საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
დადგენილება
თარიღი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის საერთაშორისო სკოლის შექმნის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად,

 

1. მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისტურიზმის საერთშორისო სკოლის შექმნის შესახებ.


2. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 


პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 165

სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის - ტურიზმის საერთაშორისო სკოლის შექმნის შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
2.05.2011, №41/2011დადგენილებით



“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად,

 

1. შეიქმნას სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საუნივერსიტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო-სამეცნიერო სტრუქტურული ერთეული - ტურიზმის საერთაშორისო სკოლა. (2.05.2011, №41/2011)

 

11. სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტურიზმის საერთაშორისო სკოლას, მის მიერ საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებასთან დაკავშირებული უნივერსიტეტის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესებისაგან განსხვავებული წესით საქმიანობის უფლებამოსილებები და ამ უფლებამოსილებების განხორციელებისას უზრუნველსაყოფი თანმდევი ღონისძიებების განხორციელების პირობები განესაზღვროს თავისი დებულებით. (2.05.2011, №41/2011)
 

2. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.

3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.


 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 165

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 19 მაისის №87 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის შესაბამისად,

 

 

1. შევიდეს ცვლილება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 19 მაისის №87 დადგენილების II ნაწილის მე-3 და მე-4 პუნქტში და 2008-2009 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტირისათვის მაგისტრატურაში მიღებისა და სასწავლო სემესტრის ვადები განისაზღვროს შემდეგი წესით:

 

“3. მაგისტრატურაში მიღება:

3.1 საბუთების მიღება –  11 - 25 თებერვალი;
3.2 გამოცდები –2– 10 მარტი;
3.3 დადებითქულიანი კონკურსანტების სიების გამოცხადება – 11 მარტი;
3.4 ბრძანება ჩარიცხვაზე –  12 მარტი.

 

4. სასწავლო სემესტრის ვადები ( მაგისტრატურა ):

 

4.1 ადმინისტრაციული რეგისტრაცია –  12 მარტი – 23 მარტი;
4.2 სააუდიტორიო მეცადინეობები – 16მარტი  – 27ივნისი;
4.3 სასესიო პერიოდი –  29 ივნისი  –  10 ივლისი.”

 

 

2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 164

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურაში შემსვლელთათვის უცხო ენის გამოცდისა და მაგისტრატურაში ინგლისური ენის სწავლების შესახებ“ 2008 წლის 9 იანვრის N74 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
16.02.2009 , №180 დადგენილებით

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის შესაბამისად,

 

1. შევიდეს ცვლილებები „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურაში შემსვლელთათვის უცხო ენის გამოცდისა და მაგისტრატურაში ინგლისური ენის სწავლების შესახებ“ 2008 წლის 9 იანვრის N74 დადგენილებაში  და მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

„3. სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა განსაზღვროს ინგლისური ენის სწავლების საკითხი და სტატუსი (სავალდებულო ან არჩევითი). „

 

1. ამოღებულ იქნეს დადგენილების მე–4 პუნქტი.
2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 163

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესსში დამატებების შეტანის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
26.03.2010, № 36/2010 დადგენილებით

 

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის შესაბამისად,

 

 

1. ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს №92 დადგენილებაში შევიდეს ცვლილება:

 

მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი პუნქტი:
,,დამატებითი სემესტრის სტუდენტს სემესტრის გაცდენა ჩაეთვალოს საპატიოდ:

 

ა) სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გამო;
ბ) მძიმე ავადმყოფობის მიზეზით.”

 

2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ

 

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 162

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 8 სექტემბრის №124 დადგენილებით დამტკიცებულ “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში მიღების წესში” ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის შესაბამისად,

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 8 სექტემბრის №124 დადგენილებით დამტკიცებულ “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში მიღების წესში” შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

 

1. წესის მე-4 მუხლის 4.1 პუნქტს დაემატოს „ვ1“ ქვეპუნქტი:

 

„ვ1) ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატის დამოწმებული ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, თუ მისთვის ქართული არ არის მშობლიური ენა და სწავლის გაგრძელება სურს ქართულ ენოვან სამაგისტრო პროგრამაზე“

 

ა) წესს დაემატოს მე-61 მუხლი:

 

„61. საკონკურსო გამოცდაზე დაშვების წინაპირობები
61.1 საკონკურსო გამოცდაზე სპეციალობაში დაიშვება კონკურსანტი, რომელიც:

 

ა) დადგენილ ვადებში სრულად წარმოადგენს საბუთებს მიმღებ კომისიასთან;
ბ) წარმოადგენს დოკუმენტებს, რომელიც შეესაბამება სამაგისტრო პროგრამის მოთხოვნებს;
გ) აკმაყოფილებს სამაგისტრო პროგრამაზე მიღების წინაპირობებს;
დ) წარმატებით ჩააბარებს ქართული ენის გამოცდას, იმ შემთხვევაში თუ ქართული არ არის მისთვის მშობლიური ენა და სწავლის გაგრძელება სურს ქართულ ენოვან სამაგისტრო პროგრამაზე“

 

გ) შევიდეს ცვლილება წესის მე-6 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  


„6. საკონკურსო გამოცდა სპეციალობაში

6.1 გამოცდა სპეციალობაში ტარდება წერილობითი სახით.
6.2 საგამოცდო ნამუშევრები ფასდება 100 ბალიანი სისტემით. გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ კონკურსანტი მიიღებს დადებით შეფასებას (მინიმუმ 51%), თუ სამაგისტრო პროგრამით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
6.3 სპეციალობის გამოცდაში კონკურსანტთა ნაშრომებს ამოწმებს საგამოცდო კომისია, რომელიც ფაკულტეტის წარდგინების საფუძველზე მტკიცდება რექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაიულ-სამართლებრივი აქტით. საგამოცდო კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი.”

 

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი

სრულად

დადგენილება N: 161

2008-2009 წლის გაზაფხულის სემესტრის სამაგისტრო პროგრამების დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

29.09.2014, №92/2014 დადგენილებით

 

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის შესაბამისად,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2008-2009 წლის გაზაფხულის სემესტრის სამაგისტრო პროგრამები 

 

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი მათემატიკა

 

1.  მათემატიკა
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: მათემატიკის მაგისტრი სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელები:  სრული პროფესორი უ. გოგინავა, სრული პროფესორი დ. გორდეზიანი,  სრული პროფესორი თ. ვაშაყმაძე,  სრული პროფესორი თ. თადუმაძე,  სრული პროფესორი ე. ნადარაია,  სრული პროფესორი რ. ომანაძე.  

 

2. გამოყენებითი მათემატიკა
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: გამოყენებითი მათემატიკის მაგისტრი სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელები:  ასოცირებული პროფესორი რ. ბოჭორიშვილი, სრული პროფესორი დ. გორდეზიანი, სრული პროფესორი თ. ვაშაყმაძე,  ასოცირებული პროფესორი გ. ჯაიანი. 

 

ფიზიკა

 

3.   გამოყენებითი ელექტროდინამიკა
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: გამოყენებითი ელექტროდინამიკის მაგისტრი სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი:  სრული პროფესორი რევაზ ზარიძე 

 

4. ატომური, ბირთვული და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ფიზიკის მაგისტრი (ატომური, ბირთვული და ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა) სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი:  ასოცირებული პროფესორი სიმონ წერეთელი  

 

5. ბიოფიზიკა
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ბიოფიზიკის მაგისტრი სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი თამაზ მძინარაშვილი 

 


ქიმია

 

6. არაორგანული და ორგანული ქიმია
პროგრამა შედგება ორი მოდულისაგან:
მოდული 1. “არაორგანული ქიმია”. ხელმძღვანელი, სრული პროფესორი ნოდარ ლეკი­შვილი.
მოდული 2. “ორგანული ქიმია”. ხელმძღვანელი, სრული პროფესორი, მეცნ. აკადემიის წ/კ, შოთა სამ­სონია
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ქიმიის მაგისტრი (არაორგანული და ორგანული ქიმია)
სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელები:  პროფესორი, მეცნ. აკადემიის წ/კ, შოთა სამ­სონია, სრული პროფესორი ნოდარ ლეკიშვილი


7. ფიზიკური და ანალიზური ქიმია
პროგრამა შედგება ორი მოდულისაგან:
მოდული 1. “ფიზიკური ქიმია”. ხელმძღვანელი, სრული პროფესორი ბეჟან ჭანკვეტაძე მოდული 2. “ანალიზური  ქიმია”. ხელმძღვანელი, პროფესორი გურამ სუპატაშვილი
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ქიმიის მაგისტრი (ფიზიკური და ანალიზური ქიმია)
სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი:  სრული პროფესორი ბეჟან ჭანკვეტაძე 

 

8. ქიმიური ექსპერტიზა
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ქიმიის მაგისტრი (ქიმიური ექსპერტიზა)
სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი:  სრული პროფესორი ბეჟან ჭანკვეტაძე 

 

ბიოლოგია

 

9. უჯრედისა და განვითარების ბიოლოგია
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ბიოლოგიის მაგისტრი (უჯრედისა და განვითარების ბიოლოგია)
სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი:  სრული პროფესორი დიანა ძიძიგური 

 

10. მოლეკულური იმუნოლოგია და გამოყენებითი მიკრობიოლოგია,
პროგრამა შედგება ორი მოდულისაგან:
მოდული 1. “მოლეკულური იმუნოლოგია და იმუნოპათოლოგია”.
მოდული 2. “გამოყენებითი მიკრობიოლოგია”.
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ბიოლოგიის მაგისტრი (მოლეკულური იმუნოლოგია და გამოყენებითი მიკრობიოლოგია) 
სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი:  სრული პროფესორი ნინო ფორაქიშვილი 

 

11. ბიოსამედიცინო მეცნიერებები

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ბიოსამედიცინო მეცნიერებათა მაგისტრი (“ნეირობიოლო­გია; „სიმსივნის უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგია“; „გენეტიკა, სა­მე­დი­ცინო გენეტიკა, ჰემატოლოგია, ტრანფუზიოლოგია”, “ბიოქიმია, სამედიცინო ბიოქიმია)”.
სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელები:

თეიმურაზ ლეჟავა, სრული პროფესორი, ბმდ, (გენეტიკა)
ნანული დორეული, ასოცირებული პროფესორი, ბმდ, (ნეირობიოლოგია)
ნანა კოტრიკაძე, ასოცირებული პროფესორი, ბმდ, (უჯრედის ბიოლოგია)
ნანა კოშორიძე, ასოცირებული პროფესორი, ბმდ, (ბიოქიმია)


გეოგრაფია

 

