საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
საბაკალავრო ნაშრომების დაცვის განრიგი (ისტორიის მიმართულება)

„ისტორიის“ პროგრამის საბაკალავრო ნაშრომების დაცვა შედგება 2024 წლის 9 თებერვალს, 11:00-ზე, თსუ I კორპუსის აუდ. 201-ში.

1. ლედი ბუხრაშვილი
2. გულია ქიარიმოვა
3. ნინო ხალვაში
4. ნია ტაგანაშვილი
5. მარიტა ხარშილაძე
6. თინათინ ეცადეიშვილი
7. ნიკოლოზ ხოფერია
8. მარიამ წიწაკიშვილი
9. მარიამ კახეთელიძე
10. მარიამ ტყემალაძე
11. ანა არსენიძე
12. ანა თანდიაშვილი
13. თათია ბადრიაშვილი

სრულად

ბრძანების N:

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023- 2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილების განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2024 წლის 22 იანვრის N18/01-01 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 56-ე მუხლის, 57-ე მუხლის პირველი ნაწილის, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტისა და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის N2850/30, 07.02.2024 წარდგინების საფუძველზე

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2024 წლის 22 იანვრის N18/01-01 ბრძანებაში და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„1. განისაზღვროს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამებზე ვაკანტური ადგილები წინამდებარე ბრძანების N1 და N2 დანართების (დანართი N1; დანართი N2) შესაბამისად:“

2. შევიდეს დამატება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დოქტორანტურაში მიღების გამოცხადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ“ რექტორის 2024 წლის 22 იანვრის N18/01-01 ბრძანებაში და ბრძანებას დაემატოს დანართი N2 წინამდებარე ბრძანებაზე თანდართული სახით (დანართი N2);

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტმენტს.

4. ბრძანების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსებისა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისათვის გადაცემის უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას.

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავ

რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 31/01-01

თსუ-მ კანცლერი აირჩია

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სენატმა 52 ხმით თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობაზე მეორე ვადით ლაშა საღინაძე აირჩია.

 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატის შერჩევის მიზნით პრეტენდენტთა რეგისტრაცია 2024 წლის 8 იანვრიდან 18 იანვრამდე მიმდინარეობდა.

 

დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ:  შემაჯამებელი ოქმი.

სრულად

ბრძანების N:

სტუდენტური სამეცნიერო კონფერენცია გივი გაჩეჩილაძე 110

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი 2024 წლის 12-13 ივნისს გამართავს ცნობილი ქართველი თარგმანმცოდნისა და  მთარგმნელის,  პროფესორ გივი გაჩეჩილაძის დაბადებიდან 110 წლისთავისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას.

კონფერენციაზე იმუშავებს შემდეგი სექციები:

ქართველოლოგია

თარგმანმცოდნეობა           

ლიტერატურათმცოდნეობა

ინტერდისციპლინური კვლევები

 

სამუშაო ენა: ქართული.

რეგლამენტი:

მოხსენება – 15 წუთი;

მსჯელობა – 5 წუთი;

მნიშვნელოვანი თარიღები:

კონფერენციის ჩატარების თარიღი:  12-13 ივნისი, 2024

თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადა –  10 მაისი, 2024

 

სავალდებულოა პროფესორის, სტუდენტის ხელმძღვანელის/რეკომენდატორის, წერილობითი დასკვნა, რომ თეზისები აკმაყოფილებს კონფერენციის სამეცნიერო და ტექნიკურ მოთხოვნებს და შესაძლებელია წარმოდგენილი იყოს გივი გაჩეჩილაძის დაბადებიდან 110 წლისთავისადმი მიძღვნილ სტუდენტურ სამეცნიერო კონფერენციაში).

საკონტაქტო პირი:  ფილოლოგიის დოქტორი ნინო პოპიაშვილი

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის I კორპუსი,  ჭავჭავაძის გამზ. #1, ოთახი N 204, თბილისი, საქართველო.

ელ.ფოსტა: javakhishvili_students@tsu.ge

 

თეზისების გაფორმების წესი:

ფონტი: Sylfaen
ზომა: 12
ინტერვალი: 1,5
მოცულობა: მაქსიმუმ 1 გვერდი ( 250 სიტყვა)

 

სრულად

ბრძანების N:

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის და 24-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ზ’’ და "ი" ქვეპუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა’’, ,,ვ’’, ,,ზ’’, ,,ნ’’ და ,,პ” ქვეპუნქტების, წარმომადგენლობითი სამჭოს 2023 წლის 26 დეკემბრის N7 სხდომის ოქმის და ,,სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 17 იანვრის 1/04 ერთობლივი ბრძანების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის შესარჩევად.

2. პირველი პუნქტით განსაზღვრული ვაკანსიისათვის შრომის ანაზღაურება შეადგენს თვეში 2200 (ორიათასი ორასი) ლარს (საშემოსავლო გადასახადისა და საპენსიო ანარიცხის ჩათვლით, სამუშაო საათები-09:00 სთ-დან 18:00სთ-მდე ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა. 3. აპლიკანტს მოეთხოვება:

ა) ბაკალავრის აკადემიური ხარისხი;

ბ)არანაკლებ 3 წლის სამუშაო გამოცდილება, მათ შორის არანაკლებ 1 წელი ხელმძღვანელის/მენეჯერის პოზიციაზე.

გ) შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის სერთიფიკატი (აკრედიტებული პროგრამის)

დ) თსუ-ში მოქმედი რეგულაციების ცოდნა პოზიციის სპეციფიკიდან გამომდინარე: საქართველოს ორგანული კანონი ,, საქართველოს შრომის კოდექსი“, საქართველოს ორგანული კანონი ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ“, საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“; თსუ შინაგანაწესი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები, ეთიკის კოდექსი, თსუ წესდება, შრომის უსაფრთხოების სამსახურის დებულება, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული ,,სახანძრო უსაფრთხოების ინსტრუქცია“.

4. აპლიკანტს უნდა ჰქონდეს:

ა) გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;

ბ) ფორს-მაჟორულ ვითარებაში მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი;

გ) ოპერატიულობა;

დ) კომპიუტერული უნარები;

ე) ერთდროულად სხვადასხვა ამოცანებზე დამოუკიდებლად და ეფექტურად მუშაობის უნარი;

ვ) ცვლილებების ადეკვატურად აღქმისა და სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;

ზ) ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

თ) დასაბუთების უნარი;

ი) პუნქტუალურობა და დროის ეფექტიანი მართვა.

5. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოზიციაზე დასაქმებულ პირს მოეთხოვება შემდეგი ფუნქციების შესრულება:

ა) უხელმძღვანელოს და წარმართოს სამსახურის საქმიანობა;

ბ) წარმოადგინოს სამსახური დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელებისას და აიღოს პასუხისმგებლობა სამსახურზე დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებაზე;

გ) გაანაწილოს მოვალეობები სამსახურის თანამშრომლებს შორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციის შესაბამისად, მისცეს მათ მითითებები და დავალებები;

დ) ზედამხედველობა გაუწიოს სამსახურის თანამშრომლების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვან შესრულებას, განახორციელოს მათ მიერ უნივერსიტეტის შინაგანაწესის შესრულების კონტროლი;

ე) ხელი მოაწეროს სამსახურში მომზადებულ დოკუმენტებს და თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში მოახდინოს უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულების მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების პროექტების ვიზირება;

ვ) წარადგინოს ანგარიში სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველწლიურად, აგრეთვე ნებისმიერ დროს უნივერსიტეტის რექტორის და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის დავალებით;

ზ) ორგანიზება გაუწიოს ამ დებულებით სამსახურისათვის დაკისრებული ფუნქციების შესრულებას, ამისთვის წარუდგინოს უნივერსიტეტის რექტორს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს/ან მისი ბრძანებით დანიშნულ პასუხისმგებელ პირს წინადადებები ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის მიზნით;

თ) წარუდგინოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს/ან მისი ბრძანებით დანიშნულ პასუხისმგებელ პირს წინადადებები სამსახურის შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, სამსახურის თანამშრომლების წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ი) უშუამდგომლოს იმ სახსრების, მოწყობილობებისა და ინვენტარის გამოყოფაზე, რაც აუცილებელია სამსახურის წინაშე მდგარი ფუნქციებისა და ამოცანების შესასრულებლად;

კ) თავისი უფლებამოსილების ფარგლებში სამსახურის სახელით გასცეს დასკვნები;

