საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
თსუ პროფესიული სტუდენტები თბილისის „გეზ“-ში

საბაჟო საქმის პროფესიული პროგრამის (თბილისი) სტუდენტები თბილისის გაფორმების ეკონომიკურ ზონას ეწვივნენ და პრაქტიკულად შეისწავლეს ის პროცედურები, რომელიც საქონლის/პროდუქციის ქვეყანაში შემოტანის შემდეგ არის გასავლელი. 

 

მომავალი საბაჟო საქმის სპეციალისტებს თბილისის „გეზი“-ის უფროსის მოადგილემ დათა არქანიამ გაუწია მეგზურობა. სტუდენტებს ეტაპობრივად აუხსნეს საბაჟო ფორმალობები და პროცედურები, რაც თბილისის გეზში ხირციელდება. ესაა საქონლის დეკლარაციის შევსების, ყვითელ და წითელ დერეფნებში განსაზღვრული დეკლარაციების კონტროლის, სატრანსპორტო საშუალებების კონტროლის, საქონლის ჩამოტვირთვა-დატვირთვის პროცედურები და სხვა. 

 

როგორც პროფესიულმა მასწავლებელმა გიორგი წიკლაურმა აღნიშნა, ასეთი გასვლითი ღონისძიებები ხშირად ხორციელდება, რადგან თსუ პროფესიული განათლების ცენტრში პრაქტიკულ კომპონენტს დიდი ყურადღება ეთმობა. „ეს ერთგვარ სტიმულს და მოტივაციას აძლევს სტუდენტებს უკეთესად ისწავლონ, დაინახონ ის შესაძლებლობები, რაც შეიძლება ჰქონდეთ სწავლის დასრულების შემდეგ, მათ შორის, საბაჟო სტრუქტურაში დასაქმების მხრივ“,-განაცხადა გიორგი წიკლაურმა.

 

პროფესიული სტუდენტების თქმით, თბილისის გეზ-ში ვიზიტი ძალიან საინტერესო იყო მათთვის. „დავათვალიერეთ და გავეცანით გაფორმების ეკონომიკური ზონის ყველა დეტალს და ნიუანსს. ძალიან კმაყოფილი დავრჩი დღევანდელი დღით. ეს ყველაფერი სტიმულს მაძლევს, რომ შემდგომ  პერიოდში უკვე ვიფიქრო საბაჟოს კუთხით როგორ დავგეგმო ჩემი საქმიანობა“,-აღნიშნა ნინო ივანიაშვილმა.

 

თეორიულ სწავლებასთან ერთად პრაქტიკული გამოცდილების მიღება ასევე საინტერესო აღმოჩნდა ზურაბ ლოსაბერიძისთვის. პროფესიული სტუდენტი დარწმუნებულია, რომ პროგრამის ფარგლებში მიღებული პრაქტიკული გამოცდილება ძალიან დაეხმარება სტუდენტებს მომავალ საქმიანობაში. 

 

პროფესიული პროგრამა „საბაჟო საქმე“ თსუ პროფესიული განათლების ცენტრში 2018 წლიდან ხორციელდება.
 

სრულად

ბრძანების N:

ბერნდ ჰაინრიხისათვის  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის 2023 წლის 20 ივლისის №20154/31-05 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 24 ივლისის №12 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1.  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისათვის, უნივერსიტეტის სტუდენტების, აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობასა და უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციაში შეტანილი წვლილისათვის პროფესორ დოქტორ ბერნდ ჰაინრიხს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.


2. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე   

სრულად

ბრძანების N: 76/2023

ბერნჰარდ კემპენისათვის  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ჩ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის 2023 წლის 20 ივლისის №20154/31-05 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 24 ივლისის №12 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ათწლიანი აქტიური თანამშრომლობისათვის, სამაგისტრო პროგრამა LL.M zu Köln-ის მუდმივი მხარდაჭერის, უნივერსიტეტის სტუდენტების, აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის სამეცნიერო-საგანმანათლებლო საქმიანობასა და უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციაში შეტანილი წვლილისათვის პროფესორ დოქტორ ბერნჰარდ კემპენს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.


2. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე   

სრულად

ბრძანების N: 78/2023

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის  ფაკულტეტზე პროფესორების, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 18 ივნისის №157/2018 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, 31–ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 18 ივლისის №19877/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 24 ივლისის №12 სხდომის ოქმის  საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1.  ამოღებულ იქნეს „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის  ფაკულტეტზე პროფესორების, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 18 ივნისის №157/2018 დადგენილების 1.2. პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი. 


2.  დადგენილება ძალაში შევიდეს 2023 წლის პირველი სექტემბრიდან.

 


აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე    

სრულად

ბრძანების N: 80/2023

მიღება აბიტურიენტთა მოსამზადებელ კურსებზე

 თუ ხარ აბიტურიენტი და გსურს წარმატებით ჩააბარო ერთიანი ეროვნული გამოცდები, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას აბიტურიენტთა მოსამზადებელ კურსებზე შემდეგ საგნებში: 

 ქართული ენა და ლიტერატურა;
 უცხო ენა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული);
 ისტორია;
 სამოქალაქო განათლება;
 მათემატიკა;
 ლიტერატურა;
 გეოგრაფია;
 ბიოლოგია;
 ქიმია;
 ფიზიკა;

 მეცადინეობებს კვირაში ორჯერ, ორი საათის განმავლობაში დარგის პროფესიონალები - თსუ პროფესორ-მასწავლებლები გაუძღვებიან.

 რეგისტრაციისთვის, მიჰყევით ბმულს: 
https://bit.ly/3zoREc0


დამატებითი ინფორმაციისთვის: 
579344443; abiturienti@tsu.ge;

სრულად

ბრძანების N:

ფიზიკის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევ საკონკურსო კომისიასთან გასაუბრების განრიგი

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე, ფიზიკის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორის თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო კომისიის მიერ პრეტენდენტის სტატუსი მიენიჭათ და გასაუბრებაზე დაბარებული არიან შემდეგი კონკურსანტები:

N

პრეტენდენტის სახელი,

გვარი
კათედრა

საკონკურსო

თანამდებობა

გასაუბრების თარიღი,

დრო

გასაუბრების

ადგილი
1 რევაზ შანიძე ელემენტარული ნაწილაკების და კვანტური ველების

 
ასოცირებული  პროფესორი

28.07.2023

12:00 სთ
თსუ II კორპუსი, 
ოთახი 216

 

სრულად

ბრძანების N:

კონფერენცია "მიკრობების ვირუსები"

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ხუთდღიანი საერთაშორისო კონფერენცია “მიკრობების ვირუსები”დასრულდა. მიკროორგანიზმების ვირუსების შესახებ სხვადასხვა ფუნდამენტურ საკითხებს მსოფლიო დონის წამყვანი სპეციალისტები განიხილავდნენ. ღონისძიებაში მონაწილეობა მსოფლიოს 54 ქვეყნის ხუთასზე მეტმა მეცნიერმა და სამეცნიერო აკადემიის წარმომადგენელმა მიიღო.

