საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
გამოქვეყნდა საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალის ახალი გამოცემა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა (თსუ) და საქართველოს საკონსტიტუციოს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გამოქვეყნდა საკონსტიტუციო სამართლის ჟურნალის ახალი გამოცემა, რომელიც აერთიანებს ქართველი და უცხოელი ავტორების ნაშრომებს, რომლებიც ეძღვნება რიგი კონსტიტუციურსამართლებრივი მნიშვნელობის მქონე საკითხების განხილვას.

 

მემორანდუმი გულისხმობს თსუ-სთან თანამშრომლობის მჭიდრო პლატფორმის ჩამოყალიბებას აკადემიური, საგანმანათლებლო და კვლევითი მიმართულებით, რაც შესაძლებლობების ახალ არეალს გაუხსნის იურიდიული პროფესიის სწავლებისა და შესწავლის პროცესში ჩართულ ინდივიდებს.

 

დაწვრილებით იხილეთ მითითებული ბმული: https://bit.ly/3RYydBj 

სრულად

ბრძანების N:

უნივერსიტეტები USAID განათლება მომავლისთვის პროგრამის ფარგლებში გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის

USAID განათლება მომავლისთვის პროგრამის ფარგლებში გრძელვადიანი თანამშრომლობისთვის უნივერსიტეტების შერჩევის პროცესი დასრულდა.

 

კომისიის გადაწყვეტილებით შეირჩა:

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Akaki Tsereteli State University

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი / B S U

წმ. ანდრიას ქართული უნივერსიტეტი • SANGU

ვულოცავთ უნივერსიტეტებს აღნიშნულ წარმატებას!

შერჩეულ უნივერსიტეტებში USAID განათლება მომავლისთვის პროგრამა არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნიკური დახმარებით ხელს შეუწყობს მასწავლებლის მოსამზადებელი საგანმანათლებლო და განათლების მეცნიერებების პროგრამების განვითარებას.

 

უნივერსიტეტებში:

შემუშავდება ახალი სასწავლო კურსები, რომელიც დაფუძნებული იქნება სწავლის უნივერსალური დიზაინის პრინციპებზე

გაძლიერდება სასკოლო პრაქტიკის კომპონენტი

გაუმჯობესდება აკადემიური პერსონალის სწავლებისა და კვლევითი უნარები

გაიზრდება ხელმისაწვდომობა თანამედროვე ლიტერატურაზე

უზრუნველყოფილი იქნება უნივერსიტეტების აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორობაში ჩართვა, პროგრამასთან თანამშრომლობის ინტერესის გამოხატვა შეეძლოთ უნივერსიტეტებს, რომლებიც ახორციელებენ მასწავლებლის მომზადების ან/და განათლების მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამას, ან გეგმავენ განათლების მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამის შექმნას.

გრძელვადიანი თანამშრომლობის ინტერესი გამოხატა სულ თხუთმეტმა უნივერსიტეტმა.

აღსანიშნავია, რომ მომავალში, პროგრამის ფარგლებში, გათვალისწინებულია თანამშრომლობის სხვა შესაძლებლობები განათლების პროგრამების განმახორციელებელი ქართულ სახელმწიფო და კერძო უნივერსიტეტისთვის.

სრულად

ბრძანების N:

დოქტორანტ თეა ბორკოვსკას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

2024 წლის 16 იანვარს, 14:00 საათზე გაიმართება თსუ მედიცინის ფაკულტეტის  დოქტორანტურის  საგანმანათლებლო პროგრამის „კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინა“ დოქტორანტის  - თეა ბორკოვსკას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა.

სადისერტაციო ნაშრომის სათაური: „ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის გავრცელება, მიმდინარეობის და მართვის თავისებურებები და გამოსავლები აივ/შიდსით ავადმყოფებში საქართველოში“

სამეცნიერო  ხელმძღვანელი: პროფესორი თენგიზ ცერცვაძე

სხდომა გაიმართება ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში,  ალ. ყაზბეგის გამზირი 16, კორპუსი 8,

მეორე სართული, ბიბლიოთეკა.

სრულად

ბრძანების N:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის,  მულტილინგვური განათლების დაწყებითი საფეხურის საგანმანათლებლო, ქართულ ენაში მომზადების პროგრამების სტუდენტებისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლიანი ვადის გასვლის გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის  შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის  პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის  პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის  მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების,  56-ე მუხლის  მე-2 და მე-3 ნაწილების,  57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში  გადასვლის  წესისა  და  საფასურის“    N1 დანართის მე-3  მუხლის  მე-5 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ   ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის   სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის  2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი  განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა  და პირობების„  მე-7 მუხლის  მე-2 პუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელქტრონული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.შეუწყდეთ სტუდენტის სტატუსი სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან  5 წლიანი ვადის გასვლის გამო სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის, მულტილინგვური განათლების დაწყებითი საფეხურის საგანმანათლებლო, ქართულ ენაში მომზადების პროგრამების, სტუდენტებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5);
ვ) მედიცინის ფაკულტეტი  (დანართი №6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №7);
 

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.;
3.  დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.  ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე;
5.  წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის  მიერ შეიძლება გასაჩივრებული  იქნას
კანონმდებლობით დადგენილი  წესით  ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის  ვადაში ქ. თბილისის   საქალაქო სასამართლოში (მისამართი:  ქ.  თბილისი   დავით  აღმაშენებლის ხეივანი N64);

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 1359/01-04      

ფაკულტეტის პროფესორთა მორიგი წარმატება

აკადემიური პერსონალის სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის ფარგლებში, სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის
- პროფესორ ლევან საბაურს 
- ასოცირებულ პროფესორ ნადეჟდა კვატაშიძეს
საერთაშორისო რეცენზირებად და მაღალ იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალში სტატიის გამოქვეყნებისათვის გადაეცათ ფულადი ჯილდო.
სამეცნიერო კვლევით პუბლიკაცია „მდგრადი განვითარების ანგარიშგების წარდგენის საკითხები“ გამოქვეყნდა  Web of  Science  -ის  ბაზებში  ინდექსირებულ ჟურნალში „enterpeneuership and sustainability issues“ (მეწარმეობისა და მდგრადობის საკითხები)

