საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის მიმართულებაზე ასისტენტ პროფესორის თანამდებობების დასაკავებლად საცდელი ლექცია

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე  ბიოლოგიის დეპარტამენტი, გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია, ასისტენტ პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის მიერ საცდელი ლექციის ჩასატარებლად დაბარებულია  შემდეგი კონკურსანტი:

N

პრეტენდენტის სახელი,

გვარი
კათედრა/მიმართულება

საკონკურსო

თანამდებობა

საცდელი ლექციის ჩატარებისთარიღი,

დრო
ლექციის ჩატარებისადგილი
1 ნინო არჩვაძე გამოყენებითი ბიომეცნიერებები და ბიოტექნოლოგია ასისტენტ პროფესორი 17.09.2024
16:00 სთ
თსუ XIკორპუსი, 
ოთახი 547

 

სრულად

ბრძანების N:

ჯაბა სამუშიას ვიზიტი სოფიის წმინდა კლიმენტ ოჰრიდელის უნივერსიტეტში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, უნივერსიტეტის დელეგაციასთან ერთად, ბულგარეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სოფიის წმინდა კლიმენტ ოჰრიდელის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას შეხვდა.

 

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს თსუ-სა და სოფიის უნივერსიტეტებს შორის სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები. ჯაბა სამუშიამ მასპინძლებს თსუ-ს სამეცნიერო მიღწევები გააცნო და ისაუბრა შემდგომი თანამშრომლობის კონკრეტულ პერსპექტივებზე საგანმანათლებლო და სამეცნიერო მიმართულებით. შეხვედრაზე საუბარი შეეხო  ერთობლივი პუბლიკაციებისა და კვლევითი პროექტების განხორციელებას. ასევე, დაიგეგმა 2025 წელს ერთობლივი ეთნოგრაფიული ექსპედიციის მოწყობა ბულგარეთსა და საქართველოში.

 

სოფიის უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა თსუ დელეგაციის წევრებს, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ ვიცე-რექტორი ერეკლე ასტახიშვილი, ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, პროფესორი ქეთევან ხუციშვილი და ასოცირებული პროფესორი როზეტა გუჯეჯიანი, ისტორიის ფაკულტეტის ფუნქციონირების პრინციპები გააცნეს და სასწავლო სივრცეები დაათვალიერებინეს. გარდა ამისა, მოინახულეს  პალეონტოლოგიისა და ისტორიული გეოლოგიის მუზეუმი, სადაც განთავსებულია ბულგარეთისა და მეზობელი ტერიტორიების 200 000-ზე მეტი ნამარხი ნიმუში, კლდის ნიმუშები და გეოლოგიური რუკები.

 

თსუ დელეგაცია ასევე ესტუმრა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას, რომელიც 2,686,121 ერთეულზე მეტი წიგნადი ფონდით პირველი აკადემიური და უდიდესი სამეცნიერო ბიბლიოთეკაა ბულგარეთში.

 

სოფიის წმინდა კლიმენტ ოჰრიდელის უნივერსიტეტი პირველი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა ბულგარეთში, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს დაფუძნდა, ეტაპობრივად გადაიქცა ბალკანეთის მნიშვნელოვან სამეცნიერო ცენტრად და დღეს 16 ფაკულტეტით ქვეყნის უდიდესი და ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტია.

 

ბულგარეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა გაიმართა პეტრიწონის მონასტერში ბაჩკოვოს ეპარქიის არქიეპისკოპოსთან სოინი ველიჩკისთან. დაიგეგმა ერთობლივი ქართულ-ბულგარული საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება, რომელიც მიეძღვნება ქვეყნებს შორის მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის ისტორიას. დელეგაციის წევრებმა ასევე მოინახულეს პეტრიწონის მონასტერში დაცული ქართული სიძველეები.

სრულად

ბრძანების N:

X საერთაშორისო კონფერენცია "ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები"

X საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის თეზისების გამოგზავნის ვადა გაგრძელდა ერთი თვის ვადით. ზუსტი თარიღი გეცნობებათ მოგვიანებით.

X საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები"

2024 წლის 13-14 ოქტომბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით გაიმართება მეათე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია: „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“.

მოხსენებების თემატიკა:
პლენარური სხდომა:

ქართულ-ოსური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები
კონფერენციაზე იმუშავებს ექვსი სექცია და მრგვალი მაგიდა სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის:
1. ლიტერატურათმცოდნეობა, ენათმეცნიერება, ლექსიკოლოგია;
2. ფოლკლორისტიკა, ეთნოლოგია, ისტორია, არქეოლოგია;
3. ფილოსოფია, ეთიკა, რელიგია;
4. კულტურა და ხელოვნება;
5. ინტერდისციპლინური კვლევები;
6. მედია და მასობრივი კომუნიკაცია;

მრგვალი მაგიდა სტუდენტებისა და ახალგაზრდა მეცნიერებისათვის.
კონფერენციის მიზანი:
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, „ქართულ-ოსური ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“ მიზანია ხელი შეუწყოს ქართულ-ოსური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას, თანამედროვე ინტერდისციპლინურ კვლევებს.
კონფერენციას დაესწრებიან და მის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევრები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კონფლიქტოლოგები, ექსპერტები, ჰუმანიტარული, სოციალურ-პოლიტიკური დარგების მკვლევრები.
მიმართულებები:
ფოლკლორი, ლიტერატურა, ენათმეცნიერება, ისტორია, ფილოსოფია, რელიგია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, კულტურის კვლევები, ხელოვნებათმცოდნეობა, კონფლიქტები, მედია, მიგრაცია.
სამუშაო ენები:
ქართული, ოსური, ინგლისური, რუსული.
კონფერენციის რეგლამენტი:
მოხსენება - 15 წუთი;
მსჯელობა - 10 წუთი;
კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი:
მოხსენება:
დასწრებული და დაუსწრებელი მონაწილეობა.
გთხოვთ კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ განაცხადი და თეზისები (ქართულ და ინგლისურ, ან რუსულ და ინგლისურ ენებზე) გამოგზავნოთ 2024 წლის 20 სექტემბრამდე.
შემდეგ მისამართზე: gorc.conference2024@tsu.ge
კონფერენციის წინასწარი პროგრამა:
12 ოქტომბერი - სტუმრების ჩამოსვლა-დახვედრა
13 ოქტომბერი - კონფერენციის გახსნა, მისალმებები, გამოფენის გახსნა: „ქართულ-ოსური ურთიერთობის ისტორიიდან“;
პლენარული სხდომა;
სექციური მუშაობა;
14 ოქტომბერი - სექციური მუშაობა; სტუმრად ეთნოგრაფიულ მუზეუმში: ოსური სახლი;
15 ოქტომბერი - კულტურული პროგრამა: ექსკურსია კახეთში, სახალხო დღესასწაული „კოსტაობა“ (ლაგოდეხის რაიონი, სოფ. არეშფერანი)
16 ოქტომბერი - სტუმრების გაცილება

თეზისების გაფორმების წესი:
ფონტი: Sylfaen, Times New Roman
ზომა: 12
ინტერვალი: 1,5
მოცულობა: მაქსიმუმ 1 გვერდი (250 სიტყვა)

თეზისები განსახილველად გადაეცემა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს, მოხსენების პროგრამაში ჩართვის თაობაზე გეცნობებათ 2024 წლის 23 სექტემბერს.
კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ღონისძიებაში მონაწილეობის სერტიფიკატები.
კონფერენციაში მონაწილე მომხსენებელთათვის არ არის დაწესებული სარეგისტრაციო გადასახადი.
კონფერენციის თეზისები და წაკითხული მოხსენებები დაიბეჭდება.
საორგანიზაციო კომიტეტის კოორდინატები:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, თბილისი, ქეთევან წამებულის 55, ოთახი N 115.
ელ.ფოსტა: gorc.conference2024@tsu.ge

სარეგისტრაციო ფორმა:

სახელი ______________________________________________________________________
გვარი ______________________________________________________________________
სამუშაო ადგილი ___________________________________________________________________
თანამდებობა ____________________________________________________
_____________________________________________________________________
მოხსენების სათაური ________________________________________________________________
______________________________________________________________________

მობილური____________________________________________________________

მისამართი, ელ.ფოსტა, ტელეფონის ნომრები
________________________________________________________________
საკონტაქტო ინფორმაცია

X Æхсӕнадӕмон зонадон конференцимӕ тезисты рарвитын адарддӕр 20 сентябрмӕ
X Æхсæнадæмон зонадон конференци
«Гуырдзиаг-ирон æмахастыты рæзты перспективæтæ»

2024 азы 13-15 октябры, Иванэ Джавахишвилийы номыл Тбилисы Паддзахадон университеты гуырдзиаг-ирон æмахастыты зонад-иртасæн центры организацигондæй
уагъд æрцæудзæни дæсæм æхсæнадæмон зонадон конференци: «Гуырдзиаг-ирон æмахастыты рæзты перспективæтæ».
Докладты тематикæ:
Пленарон рабадт:
Гуырдзиаг-ирон æмахастыты рæзты перспективæтæ
Конференцийыл кусдзæн æхсæз секци æмæ иу тымбыл фынг студенттæн æмæ æвзонг зонадон кусджытæн:
1. Литературæзонынад, лингвистикæ, лексикологи;
2. Фольклористикæ, этнологи, истори, археологи;
3. Философи, этикæ, религи;
4. Культурæ æмæ аивад;
5. Интердисциплинон иртасæнтæ;
6. Медиа æмæ дзыллон коммуникаци.

Тымбыл фынг студенттæн æмæ æвзонг зонадон кусджытæн.
Конференцийы нысан:
Æхсæнадæмон зонадон конференцийы «Гуырдзиаг-ирон æмахастыты рæзты перспективæтæ» нысан у къух сараза гуырдзиаг-ирон æмахастыты ног этапыл ахизынæн, нырыккон интердисципли¬нарон иртасæнты.
Конференцимæ æрбацæудзысты æмæ йæ куысты хайад райсдзысты зонадон кусджытæ, æвзонг иртасджытæ, хицауадон æмæ æнæхицауадон организациты æмæ æхсæнадæмон организациты минæвæрттæ, конфликтологтæ, эксперттæ, гуманитарон, социалон-политикон хайады иртасджытæ.

Æрдæмадтæ:
Фольклор, литературæ, лингвистикæ, истори, философи, религи, археологи, этнологи, культурæйы иртасæнтæ, аивадзонынад, конфликттæ, медиа, миграци.

Кусæгон æвзæгтæ:
Гуырдзиаг, ирон, уырыссаг, англисаг.

Конференцийы регламент:
Доклад - 15 мин;
Дискусси - 10 мин;

Конференцийы хайадисты формат:
Доклад:
Уым уæвгæйæ æмæ фæсаууонмæ хайадист.
Уæ хорзæхæй конференцийы хайад райсынæн курдиат æмæ тезистæ æрбарвитут (ирон æмæ англисаг кæнæ уырыссаг æмæ англисаг æвзæгтыл) 2024 азы 20-æм сентябрмæ.
Ахæм адрисыл: gorc.conference2024@tsu.ge
Конференцийы развæлгъау программæ:
12 октябры – уазджыты æрцыд æмæ семæ фембæлд;
13 октябры - конференцийы байгом, арфæтæ ракæнын, равдысты байгом: «Гуырдзиаг-ирон æмахастыты историйæ»;
Пленарон рабадт;
Секцион куыст;
14 октябры – секцион куыст; уазæгуаты Этнографион музеймæ: Ирон Хæдзар;
15 октябры – культурон программæ: экскурси Къахетмæ, адæмон бæрæгбон «Къостаоба» (Лагодехы район, Арешпераны хъæу).
16 октябры – уазджыты афæндараст кæнын.

Тезисты формæйы фæтк:
Фонт: Sylfaen, Times New Roman
Размер: 12
Интервал: 1,5
Гуырахст: максимум 1 фарс (250 дзырд).
Тезистæ æркæсынмæ лæвæрд æрцæудзысты конференцийы организацион къамитетмæ, уацты программамæ бахасты фæдыл базондзыстут 2024 азы 23-æм сентябры.
Конференцийы фæуды фæстæ хайадисджытæн лæвæрд æрцæудзæн мадзалы хайадисыны сертификаттæ.
Конференцийы хайадисæг докладгæнджытæн нæ хъæуы фидын регистрацион фиддон.
Конференцийы тезистæ æмæ уацтæ мыхуыргонд æрцæудзысты.

Организацион къамитеты координаттæ:
Иванэ Джавахишвилийы номыл Тбилисы Паддзахадон университеты гуырдзиаг-ирон æмахастыты зонад-иртасæн центр, Тбилис, Кетеван Цъамебулийы уынг № 55, аудитори 115.
Эл-постæ: gorc.conference2024@tsu.ge

Апликацион формæ

Мыггаг ____________________________________________________________
Ном _____________________________________________________________
Куысты бынат _____________________________________________________
Гæсад ___________________________________________________________
Доклады сæргонд _______________________________________________________
Адрес, эл-постæ, телефоны номыртæ _______________________________________
Контактон информаци _____________________________________



X International scientific conference
"Development perspectives of Georgian-Ossetian relations"

On October 13-14, 2024, the tenth international scientific conference: "Development perspectives of Georgian-Ossetian relations" will be organized by the Georgian-Ossetian Relations Scientific Research Center of Ivane Javakhishvili Tbilisi State University.
Topics of reports: Plenary session:
Development Perspectives of Georgian-Ossetian relations
Six sections and a round table for students and young scientists will work at the conference:
1. Literary studies, Linguistics, Lexicology;
2. Folklore, Ethnology, history, Archeology;
3. Philosophy, Ethics, Religion;
4. Culture and Art;
5. Interdisciplinary studies; 6. Media and Mass communication;

Round table for students and young scientists.

The purpose of the conference:
The goal of the international scientific conference, "Development Perspectives of Georgian-Ossetian Relations" is to promote the transition of Georgian-Ossetian relations to a new stage, modern interdisciplinary researches.
Scientists, young researchers, representatives of governmental and non-governmental organizations and international organizations, conflict experts, experts, humanitarian, social-political researchers will attend the conference and participate in its work.

Directions:
Folklore, Literature, Linguistics, History, Philosophy, Religion, Archaeology, Ethnology, Cultural studies, Art studies, Conflicts, Media, Migration.

Working languages:
Georgian, Ossetian, English, Russian.

Conference regulations:
report - 15 minutes;
Discussion - 10 minutes;

Format of participation in the conference:
report:
Attended and absent participation.

Please send the application and theses (in Georgian and English, or Russian and English) for participation in the conference by September 20, 2024.
To the following address: gorc.conference2024@tsu.ge

Preliminary program of the conference:
October 12 - arrival and welcoming of guests
October 13 - opening of the conference, greetings, opening of the exhibition: "From the history of Georgian-Ossetian relations";
plenary session;
sectional work;
October 14 - sectional work; Visiting the Ethnographic Museum: Ossetian House;
October 15 - cultural program: excursion to Kakheti, public holiday "Kostaoba" (Lagodekhi Municipality, Areshperani village)
October 16 - seeing off guests

Rules for designing theses:
Font: Sylfaen, Times New Roman
Size: 12
Interval: 1.5
Volume: maximum 1 page (250 words)

The theses will be submitted to the conference organizing committee for consideration, and you will be notified about inclusion in the report program on September 23, 2024.
After the end of the conference, certificates of participation in the event will be given to the participants.

There is no registration fee for speakers participating in the conference.
Conference abstracts and read reports will be printed. Coordinates of the organizing committee:
Georgian-Ossetian Relations Scientific Research Center
of Ivane Javakhishvili Tbilisi State University,
Tbilisi, Ketevan Tsamebuli Street 55, Room N 115.
E-mail: gorc.conference2024@tsu.ge

Registration form:

Name
___________________________________________________________________________
Surname
___________________________________________________________________________
Work place
___________________________________________________________________________
Position
___________________________________________________________________________
Report title
___________________________________________________________________________
___________________________________________________________________________
Phone number
___________________________________________________________________________

Address, E-mail, Telephone numbers
___________________________________________________________________________
Contact information

___________________________________________________________

სრულად

ბრძანების N:

უცხო ქვეყნის მოქალაქეზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 
 5 სექტემბრის No145/ნ ბრძანებით დამტკიცდა, ,,2024-2025 სასწავლო წელს უცხო
ქვეყნის მოქალაქებზე სახელმწიფო სასწავლო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამა",
რომლის ფარგლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების განცხადებების მიღება იწარმოებს 2024 წლის 9 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით.


საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 5
სექტემბრის No144/ნ ბრძანებით დამტკიცდა, ,,2024-2025 სასწავლო წელს უცხო ქვეყნის
მოქალაქებზე სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემის სახელმწიფო პროგრამა",
რომლის ფარგლებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების განცხადებების მიღება იწარმოებს 2024 წლის 11 სექტემბრიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით.

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ  ბმული 1, ბმული 2

 

 

 

სრულად

ბრძანების N:

სამაგისტრო თემის სათაურის რეგისტრაცია

2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში სამაგისტრო თემის და
სტრუქტურის რეგისტრაცია

 

იურიდიული ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამებზე

  •  სამართალი;
  •  საერთაშორისო სამართლი.

 

სამაგისტრო თემის სათაურის და სავარაუდო სტრუქტურის რეგისტრაცია იწარმოებს
მხოლოდ ელექტრონულად.
25 და 26 სექტემბერს 17:00 საათამდე.
განცხადების გამოსაგზავნად გადადით ბმულზე

 

განცხადების ფორმა.

სრულად

ბრძანების N:

პროექტი „ვიზიტი საკონსტიტუციო სასამართლოში"

დაიწყო მონაწილეთა შერჩევა „პროექტ ვიზიტი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის" რაც მოიცავს ქ.ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში ვიზიტსა და სხდომაზე დასწრებას. 

მონაწილეები შეირჩევიან კონკურსის წესით სარეგისტრაციო ფორმის შევსების შემდეგ. პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია და  სააპლიკაციო ფორმა  იხილეთ ბმულზე.

 

 

პროექტი დაფინანსებულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური პროექტების დაფინანსების ფარგლებში .

 

სრულად

ბრძანების N:

თბილისის მერიის სწავლის დაფინანსების პროგრამა სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტუდენტებისთვის

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია წარმატებით ახორციელებს სტუდენტთა დაფინანსების პროგრამას, რომლის ფარგლებში სწავლა უფინანსდებათ თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიანი ოჯახის წევრ და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებს, უმაღლესი განათლების სამივე აკადემიურ საფეხურზე.პროგრამის მიზანია სტუდენტების წახალისება, მოტივაციის ამაღლება და უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა.
სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით განცხადებების მიღების ვადა განისაზღვრა 2024 წლის 4 სექტემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით (მის: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კანცელარია, ჟ. შარტავას ქ. N7). სტუდენტებს განცხადებების შემოტანა, ასევე, შეუძლიათ თბილისის რაიონულ გამგეობებში არსებულ სერვისცენტრებში ან ელექტრონულ პლატფორმაზე: ms.gov.ge. (ელექტრონული ხელმოწერისთვის აუცილებელი სპეციალური მოწყობილობის არსებობის შემთხვევაში).


დაფინანსების ოდენობა სემესტრულად შეადგენს არაუმეტეს 1125 ლარს და დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში მიღებული აკადემიური მოსწრების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე.
პირველი სემესტრის სტუდენტები დაფინანსდებიან სემესტრული თანხის (1125 ლარი) 50%-ით, ხოლო თუ პირველი სემესტრის სტუდენტს აქვს მნიშვნელოვნად ან მკვეთრად გამოხატული შეზღუდვის ან „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის სტატუსი“, დაფინანსდება სემესტრული თანხის არაუმეტეს (1125 ლარი) 70%-ით.

 დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი

სრულად

ბრძანების N:

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა", „ბ" და „პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების - „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29.12.2014წ.), თსუ აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის №29/2024 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №3, 18.03.2024წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 17 ივნისის №17/04 ერთობლივი ბრძანებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის დარეჯან თვალთვაძის 2024 წლის 3 სექტემბრის N22660/27 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად;

2. უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;  

3. კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 6 სექტემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 7 ოქტომბრიდან 2024 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2024 წლის 12 ნოემბრისა.

4. კონკურსი გამოცხადდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი არაბისტიკის კათედრა ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული („ა“კატეგორია) დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი რომანული ფილოლოგიის კათედრა (ფრანგული ლიტერატურა) ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული („ა“კატეგორია) დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი რომანული ფილოლოგიის კათედრა (იტალიური ფილოლოგია) ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული („ა“კატეგორია) კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის სასწავლოსამეცნიერო ინსტიტუტი კლასიკური ფილოლოგიის კათედრა ასოცირებული პროფესორი - ორი საშტატო ერთეული („ა“კატეგორია) კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის სასწავლოსამეცნიერო ინსტიტუტი ნეოგრეცისტიკის კათედრა ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული („ა“კატეგორია) თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული („ა“კატეგორია) ვიზუალური ხელოვნების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი სახვითი ხელოვნების კათედრა ასოცირებული პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული („ა“კატეგორია)

5. ასოცირებული პროფესორების თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);

ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);  

გ) პირადობის მოწმობის ასლი

დ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“;

ე)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);

ზ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;

ი) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.

6. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2024 წლის 7 ოქტომბრიდან 2024 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით, 9-დან 18 საათამდე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N1 (I კორპუსი) ოთახი N207;

7. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის N29/2024 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.

8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის" ელექტრონულ გვერდზე;

9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი).

11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 ჯაბა სამუშია რექტორი

 

სრულად

ბრძანების N: 237/01-01

ღია კარის დღე სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველთათვის!
  • ,,განათლების მეცნიერებების“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მსურველებს გაცნობებთ, რომ 20 აგვისტოს, 18:00 საათზე გაიმართება პროგრამის ღია კარის დღე ონლაინ ფორმატში;

     

  • ,,პროფესიული განათლებისა და ადამიანური რესურსების განვითარების“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის მსურველებისთვის ღია კარის დღე გაიმართება 20 აგვისტოს, 18:45 საათზე, ონლაინ ფორმატში.

        

პროგრამის ხელმძღვანელები, ქეთევან ჭკუასელი და რუსუდან სანაძე დაინტერესებულ პირებს გააცნობენ პროგრამის შინაარს, პროგრამაზე მისაღები საუნივერსიტეტო გამოცდის დეტალებსა და პროგრამაზე ჩარიცხვის წესს, უპასუხებენ შეხვედრის მონაწილეთა კითხვებს.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის: tsueducation@tsu.ge

სრულად

ბრძანების N:

2024-2025 ს/წელს სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები გამოცდების ჩატარების სავარაუდო გრაფიკი

2024-2025 ს/წელს სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები გამოცდების ჩატარების სავარაუდო გრაფიკი

 

2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მაგისტრატურაში მიღების ვადები და თსუ-ს მიმღებ კომისიაში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა

სრულად

ბრძანების N:

კონკურსი ახალგაზრდა მეცნიერთათვის

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი აცხადებს კონკურსს - YSS ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად.

 

კონკურსის მიზანი

ახალგაზრდა მეცნიერთათვის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსის მიზანია მეცნიერების პოპულარიზაციისათვის ახალგაზრდა მეცნიერთა წახალისება, რომლებიც ეწევიან სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას საქართველოს სამეცნიერო-კვლევით ან ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

 

კონკურსის ადმინისტრირება 

2024 წლის 21 აგვისტოდან 13 სექტემბრის 18:00 საათამდე – საკონკურსო განაცხადების ელექტრონული რეგისტრაცია GMUS-ში;

2024 წლის 18 სექტემბრის 18:00 საათამდე – კონკურსში მონაწილეობის შესახებ მატერიალური ფორმით განცხადების წარდგენა ფონდის კანცელარიაში;

კონკურსში რეგისტრირებული განცახდების ტექნიკური ექსპერტიზა - წარმოდგენილი განაცახდების დოკუმენტაციის შესაბამისობის დადგენა კონკურსის პირობებთან - სექტემბერი - ოქტომბერი;

შუალედური შედეგების გამოქვეყნება - ინფორმაცია კონკურსის პირობების დარღვევით წარმოდგენილი განაცახდების მოხსნის შესახებ - ოქტომბერი;

საკონკურსო კომისიის მიერ საკონკურსო განაცხადების შეფასება და გამარჯვებულების გამოვლენა - ოქტომბერი - ნოემბერი;

ფონდის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი .აქტით გამარჯვებული განაცხადების დამტკიცება და კონკურსის შედეგების გამოქვეყნება - ოქტომბერი - ნოემბერი;

გამარჯვებულ ახალგაზრდა მეცნიერებთან ხელშეკრულებების გაფორმება - ნოემბერი.

 

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

 

 

სრულად

ბრძანების N:

საგრანტო პროექტის „საჯარო მმართველობის სამართლის სამაგისტრო პროგრამის კონცეფციის შემუშავება“ საბოლოო შედეგების პრეზენტაცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა (თსუ) და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ბსუ) თანამონაწილეობით შექმნილი კონსორციუმის საგრანტო პროექტის - „საჯარო მმართველობის სამართლის სამაგისტრო პროგრამის კონცეფციის შემუშავება“ - ფარგლებში 2024 წლის 12 ივლისს საბოლოო შედეგების პრეზენტაცია გაიმართა.

 

შეხვედრა გახსნეს და მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პროექტის დირექტორმა - პაატა ტურავამ, კონკურენტული ინოვაციის ფონდის უმაღლესი განათლების კომპონენტის ხელმძღვანელმა - ნინო ბეგიაშვილმა, თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა - თამარ ზარანდიამ, ბსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა - ლევან ჯაყელმა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსმა - ლელა ჯანაშვილმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ - დავით გაბაიძემ და ანტიკორუფციული ბიუროს უფროსმა - რაჟდენ კუპრაშვილმა.

 

შეხვედრას გაუძღვნენ თსუ-ისა და ბსუ-ის პროფესორები: პაატა ტურავა, ნანა ჭიღლაძე, ეკა ქარდავა, ირაკლი კახიძე, ლევან ჯაყელი და მალხაზ ნაკაშიძე. შეხვედრაში აგრეთვე მონაწილეობდნენ საქართველოს პარლამენტის აპარატის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს, კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF), განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის, საჯარო სამსახურის ბიუროს, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენლები.

 

ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საჯარო მმართველობის სამართლის სამაგისტრო პროგრამის კონცეფცია, რომელიც მიზნად ისახავს საჯარო სამსახურში დასაქმებულთა პროფესიულ განვითარებას, კერძოდ დასაქმებული პირების თეორიული და პრაქტიკული უნარების დახვეწას. შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საჯარო სექტორში არსებული პრაქტიკული საგანმანათლებლო საჭიროებების შესწავლასა და მოხელეთა პრაქტიკული უნარების გაძლიერებას.

 

საჯარო სამსახურებისა და აკადემიური წრის წარმომადგენლებთან ერთად გაიმართა დისკუსია საჯარო სამართლის სამაგისტრო პროგრამების კვლევის საბოლოო შედეგებზე, საჯარო სამსახურში პროფესიული განვითარების სისტემაზე, მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებსა და დუალური სწავლების მეთოდებზე, აგრეთვე საჯარო სამსახურებთან თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე.

სრულად

ბრძანების N:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წელს მაგისტრატურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტარაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტებისა და „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. გამოცხადდეს მიღება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წელს თსუ-ს აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის N57/2011 დადგენილებით დამტკიცებულ სამაგისტრო პროგრამებზე; 2. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2024-2025 სასწავლო წლისათვის მაგისტრატურაში მიღების ვადები:

ა) მაგისტრანტობის კანდიდატთა დოკუმენტაციის მიღება (რეგისტრაცია)- 30 აგვისტო-6 სექტემბერი;

ბ) გამოცდა ქართულ ენაში (მოეთხოვება მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელსაც ქართულენოვან პროგრამაზე სურს სწავლა და მისი მშობლიური ენა არ არის ქართული) – 6 სექტემბერი;

გ) გამოცდის შედეგების გამოცხადება - 6 სექტემბერი;

დ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 7 სექტემბერი 13:00 საათამდე;

ე) აპელაციის შედეგების გამოცხადება - 7 სექტემბერი;

ვ) გამოცდა უცხო ენაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის, რომლებსაც მოეთხოვებათ უცხო ენის გამოცდის ჩაბარება)- 9 სექტემბერი;

ზ) გამოცდის შედეგების გამოცხადება – 11 სექტემბერი 13:00 საათამდე;

თ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება – 11 სექტემბერი;

ი) აპელაციის შედეგების გამოცხადება – 12 სექტემბერი;

კ) გამოცდა სპეციალობაში (წერითი კომპონენტი) – 13-14 სექტემბერი;

ლ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 16 სექტემბერი;

მ) გამოცდის (წერითი კომპონენტი) შედეგების გასაჩივრება–17 სექტემბერი 13:00 საათამდე;

ნ) აპელაციის (წერითი კომპონენტი) შედეგების გამოცხადება – 18 სექტემბერი;

ო) გამოცდა სპეციალობაში (იმ საგანმანათლებლო პროგრამების მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის, რომლებსაც მოეთხოვებათ ზეპირი კომპონენტის ჩაბარება) - 18 სექტემბერი;

პ) ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან - 20-23 სექტემბერი;

ჟ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისთვის მაგისტრანტობის კანდიდატთა სიის წარდგენა - 25 სექტემბერი.

3. განისაზღვროს თსუ-ს ფაკულტეტების მიმღებ კომისიებში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

ა) განცხადება თსუ რექტორის სახელზე;

ბ) ფოტოსურათი (3X4) – 2 ცალი;

გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი(თსუ-ს კურსდამთავრებულისთვისუნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2024 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);

დ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;

ე) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

ი) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.

4. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

5. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ნინო გვენეტაძე რექტორის მოვალეობის შემსრულებელი

სრულად

ბრძანების N: 207/01-01

ISET კურსდამთავრებულთა საზეიმო ღონისძიება

2024 წლის 20 ივლისს, სასტუმრო „ბილტმორ თბილისი“-ში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ISET სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების კურსდამთავრებულთა საზეიმო ღონისძიება გაიმართა, 142 სტუდენტმა აღნიშნა სწავლის წარმატებით დასრულება.

სტუდენტებს ISET-ის დამთავრება მიულოცეს საქართველოში გერმანიის ელჩმა, ბატონმა პიტერ ფიშერმა, საქართველოში დანიის ელჩმა, ქალბატონმა ანე ტოფტ სორენსენმა, მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სახმრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისმა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ.

ვულოცავთ ISET-ის კურსდამთავრებულებს ამ მნიშვნელოვან დღეს და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.

 

სრულად

ბრძანების N:

ავთანდილ სილაგაძისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ5“ ქვეპუნქტის, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედლის მინიჭების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 აპრილის №38/2014 დადგენილების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2024 წლის 25 ივნისის №16569/29 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს საბჭოს 2024 წლის 16 ივლისის №11 სხდომის ოქმის  საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სამეცნიერო და სასწავლო პროცესის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორს ავთანდილ სილაგაძეს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის მედალი.


2.  დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 


აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 88/2024

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე- 8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის №29/2024 დადგენილების - „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №3, 18.03.2024წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 17 ივნისის N17/04 ერთობლივი ბრძანების და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მაია ბიწკინაშვილის 2024 წლის 11 ივლისის N 18160/32 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად;

2. უნივერსიტეტის პროფესორად 10 (ათი) წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 6 (ექვსი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება; კლინიკურ კათედრაზე პროფესორად 10 (ათი) წლის ვადით შეიძლება არჩეული იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება, ბოლო 9 წლის კლინიკური მუშაობის გამოცდილება, ასევე კლინიკური დისციპლინის შესაბამისი სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი.

3. კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 25 ივლისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 26 აგვისტოდან 2024 წლის 3 სექტემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2024 წლის პირველ ოქტომბრამდე.

4. კონკურსი გამოცხადდეს მედიცინის ფაკულტეტის პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: პათოლოგიისა და სასამართლო მედიცინის კათედრა პროფესორი (ა-კატეგორია) -ერთი საშტატო ერთეული 5. პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);

ბ) კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);

გ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“;

ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში) და კლინიკური მოდულების სწავლებისას - შესაბამისი საექიმო სპეციალობის სახელმწიფო სერტიფიკატი;

ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/ შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);

ზ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი; თუ კონკურსში მონაწილეობს პირი, რომელსაც ამჟამად უკავია თსუ აკადემიური თანამდებობა, მისი მონაცემები სრულად უნდა იყოს ასახული თსუ სამეცნიერო პორტალზე http://rp.tsu.ge/;

თ) შესაბამისი დისციპლინის/დისციპლინების, სილაბუსი/სილაბუსები ქართულ და ინგლისურ ენებზე, შევსებული თსუ-ის სარეკომენდაციო ფორმის შესაბამისად - დარგობრივ მახასიათებლებთან, მედიცინის ფაკულტეტზე მიმდინარე პროგრამებისა და ცხრილის მოთხოვნებთან შესაბამისობაში. სილაბუსს უნდა ერთვოდეს ცნობა თსუ მედიცინის ფაკულტეტის ბიბლიოთეკიდან, რომ სილაბუსში გამოყენებული ლიტერატურა სრულად შეესაბამება თსუ ბიბლიოთეკის რესურსებს. შესაბამისი რესურსის არარსებობის შემთხვევაში, კონკურსანტმა უნდა უზრუნველყოს ამ რესურსის მობილიზაცია და ბიბლიოთეკისთვის გადაცემა;

ი)შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი.

კ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია

ლ) ინფორმაცია კლინიკური ბაზის შესახებ, რომელიც შეიცავს:

ლ.ა. თანხმობის წერილს იმ ბაზის/ბაზების ხელმძღვანელისაგან, სადაც უნდა განხორციელდეს აკადემიური და სამეცნიერო-კვლევითი პროცესი;

ლ.ბ. კლინიკური ბაზის/ბაზების ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს;

ლ.გ. კლინიკურ ბაზაზე/ბაზებზე არსებული სასწავლო პროცესისათვის განკუთვნილი სივრცის აღწერილობას და სასწავლო პროცესისათვის გამოყოფილი მატერიალურტექნიკური აღჭურვილობის ჩამონათვალს;

ლ.დ. დადასტურების წერილს, რომ ბაზაზე სტუდენტებისათვის ხელმისაწვდომია თსუ ელექტრონული რესურსები;

6. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2024 წლის 26 აგვისტოდან 2024 წლის 3 სექტემბრის ჩათვლით 10:00-დან 17:00 საათამდე მედიცინის ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში. მისამართი: ქ. თბილისი, ბელიაშვილის N78, თსუ ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი, III სართული, ოთახი N330;

7. პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის N29/2024 დადგენილების დანართი N1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.

8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის" ელექტრონულ გვერდზე;

9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, მედიცინის ფაკულტეტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი).

11. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 195/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით კომისიების შექმნის შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება

                                                                                                                                   

№ 14/29 - 01

17.07.2024

ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2023-2024  სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო ნაშრომების დაცვის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით კომისიების შექმნის შესახებ

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე  მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტისა და  მე-6 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შეიქმნას სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, შემდეგი შემადგენლობით:

ა) პროფესორი ღაღანიძე გიორგი - დეკანი, კომისიის თავმჯდომარე;

ბ) პროფესორი  თოდუა ნუგზარ;

გ) პროფესორი კოვზანაძე ირაკლი;

დ) პროფესორი ნარმანია დავით;

ე) პროფესორი საბაური ლევან;

ვ) პროფესორი სიჭინავა დემურ;

ზ) პროფესორი შენგელია თემურ;

თ) პროფესორი ხელაშვილი იოსებ;

ი) ასოცირებული პროფესორი კაციტაძე ნანა;

კ) ასოცირებული პროფესორი პაიჭაძე ნუგზარ;

ლ) ასოცირებული პროფესორი ჩოხელი ეკა;

მ) ასოცირებული პროფესორი ხარაძე ნატალია;

ნ) ასოცირებული პროფესორი კაკაშვილი ნატო - კომისიის მდივანი.

2. შეიქმნას სამაგისტრო ნაშრომების დაცვის კომისია ეკონომიკის მიმართულებით, შემდეგი შემადგენლობით:

ა) აკადემიკოსი, პროფესორი სილაგაძე ავთანდილ - კომისიის თავმჯდომარე;

ბ) აკადემიკოსი, პროფესორი  პაპავა ვლადიმერ;

გ) პროფესორი ანანიაშვილი იური;

დ) პროფესორი ბერიძე თეიმურაზ;

ე) პროფესორი გელაშვილი სიმონ;

ვ) პროფესორი გველესიანი რევაზ;

ზ) პროფესორი მექვაბიშვილი ელგუჯა;

თ) პროფესორი ტუხაშვილი მირიან;

ი) პროფესორი ხარაიშვილი ეთერ;

კ) ასოცირებული პროფესორი კაკულია ნაზირა;

ლ) ასოცირებული პროფესორი მუნჯიშვილი თეა - კომისიის მდივანი.

3. სამაგისტრო ნაშრომების დაცვა ბიზნესის ადმინისტრირების (მენეჯმენტი, მარკეტინგი, ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტი, საერთაშორისო ბიზნესი, ფინანსები და საბანკო საქმე,  ადამიანური რესურსების მენეჯმენტი, აღრიცხვა, ანალიზი და აუდიტი) და ეკონომიკის (ეკონომეტრიკა და მათემატიკური ეკონომიკა, ეკონომიკური და ბიზნესის სტატისტიკა, სოცილაური და დემოგრაფიული სტატისტიკა, მაკროეკონომიკა, ბიზნესის ეკონომიკა, საერთაშორისო ეკონომიკა, საერთაშორისო ფინანსები, ეკონომიკისა და ეკონომიკური აზრის ისტორია, ციფრული ეკონომიკა, ეკონომიკური პოლიტიკა და ეკონომიკური დიპლომატია) საგანმანათლებლო პროგრამების მიმართულებით განხორციელდება 2024 წლის 1-2 აგვისტოსს, 10:00 საათიდან შემდეგი განრიგის შესაბამისად:

  

3.1. სამაგისტრო ნაშრომების დაცვა (ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ.№2 კორპუსი 10. ოთახი 609) ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით:

ა) მოდული: მენეჯმენტი - 01.08.2024., 10:00 სთ.;

ბ) მოდული: მარკეტინგი - 01.08.2024., 14:00 სთ.;

გ) მოდული: ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტი - 01.08.2024., 15:30.;

დ) მოდული: საერთაშორისო ბიზნესი - 01.08.2024., 16:30.;

ე) მოდული:  ფინანსები და საბანკო საქმე - 02.08.2024., 10:00 სთ.;

ვ) მოდული: ადამიანური რესურსების მენეჯმენტი - 02.08.2024., 14:00 სთ.,

ზ) მოდული: აღრიცხვა, ანალიზი და აუდიტი - 02.08.2024., 15:00 სთ.

3.2. სამაგისტრო ნაშრომების დაცვა (ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ.№2 კორპუსი 10. ოთახი 206) ეკონომიკის მიმართულებით:

ა) მოდული: ეკონომეტრიკა და მათემატიკური ეკონომიკა -01.08.2024., 10:00 სთ.;

ბ) მოდული: ეკონომიკური და ბიზნესის სტატისტიკა - 01.08.2024., 11:00 სთ.;

გ) მოდული: სოციალური და დემოგრაფიული სტატისტიკა - 01.08.2024., 14:00 სთ.;

დ) მოდული: მაკროეკონომიკა - 01.08.2024., 15:00 სთ.;

ე) მოდული: ბიზნესის ეკონომიკა - 02.08.2024., 10:00 სთ.;

ვ) მოდული: საერთაშორისო ეკონომიკა - 02.08.2024., 11:00 სთ.;

ზ) მოდული: საერთაშორისო ფინანსები -  02.08.2024., 12:00 სთ.;

თ) მოდული: ეკონომიკისა და ეკონომიკური აზრის ისტორია - 02.08.2024., 14:00 სთ.;

ი)მოდული: ციფრული ეკონომიკა - 02.08.2024., 15:00 სთ.;

კ) მოდული: ეკონომიკური პოლიტიკა და ეკონომიკური დიპლომატია - 02.08.2024., 16:00 სთ.;  

4. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.

5. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

6. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი       პროფესორი           გიორგი ღაღანიძე

სრულად

ბრძანების N: 14/29 - 01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის პირველი ბუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10; 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის №29/2024 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №3, 18.03.2024წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 17 ივნისის N17/04 ერთობლივი ბრძანებისა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის პეტრე ბაბილუას 2024 წლის 18 ივლისის N18811/28 წერილის საფუძველზე,

 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად;

2. უნივერსიტეტის პროფესორად 10 (ათი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი;

3. კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 22 ივლისს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 23 აგვისტოდან 2024 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2024 წლის 30 სექტემბრისა;

4. კონკურსი გამოცხადდეს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: ფიზიკის დეპარტამენტი არაწრფივი მოვლენების ფიზიკის კათედრა პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“)

5. პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);

ბ)კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით); გ) პირადობის მოწმობის ასლი; დ) ცნობა „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლობის შესახებ“;

ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);

ზ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;

თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;

ი) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.

6. პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 თებერვლის N29/2024 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან;

7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2024 წლის 23 აგვისტოდან 2024 წლის 30 აგვისტოს ჩათვლით 09:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N3 (II კორპუსი) ოთახი N102;

8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის“ელექტრონულ გვერდზე.

9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი);

11. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 199/01-01