური საქმიანობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების ფარგლებში სწავლება ინგლისურ ენაზე) მათ შორის შესაძლებელია, როგორც საქართველოში, ისე საქართველოს ფარგლებს გარეთ;

ვ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);

თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;

ი) სამოტივაციო წერილი;

6. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის №29/2024 დადგენილების დანართი 1- ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან;

7. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს 2024 წლის 16 დეკემბრიდან 2024 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით,, 1000-დან 1700 საათამდე, შესვენება 1300-დან 14-მდე, (შაბათ-კვირის გარდა), ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N2, თსუ X კორპუსი, IV სართული, ოთახი N403;

8. ბრძანება გამოქვეყნდეს "თბილისის უნივერსიტეტი" ელექტრონულ გვერდზე.

9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, ეკონომიკის საერთაშორისო სკოლა).

11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 306/01-01

კონკურსი გიორგი (გიგი) გარაყანიძის სახელობის ყოველწლიური სტიპენდიის მოსაპოვებლად

გამოცხადდა კონკურსი ჰუმანიტარულ მეცნირებათა ფაკულტეტზე გიორგი (გიგი) გარაყანიძის სახელობის ყოველწლიური სტიპენდიის მოსაპოვებლად ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტთათვის ეთნოლოგიის ან ფოლკლორისტიკის განხრით.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს სტუდენტს, რომელსაც 2023-2024 სასწავლო წელს მოპოვებული აქვს არანაკლებ 50 კრედიტი და საშუალო არითმეტიკული ქულა

შეადგენს მინიმუმ 91.

სტუდენტმა კონკურსში მონაწილეობის მისაღებად უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

განცხადება დეკანის სახელზე კონკურსში მონაწილეობის შესახებ;

- სამეცნიერო ნაშრომი ეთნოლოგიის ან ფოლკლორისტიკის განხრით (სტატია

- სამეცნიერო ჟურნალში, სტატია სამეცნიერო-პოპულარულ ჟურნალში, სტატია პოპულარულ ჟურნალში ან გაზეთში) (არსებობის შემთხვევაში);

- სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (საერთაშორისო კონფერენცია /სიმპოზიუმი, რეგიონული ან საუნივერსიტეტო კონფერენცია, სხვა.)(არსებობის შემთხვევაში);

  საბუთები მიიღება 2024 წლის 6 ნოემბრიდან 2024 წლის 13 ნოემბრამდე

არაუგვიანეს 17:30 საათისა, თსუ, I კორპუსი, 208-ე ოთახი.

იხ, ბრძანება

სრულად

ბრძანების N:

სტუდენტთა 84-ე საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით 2024 წლის 23-24 დეკემბერს გაიმართება სტუდენტთა 84-ე საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენცია.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია სწავლების სამივე საფეხურის  სტუდენტს ფაკულტეტის აკადემიური ან მოწვეული პერსონალის ხელმძღვანელობით. ერთ სტუდენტს შეუძლია იყოს მაქსიმუმ ერთი აბსტრაქტის ავტორი/თანაავტორი. ერთი მოხსენების ავტორი/თანაავტორი შეიძლება იყოს მაქსიმუმ ორი სტუდენტი.

სტუდენტურ კონფერენციაზე იმუშავებს 4 სექცია:

  • (მედია) წიგნიერება თანამედროვე საქართველოში,
  • სტუდენტური ცხოვრება: გამოწვევები და შესაძლებლობები,
  • თანამშრომლობა და კონკურენცია საგარეო პოლიტიკაში: შემთხვევათა შესწავლა,
  • ადგილობრივი თვითმმართველობა და მდგრადი განვითარება საქართველოში.

მონაწილეობის მსურველებმა შევსებული სარეგისტრაციო ფორმა უნდა გამოგზავნონ 17 ნოემბრის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: socpol.science@tsu.ge. ელფოსტის სათაურში უნდა მიუთითონ „სტუდენტური საუნივერსიტეტო კონფერენცია“. სარეგისტრაციო ფორმის გამოგზავნისას მიმოწერაში (CC-ში) ჩართული უნდა იყოს სამეცნიერო ხელმძღვანელიც, რომელმაც საპასუხო წერილით უნდა დაგვიდასტუროს, რომ რეკომენდაციას უწევს სტუდენტის მოხსენებას. ხელმძღვანელის თანხმობის გარეშე აბსტრაქტი განსახილველად არ მიიღება.

აბსტრაქტის შერჩევის შედეგები ავტორებს ელფოსტაზე ეცნობებათ 21 ნოემბერს.

