საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
ზამთრის ქართველოლოგიური სკოლა-2021

მიმდინარე წლის 3 მარტს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი და „ქართველოლოგიის მხარდამჭერთა საერთაშორისო ასოციაცია“ ჩაატარებს პროექტს - „ზამთრის ქართველოლოგიური სკოლა -2021“. დასაწყისი 13:00.

მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო „ზამთრის ქართველოლოგიური სკოლა - 2021“ ჩატარდება განსხვავებული ფორმატით. პროექტის პირველ ეტაპზე საკონკურსოდ წარმოდგენილი ნაშრომებისაგან სათანადო რეცენზირების შედეგად გამოვლენილ ნაშრომებს მოხსენების სახით წარადგენენ პროექტისთვის შერჩეული მონაწილეები.  პროექტის მეორე ეტაპისთვის შეირჩა  რვა მონაწილე:

1. ილია ცეცხლაძე (თსუ, მაგისტრანტი)

2. ლიდა კანთელაშვილი (თსუ, მაგისტრანტი)

3. მარიამ თხინვალელი (თსუ, ბაკალავრიატის სტუდენტი)

4. ნანა წოწონავა (თსუ, მაგისტრანტი)

5. სოფიო თურმანიძე (წმ. ტბელ აბუსერისძის სახელობის სასწავლო უნივერსიტეტი, მაგისტრანტი)

6. ქეთევან ჯორბენაძე (თსუ, დოქტორანტი)

7. ქეთევან კვეტენაძე (თსუ, მაგისტრანტი)

8. ნათია ჯანგულაშვილი (თსუ, დოქტორანტი)

 

მომხსენებლებს გადაეცემათ სერტიფიკატები, მათგან რამდენიმე ნაშრომის ავტორს გადაეცემა გერმანელი ქართველოლოგის ჰაინც ფენრიხის სახელობის ფულადი პრემია

მსოფლიოში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო კონფერენცია ჩატარდება დისტანციურად Zoom-ის პლატფორმაზე. შემოგვიერთდით:

 

https://zoom.us/j/4852017531?pwd=eU54bm5aM2dvOE43Q0IxNnZLcXVldz09

Meeting ID: 485 201 7531

Passcode: 193767

 

სრულად

ბრძანების N:

საერთაშორისო კონფერენცია „კლასიკური ენების სწავლება XXI საუკუნეში - Vitae Discimus”

30-ზე მეტი მომხსენებელი მსოფლიოს 10 ქვეყნიდან და ოთხი კონტინენტიდან მონაწილეობდა საერთაშორისო კონფერენციაში, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართა.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ნუნუ მიცკევიჩმა, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა თამარ მახარაშვილმა, თსუ ენების ცენტრის დირექტორმა რუსუდან დოლიძემ, თსუ კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის დირექტორმა თინათინ დოლიძემ, აკადემიკოსმა, თსუ-ს ემერიტუსმა პროფესორმა რისმაგ გორდეზიანმა.

საერთაშორისო კონფერენცია „კლასიკური ენების სწავლება XXI საუკუნეში - Vitae Discimus”, რომელიც საბერძნეთის დამოუკიდებლობის 200 წლის იუბილეს მიეძღვნა, კლასიკური ენების სწავლებასთან დაკავშირებულ ისეთ აქტუალურ საკითხებს ეხებოდა, როგორიცაა კლასიკური ენების სწავლება ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებსა და უნივერსიტეტებში, კლასიკური ენების სახელმძღვანელოები, შეფასების, სწავლებისა და სწავლის მეთოდები, საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება, პანდემიის ზემოქმედება და სხვ. მოხსენებებზე საუბარი იყო კლასიკური ენების იმ სტანდარტებზე, რომლებსაც ევროპასა და აშშ-ში იყენებენ.

კონფერენციის ძირითადი მომხსენებლები იყვნენ ევროკლასიკასა და ამერიკის კლასიკური ლიგის პრეზიდენტები კრისტიან ლაესი და მერი პენდერგრაფტი, კლასიკური ენების ცნობილი ბრიტანული სახელმძღვანელოების ერთ-ერთი ავტორი ჯონ ტეილორი, კლასიკური ენებისა და ცივილიზაციის პოპულარიზაციისთვის საგანგებოდ შექმნილი „პაიდეია“ ინსტიტუტის პრეზიდენტი ჯონ პედიკონე.

კონფერენცია ხელს შეუწყობს საქართველოში ბერძნულ-რომაული ფილოლოგიის და ჰუმანიტარული მეცნიერებების ინტერნაციონალიზაციას, ბერძნულ-რომაული ფილოლოგიის ქართული სკოლის ცნობადობის ზრდას, საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებასა და თანამშრომლობის გაღრმავებას, კლასიკური ენების სწავლების მიმართულებით საერთაშორისო გამოცდილების გაცნობასა და გაზიარებას.

 

სრულად

ბრძანების N:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან სტუდენტების მობილობის წესით ჩარიცხვის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის,  55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, მე-100 მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის
„ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ №10/ნ ბრძანების N1 დანართის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 19 თებერვლის N2388/30, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 19 თებერვლის N2392/29, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 19 თებერვლის N2393/32, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის
19 თებერვლის N2429/26, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 19 თებერვლის N2409/28 წარდგინებებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისის მიერ ასახული დასკვნის საფუძველზე,


ვბრძანებ:

1.ჩაირიცხონ მობილობის წესით 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შემდეგი სტუდენტები საგანმანათლებლო ერთეულების შესაბამისად:

1.1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1);
1.2.  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2);
1.3. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი  (დანართი №3);
1.4. მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №4);
1.5. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი  (დანართი №5);

2.თსუ-ს  რექტორის  ბრძანება  გამოცემიდან  2  სამუშაო  დღის  ვადაში  აისახოს  სსიპ- განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში, ხოლო 3 სამუშაო დღის ვადაში გაიგზავნოს სსიპ-განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.
3.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;.
4.დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
5.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 89/01-04

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2020- 2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და
„პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის,  „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის №83/01-01 ბრძანებისა და სასწავლო პროცესის მართვის ელექტორნული სისტემის (lms.tsu.ge) მონაცემების საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:


1. დაიწყოს ადმინისტრაციული წარმოება სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებისათვის, 2020-2021 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით, ფაკულტეტების
შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:


ა) ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №1); 
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №3); 
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი №4);
ე) იურიდიული ფაკულტეტი (დანართი №5);

ვ) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი №6);
ზ) ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი №7);


2.წარმოების განხორციელება დაევალოს შესაბამის ფაკულტეტებს, სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტსა და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
3.წარმოების დასრულების ვადა განისაზღვროს არაუგვიანეს 26 მარტისა.
4.ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ  ვებგვერდზე  განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
5.დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.
6.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
7.წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის    საქალაქო სასამართლოს     ადმინისტრაციულ     საქმეთა     კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6)

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 86/01-04

ტერაბანკი აცხადებს მიღებას

სს  ,,ტერაბანკი"  თბილისში აცხადებს მიღებას უმცროსი მიკრო ბიზნესის ბანკირის Next Generation პროგრამაზე, რომლის მიზანია საბანკო სექტორით დაინტერესებულმა მოტივირებულმა კანდიდატებმა მიიღონ თეორიული, პრაქტიკული ცოდნა და  ბანკში დასაქმების შესაძლებლობა.

პოზიციის მიზანია ბიზნეს სეგმენტის მომხმარებლის მოზიდვა და  მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა.

სამუშაო გარემო და პირობები

  • სასიამოვნო და მეგობრული სამუშო გარემო
  • საუკეთესო შესაძლებლობა ცოდნის გასაღრმავებლად, ახალი უნარების შესაძენად და კარიერის დასაწყებად
  • სიღრმისეული თეორიული მომზადება ბანკის პროფესიონალი ტრენერების მიერ და პრაქტიკული სტაჟირება მენტორების ზედამხედველობის ქვეშ
  • ანაზღაურება პრაქტიკული სტაჟირების პერიოდში
  • დასაქმება სწავლების თეორიული და პრაქტიკული კურსის გავლის შემდგომ
  • კონკურენტუნარიანი გარემო, სადაც შესაძლებელია მაქსიმალურად გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები და სარეზერვო თანამშრომლად წარმატებული მუშაობის შემდგომ გახდეთ ბანკის სრულფასოვანი წევრი
  • ბანკის შემეცნებით თუ გასართობ აქტივობებში მონაწილეობა

 

ძირითადი მოვალეობები:

  • კლიენტების, რომლებსაც ბიზნესიდან აქვთ შემოსავალი,  სასესხო განაცხადის მიღება, პროექტის მომზადება და სესხის გაცემის უზრუნველყოფა
  • საკუთარი საკრედიტო  პორთფელის მართვა და დაფარვების   მონიტორინგი

მსურველებს გთხოვთ, 29 აპრილის 17:00 სთ ჩათვლით CV   გამოაგზავნოთ მისამართზე:  career@terabank.ge

გთხოვთ, CV გამოგზავნის დროს აუცილებლად  მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი.

გისურვებთ წარმატებებს!

სრულად

ბრძანების N:

ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში პარტნიორი პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიერ გამოყოფილი სამაგისტრო სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევი კონკურსის ჩატარებისა და საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების და 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის #135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის "ა", ,,ბ”, ,,ო”, და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის და თსუ საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის წერილის (2999/10; 26.02.21) საფუძველზე

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.ჩატარდეს კონკურსი ორმხრივი თანამშრომლობის ხელშეკრულების ფარგლებში პარტნიორი პეკინის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მიერ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათის გამოყოფილი სამაგისტრო სტიპენდიების კანდიდატების შესარჩევად.
2.კონკურსი ჩატარდეს 2021 წლის 2 მარტს Zoom პლატფორმის საშუალებით.
3.დამტკიცდეს შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით: 
ა)დემეტრე  ეგნატაშვილი, თსუ იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოადგილე, კომისიის თავმჯდომარე;
ბ)ანა თოხაძე, თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტი, კომისიის წევრი; 
გ)მანანა რუსიეშვილი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი, კომისიის წევრი,
4.დამტკიცდეს  კომისიის  მდივნად  თსუ  საგარეო  ურთიერთობის  დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი - ანი თვალთვაძე.
5.დამტკიცდეს კონკურსის ჩატარებისა და კანდიდატთა შერჩევის წესი (დანართი №1).
6.ბრძანების  უნივერსიტეტის  ოფიციალურ  ვებ-გვერდზე  განთავსება  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

7.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებს და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საგარეო ურთიერთობის    დეპარტამენტი,    შიდა    აუდიტის    სამსახური,საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
8.ბრძანება ძალაში შედის კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

რექტორი  გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 19/01-01

„ყალბი ამბები და დეზინფორმაცია: საფრთხეები, ბრძოლის გზები, ეთიკური და სამართლებრივი ასპექტები“

თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მულტიმედია ცენტრისა და ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ორგანიზებით სტუდენტური კონფერენცია „ყალბი ამბები და დეზინფორმაცია: საფრთხეები, ბრძოლის გზები, ეთიკური და სამართლებრივი ასპექტები“  გაიხსნა.

კონფერენცია სამ ძირითად საკითხს მოიცავდა: ყალბ ამბებთან ბრძოლის სტრატეგია, პროპაგანდისტული საფრთხეები და პრობლემის სამართლებრივი და ეთიკური ასპექტები.

კონფერენციის მონაწილეებს თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თამარ დოლბაია, ჩიკაგოს ლოიოლას უნივერსიტეტის „ციფრული მედიისა და სთორითელინგის“ სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი რიშელ როჯერსი მიესალმნენ.

კონფერენცია საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის მცირე გრანტების პროგრამის დაფინანსებული პროექტის „მედიაწიგნიერების გაუმჯობესება, როგორც დემოკრატიის განვითარების ფასილიტატორი საქართველოში“ ფარგლებში მომზადდა.

სრულად

ბრძანების N:

სასერთიფიკატო კურსი სტუდენტებისთვის, "გაეროს ადამიანის უფლებების მექანიზმები და მათ გამოყენება ადვოკატირების პროცესში"

  დისტანციური სასერთიფიკატო კურსი სტუდენტებისთვის. კურსი ეხება გაეროს ადამიანის უფლებების მექანიზმებს და მათ გამოყენებას ადვოკატირების პროცესში. კურსს  წაიკითხავს ნორსვესტერნის უნივერსიტეტის (ჩიკაგო, აშშ) კლინიკური პროფესორი და ადამიანის უფლებების საერთაშორისო სამართლის LL.M პროგრამის დირექტორი - ბრიჯიტ არიმონდი. 

დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე
 

სრულად

ბრძანების N:

მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულების დამტკიცების თაობაზე

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
23.09.2011, №100/2011 დადგენილებით

 

1.    დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დოქტორანტურის დებულება.

 

სადოქტორო პროგრამა (PhD) მედიცინაში

 

დოქტორანტურაში ჩარიცხვა

დოქტორანტურაში ჩარიცხვის წინაპირობები

 

1.    დოქტორანტურაში ჩაბარების უფლება აქვს დიპლომირებულ სპეციალისტს მედიცინაში (MD) ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირს.
2.    ჩარიცხვის წინაპირობაა ხემძღვანელი პროფესორის შუამდგომლობა, რომელშიც დასაბუთებული უნდა იყოს შერჩეული თემის აქტუალობა და მნიშვნელობა და/ან უნივერსიტეტის მიერ პრიორიტეტულად აღიარებული სადოქტორო პროგრამების მიმართულებებისადმი შესაბამისობა. დისერტაციის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს სადისერტაციო საბჭოს წევრი პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი. 
3.    ჩარიცხვის კანდიდატმა სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის სახელზე უნდა წარადგინოს განაცხადი იმ დარგის მითითებით, რომელსაც შეეხება სადისერტაციო თემა. განაცხადი ასევე უნდა შეიცავდეს შერჩეული თემის მოკლე ანოტაციას. 

 

განაცხადი

დოქტორანტურაში ჩარიცხვისათვის აუცილებელია სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის სახელზე შესაბამისი განაცხადის წარდგენა. განაცხადს თან უნდა ერთვოდეს:
ა) განმცხადებლის ავტობიოგრაფია;
ბ) ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობა;
გ) დიპლომირებული სპეციალისტის მედიცინაში (MD) ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის დამოწმებული ასლი;
დ) განმცხადებლის ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ იგი არ ირიცხება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში.

 

დოქტორანტურის პროგრამა:
სადოქტორო პროგრამის ხანგრძლივობაა 3 წელი.
სადოქტორო პროგრამა შეიცავს სასწავლო კომპონენტს, რომელიც ფასდება 40 კრედიტით, მათგან 20 კრედიტით ფასდება ზოგადი სასწავლო კურსები ბიო-სამედიცინო კვლევის მეთოდებში, კლინიკური კვლევების ეთიკურ საკითხებში, ეპიდემიოლოგიასა და ბიოლოგიურ სტატისტიკაში, სამეცნიერო წერისა და პუბლიკაციის ჩვევებში და უცხო ენაში. 
დანარჩენი 20 კრედიტი დოქტორანტს ენიჭება უშუალოდ თემის საკითხებთან დაკავშირებული სასწავლო პროგრამების გავლისათვის.  ამ პროგრამათა ნუსხას ადგენს თემის ხელმძღვანელი და სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის მიერ ნომინირებული 2 მოწვეული ექსპერტი. 
დოქტორანტურაში სწავლების  თითოეული წლის ბოლოს თემის ხელმძღვანელი და სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის მიერ ნომინირებული 2 მოწვეული ექსპერტი აფასებენ თემის შესრულების მიმდინარეობას, რაც დამატებით ფასდება 10 კრედიტით (სულ 30 კრედიტი).
დოქტორანტურის პროგრამის დასრულებისთვის დოქტორის ხარისხის მაძიებელს დაგროვებული უნდა ჰქონდეს 70 კრედიტი.

 

დისერტაცია: 

1.    დისერტაცია წარმოადგენდეს სადოქტორო პროგრამის დასკვნით ნაწილს და უნდა ასახავდეს დოქტორანტის დამოუკიდებელი სამეცნიერო მუშაობის შედეგს, ახასიათებდეს სიახლე და წვლილი შეჰქონდეს შესაბამისი სამეცნიერო დარგის განვითარებაში.
2.      სადისერტაციო ნაშრომი დაწერილი უნდა იქნას ქართულ და ინგლისურ ენებზე. სადისერტაციო საბჭოს ნებართვით დასაშვებია მისი სხვა ენაზე შესრულება.


დისერტაციის წარდგენა:
1.    დისერტაცია სადისერტაციო საბჭოში წარდგენილი უნდა იყოს არაუგვიანეს ერთი წლისა დოქტორანტურის დამთავრების შემდეგ.
2.    დისერტაცია სადისერტაციო საბჭოს გადაეცემა 4 აკინძულ და 1 ელექტრონულ ეგზამპლარად, ფაკულტეტის ვებ-გვერდზე განსათავსებლად.
3.    დისერტაციას თან ერთვის განმცხადებლის ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ თემა მის მიერაა შესრულებული და რომ ნაშრომში გამოყენებული ყველა წყარო სათანადოდაა მითითებული.
4.    დისერტაციის დაცვის პრერეკვიზიტებია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო და სამეცნიერო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების შესრულება და დისერტანტის მიერ იმპაქტ-ფაქტორის მქონე საერთაშორი რეფერირებად (peer-reviewed) ჟურნალში ან მონოგრაფიაში სადისერტაციო თემის ირგვლივ გამოქვეყნებული ან დასაბეჭდად მიღებული არანაკლებ 2 ორიგინალური ნაშრომი, რომელთაგან ერთში მაინც, დისერტანტი წარმოდგენილია როგორც პირველი ავტორი.
5.    დისერტაციის დაცვაზე გამონაკლისის სახით შეიძლება დაშვებულ იქნას სადოქტორო ხარისხის მაძიებელი დოქტორანტურის პროგრამის სასწავლო ნაწილის გავლის გარეშე, თუკი მას, როგორც პირველ ავტორს, უკანასკნელი 5 წლის მანძილზე გამოქვეყნებული აქვს ორიგინალური ნაშრომები საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალებში, რომელთა ჯამური იმპაქტ-ფაქტორი აღემატება 5-ს.

 

წერილობითი დასკვნა დისერტაციის შესახებ

1.    დისერტაციის წარდგენის შემდეგ წერილობით დასკვნას ადგენს სამი შემფასებელი, მათ შორის თემის ხელმძღვანელი პროფესორი.
2.    შემფასებლებმა თავიანთი წერილობითი დასკვნა უნდა წარმოადგინონ დისერტაციის წარდგენიდან არა უგვიანეს 3 თვისა.
3.    დასკვნაში მითითებული უნდა იყოს გადაწყვეტილება დისერტაციის დაცვაზე დაშვების, მისი შესწორების მიზნით დოქტორანტისათვის უკან დაბრუნების ან დაცვაზე უარი თქმის შესახებ. უმნიშვნელო შენიშვნების შემთხვევაში დისერტაციის მიღება ხდება ხარვეზების გამოსწორების დათქმით.
4.    შესწორების მიზნით დოქტორანტისათვის უკან დაბრუნების შემთხვევაში, დისერტაცია ხელახლა უნდა იქნეს წარდგენილი  1 წლის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში პირი დაცვაზე არ დაიშვება.
5.    თუკი წერილობითი დასკვნები ორი შეფასებით განსხვავდება ერთმანეთისაგან, ინიშნება მესამე შემფასებელი სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის მიერ. მესამე შემფასებელს თემის შეფასებისათვის ეძლევა 1 თვე. 
6.    სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარემ დოქტორანტს წერილობით უნდა აცნობოს შემფასებლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. დაცვაზე დაშვების შემთხვევაში შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს დაცვის თარიღიც. შეტყობინებიდან დაცვის თარიღამდე დოქტორანტს უნდა მიეცეს მინიმუმ 1 თვე დაცვისათვის მოსამზადებლად. დოქტორანტს ეძლევა უფლება გაეცნოს შემფასებლების დასკვნებს. 
7.    დაცვაზე დაშვების უარის შემთხვევაში, უარყოფილი დისერტაცია და შემფასებლების წერილობითი დასკვნები შეინახება სადისერტაციო საბჭოს არქივში. დოქტორანტი უფლებამოსილია, გაეცნოს ამ დოკუმენტებს. 

 

სადისერტაციო კომისია
1.    სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე დისერტაციის დაცვაზე დაშვების შემთხვევაში ქმნის სადისერტაციო კომისიას.
2.    სადისერტაციო კომისია უნდა შედგებოდეს მეცნიერების იმ დარგის სულ მცირე ოთხი წევრისაგან, რომელშიც შესრულებულია დისერტაცია, რომელთაგან ერთი მაინც უნდა იყოს სხვა კვლევითი დაწესებულების წარმომადგენელი. სადისერტაციო კომისიის წევრები უნდა წარმოადგენდნენ მოქმედ აკადემიურ პერსონალს (პროფესორი, საპატიო პროფესორი, ასოცირებული პროფესორი).
3.    კომისიაში უნდა შედიოდეს დისერტაციის ხელმძღვანელი, ასევე თემის მეორე შემფასებელი (შემფასებლები) და სადისერტაციო საბჭოს ერთი წევრი მაინც. სადისერტაციო კომისიაში შეიძლება შეყვანილ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე სხვა პირი (პირები).
4.    თავმჯდომარე უნდა იყოს უნივერსიტეტის მოქმედი ან საპატიო პროფესორი, რომელიც არ არის ხელმძღვანელი ან შემფასებელი.
5.    თუკი სადისერტაციო ნაშრომი მომზადებულია მედიცინის იმ დარგში, რომლის წარმომადგენელიც არის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე, იგი ავტომატურად შედის სადისერტაციო კომისიის შემადგენლობაში. 
6.    სადისერტაციო კომისიის წევრები წინასწარ (დაცვამდე) ეცნობიან სადისერტაციო ნაშრომს.

 

დაცვა
1.    სადისერტაციო დაცვა უნდა მოხდეს დისერტაციის თემაზე ბოლო პუბლიკაციის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს ერთი წლისა. 
2.    დაცვა არის საჯარო. მის მსვლელობასა და შედეგზე უნდა შედგეს საბოლოო ოქმი. დაცვა ითვალისწინებს დოქტორანტის მიერ 30 წუთიანი მოხსენებით თემის წარმოდგენას - პრეზენტაციას. 
3.    მოხსენებას მოსდევს სამეცნიერო შეკითხვა-კამათი. დაცვა არ უნდა აღემატებოდეს 120 წუთს.
4.    რამდენიმე დისერტაციის დაცვა ერთი კომისიის წინაშე არ შეიძლება დაინიშნოს ერთ დღეს. 
შეფასება
1.    დისერტაციის შეფასება განისაზღვრება შემფასებელთა დასკვნების საფუძველზე. 
2.    დაცვა ფასდება სადისერტაციო კომისიის მიერ დახურულ სხდომაზე დაცვის დასრულებისთანავე. 
3.    შეფასებისათვის გამოიყენება შეფასების 100 ბალიანი სისტემა, რომლითაც კომისიის თითოეული წევრი აფასებს დისერტაციას. 
4.    დისერტაცია ითვლება დაცულად, თუკი მას დისერტანტის მიერ მიღებული ქულათა ჯამი შეადგენს მაქსიმალურად შესაძლო ქულათა ჯამის 60%-ს და მეტს.
5.    საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე საგამოცდო კომისიის დასაბუთებულ გადაწყვეტილებას დოქტორანტს აცნობს ზეპირად და მიუთითებს დისერტაციის გამოქვეყნების პირობებზე.
5.    თუ დისერტაცია არ იქნა დაცული, დაცვის გამეორება შესაძლებელია მომდევნო 1 წლის განმავლობაში. დოქტორანტის განცხადება განმეორებითი დაცვის მოთხოვნის შესახებ საგამოცდო კომისიას უნდა წარედგინოს შედეგის გამოცხადებიდან 3 თვის განმავლობაში.


გამოქვეყნება
1.    ნაშრომი უნდა გამოქვეყნდეს დაცვიდან 1 წლის განმავლობაში მონოგრაფიის ან ბროშურის სახით უნივერსიტეტის გამომცემლობაში. 
2.    დოქტორანტი გამოქვეყნებული ნაშრომის 30 ეგზემპლარს გადასცემს მედიცინის ფაკულტეტს.
3.    გამოქვეყნებული დისერტაცია წარმოადგენს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტელექტუალურ საკუთრებას და დაცულია შესაბამისი საკანონმდებლო აქტით.

 

დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი მოწმობა

1.    დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდეგ პირი უფლებამოსილია, იწოდებოდეს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორად.
2.    სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარემ პირს შეიძლება მიანიჭოს დოქტორის ხარისხით სარგებლობის უფლება სადოქტორო მოწმობის გაცემამდე, დისერტაციის გამოქვეყნების შესახებ გამომცემლობასთან დადებული ხელშეკრულების ასლის წარდგენის საფუძველზე.
3.    მოწმობა შეიცავს დისერტაციის სახელწოდებას, დაცვის თარიღსა და საერთო შეფასებას. მოწმობას ხელს აწერს უნივერსიტეტის რექტორი, ფაკულტეტის დეკანი, სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე და მოწმდება უნივერსიტეტის ბეჭდით. მოწმობის ასლი ინახება უნივერსიტეტის არქივში.


ბათილობა 

სადისერტაციო საქმის წარმოებისას არასწორი მონაცემების წარდგენა არის დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი მოწმობის არ-გაცემის ან ჩამორთმევის საფუძველი. შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს სადისერტაციო საბჭო.

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
პროფესორი
გიორგი ხუბუა

სრულად

ბრძანების N: 9

2020-2021 წლის გაზაფხულის სემესტრის დაწყება

ძვირფასო სტუდენტებო!


გაცნობებთ, რომ თსუ მედიცინის ფაკულტეტის ქართულენოვანი პროგრამის სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრი იწყება 1 მარტს. სწავლა განახლდება შერეული მოდელით, რაც გულისხმობს დისტანციური კურსების და პრაქტიკული კურსების მონაცვლეობას. გაზაფხულის სემესტრში ჩატარდება ის პრაქტიკული სასწავლო კურსებიც, რომელთა ჩატარებაც ვერ მოხერხდა შემოდგომის სემესტრში ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე.

 

Please see the English version for english program on this link

 

სრულად

ბრძანების N:

„პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა, პირველი კონსტიტუცია და საბჭოთა ოკუპაცია“

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 1921 წლის კონსტიტუციის მიღების 100 წლისთავთან და საქართველოს ოკუპაციიდან 100 წელთან დაკავშირებით ონლაინ პანელური დისკუსია „პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა, პირველი კონსტიტუცია და საბჭოთა ოკუპაცია“ გაიმართა.

ღონისძიებას თსუ რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოში გერმანიის სრულუფლებიანი და საგანგებო  ელჩი ჰუბერტ ქნირში, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე,  თსუ პროფესორი ლადო ჭანტურია, ბრემენის  უნივერსიტეტის  პროფესორი, თსუ საპატიო დოქტორი როლფ კნიპერი და აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„ძალიან საინტერესო დისკუსია გაიმართა ისტორიკოსების, კონსტიტუციონალისტების, ჩვენი უცხოელი პარტნიორების მონაწილეობით, თუ რა მნიშვნელობის იყო თავად კონსტიტუცია და რა მიღწევები ჰქონდა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას, როგორ იყო შემდგარი სახელმწიფო და, სამწუხაროდ, ოკუპაციამ დაგვაკარგინა დამოუკიდებლობა.“-განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

1921 წლის 21 თებერვლის კონსტიტუცია წარმოადგენს საქართველოს პირველ კონსტიტუციას. ქვეყნის სახელმწიფოებრიობისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი აღიარებდა საქართველოს თავისუფალ, დამოუკიდებელ, განუყოფელ სახელმწიფოდ და  დემოკრატიულ რესპუბლიკად. მასში განმტკიცებული იყო იმ პერიოდში ევროპაში აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, დემოკრატიული საარჩევნო სისტემა, საპარლამენტო მმართველობის ფორმა. საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობას ეფუძნება.

საქართველოს პირველი კონსტიტუცია მხოლოდ 4 დღის განმავლობაში მოქმედებდა, 1921 წლის 25 თებერვალს საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია შემოიჭრა თბილისში და ქვეყნის ოკუპაცია მოახდინა.

“ეს ორი თარიღი, რომლებსაც სულ რამდენიმე დღე აშორებს ერთმანეთისგან, მკაფიო ენით გვესაუბრება. მაშინ, ასი წლის წინ, საქართველოს არ მიეცა თავისი კონსტიტუციის პრაქტიკაში განხორციელების შესაძლებლობა. ისტორიის გზავნილს არ სჭირდება ინტერპრეტაცია. იგი ყველა ჩვენგანისთვის ნათელია: იცხოვრეთ თქვენი კონსტიტუციით! მუდამ თან იქონიეთ და გახსოვდეთ იგი! დაიცავით იგი თქვენი გონების  მთელი ძალით - თუნდაც იგი იყოს თქვენი საკუთარი ვიწრო ინტერესების, თქვენი პირადი იმპულსების წინააღმდეგ! კონსტიტუცია პოლიტიკის დეპერსონალიზაციას ახდენს. ვინც არ უნდა იყო - შენ არ ხარ ყველაზე მნიშვნელოვანი მასში, და არც შენი პარტია. დემოკრატიული კონსტიტუცია გაძლევთ უფლებებსა და თავისუფლებებს. მაგრამ კონსტიტუციური პოლიტიკა ხორციელდება ინსტიტუციების საშუალებით. ისინი იღებენ გადაწყვეტილებებს. სწორედ მათ აქვთ ლეგიტიმაცია.”-აღნიშნა  საქართველოში გერმანიის სრულუფლებიანმა და საგანგებო  ელჩმა ჰუბერტ ქნირშმა. ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ღვაწლი საქართველოს მე-20 საუკუნის ისტორიის კვლევაში.

ონლაინ პანელურ დისკუსიაში მოხსენებები გაკეთდა 1921 წლის საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და  ამ მოვლენებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის როლზე, წარმოდგენილი იყო ასევე თსუ ბიბლიოთეკაში დაცული უცნობი საარქივო დოკუმენტები.

ოკუპაციის თემაზე უნივერსიტეტში თსუ მუზეუმის მიერ არქივებში დაცული ფოტოდოკუმენტები და მემორიალური ნივთები გამოიფინა. წარმოდგენილია კოჯორ-ტაბახმელასთან მებრძოლ თსუ პროფესორ-მასწავლებლების ვანდა ღამბაშიძის, რობერტ ბლეიკის, ნიკო კეცხოველის  და ასევე სტუდენტების მარო მაყაშვილის, პავლე ბეშკენაძის, ნიკოლოზ კალანდარიშვილის, გიორგი  გამყრელიძის, გიორგი ნაკაშიძის, გაბრიელ გეხტმანის ფოტოები და დოკუმენტები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის დოკუმენტური მასალა, რომელიც საქართველოს დემოკრატიული მთავრობისა და ევროპის წამყვან სახელმწიფოთა დიპლომატიურ წარმომადგენელთა მიმოწერას ეხება.

საქართველოს 1921 წლის კონსტიტუციის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით 2021 წლის განმავლობაში რამდენიმე ღონისძიება გაიმართება. მათ შორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი გამოსცემს სტატიების კრებულს, რომელშიც შევა იურიდიული ფაკულტეტის პროფესორთა ნაშრომები კონსტიტუციური სამართლის სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე.  

სრულად

ბრძანების N:

„ყალბი ამბები და დეზინფორმაცია: საფრთხეები, ბრძოლის გზები, ეთიკური და სამართლებრივი ასპექტები“

თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მულტიმედია ცენტრისა და ჟურნალისტიკის და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების ორგანიზებით სტუდენტური კონფერენცია „ყალბი ამბები და დეზინფორმაცია: საფრთხეები, ბრძოლის გზები, ეთიკური და სამართლებრივი ასპექტები“  გაიხსნა.

კონფერენცია სამ ძირითად საკითხს მოიცავდა: ყალბ ამბებთან ბრძოლის სტრატეგია, პროპაგანდისტული საფრთხეები და პრობლემის სამართლებრივი და ეთიკური ასპექტები.

კონფერენციის მონაწილეებს თსუ-ის რექტორი გიორგი შარვაშიძე, თსუ-ის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი თამარ დოლბაია, ჩიკაგოს ლოიოლას უნივერსიტეტის „ციფრული მედიისა და სთორითელინგის“ სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი რიშელ როჯერსი მიესალმნენ.

კონფერენცია საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის მცირე გრანტების პროგრამის დაფინანსებული პროექტის „მედიაწიგნიერების გაუმჯობესება, როგორც დემოკრატიის განვითარების ფასილიტატორი საქართველოში“ ფარგლებში მომზადდა.

სრულად

ბრძანების N:

სტუდენტთა საყურადღებოდ !

გაზაფხულის სემესტრში სასწავლო პროცესის წარმართვასთან დაკავშირებით, ფაკულტეტის ადმინისტრაცია ატარებს შეხვედრებს:

სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებთან - 26 თებერვალს, 22:00 სთ-ზე: Meeting ID 988 632 7729

ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებთან - 27 თებერვალს, 21:00 სთ-ზე: ID: 213 213 2006 Pass: 213 213

სრულად

ბრძანების N:

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის პირველი, მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის პირველი, მე-5 და მე-6 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილების - ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    დამოუკიდებელი    სამეცნიერო-კვლევითი    ერთეულის    სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების     დამატებითი   პირობების    დამტკიცების    შესახებ”    (დამტკიცებულია    თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი №03; 23.06.2017წ), „სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის       თბილისის   სახელმწიფო   უნივერსიტეტის   ერთიანი   საშტატო   განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2021 წლის 10 თებერვლის N03/04 ერთობლივი ბრძანებისა და თსუ დამოუკიდებელი სამეცნიერო- კვლევით    ერთეულის    -    ალექსანდრე    ნათიშვილის    მორფოლოგიის    ინსტიტუტის დირექტორის მანანა კაკაბაძის 2021 წლის 19 თებერვლის N2438/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტში    მეცნიერი თანამშრომლის სამსახურში მისაღებად;
2. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით   შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც  აქვს  საკონკურსოდ  გამოცხადებული  ვაკანსიის  პროფილის  მიხედვით მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო - კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) და გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია   მაინც   სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2021 წლის 25 თებერვალს. საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2021 წლის 26 მარტიდან 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად  წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2021 წლის 30 აპრილისა;
4. კონკურსი გამოცხადდეს თსუ დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევითი ერთეულში - ალექსანდრე    ნათიშვილის    მორფოლოგიის    ინსტიტუტში    მეცნიერი    თანამშრომლის სამეცნიერო  თანამდებობის დასაკავებლად:
კლინიკური და ექსპერიმენტული პათოლოგიის დეპარტამენტი
მეცნიერი თანამშრომელი  - ერთი საშტატო ერთეული (4 წლის ვადით);
5. მეცნიერი თანამშრომლის სამეცნიერო თანამდებობაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება    საკონკურსო    კომისიის    სახელზე    დადგენილი    ფორმის    მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის №63/2017 დადგენილება, დანართი №2 );
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი/პირადობის მოწმობა); 
გ)  ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო   საქმიანობის   გამოცდილების   ამსახველი   ინფორმაცია   (მათ   შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა, შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.)
ზ) ცნობა  ნასამართლობის  შესახებ  ("უმაღლესი  განათლების  შესახებ" 32-ე  მუხლის  მე-2 პუნქტის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს
,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა ბრძოლის შესახებ’’  საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართავა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება);
6. საკონკურსო   დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2021 წლის 26 მარტიდან 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით 1000-დან 1700 საათამდე, თსუ დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში - ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტში. მისამართი: ქ. თბილისი, ა. ბელიაშვილის  ქ. №78, II სართული ოთახი N2.
7. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში “თბილისის უნივერსიტეტი“.
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ    ერთეულებს     (საფინანსო     დეპარტამენტი,     პერსონალის     მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტი“ და ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტი).
10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე. 


რექტორი   გიორგი შარვაშიძე 
 

სრულად

ბრძანების N: 17/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2020- 2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში საგანმანათლებლო ერთეულიდან/პროგრამიდან სხვა საგანმანათლებლო ერთეულზე/პროგრამაზე სტუდენტების გადასვლის თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის პირველი ნაწილის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის "ა", "ბ" "ო" და "პ" ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის N127/ნ ბრძანების მე-12 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2011 წლის 25 ივლისის N77/2011 დადგენილებით დამტკიცებული "სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის" მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 24 თებერვლის N2810/28, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 24 თებერვლის N13621/27, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 24 თებერვლის N2837/30, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 24 თებერვლის N2842/29, ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 24 თებერვლის N2798/26, მედიცინის ფაკულტეტის დეკანის 2021 წლის 24 თებერვლის N2817/32 წარდგინებების საფუძველზე,

 

ვბრძანებ:


1.  გადაყვანილ იქნენ 2020-2021 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში შიდა მობილობის წესით შემდეგი სტუდენტები საგანმანათლებლო ერთეულების/პროგრამების შესაბამისად:

ა) ზუსტ   და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);
ბ) ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N2);
გ) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N3);
დ) ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი N4);
ე) მედიცინის ფაკულტეტი (დანართი N5);
ვ) ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N6)


2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის    საინფორმაციო  ტექნოლოგიების დეპარტამენტს  პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე;
3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა    მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს  შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

 

რექტორი   გიორგი შარვაშიძე 

სრულად

ბრძანების N: 85/01-04

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული უმაღლესი სკოლის დაფუძნების შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პროფესიული განათლების კონცეფციის ძირითადი პრინციპებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, 2007 წლის იანვრიდან გეგმავს უმაღლესი პროფესიული სკოლის დაფუძნებას, რომლის კურსდამთავრებულებიც მიიღებენ პროფესიული უმაღლესი განათლების დიპლომს.


შესაბამისი წინადადებები და სასწავლო პროგრამები წარმოდგენილ უნდა იქნეს ა. წ. 14 დეკემრამდე თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში (თსუ, I კორპუსი, 219-ე ოთახი) ამ სამსახურის მიერ მომზადებული და თსუ აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული ინსტრუქციის მიხედვით.

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
პროფესორი გიორგი ხუბუა

 


ინსტრუქცია

 

- უმაღრესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება
- მისანიჭებელი კვალიფიკაცია
- პროგრამის დახასიათება:
მიზანი – (მოკლედ აღწერეთ პროგრამის მიზანი და აქტუალობა)
სწავლის შედეგი - (პროგრამის დასრულების შემდეგ სტუდენტის დარგობრივი კვალიფიკაცია)
დასაქმების სფერო – კურსდამთავრებულის ადგილის დამკვიდრება შრომით ბაზარზე
- პროგრამის სტრუქტურა (საგნების ჩამონათვალი და კრედიტები)
- სტუდენტთა სასწავლო და საწარმოო პრაქტიკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა
- პროგრამის ხელმძღვანელის, პროგრამის განხორციელებაში ჩაბმული პედაგოგების მონაცემები
- მისამართი, ტელეფონი, ელექტრონული ფოსტა.

სრულად

ბრძანების N: 7

სამაგისტრო პროგრამების დამტკიცების თაობაზე

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

29.09.2014, №92/2014 დადგენილებით


დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამები (იხ. დანართი).

 

აკადემიური საბჭოს თვმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემრულებელი,
პროფესორი  გიორგი ხუბუა

სრულად

ბრძანების N: 8

მაგისტრატურაში სახელმწიფო ბიუჯეტზე სწავლების მისაღები კონტიგენტის განსაზღვრის შესახებ

მაგისტრატურის სახელმწიფო ბიუჯეტზე სწავლების მისაღები კონტიგენტი განისაზღვროს ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის საბიუჯეტო სექტორის კონტიგენტის 30%-მდე ოდენობით.

 

სამაგისტრო პროგრამა ამოქმედდეს მასზე 10 სტუდენტის ჩარიცხვის შემთხვევაში. გამონაკლისი შეიძლება გაკეთდეს ერთობლივ, საერთაშორისო პროგრამებზე და სტრატეგიულად მნიშვნელოვან დარგებზე, ან იმ სპეციალობებზე, რომლებიც ბაკალავრიატშიც სტუდენტთა შეზღუდულ რაოდენობას ამზადებს, მაგრამ ამ სპეციალობების შენარჩუნება თსუ-ს ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
პროფესორი გიორგი ხუბუა

სრულად

ბრძანების N: 6

სხვა ფაკულტეტის სტუდენტთა საყურადღებოდ!

მოგესალმებით,

გთხოვთ, თქვენთვის სასურველ საგანზე ადგილის გამოყოფის მიზნით ინფორმაცია გამოგვიგზავნოთ მეილზე შემდეგი სახით:

N; საგნის დასახელება.

მაგ: 1. აკადემიური წერა 2. საქართველოს ისტორია და ა.შ.

e-mail: faculty.humanities@tsu.ge

ინფორმაციას გამოყოფილი ადგილების შესახებ მიიღებთ ასევე მეილის საშუალებით.

განცხადებები მიიღება ა.წ. 1-3 მარტის ჩათვლით.

 

წინასწარ და დაგვიანებით გამოგზავნილი განცხადებები არ განიხილება! 

 

ყოველივე ზემოაღნიშნული ეხება მხოლოდ სხვა ფაკულტეტის სტუდენტებს. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა განცხადებები ამ ფორმატში არ განიხილება!

სრულად

ბრძანების N:

პროფესორ რუდოლფ ჰოპენფელნერისათვის (გერმანია) ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

1. მიენიჭოს პროფესორ რუდოლფ ჰოპენფელნერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისა და სამეცნიერო-პრაქტიკული დახმარებისათვის.

 

საფუძველი: მედიცინის ფაკულტეტის საბჭოს წარდგინება.

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი,
პროფესორი გიორგი ხუბუა

სრულად

ბრძანების N: 5