საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
ახალი წიგნი 80-იანი წლების ამერიკასა და რონალდ რეიგანზე

თა­მარ და­დი­ანი

 

სულ მა­ლე ქარ­თვე­ლი მკითხვე­ლი ამ­ერ­იკ­ელ­ებ­ის ერთ-ერთ გა­მორ­ჩე­ულ პრე­ზი­დენ­ტზე — რო­ნალდ რე­იგ­ან­ზე კი­დევ ერთ ახ­ალ წიგ­ნს იხ­ილ­ავს, რო­მელ­საც გა­მო­სა­ცე­მად ამ­ზა­დებს ამ­ერ­იკ­ის შეს­წავ­ლის სა­ქარ­თვე­ლოს ას­ოცი­აცი­ის პრე­ზი­დენ­ტი, თსუ-ის ამ­ერ­იკ­ის შეს­წავ­ლის ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, პრო­ფე­სო­რი ვა­სილ კა­ჭა­რა­ვა.

 

წიგ­ნი გან­კუთ­ვნი­ლია რო­გორც ის­ტო­რი­კო­სე­ბის­თვის, ამ­ერ­იკ­ის შეს­წავ­ლის სა­კითხე­ბით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სპე­ცი­ალ­ის­ტე­ბი­სათ­ვის, აგ­რეთ­ვე სტუ­დენ­ტე­ბი­სა და ფარ­თო სა­ზო­გა­დო­ებ­ის­თვის.

 

„ხში­რად ვე­კითხე­ბი ჩემს თავს – მე­ნატ­რე­ბა კი ვა­შინ­გტო­ნი? მარ­თა­ლია, პრე­ზი­დენ­ტო­ბის წლებს სი­ამ­ოვ­ნე­ბით ვი­გო­ნებ, მაგ­რამ ჩე­მი საქ­მე არ მე­ნატ­რე­ბა. თუ რა­მე­ზე მწყდე­ბა გუ­ლი, ეს იმ კე­თილ და პა­ტი­ოს­ან ხალ­ხთან ურ­თი­ერ­თო­ბაა, ვი­საც ცალ­კე­ულ შტა­ტებ­ში ვხვდე­ბო­დით – შა­ვებს თუ თეთ­რებს, ქრის­ტი­ან­ებს თუ ებ­რა­ელ­ებს, ღა­რი­ბებს თუ მდიდ­რებს, სამ­ხედ­რო­ებს თუ სა­მო­ქა­ლა­ქო პი­რებს. ამ ად­ამი­ან­ებს ერ­თი მი­ზა­ნი აერ­თი­ან­ებ­დათ – კე­თილ­სინ­დი­სი­ერ­ად ემ­სა­ხუ­რათ თა­ვი­ან­თი ქვეყ­ნის­თვის. ჩვენ მათ არ­ას­ოდ­ეს და­ვი­ვიწყებთ და მუ­დამ მა­თი მად­ლი­ერ­ნი ვიქ­ნე­ბით“ — ეს სიტყვე­ბი ეკ­უთ­ვნის ამ­ერ­იკ­ის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მე-40 პრე­ზი­დენ­ტს რო­ნალდ რე­იგ­ანს, რის თა­ობ­აზ­ეც ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ული წიგ­ნის წი­ნა­სიტყვა­ობ­აში ვკითხუ­ლობთ. მას ორი ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­ული წიგ­ნი (Where’s the Rest of Me? (1965, updated in 1981) da An American Life (1990) აქ­ვს და­წე­რი­ლი. თა­ვი­სი მოღ­ვა­წე­ობ­ის დროს ის აწ­არ­მო­ებ­და დღი­ურ­საც, სა­დაც წერ­და კო­მენ­ტა­რებს, აღ­წერ­და ყო­ველ დღეს და თა­ვის მო­საზ­რე­ბებს მოვ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხებ. დღი­ურ­ები 2007 წელს გა­მოქ­ვეყ­ნდა და ბეს­ტსე­ლე­რად იქ­ცა.

 

სა­ინ­ტე­რე­სოა — რო­გორ ხე­დავ­დნენ და აფ­ას­ებ­დნენ მას სხვე­ბი, ვინც პრე­ზი­დენ­ტის ცხოვ­რე­ბი­სა და მოღ­ვა­წე­ობ­ის შე­სა­ხებ წერ­დნენ წიგ­ნებ­სა და ნაშ­რო­მებს. რო­ნალდ რე­იგ­ანს ამ­ერ­იკ­ელ­ებ­ის მეხ­სი­ერ­ებ­აში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი უჭ­ირ­ავს. პრე­ზი­დენ­ტის პერ­სო­ნის შეს­წავ­ლით ქარ­თვე­ლი მეც­ნი­ერ­ებ­იც და­ინ­ტე­რეს­დნენ და მრა­ვა­ლი სა­მეც­ნი­ერო თუ პუბ­ლი­ცის­ტუ­რი ნაშ­რო­მი გა­მო­აქ­ვეყ­ნეს მის პო­ლი­ტი­კურ მოღ­ვა­წე­ობ­ასა და ცხოვ­რე­ბა­ზე. სულ მა­ლე ქარ­თვე­ლი მკითხვე­ლი ამ­ერ­იკ­ელ­ებ­ის ერთ-ერთ გა­მორ­ჩე­ულ პრე­ზი­დენ­ტზე კი­დევ ერთ ახ­ალ წიგ­ნს იხ­ილ­ავს, რო­მელ­საც გა­მო­სა­ცე­მად ამ­ზა­დებს ამ­ერ­იკ­ის შეს­წავ­ლის სა­ქარ­თვე­ლოს ას­ოცი­აცი­ის პრე­ზი­დენ­ტი, თსუ-ის ამ­ერ­იკ­ის შეს­წავ­ლის ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, პრო­ფე­სო­რი ვა­სილ კა­ჭა­რა­ვა.

 

„ქარ­თულ ის­ტო­რი­ოგ­რა­ფი­აში და ის­ტო­რი­ის სა­ხელ­მძღვა­ნე­ლო­ებ­ში ამ­ერ­იკ­ის ის­ტო­რი­ის აღ­ნიშ­ნუ­ლი პე­რი­ოდი (1980-1989) საკ­მა­ოდ მწი­რა­დაა გან­ხი­ლუ­ლი, თუმ­ცა პრე­ზი­დენ­ტის ცხოვ­რე­ბა­სა და მოღ­ვა­წე­ობ­აზე ნაშ­რო­მებს, სტა­ტი­ებ­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ებს მრა­ვალ ქარ­თულ გა­მო­ცე­მა­ში შევ­ხვდე­ბით. 2005 წელს ამ­ერ­იკ­ის­მცოდ­ნე­ობ­ის ინ­სტი­ტუტ­მა, ჩე­მი ინ­იცი­ატ­ივ­ით, რო­ნალდ რე­იგ­ან­ის ხსოვ­ნი­სად­მი მიძ­ღვნი­ლი კონ­ფე­რენ­ცია ჩა­ატ­არა. კონ­ფე­რენ­ცი­ის მა­სა­ლე­ბი შემ­დგომ კრე­ბუ­ლის სა­ხით გა­მოქ­ვეყ­ნდა, რომ­ლის რე­დაქ­ტო­რიც მე ვი­ყა­ვი. წიგ­ნი, რო­მელ­საც მკითხვე­ლი მა­ლე იხ­ილ­ავს, უკ­ვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია იწ­ერ­ება და იგი რო­ნალდ რე­იგ­ან­ის ცხოვ­რე­ბა­სა და მოღ­ვა­წე­ობ­ის შე­სა­ხებ სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტებ­სა და მოვ­ლე­ნებს ეხ­ება. რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტი, რო­გორც სუ­პერ­სა­ხელ­მწი­ფოს მე­თა­ური, დიდ გავ­ლე­ნას ახ­დენს მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კა­ზე, ამ გავ­ლე­ნე­ბის შე­სა­ხე­ბაც ვი­სა­უბ­რებ და ქარ­თველ მკითხველს ამ­ერ­იკ­ელი პრე­ზი­დენ­ტის ჩე­მე­ულ ხედ­ვა­სა და შე­ფა­სე­ბას წარ­ვუდ­გენ“, — აცხა­დებს ვა­სილ კა­ჭა­რა­ვა.

 

რა აქ­ცენ­ტე­ბია წიგ­ნში დას­მუ­ლი პრე­ზი­დენ­ტის მოღ­ვა­წე­ობ­ასა და ცხოვ­რე­ბა­ზე?

 

„1980-იანი წლე­ბი ამ­ერ­იკ­ის ის­ტო­რი­აში შე­ვი­და — რო­გორც რო­ნალდ რე­იგ­ან­ის კონ­სერ­ვა­ტი­ული რე­ვო­ლუ­ცი­ის ერა. თა­ვად რე­იგ­ან­მა თა­ვის საქ­მი­ან­ობ­ის და­საწყისს, საკ­მა­ოდ პრე­ტენ­ზი­ულ­ად, „ამ­ერ­იკ­ის ახ­ალი და­საწყი­სი’’ უწ­ოდა. მარ­თლაც, ეს საკ­მა­ოდ უჩ­ვე­ულო ათ­წლე­ული იყო, რო­დე­საც ამ­ერ­იკა გონს მო­დი­ოდა 1970-იანი წლე­ბის სო­ცი­ალ­ური, ეკ­ონ­ომ­იკ­ური, სა­ერ­თა­შო­რი­სო წა­რუ­მე­ტებ­ლო­ბე­ბი­სა და უამ­რა­ვი პო­ლი­ტი­კუ­რი სკან­და­ლის მე­რე. დი­დი დეპ­რე­სი­ის შემ­დეგ, ამ­ერ­იკ­ას თა­ვი ასე ცუ­დად არ უგ­რძვნია. ქვე­ყა­ნა­ში უიმ­ედ­ობა და სუ­ლი­ერი და­ცე­მის გან­წყო­ბი­ლე­ბა სუ­ფევ­და. არ­ას­ტან­დარ­ტულ სი­ტუ­აცი­ას ას­ევე არ­ას­ტან­დარ­ტუ­ლი გა­დაწყვე­ტა სჭირ­დე­ბო­და. სწო­რედ ამ­ან გა­ნა­პი­რო­ბა ის საკ­მა­ოდ ძველ კონ­სერ­ვა­ტი­ულ ფა­სე­ულ­ობ­ებ­ზე და­ფუძ­ნე­ბუ­ლი ახ­ლე­ბუ­რი იმ­პრო­ვი­ზა­ცია — თა­ვი­სე­ბუ­რი კონ­სერ­ვა­ტი­ული „ახ­ალი კურ­სი’’, რო­მე­ლიც ქვე­ყა­ნას შექ­მნი­ლი ჩი­ხი­დან გა­მო­იყ­ვან­და. ამ ახ­ალი გზის ძი­ებ­ის­ას მო­ევ­ლი­ნა ამ­ერ­იკ­ას ის ფე­ნო­მე­ნი, რა­საც რო­ნალდ რე­იგ­ანი ჰქვია. ამ პი­როვ­ნე­ბამ უს­აზღვრო რწმე­ნით, ზოგ­ჯერ თით­ქოს გა­უმ­არ­თლე­ბე­ლი მე­თო­დე­ბით მო­ახ­ერ­ხა ქვეყ­ნის აღ­ორ­ძი­ნე­ბა, მის­თვის თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბის გან­ცდის დაბ­რუ­ნე­ბა რო­გორც ქვეყ­ნის შიგ­ნით, ას­ევე, მის გა­რე­თაც. თუმ­ცა მრა­ვა­ლი ად­ამი­ანი კა­ტე­გო­რი­ულ­ად არ ეთ­ან­ხმე­ბა რე­იგ­ან­ის საქ­მი­ან­ობ­ის ას­ეთ შე­ფა­სე­ბას. ქვეყ­ნის აღ­ორ­ძი­ნე­ბა რთუ­ლი და მტკივ­ნე­ული პრო­ცე­სი იყო, მაგ­რამ სწო­რედ „რე­იგ­ან­ის რე­ვო­ლუ­ცი­ამ“ მო­ახ­ერ­ხა ამ ამ­ოც­ან­ის გა­დაწყვე­ტა. ამ პრო­ცესს მრა­ვა­ლი ხარ­ვე­ზი ახ­ლდა და მრა­ვა­ლი არ­აპ­ოპ­ულ­არ­ული გა­დაწყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბაც გახ­და სა­ჭი­რო. ამ­იტ­ომ­აც რე­იგ­ანს უამ­რა­ვი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლის გარ­და მრა­ვა­ლი მომ­დუ­რა­ვი ჰყავ­და და დღე­საც ჰყავს. ბუ­ნებ­რი­ვია, მარ­ტო რე­იგ­ანი არ ქმნი­და ამ რე­ვო­ლუ­ცი­ას. მას ძალ­ზე ღირ­სე­ული თა­ნა­მებ­რძო­ლე­ბი და თა­ნა­მო­აზ­რე­ები ჰყავ­და. იყ­ვნენ ად­ამი­ან­ები, რო­მელ­თაც ახ­ალი ეკ­ონ­ომ­იკ­ური მო­დე­ლე­ბი შე­იმ­უშ­ავ­ეს, მა­გა­ლი­თად, იგ­ივე ლა­ფე­რი, თა­ვი­სი თე­ორი­ით და მრა­ვა­ლი სხვა. მაგ­რამ რო­გორც ნა­პო­ლე­ონი ამ­ბობ­და, მთა­ვა­რი ის კი არ არ­ის — თუ ვის რა გე­ნი­ალ­ური აზ­რე­ბი მოს­დის თავ­ში, არ­ამ­ედ ის, ვინც თა­ვის თავ­ზე იღ­ებს ამ აზ­რე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში გა­ტა­რე­ბის პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას. თუ ნა­პო­ლე­ონი ორ­ივ­ეს აკ­ეთ­ებ­და, რე­იგ­ანი უფ­რო მე­ორ­ეში იყო ძლი­ერი. თუ რა­იმე იდე­ას იწ­ამ­ებ­და, ბო­ლომ­დე ცდი­ლობ­და მის ცხოვ­რე­ბა­ში გა­ტა­რე­ბას. რე­იგ­ანი ამ მხრივ მარ­თლაც გა­მორ­ჩე­ული პო­ლი­ტი­კო­სი იყო.

 

რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, 1980-იანი წლე­ბი ის პე­რი­ოდია, რო­ცა ამ­ერ­იკ­ის პრე­ზი­დენ­ტს ეს­რო­ლეს, რო­ცა პირ­ვე­ლად აირ­ჩი­ეს ქა­ლი (სან­დრა დეი ო’კო­ნო­რი) უმ­აღ­ლე­სი სა­სა­მარ­თლოს წევ­რად, რო­ცა გან­ხორ­ცი­ელ­და გა­და­სა­ხა­დის ყვე­ლა­ზე დი­დი შემ­ცი­რე­ბა 1920-იანი წლე­ბის შემ­დეგ, რო­ცა პირ­ვე­ლი შავ­კა­ნი­ანი ას­ტრო­ნავ­ტი ლე­იტ­ენ­ანტ პოლ­კოვ­ნი­კი გუიონ ს. ბლა­ფორ­დი კოს­მოს­ში გაფ­რინ­და 1983 წელს, რო­ცა ჩი­კა­გოს მე­რად შავ­კა­ნი­ანს ირ­ჩე­ვენ. ეს ის პე­რი­ოდია, რო­დე­საც გან­გა­ში ატყდა ამ­ერ­იკ­ის გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში. ექ­სპერ­ტე­ბის აზ­რით, ეს ყო­ვე­ლი­ვე იმ­დე­ნად ცუ­დი იყო, რომ საფ­რთხეს უქ­მნი­და ერ­ის მო­მა­ვალს. გა­მოკ­ვლე­ვე­ბით და­დას­ტურ­და, რომ 1983 წელს შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში 23 მი­ლი­ონი ფუნ­ქცი­ონ­ალ­ურ­ად წე­რა-კითხვის უც­ოდ­ინ­არი იყო და კი­დევ ბევ­რი სხვა. ამ ათ­წლე­ულ­ში კი­დევ ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო და უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი რამ მოხ­და, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერს შეგ­ნე­ბუ­ლად არ ვა­სახ­ლებ, რა­თა მკითხველ­მა და­ნარ­ჩე­ნი 400 გვერ­დიც წა­იკ­ითხოს... ეს წიგ­ნი მას­შტა­ბუ­რი, დი­დი სა­მეც­ნი­ერო კვლე­ვის შე­დე­გია, რო­მე­ლიც 80-იანი წლე­ბის ამ­ერ­იკ­ას და მი­სი პრე­ზი­დენ­ტის მოღ­ვა­წე­ობ­ასა და ცხოვ­რე­ბას აც­ოცხლებს...

 

წი­ნა წიგ­ნებ­ში, სა­დაც 1920-იანი და 1950-იანი წლე­ბის ამ­ერ­იკ­ის ას­ახ­ვას ვცდი­ლობ­დი, თა­ნა­ტო­ლი მას­შტა­ბის პრე­ზი­დენ­ტე­ბი იყ­ვნენ: შე­და­რე­ბით სა­შუ­ალ­ონი -1920-იან წლებ­ში, ხო­ლო უფ­რო გა­მორ­ჩე­ულ­ნი — 1950-იან­ებ­ში. ამ ორ­ივე ათ­წლე­ულ­ში აქ­ტი­ური კულ­ტუ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბა დუღ­და და პო­ლი­ტი­კურ ლი­დე­რებს ღირ­სე­ული კონ­კუ­რენ­ტე­ბი გა­უჩ­ნდათ კულ­ტუ­რის მოღ­ვა­წე­თა სა­ხით, იქ­ნე­ბო­და ეს მწე­რა­ლი სკოტ ფიც­ჯე­რალ­დი, ცნო­ბი­ლი ჯაზ მუ­სი­კო­სი ლუ­ის ამ­სტრონ­გი თუ ორ­მოც­და­ათი­ან­ებ­ის უმ­შვე­ნი­ერ­ესი მსა­ხი­ობი მერ­ლინ მონ­რო. ბუ­ნებ­რი­ვია, 1980-იან წლებ­შიც იყ­ვნენ დი­დი გავ­ლე­ნის და მას­შტა­ბის პო­ლი­ტი­კო­სე­ბი, ამ­ერ­იკ­ული კულ­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, მაგ­რამ ამ ათ­წლე­ულ­ში, ვგო­ნებ, ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი რო­ნალდ რე­იგ­ან­ის გრან­დი­ოზ­ულ­მა ფი­გუ­რამ გა­და­ფა­რა. იმ­ის თქმა, რომ 1980-იანი წლე­ბი რე­იგ­ან­ის გა­რე­შე ვერ შედ­გე­ბო­და, სი­მარ­თლეა, მაგ­რამ უფ­რო სწო­რი იქ­ნე­ბო­და — გვეთ­ქვა, რომ თა­ვად 80-იანი წლე­ბი ვერ შედ­გე­ბო­და რე­იგ­ან­ის გა­რე­შე. თა­ვად რე­იგ­ანი იყო 1980-იანი წლე­ბი — თა­ვი­სი დამ­სა­ხუ­რე­ბე­ბი­თა და ნაკ­ლო­ვა­ნე­ბე­ბით, რა­მაც არა მარ­ტო ამ­ერ­იკა, არ­ამ­ედ, მნიშ­ვნე­ლო­ვან­წი­ლად, მსოფ­ლი­ოც შეც­ვა­ლა! რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს გაზ­ვი­ად­ებ­ას ჰგავს, მაგ­რამ სწო­რედ ამ პრო­ცე­სის ტყუ­ილ-მარ­თა­ლის ას­ახ­ვის მცდე­ლო­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა წი­ნამ­დე­ბა­რე 400 გვერ­დი­ანი ნაშ­რო­მი“, — ამ­ბობს ვა­სილ კა­ჭა­რა­ვა.

 

წიგ­ნი მას­შტა­ბუ­რი პრო­ექ­ტია პრე­ზი­დენტ რე­იგ­ან­ის ცხოვ­რე­ბის, მოღ­ვა­წე­ობ­ის მეც­ნი­ერ­ული კვლე­ვი­სა და შე­ფა­სე­ბის. ამ­ავე დროს, წიგ­ნს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი პუბ­ლი­ცის­ტუ­რი დატ­ვირ­თვა ექ­ნე­ბა, მი­თუ­მე­ტეს, დღეს, რო­დე­საც იდე­ოლ­ოგი­ური და პო­ლი­ტი­კუ­რი ბრძო­ლა კონ­სერ­ვა­ტიზ­მსა (რომ­ლის მთა­ვა­რი სიმ­ბო­ლო სწო­რედ რე­იგ­ანია) და ლი­ბე­რა­ლიზ­მს შო­რის თა­ვად შტა­ტებ­ში უაღ­რე­სად და­ძა­ბულ სტა­დი­აშია, ის­ევე, რო­გორც მთელს ევ­რო­ატ­ლან­ტი­კურ სივ­რცე­ში.

სრულად

ბრძანების N:

,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის, წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადების განსაზღვრისა და საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2021 წლის 17 სექტემბრის N165/01-01 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის საფუძველზე, 

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის, წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადების განსაზღვრისა და საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2021 წლის 17 სექტემბრის N165/01-01 ბრძანებაში დაშვებული ტექნიკური შეცდომის გასწორების მიზნით, ბრძანების მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,ა) მაია არჩუაძე - ზუსტ და საბუნებისმეტყველო  მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ- პროფესორი. კომისიის წევრი;“

2. წინამდებარე ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
3.    ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება    დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. ბრძანების შესასრულებლად გადაცემა მასში მოყვანილ დაინტერესებულ პირთათვის დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.
5. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით,  გამოქვეყნებისთანავე.
6.  კონტროლი  ბრძანების  შესრულებაზე  დაევალოს  ადმინისტრაციის  ხელმძღვანელს.
7. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში  ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).


რექტორი   გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 192/01-01

თსუ აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები - 2021

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში ფაკულტეტისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარმომადგენელთა ვაკანსიების შევსების მიზნით, 2021 წლის 11 ოქტომბერს აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები გაიმართა (საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმი):
 

  • იურიდიული ფაკულტეტი - 1  წევრი;
  • ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - 1  წევრი;
  • ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი - 1  წევრი;
  • ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - 1  წევრი;
  • სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 1  წევრი;

 

აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატთა რეგისტრაცია 2021 წლის 30 სექტემბერს 10:00 საათზე დაიწყო და  2021  წლის 6 ოქტომბერს 18:00  საათზე (5სამუშაო დღე) დასრულდა.


აკადემიური საბჭოს წევრობის კანდიდატებს ევალებათ სარეგისტრაციო განცხადებაში დაადასტურონ, რომ სხვა სამეცნიერო ან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ უკავიათ აკადემიური, ადმინისტრაციული   ან სამეცნიერო  თანამდებობა.


კანდიდატთა რეგისტრაციის მიზნით, განაცხადები წარმოდგენილი უნდა იქნას უნივერსიტეტის კანცელარიაში, შემდეგ მისამართზე: ქ.თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N1, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, ოთახი  N114

 

აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნებზე კანდიდატთა რეგისტრაციის მიზნით წარსადგენ დოკუმენტთა ნუსხა:
 

ა) განცხადება საარჩევნო კომისიის სახელზე 

ბ) მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;

გ) ავტობიოგრაფია (CV);

დ) სსიპ ― ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური თანამდებობის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი)/სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომლის დამადასტურებელი ცნობა აფილირების მითითებით.

 

აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები ჩატარდა 11 ოქტომბერს, 10:00 საათიდან - 17:00 საათამდე, ელექტრონული (დისტანციური) ფორმატით შესაბამისი პლატფორმის გამოყენებით.

 


რეგისტრირებული კანდიდატები:
1. მიხეილ ამაღლობელი ― ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი;

2. ომარ მუკბანიანი ― ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი;

3. ეთერი ხარაიშვილი ― ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი;

4. მარინე ჩიტაშვილი ― ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი;

5. მორისი შალიკაშვილი ― იურიდიული ფაკულტეტი;

6. ზურაბ აბაშიძე ― სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი.

 

ბრძანება N:165/01-01 - სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის, წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადების განსაზღვრისა და საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

 

ბრძანება N192/01-01 - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნების დანიშვნის, წევრობის კანდიდატთა რეგისტრაციის ვადების განსაზღვრისა და საარჩევნო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2021 წლის 17 სექტემბრის N165/01-01 ბრძანებაში ტექნიკური შეცდომის გასწორების თაობაზე

 

სსიპ ― ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში ფაკულტეტისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარმომადგენელთა ვაკანსიების შევსების მიზნით შექმნილი საარჩევნო კომისიის სხდომის ოქმი N1

 

სსიპ ― ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში ფაკულტეტისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარმომადგენელთა ვაკანსიების შევსების მიზნით შექმნილი საარჩევნო კომისიის დისტანციური სხდომის ოქმი N2

 

სსიპ ― ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში ფაკულტეტისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარმომადგენელთა ვაკანსიების შევსების მიზნით შექმნილი საარჩევნო კომისიის დისტანციური სხდომის ოქმი N3

 

 

 

სრულად

ბრძანების N:

დოქტორანტ გიორგი ბენაშვილის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2021  წლის 24 სექტემბერს, 12:00 საათზე  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე შედგება ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ გიორგი ბენაშვილის სადისერტაციო ნაშრომის: ,,თავისუფალი ვაჭრობის გავლენა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე (საქართველოს მაგალითზე)“ , დაცვა ჩატარდება პლატფორმა zoom-ის საშუალებით.

      სამეცნიერო ხელმძღვანელი:   აკადემიკოსი ავთანდილ სილაგაძე

სადისერტაციო  ნაშრომის დაცვის კომისია:  პროფესორი რევაზ გველესიანი, პროფესორი ეთერ ხარაიშვილი (თავმჯდომარე), პროფესორი ალექსანდრე სიჭინავა (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი), ასოცირებული პროფესორი ლელა ბახტაძე, ასოცირებული პროფესორი   შოთა ვეშაპიძე, ასოცირებული პროფესორი  თამაზ ზუბიაშვილი, ასოცირებული პროფესორი  მანანა ლობჟანიძე (მდივანი), ასოცირებული პროფესორი  მიხეილ ჩიკვილაძე (მოადგილე), ასოცირებული პროფესორი  ჯემალ ხარიტონაშვილი, ასოცირებული პროფესორი    შოთა შაბურიშვილი   

სრულად

ბრძანების N:

აკადემიური რეგისტრაციის სახელმძღვანელო ინსტრუქცია

2021–2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში აკადემიური რეგისტრაციის სახელმძღვანელო ინსტრუქცია

15 სექტემბერი – 20 სექტემბერი

აკადემიური რეგისტრაციის დროს სასწავლო კურსების  არჩევა განხორციელდება საბაკალავრო პროგრამებში არსებული საგნების წინაპირობების  შესაბამისად,  საფაკულტეტო ცხრილის საფუძველზე.

საგნებზე რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება შემდეგი წესის დაცვით:

  1. პირველსემესტრელებისთვის აკადემიური რეგისტრაცია (საგნების არჩევა) დაიწყება  15 სექტემბერს 11 საათზე

პირველი დონის საფაკულტეტო სავალდებულო კურსები:

  • აკადემიური წერა
  • ინგლისური ენა 1(ინგლისურ ენაში ჯგუფის განსაზღვრა მოხდება ეროვნულ გამოცდაზე მიღებული ქულის მიხედვით. ინგლისური ენა 1 ყველა სტუდენტს ბაზაში არჩეული დახვდება).
  • სტატისტიკა

საფაკულტეტო სავალდებულო–არჩევითი შესავალი კურსები:

  • ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის შესავალი
  • საერთაშორისო ურთიერთობების შესავალი
  • სოციოლოგიის შესავალი
  • სოციალური მუშაობის შესავალი
  • შესავალი პოლიტიკის მეცნიერებაში
  • საზოგადოებრივი გეოგრაფიის შესავალი

საფაკულტეტო არჩევითი კურსები:

  • გამოყენებითი ეკონომიკა
  • ლოგიკა
  • ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ისტორია
  • კონფლიქტი, გენდერი და მშვიდობის მშენებლობა
  • მეტყველების კულტურა

2. ყველა სხვა სემესტრის სტუდენტებისთვის აკადემიური რეგისტრაცია  დაიწყება 15 სექტემბერს, 15:00 საათზე.

ძირითადი სპეციალობის/Major  სასწავლო კურსების  არჩევა მოხდება, მხოლოდ კონკრეტული სპეციალობის სტუდენტებისათვის (მაგალითად, პოლიტიკის მეცნიერების საგნები გაიხსნება,  მხოლოდ პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების სტუდენტებისათვის);

16  სექტემბერს, 9 საათიდან

სასწავლო პროცესის მართვის სისტემის ბაზა გაიხსნება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ყველა სტუდენტისთვის (მაგალითად, საზოგადოებრივი გეოგრაფიის საგნების არჩევა შესაძლებელი იქნება  პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების  სტუდენტებისათვისაც, ასევე შესაძლებელი იქნება პირველი დონის საფაკულტეტო საგნების არჩევაც).

16  სექტემბერს, 15 საათიდან

სასწავლო პროცესის მართვის სისტემის ბაზა გაიხსნება ყველა სხვა დანარჩენი ფაკულტეტის სტუდენტისათვის, როგორც თავისუფალ კრედიტის, ასევე მაინორისათვის.

რეგისტრაციასთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემების წარმოქმნის შემთხვევაში მოგვწერეთ Lms.tsu. ge-დან.

აკადემიური რეგისტრაციის განმავლობაში კონსულტაცია წარიმართება მხოლოდ ზუმპლატფორმაზე 15 – 20 სექტემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე.

https://zoom.us/j/3513307181?pwd=dG5QMGhXYWN0d1NsZ2QyU0Z5TytQUT09

Meeting ID: 351 330 7181

Passcode: 3QarEn

გ ი ს უ რ ვ ე ბ თ   წ ა რ მ ა ტ ე ბ ე ბ ს !!!

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  ადმინისტრაცია

სრულად

ბრძანების N:

ირაკლი

1947-1948 წლებში სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტზე; დაამთავრა ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგია-ნიადაგმცოდნეობის ფაკულტეტი 1953 წელს.

1955-1958 წლებში იყო  საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი; 1962 წლიდან არის ბიოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი; 1984 წლიდან ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი; 1958-1982 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; ნიადაგის ბიოლოგიის ლაბორატორიის გამგე; 1982 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის ზოოლოგიის კათედრის გამგე; 1987 წლიდან იმავე უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაულტეტის დეკანი; 1989-2005 წლებში საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ზოოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი; 2005 წლიდან ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზოოლოგიის ინსტიტუტის ნემატოლოგიის ლაბორატორიის გამგე.

ირაკლი ელიავას მეცნიერული ინტერესების სფეროა: ნემატოლოგია, ცხოველთ ეკოლოგია, ევოლუციური მოძღვრება.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "დორილაიმიდას რიგის ნემატოდების სისტემატიკა, ფილოგენია და ეკოლოგია", დაიცვა 1984 წელს.

1985 წელს მიიღო პეტრე მელიქიშვილის სახელობის პრემია. 2000 წლიდან ღირსების ორდენის კავალერია.

ბიბლიოგრაფია

სრულად

ბრძანების N: 1928

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლიანი ვადის გასვლის გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის“ N1 დანართის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა“, ,,ბ“, ,,ო“ და ,,პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის“ მე-12 მუხლის მე-2 პუნქტისა და სასწავლო პროცესის მართვის ელქტრონული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. შეუწყდეთ სტუდენტის სტატუსი სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო    უნივერსიტეტის მაგისტრატურისა და  დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს, სტუდენტის სტატუსის შეჩერებიდან 5 წლიანი ვადის გასვლის გამო ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი N4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი N5);
ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი N6);
ზ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N7).

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა    მაიდენტიფიცირებელი    მონაცემების    გარეშე    და    გადასცეს    შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
5. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, N6).

 

რექტორი      გიორგი შარვაშიძე

სრულად

ბრძანების N: 511/01-04

“სსიპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 თებერვლის №10/2013 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–8 მუხლის პირველი პუნქტის  „ღ“  ქვეპუნქტის, მე–11 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს უწყვეტი განათლების ცენტრის 2021 წლის 9 ივლისის №12676/10  წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის  29 ივლისის №14 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. შევიდეს შემდეგი ცვლილებები “სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“  აკადემიური საბჭოს 2013 წლის 4 თებერვლის №10/2013 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებულ №1 დანართში:


ა) მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„4. ცენტრის სტრუქტურაში შედის აბიტურიენტთა მოსამზადებელი განყოფილება, რომელსაც ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი.“;


ბ) ამოღებულ იქნეს მე-3 მუხლის მე-10 პუნქტი.


2. აღნიშნული გადაწყვეტილება დასამტკიცებლად წარედგინოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5. დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

გიორგი შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 60/2021

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ს“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, თსუ-ს რექტორის 2021 წლის 24 მაისის №72/01-01 ბრძანების, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შექმნილი შესარჩევი საკონკურსო კომისიის  (აკადემიური საბჭოს 2021 წლის 21 ივნისის №45/2021 დადგენილება) გადაწყვეტილებისა (წერილი: 22.07.2021, №9724/10-02) და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის 29 ივლისის №14 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. საკონკურსო კომისიის მიერ წარმოდგენილი გადაწყვეტილების საფუძველზე, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა  ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის  სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტის აღმოსავლეთის ისტორიის  კათედრის პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულ იქნეს ნანი გელოვანი.


2. დადგენილების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტს და უზრუნველყოს შესაბამისი შრომითი ხელშეკრულების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმება.
3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
5.  დადგენილება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 62/2021

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში 65 წლის ან მეტი ასაკის პირთა მონაწილეობის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ტ“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ თანამდებობაზე 65 წლის ან მეტი ასაკის პირის არჩევის და თანამდებობიდან გათავისუფლების, ემერიტუსის აკადემიური წოდების მინიჭებისა და ანაზღაურების მიცემის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2012 წლის 28 მაისის №36/2012 დადგენილების პირველი პუნქტით დამტკიცებული №1 დანართის პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების, თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის 2021 წლის 15 ივლისის №13168/26 წერილისა და  უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2021 წლის  29 ივლისის №14 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2021 წლის 6 ივლისის №106/01-01 ბრძანებით გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისათვის თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის შუამდგომლობის საფუძველზე გამონაკლისის სახით არ დაწესდეს ასაკობრივი შეზღუდვა.


2. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე–12 კილომეტრი, №6).
4. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


გიორგი  შარვაშიძე
რექტორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე

სრულად

ბრძანების N: 63/2021

გივი

დაბადების ადგილი: სოფელი ბზვანი, ვანის რაიონი.

1950 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

წლების განმავლობაში დაკავებული იყო სამეცნიერო საქმიანობით და პედაგოგიური მოღვაწეობით თბილისის უმაღლეს სასწავლებლებში. არის მრავალი სტატიისა და ნაშრომის ავტორი.

სადისერტაციო თემა – "დრამის თეორია ქართულ მხატვრულ კრიტიკასა და ესთეტიკურ ნააზრევში (XIX საუკუნეში)", დაიცვა 1987 წელს.

ბიბლიოგრაფია

სრულად

ბრძანების N: 1928

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თურქოლოგიის მიმართულების სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს

2012 წლის 22 ნოემბრის №115/2012 დადგენილებით

 

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, 34-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლისა და 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიური საბჭოს №91 და 247/1 დადგენილებების, წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილების, რექტორის 2009 წლის 16 ივლისის №73/01-01 ბრძანების  საფუძველზე,

 

I. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თურქოლოგიის მიმართულების სრული პროფესორის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შედეგები.


II. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თურქოლოგიის მიმართულების, თურქული ენა და ლიტერატურის ქვემიმართულების სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულ იქნეს მარიკა ჯიქია.

II1. ა(ა)იპ  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თურქოლოგიის მიმართულების სრულ პროფესორ მარინა ჯიქიას გაუგრძელდეს სრული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა „უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორთა სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ თსუ რექტორის 15.10.2012, №136/01-01 ბრძანებით გამოცხადებული კონკურსის შედეგად პროფესორთა აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ აკადემიური საბჭოს დადგენილების ძალაში შესვლამდე. (22.11.2012, №115/2012)


III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

ბრძანების N: 315

ცხადდება კონკურსი დიმიტრი (არზაყან) ემხვარისა და ჟიული შარტავას სახელობის სტიპენდიისთვის კანდიდატის შერჩევის შესახებ

გამოცხადდა კონკურსი დიმიტრი (არზაყან) ემხვარისა (პოლიტიკის მეცნიერების დარგში)  და ჟიული შარტავას სახელობის (გარდა პოლიტიკის მეცნიერებათა დარგში) სტიპენდიის მისაღებად თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე განსაკუთრებული მიღწევებითა და წარმატებით გამორჩეული სტუდენტისთვის (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა). კონკურსში მონაწილეობის მისაღებად სტუდენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

  • განაცხადი;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი;
  • პროფესორის 1 რეკომენდაცია;
  • სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნების და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • სიგელები (არსებობის შემთხვევაში);
  • სერტიფიკატები (არსებობის შემთხვევაში);
  • ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ;

საბუთები მიიღება დისტანციურად მისამართზე:  social@tsu.ge

2021 წლის 8 ივლისიდან 2021 წლის 23 ივლისის 17 საათამდე

ბრძანების სრული ტექსტი იხ. ბმულზე.

სრულად

ბრძანების N:

პროექტის SQUARE კონსორციუმის შეხვედრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა "ერაზმუს+"-ის პროექტის "საქართველოს უნივერსიტეტებში მე-3 მისიის ხარისხის და აქტუალურობის გაძლიერება"  ("Strengthenining the QUAlity and RElevance of the 3rd mission in Georgian Universities" /SQUARE) ფარგლებში პროექტის კონსორციუმის შეხვედრას უმასპინძლა. 

 

შეხვედრა გახსნეს აჭარის ა.რ. განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, აჭარის ა.რ ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ კაიკაციშვილმა, თსუ-ს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსმა ირმა გრძელიძემ და ბსუ-ს რექტორის მოადგილემ თამარ სირაძემ. სამი დღის განმავლობაში ქართველმა და უცხოელმა დარგის ექსპერტებმა უნივერსიტეტის როლზე საზოგადოების განვითარებაში, ინსტიტუციების გაძლიერებაზე, ხარისხის უზრუნველყოფასა და გამოწვევებზე იმსჯელეს. 

 

პროექტის კოორდინატორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო განხორციელებაში ჩართულია 8 ქართული და 3 ევროპული უნივერსიტეტი, საერთაშორისო სააკრედიტაციო სააგენტო EFMD, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. 


დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

სრულად

ბრძანების N:

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 34-ე მუხლის პირველი და მე - 2 პუნქტების, 35 -ე მუხლის მე - 2 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე -14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" და "პ" ქვეპუნქტების, მე-11 პუნქტის, 28 - ე მუხლის, 29 -ე მუხლის მე - 2 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის N 118 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ" (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N10; 29. 12. 2014წ), თსუ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 30 აპრილის №113 დადგენილების - „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის (პროფესორი, ასოცირებული პროფესორი, ასისტენტ პროფესორი, ასისტენტი) აფილირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №4 14.05.2018წ), „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთიანი საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორის და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 14 ივნისის  № 17/04 ერთობლივი  ბრძანების, თსუ  რექტორის 2021 წლის 30 ივნისის N 101/01- 01 ბრძანების   და ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თამარ გაგოშიძის  2021 წლის 28 ივნისის N11620/26  წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის სამსახურში მისაღებად;
2. უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორად 7 (შვიდი) წლის ვადით შეიძლება არჩეულ იქნეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 (სამი) წლის სამეცნიერო - პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2021 წლის 6 ივლისს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის    ვადა    განისაზღვროს  2021  წლის  9  აგვისტოდან     2021  წლის  13 აგვისტოს  ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2021 წლის 20  სექტემბრისა;
4. კონკურსი  გამოცხადდეს  ფსიქოლოგიისა  და  განათლების  მეცნიერებათა ფაკულტეტის    ასოცირებული     პროფესორის     აკადემიური     თანამდებობების დასაკავებლად:

ფსიქოლოგიის  მეცნიერებათა დეპარტამენტი
კოგნიტური და ნეიროფსიქოლოგიის სასწავლო - სამეცნიერო ინსტიტუტი ასოცირებული პროფესორი – 1 საშტატო ერთეული (კატეგორია „ბ “);
5. ასოცირებული   პროფესორის   თანამდებობაზე   ასარჩევმა   კანდიდატმა   უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე (დადგენილი ფორმის მიხედვით); 
ბ)კონკურსანტის    ანკეტა,    შევსებული    დადგენილი    ფორმის    მიხედვით    (ანკეტა წარმოდგენილი უნდა იყოს როგორც ნაბეჭდი, ისე ელექტრონული (CD) სახით, (ფაილის ფორმატი – Word და PDF ფაილების სახით);
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) ცნობა ნასამართლობის შესახებ (,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება); ე) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი (უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ვ) სამსახურებრივი გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა /შრომის წიგნაკის ასლი და სხვა);
ზ) სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) შესაფასებლად წარმოდგენილი ერთი გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომი; ი) სამეცნიერო კვლევების კონცეფცია;
5. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე ასარჩევი კანდიდატი, კონკურსში მონაწილეობის მიღების მიზნით, ვალდებულია გაეცნოს თსუ აკადემიური საბჭოს N113/2018 დადგენილების დანართი 1-ის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, წერილობით    გამოხატოს   თანხმობა   მხოლოდ   ივანე   ჯავახიშვილის   სახელობის  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირების შესახებ (რაც ძალაში შევა მის მიერ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის დაკავებისთანავე) და დაადასტუროს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არ გააჩნია ძალაში მყოფი ანალოგიური ხასიათის დოკუმენტი (ხელშეკრულება, შეთანხმება ან სხვ.) სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან;
6.საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2021 წლის 9 აგვისტოდან  2021 წლის 13 აგვისტოს    ჩათვლით  11  საათიდან  16  საათამდე,  ფსიქოლოგიისა  და  განათლების მეცნიერებათა    ფაკულტეტის      საკონკურსო      დოკუმენტაციის   მიმღებ   აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N11; თსუ მე-3 კორპუსი, ოთახი N 108;
7.ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
8.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, ფსიქოლოგიისა და განათლების  მეცნიერებათა ფაკულტეტი);
9.ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი     ნინო გვენეტაძე

სრულად

ბრძანების N: 106/01-01

გიორგი ღაღანიძე უნივერსიტეტის ოქროს მედლით დაჯილდოვდა

თა­მარ და­დი­ანი

 

ივ­ანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ეკ­ონ­ომ­იკ­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლის (ISET) ეკ­ონ­ომ­იკ­ის პროგ­რა­მე­ბი ერ­თა­დერ­თი სა­ერ­თა­შო­რი­სოდ აკ­რე­დი­ტე­ბუ­ლი პროგ­რა­მე­ბია ეკ­ონ­ომ­იკ­ის მი­მარ­თუ­ლე­ბით. სულ ცო­ტა ხნის წინ თსუ-ის ეკ­ონ­ომ­იკ­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლის (ISET) სას­წავ­ლო პროგ­რა­მებ­მა სა­ქარ­თვე­ლო­სა და რე­გი­ონ­ში პირ­ვე­ლებ­მა მი­იღო ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­აგ­ენ­ტოს (FIBAA) ოფ­იცი­ალ­ური აკ­რე­დი­ტა­ცია. ამ წარ­მა­ტე­ბის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად მას­შტა­ბუ­რი სა­ზე­იმო ღო­ნის­ძი­ება გა­იმ­არ­თა, რო­მელ­საც თსუ-ის რექ­ტო­რი გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძე, სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ერი­ებ­ის მი­ნის­ტრი მი­ხე­ილ ჩხენ­კე­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნან­სთა მი­ნის­ტრი ლა­შა ხუ­ციშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის დარ­გობ­რი­ვი ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ეკ­ონ­ომ­იკ­ური პო­ლი­ტი­კის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე და­ვით სონ­ღუ­ლაშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს ერ­ოვ­ნუ­ლი ბან­კის საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე, პრე­ზი­დენ­ტი კო­ბა გვე­ნე­ტა­ძე, თსუ ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი, პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი ღა­ღა­ნი­ძე, ISET-ის დი­რექ­ტო­რი თა­მარ სუ­ლუ­ხია, ISET-ის სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ჟან ფრე­დე­რიკ პოლ­სე­ნი, სტუ­დენ­ტე­ბი და სხვა სა­პა­ტიო სტუმ­რე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ.

 

თსუ რექ­ტორ­მა ISET-ის სტუ­დენ­ტე­ბის­თვის კი­დევ ერთ სი­ახ­ლე­ზე გა­ამ­ახ­ვი­ლა ყუ­რადღე­ბა: თსუ ეკ­ონ­ომ­იკ­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლამ ბრე­მე­ნის (გერ­მა­ნი­ის ფე­დე­რა­ცი­ული რეს­პუბ­ლი­კა) უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­თან (UB) გა­აფ­ორ­მა ხელ­შეკ­რუ­ლე­ბა, რომ­ლის თა­ნახ­მად ეკ­ონ­ომ­იკ­ის სა­ბა­კა­ლავ­რო პროგ­რა­მის მე­ოთხე კურ­სის 5 სტუ­დენ­ტს შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვა — ყო­ველ­წლი­ურ­ად, ბო­ლო აკ­ად­ემი­ური წე­ლი გაიაროს ბრე­მე­ნის უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში, რის შემ­დე­გაც სტუ­დენ­ტე­ბი ორი უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის — თსუ ISET-ისა და ბრე­მე­ნის უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის დიპ­ლო­მებს მი­იღ­ებ­ენ.

 

რო­გორც ღო­ნის­ძი­ებ­ის სტუმ­რებ­მა და ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა აღ­ნიშ­ნეს, FIBAA-ს სა­ერ­თა­შო­რი­სო აკ­რე­დი­ტა­ცია ISET-ის ხა­რის­ხის სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე აღი­არ­ებაა, რაც კურ­სდამ­თავ­რე­ბუ­ლებს კი­დევ უფ­რო მეტ შე­საძ­ლებ­ლო­ბას უხ­სნის და­საქ­მე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო ბა­ზარ­ზე. ეს კი იმ­ას მიშ­ნავს, რომ ISET-ის პროგ­რა­მე­ბი კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ანია მსოფ­ლი­ოს ბა­ზარ­ზე და სტუ­დენ­ტებს სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნის გა­ნათ­ლე­ბას სთა­ვა­ზობს. ISET-ში მსოფ­ლიო დო­ნის ორი ეკ­ონ­ომ­იკ­ური პროგ­რა­მაა — სა­ბა­კა­ლავ­რო და სა­მა­გის­ტრო. ეს იმ­ას ნიშ­ნავს, რომ ჩვე­ნი სტუ­დენ­ტე­ბი იღ­ებ­ენ მსოფ­ლიო დო­ნის გა­ნათ­ლე­ბას ეკ­ონ­ომ­იკ­აში. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი ამ სკო­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის, პრო­ფე­სორ-მას­წავ­ლებ­ლე­ბის და სტუ­დენ­ტე­ბის დი­დი შრო­მის შე­დე­გია, რომ­ლი­თაც ISET-ში გა­ნათ­ლე­ბის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბია.

 

ღო­ნის­ძი­ებ­ის და­სას­რულს, უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის რექ­ტორ­მა გი­ორ­გი შარ­ვა­ში­ძემ უნ­ივ­ერ­სი­ტე­ტის ოქ­როს მედ­ლით და­აჯ­ილ­დო­ვა ყვე­ლა ის პი­რი, ვინც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი წვლი­ლი შე­იტ­ანა ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­აგ­ენ­ტოს (FIBAA) მი­ერ თსუ ეკ­ონ­ომ­იკ­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლის სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო პროგ­რა­მე­ბის აკ­რე­დი­ტა­ცი­ის პრო­ცეს­ში. ერთ-ერ­თი მათ­გა­ნია თსუ-ის ეკ­ონ­ომ­იკ­ისა და ბიზ­ნე­სის ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნი, პრო­ფე­სო­რი გი­ორ­გი ღა­ღა­ნი­ძე, რო­მე­ლიც გვე­სა­უბ­რე­ბა — თუ რას ნიშ­ნავს თსუ-ის ეკ­ონ­ომ­იკ­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო სკო­ლა (ISET)-ის­თვის ეს აკ­რე­დი­ტა­ცია და ოქ­როს მე­და­ლი, რო­მე­ლიც ამ საქ­მე­ში შე­ტა­ნი­ლი წვლი­ლის­თვის გა­დას­ცეს:

 

პირ­ველ რიგ­ში მად­ლო­ბას მო­გახ­სე­ნებთ ჯილ­დოს მო­ლოც­ვი­სათ­ვის. ვფიქ­რობ თსუ-ის რექ­ტორ­მა ამ ჯილ­დო­თი აღ­ნიშ­ნა მთე­ლი ფა­კულ­ტე­ტის შრო­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო აკ­რე­დი­ტა­ცი­ის მი­ღე­ბა­ში. სა­ერ­თა­შო­რი­სო აკ­რე­დი­ტა­ცია ცალ­სა­ხად ზრდის კონ­კუ­რენ­ტუ­ნა­რი­ან­ობ­ას, ამ­აღ­ლებს პროგ­რა­მე­ბის რე­იტ­ინ­გს. ქარ­თვე­ლი და უცხო­ელი სტუ­დენ­ტე­ბი­სათ­ვის ნა­თე­ლი ხდე­ბა, რომ არაა აუც­ილ­ებ­ელი საზღვარ­გა­რეთ მა­ღა­ლი აკ­ად­ემი­ური სტან­დარ­ტე­ბის პროგ­რა­მე­ბის ძი­ება, ის­ინი აქ­ვეა – სა­ქარ­თვე­ლო­ში.

 

ISET-ის კურ­სდამ­თავ­რე­ბუ­ლებს შრო­მი­თი მოწყო­ბის პრობ­ლე­მე­ბი არ­ას­ოდ­ეს ჰქო­ნი­ათ, ეხ­ლა კი მათ­თვის გა­იღ­ება კი­დევ უფ­რო მე­ტი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი რო­გორც რა­ოდ­ენ­ობ­რი­ვი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბის, ას­ევე შე­თა­ვა­ზე­ბის ფა­სის თვალ­საზ­რი­სით.

 

რო­გორც მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­ერ­თა­შო­რი­სო აკ­რე­დი­ტა­ცია სა­ერ­თა­შო­რი­სო აღი­არ­ებაა, ამ­დე­ნად, გა­ნათ­ლე­ბის დო­ნის სა­კითხი ცალ­სა­ხად და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია. ეს კი, თა­ვის მხრივ, გაზ­რდის უცხო­ელი სტუ­დენ­ტე­ბის და­ინ­ტე­რე­სე­ბას. ვი­მე­დოვ­ნებ, რომ მა­ლე უცხო­ელ სტუ­დენ­ტთა რა­ოდ­ენ­ობა და გე­ოგ­რა­ფია გა­ფარ­თოვ­დე­ბა.

სრულად

ბრძანების N:

დოქტორანტ ნინო მელითაურის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2021  წლის 19 ივლისს, 15:00 საათზე  ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე შედგება ეკონომიკის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ნინო მელითაურის სადისერტაციო ნაშრომის: „საერთაშორისო ვაჭრობა მაკროეკონომიკური წონასწორობის თეორიულ და ემპირიულ მოდელებში (საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის მაგალითზე)“,  დაცვა ჩატარდება პლატფორმა zoom-ის საშუალებით.

      სამეცნიერო ხელმძღვანელი:   პროფესორი   იური ანანიაშვილი

სადისერტაციო  ნაშრომის დაცვის კომისია:  პროფესორი გიორგი ღაღანიძე, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა, პროფესორი სიმონ გელაშვილი (მოადგილე), პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი (თავმჯდომარე), პროფესორი ეთერ ხარაიშვილი, ასოცირებული პროფესორი თამაზ ზუბიაშვილი, ასოცირებული პროფესორი ლია თოთლაძე, ასოცირებული პროფესორი ნაზირა კაკულია, ასოცირებული პროფესორი მანანა ლობჟანიძე, ასოცირებული პროფესორი გივი ლემონჯავა (საქართველოს უნივერსიტეტი), ასოცირებული პროფესორი ნინო მიქიაშვილი, ასოცირებული პროფესორი მარინე ნაცვალაძე (მდივანი), ეკონომიკის დოქტორი მამუკა ხუსკივაძე (პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი)

სრულად

ბრძანების N:

2021/2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის მიერ გამოყოფილი სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-
14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის შერჩევის წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის პროგრამებში მონაწილეობისათვის სტუდენტთა შერჩევის წესის მე-4 მუხლის მე-18 - 21-ე პუნქტების
და თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (11629/10; 28.06.21) საფუძველზე.


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1.    ჩატარდეს      კონკურსი      2021/2022      სასწავლო      წლის      შემოდგომის სემესტრისთვის    ევროკომისიის      მიერ      დაფინანსებული      ერაზმუს+ საერთაშორისო კრედიტ-მობილობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორი ფრიდრიხ  შილერის  სახელობის  იენის  უნივერსიტეტის  მიერ  თბილისის სახელმწიფო    უნივერსიტეტის        სტუდენტებისათის        გამოყოფილი სტიპენდიის კანდიდატის შესარჩევად.
2. კონკურსი ჩატარდეს 2021 წლის 29 ივნისს Zoom პლატფორმის საშუალებით.
3. დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:
ა) გიორგი რუსიაშვილი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის თავმჯდომარე;
ბ) აკაკი გაწერელია, თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტი, კომისიის წევრი;
გ) ნინო   ქიმერიძე,   თსუ   ჰუმანიტარულ   მეცნიერებათა   ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, კომისიის წევრი;
4. დამტკიცდეს კომისიის მდივნად თსუ საგარეო  ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ანი თვალთვაძე.
5. კომისიას  დაევალოს  თავისი  საქმიანობა  წარმართოს მომქედი კანონმდებლობისა და ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საერთაშორისო გაცვლით და მობილობის        პროგრამებში      მონაწილეობისათვის      შერჩევის      წესის დამტკიცების შესახებ” უნივერსიტეტის რექტორის 2021 წლის 31 მაისის N15/04 ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო გაცვლით და მობილობის    პროგრამებში   მონაწილეობისათვის   სტუდენტთა   შერჩევის წესის საფუძველზე.
6. ბრძანების  უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს    საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
7. წინამდებარე  ბრძანება  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით  გადაეცეს დაინტერესებულ პირებს    და    შესაბამის    სტრუქტურულ    ერთეულებს (საგარეო    ურთიერთობის   დეპარტამენტი,  შიდა  აუდიტის სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8. ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 98/01-01

კახა

დაიბადა 1959 წლის 17 სექტემბერს, ქ. თბილისში.

დაამთავრა  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილიის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ აქტიურად ჩაერთო სამეცნიერო საქმიანობაში. კახა კაციტაძე სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. იგი გახლდათ დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის წევრი და აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ მედიასაშუალებებთან.

ბიბლიოგრაფია:

ადამიანი - მეომარი = HOMO MELITARIS: ტომი 1: თემი და საძმო, 2011.

ყოფიერება და ხელება, თბილისი: ქართული ბიოგრაფიული ცენტრი, 2013.

ეტიუდები აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიიდან, თბილისი: მერიდიანი, 2013.

სრულად

ბრძანების N: 1959