 

კონფერენცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს მიკრობიოლოგთა ასოციაციის და ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის ორგანიზებით ჩატარდა. მისი ორგანიზატორები იყვნენ პროფესორი ნინა ჭანიშვილი და პარიზის პასტერის ინსტიტუტის საპატიო პროფესორი დავით ფრანგიშვილი, ვისი ინიციატივითაც 2010 წელს პასტერის ინსტიტუტში დაარსდა “მიკრობების ვირუსების” კონფერენციების სერია. თბილისის კონფერენციის წინამორბედი ღონისძიებები ჩატარდა ბელგიაში, შვეიცარიაში, პოლონეთში, ინგლისსა და პორტუგალიაში.

სრულად

ბრძანების N:

თსუ-ის  საკალათბურთო კლუბი ევროტურნირზე იასპარეზებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი, რომელიც ამ სეზონში საქართველოს ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა, FIBA-ს ჩემპიონთა ლიგაში მოსახვედრად იბრძოლებს. თსუ მონაწილეობას მიიღებს FIBA-ს უმაღლესი რანგის ევროტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე და წარმატების შემთხვევაში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება. აღნიშნულთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეხვედრა გაიმართა,  რომელსაც თსუ რექტორი ჯაბა სამუშია, საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ნიკოლოზ ცქიტიშვილი და გუნდის წევრები ესწრებოდნენ.

 

„დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში კალათბურთის ფედერაციასთან ერთად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ თსუ-ს საკალათბურთო გუნდი უნივერსიტეტისა და ქვეყნის ღირსებას ევროტურნირზე დაიცავს. ეს იქნება ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი, რადგან ბოლო ხუთი წელია ქართულ   საკალათბურთო გუნდს ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობა არ მიუღია,“- აღნიშნა ჯაბა სამუშიამ.

 

საქართველოდან ევროტურნირზე 2017-2018 წლების სეზონში თბილისის დინამომ ითამაშა, რომელმაც სეზონი ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან დაიწყო, თუმცა ჯგუფურ ეტაპზე გასვლა ვერ მოახერხა.

 

5 ივლისს, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში მდებარე FIBA-ს მთავარ ოფისში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა შედგება, სადაც გაირკვევა თსუ-ს მეტოქეები. ჩემპიონთა ლიგის 2023-2024 წლების სეზონში 32 გუნდი მიიღებს მონაწილეობას, საიდანაც 29 ადგილი უკვე დაკავებულია. დარჩენილი 3 საგზურისთვის 24 გუნდი საკვალიფიკაციო ეტაპზე იბრძოლებს. ჩემპიონატი 25 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. 5 ივლისის წილისყრაზე თსუ-ს მეტოქეებთან ერთად გაირკვევა გათამაშების ის ფორმატი, რომლითაც საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდება.

ის გუნდები, რომლებიც საკვალიფიკაციო ეტაპიდან ვერ მოახერხებენ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გადასვლას, ერთი საფეხურით დაბლა მდგომ FIBA ევროპის თასზე გადაინაცვლებენ, სადაც რეგულარული ჩემპიონატი ოქტომბერში დაიწყება და 4-გუნდიანი ჯგუფებიდან 2-2 საუკეთესო გავა.

თსუ-ში დაწყებულია მოთამაშეთა სელექცია და მოკლე ხანში გუნდის ძირითადი ბირთვი ჩამოყალიბებული იქნება. ქართველ კალათბურთელებთან ერთად სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი გაძლიერდება ლეგიონერებით, რომლებიც თსუ-ს მთელი სეზონის განმავლობაში, როგორც ევროსარბიელზე, ისე საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში დაეხმარებიან.

სრულად

ბრძანების N:

"ინკლუზიური განათლება საქართველოში -  მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები -2023"

 განათლების სხვადასხვა საფეხურზე საქართველოში მიმდინარე ინკლუზიური განათლების მიღწევებსა და გამოწვევებზე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეროვნული კონფერენცია  "ინკლუზიური განათლება საქართველოში -  მიღწევები, გამოწვევები და პერსპექტივები - 2023" გაიმართა.

 

 კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს  სახელმწიფო სტრუქტურების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ღონისძიებაზე რელევანტური სამეცნიერო კვლევების შედეგები წარმოადგინეს მკვლევრებმა საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან. კონფერენცია  ერაზმუს+ პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“  ფარგლებში ჩატარდა, რომელიც თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხების კვლევის ცენტრის კოორდინაციით ხორციელდება.

 

როგორც თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა თამარ გაგოშიძემ აღნიშნა, კონფერენცია არის შემაჯამებელი ღონისძიება იმ აქტივობებისა, რომელიც პროექტის განმავლობაში განხორციელდა. მისი მონაწილეები დაგროვილ გამოცდილებას გაუზიარებენ ერთმანეთს, რაც დაგვეხმარება ინკლუზიური განათლების პრინციპების დანერგვაში განათლების სხვადასხვა საფეხურზე, მათ შორის, სკოლებში. „ეს არის ნაბიჯი, რომელიც მასწავლებლებს შესაძლებლობას მისცემს, უკვე მომზადებული შეხვდეს იმ გამოწვევებს, რაც მათ სკოლაში ელოდებათ“, - განაცხადა თამარ გაგოშიძემ.

           
კონფერენციაზე განიხილეს ისეთი საკითხები, როგორიცაა განათლების სახელმწიფო პოლიტიკა, განხორციელებული რეფორმები და ინოვაციები; ინკლუზიური პროფესიული განათლება; სოციალური მუშაკის როლი ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ სისტემაში, USAID საბაზისო განათლების პროგრამა-მრავალშრიანი მხარდამჭერი სისტემა (MTSS); სოციალური და ემოციური კომპეტენციების მხარდაჭერა საბაზო საფეხურზე და სხვა.

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხების კვლევის ცენტრის დირექტორის, CISI პროექტის ხელმძღვანელის თამარ მახარაძის ინფორმაციით, ღონისძიება ყოველწლიურ სახეს მიიღებს. კონფერენცია საშუალებას მისცემს პროცესში ჩართულ დაინტერესებულ მხარეებს - მკვლევრებს, მასწავლებლებს, დამსაქმებლებს, საგანმანათლებლო დაწესებულებების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს იმსჯელონ ინკლუზიური განათლების აქტუალურ საკითხებზე და მტკიცებულებაზე დაფუძნებული მიდგომით, ხელი შეუწყონ ინკლუზიური განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და ზოგადად, ინკლუზიური საზოგადოების განვითარებას.

 

  კონფერენცია  ერაზმუს+ პროგრამის მიერ დაფინანსებული პროექტის „ინოვაციები კურიკულუმში სოციალური ჩართულობის მხარდასაჭერად“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტი 2019-2023 წლებში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხების კვლევის ცენტრის კოორდინაციით, ხორციელდება.

სრულად

ბრძანების N:

ეგვიპტის უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების სამინისტროს სტიპენდიები

ეგვიპტის უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების სამინისტრო აცხადებს კონკურსს 2023-2024 აკადემიური წლისთვის სტიპენდიების მოსაპოვებლად

 

კონკურსში მონაწილეობის მსურველები უნდა დარეგისტრირდნენ შემდეგ ვებგვერდზე

ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში საბუთების წარდგენის ბოლო ვადაა მიმდინარე წლის 1 აგვისტო.

აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ:

ცნობა სასწავლებლიდან, ნიშნების ფურცელი - (GPA -ინდექსი)

CV

პასპორტის ასლი

სრულად

ბრძანების N:

ირლანდიის პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა თსუ სტუდენტებთან

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ირლანდიის პარლამენტის თავჯდომარე შონ ო ფარელი ეწვია. „თქვენ ხართ ამ ქვეყნის მომავალი, ქმნით ამ მომავალს. თქვენ საკუთარ თავს ხედავთ ევროკავშირის მოქალაქეებად. ჩვენი წილი კი ამ საქმეში ამ მიმართულებით გადადგმული თქვენი ნაბიჯების მხარდაჭერაა,“- განაცხადა ირლანდიის პარლამენტის თავმჯდომარემ შონ ო ფარელმა სტუდენტებთან შეხვედრისას. პარლამენტის თავმჯდომარეს თსუ კანცლერმა ლაშა საღინაძემ უმასპინძლა. შეხვედრის ბოლოს შონ ო ფარელმა უპასუხა სტუდენტების კითხვებს.

 

ირლანდიის პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ის დარწმუნებულია, საქართველოს  მოსახლეობას სურს ევროკავშირში გაწევრიანება ისევე, როგორც ევროკავშირს სურს იხილოს საქართველო თავის წევრად; ისაუბრა ევროკავშირის როგორც პოლიტიკურ, ასევე ეკონომიკურ უპირატესობებსა და სარგებელზე. ასევე ისაუბრა უკრაინის ომში ირლანდიის მთავრობის მხარდაჭერაზე.

 

სტუდენტებთან შეხვედრაზე შონ ო ფარელმა საქართველოს მტკიცე მხარდაჭერა აღუთქვა ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე: „ჩვენ ვხედავთ ქართული საზოგადოების სურვილს რომ ეს ქვეყანა იხილონ ევროკავშირში. საქართველო რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციაშია. ხელისუფლებამ და ოპოზიციამ ერთად უნდა იმუშაონ ამ საკითხზე და უფრო სწრაფი და თვალსაჩინო ნაბიჯები გადადგან.“

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრას ირლანდიის საპარლამენტო დელეგაციის წევრები და ირლანდიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გიორგი ზურაბაშვილი ესწრებოდნენ.

სრულად

ბრძანების N:

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცდების ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ რექტორის 2012 წლის 12 ივლისის №84/01-01 ბრძანებაში დამატების შეტანის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის,,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა’’ , ,,ო’’ და ,,პ’’ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის 2023 წლის 18 მაისის №გ-1/109/2023 გადაწყვეტილების საფუძველზე: 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.,,სსიპ- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოცდების ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე’’ რექტორის  2012 წლის  12 ივლისის №   84/01-01 ბრძანებით  დამტკიცებული  დანართი  №1-ს  დაემატოს  დაემატოს შემდეგი შინაარსის 31  მუხლი:,,მუხლი 31. ინფორმაცია სტუდენტების გამოცდაზე განთავსება
1. საგამოცდო ცენტრის უფროსი უნივერსიტეტის ვებგვერდზე, გამოცდამდე არაუგვიანეს ერთი დღისა, აქვეყნებს სტუდენტების გამოცდაზე განთავსების  ინფორმაციის ამსახველ დოკუმენტს, რომელიც შეიცავს სტუდენტის სახელს, გვარს, სექტორის ნომერს, ადგილის ნომერს და საგნის დასახელებას.
2.სტუდენტების გამოცდაზე განთავსების შესახებ ინფორმაცია უნივერსიტეტის ვებგვერდიდან წაშლილი უნდა იქნეს შესაბამისი გამოცდის დასრულებიდან არაუგვიანეს მეორე დღისა.“.
2.დაევალოს  კანცელარიას  ბრძანების  ყველასათვის  ხელმისაწვდომ  ადგილზე განთავსება.
3.დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება.
4.ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთავავე.
5.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64), მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.


რექტორი     ჯაბა სამუშია                                                                                                                                  
 

სრულად

ბრძანების N: 144/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემებისა და მეცნიერ-ხელმძღვანელების დამტკიცების, ასევე დამტკიცებული სადისერტაციო თემების და ხელმძღვანელების ცვლილების შესახებ

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

დეკანის ბრძანება

                                                                                                                                   

№06/29 - 01

21.06.2023

ქ.თბილისი

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემებისა და  მეცნიერ-ხელმძღვანელების  დამტკიცების, ასევე დამტკიცებული სადისერტაციო თემების და ხელმძღვანელების ცვლილების შესახებ      

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 29-ე მუხლის მესამე პუნქტის „ა“, „ე“ და „თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ა“, „კ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.    დამტკიცდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტების სადისერტაციო თემები და მეცნიერ-ხელმძღვანელები:
1.1.    თეონა     თამარაშვილი     -     „სოციალური     მედია     მარკეტინგის     გამოყენება და პერსპექტივები საქართველოს აგრობიზნესში“
       მეცნიერ- ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი მაია სეთური
1.2.    თეა ჯანიაშვილი - „მარკეტინგის გამოყენების  ასპექტები   საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში“
       მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ბაბულია მღებრიშვილი
1.3.    ნათია წაქაძე - „ციფრული მარკეტინგის გავლენა საცალო ვაჭრობის მომხმარებელთა ქცევაზე“
       მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ეკატერინე უროტაძე
1.4.    მარიამ ოქრუაშვილი - „საქართველოში გენდერული მულტიუთანასწორობის სტატისტიკური კვლევა“
    მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი სიმონ გელაშვილი
1.5.    ნინო მებაღიშვილი - „საქართველოსა და ევროკავშირის ქვეყნებს შორის ტურისტული ნაკადების ინდიკატორებისა და მოლოდინების სტატისტიკური კვლევა“
     მეცნიერ-ხელმძღვანელი:  ასოცირებული პროფესორი ნინო აბესაძე 
1.6.    გახარია ვაჟა - "საქართველოში ქსელური სასტუმროების ფინანსური მენეჯმენტის თანამედროვე გამოწვევები და დაძლევის ძირითადი მიმართულებები"  
    მეცნიერ-ხელმძღვანელი:  პროფესორი იოსებ ხელაშვილი
1.7.    მაღრაძე ანა - „აგროტურიზმის განვითარების სტრატეგია ქვემო ქართლის რეგიონში“
მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ვალერი არღუთაშვილი
1.8.    ოსიშვილი ლანა - „გლობალური კრიზისების გავლენა და მათი დაძლევის მიმართულებები საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაში” 
    მეცნიერ-ხელმძღვანელი:  ასოცირებული პროფესორი ვალერი არღუთაშვილი
1.9.    ოქროშიძე ლალი -"საქართველოს ტურისტული ბიზნესის სრულყოფის ძირითადი მიმართულებები  თანამედროვე  ეტაპზე“ 
    მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი იოსებ ხელაშვილი
1.10.    სტეფანიშვილი სოფიო - “ტურისტული პროდუქტების ფინანსური მოდელირების სრულყოფის ძირითადი მიმართულებები  (საქართველოს მაგალითზე)”  
    მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი იოსებ ხელაშვილი 
1.11.    ქართველიშვილი ნანა - „კრეატიული ტურიზმის განვითარების პოტენციალი საქართველოში" 
    მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი იოსებ ხელაშვილი
1.12.    შარია მარიამი - „ტურიზმის ღირებულებათა ჯაჭვის სივრცით-ტერიტორიული მოწყობის  ძირითადი მიმართულებები საქართველოში“
    მეცნიერ-ხელმძღვანელი:  პროფესორი იოსებ ხელაშვილი
1.13.    ხიდეშელი გიორგი - „საქართველოს ტუროპერატორული ბიზნესის განვითარების პერპსექტივები თანამედროვე პოსტ-კრიზისულ პერიოდში“
მეცნიერ-ხელმძღვანელი:   პროფესორი იოსებ ხელაშვილი 
1.14.    ლევან  ხვედელიძე - „ფისკალური პოლიტიკის გავლენა ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარებაზე საქართველოში“
    მეცნიერ-ხელმძღვანელი:  პროფესორი მურმან კვარაცხელია.  
1.15.    ნინო მიქელაძე - „ფისკალური კონსოლიდაციის მოსალოდნელი მაკროეკონომიკური ეფექტების რეგულირება საქართველოში“
    მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი გივი ბედიანაშვილი
1.16.    დავით ჭაია - „განახლებადი ენერგიების მოხმარების ზემოქმედება ეკონომიკურ ზრდაზე საქართველოში“
    მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი გივი ბედიანაშვილი
1.17.    ვლადიმერ წითლაური - „აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ეკონომიკურ ზრდაზე ფინანსური ბაზრების ზემოქმედების მაკროეკონომიკური ანალიზი“
    მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი გივი ბედიანაშვილი
1.18.    ელენე გრიგოლია - "დისკრიმინაციის ფორმების გავლენა ორგანიზაციულ კონფლიქტზე და თანამშრომელთა კმაყოფილების მართვის მექანიზმები"
    მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნატალია ხარაძე
1.19.    ლევან ხუნჯუა - „ მცირე და საშუალო საწარმოთა განვითარების გაუმჯობესების გზები საქართველოში“
    მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნინო ფარესაშვილი
1.20.    თინათინ ძოწენიძე-"სტრესის დაძლევის და ავთენტური ლიდერული უნარები ეფექტიან მართვაში"
    მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნინო ფარესაშვილი
1.21.    ქეთევან გოგნაძე - "სამედიცინო მომსახურების ხარისხის მართვის გაუმჯობესების გზები საქართველოს ჰოსპიტალურ სექტორში"
    მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნინო ფარესაშვილი
1.22.    შოთა გაბადაძე -  ,,საქართველოს სადაზღვევო კომპანიების გადახდისუნარიანობის მაჩვენებლების  გაუმჯობესების მიმართულებები“
        მეცნიერ-ხელმძღვანელის ასოც.პროფ.   ხათუნა ბარბაქაძე,
1.23.    ბექა დარახველიძე - „წილობრივი ინვესტიციის ღირებულების გამოთვლაზე ზემოქმედი ფაქტორების ანალიზი განვითარებად ქვეყნებში"    
    მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი ირაკლი კოვზანაძე
1.24.    ნათია ლაკია- „კაპიტალის  ბაზრის  ფუნქციონირების გამოწვევები და  პერსპექტივები  საქართველოში " 
    მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი მაია გოგოხია
1.25.    გიორგი ფარესიშვილი - „კაპიტალის ბაზრის განვითარების პერსპექტივები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში" 
    მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი მიხეილ ჩიკვილაძე
1.26.    ნინო ადამია - „ინოვაციების ზეგავლენა მცირე და საშუალო ბიზნესის   კონკურენტუნარიანობის  ამაღლებაზე“
        მეცნიერ-ხელმძღვანელი:  პროფესორი თემურ შენგელია
1.27.    ირაკლი ზოიძე - ,,საინვესტიციო რისკების გავლენა ეკონომიკის მდგრად განვითარებაზე”        
    მეცნიერ-ხელმძღვანელი:  ასოცირებული პროფესორი ხათუნა ბარბაქაძე
1.28.    შავლეგო ხუნაშვილი - „კომპანიების კონკურენტუნარიანობის ამაღლების გზები ტრანსპორტისა და ლოგისტიკის დარგში“  
        მეცნიერ-ხელმძღვანელი:   პროფესორი გიორგი ღაღანიძე
1.29.    კახაბერ პაიჭაძე  - "დასაქმების რეგულირების მიმართულებები საქართველოში"
    მეცნიერ-ხელმძღვანელი:  ასოცირებული პროფესორი მირონ ტუღუში
1.30.    თამუნა სულხანიშვილი  - "ადამიანური რესურსების შეფასების თავისებურებები და მათი სრულყოფის გზები საჯარო სექტორში"
    მეცნიერ-ხელმძღვანელი:  ასოცირებული პროფესორი ნატალია ხარაძე
1.31.    მიხეილ ლომინაშვილი - "პირადაპირი უცხოური ინვესტიციების ტენდენციები საქართველოში კოვიდ 19 პანდემიის ფონზე"
         მეცნიერ-ხელმძღვანელი:   ასოცირებული პროფესორი შოთა ვეშაპიძე
1.32.    პავლე ფხალაძე - „საქართველოსა და აშშ-ს ეკონომიკური თანამშრომლობის პრიორიტეტები“  
      მეცნიერ-ხელმძღვანელი:   ასოცირებული პროფესორი ლელა ჯამაგიძე
1.33.    საბა სახვაძე - „გლობალიზაციის პირობებში ღვინის კომპანიების საერთაშორისო გაფართოების სტრატეგიები“      
    მეცნიერ-ხელმძღვანელი:  პროფესორი თეიმურაზ შენგელია 
1.34.    ანა გიორგაძე - „ინკლუზიური ბიზნესის მოდელების სპეციფიკა საქართველოში“,          მეცნიერ-ხელმძღვანელი:   ასოცირებული პროფესორი ხათუნა ბერიშვილი
1.35.    თეიმურაზ ხატიაშვილი - საფონდო ბირჟის განვითარების ტენდენციები და მისი სრულყოფის ძირითადი მიმართულებები საქართველოში“
         მეცნიერ-ხელმძღვანელი:  ასოცირებული პროფესორი ლალი ხიხაძე
1.36.    მარიამ ხორავა - „საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობის გავლენა ქვეყნის ეკონომიკურ-პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე“ 
    მეცნიერ-ხელმძღვანელი პროფესორი რევაზ გველესიანი
1.37.    ქეთევან ჩაფიძე - „შრომის ბაზრის რეგულირების გავლენა დასაქმების პოლიტიკაზე საქართველოში“  
მეცნიერ-ხელმძღვანელი პროფესორი რევაზ გველესიანი
1.38.    ნათია ჟღენტი -  „გარემოს დაცვის ხელშემწყობი ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოში“  
    მეცნიერ-ხელმძღვანელი პროფესორი რევაზ გველესიანი
1.39.    თინათინ ლომსაძე - „კლასტერების განვითარების ეკონომკური პოლიტიკა საქართველოში“  მეცნიერ-ხელმძღვანელი:  ასოცირებული პროფესორი გულნაზ ერქომაიშვილი
1.40.    ხატია ვაშაყმაძე -  „საქართველოს სახელმწიფო ვალის მდგრადობის შეფასება და მისი გავლენა საფინანსო პოლიტიკის მიზნებზე“  
    მეცნიერ-ხელმძღვანელი:  ასოცირებული პროფესორი ირინა გოგორიშვილი
1.41.    თეა ჩაჩუა - „საცალო ვაჭრობის განვითარების ტენდენციები საქართველოში მდგრადი მარკეტინგის კონტექსტში“ 
    მეცნიერ-ხელმძღვანელი:  ასოცირებული პროფესორი  ბაბულია მღებრიშვილი
1.42.    ნატალია ბეჟიტაშვილი - „ციფრული მარკეტინგის გავლენა  საცალო ვაჭრობაზე (საქართველოს მაგალითზე)“ 
    მეცნიერ-ხელმძღვანელი:  ასოცირებული პროფესორი ეკატერინე უროტაძე
1.43.    ნია თოდუა - „საქართველოს ჯანდაცვის სექტორში მომხმარებელთა ქცევაზე სოციალური მედია მარკეტინგის გავლენა“ 
    მეცნიერ-ხელმძღვანელი:  ასოცირებული პროფესორი  ჩარიტა  ჯაში
1.44.    დავით როინიშვილი -  ,,ინდივიდთა გადაწყვეტილებების მანიპულირების ეკონომიკური მექანიზმი  პროგნოზირებადი ირაციონალური ქცევის პირობებში“                       
    მეცნიერ-ხელმძღვანელი:  პროფესორი  ეთერ ხარაიშვილი
1.45.    ნუცა მაჭავარიანი -  „კონკურენცია საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე: თანამედროვე გამოწვევები და დარგის  განვითარების  პერსპექტივები"
    მეცნიერ-ხელმძღვანელი:  ასოცირებული პროფესორი  მარინა ჩავლეიშვილი
1.46.    ნოდარ კერესელიძე   -    ,,საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმებების გავლენა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარებაზე“  (ასოცირებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებების მაგალითზე)
    მეცნიერ-ხელმძღვანელი:  პროფესორი  ეთერ ხარაიშვილი
1.47.    ბექა ზაუტაშვილი „მცირე და საშუალო საწარმოთა ციფრული ტრანსფორმაცია: გამოწვევები და პერსპექტივები საქართველოში“
    მეცნიერ-ხელმძღვანელი:  პროფესორი  ეთერ ხარაიშვილი
1.48.    ანა გვრიტიშვილი - „ეკონომიკურ განათლებაზე  მოთხოვნის ტენდენციები: თანამედროვე გამოწვევები და სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებები საქართველოში“                          
    მეცნიერ-ხელმძღვანელი:  პროფესორი  ეთერ ხარაიშვილი
1.49.    დიმიტრი ფირცხალაიშვილი - „მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმების მაკროეკონომიკური ეფექტი საქართველოში“
    მეცნიერ-ხელმძღვანელი:  ასისტენტ- პროფესორი მარინა ტაბატაძე
1.50.    ნინო დოხტურიშვილი - ,,კახეთის რეგიონის დემოგრაფიული პროცესების სტატისტიკური კვლევა"
          მეცნიერ-ხელმძღვანელი:  ეკონომიკურ  მეცნიერებათა დოქტორი მერაბ ხმალაძე
1.51.    დავით გავარდაშვილი - „ორგანიზაციული ცვლილებების მენეჯმენტი ქართულ კომპანიებში“
          მეცნიერ-ხელმძღვანელი:  ასოცირებული პროფესორი მანანა ხარხელი
1.52.    გიორგი მჟავანაძე - ,,თამბაქოს მოხმარების კონტროლის პოლიტიკის ზეგავლენა სოციალურ-ეკონომიკურ უთანასწორობასა და ეკონომიკურ კეთილდღეობაზე საქართველოში“        
    მეცნიერ-ხელმძღვანელი:  ასოცირებული პროფესორი მარინა ნაცვალაძე
1.53.    სალომე დეისაძე - "სურსათზე მოთხოვნის გავლენა სასურსათო პოლიტიკის ფორმირებაზე საქართველოში"
    მეცნიერ-ხელმძღვანელი:  ასოცირებული პროფესორი მარინა ნაცვალაძე
1.54. ლაშა კელიხაშვილი - „საქართველოს მთავრობის ვალის გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე"    
    მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ნაზირა კაკულია
2. ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ დოქტორანტ თამთა თოდაძის სადისერტაციო თემა „ტურიზმის განვითარების ეკონომიკური პოლიტიკა პოსტკრიზისულ პერიოდში“ შეიცვალოს: „ინფლაციის რეგულირების ზემოქმედება ეკონომიკური ზრდის პოლიტიკაზე“ (მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი გულნაზ ერქომაიშვილი)
3. ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ალექსანდრე ვაჭარაძის სადისერტაციო თემა: „პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ეფექტიანობის ამაღლების ეკონომიკური პოლიტიკა“,  შეიცვალოს  „მწვანე ენერგეტიკის განვითარების ეკონომიკური პოლიტიკა საქართველოში“.
მეცნიერ-ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ირინა გოგორიშვილი
4. ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ თამარ ჯანგულაშვილის სადისერტაციო თემა: ,,სოციალური მარკეტინგის როლი საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაუმჯობესების ხელშესაწყობად (საქართველოს მაგალითზე)“, შეიცვალოს ,,ღია ინოვაციების როლი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაში“ 
მეცნიერ-ხელმძღვანელი:  პროფესორი თემურ შენგელია.
5. ბიზნესის ადმინისტრირების სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ რუსუდან სრესელს, ემერიტუსი პროფესორის ელენე ხარაბაძის ნაცვლად დაუმტკიცდეს მეცნიერ-ხელმძღვანელი: პროფესორი ლევან საბაური. 
6. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
7. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
8. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


ფაკულტეტის დეკანი        პროფესორი                გიორგი ღაღანიძე
 

სრულად

ბრძანების N: 06/29 - 01

 სტუდენტური პროექტის „პოლიტიკური განათლების სკოლის“ კურსდამთავრებულთა დაჯილდოების ღონისძიება

 თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური პროექტის "პოლიტიკური განათლების სკოლის" კურსდამთავრებულების დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ მიიღო.

 

„პოლიტიკური განათლების სკოლა“ სტუდენტური პროექტების კონკურსის გამარჯვებულია და უნივერსიტეტის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის ფარგლებში 120-ზე მეტმა მონაწილემ წარმატებით დაასრულა სწავლა. წელს პროექტში საჯარო და კერძო სკოლების მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, რომელთაც ცოდნა და გამოცდილება თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა და პროფესორებმა გაუზიარეს.

 

 ღონისძიებაზე თსუ რექტორმა, ჯაბა სამუშიამ პროექტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მომავალ საქმიანობაში წარმარტება უსურვა: „თქვენ უკვე გაქვთ ის პოლიტიკური კულტურა, რაც სჭირდება ახალგაზრდა პოლიტიკოსს. ასეთი წამოწყებები ძალიან კარგი საშუალებაა, რომ თქვენნაირი გულანთებული ახალგაზრდები ჩაერთონ ქვეყნისთვის მნიშვნელოვან პროცესებში, ჩვენ გიცხადებთ სრულ მხარდაჭერას ამ და სხვა მსგავს აქტივობებში.“

 

დაჯილდოების ცერემონიაზე მონაწილეებმა მოკლედ შეაჯამეს პროექტის შედეგები და ყველაზე აქტიური სამი მონაწილე- მარიამ სოხაძე, ლილუ ჩხარტიშვილი და მარიამ კომახიძე სიმბოლური საჩუქრებითა და სერტიფიკატებით დააჯილდოვეს. ღონისძიებაზე პროექტის მონაწილეებს, სიტყვით მიმართა თსუ პროფესორმა მალხაზ მაცაბერიძემ: „თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიღებული განათლება ყოველთვის ქვეყნის წინსვლის გარანტი იყო. იმედი მაქვს, რომ თქვენ იქნებით კიდევ უკეთესები, ვიდრე იყო წინა თაობა და სულ ასეთი სწორი გზებით ივლით.“

 

პროექტის ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ ისეთ თემებს, როგორიცაა პოლიტიკური იდეოლოგიები, სახელმწიფოს წარმოშობისა და საჭიროებების საკითხები, სამოქალაქო საზოგადოების მახასიათებლები, დეზინფორმაციის პოლიტიკა და სხვა. პროექტს მხარს უჭერს თსუ საბავშვო უნივერსიტეტი.

 

შემეცნებით-საგანმანათლებლო და სპორტულ-კულტურულ სტუდენტურ პროექტებს თსუ ბიუჯეტი აფინანსებს. მიმდინარე წელს ამ პროექტებისთვის უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან 850 ათასი ლარი გამოიყო.  კონკურსი წლის განმავლობაში სამჯერ ცხადდება. 2023 წელს უნივერსიტეტმა უკვე 200-მდე სტუდენტური პროექტი დააფინანსა.

სრულად

ბრძანების N:

ჯაბა სამუშია ტელდერსის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მონაწილე სტუდენტებს შეხვდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია  იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის სტუდენტების გუნდს შეხვდა, რომლებმაც ჰააგაში გამართულ ტელდერსის სახელობის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული სასამართლო პროცესების 46-ე საერთაშორისო რაუნდებში საუკეთესო შედეგებით იასაპარეზეს.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდმა ჯამური შედეგით (განმცხადებლის წერილობითი პოზიციისა და ზეპირი გამოსვლების  ქულების ერთობლიობით)   მე-2 ადგილი დაიკავა. ამასთან, მოპასუხე მხარემ ზეპირი გამოსვლის კომპონენტში დაიკავა საპრიზო  მე-2 ადგილი, ხოლო მოსარჩელის წერილობითმა პოზიციამ მე-3 ადგილი.

 

ტელდერსის საერთაშორისო სამართლის იმიტირებული პროცესი, 1977 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და ევროპის კონტინენტზე ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ საერთაშორისო სამართლის იმიტირებულ სასამართლო პროცესს წარმოადგენს.

 

გუნდი დაკომპლექტდა თსუ იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის მიერ. გუნდს წარმოადგენდნენ იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლისა და სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტები - თათია ბიწაძე, თამარ ვარდიაშვილი, ნიკოლოზ ნურაშვილი და ნინო ახალაძე. გუნდის მწვრთნელია საერთაშორისო სამართლის პროგრამის კურსდამთავრებული ქეთევან ჩაფიაშვილი, რომელიც თავად არაერთი საერთაშორისო და ადგილობრივი იმიტირებული სასამართლოს პროცესის მონაწილე და გამარჯვებულია. მომზადების პროცესში ჩართულები არიან საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის აკადემიური და მოწვეული პერსონალი და საერთაშორისო სამართლის პროგრამის კურსდამთავრებულები.

 

წელს საერთაშორისო რაუნდებში მონაწილეობას იღებდა ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების 27 გუნდი. თსუ-ს გუნდმა საერთაშორისო რაუნდებში იასპარეზა ნიდერლანდების სამეფოს, რუმინეთის, ესტონეთისა და თურქეთის გუნდების წინააღმდეგ.

 

შეხვედრას ასევე  ესწრებოდნენ: თსუ იურიდიული ფაკულტეტის თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, თამარ ზარანდია, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, საერთაშორისო სამართლის პროგრამების ხელმძღვანელი ირინე ქურდაძე, თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი ეკა სირაძე, ასისტენტ პროფესორი მარიამ კევლიშვილი, მოწვეული ლექტორი თამთა ზაალიშვილი.

                  

თსუ-ს რექტორი, ჯაბა სამუშია: „თქვენი წარმატება ძალიან მნიშვნელოვანია როგორც უნივერსიტეტისთვის, ასევე ჩვენი ქვეყნისთვის.  სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ ყველა იმ ინიციატივაში, რომელიც ემსახურება თქვენს განათლებასა და პროფესიულ განვითარებას.“

 

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დეკანი, თამარ ზარანდია: „სასიხარულოა, რომ თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისაგან შემდგარმა გუნდმა დიდი წარმატებით იასპარეზა და წელს საუკეთესო შედეგი აჩვენა ტელდერსის სახელობის საერთაშორისო იმიტირებულ პროცესზე. ჩვენი სტუდენტები ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების 27 გუნდის წარმომადგენლებთან ასპარეზობდნენ სერიოზული კონკურენციის პირობებში და გუნდი ჯამური შეფასებით ჩვენი გუნდი შევიდა შეჯიბრის საუკეთესო სამეულში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევაა.  მე ვულოცავ ამ გამარჯვებას გუნდის წევრებს და ყველა ჩართულ მხარეს.  გვახარებს, რომ ჩვენი განსაკუთრებული სტუდენტები საკუთარი მიღწევებით ყოველთვის გვაძლევენ სიამაყის საფუძველს”.

 

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, საერთაშორისო სამართლის პროგრამების ხელმძღვანელი ირინე ქურდაძე: „ტრადიციულად, ჩვენი სტუდენტები წარმატებით ასპარეზობენ სხვადასხვა საერთაშორისო და ადგილობრივ იმიტირებულ შეჯიბრებებში. თუმცა, ტელდერსის შეჯიბრში წლევანდელი შედგი განსაკუთრებულია. წარმატებები, რომელსაც პროგრამის ფარგლებში ვაღწევთ, შეუძლებელი იქნებოდა, რომ არა თსუ-სა  და იურიდიული ფაკულტეტის ადმინისტრაციის მხარდაჭერა.  ფასდაუდებელია   საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის იმ აკადემიური, მოწვეული პერსონალისა და კურსდამთავრებულების ძალისხმევა, ვინც აქტიურად არიან ჩართული პროგრამის განხორციელებასა და გუნდის მომზადების პროცესში“.   

ტელდერსის საერთაშორისო სამართლის საერთაშორისო იმიტირებული პროცესში მონაწილე თსუ-ს გუნდის ხელმძღვანელი, მოწვეული ლექტორი  ქეთი ჩაფიაშვილი: „იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობა საუკეთესო შესაძლებლობაა საერთაშორისო სამართლის ყველაზე აქტუალური საკითხების საკვლევად, ადვოკატირების უნარ-ჩვევების გამოსამუშავებლად და პროფესიული კონტაქტების დასამყარებლად“.

სრულად

ბრძანების N:

დოქტორანტ თინათინ კაჭარავას სადისერტაციო ნაშრომის დაცვა

2023 წლის 4  ივლისს, 16:00  გაიმართება თსუ მედიცინის ფაკულტეტის  სადოქტორო პროგრამის „კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინა“ დოქტორანტის -   თინათინ კაჭარავას   სადისერტაციო ნაშრომის დაცვა.

სადისერტაციო ნაშრომის სათაური: „B12 ვიტამინის დეფიციტის კავშირი ფარისებრი ჯირკვლის აუტოიმუნურ დაავადებებთან“

სამეცნიერო  ხელმძღვანელები: პროფესორი ელენე გიორგაძე, ასოცირებული პროფესორი შოთა ჯანჯღავა.

სხდომა გაიმართება მორფოლოგიის ინსტიტუტში, N201 აუდიტორიაში.

სრულად

ბრძანების N:

საჯარო სამართლის საზაფხულო სკოლა ბერლინში

DAAD - ფინანსური მხარდაჭერით, მიმდინიარე წლის 2-11 ივლისს გაიმართება საჯარო სამართლის საზაფხულო სკოლა ბერლინში, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ბერლინის ეკონომიკისა და სამართლის უნივერსიტეტის (Hochschule für Wirtschaft und Recht Berlin), უკრაინის უნივერსიტეტების, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები.

 

საზაფხულო სკოლის სამუშაო ენა არის ინგლისური (B2 დონე).

 

საზაფხულო სკოლა გაიმართება ბერლინის მიწის საკონსტიტუციო და ადმინისტრაციულ სასამართლოებთან თანამშრომლობით.

 

საზაფხულო სკოლაში მონაწილეები შეირჩევიან კონკურსის საფუძველზე. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ თსუ იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებს.

 

მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი (CV, მოტივაციის წერილი და ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი) უნდა გამოაგზავნონ მაისამდე ელექტრონულ მისამართზე: paata.turava@tsu.ge.

სრულად

ბრძანების N:

სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

თსუ იურიდიული ფაკულტეტი აცხადებს ყოველსემესტრული სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციისათვის დოკუმენტების მიღებას.

დოკუმენტაცია მიიღება 2023 წლის 10 მაისიდან 4 ივნისის ჩათვლით.

ამავე ვადაში, კონფერენციაში მონაწილეობის მსურველმა საკონფერენციო ნაშრომი უნდა ატვირთოს “E-Learning”-ის სასწავლო ბაზაში, პროგრამა “Turnitin”-ის გამოყენებით პლაგიატზე შემდგომი შემოწმების მიზნით.

საკონტაქტო ელფოსტა: lawconference@tsu.ge

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ - https://bit.ly/3pRvWw6

სრულად

ბრძანების N:

ახალგაზრდობის თანხმობის აქტი” - შეხვედრა თსუ სტუდენტებთან


8 ივნისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა "ახალგაზრდობის თანხმობის აქტის" ინიციატორებს უმასპინძლა, რომლებიც სტუდენტებს აქტის შინაარსსა და მნიშვნელობაზე ესაუბრნენ.

“ახალგაზრდობის თანხმობის აქტზე” ხელმოწერით, ქართველი ახალგაზრდები მტკიცე მხარდაჭერას უცხადებენ საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს. ამ მოვლენით ისინი საზოგადოებას კონსოლიდაციის ძირითად პრინციპებსა და ღირებულებებს უჩვენებენ, რასაც ქართული სახელმწიფოებრიობის მომავალი უნდა დაეფუძნოს. ახალგაზრდებს მიაჩნიათ, რომ ეს პროცესი ხელს შეუწყობს და პოზიტიურად აისახება წლის ბოლოს საქართველოსთვის ევროკავშირის მხრიდან წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.

შეხვედრის განმავლობაში გაიმართა დისკუსია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში ახალგაზრდების როლის შესახებ. დაინტერესებულ ახალგაზრდებს კი შესაძლებლობა ჰქონდათ, ხელი მოეწერათ "ახალგაზრდობის თანხმობის აქტზე".

ამ ეტაპზე მიმდინარეობს შეხვედრები მთელი საქართველოს მასშტაბით, უნივერსიტეტებსა თუ პროფესიულ სასწავლებლებში. სტუდენტებს კი შესაძლებლობა აქვთ ხელი მოაწერონ თანხმობის აქტს. 

პროცესს მხარს უჭერს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო პლატფორმა. “ახალგაზრდული თანხმობის აქტი” უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლების მიერ შექმნილმა დამოუკიდებელმა საორგანიზაციო ჯგუფმა შეიმუშავა. 

“ახალგაზრდობის თანხმობის აქტზე” ხელმოწერისთვის ეწვიეთ ბმულს. 
 

სრულად

ბრძანების N:

ჟურნალი „სტუდენტური საისტორიო ძიებანი“ III

ჟურნალი „სტუდენტური საისტორიო ძიებანი“ აცხადებს მიღებას მესამე ნომრისთვის, რომელიც მიმდინარე წლის შემოდგომაზე გამოიცემა.

სტატიების გამოგზავნა შესაძლებელია 2023 წლის 10 სექტემბრამდე, ელექტრონულ მისამართზე

studentresearches2021@gmail.com

ჟურნალში გამოსაქვეყნებლად სტატიების გამოგზავნა შეუძლიათ საქართველოს აკრედიტებული უნივერსიტეტების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებს.

გამოგზავნილი სამეცნიერო სტატია, შესაძლოა, ეხებოდეს საქართველოსა და მსოფლიოს ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოლოგიისა და კულტურის კვლევების საკითხებს.

ასევე, ჟურნალში დასაბეჭდად მიიღება აკადემიური თარგმანები.

ჟურნალში ცალკე სექცია ეთმობა წყაროების პუბლიკაციას.

სტატიები ანონიმური რეცენზირების გზით შეირჩევა. ავტორებს შესაძლებლობა ექნებათ გამოასწორონ რეცენზენტის შენიშვნები და სტატიის განახლებული ვარიანტი, გონივრულ ვადებში, ხელახლა წარმოადგინონ დასაბეჭდად.

ლიტერატურის დამოწმების წესები და სხვა დეტალები იხილეთ მითითებულ ბმულზე

https://drive.google.com/file/d/1O2Sl5XxUaxkwVS1fWvtIU2IKfs5I0YZp/view?fbclid=IwAR2YQvHr7S2ad43TwFvfWR5E-MS3Fenaqz3h2Z1MnigX6_rQsW1pHgNX8ig

ჟურნალის პირველი ნომრის ელექტრონული ვერსია იხილეთ:

https://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/411991/1/Studenturi_Saistorio_Dziebani_2022_N1.pdf

დამატებითი ინფორმაციისთვის:

551 52 53 99 – ნიკოლოზ სარაჯიშვილი

სრულად

ბრძანების N: