საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
დადგენილება
თარიღი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული საკრედიტო სისტემის (ECTS) შემოღებამდე სტუდენტების მიერ გავლილი უმაღლესი განათლების სასწავლო კურსებისთვის კრედიტების მინიჭების წესის შესახებ

გაუქმებულია აკადემიური საბჭოს
25.06.2010, №58/2010 დადგენილებით

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების“ მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული საკრედიტო სისტემის (ECTS) შემოღებამდე სტუდენტების მიერ გავლილი უმაღლესი განათლების სასწავლო კურსებისთვის კრედიტების მინიჭების წესი (დანართი 1).

 

2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ი. დარჩია) და სასწავლო დეპარტამენტს (რ. ჩიქოვანს).

3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 234

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის “ა”, “ა–1”, “ა–2” კატეგორიის აკადემიური პერსონალის – სრული, ასოცირებული და ასისტენტ–პროფესორების შრომითი ხელშეკრულების პირობების დაზუსტების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 
08.02.2012, №7/2012 დადგენილებით



“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის “ა”, “ა–1”, “ა–2” კატეგორიის აკადემიური პერსონალი შრომით სამართლებრივ ურთიერთობებს ახორციელებს მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  (გარდა სხვა უნივერსიტეტებთან გაფორმებული ხელშკრულებით ან მემორანდუმით გათვალისწინებული შემთხვევებისა). ნებადართულია არასაუნივერსიტეტო პროექტებსა და გრანტებში მონაწილეობა.


2. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს პერსონალის მართვის დეპარტამენტმა (ნ. ლაცაბიძე).
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
4. დადგენილება დასამატკიცებლად გადეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.


საფუძველი: პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2009 წლის 11 ივნისის N 11001/02 მოხსენებითი ბარათი. აკადემიური საბჭოს დადგენილება N135, 23.09.08; N166, 21.01.09; N167, 21.02.09; N168, 21.01.09; N169, 21.01.09; N170,21.01.09; N170, 21.01.09; N212, 21.01.09; რექტორის ბრძანება N10/01–03 25.02.09

 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 233

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ ა“, „ა –1“, „ა – 2“ კატეგორიის აკადემიური პერსონალის – სრული , ასოცირებული და ასისტენტ – პროფესორების შრომითი ხელშეკრულების პირობების დაზუსტების შესახებ (კოდიფიცირებული)

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 
08.02.2012, №7/2012 დადგენილებით

 

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს

26.03.2010, №32/2010 დადგენილებით

 

„უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21- ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებულ ი“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების “ მე -9 მუხლის საფუძველზე,

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის „ა“, „ა–1“, „ა–2“ კატეგორიის აკადემიური პერსონალი შრომით სამართლებრივ ურთიერთობას ახორციელებს მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (გარდა უნივერსიტეტის მიერ სამეცნიერო–კვლევით დაწესებულებებთან ხელშეკრულებით ან  მემორანდუმით გათვალისწინებული შემთხვევებისა), ნებადართულია არასაუნივერსიტეტო პროექტებსა და გრანტებში მონაწილეობა. (26.03.2010, №32/2010)

 

2. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს პერსონალის მართვის დეპარტამენტმა (ნ. ლაცაბიძე).

3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

4. დადგენილება დასამატკიცებლად გადეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.

           

საფუძველი: პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2009 წლის 11 ივნისის N 11001/02 მოხსენებითი ბარათი. აკადემიური საბჭოს დადგენილება N135, 23.09.08; N166, 21.01.09; N167, 21.02.09; N168, 21.01.09; N169, 21.01.09; N170,21.01.09; N170, 21.01.09; N212, 21.01.09; რექტორის ბრძანება N10/01–03 25.02.09 . პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსისა და იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბარათი  07572/02, 24.03.2010.

 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 233

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს N 122,135,166,167,168,169,170,212 დადგენილებებში ცვლილების შეტანის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
07.02.2012, №8/2012 დადგენილებით

 

“საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის, “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,

 

1. შევიდეს ცვლილება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს N 122,135,166,167,168,169,170,212 დადგენილებებში და აკადემიური პერსონალის პედაგოგიური დატვირთვის ზღვრული ოდენობის შენარჩუნების პირობებში, აუცილებლობიდან გამომიდანარე, ნებადართულ იქნეს აკადემიური პერსონალის მიერ საშუალოკვირეული დატვირთვის შესრულება.


2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
3. დადგენილება დასამატკიცებლად გადეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.
 

 

საფუძველი: პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის 2009 წლის 11 ივნისის N 11001/02 მოხსენებითი ბარათი.

 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 232

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2008 წლის N91 დადგენილების, წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის N13 სხდომის გადაწყვეტილებისა და რექტორის 2009 წლის 16 მარტის N30/01–01 ბრძანების საფუძველზე,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:


2. ირმა რატიანი – თსუ სრული პროფესორი, თავმჯდომარე
3. თენგიზ კიკაჩეიშვილი  – თსუ ასოცირებული პროფესორი
4. გაგა ლომიძე –  ფილოლოგიის დოქტორი, შოთა რუსთაველის ლოტერატურის ინსტიტუტის ლიტერატურის ტეორიის განყოფილების გამგე, სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე


II. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 231

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმისა და მანსპინძლობის მენეჯმენტის  ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის სემესტრული გადასახადის განსაზღვრის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,

 

1. 2009-2010 საწავლო წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის  ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლების სემესტრული გადასახადი განისაზღვროს  2000 ლარის ოდენობით.


2. 2009-2010 საწავლო წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმისა და მანსპინძლობის მენეჯმენტის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლების სემესტრული გადასახადი განისაზღვროს  3450 ლარის (2100 დოლარის) ოდენობით.


3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაეკისროს სასწავლო დეპარტამენტს.

 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 230

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმისა და მანსპინძლობის მენეჯმენტის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის სემესტრული გადასახადის განსაზღვრის შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს

29.09.2014, №93/2014 დადგენილებით

 

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,

 

1. 2009-2010 საწავლო წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლების სემესტრული გადასახადი განისაზღვროს 2000 ლარის ოდენობით.

 

11. 2014-2015 სასწავლო წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ევროპული კვლევების ინსტიტუტის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლების სემესტრული გადასახადი განისაზღვროს 1500 ლარის ოდენობით. (29.09.2014, №93/2014)

 

2. 2009-2010 საწავლო წლიდან ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ტურიზმისა და მანსპინძლობის მენეჯმენტის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამაზე სწავლების სემესტრული გადასახადი განისაზღვროს 3450 ლარის (2100 დოლარის) ოდენობით.


3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაეკისროს სასწავლო დეპარტამენტს.

 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 230

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
2017 წლის 16 ოქტომბრის №117/2017
დადგენილებით

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების"  მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების ახალი რდაქცია (დანართი 1). 


2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 229

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა საშუალო ნიშნის დაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 

23.01.2012, №6/2012 დადგენილებით

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების"  მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა საშუალო ნიშნის დაანგარიშების წესი (დანართი 1).


2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაეკისროს სასწავლო დეპარტამენტსა(რ. ჩიქოვანი) და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ი.დარჩია).
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 228

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომის დანართის შემუშავების ინსტრუქციისა და დიპლომის დანართის  შემუშვების პროცედურის დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია
აკადემიური საბჭოს 29.06.2011, 
№61/2011 დადგენილებით

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების"  მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომის დანართის შემუშავების ინსტრუქცია (დანართი 1) და დიპლომის დანართის შემუშავების პროცედურა (დანართი 2).


2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაეკისროს სასწავლო დეპარტამენტსა(რ. ჩიქოვანი) და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ი.დარჩია).
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 227

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2009-2010 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალის, მისაღები კონტიგენტის რაოდენობისა და მისაღები გამოცდების კოეფიციენტების დამტკიცების  შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების"  მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

1.დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2009-2010 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი, მისაღები კონტიგენტის რაოდენობა და მისაღები გამოცდების კოეფიციენტები (დანართი 1).


2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაეკისროს ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ი.დარჩია).
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 


პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 226

“ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2008 წლის 25 მაისის N92 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
26.03.2010, № 36/2010 დადგენილებით

 

“საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის, “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,

 

1. შევიდეს დამატება  “ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ ” აკადემიური საბჭოს 2008 წლის 25 მაისის N 92 დადგენილების დანართში.


2. მე–6 მუხლს დაემატოს მე–5 პუნქტი: “სტუდენტს გაცდენილი სემესტრები ჩაეთვალოს საპატიოდ, მე–6 მუხლის მე–2  პუნქტში მითითებული საფუძვლებით.“


3. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს სასწავლო დეპარტამენტმა (რ. ჩიქოვანი).
4. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 225

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაციის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების"  მე–9 მუხლის,  მე–40 მუხლის მე–2 პუნქტისა და წარმომადგენლობითი საბჭოს  2009 წლის 24 თებერვლის N18 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანების არჩევის წესის“ მე–3 მუხლის მე–5 პუნქტის საფუძველზე,

 


I. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად  დარეგისტრირდნენ:

 

1. ნოდარ  ბელქანია
2. ლალი სურმანიძე
3. გიორგი ყიფიანი

 

II. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს საარჩევნო კომისიამ.

III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ. უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე საჯარო გაცნობისათვის განთავსდეს კანდიდატების მიერ წარმოდგენილი ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია.

 


პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 224

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაციის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების"  მე–9 მუხლის,  მე–40 მუხლის მე–2 პუნქტისა და წარმომადგენლობითი საბჭოს  2009 წლის 24 თებერვლის N18 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანების არჩევის წესის“ მე–3 მუხლის მე–5 პუნქტის საფუძველზე,

 


I. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად  დარეგისტრირდეს:

 

1. ალექსანდრე ცისკარიძე

 

II. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს საარჩევნო კომისიამ.

III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ. უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე საჯარო გაცნობისათვის განთავსდეს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია.

 


პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 223

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაციის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების"  მე–9 მუხლის,  მე–40 მუხლის მე–2 პუნქტისა და წარმომადგენლობითი საბჭოს  2009 წლის 24 თებერვლის N18 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანების არჩევის წესის“ მე–3 მუხლის მე–5 პუნქტის საფუძველზე,

 

I. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის თანამდებობის დასაკავებლად  დარეგისტრირდეს:

 

1. დარეჯან თვალთვაძე

 

II. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს საარჩევნო კომისიამ.

III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ. უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე საჯარო გაცნობისათვის განთავსდეს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია.

 


პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 222

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად ალექსანდრე ჩხიტაურის კანდიდატად  რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს მომართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ  ჯენარო ქრისტესაშვილმა, იურიდიულ ფაკულტეტზე დეკანის თანამდებობის დასაკავებლად ალექსანდრე ჩხიტაურის  კანდიდატურის რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

მიმდინარე წლის 11 მაისის აკადემიური საბჭოს სხომაზე ალექსანდრე ჩხიტაურის მიერ წარმოდგენილ იქნა ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია, რაც არ პასუხობს უმაღლესი განათლების რეფორმის ძირითად მიმართულებებს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიას და მიზნებს. წინააღმდეგობაშია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პრინციპებთან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე–9 მუხლის, მე–40 მუხლის მე–2 პუნქტის, წარმომადგენლობითი საბჭოს 2009 წლის 24 თებერვლის N18 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანების არჩევის წესის“ მე–3 მუხლის მე–5 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე, 58–ე და მე–100 მუხლების საფუძველზე:

 

I. უარი ეთქვას ალექსანდრე ჩხიტაურს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად  კანდიდატად რეგისტრაციაზე.

 

II. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობოს დაინტერესებულ მხარეს (ა. ჩხიტაურს), საარჩევნო კომისიას, იურიდიულ ფაკულტეტს.

III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას (ნ. ოვსიანიკოვა) წინამდებარე დადგენილების მეორე პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება.

IV. დადგენილება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

V. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს მისი ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: დ. აღმაშნებლის ხეივანი,  მე–12 კმ. N6).

 

 საფუძველი : ხმის დამთვლელი კომისიის 11.05.09 N1 ოქმი.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თვმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 221

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტში ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

I. უფლება მიეცეთ სტუდენტებს, 2008–2009 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასური დაფარონ:

 

ბაკალავრიატი  – ა.წ . 8 ივნისამდე
მაგისტრატურა – ა.წ. 22 ივნისამდე
დოქტორანტურა – ა.წ. 25 ივნისამდე

 


II. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს სასწავლო დეპარტამენტმა (რ.ჩიქოვანი).

III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 


პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თვმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 220

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტების იზზათ ისმაილოვისა და თეონა აბულაძისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე–9 მუხლისა და სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის  მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე

 


I. შეუჩერდეთ სტუდენტის სტატუსი 2008–2009 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში და შეუნარჩუნდეთ გადახდილი სწავლის საფასური 2009–2010 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს – იზზათ ისმაილოვსა და თეონა აბულაძეს, ფაკულტეტის მიერ მიმდინარე სემესტრში მათთვის საჭირო სასწავლო კურსების შეთავაზების შეუძლებლობის გამო.

 


II. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს სასწავლო დეპარტამენტმა (რ.ჩიქოვანი).


III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თვმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 219

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე–9 მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის 16 იანვრის N 03/01–01 ბრძანებისა და 2009 წლის 17 თებერვლის N16/01–01 საფუძველზე,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შედეგები და არჩეულ იქნენ აკადემიურ თანამდებობაზე


სრული პროფესორი – მარინა ვაშაყმაძე
ასოცირებული პროფესორი –  მანანა შამილიშვილი
ასისტენტ–პროფესორი – თეა მჟავანაძე


3. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს პერსონალის მართვის დეპარტამენტმა
4. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ

 


პროფესორი
გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 218

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესისა და იურიდიული ფაკულტეტების დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაციის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების"  მე–9 მუხლის,  მე–40 მუხლის მე–2 პუნქტისა და წარმომადგენლობითი საბჭოს  2009 წლის 24 თებერვლის N18 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანების არჩევის წესის“ მე–3 მუხლის მე–5 პუნქტის საფუძველზე

 


I. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად  დარეგისტრირდნენ:

 

1. იაკობ მესხია
2. ჯამლეტ ჯანჯღავა.


II. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად  დარეგისტრირდეს:

 

1. ირაკლი ბურდული

 

III. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს საარჩევნო კომისიამ.

IV. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ. უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე საჯარო გაცნობისათვის განთავსდეს კანდიდატების მიერ წარმოდგენილი ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია.
 


პროფესორი
გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 217