12. ფიზიკური გეოგრაფია და გარემოს მდგრადი განვითარება
პროგრამა შედგება ორი მოდულისაგან:
მოდული 1. “ფიზიკური გეოგრაფია, ნიადაგური რესურსები და გარემოს მდგრადი განვითარება”, ხელმძღვანელი, სრული პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე
მოდული 2. “წყლის რესურსების, მეტეოროლოგიური პროცესებისა და სანაპირო ზონის ინტეგ­რი­რებული მართვა”, ხელმძღვანელი, სრული პროფესორი დავით კერესელიძე
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: გეოგრაფიის მაგისტრი (“ფიზიკუ­რი გეოგრაფია, ნიადაგური რესურსები და გარემოს დაცვა” /  “წყლის რესურსების მართვა და მეტეოროლოგია”)
სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელები:  სრული პროფესორი ზურაბ სეფერთელაძე,
სრული პროფესორი დავით კერესელიძე

 

13. გეომორფოლოგია-გეოეკოლოგია, კარტოგრაფია - გეოინფორმატიკა,
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: გეოგრაფიის მაგისტრი (”გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიაში” / ”კარტოგრაფია-გეოინფორმატიკაში”)
სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი:  სრული პროფესორი რამინ გობეჯიშვილი 

 


გეოლოგია

 

14. გეოლოგია
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: გეოლოგიის მაგისტრი
სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი:  სრული პროფესორი ბეჟან თუთბერიძე 

 


ინტერდისციპლინური პროგრამები

 

15. ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამა:  ბიოფიზიკური ქიმია ,
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი:  ბიოფიზიკური ქიმიის მაგისტრი
სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელები: სრული პროფესორი ნოდარ ლეკიშვილი,  ასოცირებული პროფესორი თამაზ მძინარაშვილი,
ასოცირებული პროფესორი დევი გამრეკელი

 


16. ეკოლოგია, ბიოგეოგრაფია და ისტორიული გეოლოგია
პროგრამა შედგება ოთხი მოდულისაგან:
მოდული 1. ბიოგეოგრაფია; დედამიწის ბიომები. ხელმძღვანელი, სრული პროფესორი არნოლდ გეგეჭკორი 
მოდული 2. ეკოლოგია და გარემოს კონტროლი. ხელმძღვანელი, სრული პროფესორი გია ქაჯაია
მოდული 3. გეოგრაფია და გეოეკოლოგია. ხელმძღვანელი, სრული პროფესორი ნოდარ ელიზბარაშვილი
მოდული 4. ისტორიული გეოლოგია. ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი გურამ ღონღაძე  
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ეკოლოგიის მაგისტრი
სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი:  სრული პროფესორი არნოლდ გეგეჭკორი

 

 

17. ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამა: “გამოყენებითი ბიოფიზიკა”,
პროგრამა შედგება ორი მოდულისაგან:
მოდული 1. “გამოყენებითი ბიოფიზიკა”
მოდული 2. “სამედიცინო ბიოფიზიკა”
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ბიოფიზიკის მაგისტრი, MSc. in Biophisics
სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი:  ასოცირებული პროფესორი თამაზ მძინარაშვილი
თანახელმძღვანელი:  ასოცირებული პროფესორი დევი გამრეკელი 


18. ინტერდისციპლინური სამაგისტრო პროგრამა:  ”ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია”
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ელექტრული და ელექტრონული ინჟინერიის მაგისტრი
სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი:  ფ.-მ. მ.კ. რომან ჯობავა
პროგრამა შედგება სამი მოდულისაგან:
მოდული 1. “რადიო და ზემაღალი სიხშირების ინჟინერია”
მოდული 2. “ელექტრომაგნიტური მოვლენების კომპიუტერული მოდელირება”,
მოდული 3. “ელექტრო-საინჟინრო პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა და დიზაინი”,

 

მედიცინის ფაკულტეტი


1.   საზოგადოებრივი ჯანდაცვა
სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი: პაატა იმნაძე – თსუ სრული პროფესორი,
საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი


2.  ეპიდემიოლოგია და ბიოსტატისტიკა   
სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი: პაატა იმნაძე – პაატა იმნაძე – თსუ სრული პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტი
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ეპიდემიოლოგიის მაგისტრი


3. ციტოლოგია, ჰისტოლოგია
პროგრამის ხელმძღვანელი:   პროფესორი დიანა ძიძიგური, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნინო გორდაძე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
მისანიჭებელი ხარისხი: 1. ბიოლოგიის მაგისტრი (ციტოლოგია / ჰისტოლოგია)    2. საბაზისო მედიცინის მაგისტრი


4.  უჯრედის პათოლოგია
პროგრამის ხელმძღვანელი: ზურაბ ცაგარელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
მისანიჭებელი ხარისხი: ბიოლოგიის მაგისტრი (უჯრედის პათოლოგია)

 

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

 

ეკონომიკის მიმართულებით :

1. ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა ეკონომიკური პოლიტიკა
ხელმძღვანელი: სრულიპროფესორი რ. გველესიანი ,
პროფესორი ვ. ვენგი
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ეკონომიკის მაგის­ტრი (ეკონომიკური პოლიტიკა).

 

2. საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები
ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ლ.
ყორღანაშვილი
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ეკონომიკის მაგის­ტრი(საერთაშორისო ეკონომიკური ურთიეტღობები).


3 . ეკონომიკური სტატისტიკა
ხელმძღვანელი: სრული პროფესორი ს. გელაშვილი
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ეკონომიკის მაგის­ტრი ( ეკონომიკური სტატისტიკა).

 

4 . ეკონომეტრიკა და მათემატიკური  ეკონომიკა
ხელმძღვანელი: სრული პროფესორი ი.ანანიაშვილი
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ეკონომიკის მაგის­ტრი (ეკონომეტრიკა და მათემატიკური ეკონომიკა).

 

5. მაკროეკონომიკა
ხელმძღვანელი: სრული პროფესორი ნ. ხადური
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ეკონომიკის მაგის­ტრი (მაკროეკონომიკა).

 

ბიზნესის მიმართულებით:


1 . ბუღალტრული აღრიცხვა
ხელმძღვანელი: სრული პროფესორი ე. ხარაბაძე
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ბიზნესის ადმინისტრირების მაგის­ტრი (ბუღალტრული აღრიცხვა).

 

2. მარკეტინგი
ხელმძღვანელი: სრული პროფესორი ნ. თოდუა
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ბიზნესის ადმინისტრირების მაგის­ტრი (მარკეტინგი)

 

3 . ზოგადი მენეჯმენტი
ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი გ. შიხაშვილი
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ბიზნესის ადმინისტრირების მაგის­ტრი (ზოგადი მენეჯმენტი).

 

4 . საერთაშორისო ბიზნესი
ხელმძღვანელები: ასოცირებული პროფესორი თ. შენგელია;ასოცირებული პროფესორი გ.ერქომაიშვილი
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ბიზნესის ადმინისტრირების მაგის­ტრი (საერთშორისო ბიზნესი).

 

5 . ტურიზმის და მასპინძლობის მენეჯმენტი
ხელმძღვანელი:ასოცირებული პროფესორი მ.მარგველაშვილი
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ბიზნესის ადმინისტრირების მაგის­ტრი (ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი).

 

6 . ფინანსები და საბანკო საქმე
ხელმძღვანელი: სრული პროფესორი ი.კოვზანაძე
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ბიზნესის ადმინისტრირების მაგის­ტრი (ფინანსები და საბანკო საქმე).

 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

 

1. ფილოსოფია
3 სასპეციალიზაციო მოდულით: ა) კულტურის ფილოსოფია და ესთეტიკა, ბ) პოლიტიკური ფილოსოფია.
ხელმძღვანელი - ასოცირებული პროფესორი ა. ყულიჯანიშვილი
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ფილოსოფიის მაგისტრი (კულტურის ფილოსოფია და ესთეტიკა / პოლიტიკური ფილოსოფია)

 

2. ინგლისური ფილოლოგია
2 სასპეციალიზაციო მოდულით: ა) ინგლისური ენა,  ბ) ინგლისური ლიტერატურა
ხელმძღვანელი - სრული პროფესორი რ. ენუქიძე
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ფილოლოგიის  მაგისტრი (ინგლისური ენა და ლიტერატურა)

 

3. ფრანგული ფილოლოგია 2 სასპეციალიზაციო მოდულით: ა) ფრანგული ენა, ბ) ფრანგული
ხელმძღვანელი - სრული პროფესორი ც. ახვლედიანი
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ფილოლოგიის მაგისტრი
(ფრანგული ენა და ლიტერატურა) 

 

4. რუსული ფილოლოგია
ხელმძღვანელი - სრული პროფესორი ნ. ბასილაია
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ფილოლოგიის მაგისტრი
(რუსული ენა და ლიტერატურა)

 

5. არაბული ფილოლოგია
ხელმძღვანელი სრული პროფესორი ა. სილაგაძე
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ფილოლოგიის მაგისტრი
(არაბული ფილოლოგია)

 

6. ირანული ფილოლოგია
ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი მ. ალექსიძე
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ფილოლოგიის მაგისტრი (ირანული ფილოლოგია)

 

7. უკრაინისმცოდნეობა
ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ო. ბაქანიძე
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: უკრაინისმცოდნეობის მაგისტრი

 

8. რუსეთისმცოდნეობა
ხელმძღვანელი დოქტორი  დ. კანდელაკი
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: რუსეთისმცოდნეობის მაგისტრი

 

9. საქართველოს ისტორია
ხელმძღვანელი სრული პროფესორი მ. ჩხარტიშვილი
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ისტორიის მაგისტრი (საქართველოს ისტორია)

 

10. ახალი და უახლესი ისტორია
4 სასპეციალიზაციო მოდულით: ა) ევროპისა და ამერიკის ქვეყნების ახალი და უახლესი ისტორია; ბ) ახლო აღმოსავლეთის ისტორია (ახალი და უახლესი პერიოდი); გ) შორეული აღმოსავლეთის ისტორია (ახალი და უახლესი პერიოდი); დ) საერთაშორისო ურთიერთობების ისტორია ახალ და უახლეს პერიოდში
ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი თ. პაპასქირი
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ისტორიის მაგისტრი (ახალი და უახლესი ისტორია)

 

11. თარგმანის თეორია და მთარგმნელობითი პრაქტიკა
3 სასპეციალიზაციო მოდულით 1.დარგობრივი  თარგმანი   (ჰუმანიტარებისათვის) (ინგლისურენოვანი//გერმანულენოვანი იურიდიული  დოკუმენტების თარგმანი); II. დარგობრივი  თარგმანი   (იურისტებისათვის) (ინგლისურენოვანი//გერმანულენოვანი იურიდიული დოკუმენტების თარგმანი); III. ფართო პროფილის თარგმანი ( გერმანული//რუსული ენები).
ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ნ. გაფრინდაშვილი
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ფილოლოგიის მაგისტრი (თარგმანმცოდნეობა)

 

12. კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვეობა: კვლევა და მართვა.
4 სასპეციალიზაციო მოდულით: ა) ძველი ხელოვნება, ბ) ახალი და თანამედროვე ხელოვნება, გ) მუზეუმმცოდნეობა, დ) ხელოვნება: მართვის თანამედროვე მეთოდები
ხელმძღვანელი სრული პროფესორი ზ. სხირტლაძე
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ხელოვნებათმცოდნეობის მაგისტრი / მუზეუმმცოდნეობის მაგისტრი

 

13. განათლების მეცნიერებები.
3 სასპეციალიზაციო მოდულით
ხელმძღვანელი სრული პროფესორი ქ. ჭკუასელი
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: განათლების მაგისტრი

 

14. დარგის სწავლების მეთოდიკა და მეთოდოლოგია
13 სასპეციალიზაციო მოდულით:
დარგის სწავლების მეთოდიკა
დარგის მასწავლებელი
ინტეგრირებული საგნის სწავლების მეთოდიკა
ინტეგრირებული საგნის მასწავლებელი
ხელმძღვანელი სრული პროფესორი ქ. ჭკუასელი
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: განათლების მაგისტრი

 

15. თეოლოგია
ხელმძღვანელი: ეპისკოპოსი იოანე (გამრეკელი)
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: თეოლოგიის მაგისტრი

 

16. თურქული ფილოლოგია
ხელმძღვანელი: პროფ. მ. ჯიქია
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ფილოლოგიის მაგისტრი (თურქული ფილოლოგია)


 

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

 

1. სოციალური მუშაობა
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი – სოციალური მუშაობის მაგისტრი – ხელმძღვანელი – პროფ. მარკ დოელი (შეფილდ-ჰალამის უნივერსიტეტი, დიდი ბრიტანეთი) და იაგო კაჭკაჭიშვილი – სრული პროფესორი

 

2. სოციოლოგია
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი - სოციოლოგიის მაგისტრი
ხელმძღვანელი - იაგო კაჭკაჭიშვილი –სრული პროფესორი

 

3. კონფლიქტების ანალიზი და მართვა
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი - კონფლიქტების ანალიზისა და მართვის მაგისტრი
ხელმძღვანელი – პროფესორი გუგული მაღრაძე

 

4. ფსიქოლოგიური შეფასება და კონსულტირება
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი – ფსიქოლოგიის მაგისტრი (შეფასება და კონსულტირება)
ხელმძღვანელი – პროფესორი მარინე ჩიტაშვილი

 

5. ნაციონალიზმისა და ეთნიკურობის კვლევები
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი – ნაციონალიზმისა და ეთნიკურობის კვლევების მაგისტრი
ხელმძღვანელი – პროფესორი ზურაბ დავითაშვილი

 

6. საერთაშორისო ურთიერთობები 
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი – საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი
ხელმძღვანელი - პროფესორი ზურაბ დავითაშვილი

 

 

2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ

 

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 160

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის დიპლომის დანართის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის თანახმად,

 

1.    დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის დიპლომის დანართის თანდართული ფორმა.


2.    დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 159

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო პოლიმერული მასალების ინსტიტუტის შექმნის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად,

 

1. მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო პოლიმერული მასალების ინსტიტუტის შექმნის შესახებ.


2. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 158

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების ირანული ფილოლოგიის აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2008 წლის N91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის N13 სხდომის გადაწყვეტილების საფუძველზე

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების ირანული ფილოლოგიის აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:


2. ნომადი ბართაია – თსუ ასოცირებული პროფესორი
3. ჯემშიდ გიუნაშვილი – ფილოლოგიის დოქტორი, გიორგი წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის მეცნიერ–თანამშრომელი
4. ქეთევან მეგრელიშვილი – ფილოლოგიის დოქტორი, თსუ ენების ცენტრის მასწავლებელი
5. დარეჯან გარდავაძე – თსუ ასოცირებული პროფესორი


6. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 


პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 157

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტების საბჭოს ფორმირებასთან დაკავშირებით

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების 39-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,

 

I. განისაზღვროს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტების საბჭოების ფორმირების პროცედურა:

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტის საბჭოს წევრთა არჩევნებს ნიშნავს რექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
2. რექტორის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი ფაკულტეტის საბჭოს წევრთა არჩევნების შესახებ უნდა იყოს ყველასათვის ხელმისაწვდომი და საჯარო გაცნობის მიზნით გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას.
3. ფაკულტეტის საბჭოში აკადემიური პერსონალი აირჩევა ფაკულტეტებზე არსებული პროგრამული მიმართულებების პროფესორების რაოდენობის გათვალისწინებით.
4. ფაკულტეტის საბჭოს წევრობის კანდიდატი შეიძლება იყოს სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორი.
5. ფაკულტეტის საბჭოში აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები აირჩევიან შესაბამისი პროგრამული მიმართულების პროფესორთა კრებაზე ღია კენჭისყრით. პროფესორთა კრება ირჩევს  თავმჯდომარესა და მდივანს. კენჭისყრის შედეგები ჯამდება სათანადო ოქმით (დანართი №1). კანდიდატების დასახელება ხდება კრებაზე. პროგრამული მიმართულების თითოეულ წევრს შეუძლია საკუთარი კანდიდატურის, ასევე სხვა კანდიდატურების დასახელება. ყოველ კანდიდატს კენჭი ეყრება ინდივიდუალურად. უკეთესი შედეგის მქონე კანდიდატი ხდება ფაკულტეტის საბჭოს წევრი. თანაბარი ხმების მიღების შემთხვევაში ტარდება განმეორებითი კენჭისყრა.
6. ფაკულტეტის საბჭოს წევრად არჩეული აკადემიური პერსონალის უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება აკადემიური თანამდებობისათვის დადგენილი ვადის შესაბამისად. აკადემიური თანამდებობისათვის დადგენილი ვადის გასვლის ან აკადემიური თანამდებობის ვადაზე ადრე დატოვების შემთხვევაში პირს უწყდება ფაკულტეტის საბჭოს წევრის სტატუსი. ფაკულტეტის საბჭოს ვაკანტური ადგილის დასაკავებლად იმართება განმეორებითი არჩევნები ამ დადგენილებით განსაზღვრული პროცედურების დაცვით.


II. თსუ ფაკულტეტების საბჭოს წევრთა რაოდენობა განისაზღვროს  შემდეგნაირად:

- ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი - 80 წევრი (20 სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელი და პროგრამული მიმართულებებიდან არჩეული 60 პროფესორი – მათ შორის 20 ეკონომიკის მიმართულებით და 40 ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით);

- მედიცინის ფაკულტეტი - 40 წევრი (10 სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელი და პროგრამული მიმართულებებიდან არჩეული 30 პროფესორი – მათ შორის – 7 თერაპიის მიმართულებით, 9 ქირურგიის მიმართულებით, 3 ნეირომედიცინის მიმართულებით, 2 დიაგნოსტიკური მედიცინის მიმართულებით, 4 თეორიული მედიცინის მიმართულებით, 2 საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით, 3 სტომატოლოგიის მიმართულებით);

- ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი - 80 წევრი (20 სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელი და პროგრამული მიმართულებებიდან არჩეული 60 აკადემიური პერსონალი – მათ შორის 11 კომპიუტერული მეცნიერებების მიმართულებით, 13 მათემატიკის მიმართულებით, 9 ფიზიკის მიმართულებით, 7 ქიმიის მიმართულებით, 9 ბიოლოგიის მიმართულებით, 6 გეოგრაფიის მიმართულებით, 3 გეოლოგიის მიმართულებით, 2 ელექტრონიკის მიმართულებით);

- სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი - 80 წევრი (20 სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელი და პროგრამული მიმართულებებიდან არჩეული 60 აკადემიური პერსონალი – მათ შორის 21 ფსიქოლოგიის მიმართულებით, 12 ჟურნალისტიკის მიმართულებით, 8 საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებით, 8 პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით, 6 სოციოლოგიისა და სოციალური მუშაობის მიმართულებით, 5 საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით);

- იურიდიული ფაკულტეტი – 65 წევრი (20 სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელი და პროგრამული მიმართულებებიდან არჩეული 45 აკადემიური პერსონალი – მათ შორის: 3 სამართლის ისტორიის მიმართულებით, 6 კონსტიტუციური სამართლის მიმართულებით, 3 ადმინისტრაციული სამართლის მიმართულებით, 6 საერთაშორისო სამართლის მიმართულებით, 15 კერძო სამართლის მიმართულებით, 3 სამართლის მეთოდების მიმართულებით, 9 სისხლის სამართლის მიმართულებით).

- ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – 80 წევრი (20 სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელი და პროგრამული მიმართულებებიდან არჩეული 60 აკადემიური პერსონალი – მათ შორის 9 ისტორიის მიმართულებით, 1 არქეოლოგიის მიმართულებით, 1 ეთნოლოგიის მიმართულებით, 1 კულტურის მეცნიერებების მიმართულებით, 1 ამერიკისმცოდნეობის მიმართულებით, 14 ქართული ფილოლოგიის მიმართულებით, 4 კლასიკური ფილოლოგიისა და ბიზანტიური ფილოლოგიის მიმართულებით, 1 ახალი ბერძნული ფილოლოგიის მიმართულებით, 3 ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებით, 3 გერმანული ფილოლოგიის მიმართულებით, 2 რომანული ფილოლოგიის მიმართულებით, 2 აღმოსავლეთმცოდნეობა – არაბისტიკის მიმართულებით, 2 აღმოსავლეთმცოდნეობა- ირანისტიკის მიმართულებით, 2 აღმოსავლეთმცოდნეობა-თურქოლოგიის მიმართულებით, 1 აღმოსავლეთმცოდნეობა-არმენოლოგიის მიმართულებით, 1 აღმოსავლეთმცოდნეობა ებრაისტიკა-არამეისტიკის მიმართულებით, 1 აღმოსავლეთმცოდნეობა-ასირიოლოგიის მიმართულებით, 2 რუსული ფილოლოგიის მიმართულებით, 1 კავკასიოლოგიის მიმართულებით, 3 ხელოვნება და ხელოვნებათმცოდნეობის მიმართულებით, 3 ფილოსოფიის მიმართულებით, 2 განათლების მეცნიერებების მიმართულებით).

 

III. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.

IV. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 156

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის, “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2008 წლის №91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილების საფუძველზე

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შედეგები და აკადემიურ თანამდებობებზე არჩეულ იქნენ:


ფსიქოლოგიის მიმართულებით:

ასისტენტ-პროფესორი –  ირინე ჟვანია
თინათინ ჭინჭარაული
ეკა ფირცხალავა
ირინა გედევანიშვილი
სოფიო თევდორაძე

 

ჟურნალისტიკის მიმართულებით:

ასოცირებული პროფესორი -  ელდარ იბერი
ასისტენტ-პროფესორი  -  ნინო ჭალაგანიძე
მარინე ლომიძე
ნათია კუპრაშვილი
ელზა ლომიძე

 

საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებით:

ასისტენტ-პროფესორი -  თამარ დოლბაია

 

პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით:

ასისტენტ-პროფესორი -  ალექსანდრე წურწუმია

 

სოციოლოგიის მიმართულებით:

ასისტენტ-პროფესორი -   ნინო შატბერაშვილი    

  

2. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს პერსონალის მართვის დეპარტამენტმა.

3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

 

საფუძველი: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო კომისიის დასკვნა.

 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 155

აკადემიური საბჭოს 2008 წლის 10 ნოემბრის №149 დადგენილების საფუძველზე რექტორის 2008 წლის 16 სექტემბრის №81/01-01 ბრძანებით დამტკიცდა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად გამოცხადებული აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შედეგები.

აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების ირანისტიკის ქვემიმართულების ასოცირებული პროფესორის 1 საშტატო ერთეულზე კომისიის გადაწყვეტილებით არჩეულ იქნენ ფატმან ანთაძე და თეა შურღაია.


ირანისტიკის ქვემიმართულებით კონკურსი გამოცხადებული იყო ასოცირებული პროფესორის 1 საშტატო ერთეულზე. კომისიის გადაწყვეტილება 2 კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით ეწინააღმდეგება კანონს და რექტორის 2008 წლის 16 სექტემბრის №81/01-01 ბრძანებას.


ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის საფუძველზე, აკადემიურმა საბჭომ

 

დაადგინა:

 

1. ბათილად იქნეს ცნობილი მისი ძალაში შესვლის დღიდან თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორის აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის 2008 წლის 8 ნოემბრის დასკვნის ის ნაწილი, რომლითაც აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულების ირანისტიკის ქვემიმართულების ასოცირებული პროფესორის (1 საშტატო ერთეული) თანამდებობის დასაკავებლად წარდგენილ იქნა ფატმან ანთაძისა და თეა შურღაიას კანდიდატურები, თავისი თანმდევი შედეგებით;


2. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს დადგენილების დაინტერესებული პირებისათვის გადაცემიდან 1 (ერთი) თვის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა  კოლეგიაში ( მის: დავით  აღმაშენებლის  ხეივანი  მე-12 კმ.);


3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

 

პროფესორი გიორგი  ხუბუა 

             
აკადემიური საბჭოს თავჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 154

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე–11  კორპუსის N 314–ე  აუდიტორიისათვის გრიგოლ თუმანიშვილის სახელის მინიჭების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად,

 

მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე–11  კორპუსის N 314–ე  აუდიტორიისათვის გრიგოლ თუმანიშვილის სახელი.

 

საფუძველი: ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მ/შ წარდგინება

 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 153

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2008 წლის N91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის N13 სხდომის გადაწყვეტილების საფუძველზე

 

I. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

 

1. იაგო კაჭკაჭიშვილი – სრული პროფესორი,
2. ამირან ბერძენიშვილი – ასოცირებული პროფესორი
3. ნინო დურგლიშვილი – ასოცირებული პროფესორი
4. ლალი სურმანიძე –  ასოცირებული პროფესორი
5. ლია წულაძე – ასოცირებული პროფესორი.

 

II. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ

 

პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თვმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 152

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასისტენტ პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის, “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2008 წლის №91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილების საფუძველზე

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შედეგები და ასისტენტ პროფესორად არჩეულ იქნეს ეკონომიკის აკადემიური დოქტორი ლალი ხურცია.


2. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს პერსონალის მართვის დეპარტამენტმა.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.


 

საფუძველი: ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საკონკურსო კომისიის დასკვნა.

 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 151

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2008 წლის  N91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის N13 სხდომის გადაწყვეტილების საფუძველზე, 

 

I.    დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით: 

 

1.    მაცაბერიძე მალხაზ - სრული პროფესორი, პოლიტიკურ მეცნიერებათა მიმართულება
2.    კუხიანიძე ალექსანდრე - ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკურ მეცნიერებათა მიმართულება
3.    მაჭარაშვილი ნანა - ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკურ მეცნიერებათა მიმართულება
4.    კაკაჩია კორნელი - ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკურ მეცნიერებათა მიმართულება
5.    სალუქვაძე იოსებ - სრული პროფესორი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება
6.    გოგსაძე გიორგი - სრული პროფესორი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება
7.    ბოკერია მარინე - ასოცირებული პროფესორი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება
8.    პავლიაშვილი ნინო - ასოცირებული პროფესორი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება
9.    წერეთელი ბაადურ - ასისტენტ პროფესორი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება
10.    ჩხაიძე ვლადიმერი - ასისტენტ პროფესორი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულება
11.    კაჭკაჭიშვილი იაგო - სრული პროფესორი, სოციოლოგიის მიმართულება
12.    ბერძენიშვილი ამირან - ასოცირებული პროფესორი, სოციოლოგიის მიმართულება
13.    ზაზაშვილი ნატო - ექსპერტი, სოციოლოგიის მიმართულება
14.    გოლუბიანი თამთა - ექსპერტი, სოციოლოგიის მიმართულება
15.    ჩინჩალაძე ნინო - ექსპერტი, სოციოლოგიის მიმართულება
16.    დადიანი ანდრო - ექსპერტი, სოციოლოგიის მიმართულება
17.    კაჭარავა ხათუნა - ასისტენტ-პროფესორი, ჟურნალისტიკის მიმართულება
18.    პაატა ნაცვლიშვილი - მედია ექსპერტი, ჟურნალისტიკის მიმართულება
19.    პაატა ვეშაპიძე - ექსპერტი, ჟურნალისტიკის მიმართულება
20.    გერსამია მარიამი - ასოცირებული პროფესორი, ჟურნალისტიკის მიმართულება
21.    ჩანთოლანი გიორგი - ასოცირებული პროფესორი, ჟურნალისტიკის მიმართულება
22.    ჯოლოგუა თმაზ - ასოცირებული პროფესორი, ჟურნალისტიკის მიმართულება
23.    ბელქანია ნოდარ - სრული პროფესორი, ფსიქოლოგიის მიმართულება
24.    მაღრაძე გუგული - სრული პროფესორი, ფსიქოლოგიის მიმართულება
25.    ჩიტაშვილი მარინე - სრული პროფესორი, ფსიქოლოგიის მიმართულება
26.    წერეთელი მზია - სრული პროფესორი, ფსიქოლოგიის მიმართულება
27.    გაგოშიძე თამარ - სრული პროფესორი, ფსიქოლოგიის მიმართულება
28.    ჯავახიშვილი ნინო - სრული პროფესორი, ფსიქოლოგიის მიმართულება
29.    არუთინოვი ლუიზა - ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგიის მიმართულება
30.    აბაშიძე თამარ - ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგიის მიმართულება
31.    მელიქიშვილი მანანა - ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგიის მიმართულება
32.    კალანდარიშვილი მაია - ასოცირებული პროფესორი, ფსიქოლოგიის მიმართულება

 

II.    დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 150

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორების აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს  2008 წლის N91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის N13 სხდომის გადაწყვეტილების საფუძველზე

 

1.   დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და  ასისტენტ-პროფესორების შესარჩევი საკონკურსო კომისიის შედეგები და არჩეულ იქნენ აკადემიურ თანამდებობაზე

 

ფილოლოგიის მიმართულებით:

 

ლიტერატურის თეორია
ასოცირებული პროფესორი - თენგიზ კიკაჩეიშვილი

 

ლიტერატურული ურთიერთობები და თარგმანმცოდნეობა
ასოცირებული პროფესორი - ნანა გაფრინდაშვილი
                                                ეკატერინე ნავროზაშვილი 

 

კლასიკური ფილოლოგია
ასოცირებული პროფესორი - რუსუდან ცანავა
                                                მანანა ფხაკაძე

 

ახალი ბერძნული ფილოლოგია
ასოცირებული პროფესორი - ანი ჩიქოვანი

ასისტენტ-პროფესორი - მაკა ქამუშაძე

 

ფრანგული ფილოლოგია (ფრანგული ლიტერატურა) 
ასოცირებული პროფესორი - ნანა გუნცაძე

 

იტალიური ფილოლოგია 
ასოცირებული პროფესორი - მაია ჯავახიძე

 

ისტორიის მიმართულებით:

 

ამერიკისმცოდნეობა
ასოცირებული პროფესორი - ვასილ კაჭარავა

ასისტენტ-პროფესორი - ნინო კიღურაძე

 

განათლების მეცნიერებების მიმართულებით: 

 

ასოცირებული პროფესორი - ივანე მინდაძე

ასისტენტ-პროფესორი - ნინო ჩახუნაშვილი 

 

კავკასიოლოგიის მიმართულებით (კავკასიური ენები):
ასოცირებული პროფესორი - მერაბ ჩუხუა

 

აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულებით:

 

არაბისტიკა:
ასოცირებული პროფესორი - გიორგი ლობჟანიძე

 

ირანისტიკა 
ასოცირებული პროფესორი - თეა შურღაია
                                                ფატმან ანთაძე

 

            

2.    დადგენილების შესრულება უზრუნველყოს პერსონალის მართვის დეპარტამენტმა.
3.    დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 149

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს  2008 წლის N91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის N13 სხდომის გადაწყვეტილების საფუძველზე

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შედეგები და ქირურგიის დეპარტამენტის ასოცირებულ პროფესორად არჩეულ იქნეს ამირან ანთაძე


2.    დადგენილების შესრულება უზრუნველყოს პერსონალის მართვის დეპარტამენტმა.
3.    დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 148

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს  2008 წლის N91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის N13 სხდომის გადაწყვეტილების საფუძველზე

 

I.    დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:


1.    ეთერ ხარაიშვილი - სრული პროფესორი, თავმჯდომარე
2.    მარინა ჩავლეიშვილი - ასოცირებული პროფესორი, მდივანი
3.    შალვა გოგიაშვილი - ასოცირებული პროფესორი
4.   სლავა ფეტელავა - ეკონომიკის აკადემიური დოქტორი, საქართველოს თავისუფალი ვაჭრობისა და კონკურენციის სააგენტოს დეპარტამენტის უფროსი
5.    თეა კასრაძე - ასოცირებული პროფესორი.

 

II.    დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 147