საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის  დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ

საქართველოს შრომის კოდექსის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” 34-ე მუხლის “ა“ ქვეპუნქტისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 7 ოქტომბრის №14 სხდომის ოქმის საფუძველზე, 


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. დაკმაყოფილდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის გიორგი შარვაშიძის განცხადება დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და რექტორის უფლებამოსილება შეუწყდეს 2022 წლის 15 ოქტომბრიდან.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე. 

 

გიორგი შარვაშიძე 
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 92/2022

კონკურსის - „ქალები მეცნიერებაში“ - განსაკუთრებული მიღწევებისათვის საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით გამარჯვებული

2022 წლის სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პრემიის კონკურსის - „ქალები მეცნიერებაში“ - განსაკუთრებული მიღწევებისათვის საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით გამარჯვებული ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი მანანა ხაჩიძე გახდა.

 

სრულად

ბრძანების N:

„საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ურთიერთმიმართების თანამედროვე გამოწვევები“

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები, პრაქტიკოსი იურისტები, მეცნიერები და მკვლევრები მსოფლიოს 13 ქვეყნიდან საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის საკითხებს განიხილავენ  საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც საქართველოში პირველად, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა. 
 

კონფერენციის გახსნას ესწრებოდნენ თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი თამარ ზარანდია, თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი ირინე ქურდაძე, საერთაშორისო სამართლის ევროპული საზოგადოების (ESIL) პრეზიდენტი პიერ დ’დარჟენტი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე, საქართველოში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე ვალენტინა კიმი, სამხრეთ კავკასიაში გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენელი ბესარიონ ბოხაშვილი
 

კონფერენცია „საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ურთიერთმიმართების თანამედროვე გამოწვევები“ ჰიბრიდული ფორმატით მიმდინარეობს. კონფერენციაზე საუბარი იქნება საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის როლზე მსოფლიოში, სამართლებრივი მეთოდებით ომისა და კონფლიქტების თავიდან აცილების გზებსა და მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევის საშუალებებზე. 
 

საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ მეცნიერები, მკვლევრები, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოქმედი და ყოფილი მოსამართლეები და პრაქტიკოსი იურისტები გაერთიანებული სამეფოდან, გერმანიიდან, აშშ-დან, ისრაელიდან, ესპანეთიდან, უკრაინიდან, თურქეთიდან, რუმინეთიდან, ინდოეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ნიგერიიდან, სერბეთიდან,  და საქართველოდან. მათ შორის მოხსენებებით წარსდგებიან ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლე, თსუ პროფესორი ლადო ჭანტურია, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ყოფილი მოსამართლე უკრაინიდან, სამართლის დოქტორი, კონფერენციის თანაორგანიზატორი განა იუდკივსკა, რიდინგის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი)  სამართლის სკოლის საერთაშორისო საჯარო სამართლის პროფესორი, სამართლის დოქტორი მარკო მილანოვიჩი, ლივერპულის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) პროფესორი ადამიანის უფლებათა სამართალში, სამართლის დოქტორი კონსტანტინ დესტიარაუ, ვესტმინსტერის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) საერთაშორისო სამართლის უფროსი ლექტორი, სამართლის დოქტორი მარკო ლონგობარდო, საერთაშორისო სამართლის ევროპული საზოგადოების (ESIL) სამდივნოს წარმომადგენელი, სამართლის დოქტორი ვერონიკა ბილკოვა, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტის ყოფილი ვიცე-თავმჯდომარე, კოლუმბიის სამართლის სკოლის (კოლუმბია) წარმომადგენელი სარა კლივლენდი, იერუსალიმის უნივერსიტეტის (ისრაელი) პროფესორი იაელ რონენი, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის წარმომადგენელი, სამართლის დოქტორი გლებ ბოგუში.
 

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, საერთაშორისო კონფერენცია ხელს შეუწყობს საზოგადოებისათვის საერთაშორისო სამართლის საკითხების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდებას და ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შორის გამოცდილების გაზიარებას. „საერთაშორისო კონფერენციაზე წარმოდგენილ ყველა მოხსენებაში ასახულია ის მძიმე სიტუაცია, რაც ჩვენს რეგიონშია შექმნილი, საუბარი ეხება საერთაშორისო სამართლის დარღვევის ფაქტებს და ამ დარღვევის აღმოფხვრის მექანიზმებს. ეს კონფერენცია ძალიან კარგი საშუალებაა ევროპის საერთაშორისო სამართლის საზოგადოებაში არსებული შეხედულებების ერთმანეთთან, ქართველ და უცხოელ კოლეგებთან გასაზიარებლად,“ - აღნიშნა თსუ რექტორმა. 
 

კონფერენციის ორგანიზატორები არიან: საერთაშორისო სამართლის ევროპული საზოგადოება (ESIL), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და საერთაშორისო დაცვის ცენტრი (CPI, საფრანგეთი).
 

თსუ იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის ხელმძღვანელის ირინე ქურდაძის ინფორმაციით, თსუ ძალიან დიდი მასშტაბის კონფერენციას მასპინძლობს, ევროპის საერთაშორისო სამართლის საზოგადოება საქართველოში პირველად ატარებს კონფერენციას, ასევე საერთაშორისო სამართლის ამდენი საერთაშორისოდ აღიარებული მეციერი და პრაქტიკოსი ერთი ღონისძიების ფარგლებში პირველად იმყოფება. „კონფერენციაზე მეცნიერები მთელი მსოფლიოდან ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ და ისაუბრებენ რა შეგვიძლია ჩვენ, როგორც საერთაშორისო სამართლის სპეციალისტებს, გავაკეთოთ იმისთვის, რომ ასეთ არასტაბილურ მსოფლიოში პრობლემების გადაწყვეტის კონტექსტში სამართლებრივი გზები შევთავაზოთ საზოგადოებას,“ - აღნიშნა ირინე ქურდაძემ.
 

კონფერენციაში მონაწილეობას იღებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ყოფილი მოსამართლე განა იუდკივსკა უკრაინიდან. როგორც მან აღნიშნა, ქართველებსა და უკრაინელებს ომის მძიმე გამოცდილება აქვს, ასეთი სახის საერთაშორისო კონფერენციები კი ხელს უწყობს იმ გზების პოვნას, რაც მშვიდობისა და უსაფრთხოების მშენებლობისთვის აუცილებელი და მნიშვნელოვანია. „საქართველოში შესანიშნავი საერთაშორისო სამართლის სკოლა არსებობს. გვსურს, რომ ისინი იყვნენ ევროპული საერთაშორისო სამართლის საზოგადოების ნაწილი. სამწუხაროდ, ქართველები და უკრაინელები ერთნაირ პრობლემებს ვებრძვით, საერთაშორისო სამართალს შეუძლია გაგვცეს პასუხები ომისა და კონლფიქტების თავიდან აცილების გზების შესახებ. მჯერა, რომ მსოფლიო სამართლებრივი საზოგადოების გაერთიანება, დიალოგი, თანამშრომლობა ხელს შეუწყობს ისეთი სისტემის აშენებას, რომელიც მშვიდობისა და უსაფრთხოების გარანტიაა,“ - განაცხადა განა იუდკივსკამ.
 

„თვითონ თემა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა სამართლის თანაფარდობა, განსაკუთრებით საომარი ვითარების დროს საქართველოსთვის აქტუალურია, იმიტომ რომ საქართველო თვითონ იყო მსხვერპლი ამ საერთაშორისო აგრესიის. აქედან გამომდინარე, საკითხები, რომლებიც გვექნება მსჯელობა, სამომავლოდ არამხოლოდ მეცნიერებისთვის, არამედ საერთაშორისო სამართლის და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის იქნება, უაღესად სასარგებლო და საინტერესო“,- განაცხადა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლემ ლადო ჭანტურიამ. მისივე თქმით, უნივერსიტეტი პირველ რიგში სამეცნიერო დაწესებულებაა, ამიტომ მეცნიერული დისკუსიებისთვის ადგილის გამოყოფა და ამ დისკუსიების ორგანიზება, წარმოაჩენს უნივერსიტეტს, როგორც ერთ-ერთ ლიდერს მთელ მსოფლიოში და მისასალმებელია, რომ ამ ფორუმს ევროპული უნივერსიტეტების და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს წარმომადგენლები და მაღალი რანგის ექსპერტები ესწრებიან


თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანი თამარ ზარანდია მიიჩნევს, რომ "ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებების  საერთაშორისო სამართლის ურთიერთმიმართების საკითხებზე მსჯელობა აკადემიურ სივრცეში შედგეს, რადგან ეს ფორუმი ხელს შეუწყობს თანამშრომლობის გაღრმავებას მომავალში და ასევე ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე მსჯელობას, განსაკუთრებით კონფლიქტის დროს, ეს თემატიკაც მნიშვნელოვანია სწორედ დღევანდელი რეალობების გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში არსებული სიტუაციების გათვალისწინებით.“  
 

როგორც თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ აღნიშნა, თავდაცვის სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან განსაკუთრებით საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტთან. „მემორანდუმის ფარგლებში, არაერთი კურსი გვქონდა დაგეგმილი და განვახორციელეთ, მომავალშიც ვგეგმავთ. განსაკუთრებით, საერთაშორისო სამართლის თემაზე. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით მსგავსი კონფერენციების მოწყობა და ისეთი სპეციალისტების, გამოცდილი ექსპერტების, პრაქტიკოსების ჩართულობა, როგორიც დღეს ამ კონფერენციაზე არიან წარმოდგენილი. ვფიქრობ, ეს კონფერენცია ძალიან ნაყოფიერი იქნება, როგორც უნივერსიტეტის სტუდებტებისთვის, ასევე ამ კონფერენციაში მონაწილე ყველა პირისათვის.“ - დასძინა მინისტრის მოადგილემ.

 

კონფერენცია ორდღიანია და ეძღვნება საერთაშორისო სამართლის სკოლის ფუძემდებლის, აკადემიკოსის, პროფესორ ლევან ალექსიძის ხსოვნას.

სრულად

ბრძანების N:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯილდოს - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო  საკოლექციო  ვერცხლის მონეტის - დაწესებისა და დაჯილდოების პირობებისა და წესის დამტკიცების შესახებ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ძ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ5“ ქვეპუნქტისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 14 სექტემბრის №12 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. დაწესდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჯილდო - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საიუბილეო საკოლექციო ვერცხლის მონეტა (შემდგომში – ,,საიუბილეო მონეტა“).
2.    საიუბილეო მონეტა ყოველწლიურად მიენიჭება თითოეული ფაკულტეტის ერთ სტუდენტს, აკადემიური მოსწრებისა და კვლევაში მიღებული განსაკუთრებული წარმატებებისათვის.
3.    სტუდენტისათვის უნივერსიტეტის საიუბილეო მონეტის ჯილდოდ გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, ფაკულტეტის საბჭოს დასაბუთებული წარდგინების საფუძველზე.
4.    ჯილდოს სახით საიუბილეო მონეტის გადაცემა მოხდება ყოველწლიურად, უნივერსიტეტის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
5.    საიუბილეო მონეტით დაჯილდოების შესახებ გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს ამ დადგენილების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მოთხოვნას.
6.    დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
7.    წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
8.    დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 80/2022

მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!!

ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან - 21-26 სექტემბერი, 10:00სთ -17:00სთ.

მე-6 კორპუსი, ოთახი  #207

 

სრულად

ბრძანების N:

მაგისტრანტობის კანდიდატთა საყურადღებოდ!!

ხელშეკრულების გაფორმება მაგისტრანტობის კანდიდატებთან - 21-26 სექტემბერი, 10:00სთ -17:00სთ.

მე-6 კორპუსი, ოთახი  #207

 

სრულად

ბრძანების N:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრირებული აპლიკანტ(ებ)ის შერჩევის თარიღების დადგენის, შესარჩევი და სააპელაციო კომისიების შემადგენლობის განსაზღვრის და აპლიკანტ(ებ)ის შერჩევის წესის და პირობების განისაზღვრის შესახებ


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი მე-2 და მე-3 ნაწილების, 54- ე მუხლის პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის N42/ნ ბრძანებით დამტკიცებული „პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები“-ის 23-ე მუხლის მეორე პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის 2022 წლის 13 სექტემბრის MES 0 22 0001063281 წერილის და თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელის 2022 წლის 16 სექტემბრის N23043/10 წარდგინების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დადგინდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე   ქ.  თბილისში რეგისტრირებული საქართველოში თანამემამულის სტატუსის მქონე აპლიკანტ(ებ)ის შერჩევის თარიღები (დანართთი N1).
2. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქ. თბილისში უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე რეგისტრირებული საქართველოში თანამემამულის სტატუსის მქნონე აპლიკანტ(ებ)ის შესარჩევი კომისია (დანართი N2).
3. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებული აპლიკანტ(ებ)ის წესი და პირობები (დანართი N3).
4. განისაზღვროს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრირებული აპლიკანტ(ებ)ის სააპელაციო კომისია (დანართი N4).
5. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსების უზრუნველყოფა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებისთვის მიწოდება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
6.    ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებგვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
7. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი       გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 265/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2022 წლის პირველი ივლისის №195/01-01 ბრძანების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიების (აკადემიური საბჭოს 2022 წლის 11 ივლისის №56/2022 დადგენილება) გადაწყვეტილებებისა (წერილები: 18.08.2022, №13892/28; 07.09.2022, №15178/28) და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 14 სექტემბრის №12 სხდომის ოქმის საფუძველზე, 


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. საკონკურსო კომისიების მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილებების საფუძველზე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:


ა) ქიმიის დეპარტამენტის მაკრომოლეკულების ქიმიის კათედრა:


თამარ თათრიშვილი - ასისტენტ-პროფესორი;


ბ) ფიზიკის დეპარტამენტი:

 

ბ.ა) არაწრფივი მოვლენების ფიზიკის კათედრა:


გიორგი მჭედლიშვილი - ასისტენტ-პროფესორი; 


ბ.ბ) კონდენსირებული გარემოს ფიზიკის კათედრა:


თორნიკე გაგნიძე - ასისტენტ-პროფესორი.


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმება.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
 
 

გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 69/2022

ახალი სამაგისტრო-საგანმანათლებლო პროგრამა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ, 2022 წლის 14 სექტემბერს დაამტკიცა „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის საჯარო მართვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა“, რომელიც 2022 წლის 13 მაისის, თსუ-ს, თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის, სამხრივი მემორანდუმის საფუძველზე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე შეიქმნა.
 
ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა ემსახურება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროს უწყებებში დასაქმებული სამოქალაქო პირებისა და სამხედრო მოსამსახურეების უმაღლესი აკადემიური ხარისხის მიღებას.

ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლო პროცესი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე 2023 წლის სექტემბრიდან დაიწყება და პროგრამის კურსდამთავრებულს ბიზნესის ადმინისტრირების საჯარო მმართველობის მაგისტრის აკადემიური კვალიფიკაცია (EMBA in Public Administration) მიენიჭება. პროგრამის პირველი სემესტრი თავდაცვის სამინისტროს „თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლეს პროგრამას“ დაეთმობა, ხოლო მეორე - საჯარო ადმინისტრირების ნაწილს. კურსდამთავრებულები მიიღებენ ორ დიპლომს - “ბიზნეს ადმინისტრირების საჯარო მმართველობის სამაგისტო პროგრამის” უმაღლესი აკადემიური ხარისხს და „თავდაცვისა და უსაფრთხოების უმაღლესი პროგრამის“ უწყებრივ დიპლომს.
 
პროგრამის ხელმძღვანელებად დამტკიცდნენ თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ბადრი რამიშვილი და პოლკოვნიკი კონსტანტინე პეტრიაშვილი. პროგრამის განხორციელებისას ჩართულნი იქნებიან თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის და თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის პროფესორ-მასწავლებლები, თავდაცვის სამინისტროსა და ქვეყნის სახელმწიფო უწყებების უსაფრთხოების სფეროს ექსპერტები.

სრულად

ბრძანების N:

მასწავლებლის მომზადების პროგრამის აპელაციის შედეგები

იხილეთ 2022-2023 სასწავლო წელს მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან პროგრამაზე მისაღები გამოცდის აპელაციის შედეგები  (ცხრილში მოცემულია პირადი ნომრის ბოლო ციფრები).

 

სრულად

ბრძანების N:

ბრძანების N:

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა 2022

 

საერთაშორისო საზაფხულო სკოლა ბიზნესის ადმინისტრირებაში

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტმა, 2022 წლის 3-დან 11 სექტემბრამდე, თბილისის ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან ერთად უმასპინძლა საერთაშორისო საზაფხულო სკოლას ბიზნესის ადმინისტრირებაში, რომელიც, უკვე მე-7 წელია, სისტემატიურად ტარდება კობლენცის (გერმანია) გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის მიერ.
სასიხარულოა, რომ პანდემიის გამო, დისტანციურად ჩატარებული ორი სკოლის შემდეგ, წელს ოთხი გერმანელი სტუდენტი და სამი გერმანელი პროფესორი თბილისში ჩამოვიდნენ.
 

სკოლა საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ა.წ. 5 სექტემბერს, თსუ-ის პირველი კორპუსში და დაიხურა 9 სექტემბერს ბიზნესია და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში. თსუ-ის მხრიდან გახსნის ცერემონიალში მონაწილეობა მიიღეს თსუ რექტორის მოადგილემ, პროფესორმა ნინო ოკრიბელაშვილმა და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა გიორგი ღაღანიძემ. კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტის სახელით გერმანელ და ქართველ სტუდენტებს მიესალმენ პროფესორები მაგდალენა შტიულბი და გაბრიელა ვოლფი.
 

წლევანდელი სკოლის თემა იყო: „ეთიკური გადაწყვეტილებების მიღება წინააღმდეგობრივ სამყაროში“ (Ethical Decision Making in a disruptive World). მეცადინეობები ჩატარდა როგორც თსუ-ში ისე ბტუ-ში. მონაწილეობნენ როგორც თსუ-ის, ისე ბტუ-ის სტუდენტები. ტრადიციულად, მეცადინეობებს ჰქონდა როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული სახე. ამ მიზნით სკოლის მუშაობაში ჩართული იყო რამდენიმე ქართული ბიზნეს კომპანია და არასამთავრობო ორგანიზაცია.
 

აღსანიშნავია, რომ 2016 წელს აღნიშნული სკოლა პირველად ბაქოში ჩატარდა. 2017 და 2018 წლებში მას უკვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა, მაშინ მრავლად გვესტუმრენ გერმანელი და აზერბაიჯანელი სტუდენტები. 2019 წელს შეკრების ადგილი კვლავ აზერბაიჯანის დედაქალაქი იყო, სადაც ასევე ქართველი სტუდენტებიც მონაწილეობდნენ. ხოლო 2020 და 2021 წლებში გლობალური პანდემიის გამო, საზაფხულო სკოლა დისტანციურად, ინტერნეტ სივრცეში გაიმართა, სადაც საქართველოდან თსუ-ს სტუდენტების გარდა, ბტუ-ს სტუდენტებიც შემოუერთდნენ. სამწუხაროდ, წელს აზებაიჯანულმა მხარემ ვერ მოახერხა თბილისში ჩამოსვლა და სკოლის მუშაობაში მონაწილეობა.
 

დღიდან დაარსებისა, საერთაშორისო საზაფხულო სკოლის პროექტის საერთო ხელმძღვანელია გერმანელი პროფესორი მაგდალენა შტულბი. ხოლო კოორდინატორი - თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი უჩა გოგრიჭიანი.

 

 

სრულად

ბრძანების N:

თსუ სტუდენტებმა დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია მოიპოვეს

დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის 2022-2023 სასწავლო წლის სამი სტიპენდიატი გამოვლინდა. ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია მიენიჭათ: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერული მეცნიერების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტს დავით მელიქიძეს და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტს გოგი კეჟერაძეს.
 

დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სტიპენდია მიენიჭა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის პოლიტიკის მეცნიერების პროგრამის პირველი კურსის სტუდენტს ნინო ბიგვავას.
 

2016-2017 წლიდან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინიციატივით აკადემიკოს ილია ვეკუას, დიმიტრი (არზაყან) ემუხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიები დაწესდა, რომლებიც განსაკუთრებული წარმატებით გამორჩეულ ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს გადაეცემათ.

სრულად

ბრძანების N:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2022 წლის 3 მაისის №123/01-01 ბრძანების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის (აკადემიური საბჭოს 2022 წლის 24 ივნისის №49/2022 დადგენილების პირველი პუნქტი) გადაწყვეტილებისა (წერილი: 27.07.2022, №12667/29) და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 14 სექტემბრის №12 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:


ა) მარკეტინგის  კათედრა:


მაია სეთური - ასოცირებული პროფესორი;


ბ) მაკროეკონომიკის კათედრა (შრომის ეკონომიკის პროფილით):

 

მზია შელია - ასოცირებული პროფესორი.


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულებების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმება.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 71/2022

საერთაშორისო კონფერენცია - „მდგრადი განვითარების ლანდშაფტური განზომილება: კვლევა, კარტოგრაფია/გეოინფორმატიკა, დაგეგმარება, მართვა“

12 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენცია - „მდგრადი განვითარების ლანდშაფტური განზომილება: კვლევა, კარტოგრაფია/გეოინფორმატიკა, დაგეგმარება, მართვა“, გაიმართება, რომელიც ცნობილი გეოგრაფისა და კარტოგრაფის, პროფესორ ნიკო ბერუჩაშვილის დაბადებიდან 75 წლისთავს ეძღვნება. 

კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 50-ზე მეტი მეცნიერი ჩამოვიდა, დიდმა ნაწილმა კი  დისტანციურ რეჟიმში დასწრების სურვილი გამოთქვა.

ნიკო ბერუჩაშვილი 1982 წლიდან 2006 წლამდე გახლდათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კარტოგრაფია-გეოდეზიისა და გეოინფორმატიკის  კათედრის გამგე. იყო საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების ვიცე პრეზიდენტი. მისი ინიციატივით თსუ-ში 1979 წელს დაარსდა აეროკოსმოსური მეთოდებით ბუნებრივი გარემოს შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, რომელიც კვლევებს აწარმოებდა ევრაზიის კონტინენტის სხვადასხვა მთიან სისტემებში. პროფესორი ნიკო ბერუჩაშვილი იყო მარტყოფის ფიზიკურ-გეოგრაფიული სტაციონარის სამეცნიერო ხელმძღვანელი. 2002 წელს ბერუჩაშვილის ინიციატივით, საერთაშორისო გეოგრაფიულ კავშირში დაარსდა „ლანდშაფტური ანალიზის“  კომისია, რომლის პირველი თავმჯდომარე სწორედ ის გახლდათ. იგი არის 200-ზე მეტი სამეცნიერო და მეთოდური ნაშრომის ავტორი.

პროფესორი ნიკო ბერუჩაშვილს მჭიდრო სამეცნიერო-პედაგოგიური კავშირები ჰქონდა მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტების მეცნიერებთან: პარიზის, ბერლინის, ბერნის, მადრიდის, ბარსელონის, ბორდოს, ჰავრის, ტულუზის, ვარშავის, ბრნოს, რომის, სანტიაგოს, რიო-დე-ჟანეიროს, ტუნისის, ტოკიოს, მოსკოვის, სანკტ-პეტერბურგის, მინსკის, ტარტუს, რიგის, კიშინიოვის, კიევის, ხარკოვის, ლვოვის, სიმფეროპოლის, ერევნის, ბაქოს, ტაშკენტის, ალმა-ათის უნივერსიტეტები. ეს არის ნუსხა იმ უნივერსიტეტებისა, სადაც მას ლექცია წაუკითხავს, ან მონაწილეობა მიუღია საერთაშორისო სამეცნიერო ფორუმების მუშაობაში.

 

 

 

სრულად

ბრძანების N:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო წელს მაგისტრატურაში სპეციალობის მისაღები საგამოცდო კომისიისა და საპრეტენზიო საბჭოს დამტკიცების  შესახებ 

„უმაღლესი  განათლების  შესახებ“   საქართველოს კანონის  22-ე  მუხლის   პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი  ადმინისტრაციული კოდექსის  51-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის  მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 57-ე მუხლის,  58-ე მუხლის  პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების  მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, ზუსტ და  საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა  ფაკულტეტის   დეკანის  2022 წლის 11 აგვისტოს N19901/10, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის 2022 წლის 09 აგვისტოს N19588/30, მედიცინის ფაკულტეტის  დეკანის 2022 წლის 01 სექტემბრის N21411/32, მიგრაციის  კომპეტენციის ცენტრის ხელმძღვანელის 2022 წლის 02 სექტემბრის N14749/10-02, იურიდიული ფაკულტეტის  დეკანის 2022 წლის 07 სექტემბრის  N21952/31-05,  ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა  ფაკულტეტის დეკანის 2022  წლის  06  სექტემბრის N21823/27, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  დეკანის მოვალეობის შემსრულებლის 2022  წლის  01  სექტემბრის   N21428/29,  ფსიქოლოგიისა და  განათლების  მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის  მოვალეობის შემსრულებლის 2022 წლის 30 აგვისტოს  N21219/26, ევროპული  კვლევების  ინსტიტუტის დირექტორის  2022  წლის  12  აგვისტოს  N19901/10 წარდგინებების  საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტში  2022-2023  სასწავლო წელს  მაგისტრატურაში  სპეციალობის  მისაღები გამოცდის და საპრეტენზიო საბჭოს შემადგენლობა ფაკულტეტების შესაბამისად:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი 1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი 2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი 3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი  (დანართი 4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი  (დანართი 5);
ვ) მედიცინის ფაკულტეტი  (დანართი 6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი 7).

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3. ბრძანების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე

სრულად

ბრძანების N: 260/01-01  

საერთაშორისო სიმპოზიუმი   „ფიზიკა ურთიერთქმედებებში“

ნაწილაკების ფიზიკის სფეროში ჩატარებული კვლევების უახლეს შედეგებს განიხილავს 15 ქვეყნის 30-მდე მეცნიერი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე სიმპოზიუმზე  „ფიზიკა ურთიერთქმედებებში“ (Physics in Collision). ნაწილაკების ფიზიკის თანამედროვე ექსპერიმენტები საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობების ფარგლებში ტარდება - ამის საუკეთესო მაგალითია ბირთვული კვლევების ევროპული ცენტრის (CERN) -ის ექსპერიმენტები დიდ ადრონულ კოლაიდერზე (LHC).  საერთაშორისო მრჩეველთა საბჭო და საერთაშორისო კოლაბორაციები ერთობლივად არჩევენ Physics in Collision სიმპოზიუმებზე  მომხსენებლებს, რომელთა უმრავლესობა მსოფლიოში აღიარებული მეცნიერები არიან.

თსუ რექტორის მოადგილის ნინო ოკრიბელაშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ცნობილ მეცნიერებთან ერთად, მოხსენებებს ახალგაზრდა მკვლევრებიც წარმოადგენენ: „სიმპოზიუმზე კიდევ ერთხელ დადასტურდება ახალგაზრდების ჩართულობა საერთაშორისო თუ ადგილობრივ კვლევებში და ეს შედეგები გაცხადდება ფართო საზოგადოების წინაშე. ახალგაზრდა თაობას  საშუალება მიეცემა საკუთარი მომავალი დაინახოს კვლევებში, მეცნიერებაში და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს თანამედროვე ფიზიკის განვითარებაში.“

41-ე საერთაშორისო სიმპოზიუმი „ფიზიკა ურთიერთქმედებებში“   პირველად 1981 წელს, ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ ბლექსბურგში ჩატარდა. (Blacksburg). მას შემდეგ მან  ყოველწლიური სახე მიიღო და გამორჩეულ როლს თამაშობს ნაწილაკების ფიზიკის კონფერენციებს შორის. „ის, რომ თბილისში ტარდება კონფერენცია, სწორედ იმ ქართველი მეცნიერების დამსახურებაა, რომლებსაც საერთაშორისო აღიარება აქვთ მოპოვებული ნაწილაკების ფიზიკის მიმართულებით. კონფერენციაზე მოხსენებებს წარმოადგენენ ცნობილი მეცნიერები,  რომლებიც ცერნში მიმდინარე   ექსპერიმენტებში მონაწილეობენ. მათში რომლებიც ტარდება დიდ ამაჩქარებლებზე, ასევე კვლევებში, რომლებიც ტარდება კოსმოსური სხივების ფიზიკაში და ასტრონაწილაკების ფიზიკაში,“- განაცხადა თსუ პროფესორმა რევაზ შანიძემ. 

თბილისში მიმდინარე სიმპოზიუმის მნიშვნელობაზე ისაუბრა აახენის (გერმანია) უნივერსიტეტის პროფესორმა ლივია ლუდჰოვამ:  „მოხარული ვარ, რომ მონაწილეობას ვიღებ ამ უნიკალურ, ინოვაციურ კონფერენციაში, რომელიც მოიცავს ექსპერიმენტული და თეორიული ფიზიკის მიმართულებით უკანასკნელი მონაცემების მიმოხილვას გამოცდილი პროფესიონალებისგან.“

კონფერენციაზე გაიმართება Physics in Collision-ის პოსტერ-სესიაც, რომელიც განსაკუთრებით მიმზიდველია ახალგაზრდა მეცნიერებისა და დოქტორანტებისთვის. ამით მათ შესაძლებლობა ეძლევათ წარადგინონ საკუთარი კვლევის შედეგები ცნობილ მეცნიერებთან ერთად.

 „კონფერენციას დიდი ისტორია აქვს და ძალიან მიხარია, რომ წელს ჩემს მშობლიურ უნივერსიტეტში იმართება, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი უნივერსიტეტის კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას მსოფლიო მასშტაბით. კიდევ ერთხელ შევახსენებთ მსოფლიოს, რომ ჩვენ გვაქვს დიდი ტრადიციები ფიზიკაში, ისევე როგორც სხვა მეცნიერებებში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ნამდვილად დაიმსახურა, რომ ერთ-ერთი გამორჩეული ინსტიტუცია იყოს ამ დარგში“,- აღნიშნა ლანკასტერის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) პროფესორმა ვახტანგ ქართველიშვილმა.

თსუ მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი აქტიურად არის ჩართული საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებში - მათ შორის ATLAS ექსპერიმენტში, რომელიც LHC-ზე ტარდება და ნეიტრინული ფიზიკისა და ასტროფიზიკის კვლევებში KM3NeT საერთაშორისო პროექტის ფარგლებში. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტს მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს იულიხის კვლევით ცენტრთან (გერმანია) - აღსანიშნავია, რომ ამ თანამშრომლობის საფუძველზე ჩამოყალიბდა  ქართულ-გერმანულ სამეცნიერო ხიდი - პროექტი, რომელიც ამ ორი ქვეყნის სამეცნიერო, საგანმანათლებო და კულტურული ურთიერთობებში გამორჩეულ როლს თამაშობს. სწორედ ქართულ-გერმანული ხიდის ფარგლებში ჩამოყალიბებული სამეცნიერო კონტაქტებმა ხელი შეუწყო „Physics in Collision“ სიმპოზიუმის ჩატარებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.      

სრულად

ბრძანების N:

თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ჯაბა სამუშიას კომენტარი მედიასთან

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ჯაბა სამუშიამ მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ თანამდებობაზე მისი მუშაობის პერიოდში არ იქნება არცერთი დახურული თემა. „შევეცდები ყველა იმ კითხვაზე გავცე პასუხი, რომელიც აწუხებს სტუდენტობას, გვექნება მუდმივი დიალოგი ყველასთან, ვისაც გული შესტკივა თსუ-ის მომავალზე. ჩემთვის უნივერსიტეტი ეფუძნება სამ რამეს: ესაა საუკუნოვანი ტრადიცია, პროფესურა და სტუდენტობა. ამ სამივე მიმართულებით გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს, რათა გაიზარდოს ჩვენი უნივერსიტეტის ავტორიტეტი, კიდევ უფრო ჩაერთოს პროფესურა საუნივერსიტეტო ცხოვრებაში და სტუდენტობას ყველანაირად შევუწყოთ ხელი,“- განაცხადა ჯაბა სამუშიამ.  მისი თქმით, დიალოგის გარეშე არანაირი შედეგი არ დადგება, ამიტომ ეს პროცესი მომდევნო კვირიდან დაიწყება უნივერსიტეტში.
 

თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მისი არჩევისას კენჭისრის პროცედურასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ პროცესი გამჭვირვალედ მიმდინარეობდა, ხოლო თუ რატომ იყო ის ერთადერთი კანდიდატურა არჩევნებზე, აღნიშნა: „ეს შესაძლოა იმიტომ მოხდა, რომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის ფუნქცია გარკვეულწილად არის რექტორის არჩევნებისთვის მომზადება და, ალბათ, ამანაც განაპირობა ის ფაქტი, რომ სხვას არ გამოუთქვამს არჩევნებში მონაწილეობის სურვილი.“
 

ჯაბა სამუშიას თქმით, ის დახურულ კარს მიღმა შეხვდება იმ სტუდენტებს, რომელთაც კენჭისყრის მიმდინარეობისას აქცია მოაწყვეს: „მინდა, რომ ამ ადამიანებს პირველმა გავუწოდო მეგობრობის ხელი. მე არავისგან არაფერი მაქვს დასამალი, მით უფრო ჩემი სტუდენტებისგან. შეხვედრა იქნება გაცნობითი ხასიათის, შინაურულ გარემოში.“

სრულად

ბრძანების N:

კურსები თურქული ენის შემსწავლელთათვის

თბილისის იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტში დაიწყო რეგისტრაცია თურქული ენის შემსწავლელ კურსებზე. მსურველებს რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ 2022 წლის 29 აგვისტოდან 16 სექტემბრის ჩათვლით  ქვემოთ მოცემული ფორმის შევსებით:

 

https://forms.gle/CKxLTNU5JtGZ7cUv7

 

კურსი უფასოა სტუდენტებისთვის, რომელთაც ძირითად და  მეორად სპეციალობად არჩეული აქვთ თურქოლოგია, იხდიან მხოლოდ სახელმძღვანელოს საფასურს, რომელიც 60 ლარს შეადგენს. სხვა დანარჩენი მიმართულების სტუდენტებისთვის კი სამთვიანი კურსის საფასურზე იმოქმედებს დამატებით ფასდაკლება და სახელმძღვანელოსთან ერთად თანხა შეადგენს 150 ლარს.

რეგისტრაციისთვის საჭიროა შემდეგი საბუთები: პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი, ორი ცალი დოკუმენტის ფოტო. სტუდენტებმა ასევე უნდა წარმოადგინონ სტუდენტის ცნობა. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 322 98 00 97 ან +995 558 55 31 24

 

სრულად

ბრძანების N: