საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
ბრძანება
თარიღი
სტუდენტური პროექტები წარმატებით განხორციელდა

თსუ პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტებმა მარიამ ხმიადაშვილმა და ანი ჩიღოშვილმა (“ღონისძიების ორგანიზება”, თბილისი) და ლენა მეშველიანმა (“ღონისძიების ორგანიზება”, ქუთაისი) წარმატებით განახორციელეს სტუდენტური პროექტები თბილისსა და ქუთაისში. პროექტების მიზანი იყო პროფესიული სტუდენტებისთვის დამატებით ისეთი ცოდნის და უნარების მიცემა, რაც მათ  მომავალში დასაქმებასა და კარიერულ განვითარებაში დაეხმარებათ.

 

სტუდენტური პროექტები თბილისსა და ქუთაისში მასტერკლასების ჩატარებას ითვალისწინებდა. ტრენერებმა თსუ ასოცირებულმა პროფესორმა, ფსიქოლოგიის დოქტორმა ნატა ასათიანმა და სოციალური მედიის სპეციალისტმა, მასკომუნიკაციის მაგისტრმა გვანცა ბზიავამ სტუდენტებისთვის გამართეს მასტერკლასები: „საჯარო გამოსვლები და ეფექტური პრეზენტაცია” და “სოციალური მედია როგორც კომუნიკაციის ეფექტური საშუალება”.

 

მასტერკლასების დასრულების შემდეგ თსუ პროფესიული განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა ლევან წიქარიძემ და ტრენერებმა ნატა ასათიანმა და გვანცა ბზიავამ სტუდენტებს სპეციალური სერტიფიკატები გადასცეს. როგორც ლევან წიქარიძემ აღნიშნა, თსუ პროფესიული განათლების ცენტრი სტუდენტებისთვის ყოველწლიურად აცხადებს კონკურსს სტუდენტური პროექტების დაფინანსებაზე. მისივე თქმით, თსუ-ს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ნებისმიერ სტუდენტს ან სტუდენტთა ჯგუფს  შეუძლია წარმოადგინოს პროფესიულ/საგანმანათლებლო და კულტურულ/სპორტული პროექტები, რომელიც თსუ პროფესიული განათლების ცენტრის მხარდაჭერით და დაფინანსებით განხორციელდება. ამასთან, ლევან წიქარიძის განცხადებით, 2025 წლიდან იგეგმება სტუდენტური პროექტებისთვის გამოყოფილი ყოველწლიური დაფინანსების გაზრდა, რათა კიდევ უფრო მეტ სტუდენტს შეეძლოს თსუ პროფესიული განათლების ცენტრის მხარდაჭერით განათლებასა და განვითარებაზე ორიენტირებული პროექტების განხორციელება.

სრულად

ბრძანების N:

ენათმეცნიერ-კავკასიოლოგთა VII საერთაშორისო სიმპოზიუმი - სიტყვაწარმოების საკითხები კავკასიის ენებში

2024 წლის 12-13 ნოემბერს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი გიწვევთ,  ენათმეცნიერ-კავკასიოლოგთა VII საერთაშორისო სიმპოზიუმზე.

სიმ­პო­ზი­უმ­ზე გან­ხი­ლუ­ლ იქნება სიტყვაწარმოების საკითხები კავკასიის ენებში.

მოხსენებები შეეხება კავკასიის ტერიტორიაზე წარმოდგენილი ნებისმიერი ენობრივი ოჯახის ენის და, აგრეთვე, დიალექტის სიტყვაწარმოების საკითხებს.

         განიხილება მეტყველების ნებისმიერი ნაწილის სიტყვაწარმოება როგორც სინქრონიულ, ისე დიაქრონიულ ასპექტებში.

თე­მა­ტი­კა:

 ●  სიტყვაწარმოების თეორიული საკითხები.

 ●  აფიქსური სიტყვაწარმოების სტრუქტურული და სემანტიკური ანალიზი.

 ●  კომპოზიტური სიტყვაწარმოების სტრუქტურული და სემანტიკური ანალიზი.

 ●   რედუპლიკაცია.

 ● ლექსიკალიზაცია.

 ● სიტყვაწარმოების სხვა საშუალებები.

 ● სიტყვაწარმოების ონომასიოლოგიური და სემასიოლოგიური ასპექტები.

 ● სიტყვაწარმოების ტიპოლოგია.

 ● სიტყვაწარმოება და კოგნიტიური ლინგვისტიკა.

 ● სიტყვაწარმოება და ანთროპოლოგიური ლინგვისტიკა, ეთნოლინგვისტიკა.

 ● სიტყვაწარმოება და არეალური ლინგვისტიკა.

 ● სიტყვაწარმოების  შედარებითი და შეპირისპირებითი კვლევა სხვადასხვა     ენებსა და დიალექტებში.

 ● სიტყვაწარმოება და დარგობლივი ლექსიკა.

 ● სიტყვაწარმოება და ტერმინოლოგია.

 ● სიტყვაწარმოება და ლექსიკოგრაფია.

 ● სიტყვაწარმოება და თანამედროვე ინფორმაციულ-კომპიუტერული ტექ­ნო­ლო­გიე­ბი – მონაცემთა ანოტირე­ბის სა­კი­თხე­ბი, დოკუმენტაცია, მონაცემთა ბაზების შექმნა და სხვ.

სიმპოზიუმის ჩატარების ადგილი თბილისი.

სიმპოზიუმის გახსნა: 12 ნოემბერი, (საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, რუსთაველის გამზირი, 52, III სართული, პრეზიდიუმის დარბაზი, ბიბლიოთეკა)

 09:30 – მონაწილეთა რეგისტრაცია

 10: 00 – სიმპოზიუმის გახსნა, მისალმებები, მოხსენებები

13:00 – 14:00 – შესვენება

 14: 00 – 17: 00 – სექციური სხდომები

 

 13 ნოემბერი  (ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, I კორპუსი, ჭავჭავაძის გამზირი, 1, აუდ. №202, №212)

10:00 – 13:00 – სექციური სხდომები

13:00 – 14:00 – შესვენება

პ ლ ე ნ ა რ უ ლ ი ს ხ დ ო მ ა

 14:00 – 18:00 – მოხსენებები

18:00 – შემაჯამებელი სხდომა

იხ. სიმპოზიუმის პროგრამა

სრულად

ბრძანების N:

პროგრამა "მომავალი მდგრადობის ლიდერები"

"მომავალი მდგრადობის ლიდერები" (FSL) არის ერთწლიანი პროგრამა, რომელიც უნივერსიტეტის სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს აკავშირებს გლობალური ბიზნესების ლიდერებთან, პოლიტიკოსებსა და ტექნოლოგიების პიონერებთან, რათა დაეხმაროს მათ, ისწავლონ მდგრადობის უახლესი საუკეთესო პრაქტიკა.

 

პროგრამა გადასცემს ძირითად ცოდნას, ნამდვილ სამუშაო გამოცდილებას და ნეთვორქინგის უნარებს 12 თვის განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების საშუალებით. ყოველი ციკლი იწყება იანვარში გამართულ, რეგიონის მდგრადობის ყველაზე დიდ, აბუ დაბის მდგრადობის კვირეულზე (ADSW) აბუ დაბიში. ამ უნიკალური პროგრამის საშუალებით სტუდენტები ეცნობიან მდგრადობის დღის წესრიგის
სამომავლო ხედვას და უკეთ ესმით, თუ როგორ შეუძლიათ თავიანთი წვლილის შეტანა
გლობალური მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში.


პროგრამის სამიზნე ჯგუფი წარმოადგენს 19-დან 35 წლამდე სტუდენტებს ან პროფესიის მქონე
ახალგაზრდებს.


განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2024 წლის 30 ნოემბერი.
სააპლიკაციო ბმული: https://masdar.my.site.com/Y4SFSL/

სრულად

ბრძანების N:

ასოცირებულ პროფესორს ვასილ კიკუტაძეს გარდაეცვალა მამა

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის, მენეჯმენტისა და ადმინისტრირების კათედრის ასოცირებულ პროფესორ ვასილ კიკუტაძეს გარდაეცვალა მამა, სულიკო კიკუტაძე.

პანაშვიდი: 29 და 30 ოქტომბერი. დაკრძალვა: 31 ოქტომბერი.

მისამართი: სამტრედიის რაიონი, სოფელი კორმაღალი.

სრულად

ბრძანების N:

CPIFP Los Enlaces მიერ შემოთავაზებული სტიპენდიები თსუ-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლებისათვის

CPIFP Los Enlaces თსუ-ს აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლებისათვის აცხადებს კონკურსს პერსონალის საერთაშორისო კრედიტ მობილობის სტიპენდიების მოსაპოვებლად.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დასაქმებულ აკადემიურ პერსონალს, გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე დასაქმებულ ადმინისტრაციულ პერსონალს და საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტის პერსონალს, რომელთა საქმიანობა მოიცავს ERASMUS+ საერთაშორისო კრედიტ მობილობის მართვას.

კონკურსში მონაწილეობასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაცია, მათ შორის, წარსადგენი საბუთების ჩამონათვალი, იხილეთ მიმაგრებულ ფაილში.

სრულად

ბრძანების N:

საერთაშორისო ვორკშოპი  „ინდუსტრიის საგანმანათლებლო პროცესში ჩართვის გზები“

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა საერთაშორისო ვორკშოპი გამართეს, რომელზეც ინდუსტრიისა და აკადემიის თანამშრომლობასა და ინდუსტრიის საგანმანათლებლო პროცესში ჩართვის გზებზე ისაუბრეს.

 

ღონისძიება თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა. თსუ პროფესორებმა, საერთაშორისო პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა აშშ-დან, საფრანგეთიდან, გერმანიიდან, აგრეთვე, დარგის სპეციალისტებმა მოხსენებები წაიკითხეს ინდუსტრიის ჩართულობაზე სასწავლო გეგმის შემუშავებაში, ასევე ინტელექტუალური საკუთრების საკითხებზე.

 

თსუ პროფესორმა მაგდა ცინცაძემ უნივერსიტეტის, სტუდენტისა და ინდუსტრიის თანამშრომლობის უპირატესობებზე ისაუბრა. მისი თქმით, ღონისძიების მიზანია ინდუსტრიასა და აკადემიას შორის ურთიერთობის მოდელის იდენტიფიკაცია და ევროპელი და ამერიკელი კოლეგების გამოცდილების გაზიარება. “ინდუსტრია განაპირობებს ქვეყნების განვითარებას. საგანმანათლებლო პროცესმა ფეხი უნდა აუბას ამას. უნდა შემოვიტანოთ ისეთი კურსები, რომელიც თანამედროვეობას ასახავს. მათთვის მნიშვნელოვანია დასაქმების პერსპექტივა, ჩვენი კურსდამთავრებულების 90 პროცენტი დასაქმებულია. ისინი სწავლის პერიოდშივე იწყებენ მუშაობას.  სწორედ ინდუსტრიის ჩართულობაა მნიშვნელოვანი ამ პროცესში”,- განაცხადა მაგდა ცინცაძემ.

 

საერთაშორისო ვორქშოპის გახსნას თსუ პროფესორი, პროექტის „თსუ ICT საგანმანათლებლო-ინდუსტრიულ-სამეცნიერო ჰაბი“ პროექტის თანახელმძღვანელი მანანა ხაჩიძე, სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის გლობალური კამპუსის უფროსი  ვიცე-დეკანი, პროფესორი მაჰასვეტა სარკარი, პროფესორები, სტუდენტები, ინდუსტრიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

ღონისძიება „ინდუსტრიის საგანმანათლებლო პროცესში ჩართვის გზები“ ხორციელდება კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) მიერ დაფინანსებული პროექტის „თსუ ICT საგანმანათლებლო-ინდუსტრიულ-სამეცნიერო ჰაბი“ ფარგლებში. პროექტი მიზნად ისახავს შექმნას კომპიუტერული მეცნიერების განათლების გაუმჯობესების ცენტრი-ჰაბი არსებული პროგრამების მოდერნიზებით, ინდუსტრიული პრაქტიკის ინტეგრირებით და გენდერული ინკლუზიურობის ხელშეწყობით. ასევე ითვალისწინებს ორმაგი სამაგისტრო პროგრამის შექმნას, სწავლების მოწინავე მეთოდების დანერგვას და ელექტრონული სწავლების ინფრასტრუქტურის შექმნას.

სრულად

ბრძანების N:

სლუპსკის უნივერსიტეტში თსუ-ს ძალისხმევით მედიაციის საუნივერსიტეტო ცენტრი დაფუძნდა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის, სსიპ საქართველოს მედიატორთა ასოციაციისა  და სლუპსკის უნივერსიტეტის (პოლონეთი) ერთობლივი ინიციატივით სლუპსკის უნივერსიტეტის სამართლისა და ადმინისტრაციის ინსტიტუტის ბაზაზე დაფუძნდა მედიაციის საუნივერსიტეტო ცენტრი.

 

 ევროპულ უნივერსიტეტში კონფლიქტების გადაწყვეტის ცენტრის დაფუძნების ცერემონიალს   ესწრებოდნენ პოლონეთისა და ევროპის სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, პოლონეთის სასამართლო ხელისუფლების, მედიატორთა პროფესიული ორგანიზაციების წარმომადგენლები. ინსტიტუციურ პარტნიორებთან ერთად თსუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის ინტელექტუალური რესურსების გამოყენებითა და მხარდაჭერით დაიგეგმა მნიშვნელოვანი ინსტიტუციური თანამშრომლობა პოლონეთში მედიაციის ინსტიტუციონალიზაციის -  კვლევის, განათლების ხარისხის ამაღლების და იურიდიული განათლების გაძლიერების მიმართულებით.

 

სლუპსკის უნივერსიტეტში საფუძველი ჩაეყრება მედიატორთა პროფესიულ სწავლებას და სასერტიფიკატო პროგრამების ორგანიზებას,  საუნივერსიტეტო კურიკულუმში დაინერგება მედიაციის კლინიკა, რომელიც საუნივერსიტეტო სწავლებასთან ერთად უზრუნველყოფს სტუდენტთა სტაჟირებას სასამართლო მედიაციის პროგრამებში, დაფუძნდება ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენციის და მედიციაში წარმომადგენლობის იმიტირებული კონკურსების აკადემიური ტრადიცია აკადემიური პერსონალისა და მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენლების ჩართულობით, 2025 წლიდან განხორციელდება  ერასმუს პლუს პროგრამის ფარგლებში პროფესორთა და ახალგაზრდა მეცნიერთა სასწავლო მობილობის პროგრამები, ასევე საერთაშორისო რეფერირებადი სამეცნიერო ჟურნალის გამოცემა დავის ალტერნატიული გადაწყვეტის სფეროში, რომელიც მოემსახურება მედიაციის თემატიკაზე სამეცნიერო კვლევების ინტერნაციონალიზაციას.

სრულად

ბრძანების N:

სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში -ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის  ინსტიტუტის  მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  გამოცხადებული  კონკურსის  შედეგის (შემაჯამებელი ოქმი) დამტკიცების შესახებ

,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 373 მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების, ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს  განათლებისა  და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე მუხლის მე-8 პუნქტის ,,ა“ და ,,პ“ ქვეპუნქტების და მე-9 პუნქტის, ,,სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში  მიღების  ერთიანი წესისა და სამეცნიერო  თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2017 წლის  31 მაისის N63/2017 დადგენილების  დანართი  N1-ის  მე-6  მუხლის  მე-17,  მე-18  და  მე-20 პუნქტების, მე-7 მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დებულების მე-10 მუხლის, სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო   უნივერსიტეტის   საშტატო   განრიგის   დამტკიცების   შესახებ რექტორისა და  ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 18 ოქტომბრის N22/04 ერთობლივი ბრძანებისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის   დირექტორის  გიორგი ჭეიშვილის 2024 წლის 21 ოქტომბრის N19468/10-02 წერილის (თან ერთვის ინსტიტუტის საკონკურსო კომისიის  2024 წლის  18 ოქტომბრის სხდომის შემაჯამებელი ოქმი) საფუძველზე,


ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. დამტკიცდეს  სსიპ-ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე  გამოცხადებული  კონკურსის  შედეგი  (შემაჯამებელი ოქმი) და განისაზღვროს არჩეულად:


ძველი ქვეყნების ისტორიის  განყოფილება

ვალერიან ვაშაკიძე - მთავარი მეცნიერი თანამშრომელი - 1 საშტატო ერთეული (10 წლის ვადით)

2.დაევალოს პერსონალის მართვის დეპარტამენტს ვალერიან ვაშაკიძესთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება
3.წინამდებარე  ბრძანების  განთავსება  ოფიციალურ  ვებგვერდზე  დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს.
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს დაინტერესებულ პირებსა და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური და საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი).
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.


რექტორი ჯაბა სამუშია

სრულად

ბრძანების N: 286/01-01      

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის  საერთო საცხოვრებელში, სარგებლობის უფლების მოპოვების მიზნით, ონლაინ რეგისტრაციის გამოცხადების თაობაზე

„უმაღლესი განათლების შესახებ“  საქართველოს კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის, 24-ე  მუხლის   პირველი  პუნქტის  „ზ“   ქვეპუნქტის,  საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის  პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის  პირველი და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის   მე-2  და  მე-3  ნაწილების,  57-ე  მუხლის,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის  2013 წლის  11 სექტემბრის  N135/ნ ბრძანებით  დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების  მე-15 მუხლის  პირველი პუნქტის, მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ "ო" და ,,პ“ ქვეპუნქტების, „სსიპ  - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის სტუდქალაქის შინაგანაწესის დამტკიცების თაობაზე“ ადმინისტრაციის   ხელმძღვანელის  2017 წლის  27 სექტემბრის N216/02-01ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული სსიპ  - ივანე  ჯავახიშვილის სახელობის თბილისის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტუდქალაქის შინაგანაწესის მე-4 მუხლის მე-2 და მე-8 პუნქტების და  თსუ  სტუდქალაქის სტუდენტური  სერვისების  განყოფილების უფროსის ზაზა წაქაძის 2024 წლის 15 ოქტომბრის N27174/10 კორესპონდენციის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდქალაქის  საერთო საცხოვრებელში  სარგებლობის  უფლების მოპოვების მიზნით, გამოცხადდეს ონლაინ რეგისტრაცია ბაგების საერთო საცხოვრებლის 30 (ოცდათი) ადგილზე და ლისის საერთო საცხოვრებლის 20 (ოცი) ადგილზე.
2. ონლაინ რეგისტრაცია განხორციელდეს სტუდენტის პორტალზე 2024 წლის 18 ოქტომბრის 11:00 საათიდან, 2024 წლის 18 ოქტომბრის 16:00 საათამდე.
3. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს ონლაინ რეგისტრაციისათვის საჭირო ღონისძიებების  გატარება.
4. დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს წინამდებარე ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე  განთავსება.
5. დაევალოს კანცელარიას წინამდებარე ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე.
6. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.

ადმინისტრაციის ხელმძღვანელი  ლაშა საღინაძე
 

სრულად

ბრძანების N: 322/02-01

თსუ მეცნიერთა კვლევის საერთაშორისო აღიარება

7-13 ოქტომბერს  გერმანიის ქალაქ კიოლნში, გამოყენებით მეცნიერებათა  საერთაშორისო უნივერსიტეტში (IU  of Applied Sciences)  ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია (ISPC 2024) „ციფრული მენეჯმენტი და ხელოვნურ ინტელექტი.“

 

სამეცნიერო კონფერენცია (ISPC 2024) ორგანიზებული იყო კიოლნის ელექტრონული კომერციის ინსტიტუტის (კიოლნი, გერმანია), აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (თბილისი, საქართველო), ადელფის უნვერსიტეტის (გარდენ სითი, ნიუ იორკი, აშშ) და გამოყენებით მეცნიერებათა საერთაშორისო უნივერსიტეტის (კიოლნი, გერმანია) მიერ.

 

კონფერენციაზე წარმოდგენილ  7 თემატურ სესიაში,  მონაწილეობდა 70 მომხსენებელი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.  კონფერენციაზე სამეცნიერო მოხსენებები  წარადგინა  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიურმა პერსონალმაც, მათ შორის  პროფესორ ეთერ ხარაიშვილის, ასოცირებული პროფესორის ია ნაცვლიშვილის და ასისტენტ-პროფესორის თამარ ლაზარიაშვილის  მოხსენებამ „აგროსასურსათო ინდუსტრიის ციფრიზაცია: გამოწვევები და შესაძლებლობები მდგრადი განვითარებისათვის“ დიდი ინტერესი გამოიწვია.  გაიმართა დისკუსია და კითხვა-პასუხის სესია.

 

კონფერენციის ორგანიზატორების მიერ ასახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელთა მოხსენება კონფერენციის  საუკეთესო კვლევით ნაშრომად  იქნა აღიარებული.

 

სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ციფრიზაციის მნიშვნელობაზე საქართველოს აგროსასურსათო ინდუსტრიის  განვითარებასა და სასურსათო უსაფრთხოების მიზნების მიღწევის თვალსაზრისით. ციფრიზაცია შეფასებულია,  როგორც ინდუსტრიის   მოდერნიზაციისა და პროგრესის საფუძველი. აღსანიშნავია ავტორების მიერ განხორციელებული ბიბლიომეტრიული კვლევის ანალიზი (SLR), რომლითაც  გამოვლინდა  საკვლევი ფოკუსის შესაბამისი კვლევის ძირითადი მიმართულებები, შეფასდა  კვლევის პროცესის ევოლუციური განვითარება,  მოხდა  კვლევითი კლასტერების იდენტფიცირება ქვეყნებისა და დომინანტური პუბლიკაციების ავტორების მიხედვით,  შეფასდა მეცნიერთა განსხვავებული მოსაზრებები ციფრიზაციის კონცეფციების შესახებ.  ბიბლიომეტრიული კვლევა ჩატარებულია Canva-ს, VOSviewer-ის, Datawrapper-ისა და Bibliometrix-ის პროგრამების საშუალებით, ხოლო საკვლევ ბაზად გამოყენებულია  Scopus-ისა და Web of Science-ის, ასევე,  Datareportal-ის ბაზები.

 

ნაშრომში დასაბუთებულია, რომ ციფრიზაცია  განვითარების ახალ პერსპექტივებს ქმნის აგროსასურსათო  ინდუსტრიის განვითარებაში. გაკეთებული დასკვნის საფუძველზე,  თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელია დასახელებული ინდუსტრიის  მდგრადობის მიღწევა და მწარმოებლურობის  ამაღლება. კვლევაში მოცემულია რეკომენდაციები აგროსასურსათო ინდუსტრიაში ციფრიზაციის განვითარების შესაძლებლობებზე. 

 

წარდგენილი სამეცნიერო ნაშრომი გამოქვეყნდება Scopus-ში ინდექსირებულ სპრინგერის გამოცემაში – “Springer Proceedings in Business and Economics (SPBE)’’.

 

სამეცნიერო მივლინების პერიოდში ავტორებმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნეს  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო მიღწევები, დასახეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები უცხოელ მკვლევრებთან და პროფესიული კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებთან.

სრულად

ბრძანების N:

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორების საერთაშორისო აღიარება

სამეცნიერო კვლევის საერთაშორისო აღიარება

 2024 წლის 7-13 ოქტომბერს  გერმანიის ქალაქ კიოლნში, გამოყენებით მეცნიერებათა  საერთაშორისო უნივერსიტეტში (IU  of Applied Sciences)  ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია (ISPC 2024) „ციფრული მენეჯმენტი და ხელოვნურ ინტელექტი.“

სამეცნიერო კონფერენცია (ISPC 2024) ორგანიზებული იყო კიოლნის ელექტრონული კომერციის ინსტიტუტის (კიოლნი, გერმანია), აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (თბილისი, საქართველო), ადელფის უნვერსიტეტის (გარდენ სითი, ნიუ იორკი, აშშ) და გამოყენებით მეცნიერებათა საერთაშორისო უნივერსიტეტის (კიოლნი, გერმანია) მიერ.

კონფერენციაზე წარმოდგენილ  7 თემატურ სესიაში,  მონაწილეობდა 70 მომხსენებელი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.  

კონფერენციაზე სამეცნიერო მოხსენებები  წარადგინეს  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის  აკადემიურმა პერსონალმაც, მათ შორის  პროფესორ ეთერ ხარაიშვილის, ასოცირებული პროფესორის ია ნაცვლიშვილის და ასისტენტ-პროფესორის თამარ ლაზარიაშვილის  მოხსენებამ „აგროსასურსათო ინდუსტრიის ციფრიზაცია: გამოწვევები და შესაძლებლობები მდგრადი განვითარებისათვის“ დიდი ინტერესი გამოიწვია.  გაიმართა დისკუსია და კითხვა-პასუხის სესია.

კონფერენციის ორგანიზატორების მიერ აღნიშნული მოხსენება კონფერენციის  საუკეთესო კვლევით ნაშრომად  იქნა აღიარებული.

სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ციფრიზაციის მნიშვნელობაზე საქართველოს აგროსასურსათო ინდუსტრიის  განვითარებასა და სასურსათო უსაფრთხოების მიზნების მიღწევის თვალსაზრისით. ციფრიზაცია შეფასებულია,  როგორც ინდუსტრიის   მოდერნიზაციისა და პროგრესის საფუძველი. აღსანიშნავია ავტორების მიერ განხორციელებული ბიბლიომეტრიული კვლევის ანალიზი (SLR), რომლითაც  გამოვლინდა  საკვლევი ფოკუსის შესაბამისი კვლევის ძირითადი მიმართულებები, შეფასდა  კვლევის პროცესის ევოლუციური განვითარება,  მოხდა  კვლევითი კლასტერების იდენტფიცირება ქვეყნებისა და დომინანტური პუბლიკაციების ავტორების მიხედვით,  შეფასდა მეცნიერთა განსხვავებული მოსაზრებები ციფრიზაციის კონცეფციების შესახებ.  ბიბლიომეტრიული კვლევა ჩატარებულია Canva-ს, VOSviewer-ის, Datawrapper-ისა და Bibliometrix-ის პროგრამების საშუალებით, ხოლო საკვლევ ბაზად გამოყენებულია  Scopus-ისა და Web of Science-ის, ასევე,  Datareportal-ის ბაზები.

ნაშრომში დასაბუთებულია, რომ ციფრიზაცია  განვითარების ახალ პერსპექტივებს ქმნის აგროსასურსათო  ინდუსტრიის განვითარებაში. გაკეთებული დასკვნის საფუძველზე,  თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელია დასახელებული ინდუსტრიის  მდგრადობის მიღწევა და მწარმოებლურობის  ამაღლება. კვლევაში მოცემულია რეკომენდაციები აგროსასურსათო ინდუსტრიაში ციფრიზაციის განვითარების შესაძლებლობებზე. 

წარდგენილი სამეცნიერო ნაშრომი გამოქვეყნდება Scopus-ში ინდექსირებულ სპრინგერის გამოცემაში – “Springer Proceedings in Business and Economics (SPBE)’’.

სამეცნიერო მივლინების პერიოდში ავტორებმა კონფერენციის მონაწილეებს გააცნეს  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო მიღწევები, დასახეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები უცხოელ მკვლევრებთან და პროფესიული კვლევითი ინსტიტუტის წარმომადგენლებთან.

 

 

სრულად

ბრძანების N:

„ ევროპული და შედარებითი კონკურენციის სამართალი და პოლიტიკა“ (ECCLAP)

 

2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ვებინარების სერია

 

ვებინარი N1

 

თამთა მარგველაშვილი - „ევროკავშირთან მიერთების პროცესის გადატვირთვა: ციფრულ პლატფორმებთან დაკავშირებული კონკურენციის სამართლის აღსრულების ტენდენციები აღმოსავლეთ ევროპის კონტექსტში“


2024 წლის 30 ოქტომბერი, 18:00-19:30 (ონლაინ რეჟიმში)


 

 

მოწვეული ექსპერტის შესახებ:

თამთა მარგველაშვილი - იურიდიული კომპანია „ნოდია, ურუმაშვილი და პარტნიორების“ კონკურენციის, კაპიტალისა და ფინანსური ბაზრების მიმართულების დირექტორი; ბელგიის ლიუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის (KU Leuven) სამართლის მაგისტრი (LL.M) საერთაშორისო და ევროპული ბიზნეს სამართლის მიმართულებით. თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი კონკურენციის სამართალში. მისი სადოქტორო კვლევა ფოკუსირებულია ეკონომიკის რეგულირებად სექტორებში კონკურენციის კანონის აღსრულების მექანიზმებზე, შედარებით კონტექსტში (ევროკავშირის კანონმდებლობასთან).

 

ვებინარის შესახებ:

 

საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირთან მიერთების პროცესი ამ ქვეყნების ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ფაზაა. ხსენებული ფაზის საფუძველია ასოცირების შეთანხმებები, რომლებმაც შესაძლებელი გახადა რეგიონში კონკურენციის ძლიერი კანონების ფორმირება. თუმცა, ციფრული ვაჭრობის ხანაში „ტრადიციული“ კონკურენციის კანონმდებლობა შესაძლოა საკმარისი არ აღმოჩნდეს. შედეგად, გამოიკვეთა ორი საჭირბოროტო საკითხი:

  • როგორ ვითარდება აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში „კონკურენციის ყოვლისმომცველი კანონმდებლობა“ ბოლო რვა წლის განმავლობაში და კვლავ საკმარისია თუ არა ეს კანონმდებლობა ევროკავშირთან მიერთებისთვის?

  • ყურადღება უნდა გაამახვილოს თუ არა ევროკავშირმა ციფრულ ბაზრებზე კონკურენციის სამართლის აღსრულების საკითხზე, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ევროკავშირთან მიერთების მოლაპარაკებების ჭრილში?

ვებინარი ეძღვნება ამ საკითხების განხილვას. ის ეფუძნება ევროკავშირსა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის არსებული კონკურენციის ჩარჩოს დებულებების ანალიზს (ყურადღება გამახვილდება საქართველოზე).

To attend the webinar, please klick on the link below:
https://us06web.zoom.us/j/86867807091

 

 

 

სრულად

ბრძანების N:

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გუნდი „ფეხოსანი“ Liga TSU-ს გამარჯვებულია!

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გუნდი „ფეხოსანი“ Liga TSU-ს გამარჯვებულია!

„ფეხოსნებმა“ ფინალში სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის გუნდი „სპორტული ჟურნალისტები“ 3:1 დაამარცხეს.  მესამე ადგილი დაიკავა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის გუნდმა „ფრონტი“, რომელმაც ანგარიშით 6:1 ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის გუნდი „რეკორდმაისტერი“დაამარცხა.

ფინალურ შეხვედრას თსუ რექტორი ჯაბა სამუშია, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი სალომე დუნდუა, სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ლუკა ტაბიძე, სტუდენტები, პროფესორები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

თსუ სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ორგანიზებულ საფეხბურთო ჩემპიონატში სულ 16 გუნდი მონაწილეობდა. Liga TSU-ს გამარჯვებულებს თასი სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა  ჯაბა სამუშიამ გადასცა.

სრულად

ბრძანების N:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ ერთსაფეხურიანი სამედიცინო/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო/ მულტილინგვური განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2024- 2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ ერთსაფეხურიანი სამედიცინო/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო/ მულტილინგვური განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე“ თსუ რექტორის 2024 წლის 27 აგვისტოს N704/01-04 ბრძანებით დაიწყო წარმოება თსუ-ს სტუდენტებისათვის ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის თაობაზე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღება წარმოადგენს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველს. წარმოების შედეგად დადგინდა, რომ თსუ-ს რექტორის 2024 წლის 01 სექტემბრის N723/01-04 ბრძანებაში მითითებულ სტუდენტთა ნაწილს, რომელთა მიმართაც მიმდინარეობდა წარმოება, ნამდვილად აქვს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველი, ხოლო სტუდენტთა ნაწილს არ უნდა შეუწყდეს სტუდენტის სტატუსი. ასევე, წარმოებისას დადგენილი იქნა თსუ-ს სტუდენტთა გარკვეული რაოდენობა, რომელთა მონაცემები არ იყო ზემოხსენებულ ბრძანებაში მითითებული და თუმცა მათ 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსი მესამედ ჰქონდათ არჩეული და კრედიტი არ ჰქონდათ მიღებული. სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 41-ე მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღება წარმოადგენს სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძველს და წარმოების პროცესში დადგენილ სტუდენტებს უნდა შეუწყდეთ სტუდენტის სტატუსი 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემეტრიდან. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ემუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის პირველი, მეორე და მესამე ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის- ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების“ მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის, „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების საჯაროდ გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ თსუ-ს რექტორის 2010 წლის 13 სექტემბრის N83/01-01 ბრძანების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის N 27072/28; 11.10.2024; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის N25130/27, 26.09.2024; სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის N24935/30, 25.09.2024; ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის N26243/29, 07.10.2024; იურიდიული ფაკულტეტის დეკანის N5092/31-01, 26.09.2024; ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილის N23485/26, 11.09.2024 და მედიცინის ფაკულტეტის დეკანის N26063/32, 04.10.2024 წარდგინებების საფუძველზე,

ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:

1. შეუწყდეთ თსუ-ს სტუდენტის სტატუსი 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან, სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო/ მულტილინგვური განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებს, 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით, ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, ფაკულტეტების შესაბამისად თანდართული სიის მიხედვით:

1.1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N1);

1.2. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N2);

1.3. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N3);

1.4. ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დანართი N4);

1.5. იურიდიული ფაკულტეტი (დანართი N5);

1.6. მედიცინის ფაკულტეტი (დანართი N6);

1.7. ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი (დანართი N7);

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.

3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს და განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.

4. ბრძანება ძალაშია საჯარო გამოცხადებისთანავე.

5. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 961/01-04

„იმიტირებული სასამართლო პროცესი კონკურენციის სამართალში“

 

 

საინაუგურაციო იმიტირებული სასამართლო პროცესი კონკურენციის სამართალში

(14 დეკემბერი 2024)

 

2024-2026 წლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახორციელებს ჟან მონეს მოდულს „ევროპული და შედარებითი კონკურენციის სამართალი და პოლიტიკა“ (European and Comparative Competition Law and Policy – ECCLAP). მოდულის ფარგლებში, დაინტერესებულ სტუდენტებს ვიწვევთ კონკურენციის სამართლის საინაუგურაციო იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობისთვის.

 

ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დარეგისტრირებულ სამართლის საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის  სტუდენტს. მონაწილეობისთვის აუცილებელია 2-3 სტუდენტისგან შემდგარი გუნდი. ერთი და იმავე დაწესებულებიდან შესაძლებელია ერთზე მეტი გუნდის მონაწილეობა.

 

იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდება სამ ეტაპად:

 

  •   რეგისტრაცია/ინტერესის გამოხატვა
  •   წერილობითი რაუნდი
  •   ზეპირი რაუნდი

 

რეგისტრაცია/ინტერესის გამოხატვა შესაძლებელია სპეციალური ფორმის მეშვეობით (იხ. ქვემოთ).

 

წერილობით რაუნდში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ გუნდებს. ხსენებული რაუნდის ფარგლებში, გუნდებმა უნდა წარმოადგინონ წერილობითი პოზიცია მათთვის წინასწარ მიწოდებულ კაზუსთან დაკავშირებით, როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის პერსპექტივით.

 

ზეპირ რაუნდში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ წერილობითი რაუნდის წარმატებით გადამლახავი გუნდები. ხსენებული რაუნდიც დაეფუძნება წერილობითი რაუნდის ფარგლებში განსახილველ კაზუსს.

 

ზეპირ რაუნდში მონაწილე გუნდებს გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატები. გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდება ფულადი პრიზით - 300 ევრო.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ თანდართული დოკუმენტები:

 

 

მონაწილეობის მსურველებს - წარმატებებს გისურვებთ და გელით!

სრულად

ბრძანების N:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე პროფესორისა და ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიების შემადგენლობების დამტკიცების შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ც“ ქვეპუნქტის, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2014 წლის 14 ივლისის №73/2014 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს რეგლამენტის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ჰ1“ ქვეპუნქტის, „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღებისა და კონკურსის ჩატარების ერთიანი წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2014 წლის 22 დეკემბრის №118/2014 დადგენილების, თსუ-ს რექტორის 2024 წლის 6 სექტემბრის №237/01-01 და №239/01-01 ბრძანებებისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2024 წლის 7 ოქტომბრის №14 სხდომის ოქმის საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოსოფიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ესთეტიკისა და კულტურის ფილოსოფიის კათედრის პროფესორისა და ვიზუალური ხელოვნების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის სახვითი ხელოვნების კათედრის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:


საკონკურსო კომისია: 


ა) დემურ ჯალაღონია - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი  (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ლევან სილაგაძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ანასტასია ზაქარიაძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) ვალერიან რამიშვილი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
ე) მამია სურმავა - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;


საკონკურსო-სააპელაციო კომისია:


ა) ირაკლი ბრაჭული - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ლელა გელეიშვილი - თსუ-ს მოწვეული პედაგოგი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) მამუკა დოლიძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი. 


2. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტის რომანული ფილოლოგიის კათედრის (ფრანგული ლიტერატურა, იტალიური ფილოლოგია) ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:


საკონკურსო კომისია:


ა) ბელა ხაბეიშვილი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ქეთევან გალობერი - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ნინო ქავთარაძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) კონსტანტინე ბრეგაძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ე) სალომე კენჭოშვილი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი;


საკონკურსო-სააპელაციო კომისია:


ა) მარინე კობეშავიძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ციური ახვლედიანი - თსუ-ს ემერიტუსი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) თეა თათეშვილი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი (კომისიის მდივანი).


3. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის (კლასიკური ფილოლოგიისა კათედრა; ნეოგრეცისტიკის კათედრა) ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:


საკონკურსო კომისია:


ა) ნანა ტონია - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) მედეა აბულაშვილი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ეკატერინე კობახიძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) მარინე გიორგაძე - ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი;
ე) ზაზა ხინთიბიძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;


საკონკურსო-სააპელაციო კომისია:


ა) სოფიო შამანიდი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ქეთევან ნადარეიშვილი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) თამარ აფციაური - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი (კომისიის მდივანი).


4. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის თარგმანისა და ლიტერატურული ურთიერთობების სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:


საკონკურსო კომისია:


ა) მარიამ მირესაშვილი - სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ნესტან ციციშვილი - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სოციალურ მეცნიერებათა სკოლის დეკანი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ნინო წერეთელი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) თამარ შარაბიძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი;
ე) ივანე მჭედელაძე - თსუ-ს მოწვეული პედაგოგი;  


საკონკურსო-სააპელაციო კომისია:


ა) ნანა გაფრინდაშვილი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) მარიამ ფილინა - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) სოფიო ჩხატარაშვილი - თსუ-ს მოწვეული პედაგოგი (კომიიის მდივანი).


5. დამტკიცდეს სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის არაბისტიკის კათედრის ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შესარჩევი საკონკურსო და საკონკურსო-სააპელაციო კომისიები შემდეგი შემადგენლობებით:


საკონკურსო კომისია:


ა) დარეჯან გარდავაძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) მაია ანდრონიკაშვილი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) მარიამ ნანობაშვილი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის მდივანი);
დ) ნანი გელოვანი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი;
ე) თამარ მოსიაშვილი - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი;


საკონკურსო-სააპელაციო კომისია:


ა) ხათუნა თუმანიშვილი - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარე);
ბ) ნინო ეჯიბაძე - თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავმჯდომარის მოადგილე);
გ) ნინო სურმავა - თსუ-ს ენების ცენტრის არაბული ენის მასწავლებელი (კომისიის მდივანი).


6. დადგენილების ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსება დაევალოს თსუ-ს კანცელარიას.
7. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).
8. დადგენილება ძალაში შედის საჯაროდ გამოცხადებისთანავე.


აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე  

 

სრულად

ბრძანების N: 118/2024

„სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის  ფაკულტეტზე პროფესორების, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 18 ივნისის №157/2018 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლისა და 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „წ“ ქვეპუნქტის, 31–ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის, თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2024 წლის 16 სექტემბრის №24030/10 წერილისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2024 წლის 7 ოქტომბრის №14 სხდომის ოქმის  საფუძველზე,


აკადემიური საბჭო ადგენს:


1. ამოღებულ იქნეს „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის  ფაკულტეტზე პროფესორების, ასოცირებული პროფესორებისა და ასისტენტ-პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2018 წლის 18 ივნისის №157/2018 დადგენილების 1.6. პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი. 


2.  დადგენილება ძალაში შევიდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

აკადემიკოსი ჯაბა სამუშია
რექტორი, პროფესორი
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე  

სრულად

ბრძანების N: 120/2024

„სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო/მულტილინგვური განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2024- 2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე“ რექტორის 2024 წლის 27 აგვისტოს N704/01-04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 63-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, „ო“ და „პ“ ქვეპუნქტებისა და მე-9 პუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შევიდეს ცვლილება „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის/ერთსაფეხურიანი სამედიცინო/მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავროსამაგისტრო/მულტილინგვური განათლების დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების სტუდენტებისათვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის ჩათვლით ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსში სამჯერ კრედიტის ვერმიღების გამო, 2024- 2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სტუდენტის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით წარმოების დაწყების თაობაზე“ რექტორის 2024 წლის 27 აგვისტოს N704/01-04 ბრძანების მე-3 პუნქტში და იგი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: „3. წარმოების დასრულების ვადად განისაზღვროს არაუგვიანეს 15 ოქტომბერი.“

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;

3. დაევალოს კანცელარიას, ბრძანება გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;

4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ჯაბა სამუშია რექტორი

 

სრულად

ბრძანების N: 908/01-04

ჟან მონეს მოდული „ევროპული და შედარებითი კონკურენციის სამართალი და პოლიტიკა“

საინაუგურაციო იმიტირებული სასამართლო პროცესი კონკურენციის სამართალში

(14 დეკემბერი 2024)

 

2024-2026 წლებში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ახორციელებს ჟან მონეს მოდულს „ევროპული და შედარებითი კონკურენციის სამართალი და პოლიტიკა“ (European and Comparative Competition Law and Policy – ECCLAP). მოდულის ფარგლებში, დაინტერესებულ სტუდენტებს ვიწვევთ კონკურენციის სამართლის საინაუგურაციო იმიტირებულ სასამართლო პროცესში მონაწილეობისთვის.

 

ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დარეგისტრირებულ სამართლის საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამის  სტუდენტს. მონაწილეობისთვის აუცილებელია 2-3 სტუდენტისგან შემდგარი გუნდი. ერთი და იმავე დაწესებულებიდან შესაძლებელია ერთზე მეტი გუნდის მონაწილეობა.

 

იმიტირებული სასამართლო პროცესი ჩატარდება სამ ეტაპად:

  •   რეგისტრაცია/ინტერესის გამოხატვა
  •   წერილობითი რაუნდი
  •   ზეპირი რაუნდი

 

რეგისტრაცია/ინტერესის გამოხატვა შესაძლებელია სპეციალური ფორმის მეშვეობით (იხ. ქვემოთ).

 

წერილობით რაუნდში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ რეგისტრირებულ გუნდებს. ხსენებული რაუნდის ფარგლებში, გუნდებმა უნდა წარმოადგინონ წერილობითი პოზიცია მათთვის წინასწარ მიწოდებულ კაზუსთან დაკავშირებით, როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის პერსპექტივით.

 

ზეპირ რაუნდში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ წერილობითი რაუნდის წარმატებით გადამლახავი გუნდები. ხსენებული რაუნდიც დაეფუძნება წერილობითი რაუნდის ფარგლებში განსახილველ კაზუსს.

 

ზეპირ რაუნდში მონაწილე გუნდებს გადაეცემათ შესაბამისი სერთიფიკატები. გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდება ფულადი პრიზით - 300 ევრო.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ თანდართული დოკუმენტები:

სრულად

ბრძანების N:

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის გამო სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52- ე მუხლის პირველი ნაწილის, 53-ე მუხლის მესამე ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის– ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“ „ო“ და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N10/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის შესახებ“ N1 დანართის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 18 ოქტომბრის N90/ნ ბრძანებით დამტკიცებული „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების“მე-7 მუხლის მე-2 პუნქტისა და უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახული მონაცემების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. შეუწყდეთ თსუ-ს სტუდენტის სტატუსი 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის გამო წინამდებარე ბრძანების N1 დანართში მითითებულ შემდეგ სტუდენტებს (დანართი №1).

2. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.

3. დაევალოს კანცელარიას ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე პირთა მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს.

4. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე 5. წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ.თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, №64).

ჯაბა სამუშია რექტორი

სრულად

ბრძანების N: 869/01-04