საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია "ბასკური ენისა და ლიტერატურის აქტუალური პრობლემები"

2023 წლის  12 ივნისს, 11:00 საათზე, 202 აუდიტორიაში,  ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკად. შოთა ძიძიგურის სახელობის ბასკოლოგიის ცენტრი და თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების  ს/ს ინსტიტუტი  გამართავენ სტუდენტთა  სამეცნიერო კონფერენციას "ბასკური ენისა და ლიტერატურის აქტუალური  პრობლემები".

15.00 საათზე გაიმართება ბასკური ფილმის ჩვენება.

 

დამატებითი ინფორმაცია იხ. პროგრამაში.

სრულად

ბრძანების N:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგის (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო     უნივერსიტეტის     წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“, და ,,პ’’ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო- კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დებულების, მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის ნუგზარ ღლონტის 2023 წლის 7 ივნისის N15232/10  წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2023  წლის 6 ივნისის  სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

 ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსის შედეგი (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვროს არჩეულად:

დედამიწის ფიზიკისა და  გეომაგნეტიზმის სექტორი
ნინო ყვავაძე - მეცნიერი თანამშრომელი(4 წლის ვადით) - 0,5 საშტატო ერთეული.

2.დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტმენტს ნინო ყვავაძესთან შრომითი ხელშეკრულების  გაფორმება.
3.წინამდებარე ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი).
5.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი, აკადემიკოსი   ჯაბა სამუშია
 

სრულად

ბრძანების N: 129/01-01

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ


"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი, მე-3 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322  მუხლის პირველი, მე-4, და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 5 ივნისის N15/04 ერთობლივი ბრძანებისა და ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მიხეილ ნიორაძის 2023 წლის 7 ივნისის N15270/10  წერილის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევით   ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად;

2. უფროსი   მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე   7   წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო- კვლევითი   საქმიანობის   გამოცდილება   (რაც   გულისხმობს   არა   მხოლოდ   სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და  უნდა ჰქონდეს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით (დანართი N1). ასევე მოეთხოვება სამეცნიერო- კვლევით პროექტებში მონაწილეობა;

3. კონკურსი გამოცხადდეს 2023 წლის 14 ივნისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 17 ივლისიდან 2023 წლის 24 ივლისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად   წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს
2023 წლის 30 ივლისისა.

4. კონკურსი გამოცხადდეს ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში    უფროსი მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:

ექსპერიმენტული ფიზიკის განყოფილება

უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული.

5. სამეცნიერო თანამდებობაზე (უფროსი მეცნიერი თანამშრომელი) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:

ა)  განცხადება  საკონკურსო  კომისიის  სახელზე  დადგენილი  ფორმის  მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2, კონკურსში მონაწილეობის მსურველის მხრიდან დაუშვებელია წარდგენილი იქნას ერთზე მეტი განცხადება ერთზე მეტ საკონკურსო თანამდებობაზე);
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV) სამეცნიერო     პუბლიკაციების ნუსხითურთ, შედგენილი კონკურსანტისათვის    მისაღები    ფორმით    მისი    მოღვაწეობის    სრულად    ასასახავად (ავტობიოგრაფია წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, ფაილის ფორმატი  - Word და PDF  ფაილების სახით);
დ) შესაბამისი აკადემიური  ხარისხის დამადასტურებელი  დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
6.კონკურსში მონაწილეობის შესახებ ვადის დარღვევით (განცხადების მიღების ვადის გასვლის შემდგომ) წარდგენილი განცხადება (დოკუმენტაცია) მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.
7. საკონკურსო კომისია ამოწმებს წარმოდგენილი დოკუმენტაციის მოთხოვნებთან შესაბამისობას. საკონკურსო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენის შემთხვევაში, კონკურსში მონაწილეობის მსურველს ეძლევა განაცხადის განმეორებით წარმოდგენის  ვადა,  მაგრამ  არაუმეტეს  საკონკურსო  განცხადებით  გათვალისწინებული 
საკონკურსო განცხადებების /დოკუმენტაციის/ მიღების ვადის ამოწურვიდან 5 სამუშაო დღისა.
8. კონკურსში მონაწილეობის მსურველის მიერ ამავე ბრძანების მე-7 პუნქტით განსაზღვრული პირობების დარღვევის შემთხვევაში საკონკურსო განცხადება მიღებასა და რეგისტრაციას არ ექვემდებარება.
9. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2023 წლის 17 ივლისიდან 2023 წლის 24 ივლისის ჩათვლით, 1000-დან 1700 საათამდე, ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შენობაში.        მისამართი: თბილისი,  გიორგი დანელიას ქ. N10, ოთახი N448.
10. ბრძანება გამოქვეყნდეს „თბილისის უნივერსიტეტის“ელექტრონულ გვერდზე.
11. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
12. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიები ფიზიკის სამეცნიერო - კვლევითი ინსტიტუტი);
13. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.


რექტორი, აკადემიკოსი      ჯაბა სამუშია
 

სრულად

ბრძანების N: 131/01-01

ყაზახეთის ელჩის ვიზიტი თსუ-ში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ყაზახეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან საქართველოში მურზალინ მალიკთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

 

შეხვედრაზე თსუ-სა და ყაზახეთის რესპუბლიკის საგანმანათლებლო კავშირების განვითარებაზე ისაუბრეს. ასევე, ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტებისა და სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

 

 შეხვედრაზე თსუ რექტორის ჯაბა სამუშიას ინიციატივით, ერთობლივი სამეცნიერო კონფერენციის გამართვა დაიგეგმა, რომელშიც ორივე ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებები აქტიურად ჩაერთვებიან. ასევე, გადაწყდა, რომ თსუ-სა და ყაზახეთის წამყვან უნივერსიტეტებს შორის ერთობლივი საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობისთვის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

სრულად

ბრძანების N:

ქიმიის დეპარტამენტის სტუდენტთა სამეცნიერო წრის სხდომა

ორშაბათს, 12 ივნისს 17: 00 საათზე 302-ე აუდიტორიაში (II კორპუსი) ჩატარდება ქიმიის დეპარტამენტის სტუდენტთა სამეცნიერო წრის სხდომა .

დღის წესრიგი:

 

1. “მიანსერინის ენანტიომერების შერჩევითი შეკავშირების კვლევა ციკლოდექსტრინების გამოყენებით”- ბაკალავრიატის მე-6 სემესტრის სტუდენტი ნინო ჯაჯანიძე. 

ხელმძღვანელი - საქ. მეცნ. ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ბეჟან ჭანკვეტაძე

 

2. “კრისტალოგრაფია“ - ინგლისურენოვანი ქიმიის პროგრამის მე-2 სემესტრის სტუდენტი ვაჟა ტყემალაძე.

ხელმძღვანელი - ასისტენტ პროფესორი გიორგი ჯიბუტი

სრულად

ბრძანების N:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსში 65 წლის ან მეტი ასაკის პირთა მონაწილეობის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „თ1“ ქვეპუნქტის, 33-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის  2023 წლის 24 მაისის №13998/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2023 წლის 5 ივნისის №9 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობის დასაკავებლად  კონკურსში მონაწილეობისათვის სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს შუამდგომლობის საფუძველზე გამონაკლისის სახით არ დაწესდეს ასაკობრივი შეზღუდვა.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე   

სრულად

ბრძანების N: 55/2023

სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში სამეცნიერო პერსონალის - უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 37-  2   -ე  მუხლის  პირველი,    მე-3  და  მე-5  პუნქტების,  საქართველოს  განათლებისა  და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე - 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა" და „პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 32- 2 მუხლის პირველი, მე-4  და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    დამოუკიდებელი    სამეცნიერო-კვლევითი    ერთეულის    სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი    საბჭოს   მიერ,   ოქმი   N03;   23.06.2017წ),   თსუ   რექტორის   და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 17 მაისის N13/04 ერთობლივი ბრძანების და ინსტიტუტის დირექტორის თამარ წუწუნავას 2023 წლის 25   მაისის N4540/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად;
2. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 7 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით,    უმაღლეს    საგანმანათლებლო    ან    სხვა    პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო    პუბლიკაციებსაც)    და    გამოქვეყნებული    ან    გამოსაქვეყნებლად მიღებული  სამეცნიერო  პუბლიკაციები,  მათ  შორის  არანაკლებ  2  რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც    აკმაყოფილებს    უნივერსიტეტის    დამოუკიდებელი    სამეცნიერო    - კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესითა და სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებითი პირობების მე-2 მუხლით განსაზღვრულ კრიტერიუმებს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით;
4. კონკურსი გამოცხადდეს 2023 წლის 2 ივნისს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 3 ივლისიდან 2023 წლის 10 ივლისის ჩათვლით, 11:00-დან 16:00 საათამდე, კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ რექტორს გადაეცეს არაუგვიანეს 2023 წლის  18 ივლისისა.
5. კონკურსი გამოცხადდეს ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებლად:
გარემოს დაცვის განყოფილება
უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 0.5 საშტატო ერთეული;
6. სამეცნიერო თანამდებობაზე (უფროსი მეცნიერი თანამშრომელი)  გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია: ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის № 63/2017 დადგენილება, დანართი 2);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა);
გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ)შესაბამისი     აკადემიური     ხარისხის     დამადასტურებელი     დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის    (ასეთის    არსებობის    შემთხვევაში) აღიარების    კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის    შემთხვევაში    სამეცნიერო-კვლევით    პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.); ზ) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ" 32 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა ბრძოლის შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართავა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება); 
7. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2023 წლის 3 ივლისიდან 2023 წლის 10 ივლისის ჩათვლით, 11:00-დან 16:00 საათამდე, თსუ ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში. მისამართი თბილისი, ა. პოლიტკოვსკაიას ქ. №31, ოთახი №101;
8. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის’’ ელექტრონულ გვერდზე.
9. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი, ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი).

 

რექტორი, აკადემიკოსი   ჯაბა სამუშია
 

სრულად

ბრძანების N: 124/01-01

ჯაბა სამუშია სტუდენტებთან შეხვედრებს აგრძელებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია სტუდენტებთან შეხვედრებს აგრძელებს. ამჯერად, რექტორი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს შეხვდა და მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. თავის მხრივ, რექტორმა სტუდენტებს ის ინფრასტრუქტურული სიახლეები გააცნო, რაც მათ ფაკულტეტზე იგეგმება.

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო უნივერსიტეტის პირველი და მეორე კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაზე ახალი შენობის მშენებლობის საკითხს, რომელიც ადმინისტრაციასთან ერთად, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს დაეთმობა. ამ ეტაპზე გამოცხადებულია პროექტირების კონკურსი, რომელშიც ჩართულები არიან ხელოვნებათმცოდნეები, ურბანისტები, არქიტექტორები. კონკურსის დასრულებისთანავე მოეწყობა პროექტების საჯარო განხილვა, რომელშიც სტუდენტებიც მიიღებენ მონაწილეობას.

 

გარდა ამისა, რექტორის ინფორმაციით, გარემონტდება თსუ მეექვსე კორპუსი, სადაც ამ ეტაპზე სოციალურ და პოლიტიკურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტია განთავსებული. კორპუსი აღიჭურვება თანამედროვე ტექნიკით და ინვენტარით. მათ შორის, ფაკულტეტს უკვე გადაეცა 6 კომპიუტერი და ინტერაქტიული დაფა. ასევე, გარემონტდება თსუ IV კორპუსი, სადაც მოეწყობა სივრცეები პროფესორებისთვის.

 

 შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა სტუდენტური საცხოვრებლის მშენებლობასა და საგამოცდო ცენტრის შენობის საკითხზეც, რომლის სრული რემონტი ზაფხულში იგეგმება. რექტორის ინფორმაციით, უახლოეს მომავალში საგამოცდო ცენტრი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა და საგამოცდო პროცესი სრულად კომპიუტერების გამოყენებით წარიმართება.

 

სტუდენტებთან საუბრისას ყურადღება გამახვილდა ასევე ბილინგვური სწავლების შემოღებაზე, ენების შემსწავლელი ცენტრის რეფორმაზე, სახელმძღვანელოების თარგმნის პროცესში სტუდენტების ჩართულობაზე. ხაზგასმით აღინიშნა სტუდენტთა სტაჟირებისა და დასაქმების შესაძლებლობები. რექტორის ინიციატივით თსუ სტუდენტები საელჩოებში, საკონსულოებში და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში გაივლიან სტაჟირებას. ასევე, შეიქმნება სოციოლოგი სტუდენტების ჯგუფი, რომლებიც ჩაატარებენ კვლევებს ფაკულტეტებზე არსებული პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ, აღნიშნული პრაქტიკა ჩაითვლება სტაჟირებაში და იქნება ანაზღაურებადი.

 

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სტუდენტურ პროექტებზეც, რომელთა დაფინანსებაზე წელს 800 ათასი ლარია გამოყოფილი. რექტორის ინფორმაციით, მომავალი წლიდან სტუდენტების წახალისების მიზნით, იგეგმება სტუდენტური პროექტების ბიუჯეტის კიდევ უფრო გაზრდა.

სრულად

ბრძანების N:

სტუდენტთა ყოველწლიური მეექვსე სამეცნიერო კონფერენცია - თანამედროვეობის მორალური გამოწვევები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის ს/ს ინსტიტუტი,  ანთიმოზ ივერიელის სახ. ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი და ფილოსოფიის ს/ს ინსტიტუტის სტუდენტთა სამეცნიერო წრე ატარებს

სტუდენტთა  ყოველწლიურ მეექვსე სამეცნიერო კონფერენციას

თანამედროვეობის მორალური გამოწვევები

 

სტუდენტთა კონფერენცია გაიხსნება: 2023 წლის 13 ივნისს, თსუ I კორპუსი  302 აუდიტორია, 11:00 საათზე.

მისამართი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  I კორპუსი, ი. ჭავჭავაძის გამზ. #1,

სამუშაო ენა: ქართული

განმეორებით შეგახსენებთ, რომ  კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ:

  • გაფართოებული თეზისები
  • სამეცნიერო ხელმძღვანელის დასკვნა

 

თეზისების გაფორმების წესი:

ა) პირველ ხაზზე მიუთითეთ მოხსენების სათაური,  შემდეგ  სახელი და გვარი, სწავლების საფეხური და სემესტრი, ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი,

ბ)  ტექსტი  ( დაახლოებით 1,5 გვ. A 4 ფორმატი, შრიფტი UNICODE (Sylfaen),  ზომა 12,  ინტერვალი 1.5 ).

გ) გთხოვთ მიუთითოთ მოხსენებისათვის საჭირო ტექნიკა.

კონფერენციაზე წარსადგენი ყველა მასალა, როგორც მიბმული დოკუმენტი (დანართი), უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე: anastasia.zakariadze@tsu.ge,  არაუგვიანეს 2023 წლის 5 ივნისისა.

კონფერენციაზე წარსადგენ მოხსენებებს შეარჩევს საორგანიზაციო კომიტეტი.

მისამართი: ოთახი 205, თსუ ფილოსოფიის სასწავლო-კვლევითი ინსტიტუტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის II კორპუსი,  ი. ჭავჭავაძის გამზ. 3.

ტელ : 599 51416

სრულად

ბრძანების N:

ბრძანების N:

კონკურსი დოქტორანტთა ყოველსემესტრული დაფინანსების მოსაპოვებლად 2023

თსუ  ფსიქოლოგიისა  და  განათლების  მეცნიერებათა  ფაკულტეტი  აცხადებს  კონკურსს  

დოქტორანტთა  საუნივერსიტეტო  დაფინანსების  მოსაპოვებლად

 

კონკურსის  მიზანი

თსუ  ფსიქოლოგიისა  და  განათლების  მეცნიერებათა  ფაკულტეტის  5  დოქტორანტის  ერთი  სასწავლო  სემესტრის  დაფინანსება.

კონკურსის  სამიზნე  ჯგუფი     

თსუ  ფსიქოლოგიისა  და  განათლების  მეცნიერებათა  ფაკულტეტის − II, III, IV, V­,­VI სემესტრის − დოქტორანტები.

კონკურსში  მონაწილეობას  ვერ  მიიღებენ:

  • პირველი  და  დამატებითი  სემესტრის  დოქტორანტები;
  • დასაფინანსებელ  სემესტრში  სტატუსშეჩერებული  დოქტორანტები;
  • დოქტორანტები,  რომლებსაც   არ  აქვთ  დაფარული  წინა  სემესტრის  სწავლის  საფასუ­­­რი;
  • დოქტორანტები,  რომლებიც ფინანსდებიან  საგრანტო  პროექტის  ფარგლებში;
  • დოქტორანტები,  რომლებიც  ფინანსდებიან  რომელიმე  ორგანიზაციის. ფონდის მიერ.

სავალდებულო  დოკუმენტაცია:   

  • დოქტორანტმა  ფაკულტეტის კანცელარიის  ელექტრონულ    მისამართზე - chancellery.pes@tsu.ge - (ა/წ 25.04.23 – 08.05.23) უნდა  წარმოადგინოს  შემდეგი  დოკუმენტები:
  •  განაცხადი  კონკურსში  მონაწილეობის  შესახებ  (დანართი 2);
  •  ავტობიოგრაფია  (CV);
  • სამეცნიერო  პუბლიკაციების,  განხორციელებული  სამეცნიერო–კვლევითი, კვალიფიკაციის  ასამაღლებელი  და  სასწავლო  აქტივობების  ჩამონათვალი (ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული; დანართი 1 / შევსებული ცხრილი − მათი დამადასტურებელი დოკუმენტაციით). ფაკულტეტის კოლოკვიუმიუმების სერიის ფარგლებში განხორციელებული  აქტივობის  დასადასტურებლად  ცნობის  წარმოდგენა  არ  არის  სავალდებულო;
  •  სამეცნიერო  ხელმძღვანელის  შუამდგომლობა;
  • ცნობა  სტუდენტის  სტატუსის  შესახებ;
  • ამონაწერი  სტუდენტის  ბარათიდან  GPA-ის  მითითებით.

მარეგულირებელი  დოკუმენტი:  დეკანის ბრძანება

სრულად

ბრძანების N:

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 5 ახალი წევრი თსუ-დან

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მიერ კონკურსზე წარდგენილ კანდიდატთა შორის შერჩევის შედეგად  აკადემიკოსად არჩეულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხუთი წარმომადგენელი:

 

თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ინფორმაციის დამუშავებისა და სტატისტიკური ანალიზის სპეციალისტი ელიზბარ ნადარაია;

 

თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, ფიზიკოსი ალექსანდრე შენგელაია;

 

ფსიქოლოგი, თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ირაკლი იმედაძე;

 

თსუ პროფესორი, ანდრია რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი თორნიკე ქადეიშვილი;

 

ეთნოლოგი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ყოფილ მეცნიერ-თანამშრომელი ლიანა მელიქიშვილი.

სრულად

ბრძანების N:

ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 147-ე წლისთავისადმი მიძღვნილი პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია

2023 წლის 27 აპრილს, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, ჩატარდა ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 147-ე წლისთავისადმი მიძღვნილი  პროფესორ-მასწავლებელთა სამეცნიერო კონფერენცია. იხ.  კონფერენციის პროგრამა.

 

სრულად

ბრძანების N:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის 2021-2022 წლების კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიებისთვის სრული მზადყოფნაა!

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრის 2021-2022 წლების კურსდამთავრებულთა გამოშვების საზეიმო ღონისძიებისთვის სრული მზადყოფნაა! ცოტა ხანში ამ საზეიმო დღეს 386 კურსდამთავრებული აღნიშნავს. ღონისძიების სამზადისში პროფესიული პროგრამის „ღონისძიების ორგანიზების“ კურსდამთავრებულებთან ერთად აქტიურად მონაწილეობენ ამჟამინდელი სტუდენტები.

სრულად

ბრძანების N:

დოქტორ ლივინგსტონ სევანიანას საჯარო ლექცია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაეროს სპეციალური მომხსენებლის საქართველოზე - დოქტორ ლივინგსტონ სევანიანას საჯარო ლექცია გაიმართა. ლექციის თემა - „საერთაშორისო მშვიდობა და უსაფრთხოება“ იყო.

 

საჯარო ლექციის ფარგლებში დოქტორმა ლივინგსტონ სევანიანამ  სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებსა და პროფესორებთან დემოკრატიული და სამართლიანი საერთაშორისო მართლწესრიგის განხორციელებასთან საქართველოსა და მსოფლიოში არსებულ დაკავშირებულ გამოწვევებზე ისაუბრა. ლექციის ბოლო  ეტაპი დისკუსიის ფორმატში წარიმართა.

ლექცია ჩატარდება თსუ-ს II კორპუსის 119-ე აუდიტორიაში.

ხანგრძლივობა - 1.5 საათი

სრულად

ბრძანების N:

გიორგი ახვლედიანისა და ვასილ აბაევისადმი მიძღვნილი საღამო

 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  აკადემიკოსების გიორგი ახვლედიანისა და ვასილ აბაევისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.

 

 

მომხსენებლები გახლდნენ:         

ნაირა ბეპიევი, ფილოლოგიის დოქტორი, პროფესორი, თსუ ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, "ვასილ აბაევი და ქართული საზოგადოება".

 ავთანდილ არაბული, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, "ვასილ აბაევი და მისი ისტორიულ-ეტიმოლოგიური ლექსიკონი",

ნიკოლოზ ჯავახიშვილი, თსუ პროფესორი, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრი, აკადემიკოსი, "ორი დიდი ენათმეცნიერის თანამშრომლობის ისტორიიდან: გიორგი ახვლედიანი, იანის ენძელინსი".

 

თინათინ ბოლქვაძე, თსუ პროფესორი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის სამსახურის უფროსი, "ენათმეცნიერების შესავლის პირველი ქართული სახელმძღვანელო". 

 

ღონისძიებას მეცნიერები, სტუდენტები, ქართულ-ოსური საზოგადოების წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

 

სრულად

ბრძანების N:

ბერლინის სემინარი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი აგრძელებს მრავალწლიან ტრადიციას და ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტთან ერთად, “Netzwerk Ost-West“ პროექტის ფარგლებში, აცხადებს სტუდენტთა გაცვლით სემინარს: „თბილისი-ბერლინი 2023“.

 

სემინარი გაიმართება 7-20 აგვისტოს: პირველი კვირა თბილისში, ხოლო მეორე – ბერლინში. გაცვლითი სემინარის თემაა სამართალი და ტექნოლოგიები („Zwischen Technologie und Gesetz“), რომლის ფარგლებში, სტუდენტები სამეცნიერო ხელმძღვანელების მხარდაჭერით, დაამუშავებენ კონკრეტულ საკითხებს და შემდგომ, გერმანელ სტუდენტებთან ერთად, წარადგენენ მოხსენებებს.

 

ყველა ხარჯი (ტრანსპორტირება, სასტუმრო, კვება) ანაზღაურდება პროექტის ფარგლებში.

 

მონაწილეობის წინაპირობები:

 

  • სტუდენტის აქტიური სტატუსი (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა ან დოქტორანტურა);
  • გერმანული ენის კარგად ცოდნა.

 

დაინტერესებულმა პირებმა, 10 მაისის 18:00 საათის ჩათვლით, ელ. ფოსტაზე ostwest.geo@gmail.com უნდა გამოგზავნონ CV (გერმანულ ენაზე, ფოტოსა და საკონტაქტო ინფორმაციის მითითებით), ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ და ამონაწერი სასწავლო ბარათიდან.

 

გასაუბრება გაიმართება განცხადების მიღების ვადის ამოწურვიდან უახლოეს დღეებში გერმანულ ენაზე.

 

საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდება 7 მაისს, 14:00 საათზე, თსუ-ის II კორპუსის 119-ე აუდიტორიაში.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ მიმაგრებული ფაილი.

სრულად

ბრძანების N:

ზაზა ალექსიძის საკითხავები III სემინარი

გიწვევთ ინტერდისციპლინარული სემინარების ციკლის „ზაზა ალექსიძის საკითხავების“ III სემინარზე. 

24 აპრილი, 18:00 საათი.

 

მომხსენებელი: ზაზა აბაშიძე - V-VI საუკუნეების საქართველოს საეკლესიო ისტორიის საკითხები ზაზა ალექსიძის ნაშრომებში

მოდერატორი: ნათია ჩანტლაძე

მისამართი: თსუ I კორპუსის 202-ე აუდიტორია.

სემინარს შეგიძლიათ შემოუერთდეთ ზუმის პლატფორმის მეშვეობითაც.

გაცნობებთ, რომ შეიცვალა ზუმის მისამართი:

ისამართი: https://zoom.us/j/93938001425?pwd=YmhtWlUwWGJDbm92NXFxa0hGUHdFZz09#success

ID: 93938001425

პაროლი: 72

ინფორმაცია სემინარის შესახებ იხილეთ ვებგვერდზე: https://eastchrist.tsu.ge/full/ka/56

სრულად

ბრძანების N:

სტუდენტთა I ეროვნული სამეცნიერო კონფერენცია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მსოფლიო ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ახალი და უახლესი ისტორიის კათედრა 2023 წლის 23-24 ივნისს აწყობს სტუდენტთა I ეროვნულ სამეცნიერო კონფერენციას, სადაც მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს.

 

მოხსენება უნდა ეხებოდეს მსოფლიოს და/ან საქართველოს ახალი და უახლესი ისტორიის საკითხებს.

 

კონფერენციის მსვლელობისას შერჩეული მოხსენებები ჯერ ელექტრონული, ხოლო შემდეგ ბეჭდური სახით გამოქვეყნდება კონფერენციის მასალებში.

 

კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 5 ივნისამდე უნდა გამოგზავნონ მოხსენებათა თეზისები და მეცნიერ-ხელმძღვანელების დასკვნა-რეკომენდაცია ელექტრონულ ფოსტაზე worldhistory@tsu.ge.

 

კონფერენციაზე მოხსენებები შეირჩევა ფარული რეცენზირებით.

 

თეზისების გაფორმების წესი:

1. თეზისების სათაური ქართულად;
2. ავტორის სახელი და გვარი ქართულად;
3. ორგანიზაციის დასახელება ქართულად;
4. ფაკულტეტის დასახელება ქართულად;
5. 3-5 საკვანძო სიტყვა ქართულად;
6. თეზისების ძირითადი ტექსტი ახალი გვერდიდან ქართულად (MS Word-ის ფორმატით, შრიფტი – Sylfaen ან Calibri);
7. თეზისის მოცულობა: 300-500 სიტყვა;
8. გამოყენებული ლიტერატურის სია.

 

მოხსენებათა თეზისებს ცალკე დოკუმენტად თან უნდა ახლდეს მეცნიერ-ხელმძღვანელის დასკვნა. მეცნიერ-ხელმძღვანელი შეიძლება იყოს აკრედიტირებული უმაღლესი სასწავლებლის აკადემიური პერსონალი, დოქტორი ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხის მქონე პირი და დოქტორანტი. 

 

საორგანიზაციო კომიტეტი:

პროფესორი თეიმურაზ პაპასქირი
ასოცირებული პროფესორი ია ხუბაშვილი
ასისტენტ-პროფესორი ზაალ გოგენია
ისტორიის დოქტორი მიხეილ ქართველიშვილი
ისტორიის დოქტორი კახაბერ ყალიჩავა
დოქტორანტი ირაკლი ალიმბარაშვილი
დოქტორანტი გიორგი არქანია
დოქტორანტი პავლიკა ჯაგუნავა
დოქტორანტი ირაკლი ნოდია

სრულად

ბრძანების N: