საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სტუდენტების საქველმოქმედო აქცია ბავშვებისთვის

თსუ პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტები ქუთაისში World Vision საქართველოს ოფისის საბავშვო ცენტრს ეწვივნენ. საქველმოქმედო აქცია პროფესიული პროგრამის „ღონისძიების ორგანიზება“ სტუდენტების ორგანიზებით განხორციელდა. 

 

ადღესასწაულო პროგრამა ბავშვების საყვარელი გმირებით და სახალისო აქტივობებით 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის მომზადდა, რომლებიც World Vision საბავშვო ცენტრის ბენეფიციარები არიან.

 

პროგრამის ხელმძღვანელის ანა რაზმაძის თქმით, საქველმოქმედო აქცია სტუდენტების ინიციატივით და მონაწილეობით გაიმართა, სპეციალურად ამ დღისთვის მათ ბავშვების საყვარელი გმირების კოსტიუმებიც მოირგეს.

სრულად

ბრძანების N:

ახალგაზრდა მეცნიერთა VI საერთაშორისო ინტერდისციპლინური სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში (ISYSH-2024)

ახალგაზრდა მეცნიერთა ინტერდისციპლინური VI საერთაშორისო სიმპოზიუმი (ISYSH-2024) გაიმართება 2024 წლის 11-13 ოქტომბერს. მასში მონაწილეობის მისაღებად ვიწვევთ ახალგაზრდა მეცნიერებს ჰუმანიტარული და მომიჯნავე დარგებიდან.

ახალგაზრდა მეცნიერთა VI საერთაშორისო სიმპოზიუმის ძირითადი მიმართულებაა  ქართველური ენათმეცნიერება, დარგი, რომელსაც თსუ-ში საუკუნოვანი ისტორია აქვს. სიმპოზიუმის ფარგლებში იმუშავებს თემატური სექციები, მრგვალი მაგიდა, გაიმართება სადისკუსიო ფორუმები, ფორმალური და არაფორმალური ხასიათის შეხვედრები.

სიმპოზიუმის მიზნებია:

ა) ინტერდისციპლინური კვლევების ხელშეწყობა და წახალისება;

ბ) საენათმეცნიერო კვლევების მრავალფეროვანი შესაძლებლობების წარმოჩენა და პოპულარიზაცია;

გ) საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების პოპულარიზება და ინტერნაციონალიზაცია;

დ) სხვადასხვა თაობის მეცნიერთა შორის კომუნიკაციის გაღრმავება და მხარდაჭერა; ახალგაზრდა მეცნიერთა როლის გამოკვეთა;

ე) ახალგაზრდა მკვლევართა ხელშეწყობა ადგილობრივ და უცხოელ კოლეგებთან კავშირების დამყარებასადა სამეცნიერო მიღწევების გაზიარებაში.

 

სიმპოზიუმში მონაწილეობა შეუძლია მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებს, მაგისტრისა და დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე ახალგაზრდა მეცნიერებს.

სიმპოზიუმის თემატიკა მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  • ენათმეცნიერება (ძირითადი მიმართულება - ქართველური ენათმეცნიერება) -ქართველური ენები (ქართული, მეგრული, ლაზური, სვანური); ჩრდილო კავკასიური ენები; თეორიული და გამოყენებითი ენათმეცნიერება; ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერება; ტექსტის ლინგვისტიკა; ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები; ენის სწავლების საკითხები. 
  • ლიტერატურათმცოდნეობა - ქართული ლიტერატურა; ლიტერატურის ისტორია, თეორია და ლიტერატურული კრიტიკა; ლიტერატურის შედარებითი კვლევები.
  • თარგმანი და თარგმანმცოდნეობა - თარგმანის თეორია და პრაქტიკა;  ძველი ქართული თარგმანი (ბიბლია, პატრისტიკა); ტექსტოლოგია; ტექსტის ისტორია და თარგმანის ტექნიკა; თარგმანის ლინგვისტიკა.
  • ისტორია და არქეოლოგია 
  • ფილოსოფია, ეთიკა და რელიგია 
  • კულტურა და ხელოვნება 

 

სიმპოზიუმის ჩატარების ადგილი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველო.

ძირითადი სამუშაო ენები: ქართული, ინგლისური.

რეგლამენტი:


მოხსენება – 20 წუთი;

მსჯელობა – 10 წუთი;

 

თეზისები განსახილველად გადაეცემა სიმპოზიუმის სარეცენზიო კომისიას. 

 

მნიშვნელოვანი თარიღები:

  • სიმპოზიუმის ჩატარების თარიღი: 11-13ოქტომბერი, 2024
  • თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადა – 15 ივნისი, 2024
  • მიღებული თეზისების რეცენზირება – 15 ივნისი, 2024 - 15 აგვისტო, 2024
  • ინფორმაციას მონაწილეობის შესახებ მიიღებთ თეზისების გამოგზავნიდან 1 თვის ვადაში.
  • სარეგისტრაციო თანხის გადახდის ბოლო ვადა – 30 აგვისტო,2024 (სიმპოზიუმის პროგრამაში მოხსენების ჩართვის შემთხვევაში);
  • მოხსენების სრული ტექსტის გადმოგზავნის ვადა – 15 სექტემბერი, 2024. გაფორმების სტილი: APA (ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაცია).
  • პროგრამაში ცვლილებების შეტანის ბოლო ვადა – 30 სექტემბრი, 2024;
  • ქართული თეზისების მოცულობა:  400 სიტყვა; ინგლისური თეზისების მოცულობა: 800 სიტყვა);

 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაგვიანებით გამოგზავნილი თეზისები არ მიიღება.

 

  • სიმპოზიუმში მონაწილე მომხსენებელთათვის განსაზღვრული სარეგისტრაციო გადასახადი (თანხმობის წერილის მიღების შემდეგ):  
  • ქართველი მომხსენებლებისთვის – 120 ლარი;
  • უცხოელი მომხსენებლებისთვის – 120 ევრო;
  • ქართველი თანაავტორებისათვის (თითოეული თანაავტორი) – 60 ლარი;
  • უცხოელი თანაავტორებისათვის (თითოეული თანაავტორი) –   60 ევრო;

 

საბანკო ანგარიშის რეკვიზიტები (ანგარიში ეროვნულ ლარში):

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: 204864548;

  • მიმღების დასახელება – ხაზინის ერთიანი ეროვნული ანგარიში;
  • მიმღები ბანკი – სახელმწიფო ხაზინა;
  • ბანკის კოდი – TRESGE22;
  • მიმღების ანგარიში / სახაზინო კოდი: 708967253.

 

სარეგისტრაციო თანხაში შედის:

  • სიმპოზიუმის გახსნის ცერემონიაზე დასწრება (11ოქტომბერი, 2024);
  • სიმპოზიუმის ყველა სესიაზე დასწრება (11-13ოქტომბერი, 2024);
  • საუნივერსიტეტო ტური;
  • სიმპოზიუმის პროგრამა;
  • სიმპოზიუმის მასალები;
  • სერტიფიკატი;
  • ყავისა და ჩაის შესვენება.

 

სიმპოზიუმის პროგრამაში მოხსენების ჩართვის შემდეგ, გთხოვთ, მითითებულ ვადაში დაფაროთ სარეგისტრაციო გადასახადი.

 

გადარიცხვისას მიუთითეთ:

  • მომხსენებლის სახელი, გვარი;
  • ახალგაზრდა მეცნიერთა VI ინტერდისციპლინური საერთაშორისო სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში (ISYSH-2024)

 

სიმპოზიუმის ორგანიზატორია თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევსა და განვითარების სამსახური.

სიმპოზიუმის  თანაორგანიზატორები:

  • იოჰან ვოლფგანგ გოეთეს სახელობის ფრანკფურტის უნივერსიტეტი
  • ჰარვარდის უნივერსიტეტის დევისის ცენტრი

 

სამეცნიერო მიმართულებით სიმპოზიუმის კოორდინატორია − თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ენის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი

  • მისამართი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი,  ჭავჭავაძის გამზ. #1, ოთახი N 204, თბილისი, საქართველო.
  • ელ.ფოსტა: isysh@tsu.ge
  • საკონტაქტო პირები: ნათია ფუტკარაძე, ირინა ნოზაძე, გიორგი ჯღარკავა, ელენე ლურსმანაშვილი, ლიზი ძაგნიძე, გიორგი ქიტოშვილი
სრულად

ბრძანების N:

აჯიბადემის უნივერსიტეტის წარმომადგენლების ვიზიტი თსუ-ში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას თურქეთში, აჯიბადემის უნივერსიტეტში თებერვალში ვიზიტის დროს  თსუ-სა და აჯიბადემის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვის შედეგად დაიგეგმა ამ ორ უნივერსიტეტს შორის უფრო მჭიდრო ურთიერთობის გზები.

 

თურქეთში მიღწეული შეთანხმების შედეგად, აჯიბადემის უნივერსიტეტის დელეგაცია ნეიროქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, პროფესორ მემეთ ოზეკის ხელმძღვანელობით თსუ-ს ეწვია. თსუ რექტორის მოადგილის ერეკლე ასტახიშვილთან, თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანის მაია ბიწკინაშვილთან და ფაკულტეტის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო აჯიბადემის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში თსუ სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების  სტაჟირების საკითხს. ორივე უნივერსიტეტის მედიცინის მიმართულების წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ გაიზიარებდნენ ერთმანეთის გამოცდილებას როგორც სამედიცინო პრაქტიკის, ასევე აკადემიურ ნაწილში.

 

აჯიბადემის უნივერსიტეტი, რომელიც მაღალტექნოლოგიური სასწავლო და კვლევითი ინფრასტრუქტურით გამოირჩევა 2007 წელს დაარსდა და დღემდე, დინამიური და თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამების გამოყენებით, პროფესორ-მასწავლებელთა მაღალკვალიფიციურ გუნდთან ერთად, ამზადებს ჯანდაცვის მომავალ სპეციალისტებს.

სრულად

ბრძანების N:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აუდიტორიებისათვის სახელის მინიჭების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუქტის ,,ა“ ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის ერეკლე ასტახიშვილის 2024 წლის 11 მარტის N6730/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-10 სასწავლო კორპუსში არსებულ 490-ე აუდიტორიას მიენიჭოს ცნობილი ქართველი მეცნიერის აპოლონ ჯინჭარაძის სახელი.

2. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ სასწავლო კორპუსში არსებულ 022-ე აუდიტორიას მიენიჭოს უნივერსიტეტელ ,,სამანელთა” სახელი.

3. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ სასწავლო კორპუსში არსებულ 021-ე აუდიტორიას მიენიჭოს ელისაბედ ბაგრატიონი - ორბელიანის სახელი.

4. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ სასწავლო კორპუსში არსებულ 212-ე აუდიტორიას მიენიჭოს ცნობილი დიპლომატის, უნივერსიტეტის ერთ-ერთი პირველი პედაგოგის აკაკი ჩხენკელის სახელი.

5. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება.

6. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტებს აუდიტორის მოწყობისათვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფა.

7. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი, აკადემიკოსი

სრულად

ბრძანების N: 78/01-01

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 16 მაისის N80/02-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის” 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტის პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის ნ. ლაცაბიძის 2024 წლის 13 მარტის N7317/10 მოხსენებითი ბარათის საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტაჟირების გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2011 წლის 16 მაისის N80/02-01 ბრძანებაში და მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„2. სტაჟიორთა კონკურსის წესით შერჩევის მიზნით შეიქმნას ,,სტაჟირების კომისია“ შემდეგი შემადგენლობით:

ა) უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი - კომისიის თავმჯდომარე;

ბ) ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე - კომისიის თავმჯდომარის მოადგილე;

გ) იურიდიული დეპარტამენტის უფროსი - კომისიის წევრი;

დ) პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსი – კომისიის წევრი;

ე) საფინანსო დეპარტამენტის უფროსი- კომისიის წევრი;

ვ) მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი-კომისიის წევრი;

ზ) სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსი - კომისიის წევრი.

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

3. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (იურიდიული დეპარტამენტი, საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტი, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტი, მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტი).

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ლაშა საღინაძე ადმინისტრაციის ხელმძღვანელი

სრულად

ბრძანების N: 97/02-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში–შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლის შესარჩევად საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის,,ა“ და ,,პ“ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-4 მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტებისა და შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის დირექტორის ირმა რატიანის 2024 წლის 22 მარტის N8342/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს 2024 წლის 21 მარტის სამეცნიერო საბჭოს სხდომის ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერით შესარჩევად დამტკიცდეს კომისია შემდეგი შემადგენლობით:

ა) გაგა ლომიძე-შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;

ბ) მანანა კვაჭანტირაძე-შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;

გ) ივანე ამირხანაშვილი-შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის განყოფილების ხელმძღვანელი, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;

2. დამტკიცდეს საკონკურსო კომისიის თავმჯდომარედ გაგა ლომიძე, საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის მოადგილედ მანანა კვაჭანტირაძე საკონკურსო კომისიის მდივნად ივანე ამირხანაშვილი

3. დაევალოს კომისიას უზრუნველყოს კონკურსის ჩატარება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილებით დამტკიცებულ მოთხოვნებთან შესაბამისობაში.

4. დაევალოს საკონკურსო კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინოს თსუ რექტორს შემაჯამებელი ოქმი არაუგვიანეს 2024 წლის 30 აპრილისა.

5. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტრესებულ პირს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი).

6. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

7. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი, აკადემიკოსი

 

სრულად

ბრძანების N: 76/01-01

საერთაშორისო სტუდენტური კონფერენცია

ფიზიკის სტუდენტთა საერთაშორისო ასოციაცია https://iaps.info/events/icps/     2024 წლის 4-11 აგვისტოს თბილისში ატარებს საერთაშორისო სტუდენტურ კონფერენციას, რომლის ვებგვერდია https://icps.ge/ 

 

მოხსენებების წარდგენა შეუძლიათ ყველა საფეხურის სტუდენტებს. კონფერნციის შესახებ დეტალურ ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ iaps -ის ვებგვერდზე, ხოლო მონაწილეობის და რეგისტრაციის პირობებს  https://icps.ge/Participate

 

სრულად

ბრძანების N:

სტუდენტ ქეთევან კოპალეიშვილს პროფესორ მამია ღაღანიძის სახელობის სტიპენდია დაენიშნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გამოცხადებულ პროფესორ მამია ღაღანიძის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებელ კონკურსში გაიმარჯვა ეკონომიკისა და  ბიზნესის ფაკულტეტის  სტუდენტმა ქეთევან კოპალეიშვილმა.

იხილეთ დანართი:

სრულად

ბრძანების N:

რეგენსბურგის უნივერსიტეტის პროფესორების საჯარო ლექცია ადმინისტრაციულ სამართალში

თსუ იურიდიული ფაკულტეტი 2024 წლის 3 და 4 აპრილს გიწვევთ რეგენსბურგის უნივერსიტეტის პროფესორების საჯარო ლექციაზე ადმინისტრაციულ სამართალში.

 

3 აპრილს, 13:00 საათზე ლექციას გაუძღვება პროფ. დოქტ. გერიტ მანსენი.

ლექციის თემა: Verwaltungsrecht im Rechtsstaat.

ლექციის ადგილი: თსუ-ის მეორე კორპუსი, 310-ე აუდიტორია.

სამუშაო ენა: გერმანული.

 

4 აპრილს, 13:00 საათზე ლექციას გაუძღვება პროფ. დოქტ. რობერტ უერპმან-ვიტზაკი.

ლექციის თემა: Vorgaben der Europäischen Menschenrechtskonvention für eine rechtsstaatliche Verwaltungsgrichtsbarkeit.

ლექციის ადგილი: თსუ-ის მეორე კორპუსი, 312-ე აუდიტორია.

სამუშაო ენა: გერმანული.

სრულად

ბრძანების N:

გამოფენა-გაყიდვა "საგურამოს" ფესტივალის ფარგლებში

 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  თსუ-ის ბიბლიოთეკის მხარდაჭერით, “საგურამოს“ ფესტივალის ფარგლებში, წმინდა ილია მართლის სახელობის საგურამოს სახლ-მუზეუმის ბიბლიოთეკის მიერ გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.

 

ექსპოზიციაზე წარმოდგენილ გამოცემებში, განსაკუთრებული აქცენტი კრიტიკულ-ესეისტურ, ფილოსოფიურ და ესთეტიკურ ნაშრომების შეკრებაზე გაკეთდა.

 

ყოველწლიური ლიტერატურული პრემია „საგურამო“ 2003 წლის 8 ნოემბერს „ილიას ფონდისა” და შპს „ლილოს “ თაოსნობით დაარსდა. პრემია შემდეგ ნომინაციებში გაიცემა: პოეზია, პროზა,თარგმანი, კრიტიკა, ხელოვნება, საბავშვო ლიტერატურა, ჰუმანიტარული მეცნიერებები; პრემიებთან ერთად ქართული კულტურისა და სულიერების წინაშე განსაკუთრებული ღვაწლისათვის გაიცემა ილიას მედალი „მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა“ .

 

პრემია „საგურამო“, მხოლოდ ლიტერატურული ჯილდო  არ არის, ის ქართული მწერლობისა და კულტურის ფართო სპექტრს მოიცავს. იგი, ლაურიატს სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ ენიჭება. პრემია არ გაიცემა ერთი ნაწარმოების ან ერთი წიგნისათვის, ჯილდო, შემოქმედს მთელი მისი შემოქმედებისა და მოღვაწეობისთვის ენიჭება.

 

კომპეტენტურ ჟიურის, რომელსაც პრემიის დამფუძნებელი ორგანიზაციები „ილიას ფონდი“ და შ.პ.ს „ლილო“ ნიშნავს. ტრადიციულად, გამარჯვებულთა დაჯილდოება 8 ნოემბერს, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეზე ხდება, ხოლო ლაურეატები 12 სექტემბერს, ილია ჭავჭავაძის მკვლელობის დღეს, ვლინდებიან. 2022 წელს “პრემია საგურამოს ლაურეატების ბიბლიოთეკა“ შეიქმნა, რომელიც ლაურეატების ნაშრომებს გამოცემს.

 

დღეისთვის 180 მწერალია დაჯილდოებული, რომელთა ნაწარმოებების ერთდროულად დაბეჭდვა შეუძლებელია, ამიტომაც მათი პერიოდულად გამოიცემა იგეგმება.

 

 

სრულად

ბრძანების N:

სირაკუზის ინსტიტუტის წარმომადგენლების სემინარი

თსუ ევროკლუბი გიწვევთ თსუ იურიდიული ფაკულტეტისა და ახალგაზრდა ევროპელი ელჩების (EU Neighbours East) თანამშრომლობის ფარგლებში ორგანიზებულ სემინარზე: „საერთაშორისო სისხლის სამართლის გამოწვევები კომპლემენტარულობის პრინციპთან მიმართებით“, რომელსაც გაუძღვებიან სირაკუზის სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებებათა საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტი ჟან-ფრანსუა ტონი და ამავე ინსტიტუტის გენერალური დირექტორი ფილიპო მუსკა.

 

აღნიშნული სემინარი ხორციელდება თსუ იურიდიული ფაკულტეტის შედარებითი და ტრანსნაციონალური სისხლის სამართლის ინსტიტუტსა და სირაკუზის ინსტიტუტს შორის არსებული პარტნიორობის ფარგლებში. ამასთან, ინსტიტუტებს შორის დაგეგმილია ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის მეტი აქტივობის განხორციელებას.

 

სემინარის ფარგლებში დამსწრეები მიიღებენ ინფორმაციას საერთაშორისო და შედარებითი სისხლის სამართლისა და ადამიანის უფლებების სფეროში საგანმანათლებლო კვლევითი დაწესებულების, სირაკუზის სისხლის სამართლის მართლმსაჯულებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ინსტიტუტის საქმიანობის შესახებ, ასევე შეიტყობენ მეტს საერთაშორისო სისხლის სამართლის გამოწვევების შესახებ კომპლემენტარულობის პრინციპთან მიმართებით.

 

თარიღი: 2024 წლის 25 მარტი, 13:00 საათი.

 

ადგილი: თსუ, II კორპუსი, 119-ე აუდიტორია.

 

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა შეავსოთ თანდართული სარეგისტრაციო ბმული: https://forms.gle/FMFLdjEWhRkYFd2g7

სრულად

ბრძანების N:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო -კვლევით ერთეულში ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომლისა და მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგების (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრფიის ინსტიტუტის დებულების, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 16 თებერვლის N4/04 ერთობლივი ბრძანებისა და ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორის ნანა ბოლაშვილის 2024 წლის 7 მარტის N6548/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2024 წლის 7 მარტის სხდომის შემაჯამებელი ოქმი N1) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომელისა და მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგები (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვრონ არჩეულად: ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის განყოფილება ტატიშვილი მარიკა -უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის განყოფილება თოლორდავა თამარი - მეცნიერი თანამშრომელი 0.5 საშტატო ერთეული ავქოფაშვილი ირაკლი - მეცნიერი თანამშრომელი 0.5 საშტატო ერთეული

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება სამეცნიერო პერსონალთან;

3. წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ვახუშტი ბაგრატიონინის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი);

5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი, აკადემიკოსი

სრულად

ბრძანების N: 64/01-01

ჯაბა სამუშიამ თსუ პროფესორი თეიმურაზ ვეფხვაძე და ანსამბლი „ქართული ხმები“ უნივერსიტეტის ოქროს მედლით დააჯილდოვა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ პროფესორი თეიმურაზ ვეფხვაძე და ლეგენდარული ანსამბლი „ქართული ხმები“ უნივერსიტეტის ოქროს მედლით დააჯილდოვა.

 

დაჯილდოების ღონისძიებაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ პროფესორ თეიმურაზ ვეფხვაძის სამეცნიერო მოღვაწეობაზე და ქართული მათემატიკური მეცნიერების განვითარებაში მის წვლილზე ისაუბრა.  „ქართული მათემატიკის სკოლისთვის და მეცნიერებისთვის მისი სახელი არის გამორჩეული. გარდა სამეცნიერო მოღვაწეობისა, მნიშვნელოვანია მისი წვლილი მათემატიკის სახელმძღვანელოების შექმნაში. მისი წიგნებით სწავლობდა და სწავლობს არაერთი თაობა სკოლებში. ის 55 წელია მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და დიდი მადლობა მას ამ თანამშრომლობისთვის“, -აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

 

ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი თეიმურაზ ვეფხვაძე რიცხვთა თეორიის ცნობილი სპეციალისტია. იგი ჯერ კიდევ სტუდენტობის წლებში ჩაერთო მეცნიერულ საქმიანობაში და ლიუვილის მიერ 100 წლის წინ დასმული პრობლემის მისეულმა ამოხსნამ დიდი რეზონანსი გამოიწვია მეცნიერულ წრეებში. იგი არის რიცხვთა თეორიაში 60-მდე ნაშრომისა და 80-მდე სახელმძღვანელოსა და სტატიის ავტორი მათემატიკის სწავლების მეთოდიკაში. მისი ხელმძღვანელობით შედგენილი გრიფირებული სახელმძღვანელოებით ისწავლება მათემატიკა პირველიდან მეთორმეტე კლასამდე.

 

თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორს თეიმურაზ ვეფხვაძეს უნივერსიტეტის ოქროს მედალი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხანგრძლივი და ნაყოფიერი სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობისათვის გადაეცა.  ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური მოღვაწეობისთვის თეიმურაზ ვეფხვაძე დაჯილდოებულია ღირსების ორდენით.

 

„55 წელია ვეწევი პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და უნივერსიტეტის გარეშე ჩემთვის ცხოვრება შეუძლებელია. მსურს გავაგრძელო ეს საქმიანობა, იმიტომ, რომ გვყავს ძალიან კარგი ახალგაზრდები. მიყვარს ჩემი უნივერსიტეტი, ჩემი სტუდენტები, ვისთვისაც ღირს ლექციაზე მოსვლა. დიდი მადლობა უნივერსიტეტს ჩემი შრომის ასეთი დაფასებისთვის“,- აღნიშნა თეიმურაზ ვეფხვაძემ.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ლეგენდარული ანსამბლი „ქართული ხმები“ (რობერტ გოგოლაშვილი, გივი ჭიჭინაძე, კობა ბერიაშვილი, ზურაბ ჩხაიძე, მალხაზ თალაკვაძე, ვასილ დოლიძე, თემურ ჭკუასელი, ჯემალ თამაზაშვილი, დავით პატარიძე, დავით აბესაძე) უნივერსიტეტის ოქროს მედლით ქართული სასიმღერო ხელოვნების განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მჭიდრო კულტურულ-შემოქმედებითი ურთიერთობის გაღრმავებაში შეტანილი წვლილისათვის დააჯილდოვა.

 

როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, 1996 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე შეიქმნა ანსამბლი ,,უნივერსიტეტი’’. 2004  წელს კი ანსამბლ უნივერსიტეტის სრული შემადგენლობა ანსამბლ ,,ქართული ხმებში’’მიიწვიეს. „ამ ლეგენდარულ ანსამბლს პირდაპირი კავშირი აქვს უნივერსიტეტთან და სიმბოლურია, რომ უნივერსიტეტის უმაღლესი ჯილდოთი, ოქროს მედლით ვაჯილდოებთ მათ“,- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.

 

ანსამბლის „ქართული ხმები“ წევრებმა მადლობა გადაუხადეს უნივერსიტეტის რექტორს და მის წარმომადგენლებს  დაჯილდოებისთვის. „დიდი პატივია ჩვენთვის ამ ჯილდოს მიღება. ნახევარი ცხოვრება ამ უნივერსიტეტის კედლებში მაქვს გატარებული და ბუნებრივია, უნივერსიტეტისგან ასეთი დაფასება ძალიან ამაღელვებელია“,-აღნიშნა თეიმურაზ ჭკუასელმა.

სრულად

ბრძანების N:

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ უნივერსიტეტის რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის N83/01-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე - 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“ და „პ“ ქვეპუნქტის, მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ უნივერსიტეტის რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის N83/01- 01 ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებულ N1 დანართს (,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესი“) მე-3 მუხლის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე - 4 მუხლი:

,,მუხლი 4. სტუდენტთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი

1. უნივერსიტეტში შესაბამისი მართვის ორგანოებისა თუ უფლებამოსილ თანამდებობის პირების მიერ გამოცემული იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტების, რომლებიც ეხება უნივერსიტეტის ყველა სტუდენტს, სტუდენტებისათვის გაცნობა გარდა საჯაროდ გამოქვეყნების გზისა, ასევე განხორციელდეს ინდივიდუალურად, თითოეული სტუდენტისათვის, ქვემოთმოცემული წესით:

ა) უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის მიერ (შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ამ აქტის მოკლე შინაარსი) დაეგზავნოს სტუდენტებს სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემით და უნივერსიტეტის სტუდენტთა ელექტრონულ ფოსტაზე, ასევე პირად მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით (მოკლე შინაარსი შესაბამისი აქტის თაობაზე) ასეთი საჭიროების არსებობის შემთხვევაში;

ბ) საფინანსო საკითხებთან დაკავშირებული (სასწავლო ქირის ოდენობა, გადახდის ვადები, დავალიანებები და სხვ.) ინფორმაცია, სტუდენტებისათვის ინფორმაციის მიწოდება უზრუნველყოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტმა, არანაკლებ თვეში ერთხელ, სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემისა და სტუდენტის ელექტრონულ ფოსტის მეშვეობით, ასევე პირად მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით (მოკლე შინაარსი შესაბამისი აქტის თაობაზე) ასეთი საჭიროების არსებობის შემთხვევაში;

გ) უნივერსიტეტის ფაკულტეტების მიერ ფაკულტეტის სტუდენტებისათვის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოკლე შინაარსის თაობაზე ინფორმაციის გავრცელების ხელშეწყობა, მათ ხელთ არსებული საშუალებებით.“.

2. დაევალოს კანცელარიას ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება.

3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი, აკადემიკოსი

სრულად

ბრძანების N: 68/01-01

E-PSY პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია

On December 19, 2023, at Sokhumi State University, the finals of the Erasmus+ institutional cooperation project "Opening of psychological counseling centers for students in higher educational institutions of Georgia" and the program of the Ministry of Education and Science of Georgia "Promotion of higher educational institutions" of the sub-program "Support of psychological and social service platform for students" were held. A conference where the achieved results were summarized.

Mr. Zurab Khonelidze - rector of Sukhumi State University, professor, president of the Georgian Academy of Education Sciences opened the conference and welcomed the audience. The work of the conference was led by the head of the Department of International Relations and Intercultural Relations of SSU, project coordinator, professor Indira Dzagania.

The following spoke: Mrs. Nino Tsereteli - Head of the Higher Education and Science Development Department of the Ministry of Education and Science of Georgia; Mrs. Nunu Mickevichi – Executive Director of the International Center for Education; Mrs. Guguli Maghradze - professor, chairman of the Association of Psychological Counseling Centers of Georgian Universities created within the project; Mrs. Irena Kudlinska – local coordinator of E-PSY at Bydgoszcz University of Economics (Poland) and vice-rector of the same university, Professor Agnieszka Walczak-Beszczynska; Mrs. Daniela Popa – local coordinator of E-PSY at Transylvania University (Romania); Mr. Roberto Righi – Head of E-PSY partner organization - Center for Human Skills, Strategy and Capacity Building (Italy); Mrs. Magda Maghradze – Chancellor of Kutaisi International University; Mr. Ramaz Sakvarelidze – psychologist and political scientist. Mrs. Maia Shukhoshvili, head of the higher education division of the Ministry of Education and Science of Georgia, participated in the conference.

Erasmus+ institutional cooperation project "Opening psychological counseling centers for students in higher educational institutions of Georgia" and the program of the Ministry of Education and Science of Georgia "Promotion of higher educational institutions" sub-program "Support of the psychological and social service platform of students" results were summarized and introduced to the public by the project coordinator Indira Dzagania.

The local coordinators, professors of the Georgian universities involved in the project: Tamar Gagoshidze, Marina Aroshidze, Nino Korinteli, Guranda Modebadze, Davit Natroshvili, Giorgi Datuashvili, Natia Tsipuria, Zurab Zurabashvili gave speeches. At the conference, in unison, the work done within the projects was assessed as successful and the importance of the obtained results was noted.

სრულად

ბრძანების N:

მარია ნიკურაძე გახდა განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული, „საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2023-2024 წელი“

მარია ნიკურაძე არის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტი, ბავშვთა სტომატოლოგიისა და სტომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკის კათედრის მოწვეული ლექტორი, კათედრის ხელმძღვანელი პროფესორი მანანა კალანდაძე. მარია ნიკურაძე გახდა განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებული, „საზღვარგარეთ კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამა 2023-2024 წელი“

ქალბატონი მარია 3 თვით მიემგზავრება ხორვატიაში, რიეკას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბავშვთა თერაპიული სტომატოლოგიის კათედრაზე კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით.

ვულოცავთ ქალბატონ მარიას კონკურსში გამარჯვებას, გრანტის მოპოვებას და ვუსურვებთ წარმატებებს!

Maria Nikuradze is  PhD student at  Ivane Javakhishvili Tbilisi State University, faculty of medicine and an invited lecturer at Department of Children's Dentistry and Prevention of Dental Diseases, the head of the department is Professor Manana Kalandadze. Maria Nikuradze  became the winner of the competition announced by the International Center for Education, "Program for Raising Qualifications Abroad 2023-2024".

Mrs. Maria is planning to improve her qualification in Croatia for 3 months at the Department of Children's Therapeutic Dentistry at Rijeka State University.

We congratulate Mrs. Maria on winning the competition, getting a grant and wish her success!

სრულად

ბრძანების N:

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო კვლევით ერთეულის - რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების და მე9 პუნქტის და 322 მუხლის პირველი, მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 16 თებერვლის N4/04 ერთობლივი ბრძანების და ინსტიტუტის დირექტორის გრიგორ ტატიშვილის 2024 წლის 29 თებერვლის N5760/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ

1.გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის და მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად;

2.უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 7 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით; 3.უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით. კონკურსანტს ასევე მოეთხოვება ვაკანსიის პროფილის მიხედვით მიღებული 1 პატენტი ან 1 სტატია გამოქვეყნებული მაღალრეიტინგულ ჟურნალში ან მონაწილეობა სამეცნიერკვლევით პროექტში.

შენიშვნა: მაღალრეიტინგული გულისხმობს, რომ შესაბამისი სამეცნიერო პროდუქტი ასახულია ან ტომსონ როიტერის Web of Science - ის ან Scopus-ის ან Google Scholar – ის ბაზაში.

4. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიეროკვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;

5.კონკურსი გამოცხადდეს 2024 წლის 5 მარტს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 8 აპრილიდან 12 აპრილის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2024 წლის 3 მაისისა.

6.კონკურსი გამოცხადდეს რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

ა) ფიზიკური და ქიმიური ანალიზის ლაბორატორია:

უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - (7 წლის ვადით) 1 საშტატო ერთეული

7.კონკურსი გამოცხადდეს რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

ა) ფიზიკური და ქიმიური ანალიზის ლაბორატორია:

მეცნიერი თანამშრომელი - (4 წლის ვადით) 1 საშტატო ერთეული მეცნიერი თანამშრომელი - (4 წლის ვადით) 0,5 საშტატო ერთეული

ბ) გიორგი აგლაძის სახელობის ელექტროქიმიისა და ელექტრომეტალურგიის ლაბორატორია:

მეცნიერი თანამშრომელი - (4 წლის ვადით) 1 საშტატო ერთეული

8.სამეცნიერო თანამდებობებზე (უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:

ა)განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2 );

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);

გ) ავტობიოგრაფია (CV);

დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;

ე)სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);

ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);

ზ)ცნობა - სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლეობის შესახებ.

9.საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2024 წლის 8 აპრილიდან 12 აპრილის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა). 1000-დან 1700 საათამდე რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში. მისამართი: მინდელის ქ. N11. ოთახო N205-ა - რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი.

10. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტი’’ - ს ელექტრონულ გვერდზე.

11.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

12.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტში).

13. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი, აკადემიკოსი

სრულად

ბრძანების N: 50/01-01