 

მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოგვწერეთ მისამართზე: socpol.science@tsu.ge

სრულად

ბრძანების N:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში მეცნიერი თანაშრომლის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების  შესახებ

,,უმაღლესი  განათლების  შესახებ“  საქართველოს კანონის    22-ე  მუხლის   პირველი  პუნქტის, ,,საჯარო   სამართლის   იურიდიული   პირის    ივანე    ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013  წლის  11  სექტემბრის  N135/ნ  ბრძანებით  დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის  მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9  პუნქტის, ,,სსიპ - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი   ერთეულის   სამეცნიერო  პერსონალის  სამსახურში  მიღების   ერთიანი წესისა   და   სამეცნიერო   თანამდებობების   დაკავების   დამატებითი  პირობების   დამტკიცების შესახებ”  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის  პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების,  მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის    პირველი   პუნქტისა  და   მიხეილ   ნოდიას   სახელობის   გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის  ნუგზარ  ღლონტის  2022  წლის     30  მარტის  N7233/10  წერილის  (თან  ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2022 წლის 30 მარტის  სხდომის ოქმი ) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო-კვლევით ერთეულში  - მიხეილ  ნოდიას  სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის მეცნიერი  თანაშრომლის შესარჩევად დამტკიცდეს კომისია  შემდეგი შემადგენლობით:

ა) ნანა ხუნდაძე - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამთო-გეოლოგიური ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, პროფესორი.
ბ) ევგენი საყვარელიძე - თსუ-ს  ზუსტ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის  გეოფიზიკისა  და იონოსფეროს ლაბორატორიის გამგე.
გ) მალხაზ გიგიბერია - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი.


2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის  თავმჯდომარედ    ნანა ხუნდაძე,  საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის  მოადგილედ ევგენი საყვარელიძე და  საკონკურსო კომისიის   მდივნად   მალხაზ გიგიბერია.
3.დაევალოს საკონკურსო კომისიას  უზრუნველყოს კონკურსის  ჩატარება სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.
4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2022 წლის 23 მაისამდე.
5.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირს და  შესაბამის  სტრუქტურულ  ერთეულებს  (საფინანსო დეპარტამენტი,   პერსონალის მართვის დეპარტამენტი,   შიდა   აუდიტის  სამსახური,   საინფორმაციო ტექნოლოგიების  დეპარტამენტი, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი).
6. წინამდებარე  ბრძანების   უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებ–გვერდზე  განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 84/01-01  

მონაწილეობა ცივილისტების 25-ე ყოველწლიურ საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე

 

2024 წლის 10-11 ოქტომბერს თბილისის სახელმწიფო  დეკანმა, თამარ ზარანდიამ მონაწილეობა მიიღო ცივილისტების 25-ე საიუბილეო საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე.

 

აღნიშნული ღონისძიება ჩატარდა კასპიის უნივერსიტეტის კერძო სამართლის კვლევითი ინსტიტუტის ორგანიზებით და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ), ყაზახეთის საერთაშორისო საარბიტრაჟო ცენტრისა და იურიდიული კომპანია Zanger Law Firm-ის მხარდაჭერით.

 

კონფერენცია მიეძღვნა თემას: „სამოქალაქო სამართლის ნორმები,“ რომლის ფარგლებშიც გაიმართა დისკუსიები მნიშვნელოვან თემებზე. ღონისძიების ფარგლებში დეკანმა წარადგინა მოხსენება, რომელიც მოიცავდა სამოქალაქო სამართლის ნორმების გამიჯვნის ძირითად საკითხებს.

 

ვიზიტის ფარგლებში, ბატონ ლადო ჭანტურიასთან ერთად, დეკანმა პროფესორ მაიდან სულეიმენოვს უნივერსიტეტის მედალი გადასცა სამართლის სფეროში მისი განსაკუთრებული წვლილისა და ქართლ-ყაზახურ საუნივერსიტეტო თანამშრომლობის განმტკიცებისათვის.

სრულად

ბრძანების N:

კობლენცის (გერმანია) გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის დელეგაციის ვიზიტი თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე

31 ოქტომბერს, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს ესტუმრა კობლენცის (გერმანია) გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის ბიზნესისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ: პროფესორი ქრისტიან განზაუერი (Prof. Dr. Christian Ganseuer), პროფესორი მაგდალენა შტულბი (Prof. Dr. Magdalena Stuelb) და ქალბატონი ზასე (Frau Sasse).

მათ შეხვდა თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე. შეხვედრას ესწრებოდა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი თამარ კბილაძე.

საუბარი შეეხო ორ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების პერსპექტივებს.

 

სრულად

ბრძანების N:

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა ატესტაციის გამოცხადების  შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 23-ე მუხლის  პირველი პუნქტის და 24-ე  მუხლის   პირველი  პუნქტის „ზ”  ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის  პირველი პუნქტის ,,ნ’ ’ და ,,პ” ქვეპუნქტის, „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების შემსწავლელი ცენტრის მასწავლებელთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ" თსუ  რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2015 წლის 24 თებერვლის    N08/04 ერთობლივი  ბრძანებისა   და   ენების   შემსწავლელი  ცენტრის უფროსის რუსუდან დოლიძის 2024 წლის 30 ოქტომბრის N29010/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.გამოცხადდეს    სსიპ-ივანე    ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის    სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო       განრიგით       განსაზღვრულ       თანამდებობებზე დასაქმებული  ენების   შემსწავლელი  ცენტრის   მასწავლებელთა ატესტაცია   ერთ საშტატო ერთეულზე:
ქართული ენა - ერთი  საშტატო ერთეული
2.ატესტაციას ექვემდებარება ენების შემსწავლელი  ცენტრის   მასწავლებელთა ის ნაწილი, ვისაც წარმატებით აქვს გავლილი სულ მცირე 2 კონკურსი;
3.ატესტაცია ჩატარდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის   ენების   შემსწავლელი  ცენტრის   მასწავლებელთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის  დებულების მე-3 მუხლის  მე-4 პუნქტის „ა" ქვეპუნქტის მოთხოვნების  საფუძველზე    _ „დოკუმენტაციის  განხილვა/შეფასება, რომელიც ადასტურებს  ბოლო ოთხი წლის მანძილზე მასწავლებლის/მასწავლებლების პროფესიულ   განვითარებას და ჩატარებულ სამეცნიერო-მეთოდურ საქმიანობას."
4.ატესტაციაში მონაწილეობის  მსურველ  მასწავლებლებს მოეთხოვებათ  შემდეგი
საბუთების წარმოდგენა:

ა) განცხადება კომისიის სახელზე (დანართი 1);
ბ) ავტობიოგრაფია (CV) ქართულ ენაზე (დანართი 2);
გ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;
დ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული);
ე) დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური  ხარისხის  დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) პროფესიული (მეთოდური,  დარგობრივი ენის)  განვითარების დამადასტურებელი სერტიფიკატის/სერტიფიკატების ასლები (ბოლო 4 წელი);
ზ) გამოქვეყნებული სტატიების ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში  - ბოლო 4 წელი);
თ) სახელმძღვანელოების/ლექსიკონების თავფურცლის ასლი (ავტორობის ან თანაავტორობის შემთხვევაში);
ი) ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებში მოხსენებით მონაწილეობის დამადასტურებელი  დოკუმენტების ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში  - ბოლო 4 წელი);
კ) უცხოეთში სტაჟირების (ენის სწავლების  მეთოდიკა, ლინგვისტიკა) დამადასტურებელი  დოკუმენტის/დოკუმენტების  ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში  - ბოლო 4 წელი);
ლ)   ცნობა  სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ.
5.  ატესტაციის  შედეგად   შერჩეულ  მასწავლებელთა მინიმალური  სავალდებულო კვირეული სააუდიტორიო  დატვირთვა და შრომის ანაზღაურება განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით;
6.   ატესტაციის შედეგად შერჩეული მასწავლებლის  შრომითი   ხელშეკრულების ხანგრძლივობა განისაზღვრება 50 თვით;
7.  სსიპ-ივანე   ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის   სახელმწიფო უნივერსიტეტის ენების  შემსწავლელი ცენტრის  მასწავლებელთა ატესტაციის ჩატარების  მიზნით შეიქმნას კომისია არაუგვიანეს 2024 წლის 4 ნოემბრისა.
8. საბუთების მიღება იწარმოებს 2024 წლის 4 ნოემბრიდან 7 ნოემბრის ჩათვლით 10 საათიდან 17 საათამდე, მისამართზე  ი. ჭავჭავაძის  გამზ. N36 თსუ V კორპუსი,  ოთახი N231;
9.  ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე   განთავსება  დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი  წესით  გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს  (საფინანსო დეპარტამენტი,  პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური,  ენების შემსწავლელი ცენტრი).
11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  ლაშა საღინაძე
 

სრულად

ბრძანების N: 340/02-01