საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისრაელის ცენტრი გიწვევთ ქართულ-ებრაული ურთიერთობის ამსახველ ონლაინ შეხვედრაზე

ძვირფასო სტუდენტებო,

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისრაელის ცენტრი გიწვევთ ქართულ-ებრაული ურთიერთობის ამსახველ ონლაინ შეხვედრაზე, სადაც წარმოდგენილი იქნება ისრაელელი ქართველი ებრაელების ახალგაზრდა თაობა.

 

ისრაელის დამსახურებული პედაგოგი, საქართველოს ღირსების ორდენის მფლობელი ლია კრიხელი მრავალი წარმატებული პროექტის ავტორია. მისმა ერთ-ერთმა პროექტმა   „გაიცანით თქვენი შვილები“ ისრაელში დიდი პოპულარობა მოიპოვა. პროექტის მიზანია აღთქმულ ქვეყანაში დამკვიდრებული ებრაელობის  იმ წარმატებული შვილების ფართო აუდიტორიის წინაშე  წარდგენა, რომელთა ფესვები საქართველოშია. ისინი ბევრნი არიან და ისრაელის სახელმწიფოს მშენებლობის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ. პირველ ონლაინ შეხვედრაზე კი გაეცნობით მათგან მხოლოდ ერთ ნაწილს...

 

ღონისძიება ჩატარდება 24 მაისს 17 საათზე. შემოგვიერთდით ზუმში ლინკით:

Join Zoom Meeting https://us02web.zoom.us/j/82229966304

Meeting ID: 822 2996 6304

 

სრულად

ბრძანების N:

საფრანგეთის პარიზ-საკლეს უნივერსიტეტის პროფესორების ლექციათა ციკლი თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტეტ­ზე საფ­რან­გე­თის პა­რიზ-საკ­ლეს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რე­ბის ლექ­ცი­ათა ციკ­ლი მიმ­დი­ნა­რე­ობს. ლექ­ცი­ები Instrumentation in High Energy Physics და Flavour Physics თე­მებ­ზე ტარ­დე­ბა.

 

ერ­თკვი­რი­ან კურ­სს პა­რიზ-საკ­ლეს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ირ­ენ­ჟო­ლიო-კი­ურ­ის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის (IJCLab) წამ­ყვა­ნი მეც­ნი­ერ­ები სერ­გეი ბარ­სუ­კი და პატ­რიკ რო­ბე უძ­ღვე­ბი­ან.

 

„ჩვენ ვა­ტა­რებთ ლექ­ცი­ებს და ვმარ­თავთ დის­კუ­სი­ებს ჩვენს კო­ლე­გებ­თან და სტუ­დენ­ტებ­თან ერ­თად. თე­მა­ტი­კა აქ­ტუ­ალ­ურია. სა­სი­ამ­ოვ­ნოა, რომ Erasmus+ პროგ­რა­მა ცოდ­ნის გა­ზი­არ­ებ­ის სა­შუ­ალ­ებ­ას გვაძ­ლევს. იმ­ედი მაქ­ვს, შეხ­ვედ­რე­ბი სა­ინ­ტე­რე­სოდ წა­რი­მარ­თე­ბა,“ — გა­ნაცხა­და სერ­გეი ბარ­სუ­კიმ.

 

„ეს პროგ­რა­მა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­სა და პა­რიზ-საკ­ლეს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტებს შო­რის პარ­ტნი­ორ­ობ­ის ფარ­გლებ­ში, ევ­რო­კავ­ში­რის პროგ­რა­მის Erasmus+ და­ფი­ნან­სე­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა, რაც სტუ­დენ­ტე­ბი­სა და აკ­ად­ემი­ური პერ­სო­ნა­ლის მო­ბი­ლო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ძი­რი­თა­დი მი­მარ­თუ­ლე­ბაა ფი­ზი­კა და ფი­ზი­კას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მეც­ნი­ერ­ებ­ები. პა­რიზ-საკ­ლეს უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტი კონ­ტი­ნენ­ტუ­რი ევ­რო­პის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტე­ბის რე­იტ­ინ­გში პირ­ველ ად­გილ­ზეა. ჩვე­ნი კო­ლე­გე­ბი ლექ­ცი­ებს ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის­თვის კითხუ­ლო­ბენ, თუმ­ცა შეხ­ვედ­რე­ბი ღიაა და დას­წრე­ბა ყვე­ლა და­ინ­ტე­რე­სე­ბულ პირს შე­უძ­ლია,“ — გა­ნაცხა­და თსუ მა­ღა­ლი ენ­ერ­გი­ებ­ის ფი­ზი­კის ინ­სტი­ტუ­ტის მთა­ვარ­მა მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრო­მელ­მა რე­ვაზ შა­ნი­ძემ.

სრულად

ბრძანების N:

ივირონის მონასტერში დაცული ყველა ძველი ქართული ხელნაწერი სრულად აღიწერა

ნა­ტო ობ­ოლ­აძე

 

ივ­ირ­ონ­ის მო­ნას­ტერ­ში და­ცუ­ლი ყვე­ლა ძვე­ლი ქარ­თუ­ლი ხელ­ნა­წე­რია სრუ­ლად აღ­წე­რი­ლი ქარ­თვე­ლი და უცხო­ელი მეც­ნი­ერ­ებ­ის მრა­ვალ­წლი­ანი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­დე­გად ინ­გლი­სურ ენ­აზე გა­მო­ცე­მულ წიგ­ნში „Catalogue of the Georgian Manuscripts, Holy Monastery of Iviron“ (ავ­ტო­რე­ბი: Jost Gippert, Bernard Outtier, Sergey Kim, et al.). 1064-გვერ­დი­ანი წიგ­ნი აღ­ნიშ­ნუ­ლი კო­ლექ­ცი­ის პირ­ველ ან­ალ­იტ­იკ­ურ აღ­წე­რი­ლო­ბას წარ­მო­ად­გენს (სულ 95 ერ­თე­ული). კა­ტა­ლოგს ახ­ლავს რამ­დე­ნი­მე და­ნარ­თი, ინ­დექ­სე­ბი და ილ­უს­ტრა­ცი­ები.

 

სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო პრო­ექ­ტს გერ­მა­ნე­ლი პრო­ფე­სო­რი იოსტ გი­პერ­ტი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და. პრო­ექ­ტში მას­თან ერ­თად მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ბერ­ნარ უტიე, სერ­გეი კი­მი, გი­ორ­გი­ოს ბუ­და­ლი­სი, კ. კე­კე­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის ხელ­ნა­წერ­თა ერ­ოვ­ნუ­ლი ცენ­ტრის მეც­ნი­ერ­თა ჯგუ­ფი — ქე­თე­ვან ას­ათი­ანი, მა­ნა­ნა დო­ლა­ქი­ძე, ლა­ლი ჯღა­მაია, მაია კა­რა­ნა­ძე, მი­ხე­ილ ქავ­თა­რია, ლი­ლი ხევ­სუ­რი­ანი, ლია კიკ­ნა­ძე, თი­ნა­თინ ცე­რა­ძე და ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მკვლე­ვარ­თა ჯგუ­ფი — მზე­ქა­ლა შა­ნი­ძე, და­რე­ჯან თვალ­თვა­ძე, ეკა კვირ­კვე­ლია, სო­ფიო სარ­ჯვე­ლა­ძე, თი­ნა­თინ ჯი­ქუ­რაშ­ვი­ლი, ცი­ცი­ნო გუ­ლე­და­ნი და გი­ორ­გი ლომ­სა­ძე.

 

„ათ­ონ­ის ქარ­თველ­თა მო­ნას­ტე­რი, „ივ­ირ­ონი“, რო­მე­ლიც და­არ­სე­ბუ­ლია 980-983 წლებ­ში წმ. იოანე მთაწ­მინ­დი­სა და ღირ­სი მა­მის იოანე-თორ­ნი­კეს მი­ერ, სიწ­მინ­დეს წარ­მო­ად­გენს ყვე­ლა ქრის­ტი­ან­ის­თვის, გან­სა­კუთ­რე­ბით ქარ­თვე­ლე­ბის­თვის. ივ­ირ­ონ­ის ბიბ­ლი­ოთ­ეკ­აში ინ­ახ­ება ქარ­თველ­თა მი­ერ სა­უკ­უნ­ეთა გან­მავ­ლო­ბა­ში შექ­მნი­ლი სა­გან­ძუ­რი — „ხე­ლით წე­რი­ლი გან­ძი“, ხელ­ნა­წე­რი წიგ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც, ძი­რი­თა­დად, X-XII სა­უკ­უნე­ებ­ისაა და რო­მელ­თა ნა­წი­ლი იქ­ვე, ივ­ირ­ონ­შია გა­და­წე­რი­ლი. ხელ­ნა­წერ­თა ამ კო­ლექ­ცი­ის შე­სა­ხებ ცნო­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში ად­რე­ვე ქვეყ­ნდე­ბო­და (ტი­მო­თე გა­ბაშ­ვი­ლი, პლა­ტონ იოს­ელი­ანი, ნი­კო მა­რი და სხვ. ), თუმ­ცა ინ­ფორ­მა­ცია ფრაგ­მენ­ტუ­ლი იყო. კო­ლექ­ცი­ის სრუ­ლი, მაგ­რამ მოკ­ლე აღ­წე­რი­ლო­ბა XIX სა­უკ­უნ­ის 80-იან წლებ­ში შე­ად­გი­ნა და გა­მოს­ცა ალ­ექ­სან­დრე ცა­გა­რელ­მა, შე­და­რე­ბით ვრცლად და სის­ტე­მუ­რად ხელ­ნა­წე­რე­ბი XX სა­უკ­უნ­ის 30-იან წლებ­ში აღ­წე­რა რო­ბერტ ბლე­იკ­მა. მაგ­რამ აშ­კა­რად იგ­რძნო­ბო­და ათ­ონ­ური კო­ლექ­ცი­ის ხელ­ნა­წერ­თა ახ­ალი, უფ­რო სრულ­ყო­ფი­ლი და სრუ­ლი ან­ალ­იტ­იკ­ური კა­ტა­ლო­გის შედ­გე­ნის სა­ჭი­რო­ება. სწო­რედ ას­ეთი გა­მო­ცე­მა მომ­ზად­და უცხო­ელი და ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ერ­ებ­ის მი­ერ ათ­ონ­ის მო­ნას­ტრის ბე­რებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­თა და მხარ­და­ჭე­რით. წიგ­ნიც ათ­ონ­ის მთა­ზე გა­მო­იცა. შე­თან­ხმე­ბის მი­ხედ­ვით, კა­ტა­ლო­გი მო­მა­ვალ­ში ბერ­ძნულ და ქარ­თულ ენ­ებ­ზეც უნ­და გა­მო­იც­ეს. ქარ­თულ ენ­აზე გა­მო­ცე­მის პრო­ცე­სი უკ­ვე დაწყე­ბუ­ლია, მას კ.კე­კე­ლი­ძის სა­ხე­ლო­ბის ხელ­ნა­წერ­თა ერ­ოვ­ნუ­ლი ცენ­ტრი ამ­ზა­დებს და ალ­ბათ მა­ლე იხ­ილ­ავს დღის სი­ნათ­ლეს.

 

ახ­ალ გა­მო­ცე­მა­ში ხელ­ნა­წე­რე­ბის შე­სა­ხებ სრუ­ლი ინ­ფორ­მა­ციაა მო­ცე­მუ­ლი, გარ­და ხელ­ნა­წე­რის შე­სა­ხებ ძი­რი­თა­დი ცნო­ბე­ბი­სა (რო­გო­რი­ცაა თა­რი­ღი, სა­წე­რი მა­სა­ლა, ზო­მე­ბი, გა­დამ­წე­რი და ა.შ.), გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია ყვე­ლა ან­დერ­ძი, მი­ნა­წე­რი, მარ­გი­ნა­ლუ­რი შე­ნიშ­ვნა, წარ­მოდ­გე­ნი­ლია ვრცე­ლი ბიბ­ლი­ოგ­რა­ფი­აც. სი­ახ­ლეს წარ­მო­ად­გენს ის ფაქ­ტიც, რონ აქ­ამ­დე გა­მო­ცე­მულ კა­ტა­ლო­გებ­ში 86 ხელ­ნა­წე­რი იყო აღ­წე­რი­ლი, მუ­შა­ობ­ის პრო­ცეს­ში გა­მოვ­ლინ­და კი­დევ 9 მა­ნუს­კრიპ­ტი, რო­მელ­თა აღ­წე­რი­ლო­ბა პირ­ვე­ლად ქვეყ­ნდე­ბა.

 

წიგ­ნის გა­მო­ცე­მით უდ­იდ­ესი მნიშ­ვნე­ლო­ბის საქ­მე გა­კეთ­და, რად­გან გა­მო­ცე­მა, ფაქ­ტობ­რი­ვად, სრულ წარ­მოდ­გე­ნას გვიქ­მნის ხელ­ნა­წე­რე­ბის შე­სა­ხებ, რაც მათ­ში და­ცუ­ლი ტექ­სტე­ბის შემ­დგო­მი დე­ტა­ლუ­რად შეს­წავ­ლის­თვის აუც­ილ­ებ­ელი წი­ნა­პი­რო­ბაა. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის­იც, რომ პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში დამ­ზად­და ხელ­ნა­წერ­თა ციფ­რუ­ლი ას­ლე­ბი, 40000 მა­ღა­ლი გარ­ჩე­ვა­დო­ბის ფე­რა­დი სუ­რა­თი ყვე­ლა ხელ­ნა­წე­რი­სა, რო­მელ­თაც მე, მა­გა­ლი­თად, ვე­რას­დროს ვერ და­ვი­ჭერ ხელ­ში, რად­გან და­ვი­ბა­დე ქა­ლად (ათ­ონ­ის მთა­ზე ქა­ლე­ბის ჩას­ვლა აკ­რძა­ლუ­ლია)“, — აცხა­დებს პრო­ექ­ტის კო­ორ­დი­ნა­ტო­რი თსუ-ს მხრი­დან, პრო­ფე­სო­რი და­რე­ჯან თვალ­თვა­ძე.

 

წიგ­ნი „Catalogue of the Georgian Manuscripts, Holy Monastery of Iviron“ ფოლ­კსვა­გე­ნის ფონ­დის და­ფი­ნან­სე­ბულ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­მეც­ნი­ერო პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში მომ­ზა­და და ივ­ირ­ონ­ის მო­ნას­ტრის გა­მომ­ცემ­ლო­ბამ გა­მოს­ცა.

 

სრულად

ბრძანების N:

თსუ მორფოლოგიის ინსტიტუტში სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები მიმდინარეობს

შურ­თხია ბე­როშ­ვი­ლი

 

უკ­ან­ას­კნე­ლი ათ­წლე­ულ­ებ­ის გან­მავ­ლო­ბა­ში პირ­ვე­ლად თსუ მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის სტუ­დენ­ტებ­სა და პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლებს თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ით აღ­ჭურ­ვი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტე­ბის შე­სა­ბა­მი­სი სას­წავ­ლო და სა­მეც­ნი­ერო სივ­რცე ექ­ნე­ბათ.

 

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის სა­მი­ნის­ტროს ინ­იცი­ატ­ივ­ით სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სა­მეც­ნი­ერო ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის სა­აგ­ენ­ტო თსუ ალ­ექ­სან­დრე ნა­თიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის მორ­ფო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუტ­ში სა­რე­აბ­ილ­იტ­აციო-სა­რე­კონ­სტრუქ­ციო სა­მუ­შაოებს უწყვეტ რე­ჟიმ­ში ახ­ორ­ცი­ელ­ებს. ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტი შე­ნო­ბის სრულ რე­აბ­ილ­იტ­აცი­ასა და აღ­ჭურ­ვას, ას­ევე, ეზო­ებ­ისა და მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­აზე ფა­სა­დის კე­თილ­მოწყო­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

 

მას­შტა­ბურ სამ­შე­ნებ­ლო სა­მუ­შაოებს სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ნუ­ნუ მიც­კე­ვი­ჩი, სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და სა­მეც­ნი­ერო ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რის გან­ვი­თა­რე­ბის სა­აგ­ენ­ტოს დი­რექ­ტორ ლე­ვან სუ­ხი­ტაშ­ვილ­თან, თსუ მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის დე­კან, პრო­ფე­სორ დი­მიტ­რი კორ­ძაიასთან და ინ­სტი­ტუ­ტის თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად, პი­რა­დად გა­ეც­ნო.

 

რო­გორც ნუ­ნუ მიც­კე­ვიჩ­მა აღ­ნიშ­ნა, ბი­ოს­ამ­ედ­იც­ინო მეც­ნი­ერ­ებ­ის ხელ­შეწყო­ბის მიზ­ნით სა­მი­ნის­ტრო არა­ერთ პრო­ექ­ტს ახ­ორ­ცი­ელ­ებს. მათ შო­რის, ერთ-ერ­თი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი მი­მარ­თუ­ლე­ბაა ინ­ფრას­ტრუქ­ტუ­რის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა და სა­მეც­ნი­ერო ინ­სტი­ტუ­ტე­ბის თა­ნა­მედ­რო­ვე ინ­ვენ­ტა­რით უზ­რუნ­ველ­ყო­ფა, რაც სტუ­დენ­ტებს, მკვლევ­რებ­სა და მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრომ­ლებს სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ელ­ებ­აში და­ეხ­მა­რე­ბა.

 

ნუ­ნუ მიც­კე­ვი­ჩი: „სა­ხელ­მწი­ფოს მხრი­დან ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი დარ­გე­ბის ხელ­შეწყო­ბა ბი­ომ­ედ­იც­ინ­ის ფუნ­და­მენ­ტუ­რი მეც­ნი­ერ­ებ­ებ­ის კლას­ტე­რუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია.

 

გა­ნახ­ლე­ბუ­ლი და თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კით აღ­ჭურ­ვი­ლი სა­მეც­ნი­ერო სივ­რცე სტუ­დენ­ტებს რე­ალ­ურ ექ­სპე­რი­მენ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­ის შე­საძ­ლებ­ლო­ბას მის­ცემს, მკვლევ­რებ­სა და პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლებს კი სა­ერ­თა­შო­რი­სო პრო­ექ­ტებ­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა გა­ეზ­რდე­ბათ“.

 

სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ერ­ებ­ის სა­მი­ნის­ტროს ინ­იცი­ატ­ივ­ით სა­რე­აბ­ილ­იტ­აციო სა­მუ­შაოები 1.1 ჰექ­ტარ­ზე ინ­ტენ­სი­ურ რე­ჟიმ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს და მო­იც­ავს რო­გორც ვი­ვა­რი­უმ­ისა და გე­რონ­ტო­ლო­გი­ის კორ­პუ­სე­ბის სრულ რე­აბ­ილ­იტ­აცი­ას, ას­ევე მთელ ტე­რი­ტო­რი­აზე არ­ქი­ტექ­ტუ­რულ და სა­ინ­ჟინ­რო სა­მუ­შაოებს. სრულ რე­აბ­ილ­იტ­აცი­ას­თან ერ­თად, გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლია ინ­სტი­ტუ­ტის თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ებ­ით აღ­ჭურ­ვა და სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტებ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მოყ­ვა­ნა. პრო­ექ­ტის ღი­რე­ბუ­ლე­ბა 3 521 000 ლარს შე­ად­გენს და მი­სი დას­რუ­ლე­ბა 2023 წელს იგ­ეგ­მე­ბა.

სრულად

ბრძანების N:

პირველი საერთაშორისო კონფერენცია „ტრანსლაციური და კლინიკური მედიცინა“ 

მიმდინარე წლის 5-6 მაისს  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება  პირველი საერთაშორისო კონფერენცია „ტრანსლაციური და კლინიკური მედიცინა“ (სატელიტური სიმპოზიუმებით და ლექტორიუმით).

 

კონფერენციის მიზანია სამედიცინო დარგში მიმდინარე უახლესი კვლევების თაობაზე ინფორმაციის გაცვლა, თსუ-ში საერთაშორისო პარტნიორული კვლევების ინიციაცია და ამ კვლევებში ახალგაზრდა მკვლევართა, დოქტორანტთა და სტუდენტთა ჩართვის ხელშეწყობა. კონფერენციაში მონაწილეობენ თსუ მედიცინის ფაკულტეტის მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს წევრები. 

 

2021 წელს თსუ მედიცინის ფაკულტეტთან შექმნილ მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოში  გაწევრიანებულია  15 ცნობილი მეცნიერი 10-ზე მეტი ქვეყნიდან. 

მრჩეველთა საერთაშორისო საბჭო წარმოადგენს მედიცინის სხვადასხვა დარგის წამყვანი ექსპერტების საკრებულოს, რომლის წევრებიც გამოთქვამენ თსუ მედიცინის ფაკულტეტთან თანამშრომლობის სურვილს - საგანმანათლებლო, კვლევით და პრაქტიკულ სფეროებში. მრჩეველთა საბჭო ხელს უწყობს ფაკულტეტზე კვლევებისა და განათლების მაღალი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას და ფაკულტეტის ინტერნაციონალიზაციის ხარისხის ამაღლებას -  კონსულტაციების, საექსპერტო საქმიანობის, დარგობრივი ლექციების და სამეცნიერო ფორუმების ორგანიზების, გაცვლითი პროგრამების და ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელების გზით.

6 მაისს სიმპოზიუმი ითვალისწინებს თსუ მედიცინის ფაკულტეტის მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს სხდომის ჩატარებას - სადაც შემუშავებული იქნება საბჭოს სამუშაო გეგმის მონახაზი - საბჭოს წევრთა და მათი ინსტიტუციების შესაძლებლობების და გეგმების გათვალისწინებით. 6 მაისსვე მრჩეველთა საერთაშორისო საბჭოს წევრები წაიკითხავენ საჯარო ლექციებს.

დღეისათვის უკვე ჩატარდა საბჭოს 3 სხდომა ონლაინ პლატფორმის გამოყენებით.  საბჭოს წევრებთან გაფორმებული ხელშეკრულება მოიცავს ორ წელიწადში ერთხელ თსუ-ის მიერ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მოწყობას.  

იხილეთ კონფერენციის პროგრამა.

სრულად

ბრძანების N:

ACS ვორქშოფი ქიმიის მასწავლებლებისათვის თსუ-ში

საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან და რაიონიდან მოწვეული საშუალო სკოლების ქიმიის პედაგოგებისათვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქიმიის საბაკალავრო ინგლისურენოვანი პროგრამის ღია კარის დღე გაიმართა.

STEM აკადემიაზე მასწავლებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ ამერიკის ქიმიური საზოგადოების (ACS) მიერ დაარსებული საინფორმაციო კამპანიის „ქიმიკოსები აღნიშნავენ დედამიწის კვირეულს“ ფარგლებში ორგანიზებულ სამუშაო შეხვედრას-  „ACS ვორქშოფი ქიმიის მასწავლებლებისათვის”.

ღონისძიებაზე მასწავლებლებს  თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანი საქართველოში დოქტორი ჰალილ გუვენი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს უმაღლესი და პროფესიული განათლების პროექტის დირექტორი ნოდარ სურგულაძე, თსუ ქიმიის საბაკალავრო ინგლისურენოვანი პროგრამის პროფესორები და სტუდენტები შეხვდნენ.

„დღევანდელი დღე არის საუკეთესო შესაძლებლობა მასწავლებლებისთვის გაეცნონ თსუ-ს ულტრათანამედროვე ლაბორატორიებს, იმ სასწავლო მასალებს და შინაარს,რომლებიც გადმოტანილია სანდიეგოს სასწავლო კურსებიდან. ეს არის საინტერესო შესაძლებლობა მომავალი ქიმიკოსებისა და ბიოქიმიკოსებისთვის, მიიღონ კალიფიციური განათლება საქართველოში,“- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანმა საქართველოში, დოქტორმა ჰალილ გუვენმა მადლობა გადაუხადა ღია კარის დღის ორგანიზატორებს:  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოში, ამერიკის ქიმიური საზოგადოების საქართველოს საერთაშორისო  წარმომადგენლობასა და ამერიკის ქიმიური საზოგადოების საქართველოს სტუდენტურ წარმომადგენლობას. „ვორქშოპის მონაწილე სკოლის მასწავლებლები საკუთარ მოსწავლეებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ ლაბორატორიების და  სასწავლო პროგრამებს გააცნობენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმეა.ვიმედოვნებ,რომ ბევრი კვალიფიციური კურსდამთავრებული ეყოლება ამ პროგრამას და ჩვენი სტუდენტები სადოქტორო სწავლებას უკვე კალიფორნიაში გააგრძელებენ“,- აღნიშნა ჰალილ გუვენმა.

თსუ ქიმიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელის გიორგი ჯიბუტის თქმით, ღია კარის დღისთვის ორგანიზებულმა ვორქშოფმა მასწავლებლებისთვის გააერთიანა პარალელურ რეჟიმში მიმდინარე 3 სესია:  ზოგადი და არაორგანული ქიმია,  ორგანული და ბიოქიმია და ფიზიკური და ანალიზური ქიმია. ვორქშოფს უძღვებოდა თსუ-ს ქიმიის ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამის აკადემიური პერსონალი, რომელსაც გავლილი აქვს სტაჟირება სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტში (აშშ, კალიფორნია).       

ვორქშოფის დასრულებისას საშუალო სკოლების ქიმიის პედაგოგებმა მიიღეს სასარგებლო რჩევები სწავლებაში ლაბორატორიული კომპონენტის გაძლიერებით  მოსწავლეების ქიმიით დაინტერესებისა და პრაქტიკულ აქტივობებში ჩართულობის გაზრდის  თაობაზე; ასევე გაეცნენ ACS საქართველოს საერთაშორისო წარმომადგენლობის საქმიანობის შედეგებსა და იმ საგრანტო შესაძლებლობებს, რასაც ACS სთავაზობს წევრებს სხვადასხვა აქტივობებისათვის.

„ჩვენი თვალით ვნახეთ და ხელით შევეხეთ ყველა იმ თანამედროვე ინსტრუმენტს, რომელზე მუშაობის შესაძლებლობაც აქვთ სტუდენტებს. საინტერესო და მნიშვნელოვანია ეს შეხვედრა, ჩვენ -  მასწავლებლებმა აქ მიღებული გამოცდილება და ახალი ცოდნა უნდა გავუზიაროთ ჩვენს მოსწავლეებს, იმისთვის რომ მათ იცოდნენ,თუ რა დონის შესაძლებლობებს აძლევს უნივერსიტეტი სტუდენტებს,“- აღნიშნა ილია ვეკუას სახელობის 42-ე ფიზიკა-მათემატიკის სკოლის ქიმიის მასწავლებელმა რუსუდან ჩალაძემ.

თსუ-ში ქიმიის საბაკალავრო ინგლისურენოვანი პროგრამა ხორციელდება 2020-2021 სასწავლო წლიდან და წარმოადგენს სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს ქიმია-ბიოქიმიის პროგრამის ანალოგს.  საქართველოს მოქალაქეებისათვის პროგრამაზე სწავლის ღირებულება შეადგენს 2250 ლარს,  ხოლო უცხოელი სტუდენტებისთვის - 10 000 ლარს წელიწადში.   

პროგრამის მიზანია თანამედროვე და მსოფლიოში აღიარებული სტანდარტების შესაბამისად მოამზადოს სპეციალისტები, რომლებსაც ექნებათ ქიმიის ძირითადი დისციპლინების მაღალი დონის ცოდნა და შეძლებენ სხვადასხვა საერთაშორისო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებასა და პრაქტიკულ საქმიანობას როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ ქიმიის, ბიოქიმიისა და მათ მონათესავე დარგებში.

სრულად

ბრძანების N:

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო - კვლევით ერთეულში - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლისა და მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ


"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი, მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი,მე-4, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  აკადემიური  საბჭოს  2017  წლის  31  მაისის №63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №03; 23.06.2017წ), „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2022 წლის 4 აპრილის N9/04 ერთობლივი ბრძანების, თსუ-ის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის-არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორის ნ. მაჭავარიანის 2022 წლის 19 აპრილის N8911/10 საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლისა და მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად;
2. უფროსი  მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  7  წლის ვადით  შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო-კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე  მუშაობას,  არამედ გამოქვეყნებულ  სამეცნიერო  პუბლიკაციებსაც)  და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 2 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით.
3. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით   შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს საკონკურსოდ გამოცხადებული ვაკანსიის პროფილის მიხედვით მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო - კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
4. კონკურსის მიმდინარეობისას კონკურსანტთა შორის თანაბარი მონაცემების არსებობის შემთხვევაში უპირატესობა მიენიჭება სამსახურებრივი შეთავსების არმქონე კონკურსანტს;
5. კონკურსი გამოცხადდეს 2022 წლის 21 აპრილს.   საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2022 წლის 23 მაისიდან 2022 წლის 30 მაისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად  წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2022 წლის 30 ივნისისა;
6.  კონკურსი  გამოცხადდეს  არნოლდ  ჩიქობავას  სახელობის  ენათმეცნიერების ინსტიტუტში ლექსიკოლოგიის განყოფილების უფროსი მეცნიერი თანამშრომლისა და მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად

ლექსიკოლოგიის განყოფილება:

უფროსი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული მეცნიერი თანამშრომელი - 0,5 საშტატო ერთეული

7. უფროსი მეცნიერი თანამშრომლისა და მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობებზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა)    განცხადება   საკონკურსო   კომისიის   სახელზე   დადგენილი   ფორმის   მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილება, დანართი №2 );
ბ)  პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი/პირადობის მოწმობა);
გ)  ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე)    სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა ნასამართლობის შესახებ;
8. საკონკურსო  დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2022 წლის 23 მაისიდან 2022 წლის 30 მაისის ჩათვლით.   10:00-დან 18:00  საათამდე, თსუ დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით  ერთეულში - არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში. მისამართი: თბილისი, პ. ინგოროყვას ქ. №8, III სართული, ოთახი №306, საკ. ნომერი 599 400 728;
9.  ბრძანების    უნივერსიტეტის    ოფიციალურ    ვებ-გვერდზე    განთავსება    დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
10. ბრძანება განთავსდეს გაზეთ “თბილისის უნივერსიტეტი“-ს ელექტრონულ გვერდზე.
11. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს     (საფინანსო     დეპარტამენტი,     პერსონალის     მართვის დეპარტამენტი,     შიდა     აუდიტის სამსახური,არნოლდ     ჩიქობავას     სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედიის ცენტრი).
12. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი    ნინო გვენეტაძე

სრულად

ბრძანების N: 110/01-01

აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის დაბადების მე-100 წლისთავისადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 13-14 ივლისს გამართავს აკადემიკოს მარიამ ლორთქიფანიძის დაბადების მე-100 წლისთავისადმი  მიძღვნილ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციას.

კონფერენციაში მონაწილეობის  მსურველმა სტუდენტებმა 2022 წლის 20 ივნისამდე ხელმძღვანელის რეკომენდაცია და თეზისები უნდა გამოგზავნონ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: javakhishvili_students@tsu.ge

 

იმუშავებს შემდეგი სექციები:


ისტორია
ლიტერატურათმცოდნეობა
თარგმანმცოდნეობა
ენათმეცნიერება
კავკასიოლოგია
ფილოსოფია
კულტურის კვლევები
ეთნოლოგია
არქეოლოგია
ხელოვნებათმცოდნეობა


 
კონფერენციის რეგლამენტი:


მოხსენება – 15 წუთი.
მსჯელობა – 5 წუთი.
კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება.


 
თეზისების გაფორმების წესი იხ. დანართში.
 
გამოიცემა კონფერენციის პროგრამა და თეზისები. მომხსენებლებს გადაეცემათ კონფერენციაში მონაწილეობის სერტიფიკატები.

 


საკონტაქტო პირი: ფილოლოგიის დოქტორი ნინო პოპიაშვილი

თსუ I კორპუსი, 204-ე ოთახი.

სრულად

ბრძანების N:

სტატია დმანისის ტეროტორიაზე აღმოჩენილი ადრეული ადამიანების სავარაუდო გარდაცვალების მიზეზების შესახებ

თა­მარ და­დი­ანი

 

 

სა­ერ­თა­შო­რი­სო ჟურ­ნალ "Journal of Human Evolution"-ში გა­მოქ­ვეყ­ნდა თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის მოწ­ვე­ული დოქ­ტო­რის ანა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის სტატია „ად­რე­ული თა­ვის ქა­ლა დმა­ნი­სი­დან: ინ­ტერ­პერ­სო­ნა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბა, ავ­ად­მყო­ფო­ბა და მტა­ცებ­ლის სა­ვა­რა­უდო კვა­ლი ად­რე­ულ ჰო­მო­ზე". სტა­ტი­ის თა­ნა­ავ­ტო­რე­ბი არი­ან: მარ­თა ტა­პე­ნი, ფი­ლიპ რა­იტ­მაიერი, ნი­კო­ლოზ წი­ქა­რი­ძე, და­ვით ლორ­თქი­ფა­ნი­ძე.

 

 

სტა­ტი­ის აბ­სტრაქ­ტი დმა­ნი­სის ტე­რო­ტო­რი­აზე აღ­მო­ჩე­ნი­ლი ად­რე­ული ად­ამი­ან­ებ­ის სა­ვა­რა­უდო გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზე­ბის შე­სა­ხებ გვი­ამ­ბობს. ეს აღ­მო­ჩე­ნა 1.77 მი­ლი­ონი წლით თა­რიღ­დე­ბა და ერთ-ერ­თი სა­უკ­ეთ­ეს­ოდ შე­მო­ნა­ხუ­ლი არ­ქე­ოლ­ოგი­ური ძეგ­ლია მსოფ­ლი­ოში. დმა­ნის­ში მი­ნი­მუმ ხუ­თი ინ­დი­ვი­დია აღ­მო­ჩე­ნი­ლი — ხუ­თი თა­ვის ქა­ლა, ოთხი ქვე­და ყბა და ას­ამ­დე ჩონ­ჩხის ძვა­ლი. ხუ­თი­ვე ინ­დი­ვი­დი სხვა­დას­ხვა ას­აკ­ისაა: ბავ­შვი, ახ­ალ­გაზ­რდა, ზრდას­რუ­ლი და მო­ხუ­ცი. ის­ინი ერთ პა­ლე­ოდ­ემს მი­ეკ­უთ­ვნე­ბი­ან.

 

აბ­სტრაქ­ტში ას­ევე სა­უბ­არია მა­შინ­დე­ლი დმა­ნი­სე­ლი ად­ამი­ან­ებ­ის საცხოვ­რე­ბე­ლი გა­რე­მოს შე­სა­ხებ და ყუ­რადღე­ბა მახ­ვილ­დე­ბა იმ სა­შიშ­რო­ებ­ებ­ზე, რაც ამ გა­რე­მოს­თვის, დმა­ნი­სის კლი­მა­ტუ­რი პი­რო­ბე­ბის და ფა­უნ­ის­თვის იყო და­მა­ხა­სი­ათ­ებ­ელი. სა­ვა­რა­უდ­ოდ, სწო­რედ ეს საფ­რთხე­ები გახ­და იმ ად­ამი­ან­ებ­ის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზე­ბი, ვის თა­ვის ქა­ლებ­საც იკ­ვლევ­დნენ მეც­ნი­ერ­ები.

 

„დმა­ნი­სე­ლი ად­ამი­ან­ის ერთ-ერთ თა­ვის ქა­ლა­ზე (D2280) ოთხი და­ზი­ან­ება აღ­მოჩ­ნდა. კვლე­ვებ­მა აჩ­ვე­ნა, რომ სამ შემ­თხვე­ვა­ში ამ და­ზი­ან­ებ­ებ­ის წყა­რო ტრავ­მუ­ლია. ის­ინი, სა­ვა­რა­უდ­ოდ, ად­ამი­ან­ებს შო­რის ძა­ლა­დო­ბი­სას თა­ვის ქა­ლა­ზე ბლაგ­ვი იარ­აღ­ით მი­ყე­ნე­ბუ­ლი ტრავ­მე­ბია. ეს ტრავ­მე­ბი სი­ცოცხლის­თვის სა­ში­ში და სა­სიკ­ვდი­ლო არ იყო, რად­გან არც მა­თი ზო­მაა დი­დი და თა­ნაც მოგ­ვი­ან­ებ­ით შე­ხორ­ცე­ბუ­ლი­ცაა. მე­ოთხე დე­ფექ­ტი გა­მორ­ჩე­ულია და­ნარ­ჩე­ნი სა­მის­გან. და­ზი­ან­ებ­ული ად­გი­ლის ფსკე­რი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, ამ­იტ­ომ ტრავ­მის გარ­და სხვა­დას­ხვა პა­თო­ლო­გი­ის გა­მო­რიცხვა და დი­ფე­რენ­ცი­ალ­ური დი­აგ­ნო­ზის გა­ტა­რე­ბა მკვლევ­რე­ბის­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იყო. ამ ტრავ­მე­ბის მი­ზე­ზი შე­იძ­ლე­ბა ყო­ფი­ლი­ყო კის­ტა, მე­ტას­ტა­ზუ­რი სიმ­სივ­ნე და ის­ეთი ინ­ფექ­ცი­ური და­ავ­ად­ებ­ები, რო­გო­რი­ცაა ტუ­ბერ­კუ­ლო­ზი ან ტრე­პო­ნე­მა­ტო­ზი. ას­ევე, შე­საძ­ლე­ბე­ლია, ერთ-ერ­თი ინ­დი­ვი­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბის მი­ზე­ზი გი­გან­ტუ­რი მტა­ცებ­ლის ან ლე­ში­ჭა­მია მტა­ცებ­ლის თავ­დას­ხმა ყო­ფი­ლი­ყო“, — ვკითხუ­ლობთ სტა­ტი­ის აბ­სტრაქ­ტში.

 

სა­ბო­ლო­ოდ, კვლე­ვე­ბით დად­გინ­და, რომ ად­რე­ულ ად­ამი­ან­ებს ჰქონ­დათ ერ­თმა­ნეთ­თან ფი­ზი­კუ­რი კონ­ფლიქ­ტე­ბი, სა­ვა­რა­უდ­ოდ, სნე­ულ­დე­ბოდ­ნენ ინ­ფექ­ცი­ური და­ავ­ად­ებ­ებ­ით და დი­დი მტა­ცებ­ლე­ბის მსხვერ­პლნიც ხდე­ბოდ­ნენ.

 

სტა­ტი­ის ავ­ტო­რი ანა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი არ­ის ექ­იმი-სტო­მა­ტო­ლო­გი, თსუ-ის მე­დი­ცი­ნის ფა­კულ­ტე­ტის მოწ­ვე­ული დოქ­ტო­რი, სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­ათა დოქ­ტო­რი, სა­ქარ­თვე­ლოს ერ­ოვ­ნუ­ლი მუ­ზე­უმ­ის უფ­რო­სი მეც­ნი­ერ-თა­ნამ­შრო­მე­ლი.

 

სტა­ტი­ის სა­ნა­ხა­ვად გა­და­დით ლინ­კზე: https://www.sciencedirect.com/science/article/pii/S0047248422000409

სრულად

ბრძანების N:

„ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“

ევროკავშირის მხარდაჭერით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული გადამზადების აკრედიტებული პროგრამა „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოება“ ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც 300-მდე მსმენელის გადამზადება იგეგმება. კურსდამთავრებულები დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსთან მჭიდრო თანამშრომლობით დასაქმდებიან.
 

პროგრამის მიღწევებისადმი გამართულ ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი,  პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალური დირექტორი თამარ ქიტიაშვილი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე, ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის განყოფილების უფროსი მოადგილე  კატალინ გერმანი, პროფესორები, სტუდენტები დაესწრნენ.
 

როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ აღნიშნა, მიმდინარე წელს უკვე დასრულდა მსმენელთა პირველი ჯგუფის სწავლება, ამასთანავე, პროექტის მოსამზადებელ ეტაპზე წარმატებით განხორციელდა ტრენერთა მომზადების კურსები, შეიქმნა ქართულენოვანი სახელმძღვანელო და თსუ-ში მოეწყო უახლესი აპარატურით აღჭურვილი სასწავლო ლაბორატორიები. „შეფასება ძალიან მაღალია. ეს არის საშური საქმე და მოთხოვნადი პოზიცია. მადლობა ყველას ვინც მონაწილეობა მიიღო, დააფინანსა ეს პროგრამა და სასიამოვნოა, რომ მისი მიზნობრიობისა და საჭიროების შესახებ პარტნიორებში გვაქვს ერთსულოვნება,“ - აღნიშნა გიორგი შარვაშიძემ.
 

პროექტი მიზნად ისახავს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად,  საქართველოს სამ უნივერსიტეტში: იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში (ქუთაისი) და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დაინერგოს ლაბორატორიული ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების პროფესიული გადამზადების პროგრამები. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ნუნუ მიცკევიჩის თქმით, „პროგრამა საშუალებას მისცემს სტუდენტებს შეისწავლონ საერთაშორისოდ აღიარებული ნორმები, მიიღონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები და გაიარონ თეორიული მომზადება.“
 

ქვეყანაში ახალი პროფესიებისა და საგანმანათლებლო კვალიფიკაციების გაჩენის საჭიროებასა და მნიშვნელობაზე ისაუბრა პროფესიული უნარების სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა თამარ ქიტიაშვილმა. „ეს ყოველივე ხელს შეუწყობს დასაქმების სექტორში კადრებზე არსებული დანაკლისის შევსებას, ევროკავშირის მხარდაჭერილი  „ლაბორატორიული ჯანმრთელობა და უსაფრთხოების“ პროგრამა კი, სწორედ ისეთ პროგრამას მიეკუთვნება, რომელიც შეუწყობს ახალი პროფესიის, კვალიფიკაციის გაჩენას. პროფესიული უნარების სააგენტო მხარს დაუჭერს მომავალში პროგრამის განხორციელებას,“- განაცხადა თამარ ქიტიაშვილმა.
 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის  ეროვნული ცენტრის გენერალურმა დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ხაზი გაუსვა ევროკავშირის როლს საქართველოში ჯანდაცვის სექტორისა და ლაბორატორიული სამსახურის განვითარების კუთხით, მან ცენტრის სახელით გამოთქვა მზაობა კვლავაც ხელი შეუწყოს პროექტის წარმატებით განხორციელებას. „ბოლო ორმა წელმა დაგვანახა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ლაბორატორიული დიაგნოსტიკა და მისი შემდგომი განვითარება. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩვენ ქიმიური,ბიოლოგიური, რადიაციული საფრთხის წინაშე ვდგავართ, აქედან გამომდინარე ბიოუსაფრთხოების დაცვა რთულია. პროგრამა გამოადგებათ სტუდენტებს, როგორც მაგისტრანტებს, ისე დოქტორანტებს. მადლობა ევროკავშირს და თსუ-ს, ყველას ვინც მონაწილეობა მიიღო ამ პროგრამისა და სახელმძღვანელოს შექმანში,“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
 

ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის განყოფილების უფროსის მოადგილემ,  კატალინ გერმანმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მუშაობს ლაბორატორიული ჯანმრთელობისა და უსაფრთოხების სასერტიფიკაციო კურსების შექმნის მიმართულებით, რაც ხელს უწყობს საქართველოში სწავლების შესაძლებლობების დივერსიფიკაციას, განსაკუთრებით, უწვეტი განათლების  კუთხით. „ჩვენ ვამაყობთ, რომ  ეს ახალი კურსი  დასაქმების ბაზრის გამოწვევებს პასუხობს, რამდენადაც იგი უზრუნველყოფს ლაბორატორული პერსონალისთვის საჭირო ცოდნისა და უნარების შეძენას. მოგეხსებათ,რომ ძალიან მნიშვნელოვანია პროფესიული გადამზადების პროგრამებისა და დასაქმების ბაზრის გამოწვევების დაკავშირება. ჩვენ მოუთმენლად ველით მიღწეულ შედეგებს,“- დასძინა კატალინ გერმანმა.

პროგრამის კოორდინატორის ნინო ინასარიძის ინფორმაციით, პროექტის  ფარგლებში  თსუ-ს ბაზაზე  100 მსმენელი გადამზადდება.  „პროგრამა განკუთვნილია ყველა ადამიანისთვის, ვინც დასაქმებას აპირებს ლაბორატორიული მომსახურების სფეროში. დიდი იმედი გვაქვს, რომ  ჩვენს მიერ გადამზადებული მსმენელები გაიუმჯობესებენ კარიერას, დასაქმდებიან ლაბორატორიებში და მაღალკომეპტენტურ მომსახურებას გაუწევენ მოსახლეობას,“ - თქვა ნინო ინასარიძემ. 
 

შეხვედრაზე პროექტის გუნდმა სტუმრებს გააცნო შესრულებული სამუშაოები და მიღწეული შედეგები. მონაწილეებმა დაათვალიერეს პროექტის ფარგლებში აღჭურვილი სასწავლო ლაბორატორიები. ღონისძიების მსვლელობისას  მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გასაუბრებოდნენ პროგრამის მსმენელებს და მოესმინათ მათი შთაბეჭდილებები სასწავლო პროგრამაზე. მონაწილეებმა, ასევე,  განიხილეს თანამშრომლობის შესაძლებლობები  საერთო მიზნის მისაღწევად - პროფესიული უნარების განვითარების მხარდაჭერა დასაქმების ბაზრის საჭიროებებისა და თანამედროვე გამოწვევების საპასუხოდ. 
 

ღონისძიების დასასრულს პროგრამის პირველი ჯგუფის მსმენელებს გადაეცათ სერტიფიკატები. 
 

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი ხორციელდება ეროვნული კონსორციუმის მიერ: ივ. ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (კოორდინატორი),  სსიპ ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის  ეროვნული ცენტრი, სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია, საქართველოს ბიოტექნოლოგიის ასოციაცია. პროექტის საერთაშორისო პარტნიორები არიან: მილანის და ტერამოს უნივერსიტეტები (იტალია). პროექტი წარმოადგენს ევროკავშირის სექტორული რეფორმის განმახორციელებელი პროგრამის „დასაქმების ბაზრის საჭიროებების შესაბამისი უნარების განვითარების მხარდაჭერა/უნარები სამუშაოსთვის, მე-2 ფაზა“  ნაწილს, რომლის  მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოს ეკონომიკის მდგრად განვითარებას ადამიანური რესურსების გაძლიერებისა და  პროფესიული უნარების განვითარების გზით.  

სრულად

ბრძანების N:

„მეტყველი მარმარილოები“ - წიგნის პრეზენტაცია თსუ-ში

როგორ გაჩნდა ბერძნული ხელმოწერა საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე, ვინ იყო პოლიტიკოსი, რომელიც საქართველოს და საბერძნეთის პარლამენტარი გახდა; ვინ წამოაყენა ბათუმის პირველი მერის კანდიდატურა და როგორ გაამარჯვებინეს მას  ერთობლივად ქართველებმა და ბერძნებმა - ეს და სხვა საინტერესო ამბებია თავმოყრილი წიგნში „მეტყველი მარმარილოები“, რომელიც საქართველოსა და საბერძნეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან 30 წლისთავს მიეძღვნა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის მიერ გამოცემულ წიგნში გაერთიანებულია ესეები XIX-XX საუკუნეების ქართულ-ბერძნული ურთიერთობების ისტორიიდან. 

 

ღონისძიებას თსუ რექტორის მოადგილე ნინო გვენეტაძე, საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარია თეოდორუსი, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, პროფესორები, სტუდენტები ესწრებოდნენ.

 

 „დღეს, როცა ქართული სახელმწიფო ცდილობს თავისი კუთვნილი ადგილი დაიკავოს ევროპულ ოჯახში და წარსდგეს მსოფლიოს წინაშე, როგორც ევროპული ღირებულებების მატარებელი ქვეყანა, ასეთი მონოგრაფიები, ასეთი ღონისძიებები და ბერძნულ-ქართულ ურთიერთობათა არაერთი საკითხის გააქტიურება ყველაზე საუკეთესო საშუალებაა, რაც შეიძლება გაკეთდეს ისტორიულად ევროპული, ტოლერანტი, კულტურული ქვეყნის იმიჯის დასამკვიდრებლად,“- აღნიშნა ნინო გვენეტაძემ.

 

საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მარია თეოდორუსმა მადლობა გადაუხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქართულ-ბერძნული ურთიერთობის საიუბილეო თარიღის აღნიშვნისთვის და განაცხადა, რომ ამ თარიღთან დაკავშირებით ღონისძიებათა მთელი ციკლია დაგეგმილი.  

 

 „ანტიკური ეპოქიდან მოყოლებული  საქართველოსა და საბერძნეთს  ურთიერთობის უდიდესი ტრადიცია აქვს. სიმბოლურად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ურთიერთობა  აღდგა 30 წლის წინ და ჩვენი ინსტიტუტი ამ დღეს ძალიან საინტერესო წიგნის „მეტყველი მარმარილოების“   პრეზენტაციით აღნიშნავს,“ - განაცხადა თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორმა ლევან  გიგინეიშვილმა.

 

წიგნის ავტორების მედეა აბულაშვილისა და ეკა ჭყოიძის თქმით, ნაშრომი არ შეეხება ანტიკურ პერიოდს. მასში ჩანს, თუ რა ხდებოდა ამ ორი ქვეყნის ურთიერთობებში სხვა დროსა და სხვა ეპოქაში: „აღმოვაჩინეთ XIX-XX საუკუნეების წყაროები, ფართო საზოგადოებისთვის ნაკლებად ცნობილი ან საერთოდ უცნობი, რომელიც ბერძნულ-ქართული ურთიერთობების ახალ მარკერებად შეიძლება იქცეს.“

ღონისძიებაზე თსუ პროფესორებმა, სტუდენტებმა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა სოლიდარობა გამოუცხადეს უკრაინელ ხალხს. „საქველმოქმედო ბაზრობას მოვაწყობთ, რომელზეც გავყიდით ჩვენი ინსტიტუტის სხვადასხვა გამოცემას, ხოლო შემოსულ თანხას გადავრიცხავთ უკრაინის მხარდაჭერის ფონდში. უკრაინასთან პროფესიული, ადამიანური, მეგობრული ურთიერთობები გვაკავშირებს. განსაკუთრებით ახლოს ვართ მარიუპოლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი ბერძნული ფილოლოგიის მიმართულებასთან.  იქ გვყავს ძალიან ბევრი კოლეგა და მეგობარი. მარიუპოლში ასიათასამდე წარმოშობით ბერძენი ცხოვრობს, ამიტომაც გადავწყვიტეთ ღონისძიება დაგვეკავშირებინა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან,“- აღნიშნა თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ ირინე დარჩიამ.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ელინისტიკის შესწავლას საუკუნოვანი ისტორია აქვს. 1918 წელს, სამხრეთ კავკასიაში პირველი უნივერსიტეტის დაარსებისთანავე, ელინოლოგიის მსოფლიოში აღიარებული ქართველი მეცნიერის გრიგოლ წერეთლისა და მისი უმცროსი კოლეგის, სიმონ ყაუხჩიშვილის ძალისხმევით კლასიკური ფილოლოგიის კათედრა შეიქმნა. 1997 წელს კი, რისმაგ გორდეზიანის მიერ, კათედრის ბაზაზე კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტი დაარსდა.

სრულად

ბრძანების N:

თსუ ვიზიტი ტუშას უნივერსიტეტში

ორმაგი ხარისხის შესაძლებლობები ცირკულარულ ეკონომიკაში, ევროპისმცოდნეობასა და სხვა დისციპლინებში იყო ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელიც თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და კანცლერმა ლაშა საღინაძემ ტუშას უნივერსიტეტის (University of Tuscia) რექტორთან, პროფესორ სტეფანო უმბერტინისთან და რექტორის მოადგილესთან პროფესორ საიმონ სევერინთან შეხვედრისას განიხილეს. გიორგი შარვაშიძემ შეხვედრისას ყურადღება ასევე გაამახვილა სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამების განვითარებისა და ევროკავშირის საგრანტო პროგრამებში საერთო კვლევითი პროექტების წარდგენის საკითხებზე.

 

იტალიაში სამუშაო ვიზიტისას შეხვედრა ასევე გაიმართა ქალაქ ჩივიტავეკიაში ტუშას უნივერსიტეტის კამპუსში, სადაც ქიმიისა და ბიოქიმიის მიმართულებით გაცვლითი პროგრამების განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრეს. ჩივიტავეკიაში რექტორი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურდამთავრებულს, ქრისტინა ჩანგელიას შეხვდა, რომელმაც თსუ-ს საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ, სწავლა ტუშას უნივერსიტეტში განაგრძო. ტუშას უნივერსიტეტის წარმომადგენლები საპასუხო ვიზიტით თსუ-ს ივლისში ეწვევიან.

სრულად

ბრძანების N:

ქართული ენის დღე

თსუ საბავშვო უნივერსიტეტი გთავაზობთ ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობას
 14 აპრილს, 15.00 სთ-ზე ჩატარდება პროფ. თინათინ ბოლქვაძის ლექცია „ქართული ენა 1978 წლიდან დღემდე“. 
თსუ, Iკორპუსი, 304-ე აუდიტორია / https://zoom.us/j/3731455567

 15 აპრილს, 15.00 სთ-ზე ჩატარდება პროფ. გია ალიბეგაშვილის ლექცია ,,1978 წლის 14 აპრილის ქრონიკები".
https://zoom.us/j/92677767666

სრულად

ბრძანების N:

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კონფერენცია

12 აპრილს, 11 საათზე, თსუ I კორპუსის 115-ე აუდიტორიაში, გაიხსნება ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია. 

 

ღონისძიების ფორმატი ჰიბრიდულია.

ზუმის მონაცემები: https://zoom.us/j/3731455567

 

დამატებითი ინფორმაცია იხ. კონფერენციის პროგრამაში.

სრულად

ბრძანების N:

გამოცხადდა კონკურსი დოქტორანტთა ყოველსემესტრული დაფინანსების მოსაპოვებლად

თსუ  ფსიქოლოგიისა  და  განათლების  მეცნიერებათა  ფაკულტეტი  აცხადებს  კონკურსს  დოქტორანტთა  საუნივერსიტეტო  დაფინანსების  მოსაპოვებლად

 

კონკურსის  მიზანი

თსუ  ფსიქოლოგიისა  და  განათლების  მეცნიერებათა  ფაკულტეტის  5  დოქტორანტის  ერთი  სასწავლო  სემესტრის  დაფინანსება.

 

კონკურსის  სამიზნე  ჯგუფი     

თსუ  ფსიქოლოგიისა  და  განათლების  მეცნიერებათა  ფაკულტეტის -  II, III, IV, V­,­ VI სემესტრის ­დოქტორანტები.

 

კონკურსში  მონაწილეობას  ვერ  მიიღებენ:

  • პირველი  და  დამატებითი  სემესტრის  დოქტორანტები;
  • დასაფინანსებელ  სემესტრში  სტატუსშეჩერებული  დოქტორანტები;
  • დოქტორანტები,  რომლებსაც   არ  აქვთ  დაფარული  წინა  სემესტრის  სწავლის  საფასუ­­­რი;
  • დოქტორანტები,  რომლებიც ფინანსდებიან  საგრანტო  პროექტის  ფარგლებში;
  • დოქტორანტები,  რომლებიც  ფინანსდებიან  რომელიმე  ორგანიზაციის. ფონდის მიერ.

 

სავალდებულო  დოკუმენტაცია:   

დოქტორანტმა  ფაკულტეტის კანცელარიის  ელექტრონულ  მისამართზე -  chancellery.pes@tsu.ge -

 (ა/წ 11.04.22 – 20.04.22)  უნდა  წარმოადგინოს  შემდეგი  დოკუმენტები:

 

  • განაცხადი  კონკურსში  მონაწილეობის  შესახებ  (დანართი 2);
  • ავტობიოგრაფია  (CV);
  • სამეცნიერო  პუბლიკაციების,  განხორციელებული  სამეცნიერო  –კვლევითი, კვალიფიკაციის  ასამაღლებელი  და  სასწავლო  აქტივობების  ჩამონათვალი (ბოლო 5 წლის განმავლობაში გამოქვეყნებული; დანართი 1 / შევსებული ცხრილი - მათი დამადასტურებელი­ დოკუმენ­ტა­ც­ი­ით). კოლოკვიუმის  ფარგლებში განხორციელებული  აქტივობის  დასადასტურებლად  ცნობის  წარმო-დ­გენა  არ  არის  სავალდებულო;
  • სამეცნიერო  ხელმძღვანელის  შუამდგომლობა;
  • ცნობა  სტუდენტის  სტატუსის  შესახებ;
  • ამონაწერი  სტუდენტის  ბარათიდან  GPA-ის  მითითებით.

 

მარეგულირებელი  დოკუმენტი:  დეკანის ბრძანება

სრულად

ბრძანების N:

2022/2023 სასწავლო წლისთვის ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში პარტნიორი აახენის რაინ-ვესტფალიის ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი კვლევითი სტაჟირების სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ


,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით და ასევე ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ 2021 წლის 22 დეკემბრის N33/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-18 - 21-ე პუნქტების საფუძველზე.

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.ჩატარდეს კონკურსი 2022/2023 სასწავლო წლისთვის ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში პარტნიორი აახენის რაინ-ვესტფალიის ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის საფეხურის    სტუდენტებისათვის   გამოყოფილი   სტიპენდიების   კანდიდატების შესარჩევად.
2.კონკურსი ჩატარდეს 2022 წლის 11 აპრილს Zoom პლატფორმის საშუალებით.
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) იოსებ  სალუქვაძე,  თსუ  სოციალურ  და  პოლიტიკურ  მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) თეონა   მატარაძე,   თსუ   სოციალურ   და   პოლიტიკურ   მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
გ) ნინო   ქიმერიძე,   თსუ   ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა   ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ნათია კალანდაძე.
5. კომისიას დაევალოს თავისი საქმიანობა    წარმართოს    მოქმედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში   მონაწილეობისათვის  შერჩევის      წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 და 22 დეკემბრის 33/04 ბრძანებებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის    სახელმწიფო    უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის საფუძველზე.
6. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

რექტორის მოვალეობის შემსრულებელი           ნინო გვენეტაძე
 

სრულად

ბრძანების N: 90/01-01

ქართული საღამო ქალაქ ვილერბანში

თსუ-ის ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტი­სა და საფ­რან­გე­თის ლუ­მი­ერ ლი­ონ 2 უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ტუ­რიზ­მის დე­პარ­ტა­მენ­ტის ორ­მა­გი ხა­რის­ხის ერ­თობ­ლი­ვი სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მის „ტუ­რიზ­მი“-ს სტუ­დენ­ტებ­მა ა.წ. 25 მარ­ტს საფ­რან­გე­თის კულ­ტუ­რის დე­და­ქა­ლა­ქად ცნო­ბილ ქა­ლაქ ვი­ლერ­ბან­ში გა­მარ­თეს ქარ­თუ­ლი სა­ღა­მო. მათ წარ­მო­ად­გი­ნეს სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ისა და კულ­ტუ­რის თე­მა­ზე შექ­მნი­ლი პრე­ზენ­ტა­ცია ქარ­თუ­ლი მუ­სი­კის, ცეკ­ვი­სა და ვი­დეო ფილ­მის თან­ხლე­ბით.

 

და­ინ­ტე­რე­სე­ბა იმ­დე­ნად დი­დი იყო, რომ მო­ეწყო სა­ღა­მოს პირ­და­პი­რი ტრან­სლა­ცია ონ­ლა­ინ ტე­ლე­ვი­ზი­ით, რომ­ლის სრუ­ლი მა­სა­ლა გან­თავ­სდა სო­ცი­ალ­ურ ქსელ­ში.

 

ღო­ნის­ძი­ებ­ას ეს­წრე­ბოდ­ნენ და მი­სა­სალ­მე­ბე­ლი სიტყვით გა­მო­ვიდ­ნენ საფ­რან­გე­თის ელ­ჩი სა­ქარ­თვე­ლო­ში დი­ეგო კო­ლა­სი (Diégo Colas) და ერ­თობ­ლი­ვი სა­მა­გის­ტრო პროგ­რა­მის თა­ნა­ხელ­მძღვა­ნე­ლი საფ­რან­გე­თის მხრი­დან, ბა­ტო­ნი ფრე­დე­რიკ ლა­მან­ტია (Frederic Lamantia). სა­ღა­მოს ეს­წრე­ბოდ­ნენ ად­გი­ლობ­რი­ვი სტუ­დენ­ტე­ბი, აკ­ად­ემი­ური პერ­სო­ნა­ლი, სა­ზო­გა­დო­ებ­ის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და ექ­სპერ­ტე­ბი ტუ­რიზ­მი­სა და კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ობ­ის სფე­რო­ში.

 

პრე­ზენ­ტა­ცია მი­ეძ­ღვნა ქარ­თულ კულ­ტუ­რულ ტრა­დი­ცი­ებს, ის­ტო­რი­ას, მა­ტე­რი­ალ­ურ და არ­ამ­ატ­ერი­ალ­ურ მემ­კვიდ­რე­ობ­ას. სა­ღა­მო შე­სა­ნიშ­ნა­ვად იყო მომ­ზა­დე­ბუ­ლი ქარ­თვე­ლი სტუ­დენ­ტე­ბის მი­ერ, რო­გორც თა­ნა­მიმ­დევ­რო­ბით, ისე ინ­ფორ­მა­ცი­ული დატ­ვირ­თვით და გა­ფორ­მე­ბით. მე­ტიც, თი­თოეული თე­მის გან­ხილ­ვის შემ­დეგ სტუ­დენ­ტე­ბი მა­ღალ დო­ნე­ზე ას­რუ­ლებ­დნენ ქარ­თულ ცეკ­ვებს, მუ­სი­კა­ლურ ნა­წარ­მო­ებ­ებს და სიმ­ღე­რებს. შეს­რულ­და სუ­ლი­კოც, რო­გორც ქარ­თულ, ისე ფრან­გულ ენ­ებ­ზე ეკ­რან­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი ფრან­გუ­ლი ტიტ­რე­ბის თან­ხლე­ბით, რა­მაც მთე­ლი აუდ­იტ­ორია აიყ­ოლია. დარ­ბაზ­ში არ წყდე­ბო­და ოვ­აცი­ები. ეს სა­ღა­მო და­უვ­იწყარ მო­გო­ნე­ბად დარ­ჩე­ბა რო­გორც ქარ­თვე­ლი, ისე ად­გი­ლობ­რი­ვი ფრან­გი სტუმ­რე­ბის მეხ­სი­ერ­ებ­აში.

სრულად

ბრძანების N:

სტუდენტთა საყურადღებოდ!

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ადმინისტრაციამ მიიღო სტუდენტების განცხადება, რომელიც ეხება 2022 წლის 2 მაისიდან სწავლის აუდიტორიაში დაწყების მიზანშეწონილობას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, გაცნობებთ, რომ მიზანშეწონილია, სტუდენტურ თვითმართველობასთან ერთად შეიქმნას საინიციატივო ჯგუფი 5-7 სტუდენტის შემადგენლობით, რომელთანაც ფაკულტეტის ადმინისტრაციის შეხვედრა განხორციერლდება 2022 წლის 9 აპრილამდე.

 

ფაკულტეტის ადმინისტრაცია

სრულად

ბრძანების N:

თსუ-ს თანადგომა უკრაინელ პროფესორებსა და მკვლევრებს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გამოხატავს თანადგომას უკრაინელი პროფესორებისა და მკვლევრების მიმართ და სთავაზობს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით პროცესში ჩართვას.

კერძოდ:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტში კომპიუტერული მეცნიერების ინგლისურენოვან პროგრამაზე იწვევს აკადემიურ დოქტორებს (2 ვაკანსია)  შემდეგი სალექციო კურსის წასაკითხად:

  • დისკრეტული მათემატიკა
  • კალკულუსიკომპიუტერულიმეცნიერებისათვის
  • მონაცემთაანალიზიდასტატისტიკა
  • მონაცემთა ბაზები
  • მონაცემთა სტრუქტურები
  • ობიექტზე ორიენტირებული დაპროგრამება 1 (C ++)
  • ოპერაციული სისტემები
  • ფიზიკა (მექანიკა)
  • შესავალი Linux სისტემაში

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი იწვევს უკრაინელ აკადემიურ დოქტორებს საჯარო ლექციების წასაკითხად და ერთობლივკვლევითპროექტებში  (მიგრაცია, საგარეო ვაჭრობა) მონაწილეობის მიზნით.

მოწვეული დოქტორებისა და მკვლევარებისშრომის ანაზღაურება, ხელშეკრულების მოქმედების პერიოდი და სხვა პირობები განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით.

აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტი - CV (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge

სრულად

ბრძანების N:

საავტორო თხზულებების კონკურსი (14 აპრილი ქართული ენის დღე)

ძვირფასო მეგობრებო, მოსწავლეებო, მასწავლებლებო, მშობლებო,

14 აპრილი ქართული ენის დღეა. ქართული ენა, ქართული დამწერლობა ჩვენი საამაყო ისტორიული მემკვიდრეობაა.

მოსწავლეებს ვთავაზობთ საავტორო თხზულებების კონკურსში მონაწილეობას. კონკურსი სამ ნომონაციაში ჩატარდება - პოეზია, პროზა, თარგმანი (უცხო ენიდან ქართულზე).

მონაწილეებმა ნაშრომები უნდა გამოგზავნონ 10 აპრილის 18.00 საათამდე ელ. მისამართზე junior@tsu.ge, შემდეგი მოთხოვნების გათვალისწინებით: ტექსტი უნდა დაიწეროს Word ფორმატში, შრიფტი Sylfaen, ზომა 11.

·ლექსი - არა უმეტეს ერთი სტანდარტული გვერდისა, იმავე გვერდის ზემო მარცხენა არეზე დატანილი უნდა იყოს მოსწავლის სახელი, გვარი, სკოლა, ასაკი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.

·პროზა - არა უმეტეს ორი სტანდარტული გვერდისა, პირველ გვერდზე ზემო მარცხენა არეზე დატანილი უნდა იყოს მოსწავლის სახელი, გვარი, სკოლა, ასაკი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.

·თარგმანი (უცხო ენიდან ქართულზე) - არა უმეტეს ერთი სტანდარტული გვერდისა, იმავე გვერდის ზემო მარცხენა არეზე დატანილი უნდა იყოს მოსწავლის სახელი, გვარი, სკოლა, ასაკი და საკონტაქტო ტელეფონის ნომერი.

 

გარდა ამისა, თსუ საბავშვო უნივერსიტეტი გთავაზობთ ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობას, დისტანციურად, Zoom პლატფორმის გამოყენებით, რომელიც გაიმართება 14-15 აპრილს.

თემატური ლექციების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდება მოგვიანებით. 

15 აპრილს, ლექციის დასრულების შემდეგ კი წარმოგიდგენთ შემოქმედებით კონკურსში გამარჯვებულ თხზულებებს და მათ ავტორებს.

სრულად

ბრძანების N: