საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტის (ARISC) საგრანტო კონკურსები

სამხრეთ კავკასიის ამერიკული კვლევითი ინსტიტუტი (ARISC) აცხადებს საგრანტო კონკურსებს სტუდენტებისთვის/მკვლევრებისთვის (ARISC Small Grants; ARISC Travel Grants; ARISC Collaborative Heritage Management Fellowships in Azerbaijan or Georgia).


დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.

სრულად

ბრძანების N:

პოლიტიკური განათლების სკოლა (რეგისტრაცია 30 ოქტომბრამდე)

  „პოლიტიკური განათლების სკოლა“,  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით აცხადებს მიღებას მესამე ნაკადზე. პროექტის მიზანია, მოსწავლეებში პოლიტიკური განათლების გავრცელება.

 მოსწავლეები პროექტის ფარგლებში ჩაერთვებიან შემეცნებით-გასართობ აქტივობებში, ხოლო ყველაზე აქტიურ მონაწილეებს პროექტის ბოლოს გადაეცემათ სერტიფიკატები და საჩუქრები.

 პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ X, XI, XII კლასის მოსწავლეებს.

 შეხვედრები გაიმართება კვირაში ორჯერ - შაბათ-კვირას, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

 პროექტის ფარგლებში ვისაუბრებთ შემდეგ თემებზე:

  • პოლიტიკა და განათლება, რატომ გვჭირდება პოლიტიკური განათლება;
  • რატომ გვჭირდება სახელმწიფო?
  • მმართველობის ფორმები და პოლიტიკური რეჟიმები;
  • კონსტიტუცია - მოქალაქე და სახელმწიფო - საქართველოს პოლიტიკური სისტემა;
  • ტერიტორიული მოწყობა და ადგილობრივი თვითმმართველობა;
  • მემარჯვენე და მემარცხენე პოლიტიკური იდეოლოგიები;
  • ჰარი პოტერი და პოლიტიკური იდეები; 
  • რატომ ვატარებთ არჩევნებს?
  • რა უნდა ვიცოდეთ, სამოქალაქო საზოგადოებაზე;
  • ადამიანის უფლებები და საზოგადოება;
  • პოლიტიკური კომუნიკაცია;
  • დეზინფორმაციის თეორია და პრაქტიკა;
  • მონაცემთა ბაზების დამუშავება (ციფრული დემოკრატია);
  • რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები - რა სურს რუსეთს?
  • გლობალიზაცია და ევროპული საერთაშორისო ორგანიზაციები;

⭕ პროექტის განმავლობაში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ მოინახულონ სახელმწიფო ინსტიტუტები.

 

 პროექტის ხანგრძლივობა: ერთი თვე.

 აპლიკაციის შევსების ბოლო ვადა: 30 ოქტომბერი.

>> სარეგისტრაციო ბმული << 

 პროექტში მონაწილეობა უფასოა.

 დამატებითი კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:

📩 schoolofpoliticaleducation@gmail.com 

სრულად

ბრძანების N:

„თეზისი სამ წუთში"

 

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის განვითარების ფონდის მხარდაჭერით, მეცნიერების პოპულარიზაციისა და მეცნიერთა განვითარების ხელშეწყობის მიზნით ატარებს ქუინსლენდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებულ პროექტ-კონკურსს: „თეზისი სამ წუთში". კონკურსი ამჟამად მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის უნივერსიტეტში ტარდება.

პროექტი „თეზისი სამ წუთში“ გულისხმობს სამეცნიერო კვლევითი ნაშრომების კონკურსს. მონაწილემ 3 წუთში ერთი სლაიდით უნდა შეძლოს კვლევითი ნაშრომის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტების პრეზენტაცია.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს უნივერსიტეტების დოქტორანტებს, რომელთაც განაცხადების მიღების ვადის დამთავრებისთვის ჯერ კიდევ არ აქვთ დაცული ხარისხი (მიმართულება შეზღუდული არ არის).

პროექტის ფარგლებში გამოვლინდება 3 გამარჯვებული (ჟიურის გადაწყვეტილებით) და ხალხის რჩეული (დამსწრე მაყურებლის ხმების უმრავლესობით). გამარჯვებულ დოქტორანტებს გადაეცემათ ფულადი პრიზები და სამახსოვრო საჩუქრები:

●        I ადგილი - 2000 ლარი (დარიცხული)

●        II ადგილი - 1500 ლარი (დარიცხული)

●        III ადგილი - 1000 ლარი (დარიცხული)

●        ხალხის რჩეული - ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკისგან სიმბოლური საჩუქარი.

 

საქართველოში პროექტი “თეზისი 3 წუთში“ პირველად 2021 წელს ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა სხვადახვა უნივერსიტეტებისა და მიმართულებების/ფაკულტეტების  დოქტორანტებმა მიიღეს. გამარჯვებულები კი ტურიზმის და ბიოქიმიის სფეროებიდან გახდნენ.

 

გიგზავნით პროექტის „თეზისი 3 წუთში“ დეტალური აღწერის, სარეგისტრაციო ფორმისა და Facebook ღონისძიების ლინკებს და გთხოვთ, აღნიშნული პროექტის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოთ დოქტურანტურის კურსის სტუდენტებს.

 

●        პროექტის დეტალური აღწერა: https://drive.google.com/file/d/11l3qSCErEZ1QjPwPnhlh2v6bIpAdOp7Y/view?usp=sharing

 

●        სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/6JAW5JHXJZtJUenR8

 

●        Facebook ღონისძიება: https://fb.me/e/1YPzOyHvG

 

 

საკონკურსო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 30 ნოემბერი.

 

კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

·ელ-ფოსტა: marim.m@sciencelib.ge infopr@sciencelib.ge.

·მობილური: 555 13-91-51 - მარიამ მაისურაძე

აღნიშნულ ინფორმაციას გიგზავნით თანდართული PDF ფაილის სახით.

სრულად

ბრძანების N:

კონკურსი - „თეზისი სამ წუთში"

ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა, ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის განვითარების ფონდის მხარდაჭერით, მეცნიერების პოპულარიზაციისა და მეცნიერთა განვითარების ხელშეწყობის მიზნით ატარებს ქუინსლენდის უნივერსიტეტის მიერ შემუშავებულ პროექტ-კონკურსს: „თეზისი სამ წუთში". კონკურსი ამჟამად მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის უნივერსიტეტში ტარდება.
 

პროექტი „თეზისი სამ წუთში“ გულისხმობს სამეცნიერო კვლევითი ნაშრომების კონკურსს. მონაწილემ 3 წუთში ერთი სლაიდით უნდა შეძლოს კვლევითი ნაშრომის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტების პრეზენტაცია.
 

პროექტში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს უნივერსიტეტების დოქტორანტებს, რომელთაც განაცხადების მიღების ვადის დამთავრებისთვის ჯერ კიდევ არ აქვთ დაცული ხარისხი (მიმართულება შეზღუდული არ არის).
 

პროექტის ფარგლებში გამოვლინდება 3 გამარჯვებული (ჟიურის გადაწყვეტილებით) და ხალხის რჩეული (დამსწრე მაყურებლის ხმების უმრავლესობით). გამარჯვებულ დოქტორანტებს გადაეცემათ ფულადი პრიზები და სამახსოვრო საჩუქრები:

●        I ადგილი - 2000 ლარი (დარიცხული)

●        II ადგილი - 1500 ლარი (დარიცხული)

●        III ადგილი - 1000 ლარი (დარიცხული)

●        ხალხის რჩეული - ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკისგან სიმბოლური საჩუქარი.

 

საქართველოში პროექტი “თეზისი 3 წუთში“ პირველად 2021 წელს ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა სხვადახვა უნივერსიტეტებისა და მიმართულებების/ფაკულტეტების დოქტორანტებმა მიიღეს. გამარჯვებულები კი ტურიზმის და ბიოქიმიის სფეროებიდან გახდნენ.

 

●        პროექტის დეტალური აღწერა: https://drive.google.com/file/d/11l3qSCErEZ1QjPwPnhlh2v6bIpAdOp7Y/view?usp=sharing

●        სარეგისტრაციო ფორმა: https://forms.gle/6JAW5JHXJZtJUenR8

●        Facebook ღონისძიება: https://fb.me/e/1YPzOyHvG


საკონკურსო განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 30 ნოემბერი.

 

კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით:

·ელ-ფოსტა: marim.m@sciencelib.ge  infopr@sciencelib.ge

·მობილური: 555 13-91-51 - მარიამ მაისურაძე

 

სრულად

ბრძანების N:

2022/2023 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი მურსიას სან ანტონიოს კათოლიკური უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, მე-15 პუნქტის და თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსის წერილის (N 27843/10; 25/10/2022) საფუძველზე.

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.ჩატარდეს კონკურსი 2022/2023 სასწავლო წლისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული    ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი მურსიას სან ანტონიოს კათოლიკური უნივერსიტეტის        მიერ     თბილისის     სახელმწიფო     უნივერსიტეტის ადმინისტრაციული პერსონალისთვის გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატების შესარჩევად.
2. კონკურსი   ჩატარდეს   2022   წლის   26   ოქტომბერს   Zoom   პლატფორმის საშუალებით.
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა)  ხათუნა   მარწყვიშვილი,   თსუ  თსუ  ფსიქოლოგიისა   და  განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)  ქეთევან ხუციშვილი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
გ)  ნინო   ქიმერიძე,   თსუ   ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა   ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
4. დამტკიცდეს   კომისიის   მდივნად   თსუ   საგარეო   ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5. ბრძანების     უნივერსიტეტის     ოფიციალურ     ვებ-გვერდზე     განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
6. დამტკიცდეს   კონკურსის   ჩატარებისა   და   კანდიდატთა   შერჩევის   წესი (დანართი №1).
7. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო    ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა  აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი            ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 312/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის 2022 წლის 26 ივლისის N18093/10 კორესპონდენციაში დასმული საკითხის შესწავლის მიზნით კომისიის შექმნის თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს  ზოგადი  ადმინისტრაციული  კოდექსის  54-ე  მუხლის,     58-ე  მუხლის,
,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის  №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-9  და მე-12 პუნქტების   საფუძველზე, უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის   უფროსის შოთა ფოთოლაშვილის   2022 წლის 26   ივლისის N18093/10 წერილის საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის   2022 წლის 26   ივლისის N18093/10 კორესპონდენციაში დასმული საკითხის შესწავლის მიზნით   შეიქმნას კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) ზვიად მურადაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე - კომისიის თავჯდომარე;
ბ) შოთა ფოთოლაშვილი - სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის  უფროსი  - კომისიის წევრი;
გ) მაია გრიგოლია - სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის სტუდენტთა მომსახურების  განყოფილების  უფროსი  - კომისიის წევრი;
დ) ეკა ნარსია - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი სპეციალისტი  - კომისიის მდივანი;
ე) არჩილ კუკულავა - იურიდიული დეპარტამენტის  უფროსი   -  კომისიის წევრი.
2. დაევალოს უნივერსიტეტის  კანცელარიას  წინამდებარე  ბრძანების    გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.
3. ბრძანების უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

 


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი        ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 313/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსის „დაპროგრამება C++ ენაზე (საბაზის კურსი)“ დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54–ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების   მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა”, ,,პ" ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2022 წლის 06 ოქტომბრის N25560/10 და თსუ  უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსის 2022 წლის 11 ოქტომბრის N26091/10 წერილების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :

1. დამტკიცდეს  სსიპ  -  ივანე  ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის სასერტიფიკატო კურსი   „დაპროგრამება C++ ენაზე (საბაზის კურსი)“   (დანართი 1);
2. დაევალოს   უნივერსიტეტის   კანცელარიას   წინამდებარე   ბრძანების   განთავსება   ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე;
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ბრძანების განთავსება უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე;
4. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


 

 რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში             ნინო გვენეტაძე
 

სრულად

ბრძანების N: 308/01-01

ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის სახელით თსუ 11 სტუდენტს წლიური სწავლის საფასური დაუფინანსდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 11 სტუდენტს ერთი წლის სწავლის საფასური დაუფინანსდა. სტუდენტების სწავლა ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის სახელით დაფინანსდა. 
 

„სტუდენტების შერჩევა მათი სოციალური მდგომარეობისა და აკადემიური მოსწრების მაჩვენებლის გათვალისწინებით მოხდა. ამ სახის წახალისება საშური საქმეა ახალგაზრდებისთვის. ვიმედოვნებ, რომ ეს მათ აკადემიურ წინსვლას შეუწყობს ხელს,“ - განაცხადა თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა საღინაძემ სტუდენტებთან შეხვედრაზე.
 

ათონის წმინდა მთის ვატოპედის მონასტრის წარმომადგენელმა სტიპენდიებთან დაკავშირებულ საკითხებზე  გელა გელაძემ აღნიშნა, რომ აუცილებელია მომავალი თაობის ხელშეწყობა და, ამიტომ, სტუდენტთა დაფინანსება შემდგომაც გაგრძელდება: „სტუდენტების უნარები და ცოდნა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. ვატოპედის მონასტრის წინამძღვრის არქიმანდრიტ ეფრემის სურვილი და გადაწყვეტილება დაეხმარება მათ შემდგომ განვითარებაში.“  მისი თქმით, სწავლის საფასურის დაფინანსების პროექტი მომავალშიც გაგრძელდება. 
 

ღონისძიებაზე თსუ სასწავლო პროცესების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა ფოთოლაშვილმა სტუდენტებს სტიპენდიის მისაღებად საჭირო განსახორციელებელი პროცედურების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. 
 

ვატოპედის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ეფრემი თსუ-ს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, მიმდინარე წლის 20 სექტემბერს ეწვია. არქიმანდრიტი სტუდენტებს შეხვდა, საჩუქრად წიგნები გადასცა და აღნიშნა, რომ მონასტერი წარმატებულ ქართველ სტუდენტებს დააფინანსებს.

 

სრულად

ბრძანების N:

თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლად აკადემიურმა საბჭომ ჯაბა სამუშია აირჩია

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ რექტორის მოვალეობის შემსრულებლად 6 თვემდე ვადით ჯაბა სამუშია აირჩია. საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის კახა ლორიას თქმით, აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობიდან (33 წევრი) 30-მა წევრმა მიიღო მონაწილეობა არჩევნებში. აქედან 28 წევრმა მხარი დაუჭირა ჯაბა სამუშიას, 2 ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი. 
 

საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა თსუ აკადემიურმა საბჭომ. 
 

თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები 20 ოქტომბერს მას შემდეგ დაინიშნა, რაც ყოფილმა რექტორმა გიორგი შარვაშიძემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ მიმართა აკადემიურ საბჭოს. 13 ოქტომბერს დასრულდა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის კანდიდატთა წარდგენის ვადა. განცხადება ერთმა კანდიდატმა- ჯაბა სამუშიამ შემოიტანა.

სრულად

ბრძანების N:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-9 პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, 104-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის მე-15 პუნქტის, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნების ჩატარების ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით დამტკიცებული საარჩევნო კომისიის 2022 წლის 20 ოქტომბრის №19454/10-02 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 20 ოქტომბრის №17 სხდომის ოქმის საფუძველზე,  


აკადემიური საბჭო ადგენს:


1.    სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად არჩეულ იქნეს ჯაბა სამუშია

 

2. რექტორის მოვალეობის შემსრულებელი არჩეულ იქნა რექტორის არჩევის აქტის ძალაში შესვლის დღემდე, მაგრამ არაუმეტეს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევიდან 6 თვით.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5.   დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.


ნინო მინდაძე
აკადემიური საბჭოს წევრი
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 99/2022

დალი ფარჯანაძის საიუბილეო საღამო

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფსიქოლოგ დალი ფარჯანაძის საიუბილეო საღამო გაიმართა. ღონისძიებაზე თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობისთვისა და საქართველოში კოგნიტური ფსიქოლოგიის განვითარებისთვის თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი დალი ფარჯანაძე უნივერსიტეტის ოქროს მედლით დააჯილდოვა. 
 

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, დალი ფარჯანაძე წლების განმავლობაში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იყო დეკანი ფსიქოლოგიის ფაკულტეტის, მთავარი რედაქტორი ჟურნალების, ძალიან აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო კავშირების დამყარებაში ზაარბრიუკენის უნივერსიტეტთან. "დღეს არის არაჩვეულებრივი დღე იმისთვის, რომ მივულოცოთ ქალბატონ დალის იუბილე და მისი ღვაწლი აღვნიშნოთ იმით, რომ დავაჯილდოვოთ უნივერსიტეტის ოქროს მედლით",- განაცხადა თსუ რექტორმა.


დალი ფარჯანაძე 1964 წლიდან მუშაობდა თსუ ზოგადი ფსიქოლოგიის კათედრაზე მასწავლებლად, ხოლო 1970 წელს დისერტაციის დაცვის შემდეგ უფროს მასწავლებლად დოცენტის წოდებით. 1984 წლიდან 2002 წლამდე იყო ზოგადი ფსიქოლოგიის კათედრის გამგე, ხოლო 1998 წლიდან 2004 წლამდე ფსიქოლოგიის ფაკულტეტის დეკანი.

 

სხვადასხვა წლებში იყო საქართველოს ფსიქოლოგთა საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი, „ქართული ფსიქოლოგიური ჟურნალის“ რედაქტორი, გერმანული ჟურნალის „Zeitschrift fur Sozial management”, Bertuch Verlag, Weimar, სარედაქციო საბჭოს წევრი. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა 90-იან, რთულ წლებში აკადემიურად მაღალი ხარისხის ჟურნალის გამოცემას და ამით სამეცნიერო მუშაობის მხარდაჭერას.


წლების განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული ზაარბრიუკენის უნივერსიტეტის ფსიქლოგიის ინსტიტუტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის თანამშრომლობაში. ამ თანამშრომლობის პროცესში ჩატარდა რამდენიმე ქართულ-გერმანული სემინარი სკოლის ფსიქოლოგიის, ფსიქოთერაპიული მეთოდებისა და უნივერსიტეტში სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიის შესახებ.

 

დალი ფარჯანაძეს გამოქვეყნებული აქვს მეხსიერების ფსიქოლოგიის საკითხებზე 60-მდე ნაშრომი, მათ შორის ერთი მონოგრაფია და სალექციო კურსები კოგნიტურ და პიროვნების ფსიქოლოგიაში. მისი კვლევები მეხსიერების სხვადასხვა ფორმებისა და განწყობის ურთიერთმიმართების შესახებ, უნიკალურია.მას აქვს მიღებული რამდენიმე სასწავლო და სამეცნიერო გრანტი. დალი ფარჯანაძე დღემდე კითხულობს სხვადასხვა სალექციო კურსს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე.

 

"დღეს არის დალი ფარჯანაძის იუბილე, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება უნივერსიტეტს მიუძღვნა. სტუდენტობიდან დაწყებული, დღემდე, არ კარგავს თავის ენერგიას, ცნობისმოყვარეობას და მომავლის ხედვას. ყველაზე მნივნელოვანი ის არის, რომ ჯერ კიდევ 70-იან, 80-იან წლებში, როდესაც ძალიან ძნელი იყო წიგნების და ინფორმაციის მოპოვება, ქალბატონი დალი იყო ის წყარო, რომელმაც ჩვენ გვაზიარა კოგნიტურ ფსიქოლოგიას და დასავლეთში ყველაზე საინტერესო მიმართულებებს მეხსიერების ფსიქოლოგიაში. ის ყოველთვის გამოირჩეოდა თავისი მახვილგონიერი კვლევითი მიდგომებით. ჩემი პირველი კვლევაც მისი ხელმძღვანელობით განხორციელდა, ამისთვის, ძალიან მადლობელი ვარ, ძალიან ბევრი რამ გვასწავლა მან " - განაცხადა თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა თამარ გაგოშიძემ.

 

ღონისძიებაზე ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალური ელექტრონული სტუდენტური სამეცნიერო ჟურნალის „ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებები“  მესამე გამოცემის პრეზენტაცია გაიმართა.

 

„ფსიქოლოგია და განათლების მეცნიერებები“ თსუ ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ოფიციალური ელექტრონული სტუდენტური ჟურნალია, რომელიც ეძღვნება ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა სფეროს აქტუალურ სამეცნიერო პრობლემებს. ჟურნალი განკუთვნილია ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისათვის.

სრულად

ბრძანების N:

„განსხვავებული და იშვიათი შემთხვევები ქირურგიაში“ - საერთაშორისო კონფერენცია თსუ-ში

„განსხვავებული და იშვიათი შემთხვევები ქირურგიაში,“ ამ თემაზე კონფერენციას ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა უმასპინძლა. ქირურგთა საერთაშორისო კლინიკურ კონფერენციაზე განიხილებოდა ის იშვიათი შემთხვევები, რომელიც ამ მიმართულებით თანამედროვე მედიცინაში გვხვდება.
 

„მომავალი ექიმების სწავლა-სწავლების პროცესში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი და გზა არის ის, რომ გავიაზროთ და ვნახოთ თუ რა განსაკუთრებული და სრულიად უნიკალური შემთხვევები შეიძლება არსებობდეს სამედიცინო სპეციალობებში. დღევანდელი შეხვედრა საფუძველს უყრის რამდენიმე მიმართულებით აქტივობას: პირველი ის, რომ ინფორმაციის გაცვლა ხდება სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს შორის, მეორე - მყარდება ახალი ურთიერთობები და რაც მთავარია, ჩნდება გზები მომავალი კვლევითი საქმიანობისთვის,“ - განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ ნინო ოკრიბელაშვილმა.
 

ქირურგთა საერთაშორისო კლინიკური კონფერენცია, რომელშიც ქართველ ქირურგებთან ერთად 10 ქვეყნის წამყვანი უცხოელი სპეციალისტები მონაწილეობდნენ, საშუალებას მისცემს  ქირურგებს, მომიჯნავე დარგის სპეციალისტებს და განსაკუთრებით რეზიდენტებს, დოქტორანტებსა და სტუდენტებს გაეცნონ დარგის სიახლეებს და აიმაღლონ კვალიფიკაცია.
 

განსახორციელებელ პროგრამებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა თსუ პროფესორმა, ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის ქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მერაბ კილაძემ. მისი თქმით, კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა მედიცინის სფეროში; ის გამოცდილების გაზიარების საშუალებას იძლევა უცხოელ კოლეგებთან, რაც მნიშვნელოვანია ახალგაზრდა ქირურგებისთვის. 
 

კონფერენციის ფარგლებში მომზადდა და დაიბეჭდა წიგნი ,,იშვიათი შემთხვევები“ („Exceptional and Rare Cases in Surgery”), რომლის მთავარი რედაქტორი და წარმდგენი იყო თსუ პროფესორი მერაბ კილაძე.  „წიგნში თავმოყრილია 115 იშვიათი შემთხვევა ქირურგიაში თავისი ილუსტრაციებით, რაც მნიშვნელოვნად აამაღლებს ჩვენი ახალგაზრდა ქირურგების, განსაკუთრებით რეზიდენტების, დოქტორანტების კვალიფიკაციის და მოზადების დონეს. გარდა ამისა, ვიმსჯელეთ საერთო პროექტებზე, ერთობლივ სადოქტორო პროგრამაზე,“- აღნიშნა მერაბ კილაძემ. მისი თქმით, უკვე შერჩეულია 2 ქართველი დოქტორანტი. ისინი მომავალი წლიდან გაემგზავრებიან მსოფლიოს ორ გამორჩეულ, წამყვან კლინიკაში: ვენის (ავსტრია) კლინიკურ ჰოსპიტალში და ისრაელის ერთ-ერთ კერძო კლინიკაში.
 

,,ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი შეხვედრა, განვიხილავთ საინტერესო საკითხებს, გვაქვს დისკუსია იშვიათ შემთხვევებთან დაკავშირებით ქირურგიაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საერთაშორისო კონფერენციაა,“- განაცხადა ბერლინის ,,ჰელიოს“ კლინიკის ქირურგიული სამსახურის ხელმძღვანელმა პროფესორმა მარტინ შტრიკმა.
 

ქირურგიის დარგში შეტანილი წვლილისათვის ისრაელის ონკოლოგიური ქირურგიის ცენტრის წარმომადგენელმა მერაბ კილაძე სპეციალური სერტიფიკატით დააჯილდოვა.

კონფერენციის ფარგლებში ჩატარდა პლენარული სესიები ზოგადი და მინიინვაზიური ქირურგიის, ქირურგიული ონკოლოგიის, ტრანსპლანტაციის, ინტერვენციული რადიოლოგიის და უროლოგიის სექციებში. კონფერენციაში მონაწილე დელეგატებს გადაეცათ 5 ECTC (ევროპული კრედიტი) და სერტიფიკატი.


ღონისძიების ორგანიზატორები არიან: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი, საქართველოს გრ. მუხაძის სახელობის ქირურგთა ასოციაცია და საქართველოს ექიმთა ასოციაცია.

 

სრულად

ბრძანების N:

სამართლის კლუბი (რეგისტრაცია)

თსუ საბავშვო უნივერსიტეტის "სამართლის კლუბის" სალექციო კურსი უფროსკლასელთათვის
სალექციო კურსი განკუთვნილია დარგით დაინტერესებული (IX-XII) უფროსკლასელი მოსწავლეებისათვის.
მისი მიმდინარეობის დროს ძირეულად განიხილება მოქმედი სისხლის სამართლის კანონმდებლობის პრობლემები, ადამიანის ძირითადი საკონსტიტუციო და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობანი.
თეორიული კურსის სწავლების დროს განიხილება საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზები, პროექტები და სამომავლო ხედვები. გაიმართება დისკუსიები, განიხილება პრაქტიკაში გავრცელებული კაზუსები. ახალგაზრდებს მიეწოდებათ ცოდნა შემდეგი თემების შესახებ:
* დანაშაული და სასჯელი
* დანაშაულის სახეები
* სასჯელის სისტემა
* სასჯელის დანიშვნის წესები
* შეურაცხადობა სისხლის სამართალში და ა.შ.
კურსის გავლა საჯარო თუ კერძო სკოლის ნებისმიერ დაინტერესებულ უფროსკლასელ მოსწავლეს შეუძლია. კურსი თანაბრად ხელმისაწვდომი იქნება როგორც თბილისში, ასევე რეგიონში მცხოვრები სკოლის მოსწავლისათვის. დასწრება შესაძლებელი იქნება, როგორც ფიზიკურად, ასევე დისტანციურად zoom პლატფორმის გამოყენებით.
რეგისტრაციის გავლისას აუცილებელია, დაინტერესებულმა მოსწავლემ აირჩიოს დასწრების სასურველი ფორმატი.

>> სარეგისტრაციო ბმული << 
კურსს გაუძღვება თსუ დოქტორანტი - ია ხახუბია
რეგისტრაცია 10 ოქტომბრიდან - 17 ოქტომბრის ჩათვლით.
შეხვედრები უნივერსიტეტში წარიმართება ყოველ პარასკევს 16:00 საათზე.
მის: ჭავჭავაძის 1. თსუ I კორპუსი. ჩაის სახლის მეორე სართული.
დისტანციურად ჩართვის მსურველ რეგისტრირებულ პირებს შეხვედრების ზუსტი დღე, დრო, zoom ID გეცნობებათ თქვენს მიერ მითითებულ ელ.ფოსტაზე. 

სრულად

ბრძანების N:

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ განცხადების ტექსტის დამტკიცების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-4, მე-6, მე-8 და მე-9 პუნქტების, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“  ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის პირველი, მე-3, მე-5 და მე-15 პუნქტების, 24–ე მუხლის პირველი პუნქტისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის 10 ოქტომბრის №15 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს: 


1. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადდეს არჩევნები, დაიწყოს კანდიდატთა რეგისტრაცია და დამტკიცდეს „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ”  განცხადების ტექსტი  №1 დანართის შესაბამისად.

2. რექტორის მოვალეობის შემსრულებელი აირჩევა რექტორის არჩევის აქტის ძალაში შესვლის დღემდე, მაგრამ არაუმეტეს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევიდან 6 თვისა.
3. სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა არჩევნების ტექნიკური უზრუნველყოფის მიზნით ბრძანებით განსაზღვროს შესაბამისი საარჩევნო კომისია.
4. წინამდებარე დადგენილების მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საარჩევნო კომისიას დაევალოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ არჩევნებთან დაკავშირებით შესაბამისი ღონისძიებების გატარება აკადემიური საბჭოს დავალებების შესაბამისად. 
5.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
6. თსუ რექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების შესახებ განცხადება გამოქვეყნდეს უნივერსიტეტის ვებგვერდსა და გაზეთში  „თბილისის უნივერსიტეტი“.
7. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში  ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
8.  დადგენილება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ნინო მინდაძე
აკადემიური საბჭოს წევრი
აკადემიური საბჭოს სხდომის თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 96/2022

კონკურსი თსუ-ის ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის ლიმერიკის უნივერსიტეტში ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად

ცხადდება კონკურსი თსუ-ის ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე, მეექვსე სემესტრის სტუდენტებისთვის ლიმერიკის უნივერსიტეტში (ირლანდია) სასწავლო სტიპენდიების მოსაპოვებლად!

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული

სრულად

ბრძანების N:

თსუ საპატიო დოქტორის წოდება ორ უცხოელ მეცნიერს მიენიჭა

საქართველოსა და უნგრეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ეტვოშ ლორანდის (უნგრეთი) სახელობის უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ დოქტორ ლასლო ბორის და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის ევროპის აკადემიის ყოფილ პრეზიდენტს, პროფესორ სირდ ქლოეთინგს, თსუ აკადემიური საბჭოს დადგენილებით თსუ საპატიო დოქტორის წოდება მიენიჭათ. 
 

„საპატიო დოქტორის წოდება საქართველოს ორ დიდ მეგობარსა და გულშემატკივარს მიენიჭა: პროფესორ დოქტორ ლასლო ბორის, იმ წვლილისთვის, რომელიც მან შეიტანა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვთარებაში და ასევე სირდ ქლოთინგს, რომელიც სხვადასხვა დროს იყო ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობებზე და ყოველთვის უწყობდა ხელს საქართველოს უმაღლესი განათლების და მეცნიერების სფეროს განითარებაში.  მისი პირადი ინიციატივით, მისი კოლექცია, 5000 ტომი გადაეცა საჩუქრად თსუ-ს და დღეს ეს არის სარესურსო ბიბლიოთეკა სტუდენტებისათვის, რომელიც განთავსებულია თსუ გეოლოგიის დეპარტამენტში. მისი ინიციატივით გაიხსნა საქართველოში ევროპის აკადემიის წარმომადგენლობა,“- აღნიშნა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ
 

"ჩვენ გვაქვს შესანიშნავი თანამშრომლობა თსუ-სთან. ეტვოშ ლორანდის სახელობის ბუდაპეშტის უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე ქართველოლოგია ისწავლება, გვაქვს ასევე ქართული ბიბლიოთეკა, რომელიც უნგრეთში საქართველოს ელჩის ხელშეწყობით სამი წლის წინ გაკეთდა. ამ წელს, დაახლოებით, 40 ქართველი სტუდენტი იღებს უმაღლეს განათლებას ეტვოშ ლორანდის უნივერსიტეტში, ამასთანავე, 30 სტუდენტი თსუ-ში სწავლობს უნგრულ ენას. ჩვენ, ორ უნივერსიტეტს გვაქვს შესანიშნავი ურთიერთობა, ვაფასებთ ერთმანეთის ენასა და კულტურას, შესაბამისად, ვაპირებთ, რომ გავაგრძელოთ მჭიდრო და სისტემატიური თანამშრომლობა,“- განაცხადა ეტვოშ ლორანდის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ლასლო ბორიმ.  
 

ევროპის აკადემიის და ასოციაცია COST ყოფილი პრეზიდენტის, ევროპის კვლევის საბჭოს (ERC) ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის, უნგრეთის რექტორთა კონფერენციის პრეზიდენტის და უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის წევრის, უტრეხტის უნივერსიტეტის პროფესორის სირდ ქლოთინგის თქმით, „ეს საპატიო დოქტორობა ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, როგორც მეცნიერული, ასევე პერსონალური თვალსაზრისით. მოხარული ვარ, რომ საქართველო ევროპული ასოციაციის სამეცნიერო კორპორაციის სრულუფლებიანი წევრი გახდა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართულებით. ევროპული ქსელის შექმნა საშუალებას აძლევს ქართველ მეცნიერებს ჩაერთონ ევროპის სამეცნიერო კვლევებში და მიიღონ დაფინანსება ევროპული კომისიებისგან. საქართველო მშვენიერი ადგილია მეცნიერებისა და ევროპაში მიმდინარე პროცესების შესასწავლად. ძალიან მიხარია, რომ ჩემი ბიბლიოთეკა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადავეცი,“- აღნიშნა სირდ ქლოთინგმა.   
 

დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ პროფესორმა სირდ ქლოეთინგმა წაიკითხა საჯარო ლექცია თემაზე: ევროპული თანამშრომლობის პერსპექტივები მეცნიერებაში, ინოვაციებსა და პოლიტიკის რჩევებში“. "Perspectives on European cooperation in science, innovation and policy advice".
 

ღონისძიებაზე საჯარო ლექცია ასევე წაიკითხა პროფესორმა ევა კონდოროშმა თემაზე: „მცენარეები გარემოსა და მდგრადი მომავლის სასარგებლოდ“. პროფესორი კონდოროში მცენარეთა ბიოლოგიის ინსტიტუტის  დირექტორია კვლევის მიმართულებით, ასევე უნგრეთის მეცნიერებათა აკადემიის ბრწყინვალების ცენტრის, ევროკომისიის მთავარი სამეცნიერო მრჩეველთა ჯგუფის და „აკადემია ევროპეას“ წარმომადგენელი და ევროპის კვლევის საბჭოს (ERC) ) ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი.

 

სრულად

ბრძანების N:

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტთა მორიგი წარმატება

მიმდინარე წლის სტუდენტური გრანტების მეორე  ეტაპზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულ პროექტებს შორის აღმოჩნდა ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმის სკოლის სტუდენტების პროექტი თემაზე: ,,შეიცან  ჩაჟაშის, როგორც მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ტურისტული ლოკაციის უცნობი ფასეულობები.“ აღნიშნული პროექტი მოამზადა სტუდენტთა ჯგუფმა შემდეგი შემადგენლობით: ანა აბესაძე (პროექტის ხელმძღვანელი), ნინო გოგიაშვილი, სესილი ხაზარაძე, გიორგი ფარმანიანი, ბექა როსებიშვილი, სესილი ფაცაცია, ლიკა ოქროპირიძე, ოთარ ფსუტური, ლუკა წივილაშვილი და ჯაბა ანანიძე.

        პროექტის განხორციელება დაიწყო 1 ივლისს და დასრულდა 30 სექტემბერს. აღსანიშნავია, რომ სტუდენტებმა წარმატებით გაართვეს თავი პროექტით გათვალისწინებული ამოცანების შესრულებას. მათი ხედვა ტურიზმის სფეროში არსებულ პრობლემებზე მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია, მით უფრო, რომ საკითხი ეხება სწორედ ახალგაზრდების განწყობის შესწავლას მათთვის მიმზიდველი ლოკაციის შესახებ. ახალგაზრდების უშგულით დაინტერესება ბოლო წლების ტენდენციად იქცა და ეს დადასტურდა კიდეც სტუდენტების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით.

        პროექტის განხორციელების პროცესში სტუდენტებს გარკვეულ კონსულტაციებს უწევდნენ ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი სიმონ გელაშვილი და ასოცირებული პროფესორი ნინო აბესაძე.

         პროექტის ფარგლებში სტუდენტებმა მოამზადეს სარეკლამო ბუკლეტი და ვიდეორგოლი, სადაც ასახულია უშგულისა  და მისი მისი ცენტრის - ჩაჟაშის ღირებულებები, გამოკვეთილია ძირითადი პრობლემები და კვლევის შედეგების ამსახველი სტატისტიკური მონაცემების საფუძველზე გამოვლენილია უშგულის განვითარების ძირითადი ტენდენციები. ელექტრონული ფორმით მომზადდა პროექტის კვლევის შედეგები.

 

ყოველივე ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე სტუდენტთა მომზადება მაღალ დონეზე მიმდინარეობს.

 

ვიდეორგოლის სანახავად გადადით ლინკზე:

https://www.youtube.com/watch?v=ihewxVMoFmE

 

პროექტის ბუკლეტი:

სრულად

ბრძანების N:

"სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ’’ ქვეპუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2021 წლის 31 დეკემბრის N364 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ აქტივებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების და ინვენტარიზაციის შედეგების საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების (სსბასს-ების) საფუძველზე აღრიცხვა-ანგარიშგებაში ასახვის შესახებ“ ინსტრუქციის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე,


ვბრძანებ:


1. შევიდეს ცვლილება "სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მუდმივმოქმედი საინვენტარიზაციო კომისიის შექმნის შესახებ” ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2014 წლის 17 ოქტომბრის №143/02-01 ბრძანებაში და ბრძანებით დამტკიცებული დანართი N1 ჩამოყალიბდეს წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული (დანართი N1) სახით.
2.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.


ადმინისტრაციის ხელმძღვანელი         ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 200/02-01

კონფერენცია "წმინდა ქეთევან დედოფალი და საქართველო-პორტუგალიის ისტორიულ-დიპლომატიური ურთიერთობები"

26-27 სექტემბერს ქალაქ ლისაბონში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "წმინდა ქეთევან დედოფალი და საქართველო-პორტუგალიის ისტორიულ-დიპლომატიური ურთიერთობები".

 

კონფერენცია ორგანიზებული იყო პორტუგალიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მიერ, კამოეშის ენისა და თანამშრომლობის ინსტიტუტის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ლისაბონის უნივერსიტეტის მხარდაჭერით. იგი საქართველოსა და პორტუგალიის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მიეძღვნა 30 წლისთავს.

 

კონფერენციის მთავარ თემას წარმოადგენდა ქ. ლისაბონში, გრასას მონასტერში არსებული წმინდა ქეთევან დედოფლის აზულეჟუს იკონოგრაფიული პანოს განსაკუთრებული მნიშვნელობა საქართველოს ისტორიისთვის და ორ ქვეყანას შორის ისტორიული კავშირების კვლევისათვის. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ქართველმა და პორტუგალიელმა კულტუროლოგებმა და ხელოვნებათმცოდნეებმა.

 

კონფერენციის ფარგლებში შედგა ვიზიტები ქ.ლისაბონში მდებარე აზულეჟუს მუზეუმში და გრასას მონასტერში.

სრულად

ბრძანების N:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში ვადამდე უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის ნაცვლად არჩეული წევრის უფლებამოსილების ვადის განსაზღვრის აუცილებლობის შემთხვევაში წილისყრის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ

1.    სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოში ვადამდე უფლებამოსილებაშეწყვეტილი წევრის ნაცვლად არჩეული წევრის უფლებამოსილების ვადის განსაზღვრის აუცილებლობის შემთხვევაში, საარჩევნო კომისია, საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატის დადგენის შემდეგ არჩევნების დღეს ატარებს წილისყრას შემდეგი წესით:

ა) კონვერტებში მოთავსდება თითო ბარათი თითო კანდიდატის სახელისა და გვარის მითითებით, ასევე კონვერტებში მოთავსდება თითო ბარათი უფლებამოსილების თითო თარიღის/ვადის მითითებით;
ბ) კომისიის თავმჯდომარე, კომისიის სხვა წევრების თანდასწრებით, შემთხვევითობის პრინციპით დააწყვილებს კონვერტებს;
გ) თითოეული კანდიდატის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება კონვერტების დაწყვილების შესაბამისად;
დ)  აღნიშნული შედეგები აისახება შემაჯამებელ ოქმში.

2. კანდიდატებს შესაძლებლობა აქვთ დაესწრონ დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრულ პროცედურას. წილისყრის პროცედურის გამართვის დროსა და ადგილის შესახებ კანდიდატებს აცნობებს საარჩევნო კომისია.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5.    დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 
გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

 

სრულად

ბრძანების N: 91/2022