ლ) პერიოდულად მოისმინოს სამსახურის თანამშრომლების ანგარიში მათ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

მ) უშუამდგომლოს სამსახურის თანამშრომლებს კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე, განახორციელოს ამ დებულებით, უნივერსიტეტის სამართლებრივი აქტებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

6. კონკურსში მონაწილეობის მსურველ აპლიკანტს მოეთხოვება შემდეგი საბუთების წარმოდგენა:

ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე;

ბ) CV ქართულ ენაზე (დოკუმენტის PDF ვერსია) ელექტრონულად;

გ) განათლების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუნენტის ასლები;

დ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის სურათიანი გვერდის ასლი;

ე) კონკურსით გამოცხადებული ვაკანსიის დაკავების შემთხვევაში აპლიკანტმა პერსონალის მართვის დეპარტამენტში უნდა წარმოადგინოს ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ’;

ვ) პროფესიული გამოცდილების ამსახველი დოკუმენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში (ამონაწერი შრომის წიგნაკიდან/ ცნობა სამსახურიდან და სხვ.);

7. კონკურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტის შერჩევა განხორციელდბა სააპლიკაციო პაკეტის განხილვის საფუძველზე საკონკურსო კომისიის მიერ. არასრულად საბუთების გამოგზავნის შემთხვევაში, საკონკურსო კომისიის მიერ აპლიკანტის საბუთები არ განიხილება. აპლიკანტი, ვის მიერ წარმოდგენილი საბუთებიც დააკმაყოფილებს საკონკურსო მოთხოვნებს, წინასწარი შეტყობინების საფუძველზე შესარჩევ კომისიასთან გაივლის გასაუბრებას (კონკრეტული თარიღი და დრო ეცნობებათ წინასწარ). გასაუბრების შედეგები აპლიკანტს ეცნობება პირადად;

8. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის შერჩევის მიზნით შეიქმნას კომისია და დამტკიცდეს კომისიის მუშაობის წესი არაუგვიანეს 2024 წლის 30 იანვრისა;

9. ბრძანებით მოთხოვნილი დოკუმენტები აპლიკანტების მიერ გადმოგზავნილი უნდა იქნეს 2024 წლის 26 იანვრიდან 2024 წლის 30 იანვრის ჩათვლით 15:00 საათამდე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tsu.ge სათაურის ველში უნდა მიეთითოს ,,შრომის უსაფრთხოების სამსახურის უფროსი“.

10. ბრძანება სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომის უსაფრთხოების სამსახურის უფროსის შესარჩევად კონკურსის გამოცხადების შესახებ განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე - www.tsu.ge-ზe და ინტერნეტ სივრცეში;

11. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარედგინოს არაუგვიანეს 2024 წლის პირველი თებერვლისა.

12. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა საღინაძე

სრულად

ბრძანების N: 12/02-01

თანამშრომლობა კორეის რესპუბლიკის საელჩოსთან

თსუ იურიდიული ფაკულეტის დეკანი ასოცირებული პროფესორი თამარ ზარანდია და დეკანის მოადგილეები - პროფესორი ირმა ხარშილაძე და ასოცირებული პროფესორი გიორგი დგებუაძე საქართველოში კორეის რესპუბლიკის საელჩოს დროებით საქმეთა რწმუნებულს - კიმ ტონგ ოპისსა და კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს - თარაშ პაპასქუას შეხვდნენ.

 

შეხვედრაზე განიხილეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კორეის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები. კერძოდ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და კორეის უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის დადების შესაძლებლობა. მემორანდუმის გაფორმების მიზანი იქნება ორი უნივერსიტეტის იურდიულ ფაკულტეტებს შორის სამეცნიერო, საგანმანათლებლო და კვლევითი კოოპერაციის გაღრმავება.

 

შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა თანამშრომლობის სხვა შესაძლებლობები.

სრულად

ბრძანების N:

დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევა

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის კანდიდატთა შერჩევის მიზნით საკონკურსო საბუთების ჩამონათვალი და წარმოდგენის ვადები

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე დოქტორანტთა საუნივერსიტეტო დაფინანსებისათვის საკონკურსო საბუთების  წარმოადგენის ვადები:  2024  წლის  25 იანვრიდან 29 იანვრის ჩათვლით.

მისამართი: თბილისი 0186, უნივერსიტეტის ქუჩა №2 (კორპუსი X ) ოთახი № 307.
 

საბუთების  ჩამონათვალი:    

ა) განცხადება ფაკულტეტის დეკანის სახელზე (დანართი №1)
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) კონკურსანტის ავტობიოგრაფია (CV);
დ) დანართი №2 გათვალისწინებული დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
ე) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ და  სტუდენტის სასწავლო ბარათი.
 

სრულად

ბრძანების N:

სამეცნიერო ჟურნალის "საქართველოს გეოგრაფიის" ახალი ნომერი

გამოვიდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერდისციპლინური სამეცნიერო ჟურნალის "საქართველოს გეოგრაფიის" მე-13 ნომერი (მთავარი რედაქტორი პროფესორი ნოდარ ელიზბარაშვილი) . იხილეთ  https://geographyge.tsu.ge/ka/menu/41/5 (https://geographyge.tsu.ge/ka/menu/41/5) 

სრულად

ბრძანების N:

დოქტორანტ ნათია შარაბიძის სადისერტაციო ნაშრომის საჯარო დაცვა

2024 წლის 14 თებერვალს, 14:00 საათზე, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე შედგება ბიზნესის ადმინისტრირების  სადოქტორო პროგრამის დოქტორანტ ნათია შარაბიძის სადისერტაციო ნაშრომის: „ეფექტიანი საბიუჯეტო პოლიტიკის გავლენა ეკონომიკურ    ზრდაზე“,  საჯარო დაცვა (მაღლივი კორპუსი, აუდიტორია #206).
სამეცნიერო ხელმძღვანელი:   ასოცირებული პროფესორი  მიხეილ ჩიკვილაძე
სადისერტაციო  ნაშრომის დაცვის კომისია: პროფესორი ირაკლი კოვზანაძე (თავმჯდომარე), პროფესორი ნუგზარ  თოდუა, პროფესორი ელგუჯა მექვაბიშვილი (მოადგილე),  პროფესორი დავით ნარმანია, პროფესორი იოსებ არჩვაძე  (ქუთაისის უნივერსიტეტი),  ასოცირებული პროფესორი ხათუნა ბარბაქაძე, ასოცირებული პროფესორი ნატო კაკაშვილი  (მდივანი), ასოცირებული პროფესორი თეა კასრაძე, ასოცირებული პროფესორი ნანა სრესელი, ასოცირებული პროფესორი ლეილა ღუდუშაური, ასოცირებული პროფესორი ავთანდილ ჩუთლაშვილი.
 

სრულად

ბრძანების N:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2023 წლის 18 დეკემბრის №327/01-01 და 2023 წლის 19 დეკემბრის №328/01-01  ბრძანებების, თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის 2024 წლის 11 იანვრის №368/29 და №369/29 წერილებისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 იანვრის №1 სხდომის ოქმის  საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის (მიკროეკონომიკის კათედრა, მაკროეკონომიკის კათედრა) ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:


საკონკურსო კომისია:


ა) მერაბ ხოხობაია - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ზურაბ აბრამიშვილი - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ნინო ლობჟანიძე - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) დალი სეხნიაშვილი - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი;
ე) თეიმურაზ გოქსაძე - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი;


საკონკურსო-სააპელაციო კომისია:


ა) ლია თოთლაძე - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ლელა ჯამაგიძე - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) დავით კბილაშვილი - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი (კომისიის მდივანი).


2. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის (ფინანსებისა და საბანკო საქმის კათედრა) ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:


საკონკურსო კომისია:


ა) მანანა ლობჟანიძე - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) მიხეილ ჩიკვილაძე - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) თამარ კბილაძე - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) ნატო კაკაშვილი - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ე) თამარ გამსახურდია - გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორი;


საკონკურსო-სააპელაციო კომისია:


ა) მერაბ ჯიქია - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ლეილა ღუდუშაური - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ნანა ოქრუაშვილი - თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი).


3. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
4. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
5. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე   

სრულად

ბრძანების N: 1/2024

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე–8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, თსუ-ს რექტორის 2023 წლის 15 დეკემბრის №322/01-01 ბრძანების, თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის 2023 წლის 28 დეკემბრის №39942/26  წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2024 წლის 22 იანვრის №1 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს: 


1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:


საკონკურსო კომისია:


ა) თამარ გაგოშიძე - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ლალი სურმანიძე - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) თამარ აბაშიძე - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) მანანა მელიქიშვილი - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ე) მანანა გაბაშვილი - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი;
ვ) დავით ძიძიგური - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტრის დირექტორი, პროფესორი;


საკონკურსო-სააპელაციო კომისია:


ა) მაია მესტვირიშვილი - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) სოფიო დოლიძე - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ლუიზა არუთინოვა - თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი).


2.  დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
3. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
4.  დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 
აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე   

სრულად

ბრძანების N: 3/2024

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2023- 2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში მობილობის ვადებისა და წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის განსაზღვრის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ №10/ნ ბრძანების №1 დანართის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა-გ“ ქვეპუნქტების, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის 2024 წლის 12 იანვრის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის ერთი დაწესებულებიდან სხვა დაწესებულებაში გადასვლის (მობილობის) პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ “ N1.1/1 ბრძანების საფუძველზე,

ვბრძანებ

1. განისაზღვროს 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის მობილობის ვადები:

ა) პროცედურული ვადები:

ა.ა) დოკუმენტაციის მიღება – 12– 13 თებერვალი;

ა.ბ) უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება – 14 თებერვალი;

ა.გ) სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და წერილობითი განცხადებით დადასტურება (თანხმობა/უარი)– 15 თებერვალი;

ა.დ) საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა – 16 თებერვალი;

ა.ე) მობილობით ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვა -19 თებერვალი;

ბ) საგამოცდო ვადები (უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველი დოქტორანტებისთვის/მაგისტრანტებისათვის):

ბ.ა) უცხო ენის გამოცდა (ინგლისური) – 14 თებერვალი;

ბ.ბ) გამოცდის შედეგების გამოცხადება –15 თებერვალი;

ბ.გ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 15 თებერვალი;

ბ.დ) აპელაციის შედეგების გამოცხადება -15 თებერვალი;

ბ.ე) გასაუბრება სპეციალობაში- 16 თებერვალი.

2. განისაზღვროს წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):

ა) განცხადება;

ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;

გ) პირადობის მოწმობის ასლი;

დ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) სტუდენტის სტატუსის განმსაზღვრელი ყველა სამართლებრივი აქტის ასლი;

ვ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;

ზ) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა (მხოლოდ დოქტორანტებისთვის).

ი) სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა (მხოლოდ დოქტორანტებისთვის).

კ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული) (მხოლოდ დოქტორანტებისთვის).

ლ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

მ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

4. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 10/01-01

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ავტორიზაციის სტატუსის მაძიებლის თვითშეფასების ანგარიშის მომზადების მიზნით სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე’’ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე - 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის, მე-9 და მე - 12 პუნქტების, უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის 2024 წლის 17 იანვრის N932/10 წერილის საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ავტორიზაციის სტატუსის მაძიებლის თვითშეფასების ფორმის მომზადების მიზნით შეიქმნას სამუშაო ჯგუფი (შემდგომში - ,,სამუშაო ჯგუფი“) შემდეგი შემადგენლობით:

ა) ჯაბა სამუშია - რექტორი - სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარე;

ბ) ლაშა საღინაძე - ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი - სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე;

გ) კახაბერ ჭეიშვილი - რექტორის მოადგილე (საუნივერსიტეტო სერვისების სფერო) - სამუშაო ჯგუფის წევრი;

დ) ერეკლე ასტახიშვილი - რექტორის მოადგილე (საერთაშორისო ურთიერთობათა სფერო) - სამუშაო ჯგუფის წევრი;

ე) ნინო გვენეტაძე - რექტორის მოადგილე(სასწავლო დარგში), კომისიის წევრი;

ვ) შოთა ფოთოლაშვილი - ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - სამუშაო ჯგუფის თავმჯდომარის მოადგილე;

ზ) ნინო ოკრიბელაშვილი - სტრატეგიული განვითარების მუდმივმოქმედი საბჭოს თავმჯდომარე - სამუშაო ჯგუფის წევრი;

თ) დალი კანდელაკი - საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს აპარატის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

ი) გიორგი შამათავა - ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე - სამუშაო ჯგუფის წევრი;

კ) გიორგი ღაღანიძე - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

ლ) მზია წერეთელი - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

მ) ნანა გაფრინდაშვილი - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

ნ) სალომე დუნდუა - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

ო) თამარ ზარანდია - იურიდიული ფაკულტეტის დეკანი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

პ) მაია ბიწკინაშვილი - მედიცინის ფაკულტეტის დეკანი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

ჟ) რამაზ ხომერიკი - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

რ) ზურაბ გაიპარაშვილი - უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

ს) ნინო პავლიაშვილი - ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

ტ) თეა გერგედავა - საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

უ) გიორგი ღვედაშვილი - სამეცნიერო კვლევებისა და განვითრების დეპარტამენტის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

ფ) ლევან კერესელიძე - საფინანსო დეპარტამენტის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

ქ) თინა მელქოშვილი - სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

ღ) არჩილ კუკულავა - იურიდიული დეპარტამენტის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

ყ) ნათელა ლაცაბიძე - პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

შ) ნუნუ ოვსიანიკოვა - კანცელარიის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

ჩ) ნატო ჩუბინიძე - საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

ც) მაია ჩიღვინაძე - საგამოცდო ცენტრის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

ძ) ირაკლი ხარჯავანიძე - კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

წ) გიორგი თავაძე - დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

ჭ) გია მამულაშვილი - უწყვეტი განათლების ცენტრის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

ხ) ნინო უგრეხელიძე - საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

ჯ) იოსებ სოფრომაძე - მატერიალური რესურსების მართვის დეპარტამენტის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

ჰ) გიორგი გრიგოლაშვილი - სტუდენტური სერვისების და კარიერული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

1 ) თამარ ვეფხვაძე - რექტორის მრჩეველი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

2 ) შოთა ჭანტურიძე - შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

3 ) გიორგი გაფრინდაშვილი - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

4 ) სანდრო ტაბატაძე - სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

5 ) კახა კუჭუხიძე - სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

6 ) მერაბ ხოხობაია - ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების სამსახურის უფროსი;

7 ) ლილი ხეჩუაშვილი - ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

8 ) თინათინ დავითაშვილი - უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინსტიტუციური განვითარებისა და ავტორიზაციის განყოფილების მთავარი სპეციალისტი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

9 ) ნატალია ბარათელი - უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის მრჩეველი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

10) ნინო ქიმერიძე - უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის აკრედიტაციის, კვლევებისა და შეფასებების განყოფილების უფროსი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

11) გიული კალატოზიშვილი - უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის აკრედიტაციის, კვლევებისა და შეფასებების განყოფილების მთავარი სპეციალისტი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

12) ქრისტინე ჩიხლაძე - უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინსტიტუციური განვითარებისა და ავტორიზაციის განყოფილების მთავარი სპეციალისტი - სამუშაო ჯგუფის წევრი;

13) თეა ზარნაძე - უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინსტიტუციური განვითარებისა და ავტორიზაციის განყოფილების მთავარი სპეციალისტი - სამუშაო ჯგუფის მდივანი.

2. კომისია უფლებამოსილია საქმიანობის პერიოდში მოიწვიოს შესაბამისი გამოცდილების და კომპეტენციის მქონე დაინტერესებული პირები/ექსპერტები.

3. დაევალოს სამუშაო ჯგუფს უზრუნველყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის სტატუსის მაძიებლის თვითშეფასების ანგარიშის საბოლოო ვერსიის მომზადება არაუგვიანეს 2024 წლის 10 თებერვლისა.

4. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას წინამდებარე ბრძანების გადაცემა დაინტერესებულ პირთათვის.

5. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.

6. ბრძანება ძალაში შედის გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 13/01-01

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო კვლევით ერთეულში - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგის (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების დანართი N1-ის მე-6 მუხლის მე-16, მე-17, მე-18 და მე-20 პუნქტების, ივანე ჯავახიშვილი სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დებულების მე-8 მუხლის მე-7 პუნქტის, მე-10 მუხლის მე-4 პუნქტის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 28 ნოემბრის N28/04 ერთობლივი ბრძანებისა და ინსტიტუტის დირექტორის გ. ჭეიშვილის 2024 წლის 17იანვრის N831/10 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის 2024 წლის 15 იანვრის სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1.დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო კვლევით ერთეულში - ივანე ჯავახიშვილი სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის სამეცნიერო პერსონალის - მეცნიერი თანამშრომლების თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსის შედეგი (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვროს არჩეულად:

ანთროპოლოგიური კვლევის ლაბორატორია

ნინო თავართქილაძე - მეცნიერი თანამშრომელი (4 წლის ვადით)

2. დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება სამეცნიერო პერსონალთან;

3.წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

4.წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ივანე ჯავახიშვილი სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი);

5.ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 15/01-01

პალერმოს საერთაშორისო სიმპოზიუმში თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის წარმომადგენლები მოხსენებით გამოვიდნენ


2024 წლის 11-12 იანვარს პალერმოს უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე (პალერმო, იტალია) გაიმართა ბიზნეს სისტემების ლაბორატორიის მე-8 საერთშორისო სიმპოზიუმი „დიდი გადატვირთვა - შესაძლებლობა თუ საფრთხე?“(“GREAT RESET – Opportunity or Threat?” http://bslab-symposium.net/Palermo-2024/BSLAB-Symposium-Palermo-2024.htm). 
აღნიშნულ სიმპოზიუმში მონაწილოება მიიღო თსუ-ის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სამმა აკადემიურმა პერსონალმა, ოთხი მოხსენებით, კერძოდ:
1.    ასოც. პროფ.ინეზა გაგნიძე - სიმპოზიუმის ერთ-ერთი სექციის „მეოთხე და მეხუთე ინდუსტრიული რევოლუციები - გამოწვევები ახალი რეალობისთვის“ (Industry 4.0 and Industry 5.0 – Challenges for New Normal http://bslab-symposium.net/Palermo-2024/BSLAB-Palermo-2024-Industry4.htm) ხელმძღვანელი. მოხსენების სათაური იყო „შრომის ბაზრის გამოწვევები და განათლების როლი მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის პირობებში“ (Labour market challenges and the role of Education during Industry 4.0);
2.    ასოც. პროფ. ირინა გოგორიშვილი - სასტენდო მოხსენება „მწვანე წყალბადის წარმოების შესაძლებლობები და მათი განვითარების პოლიტიკა საქართველოში“ (Opportunities for green hydrogen productionand policy for their development in Georgia);
3.    ასოც. პროფ. რუსუდან სეთურიძე - მოხსენება 1: „ეკონომიკური ზრდის გაძლიერება ციფრული ტექნოლოგიების მეშვეობით: ფოკუსირება ელექტრონულ საგადასახადო სერვისებზე“ (Enhancing Economic Growth through Digital Technologies: A Focus on Electronic Tax Services) (თანაავტორები: ასოც. პროფ. მარინა ჩავლეიშვილი, ასოც. პროფ.  ვასილ კიკუტაძე).
მოხსენება 2: „მწვანე ეკონომიკის სწავლების ტენდენციები თანამედროვე ინფორმაცი¬ული ტექნოლოგიების გამოყენებით უმაღლეს სასწავლებლებში“ (Trends in teaching green economy using modern information technologies in higher education institutions) (თანაავტორები: ასოც. პროფ. ნინო თოფურია, მაგისტრი ქეთინო ბოხაშვილი);
სიმპოზიუმში ზემოაღნიშნული აკადემიური პერსონალის მონაწილეობა წარმატებით შედგა. სამივე მათგანი არის ბიზნეს სისტემების ლაბორატორიის სამეცნიერო საბჭოს წევრი (http://www.bslaboratory.net/WEB/Scientific%20Board.htm). ოთხივე მოხსენება მიწვეული იქნება სიმპოზიუმთან ასოცირებულ საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალებში გამოსაქვეყ¬ნებლად. სიმპოზიუმის მონაწილეები მიიწვიეს სხვა სამეცნიერო კონფერენციებზე, რომლებიც დაგეგმილია ჩატარდეს 2014 წელს. სიმპოზიუმის განმავლობაში შედგა საინტერესო შეხვედრები და დაიგეგმა სამომავლო ერთობლივი სამეცნიერო საქმიანობა უცხოელ კოლეგებთან ერთად.

 

სრულად

ბრძანების N:

მე-3 საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლა „აფხაზეთი: უძველესი დროიდან დღემდე

24-30 მაისს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მე-3 საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლა „აფხაზეთი: უძველესი დროიდან დღემდე (ისტორიულ-კულტუროლოგიური ასპექტები)“ 2024 გაიმართება.


საერთაშორისო საგაზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქართველ და უცხოელ სტუდენტებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს (მაგისტრანტი, მაგისტრი, დოქტორანტი, დოქტორი), რომელთა ინტერესის სფეროს წარმოადგენს საქართველოს, კერძოდ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ისტორიისა და კულტურის კვლევა.

 

პროექტის მთავარი მიზანია საქართველოს განუყოფელი ნაწილის, მისი ოკუპირებული ტერიტორიის  - აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის - ისტორიის გააზრება თანამედროვე სამეცნიერო სტანდარტებზე დაყრდნობით, აქტუალურ საკითხებზე დისკუსია და სამომავლო კვლევითი პერსპექტივების დასახვა, ახალგაზრდა მეცნიერთა დაინტერესება აფხაზეთთან დაკავშირებული საკითხების კვლევით, ქართველ მეცნიერთა საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირება.

 

საგაზაფხულო სკოლის პროგრამა მოიცავს ექვს სასწავლო მოდულს: 1. ტერმინები “აფხაზი” და “აფხაზეთი”; 2. აფხაზეთი უძველესი დროიდან შუა საუკუნეებამდე (ახალი მოდული); 3. აფხაზეთი: “აფხაზთა სამეფოდან” ოკუპირებულ ტერიტორიამდე; 4. ყოფა აფხაზეთში: ეთნოლოგიური ექსკურსი (ახალი მოდული); 5. აფხაზეთი: კულტურული მემკვიდრეობა; 6. აფხაზეთი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებში. სალექციო კურსთან და ვორქშოფებთან ერთად დაგეგმილია დისკუსიები მრგვალი მაგიდისა და პანელურ ფორმატში, ასევე, გასვლითი აქტივობები სკოლის თემატიკასთან დაკავშირებული ისტორიული მნიშვნელობის ძეგლების მოსანახულებლად. ცნობილი ქართველი მეცნიერები, ასევე უცხოელი მკვლევრები თავის კვლევის შედეგებსა და მეთოდოლოგიას გაუზიარებენ სკოლის ქართველ და უცხოელ მსმენელებს.

 

სკოლის სამუშაო ენებია  ქართული და ინგლისური. ლექციებისა და სხვა აქტივობების ჩატარება უზრუნველყოფილი იქნება სინქრონული თარგმანით.

 

პროექტი უზრუნველყოფს  მსმენელების დაბინავებას, კვებას, შიდა ტრანსპორტირებასა და ექსკურსიებს;  არ ანაზღაურებს თბილისში მსმენელების  მგზავრობის ხარჯს.

სკოლაში მონაწილეობის მსურველებმა 2024 წლის 01 მარტამდე  უნდა გამოაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა (ქართულიინგლისური) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: abkhazia.school@manuscript.ge. შერჩეულ კანდიდატებს ეცნობებათ არაუგვიანეს 2024 წლის 10 მარტისა.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით საკონტაქტო პირს ქვემოთ მითითებულ ტელეფონზე ან ელექტრონულ მისამართზე.

E-mail: abkhazia.school@manuscript.ge

info@manuscript.ge

ტელ.: 577 79 54 54                          

E-mail: irinagogonaia@manuscript.ge

სრულად

ბრძანების N:

წიგნის "კულტურული გადაკვეთები შოთა რუსთაველისა და ნიზამი განჯელის შემოქმედებაში" ინგლისური გამოცემის პრეზენტაცია

2024 წლის 29 იანვარს, 14.00 სთ-ზე, შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტში შედგება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ ფუნდამენტური კვლევების კატეგორიაში დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მომზადებული წიგნის: "კულტურული გადაკვეთები შოთა რუსთაველისა და ნიზამი განჯელის შემოქმედებაში" ინგლისური გამოცემის პრეზენტაცია (წიგნი დაიბეჭდა კემბრიჯის აკადემიურ გამომცემლობაში).

 

იხ. მოსაწვევი.

სრულად

ბრძანების N:

დოქტორანტების საყურადღებოდ!

დოქტორანტებისათვის გამოცდა "მეცნიერების მენეჯმენტში" ჩატარდება 2024 წლის 29 იანვარს 15:00 საათზე თსუ II კორპ. 337 ოთახში.

სრულად

ბრძანების N: