საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
დადგენილება
თარიღი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2009–2010 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სამაგისტრო პროგრამების დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

29.09.2014, №92/2014 დადგენილებით

 



„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2009–2010 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სამაგისტრო პროგრამები (დანართი 1).


2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაეკისროს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 272

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2008 წლის №91 დადგენილების, წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებისა და რექტორის 2009 წლის 16 ივლისის  №73/01-01 და 2009 წლის 21 ივლისის №82/01-01 ბრძანებების საფუძველზე,

 

I. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

1. ყულიჯანიშვილი აკაკი – ფილოსოფიის დოქტორი, თსუ ასოცირებული პროფესორი, თავმჯდომარე
2. კალანდია ირაკლი _ ფილოსოფიის დოქტორი, ფილოსოფიის ინსტიტუტის დირექტორი
3. რაისნერი ოლივერ_ ისტორიის დოქტორი
4. სანაძე მანანა _ ისტორიის დოქტორი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი
5. არახამია გონელი _ ისტორიის დოქტორი 
6. ბერაძე თამაზ – ისტორიის დოქტორი
7. ბუხრაშვილი პაატა – ისტორიის დოქტორი, ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
8. გიორგაძე მარინე - ფილოლოგიის დოქტორი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
9. ჩიქოვანი ანი - ფილოლოგიის დოქტორი, თსუ ასოცირებული პროფესორი
10. ტყემალაძე რუსუდან – ფილოლოგიის დოქტორი, ბრიტანეთის საბჭოს ინგლისური ენის პროექტების მენეჯერი
11. კენჭოშვილი ირაკლი - ფილოლოგიის დოქტორი,
12. პაიჭაძე მანანა - ფილოლოგიის დოქტორი, გოეთეს საზოგადოების თბილისისგანყოფილების პრეზიდენტი
13. სიბილე შონბორნი, დიუსელდორფის ჰაინრიხ ჰაენეს უნივერსიტეტის  პროფესორი                                     
14. ეკიზაშვილი გიორგი –  თსუ მოწვეული ლექტორი
15. ჟოელ ბასტენერი – საქართველოში საფრანგეთის საელჩოს კულტურის ატაშე და  დიუმას ცენტრის დირექტორი.
16. ფურცელაძე ნანა - ფილოლოგიის დოქტორი, თსუ  პროფესორი
17. გიუნაშვილი ჯემშიდ – ფილოლოგიის დოქტორი
18. ლობჟანიძე გიორგი – ფილოლოგიის დოქტორი, თსუ ასოცირებული პროფესორი
19. გაბისკირია შალვა – ფილოლოგიის დოქტორი
20. მახარაძე მირიან – ფილოლოგიის დოქტორი, თსუ ასისტენტ პროფესორი
21. ცაგარეიშვილი ელენე – ფილოლოგიის დოქტორი
22. თანდაშვილი მანანა – ფილოლოგიის დოქტორი, მაინის ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის პროფესორი
23. უთურგაიძე თედო _ ფილოლოგიის დოქტორი, თსუ მოწვეული პროფესორი
24. კიკაჩეიშვილი თენგიზ - ფილოლოგიის დოქტორი, თსუ ასოცირებული პროფესორი
25. მირესაშვილი მაია – ფილოლოგიის დოქტორი, სოხუმის უნივერსიტეტის პროფესორი, მდივანი
26. გვეტაძე ომარ - ფილოლოგიის დოქტორი, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
27. არსენიშვილი ირინე – ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი
28. ჩუხუა მერაბ - ფილოლოგიის დოქტორი, თსუ ასოცირებული პროფესორი
29. ჯანაშია რუსუდან - ფილოლოგიის დოქტორი
30. მინდაძე ივანე – ფილოლგიის დოქტორი, თსუ ასოცირებული პროფესორი
31. იმნაძე ბორის _ ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი
32. სონია ფერერასი – საქართველოში ესპანეთის ელჩის მრჩეველი
 

 

II. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 271

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო  კომისიის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორისაკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2008 წლის N91 დადგენილების, წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის N13 სხდომის გადაწყვეტილებისა და რექტორის 2009 წლის    16  ივლისის N75/01-01, 2009 წლის 21 ივლისის N80/01–01 და 2009 წლის 30 ივლისის N85/01–01  ბრძანებების საფუძველზე

 

I. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

კომისიის თავმჯდომარე: ელიზბარ ნადარაია
კომისიის მდივანი: არჩილ ყიფიანი


მათემატიკის დარგობრივი ჯგუფი:

 

1. დავით გორდეზიანი, თსუ სრული პროფესორი (ხელმძღვანელი)
2. თამაზ ვაშაყმაძე, თსუ სრული პროფესორი
3. დუგლას უგულავა, სტუ სრული პროფესორი
4. დავით ნატროშვილი, სტუ სრული პროფესორი
5. სანდრო ლაშხი, სტუ სრული პროფესორი
6. ხიმური რუხაია, თსუ ლაბორატორიის გამგე


კომპიუტერულ მეცნიერებათა დარგობრივი ჯგუფი:

 

1. ალექსანდრე გამყრელიძე, თსუ სრული პროფესორი (ხელმძღვანელი)
2. თამაზ გაჩეჩილაძე, ფიზ.მათ. მეცნიერებათა დოქტორი
3. დავით დევაძე, ბსუ სრული პროფესორი
4. თამაზ სულაბერიძე, კიბერნეტიკის ინსტიტუტის დირექტორი


ფიზიკის დარგობრივი ჯგუფი:

 

1. გელა გელაშვილი, ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი (ხელმძღვანელი)
2. ალექსანდრე ღონღაძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი
3. გიორგი ჩაგელიშვილი, გეოფიზიკის ინსტიტუტი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი
4. გრიგოლ მამნიაშვილი, ფიზიკის ინსტიტუტი


ქიმიის დარგობრივი ჯგუფი:

 

1. რამაზ ქაცარავა, სტუ სრული პროფესორი (ხელმძღვანელი)
2. ელიზბარ ელიზბარაშვილი, სტუ სრული პროფესორი
3. ლერი გვასალია, სტუ სრული პროფესორი
4. თამაზ აგლაძე, სტუ სრული პროფესორი


ბიოლოგიის დარგობრივი ჯგუფი:

 

1. ზურაბ ქომეთიანი, ფიზიოლოგიის ინსტიტუტის განყოფილების გამგე (ხელმძღვანელი)
2. ნარგიზა ნაჭყებია, ფიზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი
3. ნოდარ მითაგვარია, ფიზიოლოგიის ინსტიტუტის განყოფილების გამგე
4. ზურაბ ცაგარელი, მორფოლოგიის ინსტიტუტი, პროფესორი
5. გვანცა ჭკადუა, ფიზიოლოგიის ინსტიტუტი
6. ლეილა  წაქაძე, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი
 

გეოგრაფიის დარგობრივი ჯგუფი:

 

1. ემილ წერეთელი, ბუნებრივი რესურსების გამოყენების და გარემოს დაცვის სამინისტრო, დეპარტამენტის ხელმძღვანელი (ხელმძღვანელი)
2. მელორ ალფენიძე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი
3. ლორენც კინგი, გისენის უნივერსიტეტის პროფესორი
4. გივი მელაძე, ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი


გეოლოგიის დარგობრივი ჯგუფი:

 

1. დავით შენგელია, ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტი, განყოფილების გამგე (ხელმძღვანელი)
2. აბესალომ ვეკუა, ეროვნული მუზეუმი, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი
3. თამარ წუწუნავა, ალექსანდრე ჯანელიძის გეოლოგიის ინსტიტუტი, დირექტორი


ელექტრონიკის დარგობრივი ჯგუფი:

 

1. დიმიტრი დარასელია, თსუ ლაბორატორიის გამგე, (ხელმძღვანელი)
2. ოთარ ხომერიკი, GPI, პროფესორი
3. ფაიკ ბოგდანოვი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი
 

 

II. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 270

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2008 წლის №91 დადგენილების, წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილებისა და რექტორის 2009 წლის 16 ივლისის №74/01-01 ბრძანების საფუძველზე,

 

I. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

1. იოხან ციმერმანი – რექტორის მრჩეველი, ეკონომიკის დოქტორი, თავმჯდომარე
2. ვოლფგანგ ვენგი - ეკონომიკის დოქტორი
3. ქეთევან ლაფაჩი - ეკონომიკის დოქტორი
4. იოსებ არჩვაძე - ეკონომიკის დოქტორი (კომისიის მდივანი)
5. თამარ ბერუჩაშვილი - ეკონომიკის დოქტორი


II. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 269

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის მუშაობის წესის დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
07.05.2012, №31 დადგენილებით

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის მუშაობის წესი (დანართი 1).


1. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 


პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 268

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2008 წლის N91 დადგენილების, წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის N13 სხდომის გადაწყვეტილებისა და რექტორის 2009 წლის 03 ივლისის N61/01–01 ბრძანების საფუძველზე,

 


I. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

1. ლევან ალექსიძე  – სრული პროფესორი
2. ირაკლი ბურდული –  ასოცირებული პროფესორი, თავმჯდომარე
3. თამარ ზარანდია – იურიდიულ მეცნიერებათა კანდიდატი
4. დავით იმნაძე –  ასოცირებული პროფესორი, მდივანი
5. მორის შალიკაშვილი – სამართლის დოქტორი


II. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 267

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სპეციალიზაციის სასერტიფიკატო პროგრამების დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N 490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“  მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სპეციალიზაციის სასერტიფიკატო პროგრამები:  „საკორპორაციო და საბანკო სამართალი“ (დანართი 1) და „მედია და სატელეკომუნიკაციო სამართალი (დანართი 2);


2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 266

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 0 6 ივლისის   N247 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

“საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის, “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,

 

1. შევიდეს ცვლილება  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს N247 დადგენილებაში და   I-ლი ნაწილის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„I. შემოდგომის სემესტრი
B 1. ბაკალავრიატი:

 

1. ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 3 აგვისტო – 21 სექტემბერი
2. პირველკურსელთა რეგისტრაცია (საბუთების წარმოდგენა) _ 7 სექტემბერი – 18 სექტემბერი.
3. აკადემიური რეგისტრაცია – 24 აგვისტო – 24 სეტქმბერი (ამავე პერიოდში იწარმოებს 2009 –2010 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის წინასწარი რეგისტრაცია)
4. სააუდიტორიო   მეცადინეობები – 28 სექტემბერი – 9 იანვარი
5. სასესიო პერიოდი – 11 იანვარი – 6 თებერვალი
6. არდადეგები  – 8 თებერვალი – 28 თებერვალი.“


1. II  ნაწილის 1-ლი პუნქტის 1.2. ქვეპუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„1.2. აკადემიური რეგისტრაცია – 8 თებერვალი – 1 მარტი (ამავე პერიოდში იწარმოებს 2010–2011 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის წინასწარი რეგისტრაცია).“

 

  • დადგენილების შესრულება უზრუნველყოს სასწავლო დეპარტამენტმა (რ.ჩიქოვანი).
  • დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
     

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე ,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 265

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნების, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის შრომითი ხელშეკრულების ვადის გაგრძელების შესახებ

 

  • გაუგრძელდეს შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნე ს ის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტების აკადემიურ პერსონალს, მათ მიერ უფლებამოსილებათა შეუფერხებელი განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, თსუ აკადემიური საბჭოს მიერ კანდიდატების აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე.

 

  • დადგენილების შესრულება უზრუნველყოს პერსონალის მართვის დეპარტამენტმა.
  •  დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
     

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 264

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2009–2010 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სადოქტორო პროგრამების დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 

17.12.2012, №128/2012 დადგენილებით

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2009–2010 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სადოქტორო პროგრამები (დანართი 1).


2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე ,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 263

საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები კონტიგენტის რაოდენობის და მისაღები გამოცდების კოეფიციენტების დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

1. დამტკიცდეს საჯარო მმართველოს სამაგისტრო პროგრამაზე მისაღები კონტიგენტის რაოდენობა (25 სტუდენტი) და მისაღები გამოცდების კოეფიციენტები (საჯარო მმართველობა – 40, გასაუბრება – 40, ინგლისური ენა – 20).


2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ი. დარჩია).
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე ,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 262

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის „სურსათის მარკეტინგის“ სასერტიფიკაციო კურსის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სასერტიფიკაციო კურსი „სურსათის მარკეტინგი“ (ხელმძღვანელი: პროფ. ნ. თოდუა).


2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს პროფესიული განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრს (ე. ღვინერია).
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 261

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს N243 დადგენილებაში ტექნიკური ხარვეზის გასწორების  შესახებ

“საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე–9 მუხლის თანახმად,

 

1. გასწორდეს ტექნიკური ხარვეზი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბჭოს 2009 წლის 6 ივლისის N243 დადგენილებაში და ზოგადი და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულების ნაცვლად ჩაიწეროს ლიტერატურის თეორიის ქვემიმართულება.


2. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს პერსონალის მართვის დეპარტამენტმა.
3.  დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ


საფუძველი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის განცხადება (13756/02. 14.07.2009)

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე ,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 260

  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2009–2010 სასწავლო წლის საბაკალავრო და დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო  პროგრამების დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

29.09.2014, №92/2014 დადგენილებით

 

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N 490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

  • დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2009–2010 სასწავლო წლის საბაკალავრო და დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამები (დანართი 1).

 

  • დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
     

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე ,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 259

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის სამაგისტრო პროგრამების დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

29.09.2014, №92/2014 დადგენილებით

 

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N 490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის სამაგისტრო პროგრამები „გენდერის კვლევები“ (დანართი 1) და „ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში“ (დანართი 2).


2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.


 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 258

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
05.12.2016, №143/2016 დადგენილებით

 

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულება (დანართი 1).


2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.


 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე ,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 257

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ (კოდიფიცირებული)

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
05.12.2016, №143/2016 დადგენილებით

 

ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს 
№75/2014, 17.07.2014 დადგენილებით 

 


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

1.  დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულება (დანართი 1). (№75/2014, 17.07.2014)


2.    დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.


 
პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე ,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 257

საქართველოსა და უცხოეთის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხების აღიარების წესი

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

1. დამტკიცდეს საქართველოსა და უცხოეთის აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მინიჭებული აკადემიური ხარისხების აღიარების წესი (დანართი 1).

 

2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ი. დარჩია).

3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე ,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 256

სილაბუსის ახალი ფორმის დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
25.05.2011, №47/2011 დადგენილებით

 

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

1. დამტკიცდეს სილაბუსის ახალი ფორმა (დანართი 1, დანართი 2) და მათემატიკის მიმართულების სასწავლო კურსების სილაბუსების განსხვავებული ფორმა (დანართი 3, 4, 5, 6).


2. სილაბუსის ახალი ფორმის მიხედვით წარმოდგენილ იქნას პროფესიული უმაღლესი, საბაკალავრო, დიპლომირებული მედიკოსის, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების სასწავლო კურსები.


3. სილაბუსის ახალი ფორმები ძალაში შევიდეს 2010-2011 სასწავლო წლიდან.  


4. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ი. დარჩია).
5. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე ,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 255

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის შეფასების წესის და თვითშეფასების კითხვარის დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
23.09.2011, №100/2011 დადგენილებით

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების"  მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითშეფასების კითხვარი (დანართი 1) და სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის შეფასების პროცედურა (დანართი 2).


2. განხორციელდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო და სამეცნიერო–კვლევითი საქმიანობის შეფასება თვითშეფასების კითხვარის ანალიზის საფუძველზე ყოველი კალენდარული წლის ბოლოს.


3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაეკისროს სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტს (ი. კალანდაძე) და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ი. დარჩია).
4. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 254