წარმოგიდგენთ პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდია სტუდენტებს“ კონკურსის საბოლოო შედეგებს. თსუ რექტორის ბრძანების თანახმად, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სტიპენდია გამოეყოფა 149 სტუდენტს.
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის კოორდინაციით, თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ბაზაზე გრძელდება ტრენინგების ციკლი უნივერსიტეტში აკადემიური წერისა და აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურის ამაღლების მხარდასაჭერად. ტრენინგების მიზანია, სტუდენტებს მიაწოდოს ინფორმაცია და დაეხმაროს შესაბამისი უნარების გამომუშავებაში შემდეგი მიმართულებით:
ტრენინგის თემატიკა: ელექტრონული-სამეცნიერო ბიბლიოთეკები და სამეცნიერო ლიტერატურის მოძიების ტექნიკა და ფორმები;
პედაგოგი: ანა ტივაძე,
ციტირების სტილები (APA, CHICAGO)
პედაგოგი: ზურაბ ოქროპირიძე
პროგრამა Mendeley - თეორიული საფუძვლები და პრაქტიკული გამოყენება
პედაგოგი: ზურაბ ოქროპირიძე
რა არის პლაგიატი? როგორ ავარიდოთ თავი პლაგიატს?;
Turnitin-ის გამოყენება;
პედაგოგი: თეა პაპიაშვილი, ირინა კომახიძე
ტრენინგი ჩატარდება 2022 წლის 20 და 21 დეკემბერს 11:00 საათიდან 15:00 საათამდე.
შეხვედრა ჩატარდება პროგრამა Zoom-ის საშუალებით რომელის რეკივიზიტებიც რეგისტრაციის შემდგომ გამოგეგზავნებათ პირად შეტყობინებაში.
ტრენინგზე რეგისტრაციისათვის მიჰყევით ბმულს.
ბრძანების N:
364-01-01-4-202212121627
12/12/2022
,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ¬ზუსტ და საბუნებისმტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორის თამარ თათრიშვილის 2022 წლის 07 დეკემბრის N22141/10-02 კორესპონდენციის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. 2023 წლის 25-28 ივლისს სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით კავკასიის მერვე საერთაშორისო სიმპოზიუმის -„პოლიმერებსა და პოლიმერული მასალების ქიმიაში“ (ICSP&AM8)
ჩატარების მიზნით, შეიქმნას საორგანიზაციო საბჭო შემდეგი შემადგენლობით:
ა) ჯაბა სამუშია -უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, საორგანიზაციო საბჭოს თავმჯდომარე;
ბ) თამარ თათრიშვილი -უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი, საორგანიზაციო საბჭოს თანათავმჯდომარე;
გ) ლაშა საღინაძე -უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, საორგანიზაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;
დ) გიორგი ღვედაშვილი -უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
ე) რამაზ ხომერიკი -უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
ვ) იოსებ ჩიკვაიძე -უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
ზ) მარინა გურგენიშვილი -უნივერსიტეტის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
თ) გია პეტრიაშვილი -საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ვლადიმერ ჭავჭანიძის სახელობის კიბერნეტიკის ინსტიტუტის ლაბორატორიის გამგე, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
ი) მანანა მაცაბერიძე -საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის მთავარი სპეციალისტი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
კ) ნანა ფირცხელიანი -სოხუმის სახელმწიფო უნივერისტეტის ასისტენტ პროფესორი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
ლ) ნათელა ანანიაშვილი -უნივერსიტეტის რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
მ) მარინე ზაუტაშვილი -უნივერსიტეტის პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერი თანამშრომელი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
ნ) ლანა შამანაური -სსიპ -რაფიელ დვალის მანქანათა მექანიკის ინსტიტუტის მთავარი სპეციალისტი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
ო) ნიკოლოზ კვინიკაძე -უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის უფროსი ლაბორანტი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
პ) თინათინ იზორია -უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენის უფროსის მოადგილე, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
ჟ) მანონი ჯოჯუა -უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
რ) ნატო ჩუბინიძე -უნივერსიტეტის საინფორმაცო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი; ს) არჩილ კუკულავა -უნივერსიტეტის იურიდიული დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
ტ) გიორგი ტალახაძე -უნივერსიტეტის მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი;
უ) თამარ ებრალიძე -უნივერსიტეტის გამომცემლობის დირექტორი, საორგანიზაციო საბჭოს წევრი.
2. დაევალოს საფინანსო დეპარტამენტს გახსნას საკონფერენციო შენატანებისათვის სპეციალური ანგარიში და განახორციელოს დაგეგმილი ღონისძიებების ფინანსური უზრუნველყოფა.
3. დაევალოს საინფორმაცო ტექნოლოგიების დეპარტამენტს კონფერენციის სათანადო ტექნიკური აღჭურვილობით უზრუნველყოფა და სიმპოზიუმის ვებ¬გვერდის მომზადება.
4. დაევალოს მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტს კონფერენციის მონაწილეთა მატერიალურ-ტექნიკური და სატრანსპორტო მომსახურების უზრუნველყოფა.
5. დაევალოს უნივერსიტეტის გამომცემლობას საკონფერენციო მასალების დაბეჭდვის უზრუნველყოფა.
6. დაევალოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს უზრუნველყოს კონფერენციის სათანადოდ გაშუქება.
7. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
8. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
9. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ჯაბა სამუშია რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი
ბრძანების N: N 364/01-01
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი
დეკანის ბრძანება
№19/29 - 01
05.12.2022
ქ.თბილისი
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე კრედიტების აღიარების კომისიის შექმნის შესახებ
,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი 29-ე მუხლის მესამე პუნქტის ,,ა“, ,,ე“ და ,,თ“ ქვეპუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის, 21-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“, ,,კ“ ქვეპუნქტისა და „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა მობილობის ფარგლებში გადმოსულ და აღდგენილ სტუდენტთა კრედიტების აღიარების წესის“ #1 დანათის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
განისაზღვროს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის კრედიტების აღიარების კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) პროფესორი რევაზ გველესიანი - თავმჯდომარე;
ბ) ირმა მშვენიერაძე - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი;
გ) მამუკა ხუსკივაძე - თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის სკოლის დირექტორის მოადგილე;
დ) ასოცირებული პროფესორი ია ნაცვლიშვილი - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მთავარი სპეციალისტი;
ე) ასოცირებული პროფესორი ბადრი რამიშვილი;
ვ) ასისტენტ-პროფესორი ნატო კაკაშვილი;
ზ) ასისტენტ-პროფესორი ლეილა ქადაგიშვილი;
თ) ასისტენტ-პროფესორი ქეთევან ჩიტალაძე - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი;
ი) ლალი ჩიკვილაძე - სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის მთავარი სპეციალისტი;
კ) ელისო კვირკვაშვილი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი;
ლ) ზეინაბ გოგრიჭიანი - უფროსი მასწავლებელი;
მ) ირინა მამამთავრიშვილი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი;
ნ) დალი არახამია - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი;
ო) ნინო სუხანსკაია - თსუ ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტი;
პ) ნინო დოხტურიშვილი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი;
ჟ) გვანცა ერისთავი - სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის მთავარი სპეციალისტი, კომისიის მდივანი.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 03 თებერვლის #03/29-01 ბრძანება ,,სსიპ -ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე კრედიტების აღიარების კომისიის შექმნის შესახებ“.
3. ამ ბრძანების გაცნობა დაინტერესებული პირებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის დაევალოს ფაკულტეტის კანცელარიას.
4. წინამდებარე ბრძანების ფაკულტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს.
5. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ფაკულტეტის დეკანი პროფესორი გიორგი ღაღანიძე
ბრძანების N: 19/29 - 01
ბრძანების N:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის 2022 წლის 24 ნოემბრის №31011/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 28 ნოემბრის №20 სხდომის ოქმის საფუძველზე,
აკადემიური საბჭო ადგენს:
1. დამტკიცდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამები და „საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2011 წლის 29 ივნისის №57/2011 დადგენილების VI ნაწილის „გ“ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1352 და 1353 ქვეპუნქტები:
„1352. შორეული აღმოსავლეთი - იაპონისტიკა (დანართი 314);
1353. შორეული აღმოსავლეთი - სინოლოგია (დანართი 315);“.
2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4. დადგენილება ძალაში შევიდეს საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
პროფესორი ჯაბა სამუშია
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
ბრძანების N: 112/2022
„ძვირფასო ბატონო ნ. ჯავახიშვილო, მაქვს პატივი, მოგილოცოთ ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელ წევრად არჩევა 2022 წლის 24 ნოემბერს გამართულ საერთო კრებაზე! ლატვიის სამეცნიერო საზოგადოება სიამოვნებით გიწვევთ ჩვენს აკადემიაში, რაც რასაკვირველია, სარგებლობას მოუტანს ჩვენს მრავალფეროვან და მჭიდრო თანამშრომლობას. ნება მიბოძეთ, გისურვოთ წარმატებები თქვენს სამეცნიერო საქმიანობაში და ყოველივე საუკეთესო თქვენს პირად მისწრაფებებსა და სურვილებში!“
ასეთი წერილით მიულოცა ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა,პროფესორმა ივარს კალვინშმა ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრის წოდების მინიჭება თსუ პროფესორს, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ ნიკოლოზ ჯავახიშვილს.
თსუ საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ნიკოლოზ ჯავახიშვილი ჯერ კიდევ გასული საუკუნის მიწურულიდან დაინტერესდა ქართულ-ევროპული ურთიერთობის ისტორიის საკითხების შესწავლით. ამ ინტერესის ობიექტში აღმოჩნდა ასევე ბალტიის ქვეყნებიც - ლიტვა, ლატვია და ესტონეთი. სწორედ ამ სამეცნიერო ინტერესის შედეგია ნიკოლოზ ჯავახიშვილის მიერ სხვადასხვა ენაზე გამოცემული რამდენიმე წიგნი და მრავალი სამეცნიერო სტატია.
ბალტიის რეგიონთან საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური და სამეცნიერო-კულტურული ურთიერთობები ათას წელზე მეტს ითვლის. ამის შესახებ ვრცლადაა საუბარი მეცნიერის მონოგრაფიაში: „ქართულ-ბალტიური ურთიერთობის ისტორიის ნარკვევები“, რომლის ბოლო გამოცემა 2019 წელს, თსუ-ის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ეგიდით განხორციელდა.
ნიკოლოზ ჯავახიშვილის საქმიანობა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება და სამეცნიერო-კვლევითიმოღვაწეობის პარალელურად, ის აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა. სწორედ, ამიტომ, ზემოთ აღნიშნული ჯილდო ქართველი ისტორიკოსისთვის პირველი არ არის. ნაყოფიერი სამეცნიერო- პედაგოგიური საქმიანობის, ქართულ-ბალტიური ურთიერთობების შესახებ ქართულ და ლატვიურ ენებზე გამცემული მონოგრაფიის და სხვადასხვა ენებზე გამოქვეყნებული არაერთი სტატიისათვის, ჯერ კიდევ 2014 წლის 10 ივნისს, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის სენატმა ნიკოლოზ ჯავახიშვილს საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა.
საქართველოს და ბალტიის ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის სხვადასხვა აქტუალური საკითხის შესახებ ნ. ჯავახიშვილის ლექციების მოსმენა რიგის, ვილნიუსის, კაუნასისა და ბალტიის სხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს მომავალშიც შეეძლებათ. სხვა საინტერესო საკითხებთან ერთად, ლიტველ, ლატვიელ და ესტონელ სტუდენტებს უდავოდ დააინტერესებთ იმის გაგებაც, თუ არქეოლოგიური გათხრების შედეგად როგორ აღმოჩნდა ბალტიისპირეთის ტერიტორიაზე საქართველოში მოჭრილი ვერცხლის მონეტები, კერძოდ, იმიერტაოს მეფის დავით III დიდის, იმავე კურაპალატის სახელით დაახლოებით 979 წელს მოჭრილი ქართულწარწერიანი დრამა და არაბთა მიერ დაპყრობილ თბილისში IX-X საუკუნეებში მოჭრილი ვერცხლის დირჰემები, ხოლო ქარვის უძველესი ნაკეთობანი - საქართველოს ტერიტორიაზე. ქარვა კი, როგორც მოგეხსენებათ, ძირითადად ბალტიის ზღვაში მოიპოვება. საქართველოში აღმოჩენილ ქარვათა შორისაა 1938 წელს, თრიალეთში წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად ნაპოვნი უნიკალური ნივთი - ოქროს თასი, დათარიღებული ჩვენს წელთაღრიცხვამდე XVIII-XVII საუკუნეებით, რომელსაც სხვა ძვირფას და ნახევრადძვირფას ქვებთან ერთად, ქარვაც ამშვენებს.
ბრძანების N:
სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის N 356/01-01. 01.12.2022 ბრძანებით დამტკიცებული პროგრამის „სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს“ ფარგლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთა ფინანსური წახალისებისათვის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმების დადგენისა და ფაკულტეტზე სახელმწიფო სტიპენდიით დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობის განსაზღვრის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის პროგრამის ,,სახელმწიფო სტიპენდიები სტუდენტებს” ფარგლებში სტიპენდიების მინიჭების წესისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2022 წლის 18 იანვრის სხდომაზე (ოქმი N 1) ბაკალავრიატის სტუდენტთა დაფინანსების წესის საფუძველზე ვბრძანებ:
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულ სტუდენტთაგან სახელმწიფო სტიპენდიის მოსაპოვებლად 90 დასაფინანსებელი სტუდენტის შერჩევა განხორციელდეს სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის N356/01-01. 01.12.2022 ბრძანების შესაბამისად;
დასაფინანსებელ სტუდენტთა შერჩევა განახორციელოს საკონკურსო კომისიამ შემდეგი შემადგენლობით:
- სალომე დუნდუა – დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
- სანდრო ტაბატაძე – სამეცნიერო სამსახურის უფროსი, თავჯდომარის მოადგილე;
- ელენე გელაშვილი –სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი;
- ნათია დათიაშვილი – მთავარი სპეციალისტი;
- ლუიზა აბაზაძე– მთავარი სპეციალისტი;
- თამარ გოგორიშვილი - უფროსი სპეციალისტი;
- თეა ხუნდაძე - უფროსი სპეციალისტი;
საბუთები მიიღება: 2 – 6 დეკემბრი, VI კორპუსი, # 201, 10:00 -17:00 სთ
საკონკურსო კომისიამ იხელმძღვანელოს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს 2022 წლის 18 იანვრის სხდომაზე (ოქმი N 1) დამტკიცებული ,,ბაკალავრიატის სტუდენტთა დაფინანსების წესით’’.
ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურმა უზრუნველყოს დაინტერესებულ პირთათვის ბრძანების გაცნობა;
ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ბრძანების N: 64/30
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექციების, სემინარების ციკლის ჩატარებასა და მათთვის საკუთარი გამოცდილების გაზიარებაზე ისაუბრეს თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ, ცნობილმა ამერიკელი მოსამართლემ ფლორიდის შტატიდან მარკ სპაისერმა და ფლორიდის შტატის ადვოკატმა სისხლის სამართლის საქმეებში რობერტ ტრაჩმენმა თსუ-ში შეხვედრაზე. შეხვედრას თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეა გერგედავა, საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი პაატა დავითაია ესწრებოდნენ.
თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ ამერიკელ სტუმრებს შესთავაზა სამომავლოდ საჯარო ლექციათა ციკლის სახით გამართონ სემინარები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და გაუზიარონ მათ საკუთარი გამოცდილება. მარკ სპაისერს მოსამართლის პოზიციაზე მუშაობის 38-წლიანი გამოცდილება აქვს. ძალიან ბევრ მნიშვნელოვან და გახმაურებულ საქმეებთან ერთად, მის სახელს უკავშირდება 4 საქმე, რომლის განაჩენიც სიკვდილით დასჯა იყო.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო თსუ სტუდენტებისთვის სამართლებრივი პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობასა და სასწავლო პროცესში პრაქტიკული კომპონენტის გაძლიერების აუცილებლობას.
ბრძანების N:
„აშშ-ის სამართლებრივი სისტემის მიმოხილვა“ - თემაზე ფლორიდის შტატიდან თსუ-ში ვიზიტით მყოფმა ცნობილმა ამერიკელმა მოსამართლემ მარკ სპაისერმა თსუ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისთვის საჯარო ლექცია წაიკითხა. ლექციის დასრულების შემდეგ მოსამართლე მარკ სპაისერმა და სისხლის სამართლის მიმართულებით ცნობილმა ამერიკელმა ადვოკატმა რობერტ ტრაჩმენმა თსუ სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების კითხვებს უპასუხეს.
ვიზიტის ფარგლებში, მარკ სპაისერი და რობერტ ტრაჩმენი თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტს ეწვივნენ, ინსტიტუტის საქმიანობას გაეცნენ და პროფესორ ირინე ქურდაძესთან და ასისტენტ-პროფესორ მარიამ კევლიშვილთან ერთად სამომავლო თანაშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
მარკ სპაისერს მოსამართლის პოზიციაზე მუშაობის 38-წლიანი გამოცდილება აქვს, მის სახელს არაერთი მნიშვნელოვანი და გახმაურებული საქმე უკავშირდება.
ბრძანების N:
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ და „პ" ქვეპუნქტების, მე-11 პუნქტის, 28-ე მუხლის, 29-ე მუხლის პირველი პუნქტის, თსუ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ"(დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №10 29.12.2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი,ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ-პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 13 ოქტომბრის №21/04 ერთობლივი ბრძანების და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თამარ დოლბაიას 2022 წლის 19 ნოემბრის N2357/26 წერილის საფუძველზე,
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1.გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2.უნივერსიტეტის პროფესორად 10 (ათი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 6 (ექვსი) წლის სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3.კონკურსი გამოცხადდეს 2022 წლის პირველ დეკემბერს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 3 იანვრიდან 2023 წლის 9 იანვრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2023 წლის 25 იანვრისა;
4.კონკურსი გამოცხადდეს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად:
საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება პროფესორი - ერთი საშტატო ერთეული (კატეგორია „ა“);
5.პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევმა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით);
ბ)კონკურსანტის ანკეტა, შევსებული დადგენილი ფორმის მიხედვით (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ („უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);
ე)შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა/შრომის წიგნაკის ასლი და სხვ.);
ზ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
ზ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი;
თ) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია.
6. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2023 წლის 3 იანვრიდან 2023 წლის
9 იანვრის ჩათვლით 10-დან 17საათამდე, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N8; თსუ მე-6 კორპუსი, ოთახი N203-ა;
7.პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით გამოხატოს თანხმობა მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან.
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9. ბრძანება განთავსდეს გაზეთ „თბილისის უნივერსიტეტის" ელექტრონულ გვერდზე.
10.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, სოციალურ და პოლტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი);
11.ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, პროფესორი ჯაბა სამუშია
ბრძანების N: 355/01-01
ნატოს პროგრამის "მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის" (NATO SPS) ფარგლებში იწყება განაცხადების მიღება მრავალწლიანი პროექტებისა და ღონისძიებებისთვის (Advanced Research Workshops, Advanced Training Courses and Advanced Study Institutes).
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2023 წლის 17 თებერვალი 23:59 ცენტრალური ევროპის დროით.
დეტალური ინფორმაცია პროგრამის ფარგლებში გამოცხადებული კონკურსების შესახებ ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე.
ბრძანების N:
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ კანცლერთან ლაშა საღინაძესთან ერთად თსუ ცენტრალური ბიბლიოთეკის შენობაში განთავსებული საგამოცდო სივრცე დაათვალიერეს.
თსუ საგამოცდო სივრცეში გუშინ ძლიერი ქარის შედეგად ჩამოვარდნილი პლასტმასის მსუბუქი კონსტრუქციის დაკიდული ჭერის ნაწილი მთლიანად აღდგენილია, საგამოცდო პროცესი სრული დატვირთვით, მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.
საგამოცდო ცენტრის დათვალიერების შემდეგ გადაწყდა, რომ შეიქმნება მთელი შენობის რეაბილიტაციის გეგმა, რათა თანამედროვე ტიპის საგამოცდო ცენტრის შესაქმნელად მოეწყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურა.
ბრძანების N:
სსიპ „შემოქმედებითი საქართველო“ კომპარატივისტული ლიტერატურის ქართულ ასოციაციასთან (GCLA) თანამშრომლობით, „იუნესკოს მონაწილეობის პროგრამის“ 2022-2023 ფარგლებში, აცხადებს განაცხადების მიღებას საერთაშორისო კონფერენციაზე:
პატარა ქვეყნების ლიტერატურების კომერციალიზაცია და მისი როლი ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტის ჩამოყალიბებისა და პოპულარიზაციის საქმეში.
კონფერენციაში მონაწილეობა შეუძლიათ:
1) ლიტერატურათმცოდნეებს;
2) მთარგმნელებს;
3) საგამომცემლო სექტორის წარმომადგენლებს.
კონფერენციის ძირითადი მიმართულებები/სექციებია:
1) ლიტერატურის კომერციალიზაციის თანამედროვე ბერკეტები (თარგმნა, საგამომცემლო საქმიანობა, ლიტერატურული სააგენტოების ფუნქციონირება და სხვ.);
2) ეთნიკური უმცირესობების მწერლობა საქართველოში - ლოკალური და გლობალური გამოწვევები;
3) ქალთა მწერლობა საქართველოში. მისი ხელშეწყობა და პოპულარიზაცია.
კონფერენცია ჩატარდება 2022 წლის 15-16 დეკემბერს.
თეზისების ატვირთვის ბოლო ვადაა 2022 წლის 14 ნოემბერი.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს:
http://creativegeorgia.ge/ka/n/news/ganatskhadebis_mighebas_konferentsiaze
ბრძანების N:
4 ნოემბერს, 14.00 საათზე, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის ს/ს ინსტიტუტი, ანთიმოზ ივერიელის სახ. ფილოსოფიისა და თეოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, ფილოსოფიის ს/ს ინსტიტუტის სტუდენტთა სამეცნიერო წრე გიწვევთ სტუდენტთა მეხუთე ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციაზე „თანამედროვეობის მორალური გამოწვევები“.
დამატებითი ინფორმაცია იხ. კონფერენციის პროგრამაში.
მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზ.1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, აუდიტორია 308.
ბრძანების N:
ჟენევის გაერთიანებული ერების ოფისი და ჟენევის უნივერსიტეტი 2023-2024 აკადემიური წლისთვის აცხადებს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღებას და სტიპენდიის მოპოვების შესაძლებლობით.
დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ.
ბრძანების N:
„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების„ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელქტრონული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,
ვბრძანებ:
1.შეუჩერდეთ სტუდენტის სტატუსი 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან ადმინისტრაციული/აკადემიური რეგისტრაციის გაუვლელობის გამო ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს წინამდებარე ბრძანების N1 დანართის შესაბამისად;
2.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
3.დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
4.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე;
5.წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64)
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯაბა სამუშია
ბრძანების N: 989/01-04
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსირტეტში გაიმართა ემერიტუს პროფესორის დამანა მელიქიშვილის წიგნის - „იოანე პეტრიწის ენა და სტილი“ - პრეზენტაცია.
პროექტი განხორციელდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის 2021 წლის საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტის ფარგლებში (SP-2-21-619).
ნაშრომი წარმოადგენს იოანე პეტრიწის ენისადმი მიძღვნილი მონოგრაფიული გამოკვლევის - „იოანე პეტრიწის ფილოსოფიურ შრომათა ენა და სტილი“ (თბილისი, განათლება, 1975) - მეორე, შევსებულ გამოცემას.
ბრძანების N:
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე- 2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის“ N1 დანართის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის N77/2011 დადგენილებით დამტკიცებული „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის“ მე-7 მუხლის, რექტორის 2019 წლის 31 ოქტომბრის N274/01-01 ბრძანების, 2021 წლის 21 იანვრის N2/01-01 ბრძანებისა და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2022 წლის 25 ოქტომბრის N27870/26 წერილის საფუძველზე,
ვბრძანებ:
1. განისაზღვროს რიგგარეშე შიდა მობილობისათვის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილები:
1.1 „დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო - სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა“ - 29 ადგილი;
1.2 „მულტილინგვური განათლება - დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა“ − 19 ადგილი.
2. რიგგარეშე მობილობის წესით საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთა საბუთების მიღების/რეგისტრაციის ვადა - 27-28 ოქტომბერი;
3. რიგგარეშე შიდა მობილობის შედეგების გამოქვეყნება/გამოცხადება - 31 ოქტომბერი;
4. საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება - 31 ოქტომბერი - 1 ნოემბერი;
5. ხელშეკრულების გაფორმება საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველებთან − 2-3 ნოემბერი;
6. საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის შიდა მობილობის წესით გადასული სტუდენტების სიის წარდგენა - 4 ნოემბერი;
7. შიდა მობილობის წესით სტუდენტების გადასვლის შესახებ რექტორის ბრძანების პროექტის მომზადება - 4 ნოემბერი;
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9. ბრძანების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას;
10. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ჯაბა სამუშია
ბრძანების N: 316/01-01