საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
დოქტორანტ ლია კილაძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2024 წლის 23 ოქტომბერს, 12:00 საათზე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე შედგება ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ლია კილაძის სადისერტაციო ნაშრომის: ,,ორგანიზაციული მრავალფეროვნების გავლენა სოციალური საწარმოების მართვის ეფექტიანობაზე“,

საჯარო დაცვა (მაღლივი კორპუსი, აუდიტორია #206).

სამეცნიერო ხელმძღვანელი:    პროფესორი დავით ნარმანია

სადისერტაციო  ნაშრომის დაცვის კომისია: პროფესორი ნუგზარ თოდუა (თავმჯდომარე), პროფესორი თემურ შენგელია, ასოცირებული პროფესორი ხათუნა ბარბაქაძე, ასოცირებული პროფესორი ვასილ კიკუტაძე, ასოცირებული პროფესორი გიული ქეშელაშვილი (მოადგილე), ასოცირებული პროფესორი ეკა ჩოხელი, ასოცირებული პროფესორი მანანა ხარხელი, ასოცირებული პროფესორი ნათია დაღელიშვილი (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი), ასისტენტ-პროფესორი ეკატერინე გულუა  (მდივანი).

სრულად

ბრძანების N:

ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალი აგრძელებს სტატიების მიღებას 2024 წლის ნომრისთვის

გრძელდება სტატიების მიღება 2024 წლის ნომრისთვის საერთაშორისო, ორენოვან, რეფერირებად ჟურნალში "ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალი"

 

სტატიების მიღების ვადა გახანგრძლივდა 15 ივნისამდე

 

სტატიების წარდგენა ხდება ელ. ფოსტაზე - gpj@tsu.ge

 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

სრულად

ბრძანების N:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგის (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, და ,,პ’’ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიეროკვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დებულების, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილის ჯემალ ქირიას 2024 წლის 29 მაისის N14002/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2024 წლის 15 მაისის სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგი (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვროს არჩეულად:

ა) გამოყენებითი და ექსპერიმენტალური გეოფიზიკის სექტორი.

მალხაზ გიგიბერია - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი -(7 წლის ვადით) 1 საშტატო ერთეული

ბ) ზღვისა და ატმოსფეროს დინამიკის მოდელირების სექტორი

ვეფხია კუხალაშვილი - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი -(7 წლის ვადით)1 საშტატო ერთეული

2.დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს მალხაზ გიგიბერიასთან და ვეფხია კუხალაშვილთან შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება.

3.წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი).

5.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 135/01-01

არქეოლოგიური სემინარი

არქეოლოგიის ს/ს ინსტიტუტი ატარებას სემინარს

"International Seminar on Rock Art and Desert Kites: Recent Studies in Italy, Armenia, and Georgia / საერთაშორისო სემინარი კლდის ხელოვნებასა და უდაბნოს გეოგლიფებზე: უახლესი კვლევები იტალიაში, სომხეთსა და საქართველოში".

მომხსენებლები: 

 

1) დოქ. პაოლო მედიჩი, იტალია / Dr Paolo Medici, Centro Camuno Studi di Preistorici - The Rock Art of Valcamonica. Themes and Methodology to Record It

 

2) დოქ. მარიამ შახმურადიანი, სომხეთი / Dr Mariam Shakhmuradyan, Institute of Archaeology and Ethnography of the National Academy of Sciences of the Republic of Armenia - Unveiling the Data: Latest Research on Armenia's "Desert Kites"

 

3) ლევან ლოსაბერიძე, საქართველო / Levan Losaberidze, MA, GARA Georgian Association of Rock Art - An Overview of the Last Ten Years of Rock Art Research in Georgia

 

 

სემინარის თარიღი: 3 ივნისი

ადგილი: თსუ-ს  კორპუსი, 202 აუდიტორია

სემინარის ენა: ინგლისური 

დასაწყისი: 15:00 სთ

ხანგრძლივობა: 2 საათი 

 

სრულად

ბრძანების N:

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა" და ,,პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 17 აპრილის N14/04 ერთობლივი ბრძანების, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის გელა გელაშვილის 2024 წლის 29 მაისის N14011/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად;

2. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;

3. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნირო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით.

5. კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 30 მაისს საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2024 წლის 26 ივლისისა;

6.კონკურსი გამოცხადდეს ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად: კონდესირებული გარემოს ფიზიკის განყოფილება მეცნიერი თანამშრომელი –1,0 საშტატო ერთეული სამეცნიერო თანამდებობაზე (მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2);

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);

გ) ავტობიოგრაფია (CV);

დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;

ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიეროკვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);

ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);

ზ) ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ.

6. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2024 წლის პირველი ივლისიდან 2024 წლის 5 ივლისის ჩათვლით ჩათვლით 1000-დან 1700 საათამდე თსუ ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტში მისამართი: თბილისი, თამარაშვილის ქ.N6, ოთახი 411.

7. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

8. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი);

9. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 137/01-01

ჯაბა სამუშია AUF-ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორს შეხვდა

ფრანგული ენის სწავლების მხარდაჭერასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორმა მუჰამედ კეტატამ თსუ-ში გამართულ შეხვედრაზე. 

 

თსუ რექტორის ჯაბა სამუშიას თქმით, AUF-თან უნივერსიტეტს მჭიდრო და ნაყოფიერი  პარტნიორობა აკავშირებს, რაც თსუ-სა და AUF-ში გაერთიანებულ პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობის შედეგია. ყოველივე ეს კი ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოსა და უნივერსიტეტს შორის ურთიერთობის კიდევ უფრო განვითარებას, ფრანგული ენის პოპულარიზაციასა და სწავლების მეთოდების განვითარებას შეუწყობს ხელს. შეხვედრაზე, ასევე, შეფასდა AUF - ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული ოფისის საქმიანობის შედეგები.

 

 AUF მსოფლიოში უმაღლესი საგანმანათლებლო და კვლევითი ინსტიტუტების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასოციაციაა, რომელიც 1000-ზე მეტ უნივერსიტეტს, უმაღლეს სკოლას, საუნივერსიტეტო და სამეცნიერო კვლევით ცენტრს აერთიანებს მსოფლიო მასშტაბით.  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2008 წლიდან ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს (AUF) წევრია.

 

სრულად

ბრძანების N:

კონფერენციაში გამარჯვებულები:

2024 წლის 31 მაისს, ჩატარდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია. 
კონფერენციაში გამარჯვებულები: 

 

 I ადგილი - გარდავა ელენე
თემა: ,,სოციალური მეწარმეობის როლი მდგრად განვითარებაში’’
ხელმძღვანელი: ეკონომიკის დოქტორი ცირა მიქატაძე

 

II ადგილი - კახიძე ანი
თემა: ,,მსოფლიო ურბანიზაცია და საქართველო” 
ხელმძღვანელი:  ასოცირებული პროფესორი ლია თოთლაძე

 

III ადგილი - ბოჩიკაშვილი  ნატალი
თემა: ,,ოჯახური ძალადობის სტატისტიკური ტენდენციები საქართველოში“
ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნინო აბესაძე    
 

სრულად

ბრძანების N:

ჯაბა სამუშიამ ქართულ-პორტუგალიური ურთიერთობებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გახსნა

თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ კრებულის - „ქეთევან დედოფალ წამებული და საქართველო-პორტუგალიის ისტორიულ დიპლომატიური ურთიერთობები“ წარდგენის ღონისძიება გახსნა. კრებული ეძღვნება საქართველოსა და პორტუგალიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავს.

 

თსუ რექტორმა საქართველო-პორტუგალიის ურთიერთობების ისტორიასა და ამ ურთიერთობის სამომავლო გაღრმავებაზე ისაუბრა. ხაზი გაუსვა კრებულის მნიშვნელობასა და მის შინაარსს. ,,არ შეიძლება არ გავიხსენოთ პორტუგალიის მთავრობის მხარდაჭერა საქართველოს ემიგრაციისადმი. დღეს ჩვენი ურთიერთობები სრულიად სხვა სიმაღლეზეა. ძალიან ბევრს აკეთებს ამ ურთიერთობების გასაღრმავებლად საქართველოს საელჩო პორტუგალიაში და ელჩი გიორგი მირცხულავა თავის გუნდთან ერთად. ამ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების ნათელი მაგალითია საუნივერსიტეტო დონეზე არსებული კავშირები,”-განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

 

 კრებულის წარდგენას ესწრებოდნენ საქართველოში ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ოსვალდო ბიატო ჯუნიორი, პორტუგალიურენოვან სახელმწიფოთა თანამეგობრობის ორგანიზაციის დელეგაცია და მისი აღმასრულებელი მდივანი ზაკარიაშ და კოშტა, საქართველოს ელჩი პორტუგალიაში გიორგი მირცხულავა, თსუ-ის პროფესორები და ადმინისტრაციის თანამშრომლები.

 

 პორტუგალიის დელეგაციის წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს იმ მიმდინარე პროექტებსა და ურთიერთობებს, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ორ ქვეყანას შორის სამომავლო თანამშრომლობისთვის.

 

"სეზან პაბლიშინგის" მიერ სამ ენაზე: ქართულ, პორტუგალიურ და ინგლისურ ენებზე  გამოცემულ ილუსტრირებულ კრებულში წარმოდგენილი მოხსენებების მიზანია ფართო საზოგადოებას გააცნოს საქართველოსა და პორტუგალიას შორის არსებული ისტორიული, დიპლომატიური და კულტურული ურთიერთობები.

სრულად

ბრძანების N:

I საერთაშორისო კონფერენცია "ორი იბერია- ევროპის ორი კარიბჭე"

 ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი, მადრიდის კომპლუტენსეს უნივერსიტეტი და კავკასიის უნივერსიტეტი 12-14 ივნისს გამართავენ პირველ საერთაშორისო კონფერენციას „ორი იბერია: ევროპის ორი კარიბჭე“.

 

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ღონისძიების მოსაწვევსა და პროგრამაში.

 

სრულად

ბრძანების N:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის - ეროვნული უსაფრთხოება, დემოგრაფიული პოლიტიკა და მიგრაციები - დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2024 წლის 24 აპრილის №11504/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2024 წლის 29 აპრილის №8 სხდომის ოქმის საფუძველზე,

 

აკადემიური საბჭო ადგენს:

 

1. დამტკიცდეს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა და „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების II  ნაწილის  „გ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 6615 ქვეპუნქტი:

 

„6615. ეროვნული უსაფრთხოება, დემოგრაფიული პოლიტიკა და მიგრაციები (დანართი 322);“.

 

2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4.  დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

 

აკადემიკოსი ჯაბა სამუშია

რექტორი, პროფესორი

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე  

სრულად

ბრძანების N: 61/2024

რომელ კედელს დაამსხვრევს თქვენი კვლევა?

 

FALLING WALLS LAB Georgia 2024, რომელიც საქართველოში ჩამოდის, 21 ივნისს იწვევს ახალგაზრდა მკვლევარებს ყველა აკადემიური დისციპლინიდან "ფაბრიკაში",  და აძლევს მათ საშუალებას წარუდგინონ თავისი იდეები ფართო აუდიტორიას და მულტიდისციპლინურ ჟიურის.

 

ყოველწლიურად Falling Walls Labs მთელს მსოფლიოში უზრუნველყოფს სცენას თითოეული რეგიონის მკვლევარებისთვის, რათა წარმოადგინონ თავიანთი ინოვაციური გადაწყვეტილებები გლობალური პრობლემების სამწუთიან მოედანზე. აჩვენონ გარღვევა, რომელიც დადებით გავლენას ახდენს მეცნიერებასა და საზოგადოებაზე.

 

გამარჯვებულს ეძლევა დამატებითი ქსელის შეძენის შესაძლებლობა რათა, დაუკავშირდეს მეცნიერების, ინჟინერიისა და ბიზნესის გლობალურ ლიდერებს, ისევე როგორც სხვა გამარჯვებულებს, Falling Walls Labs-ზე უკვე ბერლინში 7 ნოემბერს.

 

მიმართეთ აქ: falling-walls.com/lab/apply

დამატებითი ინფორმაცია: https://falling-walls.com/lab/apply/georgia/

სრულად

ბრძანების N:

გლობალური ჯანმრთელობის ევრაზიის ალიანსის ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია

თსუ მედიცინის ფაკულტეტის პროფესორმა ნინო ჩიხლაძემ  მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის ერასმუს + პროექტის (გლობალურ ჯანმრთელობაში აკადემიური

შესაძლებლობების გაძლიერება აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში -

BACE)  ფარგლებში გლობალური ჯანმრთელობის ევრაზიის ალიანსის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში და სამუშაო შეხვედრაში, რომელიც ჩატარდა  2024 წლის 16-17 აპრილს ალმაათაში (ყაზახეთში).

 

საერთაშორისო კონფერენციასა და სამუშაო

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს პროექტის მიზანი 3-ის (გლობალური ჯანმრთელობის აღმოსავლეთ ევროპის / ცენტრალური აზიის რეგიონალური ალიანსის შექმნა ) განხორციელებაში მონაწილე პერსონალმა ყაზახეთიდან, უკრაინიდან, საქართველოდან, გერმანიიდან და  ნორვეგიიდან. 

გლობალური ჯანმრთელობის ევრაზიის ალიანსი ჩამოყალიბდა BACE პროექტის ფარგლებში და ალიანსმა უკვე  განახორციელა მნიშვნელოვანი აქტივობები გლობალური ჯანმრთელობის  პრიორიტეტულ საკითხებზე რეგიონალური თანამშრომლობის გაძლიერების, ცოდნის გაცვლის, ტრენინგებისა და საზაფხულო სკოლის ორგანიზების მიმართულებით. თსუ მედიცინის ფაკულტეტიდან აღნიშნული სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში ჩართულები არიან: პროფესორი პაატა იმნაძე და პროფესორი ნინო ჩიხლაძე. 

 

ღონისძიების შესახებ ინფორმაცია და ფოტო მასალა განთავსებულია მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე. https://farabi.university/news/87570?lang=en

სრულად

ბრძანების N:

აკადემიკოს ავთანდილ სილაგაძის ხელმძღვანელობით მომზადებული წიგნების პრეზენტაცია

„წიგნის საუნივერსიტეტო ფესტივალის“ ფარგლებში, 24 აპრილს, უნივერსიტეტის პირველ კორპუსში გაიმართა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრის ხელმძღვანელის, პროფესორ ავთანდილ სილაგაძის ხელმძღვანელობით მომზადებული, ნათარგმნი და გამოცემული წიგნების პრეზენტაცია.

პრეზენტაციაზე წარმოდგენილ იქნა ის სახელმძღვანელოები, რომელთა ქართული გამოცემის სამეცნიერო და მთავარი რედაქტორია აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე.

საერთაშორისო ეკონომიკა - თეორია და პოლიტიკა (მეათე გამოცემა) ავტორები: პოლ რ. კრუგმანი (პრინსტონის უნივერსიტეტი), მაურის ობსტფელდი (კალიფორნიის უნივერსიტეტი, ბერკლი), მარკ ჯ. მელიტცი (ჰარვარდის უნივერსიტეტი);

საერთაშორისო ეკონომიკა - თეორია და პრაქტიკა, მეათე გამოცემის სასწავლო გზამკვლევი. ავტორები: ლინდა გოლდბერგი (ნიუ-იორკის სარეზერვო ბანკი), მაიკლ კლეინი (ტაფტის უნივერსიტეტი), ჯეი შამბაუფი (დარტმუთის კოლეჯი);

მსოფლიოს მოკლე ეკონომიკური ისტორია - პალეოლითის ეპოქიდან დღევანდელობამდე (მეხუთე გამოცემა). ავტორები: ლარი ნილი (ილინოისის უნივერსიტეტი ურბანა-შამჰანში), რონდო კემერონი (ემორის უნივერსიტეტი);

საერთაშორისო ფინანსების მოკლე ისტორია“ - ბაბილონიდან ბერნანკემდე. ავტორი ლარი ნილი (ილინოისის უნივერსიტეტი ურბანა-შამჰანში);

პრეზენტაციაზე ბატონმა ავთანდილ სილაგაძემ ვრცლად ისაუბრა თითოეული გამოცემის მნიშვნელობაზე და მადლობა გადაუხადა ამ საქმის ყველა მონაწილეს.

აღნიშნული გამოცემების შესახებ ისაუბრეს აკადემიკოსმა ვლადიმერ პაპავამ, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ და პროფესორმა ელგუჯა მექვაბიშვილმა. ღონისძიებას უძღვებოდა საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის დირექტორი, ბატონი ზურაბ გაიპარაშვილი.

23-24 აპრილს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა „წიგნის საუნივერსიტეტო ფესტივალს“ უმასპინძლა. საქართველოში აკრედიტებულმა უმაღლესმა სასწავლებლებმა და გამომცემლობებმა საზოგადოებას ბოლო წლებში გამოცემული წიგნები წარუდგინეს. ღონისძიების ფარგლებში გამოიფინა და გაიყიდა როგორც აკადემიური, ისე არააკადემიური წიგნები. ორივე დღე დატვირთული იყო აქტივობებით, რაც შემეცნებითი ლექციების ჩატარებას, წიგნების წარდგენასა და დისკუსიების გამართვას გულისხმობდა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ათმა უმაღლესმა სასწავლებელმა და ოცდაოთხმა გამომცემლობამ. „საუნივერსიტეტო წიგნის ფესტივალის“ ორგანიზატორები იყვნენ: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია.

 

სრულად

ბრძანების N:

გერმანელი პროფესორის მათიას თეოდორ ფოგტის ვიზიტი თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე

23 აპრილს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტს სტუმრად ეწვია გერმანელი მეცნიერი, ციტაუ-გიორლიტცის უნივერსიტეტის პროფესორი, საქსონიის მხარის კულტურის ინფრასტრუქტურის ინსტიტუტის დირექტორი, საქართველოსა და თსუ-ის დიდი მეგობარი, ბატონი მათიას თეოდორ ფოგტი (Prof. Dr. Matthias Theodor Vogt)

სტუმარი მიიღო თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ. საუბარი შეეხო კულტურის მენეჯმენტის მიმართულებით ორი უნივერსიტეტის თანამშრომლობის პერსპექტივებს.

 

სრულად

ბრძანების N:

სტაჟირების პროგრამა ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართლის კვლევით ცენტრში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართლის კვლევით ცენტრს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, თსუ-ის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ცხადდება სტაჟირების პროგრამა.

 

სტაჟირება განკუთვნილია ინტელექტუალური საკუთრებისა და ტექნოლოგიების სამართლით დაინტერესებული სტუდენტებისთვის.

 

სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად წარმოადგინეთ შემდეგი დოკუმენტაცია ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: info@iptechlaw.ge

 

  • CV (ქართულ ან ინგლისურ ენაზე);
  • ნიშნების ამონაწერი (ქართულ ენაზე).

 

სტაჟირების პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ: https://iptechlaw.ge/internship

სრულად

ბრძანების N:

ფრანგი დოკუმენტალისტების სტუმრობა

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის რომანული ფილოლოგიის კათედრას სტუმრად ფრანგი დოკუმენტალისტები: Timothée Gutmann და Basile Carré ეწვივნენ, რომლებიც კინოკომპანია ,,Les grains de sable'' წარმოადგენენ.

 

ფრანგმა სტუმრებმა ვრცელი ინტერვიუ ჩაწერეს პროფესორ ჟორჟ ეკიზაშვილთან, რომელმაც ისაუბრა ალექსანდრე დიუმას შემოქმედებაზე, განსაკუთრებული ყურადღება კი მის ცნობილ წიგნს მოგზაურობაზე ,,კავკასია'' დაეთმო.

 

გიორგი (ჟორჟ) ეკიზაშვილი — ქართველი მწერალი, პოეტი, ფილოლოგი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია. არის ფრანგული ლიტერატურის სპეციალისტი, პედაგოგი, მრავალი თარგმანის ავტორი. უნივერსიტეტის დამთავრებიდან დღემდე მუშაობს დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტთან არსებულ საზღვარგარეთის ლიტერატურის კათედრაზე პედაგოგად. ნათარგმნი აქვს მოლიერის, გი დე მოპასანის, ჟან პოლ სარტრის, შარლ ბოდლერის, ფრანსუაზა საგანის, ალენ რობ გრიეს, ალბერ კამიუს, მორის მეტერლინკის, პიერ პეჟუს, მიშელ უელბეკის, ანდრე მორუას, არტურ რემბოს, გიიომ აპოლინერის, და სხვათა ნაწარმოებები. არის პრემია „საბას“, ლაურეატი წლის საუკეთესო თარგმანის ნომინაციაში.

 

2001 წელს მიიღო საფრანგეთის სახელმწიფო ორდენი — „აკადემიური პალმის ოფიცერი“, ფრანგული კულტურის წინაშე დამსახურებისთვის.

 

სრულად

ბრძანების N:

„წიგნის საუნივერსიტეტო ფესტივალის“ ღონისძიების პროგრამა

23-24 აპრილს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი „წიგნის საუნივერსიტეტო ფესტივალს“ უმასპინძლებს. საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლები და გამომცემლობები საზოგადოებას ბოლო წლებში გამოცემულ წიგნებს წარუდგენენ. ღონისძიების ფარგლებში გამოიფინება და გაიყიდება, როგორც აკადემიური, ისე არააკადემიური წიგნები. ორივე დღე დატვირთული იქნება აქტივობებით, რაც შემეცნებითი ლექციების ჩატარებას, წიგნების წარდგენასა და დისკუსიების გამართვას გულისხმობს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს 10 უმაღლესი სასწავლებელი და 24 გამომცემლობა. „საუნივერსიტეტო წიგნის ფესტივალის“ ორგანიზატორები არიან; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია.

 

23 აპრილი

10:30 – 11:00 ივ. ჯავახიშვილის საფლავის ყვავილებით შემკობა

11:00 – 11:30 ფესტივალის ოფიციალური გახსნა

11:30 - წიგნის გამოფენა-გაყიდვის დაწყება

- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის სააქტო დარბაზის ფოიე:

12:00 – 12:30 გამომცემლობის წარდგენა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

12:30 – 13:00 „III-V საუკუნის იბერიის კულტურა“, კონსტანტინე გამსახურდია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა

13:00 – 14:45 არამხატვრული სერია „NONFICTION“-ის წარდგენა, მთარგმნელები მაია ბადრიძე, თამარ ლომიძე. გამომცემლობა „დიოგენე“

14:00 – 14:30 „კლიენტელიზმი და ეროვნება ნესტორ ლაკობას საბჭოთა აფხაზეთში“ ტიმოთი ბლაუველტი. გამომცემლობა „ზიარი“

14:30-15:00 „სიცრუის ფენომენი“ - პოლ ეკმანი. გამომცემლობა „წიგნი+ერი“

15:00 – 15:30 აუდიო დისკები, როგორც ეთნომუსიკოლოგიური კვლევის შედეგის ამსახველი სამეცნიერო პროდუქტი, დისკების და ბეჭდური გამოცემების წარდგენა

- ტრადიციული ქართული სამუსიკო ნიმუშები. გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტი

16:00 - 16:30 ესეისტიკა და თარგმანები, როსტომ ჩხეიძე. წიგნის მაღაზია „საქწიგნი“

16:30 – 17:00 ჩემი მეცამეტე სიყვარული, მაია კახიძე

წიგნის მაღაზია „საქწიგნი“

 

24 აპრილი

11:00 - წიგნის გამოფენა-გაყიდვის დაწყება

- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსის სააქტო დარბაზის ფოიე:

12:00 – 12:30 „საერთაშორისო ეკონომიკა“ მსოფლიოს მოკლე ეკონომიკური ისტორია (პალეოლითის ეპოქიდან დღევანდელობამდე)“, „საერთაშორისო ფინანსების მოკლე ისტორია“ - პროფესორი ავთანდილ სილაგაძე (საერთაშორისო ეკონომიკისა და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრის ხელმძღვანელი). თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

12:30 – 13:00 „ფილოსოფიური ძიების ქრონიკები”, ანა ქირია. აზროვნების აკადემიის გამომცემლობა

13:00 -13:30 ანიმაცია ტურიზმში, იზოლდა ხოხაშვილი. სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის გამომცემლობა

13:30 – 14:00 – „უხილავი იარები“ თეა ირემაშვილი. გამომცემლობა „წიგნი+ერი“

14:00 -14:30 იოჰან ვოლფგანგ გოეთე - ფაუსტი, მთარგმნელი: დავით ონიაშვილი, წარმდგენი გიორგი კაკაბაძე „ბუქმანია“

14:30 – 15:00 - გამომცემლობის წარდგენა, დავით ხარატიშვილი „ჩემი გამომცემლობა“

15:00 - 15:30 ორი მე, რაულ ჩილაჩავა. წიგნის მაღაზია „საქწიგნი“

15:30 – 16:00 გამომცემლობის წარდგენა, ნატო ალხაზიშვილი. გამომცემლობა „ზიარი„

16:00 – 16:30 – „შეცვალე ქვეცნობიერი,  შექმენი ახალი რეალობა“ ჯო დისპენზა, ნიკო ამბოკაძე. გამომცემლობა „წიგნი+ერი“

16:30 – 17:00 გამდინარე წყალი, მზია ხეთაგური. წიგნის მაღაზია „საქწიგნი“

17:30 – 18:00 - ღონისძიების დახურვა.

სრულად

ბრძანების N:

სტატიების მიღება საერთაშორისო სამართლის ჟურნალისთვის

ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი აცხადებს სტატიების მიღებას ორენოვან, რეფერირებად „საერთაშორისო სამართლის ჟურნალის“ („ჟურნალი“) 2024 წლის ნომრისთვის.

 

სადოქტორო საფეხურის სტუდენტის მიერ სტატიის წარმოდგენის შემთხვევაში, მას უნდა ახლდეს თან დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელის დადებითი დასკვნა.

 

სტატია უნდა ეძღვნებოდეს საერთაშორისო სამართლის აქტუალურ თემებს და შესრულებული უნდა იყოს აკადემიური წერის მოთხოვნების სრული დაცვით.

 

სტატია უარყოფილი იქნება, თუ მისი არსებითი ნაწილი ან სრული ვერსია უკვე გამოქვეყნებულია ან განიხილება სხვა სამეცნიერო ჟურნალში გამოსაქვეყნებლად.

 

ბიბლიოგრაფიის და ციტირებისთვის გამოიყენება დანართი № 1 მოცემული სტანდარტები (ცალ-ცალკე ქართული და ინგლისური ვერსიებისთვის).

 

სტატიის ენა - ქართული და ინგლისური (ორივე ენაზე მაღალი ლინგვისტური სტანდარტების დაცვით შესრულებული ნაშრომის წარმოდგენა უნდა უზრუნველყოს/უზრუნველყონ ავტორ(ებ)მა)

 

სტატიის მოცულობა 5000-7000 სიტყვა (ძირითადი ტექსტის და სქოლიოების ჩათვლით), ძირითადი ტექსტი: Sylfean ფონტი, ზომა 12, მანძილი სტრიქონებს შორის - 1; სქოლიო ― Sylfaen -10 შრიფტი.

 

ანოტაცია (ქართულ და ინგლისურ ენებზე) შეზღუდულია 200 (ორასი) სიტყვით თითოეულ ენაზე;

 

საკვანძო სიტყვები (10 (ათამდე) შეზღუდული) - ქართულ და ინგლისურ ენებზე;

 

სტატიის (ქართული და ინგლისური ვერსიების) წარმოდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 30 ივლისი. სტატიას უნდა ახლდეს ავტორ(ებ)ის მიერ შევსებული განცხადება (იხ. სააპლიკაციო ფორმა - დანართი № 2).

 

დაბეჭვდაზე განაცხადის და სტატიის ელექტრონული ვერსია (word-ის ფორმატში) უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: Ili.journal@tsu.ge.

სრულად

ბრძანების N:

თსუ პროფესიული განათლების I კონფერენცია „პროფესიული განათლება- ახალი შესაძლებლობა კარიერულ წინსვლაში“

31 მაისი - 1 ივნისი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის ორგანიზებით პროფესიული განათლების  I კონფერენცია ,,პროფესიული განათლება - ახალი შესაძლებლობა კარიერულ წინსვლაში” გაიმართება. კონფერენცია ყოველწლიური იქნება და მისი მიზანია პროფესიული განათლების მნიშვნელობის, გამოწვევების, სიახლეების, კარიერული განვითარების შესაძლებლობების შესახებ მსჯელობა.

 

კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ პროფესიულ სტუდენტებსა და  კურსდამთავრებულებს, პროფესიულ მასწავლებლებს, ადმინისტრაციულ პერსონალს, პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს.

 

კონფერენციის სამუშაო ენა - ქართული

პრეზენტაციის წარდგენის დრო- 7- 10 წუთი

კითხვა-პასუხი - 5 წუთი

 

კონფერენციაში მონაწილეობისთვის მოხსენებები  2024 წლის პირველი აპრილიდან 15 მაისამდე უნდა გადმოგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: tsuvetconference@tsu.ge  (წერილში მიუთითეთ  თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია).

კონფერენციის მონაწილეებს გადაეცაემათ სერტიფიკატები.

 

კონფერენციის მეორე დღეს მონაწილეთათვის იგეგმება ექსკურსია ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში

 

გზამკვლევი მოხსენების გასაფორმებლად:

►მოხსენება წარმოდგენილი უნდა იყოს A4 ფორმატზე ტექსტურ რედაქტორ Word-ში;

►არეები: ზედა – 20 მმ; მარცხენა – 20მმ; მარჯვენა -20 მმ; ქვედა - 20მმ;

►შრიფტი, Sylfaen 12, სტრიქონებს შორის მანძილი 1.5Pt;

►პირველ სტრიქონზე უნდა დაიბეჭდოს სტატიის სათაური (12Pt, Bold);

►სტრიქონის გამოტოვებით - ავტორ(ებ)ის გვარი და სახელი (12Pt, Bold)

►მოხსენების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 10 გვერდს.

►პრეზენტაციის წარდგენა ხდება Power-Point-ში

     მოხსენების სტრუქტურა:

►შესავალი 

►ტექსტის ძირითადი ნაწილი

►დასკვნები და რეკომენდაციები 

►გამოყენებული ლიტერატურა/წყარო

 

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი:

ლევან წიქარიძე - თსუ-ს პროფესიული განათლების ცენტრის  ხელმძღვანელი

ინეზა ვაწაძე - თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე

ნანა მამაგულიშვილი - თსუ პროფესიული განათლების ცენტრის კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში

სოფიო კაკაურიძე - თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი

მარინე ხავთასი - თსუ პროფესიული განათლების ცენტრის სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი

თეა ჭეიშვილი - თსუ პროფესიული განათლების ცენტრის სასწავლო პროცესის მართვის მენეჯერი (ქუთაისი)

სრულად

ბრძანების N:

2024/2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამისა და ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-18 - 21-ე პუნქტების და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს მუნდუსის, ტემპუსის და ერაზმუს პლიუსის საერთაშორისო კრედიტ-მობილობის და ინსტიტუციონალური განვითარების პროექტების ინსტიტუციონალური კოორდინატორი წერილის (N 9065/10; 29.03.2024) საფუძველზე.

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ჩატარდეს კონკურსი 2024/2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ერაზმუს+ გაცვლითი პროგრამისა და ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში პარტნიორი ევროპული უნივერსიტეტების მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატთა შესარჩევად.

2. კონკურსი ჩატარდეს 2024 წლის 1, 2 და 3 აპრილს.

3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით: 1 აპრილი:

 ირაკლი კახიძე, ასოცირებული პროფესორი, თსუ იურიდიული ფაკულტეტი, კომისიის თავმჯდომარე;

 მედეა ბადაშვილი, ასოცირებული პროფესორი, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი;

 ეკა ლეკაშვილი, ასოცირებული პროფესორი, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, კომისიის წევრი;

 ნინო დარასელია, ასოცირებული პროფესორი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის სამსახური, კომისიის წევრი;

 ნათელა ნემსაძე, ასოცირებული პროფესორი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი;

 ეკატერინე ფირცხალავა, ასოცირებული პროფესორი, თსუ ფსიქოლოგიისადა განათლების მეცნირებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი;

2 აპრილი:

 სანდრო ტაბატაძე, ასისტენტ პროფესორი, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის თავმჯდომარე;

 თამაზ ზუბიაშვილი, ასოცირებული პროფესორი, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი, კომისიის წევრი;

 მაია სვანაძე, ასისტენტ პროფესორი, თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი ;

 ეკატერინე ფირცხალავა, ასოცირებული პროფესორი, თსუ ფსიქოლოგიისადა განათლების მეცნირებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი;

 ნატა ასათიანი, ასოცირებული პროფესორი, თსუ ფსიქოლოგიისადა განათლების მეცნირებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი;

 გიორგი ამირანაშვილი, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციისა და სამეცნიერო კვლევების სამსახური, კომისიის წევრი;

3 აპრილი-გერმანულენოვანი კომისია (10:00-12:00):

 კობა ყალიჩავა, ასოცირებული პროფესორი, თსუ იურიდიული ფაკულტეტი, კომისიის თავმჯდომარე;

 ნინო ქიმერიძე, ასოცირებული პროფესორი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი;

 ივანე მინდაძე, ასოცირებული პროფესორი, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნირებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი;

3 აპრილი-ფრანგულენოვანი კომისია (14:00-1500):

 ბელა ხაბეიშვილი, პროფესორი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის თავმჯდომარე;

 თეა თათეშვილი, ასისტენტ პროფესორი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, კომისიის წევრი;

 თამარ ქარსაულიძე, თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახური, კომისიის წევრი;

4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.

5. კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა წარმართოს მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის 15/04, 22 დეკემბრის 33/04, 2023 წლის 9 იანვრის N 1/04 და 10 მარტის N 9/04 ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.

6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

7. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).

8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

ჯაბა სამუშია რექტორი, აკადემიკოსი

 

სრულად

ბრძანების N: 81/01-01