სრულად

ბრძანების N:

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ  სამეცნიერო - კვლევით ერთეულში - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების   შესახებ"  საქართველოს კანონის 22-ე  მუხლის  პირველი პუნქტის, 372 მუხლის  პირველი, მე-3 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, ამავე მუხლის მე-9 და მე-11 პუნქტების, 322 მუხლის  პირველი, მე-4 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს  2017 წლის  31 მაისის № 63/2017 დადგენილების  - ,,სსიპ  - ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა  და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №03; 23.06.2017წ), „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 28 ნოემბრის  N28/04 ერთობლივი  ბრძანების, თსუ-ის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი   ერთეულის   არნოლდ ჩიქობავას  სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის ნ. მაჭავარიანის  2023 წლის  14 დეკემბრის N38027/10 საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო -კვლევითი ერთეულის  - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების  ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში  მისაღებად;
2.  უფროსი  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  7 წლის ვადით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს საკონკურსოდ  გამოცხადებული  ვაკანსიის  პროფილის მიხედვით დოქტორის ან  მასთან  გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში  სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ  გამოქვეყნებულ  სამეცნიერო პუბლიკაციებსაც)  და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით.
4. კონკურსის  მიმდინარეობისას კონკურსანტთა შორის თანაბარი მონაცემების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება  სამსახურებრივი შეთავსების არმქონე კონკურსანტს;
5. კონკურსი გამოცხადდეს 2023 წლის 20 დეკემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2024 წლის 22 იანვრიდან 2024 წლის 25 იანვრის ჩათვლით.  საკონკურსო  კომისიის  შემაჯამებელი   ოქმი  დასამტკიცებლად    წარედგინოს თსუ  რექტორს არაუგვიანეს 2024 წლის 26 თებერვლისა;
6.  კონკურსი  გამოცხადდეს  არნოლდ ჩიქობავას  სახელობის  ენათმეცნიერების ინსტიტუტში ლექსიკოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი  თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

ლექსიკოლოგიის განყოფილება

უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - ერთი საშტატო ერთეული

7. უფროსი მეცნიერი  თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობაზე    გამოცხადებულ კონკურსში  მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა)   განცხადება    საკონკურსო    კომისიის    სახელზე    დადგენილი    ფორმის   მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილება, დანართი №2 );
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის  ასლი (პასპორტი/პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი  აკადემიური  ხარისხის  დამადასტურებელი  დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე)  სამეცნიერო  საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ)  სამეცნიერო-კვლევითი   საქმიანობის   გამოცდილების   ამსახველი  კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა სქესობრივი  თავისუფლებისა  და ხელშეუხებლობის  წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;
8. საკონკურსო   დოკუმენტების მიღება 2024 წლის 22 იანვრიდან  2024 წლის 25 იანვრის ჩათვლით 1000-დან 1700 საათამდე, თსუ დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში
- არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების  ინსტიტუტში. მისამართი:  თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. №8, III სართული, ოთახი №306, საკ. ნომერი 599 400 728;
9.   ბრძანების უნივერსიტეტის  ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. ბრძანება განთავსდეს გაზეთ “თბილისის უნივერსიტეტი“-ს ელექტრონულ გვერდზე.
11.  წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით   გადაეცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საზოგადოებასთან   ურთიერთობის დეპარტამენტი,   საინფორმაციო  ტექნოლოგიების   დეპარტამენტი, არნოლდ ჩიქობავას
სახელობის ენათმეცნიერების  ინსტიტუტი).
12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე. 

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე

სრულად

ბრძანების N: 326/01-01

სტატიების მიღება სტუდენტთა რეცენზირებად ონლაინ ჟურნალში „ფილოლოგია"

ცხადდება მიღება თსუ  ჰუმანიტარული მეცნიერებების ფაკულტეტის დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტის სტუდენტთა რეცენზირებად ონლაინ ჟურნალში „ფილოლოგია.“ ჟურნალის კოლეგიის შემადგენლობაში  შედიან როგორც ქართველი, ისე უცხოელი ახალგაზრდა სპეციალისტები.  სტატიები შეიძლება წარმოადგინოთ ქართულ და ინგლისურ ენებზე. ქართულ ენაზე წარმოდგენილ სტატიას თან უნდა ერთვოდეს ინგლისური რეზიუმე, ხოლო ინგლისურ ენაზე წარმოდგენილ სტატიას-ქართული რეზიუმე. სტატიის წარმოდგენის ბოლო ვადა 2024 წლის ნომრისთვის არის 15 აპრილი. 

ელფოსტა: journalstudentstsu@gmail.com

 

სრულად

ბრძანების N:

„Eugen Ionescu“-ს სახელობის სტიპენდიები 2024 წლის გაზაფხულის სემესტრისათვის

2023-2024 აკადემიური წლის გაზაფხულის სემესტრისათვის, რუმინეთის მთავრობის მიერ გამოყოფილია "Eugen Ionescu"-ს სახელობის კვლევითი და სადოქტორო სტიპენდიები.

 

სტიპენდია განკუთვნილია უცხოელი სტუდენტებისთვის ფრანკოფონიის ორგანიზაციის წევრი და დამკვირვებელი ქვეყნებიდან. პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია სამთვიანი მობილობა რუმინეთის 33 უმაღლესი სასწავლო დაწესებულებიდან ერთ-ერთში.

 

სტიპენდიების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია შემდეგ ბმულზე.

 

სტიპენდიის მოსაპოვებლად საერთაშორისო კანდიდატის განცხადებები მიიღება წარმოებს: 2023 წლის 23 დეკემბრამდ.

 

სრულად

ბრძანების N:

ცხადდება კონკურსი „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”

ცხადდება კონკურსი

2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში პროგრამის ფარგლებში
„სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს”
(თსუ -ის რექტორის    N303/01-01 04/12/2023 ბრძანება)  

  

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს  II - VIII  სემესტრის სტუდენტს, რომელსაც 2022 - 2023 სასწავლო წლის გაზაფხულის  სემესტრში დარეგისტრირებულ საგნებში დაგროვებული აქვს არანაკლებ  30 კრედიტისა (იხ.სტუდენტთა დაფინანსების წესი)
 

შერჩევის პროცესში მონაწილეობის  მისაღებად კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:  
 

  • განცხადება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის სახელზე  (იხ. განცხადების ფორმა );
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • საბანკო ანგარიშის ნომრის  ამონაწერი  „საქართველოს ბანკიდან“; 
  • 2022 - 2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2023 წლის 5 თებერვლიდან 2023 წლის 6 აგვისტოს ჩათვლით)  სამეცნიერო და სტუდენტურ კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები (დათარიღებული სერტიფიკატი, პროგრამა ან ცნობა).
  • 2022 - 2023 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში (2023 წლის 5 თებერვლიდან 2023 წლის 6 აგვისტოს ჩათვლით)  სასწავლო სტუდენტურ აქტივობებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები  (თსუ-ს საუნივერსიტეტო ინტელექტუალური, შემოქმედებით-კულტურული ან სპორტული ღონისძიებები) დოკუმენტაცია დამოწმებული უნდა იყოს უნივერსიტეტის შესაბამისი სამსახურის მიერ
  • დოკუმენტაცია, რომელიც ადასტურებს, რომ სტუდენტი მიმდინარე სემესტრში განეკუთვნება სოციალურად მოწყვლად ჯგუფს (რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, ოჯახის სარეიტინგო ქულით 70000 და ნაკლები; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი ან სპეციალური საჭიროების მქონე პირი; მაღალმთიანი სტატუსის დასახლებაში მცხოვრები, ობოლი (უდედმამო), მრავალშვილიანი ოჯახის წევრი (4 და მეტი შვილი), ოკუპირებული ტერიტორიებიდან.
     

შენიშვნა: შემოდგომის სემესტრის აკადემიური მოსწრების ფურცლისა და ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ საფაკულტეტო/საუნივერსიტეტო კონფერენციებში მონაწილეობის/გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტებს მოიძიებს თავად საფაკულტეტო კომისია.
 

საბუთები მიიღება:   7  – 12 დეკემბრის ჩათვლით (კალენდრით გათვალისწინებულ სამუშაო დღეებში)  VI კორპუსი, №201, 10:00 -17:00 სთ.
 

პირველადი  შედეგები გამოქვეყნდება: 13 დეკემბერს

აპელაცია:  14 დეკემბერს 13 სთ-მდე

საბოლოო შედეგების გამოცხადება:  არაუგვიანეს 14 დეკემბრისა

 

გისურვებთ  წარმატებებს !

სრულად

ბრძანების N:

საბაკალავრო ნაშრომის ჩაბარების, პლაგიატზე შემოწმების და დაცვის ვადები!
  • საბაკალავრო ნაშრომის ჩაბარების ბოლო ვადა:  18 იანვარი

 

  • საბაკალავრო ნაშრომების დაცვის ვადა:  8-15 თებერვალი

 

  • პლაგიატის პროგრამაზე ნაშრომები უნდა შემოწმდეს ჩაბარებამდე (18 იანვრამდე)

 

  • საბაკალავრო პროგრამების დამამთავრებელი კურსის სტუდენტები მიმდინარე სემესტრში ვალდებულნი არიან პროგრამა Turnitin-ის გამოყენებით შეამოწმონ საკუთარი საბაკალავრო ნაშრომები პლაგიატზე.

 

  • Turnitin-ის პროგრამით ნაშრომის პლაგიატზე შემოწმების დეტალური ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ  აქ.

 
საბაკალავრო ნაშრომების პლაგიატის პროგრამაზე  ატვირთვის თარიღი 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის: 2023 წლის 30 დეკემბრიდან 18 იანვრამდე

 

სრულად

ბრძანების N:

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანება სტუდენტთა (მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობის განსაზღვრის შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის  № 352/02-01,  07.12.2023  ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსების ოდენობის განსაზღვრისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2016 წლის 27 ოქტომბრის სხდომაზე დამტკიცებული (ოქმი N7) „ფაკულტეტის სტუდენტთაგან (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის წესის“ საფუძველზე ვბრძანებ:

1. 2023-2024   სასწავლო  წლის  შემოდგომის  სემესტრის  საუნივერსიტეტო დაფინანსებიდან (ბაკალავრიატი-მაგისტრატურა) უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ბრძანებით (№ 352/02-01,  07.12.2023)  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტისათვის გამოყოფილი  თანხა (37 714 ლარი) გაიცეს ამავე ფაკულტეტის მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტთა სწავლის საფასურის დაფინანსებისთვის;

2. საუნივერსიტეტო დაფინანსებისთვის კანდიდატთა შერჩევა განხორციელდეს წინა სემესტრში სტუდენტთა აკადემიური შედეგების, სამეცნიერო აქტივობების და შესრულებული მინიმუმ 30 კრედიტის საფუძველზე;

3. პირველსემესტრელთა დაფინანსება  განხორციელდეს სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველთათვის დაწესებულ სპეციალობის გამოცდაზე მიღებული უმაღლესი შეფასების (არანაკლებ 81 ქულა) საფუძველზე.

4. 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დასაფინანსებელი ადგილების რაოდენობისა და  თანხის ზუსტი პროცენტი განისაზღვროს ფაკულტეტისთვის გამოყოფილი თანხის გათვალისწინებით შემდეგი თანაფარდობით:

მეორე,  მესამე და მეოთხე  სემესტრის სტუდენტთათვის

ა) აკადემიური შედეგების,   სამეცნიერო ნაშრომებისა და კონფერენციებში მონაწილეობის   გათვალისწინებით მიღებული რანჟირებული ქულის (83-76) მიხედვით დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის 1406.25   ლარი დასაბეგრი თანხით) 78.22 % -ით, კერძოდ 1100  ლარის ოდენობით;  

ბ) მხოლოდ აკადემიური შედეგების რანჟირებული ქულის (83-76) მიხედვით, დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 64 % -ით, კერძოდ 900  ლარის ოდენობით;  

გ) აკადემიური შედეგების,   სამეცნიერო ნაშრომებისა და კონფერენციებში მონაწილეობის   გათვალისწინებით მიღებული რანჟირებული ქულის (75.5-72) მიხედვით დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 71.11 % -ით, კერძოდ 1000  ლარის ოდენობით;  

დ) მხოლოდ აკადემიური შედეგების რანჟირებული ქულის (75.5-72) მიხედვით, დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 56.89 % -ით, კერძოდ 800  ლარის ოდენობით;  

ე) მხოლოდ აკადემიური შედეგების რანჟირებული ქულის (71.9-68) მიხედვით, დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 49.78  % -ით, კერძოდ 700  ლარის ოდენობით

 

პირველი სემესტრის სტუდენტთათვის

ა) სპეციალობაში მიღებული  შედეგების  81–100  ქულის შემთხვევაში  დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 48.50  % -ით, კერძოდ 682 ლარის ოდენობით ;

ბ) სპეციალობაში მიღებული  შედეგების  81–100  ქულის შემთხვევაში (პროგრამაზე ერთზე მეტი (ორი) სტუდენტის შემთხვევაში) დაფინანსება განხორციელდეს სწავლის სემესტრული გადასახადის (1406.25 ლარი დასაბეგრი თანხით) 24.46  % -ით, კერძოდ 344 ლარის ოდენობით;  

დასაფინანსებელ კანდიდატთა სია განიხილოს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ბრძანებით  N15/30   13.04.2023  დამტკიცებულმა კომისიამ;

ა) მანანა შამილიშვილი – დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე

ბ)  სანდრო ტაბატაძე -  სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი, თავმჯდომარის მოადგილე

გ) ელენე გელაშვილი – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი

 დ) გიორგი გოგსაძე – პროფესორი

 ე) იაგო კაჭკაჭიშვილი – პროფესორი

 ვ) მედეა უშარაული – სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი  სპეციალისტი კომისიის მდივანი

 ზ) თეა ვახანია - ფინანსური კონსულტანტი

5. დაფინანსება არ შეეხება სახელმწიფო სამაგისტრო გრანტის, ან სახელმწიფოს მხრიდან ნებისმიერი სხვა სახის სრული დაფინანსების მქონე მაგისტრანტებს.

6. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს  დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა და თვალსაჩინო ადგილზე განთავსება.

7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

სრულად

ბრძანების N: 40/30

კონკურსი ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე სწავლის მსურველთათვის

ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტი (Central European University CEU) აცხადებს მიღებას 2024-2025 სასწავლი წლისათვის 42 სამაგისტრო და 16 სადოქტორო პროგრამაზე ვენის კამპუსზე არსებულ 14 სხვადასხვა დისციპლინაში.


რატომ CEU? - ის ავსტრიაში მე-3 ადგილზეა U-Multirank უნივერსიტეტების რეიტინგით. ხოლო 2022 წლის QS მსოფლიო უნივერსიტეტების პრესტიჟულ რეიტინგში საგნების მიხედვით მისი ორი პროგრამა გლობალურ ტოპ 50-შია, სამი პროგრამა კი - ტოპ 100- ულში:
#24  - პოლიტიკა და საერთაშორისო კვლევები
#33 - ფილოსოფია
ტოპ 100 -  სოციოლოგია, ისტორია და სოციალური პოლიტიკა და ადმინისტრირება
ტოპ 150 -  სამართალი
ტოპ 200 - ეკონომიკა და ეკონომეტრია

 

CEU პოპულარული არჩევანია საერთაშორისო სტუდენტებისთვის იმიტომ რომ:
-  ყველა ხარისხს, რომლებსაც უნივერსიტეტი ანიჭებს სტუდენტებს ( ბაკალავრის, მაგისტრის თუ დოქტორის) აქვს საერთაშორისო აღიარება და აკრედიტებულია შეერთებულ შტატებსა და ავსტრიაში.
-  უნივერსიტეტი, საუკეთესო აკადემიური მაჩვენებლების მქონე აბიტურიენტებს, თითქმის ყველა პროგრამაზე სთავაზობს როგორც სრულ ასევე სხვადასხვა სახის ნაწილობრივ დაფინანსებას/სტიპენდიებს.
-  ის არის ევროპაში ერთ-ერთი წამყვანი კვლევითი ინსტიტუტი სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებებში, სადაც სტუდენტები მუშაობენ მსოფლიო დონის მკვლევარების მეთვალყურეობითა და მხარდაჭერით.
-  უნივერსიტეტის ერთიანი და მრავალფეროვანი საზოგადოება, რომელიც 140-ი ქვეყნის სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლების, პერსონალის და კურსდამთავრებულებისგან შედგება, ხელს უწყობს ღია საზოგადოების ღირებულებებს, კრიტიკულ აზროვნებას, ღია დისკუსიებსა და აკადემიურ თავისუფლებას.
-  CEU იდეალური ადგილია, თუ სტუდენტებს სურთ გაიუმჯობესონ დასაქმებისათვის საჭირო უნარ- ჩვევები და განაგრძონ მნიშვნელოვანი კარიერული წინსვლა.
-  და ბოლოს- ვენა : მუსიკის დედაქალაქი, ევროპის ახალი ბიზნეს ცენტრი და მსოფლიოში საცხოვრებლად ყველაზე კომფორტული ქალაქი Economist Intelligence Unit-ის მიხედვით.
 

უნივერსიტეტში სწავლა მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე. საგანაცხადო ფორმების გაგზავნის ბოლო ვადაა  2024 წლის 1 თებერვალი.

კონკურსში მონაწილეობის პირობების შესახებ ინფორმაციის მისაღებად და წინასაწრი რეგისტრაციისათვის მოგვწერეთ ფონდის „საერთაშორისო განათლების ცენტრი“ (ცენტრი ამ უნივერსიტეტს წარმოადგენს საქართველოში) Facebook გვერდებზე: Center for International Education – Tbilisi  ან Access CEU - Georgia Page. ასევე ელექტრონულ ფოსტის შემდეგ მისამართებზე: cie@osgf.ge ან natia@osgf.ge  ან დაგვირეკეთ ნომერზე ️577401674.

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად საჭირო ფორმის შესავსებად გადადით ბმულზე. 


 

სრულად

ბრძანების N:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების თვითშეფასების ჯგუფის შექმნის შესახებ


სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება 

                                                                                                                                    
№18/29 - 01

13.11.2023 

ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების თვითშეფასების ჯგუფის შექმნის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე–5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტისა და მე-6 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:

1.    სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების კლასტერული აკრედიტაციის მიზნებისთვის შეიქმნას თვითშეფასების ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით და პასუხისმგებლობებით:

ა) ასოცირებული პროფესორი მანანა ლობჟანიძე, დეკანის მოადგილე  
    პასუხისმგებლობის სფერო: თვითშეფასების ჯგუფის მუშაობის საერთო ხელმძღვანელობა 

ბ)  პროგრამის ხელმძღვანელები: პროფესორი ნუგზარ თოდუა, პროფესორი ირაკლი კოვზანაძე, პროფესორი დავით ნარმანია, პროფესორი ლევან საბაური, პროფესორი დემურ სიჭინავა პროფესორი თემურ შენგელია, პროფესორი იოსებ ხელაშვილი, პროფესორი გიორგი ღაღანიძე, ასოცირებული პროფესორი ნანა კაციტაძე, ასოცირებული პროფესორი ნუგზარ პაიჭაძე, ასოცირებული პროფესორი ნატო ხარაძე, ასოცირებული პროფესორი ბადრი რამიშვილი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი კონსტანტინე პეტრიაშივლი, ასოცირებული პროფესორი მირონ ტუღუში, ასიტენტ-პროფესორი დეა ფირცხალაიშვილი 
    პასუხისმგებლობის სფეროები: საგანმანათლებლო პროგრამის მიზნების, სწავლის შედეგებისა და  მათთან პროგრამის შესაბამისობის აღწერა;  მიზნების თსუ მისიასთა შესაბამისობის  შეფასება; სწავლების  მეთოდოლოგიისა და ორგანიზების, პროგრამის ათვისების ადეკვატურობის დადგენა; შესაბამისი მტკიცებულებებისა  და ინდიკატორების  შერჩევა; პროგრამის ძლიერი და გასაუმჯობესებელი მხარეების შეფასება

გ) ასოცირებული პროფესორი მარინა ჩავლეიშვილი - ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი.
    პასუხისმგებლობის სფეროები:  ხარისხის შიდა და გარე უზრუნველყოფის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება, თვითშეფასების პროცესის ორგანიზების ხელშეწყობა. 

დ) ასოცირებული  პროფესორი  მერაბ  ხოხობაია, ფაკულტეტის სამეცნიერო  კვლევებისა  და განვითარების სამსახურის უფროსი 
    პასუხისმგებლობის სფეროები: პროგრამების ინტერნაციონალიზაციისა და საერთაშორისო ურთიერთობების ანალიზი; პერსონალისა  და სტუდენტების  კვლევითი მონაცემების  ანალიზი; პერსონალისა  და სტუდენტების გაცვლით პროგრამებსა და ერთობლივ კვლევებში მონაწილეობის ანალიზი

ე) ირმა  მშვენიერაძე, ფაკულტეტის  სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი 
    პასუხისმგებლობის სფეროები: პროგრამის რაოდენობრივი მაჩვენებლების ანალიზი; სტუდენტთა საკონსულატაციო მომსახურების აღწერა, შეფასება, ანალიზი; სტუდენტთა მიღწევებისა და მათთან ინდივიდუალური მუშაობის აღწერა, სასწავლო პროცესში ჩართული აკადემიური პერსონალის ანალიზი; აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტების რაოდენობის  შეფასება ბოლო 5 წლის მანძილზე; სტუდენტთა შიდა და გარე მობილობის ანალიზი

ვ) ელისო კვირკაშვილი -  სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი
    პასუხისმგებლობის სფეროები: სტუდენტთა (მაგისტრატურტა) საკონსულატაციო მომსახურების აღწერა, შეფასება, ანალიზი; სტუდენტთა მიღწევებისა და მათთან ინდივიდუალური მუშაობის აღწერა, სასწავლო პროცესში ჩართული აკადემიური პერსონალის ანალიზი; აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტების რაოდენობის  შეფასება ბოლო 5 წლის მანძილზე; სტუდენტთა შიდა და გარე მობილობის ანალიზი

ზ) ლალი ჩიკვილაძე -  ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი
    პასუხისმგებლობის სფეროები: პროგრამაში ჩართულ პირთა სამეცნიერო/კვლევითი  მაჩვენებლების შეფასება; პერსონალისა და  სტუდენტების სამეცნიერო აქტივობის  შეფასება; პერსონალისა და სტუდენტების მიღწევების ადგილობრივ პროექტებში ჩართულობის ანალიზი. სტუდენტების (დოქტორანტურა) რაოდენობრივი მაჩვენებლების შეფასება და ანალიზი

თ) აკაკი   მიქაბერიძე ფაკულტეტის  ფინანსური  მენეჯერი  
    პასუხისმგებლობის სფეროები: საგანმანათლებლო პროგრამების  ბიუჯეტების  შედგენა;   სწავლების  ფინანსური  რესურსებით უზრუნველყოფის შეფასება; აკადემიური  პერსონალისა და  სტუდენტების სამეცნიერო მივლინებებისათვის განკუთვნილი ბიუჯეტის  შეფასება; ფაკულტეტის ბიუჯეტიდან სასწავლო ლიტერატურისათვის გამოყოფილი ფინანსური რესურსების შეფასება

ი) უჩა გოგრიჭიანი - ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი
    პასუხისმგებლობის  სფეროები: ეკონომიკური პროფილის სამინისტროებთან,  ორგანიზაციებთან და უწყებებთან გაფორმებული მემორანდუმების ანალიზი;  სტუდენტზე ორიენტირებული გარემოს შექმნის შეფასება

კ) ბონდო კაკუბავა - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მატერიალური რესურსების მართვის სამსახურის  უფროსი. 
    პასუხისმგებლობის  სფეროები: საგანმანათლებლო პროგრამის მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფის  მაჩვენებლების  აღწერა და შეფასება, შესაბამისი მტკიცებულებების მომზადება

ლ) თამარ ბაგრატიონი - ფაკულტეტის ბიბლიოთეკის  ხელმძღვანელი
    პასუხისმგებლობის სფეროები: პროგრამის სილაბუსების  შესაბამისად  ძირითადი და დამხმარე ლიტერატურით უზრუნველყოფის დონის შეფასება, ამ მიმართულებით ძლიერი და გასაუმჯობესებელი მხარეების გამოვლენა

მ) ასოცირებული პროფესორი თეა მუნჯიშვილი - ეკონომიკასა და ბიზნესში ინფორმაციული ტექნოლოგიების კათედრის წევრი  
    პასუხისმგებლობის  სფეროები: შრომის ბაზრის  შესახებ მონაცემთა მოპოვება- დამუშავება; შრომის ბაზრის კვლევის ანალიზი

ნ) ასოცირებული პროფესორი ია ნაცვლიშვილი - ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი 
    პასუხისმგებლობის სფეროები: კონსულტაციები განახლებული ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს, უმაღლესი  საგანმანათლებლო პროგრამების  აკრედიტაციის  სტანდარტების, საგანმანათლებლო პროგრამების კონცეფციების, სწავლის შედეგების შედგენის, სწავლის მიზნებისა  შედეგების შესაბამისობის საკითხებზე; სწავლების ხარისხის განვითარების შესაძლებლობების შეფასებ

ო) ასოცირებული პროფესორი ქეთევან ჩიტალაძე - ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის  სამსახურის  უფროსი სპეციალისტი
    პასუხისმგებლობის  სფეროები:    ხარისხის    უზრუნველყოფის   საკითხებთან   დაკავშირებული კონსულტაციები  პროგრამის ხელმძღვანელებთან  და სილაბუსების ავტორებთან.  დაინტერესებული მხარეების გამოკითხვის დიაგრამების მომზადება/ანალიზი; შრომის ბაზრის შესახებ მონაცემთა მოპოვება; საგამნანათლებლო პროგრამის დანართების მომზადება

პ) ზვიად სიგუა - ფაკულტეტის  სასწავლო  პროცესის მართვის სამსახურის  მთავარი სპეციალისტი 
    პასუხისმგებლობის  სფეროები: ფაკულტეტის ვებ გვერდზე  განთავსებული  ინფორმაციის სისრულის და შესაბამისობის შეფასება.

ჟ) ანა კაპანაძე -  სტუდენტი, ბიზნესის ადმინისტრირების ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა;
    დავით ნებიერიძე - სტუდენტი, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა;
    პასუხისმგებლობის  სფეროები: სტუდენტთა გამოკითხვების (მაგისტრატურა) ორგანიზებაში მონაწილეობა და რეკომენდაციების შემუშავება პროგრამის სრულყოფის მიზნით.

რ) თამარ ლაშხი - კურსდამთავრებული, ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული  
    პასუხისმგებლობის სფეროები: კურსდამთავრებულთა გამოკითხვების ორგანიზებაში მონაწილეობა და  რეკომენდაციების შემუშავება პროგრამის სრულყოფის მიზნით

ს) ბეჟან შერაშაშვილი -  კურსდამთავრებული, ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებული    
    პასუხისმგებლობის სფეროები: კურსდამთავრებულთა გამოკითხვების ორგანიზებაში მონაწილეობა და  რეკომენდაციების შემუშავება პროგრამის სრულყოფის მიზნით

ტ) ნინო ყველაშვილი - დამსაქმებელი,  საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ადამიანური რესურსების სამსახურის უფროსი
    პასუხისმგებლობის სფეროები: საგანმანათლებლო პროგრამის შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა; დამსაქმებელთა ბაზის კორექტირება.

2. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე და ყველასთვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.

3. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ფაკულტეტის დეკანი           პროფესორი        გიორგი ღაღანიძე
 

სრულად

ბრძანების N: 18/29 - 01

X სტუდენტური კონფერენცია „ანტიკურობის თანამედროვეობა“

თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის სტუდენტთა სამეცნიერო წრე/ბერძნულ-რომაული ფილოლოგიის სტუდენტური კლუბი ატარებს X სტუდენტურ კონფერენციას - „ანტიკურობის თანამედროვეობა“, რომელიც გაიმართება 2023 წლის 15-17 მაისს, ჰიბრიდულ ფორმატში (აუდიტორიასა და პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით).

 

 

 

კონფერენციას კვლავ ექნება საერთაშორისო ფორმატი და მასში მონაწილეობის მიღებას შეძლებენ არა მხოლოდ საქართველოს ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამივე საფეხურის სტუდენტები, არამედ სტუდენტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

 

 

 

კონფერენცია მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ფილოლოგია, ფილოსოფია, ისტორია, არქეოლოგია, ეთნოლოგია, ხელოვნება, კულტუროლოგია და სხვ. კონფერენციის საგანგებო სექციები დაეთმობა ბერძნულ-რომაული ფილოლოგიისა და ანტიკური კულტურის აქტუალურ საკითხებს.

 

 

 

კონფერენციის რეგლამენტი:

მოხსენება - 20 წუთი; დისკუსია - 10 წუთი.

 

 

 

კონფერენციის სამუშაო ენები:

 

ქართული და ინგლისური.

 

 

საკონფერენციოდ წარმოდგენილ თეზისებს თან უნდა ახლდეს სამეცნიერო ხელმძღვანელის წერილობითი რეკომენდაცია.

 

 

 

გთხოვთ, მონაწილეობის მსურველებმა 2023 წლის 1 დეკემბრიდან 2024 წლის 1 მარტამდე გააგზავნოთ თეზისები და ხელმძღვანელის რეკომენდაცია ელექტრონულ მისამართზე: greekstudies@tsu.ge. თეზისები განსახილველად გადაეცემა კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტს. მოხსენების პროგრამაში ჩართვის თაობაზე გეცნობებათ თეზისების გაგზავნიდან ორი კვირის ვადაში.

 

 

 

კონფერენციის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ ღონისძიებაში მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატი. შერჩეული მოხსენებები გამოქვეყნდება სტუდენტურ პერიოდულ კრებულში „მნემოსინე“.

 

 

თეზისების გაფორმების წესი:

თავფურცელი უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

მოხსენების სათაური, უნივერსიტეტი, ქალაქი, ქვეყანა, ფაკულტეტი, კურსი (სწავლების საფეხურის მითითებით);

 

მოხსენების ენა და ფორმატი;

სამეცნიერო ხელმძღვანელის სახელი და გვარი;

ფონტი: Sylfaen, ფონტის ზომა: 12, ინტერვალი: 1,5

 

თეზისების მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს 250-300 სიტყვას.

სრულად

ბრძანების N:

მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტთა საყურადღებოდ!

 

მედიცინის ფაკულტეტის სტუდენტთა საყურადღებოდ!

24 ნოემბერს საგამოცდო ცენტრში გამოცდები ჩატარდება 13:30 სთ-ზე

სრულად

ბრძანების N:

ლეიდენის უნივერსიტეტის პროფ. ლუკ ვერჰეის საჯარო ლექცია კლევერინგას პატივსაცემად თემაზე „როგორ გამოვიყენოთ მონაცემთა დაცვის წესები პრაქტიკაში?“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) იურიდიული ფაკულტეტის, ლეიდენის უნივერსიტეტისა და ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს თანამშრომლობით, 2023 წლის 29 ნოემბერს, 17:00 საათზე, თსუ-ს I კორპუსის 107-ე აუდიტორიაში გაიმართება პროფესორ ლუკ ვერჰეის საჯარო ლექცია თემაზე: როგორ გამოვიყენოთ მონაცემთა დაცვის წესები პრაქტიკაში?

 

საჯარო ლექცია ტარდება ლეიდენის უნივერსიტეტის პროფესორის რუდოლფ კლევერინგას პატივსაცემად. როგორც იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა კლევერინგამ 1940 წლის 26 ნოემბერს საჯარო გამოსვლაში გააპროტესტა ნაცისტური ოკუპანტი ძალების მიერ ებრაელი კოლეგების და განსაკუთრებით მისი კოლეგის, მაიერსის სამსახურიდან გათავისუფლება. ამის გამო ის მალევე დააკავეს. მისმა გამოსვლამ სტუდენტების გაფიცვა გამოიწვია. უნივერსიტეტი ნაცისტებმა დახურეს და მთელი ომის განმავლობაში დახურული დარჩა. ამ მოვლენასთან დაკავშირებით, პროფესორ კლევერინგას პატივსაცემად, ყოველწლიურად, ლეიდენის უნივერსიტეტის ფონდი მართავს „კლევერინგას ლექციებს“ მსოფლიოს მრავალ ადგილას.

 

2023 წელს, საქართველოში საჯარო ლექცია მიეძღვნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხების, კერძოდ, ევროკავშირის მონაცემთა დაცვის რეგულაციისა (GDPR) და პრაქტიკაში მისი რეალიზების პერსპექტივების განხილვას, მათ შორის, 2018 წელს ევროკავშირის მონაცემთა დაცვის რეგულაციის (GDPR) ძალაში შესვლიდან დღემდე განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებსა და მათ გავლენას საქართველოზე.

 

მომხსენებლის შესახებ:

პროფესორი ლუკ ვერჰეი არის ლეიდენის უნივერსიტეტის პროფესორი საკონსტიტუციო და ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით; 1992 წელს უტრეხტის უნივერსიტეტში მას მიენიჭა დოქტორის ხარისხი ფუნდამენტური უფლებების ჰორიზონტური ეფექტის შესწავლაში, კერძოდ, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან მიმართებით; 1986-1993 წლებში იგი იყო ასისტენტ-პროფესორი როტერდამის ერასმუსის უნივერსიტეტსა და უტრეხტის უნივერსიტეტში; 1993-2000 წლებში იყო იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო დეპარტამენტის იურისტი და შემდგომში ამავე დეპარტამენტის მრჩეველი; 2000-2012 წლებში მაასტრიხტის უნივერსიტეტის საკონსტიტუციო და ადმინისტრაციული სამართლის პროფესორი; 2008 წლიდან მაასტრიხტის მონტესკიეს ინსტიტუტის დირექტორი; 2007 წლიდან 2010 წლამდე პროფ. ლუკ ვერჰეი იყო იუსტიციის სამინისტროს საკანონმდებლო დირექტორატში მრჩეველი, რომელიც პასუხისმგებელია ნიდერლანდების ანტილის კუნძულების საკონსტიტუციო რეფორმის პროექტების მართვაზე; 2011 წლის 1 მარტიდან კი - სახელმწიფო საბჭოს მრჩეველთა დეპარტამენტის წევრი.

სრულად

ბრძანების N:

მოსწავლეები ადამიანის უფლებათა დაცვის დღესთან დაკავშირებით (კონფერენცია) კონკურსი

მოსწავლეთა კონფერენცია (10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე)
მოსწავლეების და მასწავლებლების საყურადღებოდ
ძვირფასო მეგობრებო,
10 დეკემბერი არის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის დღე (მიღებულ იქნა გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1948 წლის 10 დეკემბერს). ეს დეკლარაცია წარმოადგენს კაცობრიობის უმაღლეს მიღწევას ადამიანის უფლებების დაცვის საქმეში. 
1992 წლის ივლისში საქართველო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 179-ე წევრი გახდა, იმავდროულად აღიარა ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია, როგორც უზენაესი კანონი ადამიანის უფლებების დაცვაში. ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია შედგენილია ამ დეკლარაციის სულისკვეთებით და სრულ თანხვედრაშია მასთან.
თსუ საბავშვო უნივერსიტეტი მოგიწოდებთ, მონაწილეობა მიიღოთ მოსწავლეთა კონფერენციაში, რომელიც მიეძღვნება დეკლარაციის მიღების თარიღს. 
მოსწავლეს უნდა ჰყავდეს მასწავლებელი - სამეცნიერო ხელმძღვანელი. 
კონფერენციაზე წარსადგენი ნაშრომის თემატიკის შერჩევისას შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის სულისკვეთებით და ქვემოთ მოყვანილი ადამიანის უფლებათა დაცვის ძირითადი საკითხების მოკლე ჩამონათვალით: 
ადამიანის ძირითადი უფლებები - სიცოცხლის, თავისუფლების, პირადი ხელშეუხებლობის, მოქალაქეობის, საცხოვრებელი ადგილის არჩევისა და თავშესაფრის, დემოკრატიული არჩევნების მეშვეობით სახელმწიფოს მართვა გამგეობაში მონაწილეობის, შრომის, თანაბარი შრომისათვის თანაბარი ანაზღაურების მიღების, დასვენების, განათლების, კულტურული ცხოვრებისა თუ მეცნიერულ პროგრესში მონაწილეობის და ა. შ. უფლებები.
დეკლარაციით გამოცხადებულია ასევე: რელიგიისა და მრწამსის, სიტყვის, გამოხატვის, კრებებისა და ასოციაციების თავისუფლება; 
აკრძალულია: მონობა, მონებით ვაჭრობა, იძულება, წამება, ღირსების შელახვა; 
ჩამოყალიბებულია სისხლის სამართლის , სისხლის საპროცესო სამართლისა და საოჯახო სამართლის უმთავრესი ძირითადი დემოკრატიული პრინციპები, ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლებები. 
დეკლარაციის მოთხოვნაა ეს უფლებები და თავისუფლებები ვრცელდებოდეს ყველა ადამიანზე განურჩევლად რასისა, კანის ფერისა, სქესისა, ენისა, რელიგიისა, სექსუალური ორიენტაციისა, პოლიტიკური თუ სხვა მრწამსისა, ეროვნული და სოციალური წარმომავლობისა, წოდებრივი და ქონებრივი ცენზისა. 
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ VIII-XII კლასის მოსწავლეებს. კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა უნდა მოგვაწოდოს საკუთარი ნაშრომი ელ.მისამართზე juniorplus@tsu.ge შემდეგი წარდგენით:  პირველ გვერდზე ჯერ უნდა იყოს დატანილი ავტორის სახელი, გვარი, კლასი, სკოლა; სამეცნიერო ხელმძღვანელი მასწავლებლის სახელი, გვარი, სპეციალობა. მეორე გვერდზე უნდა დაიწეროს თემის სათაური. ტექსტი წარდგენასთან ერთად - მაქს. 3 გვერდი, შრიფტი sylfaen, ზომა 11. ნაშრომს უნდა ახლდეს გამოყენებული ლიტერატურის (წყაროების) ჩამონათვალი. 
საკონკურსო ვადები
I ეტაპი - კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია - 27 ნოემბრის ჩათვლით

>> სარეგისტრაციო ბმული << 
II ეტაპი - ნაშრომების მიღება -  2 დეკემბერის ჩათვლით
III ეტაპი - კონფერენციისათვის შერჩეულ ავტორთა სიის გამოქვეყნება - 11 დეკემბერი

საკონფერენციო ნაშრომები შეფასდება თსუ საბავშვო უნივერსიტეტის ჟიურის მიერ.
საუკეთესო ნაშრომები გამოქვეყნდება თსუ საბავშვო უნივერსიტეტის გვერდზე. ასევე გამოიცემა კრებულის სახით, რომლიც გადაეცემათ მონაწილეებსა და მათ კონსულტანტ პედაგოგებს. ასევე მონაწილეები დაჯილდოვდებიან სერტიფიფიკატებით.
კონფერენციის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

პატივისცემით,
თსუ საბავშვო უნივერსიტეტი

სრულად

ბრძანების N:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2023 წელის მიღებაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2023 წლის 14 ნოემბრის N 34364/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე 2023 წლის მიღებაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესის ვადები დანართი N1 შესაბამისად (დანართი N1).

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 280/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მე-2 საერთაშორისო კონფერენცია: "მეცნიერება, განათლება, ინოვაციები და ქიმიური ტექნოლოგიები - იდეიდან დანერგვამდე. 2023"ორგანიზებისათვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-12 პუნქტებისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორის 2023 წლის 07 ნოემბრის №33545/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. 2023 წლის 23-25 ნოემბერს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით მე-2 საერთაშორისო კონფერენცია: "მეცნიერება, განათლება, ინოვაციები და ქიმიური ტექნოლოგიები - იდეიდან დანერგვამდე. 2023" ჩატარების მიზნით, შეიქმნას საორგანიზაციო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:

ა) ჯაბა სამუშია - თსუ რექტორი, აკადემიკოსი, საორგანიზაციო საბჭოს თავმჯდომარე;

ბ) გრიგორ ტატიშვილი - თსუ რ.აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორი, საორგანიზაციო საბჭოს თანა-თავმჯდომარე;

გ) თინათინ ლეჟავა - თსუ რ.აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, საორგანიზაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

დ) ნათელა ანანიაშვილი - თსუ რ.აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის სწავლული მდივანი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;

ე) ნიკოლოზ ნიორაძე - თსუ რ.აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;

ვ) მარიამ ცაცანაშვილი - სასწავლო კვლევითი სამეცნიერო ცენტრის დირექტორი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;

ზ) ლელა კვინიკაძე - თსუ რ.აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;

თ) ელიზავეტა ცხაკაია - თსუ რ.აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;

ი) დავით გოგოლი - თსუ რ.აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;

კ) ნინო გიორგაძე - თსუ რ.აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;

ლ) მარინე მაჭავარიანი - თსუ რ.აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;

მ) თორნიკე ლეჟავა - თსუ რ.აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის ლაბორანტი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;

ნ) სულხან ტაბატაძე - თსუ რ.აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის ლაბორანტი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;

ო) სპარტაკ ხუციშვილი - თსუ რ.აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;

პ) თამარ მახარაძე - თსუ რ.აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;

ჟ) გიორგი ღვედაშვილი - თსუ სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;

რ) თინათინ იზორია - საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენის უფროსის მოადგილე, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;

ს) მანონი ჯოჯუა - თსუ საფინანსო დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;

ტ) ნატო ჩუბინიძე - თსუ საინფორმაცო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;

უ) არჩილ კუკულავა - თსუ იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;

ფ) იოსებ სოფრომაძე - თსუ მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი; 

2. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს კონფერენციის ტექნიკური მხარდაჭერა.

3. დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს კონფერენციის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა.

4. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს უზრუნველყოს კონფერენციის სათანადოდ გაშუქება.

5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

6. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 282/01-01