საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
დადგენილება
თარიღი
“ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2008 წლის 25 მაისის N92 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
26.03.2010, № 36/2010 დადგენილებით

 

“საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის, “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,

 

1. შევიდეს დამატება  “ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ ” აკადემიური საბჭოს 2008 წლის 25 მაისის N 92 დადგენილების დანართში.


2. მე–6 მუხლს დაემატოს მე–5 პუნქტი: “სტუდენტს გაცდენილი სემესტრები ჩაეთვალოს საპატიოდ, მე–6 მუხლის მე–2  პუნქტში მითითებული საფუძვლებით.“


3. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს სასწავლო დეპარტამენტმა (რ. ჩიქოვანი).
4. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 225

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაციის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების"  მე–9 მუხლის,  მე–40 მუხლის მე–2 პუნქტისა და წარმომადგენლობითი საბჭოს  2009 წლის 24 თებერვლის N18 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანების არჩევის წესის“ მე–3 მუხლის მე–5 პუნქტის საფუძველზე,

 


I. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად  დარეგისტრირდნენ:

 

1. ნოდარ  ბელქანია
2. ლალი სურმანიძე
3. გიორგი ყიფიანი

 

II. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს საარჩევნო კომისიამ.

III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ. უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე საჯარო გაცნობისათვის განთავსდეს კანდიდატების მიერ წარმოდგენილი ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია.

 


პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 224

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაციის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების"  მე–9 მუხლის,  მე–40 მუხლის მე–2 პუნქტისა და წარმომადგენლობითი საბჭოს  2009 წლის 24 თებერვლის N18 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანების არჩევის წესის“ მე–3 მუხლის მე–5 პუნქტის საფუძველზე,

 


I. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად  დარეგისტრირდეს:

 

1. ალექსანდრე ცისკარიძე

 

II. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს საარჩევნო კომისიამ.

III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ. უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე საჯარო გაცნობისათვის განთავსდეს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია.

 


პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 223

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაციის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების"  მე–9 მუხლის,  მე–40 მუხლის მე–2 პუნქტისა და წარმომადგენლობითი საბჭოს  2009 წლის 24 თებერვლის N18 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანების არჩევის წესის“ მე–3 მუხლის მე–5 პუნქტის საფუძველზე,

 

I. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  დეკანის თანამდებობის დასაკავებლად  დარეგისტრირდეს:

 

1. დარეჯან თვალთვაძე

 

II. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს საარჩევნო კომისიამ.

III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ. უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე საჯარო გაცნობისათვის განთავსდეს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია.

 


პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 222

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად ალექსანდრე ჩხიტაურის კანდიდატად  რეგისტრაციაზე უარის თქმის შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს მომართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ  ჯენარო ქრისტესაშვილმა, იურიდიულ ფაკულტეტზე დეკანის თანამდებობის დასაკავებლად ალექსანდრე ჩხიტაურის  კანდიდატურის რეგისტრაციასთან დაკავშირებით.

მიმდინარე წლის 11 მაისის აკადემიური საბჭოს სხომაზე ალექსანდრე ჩხიტაურის მიერ წარმოდგენილ იქნა ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია, რაც არ პასუხობს უმაღლესი განათლების რეფორმის ძირითად მიმართულებებს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიას და მიზნებს. წინააღმდეგობაშია „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის პრინციპებთან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე–9 მუხლის, მე–40 მუხლის მე–2 პუნქტის, წარმომადგენლობითი საბჭოს 2009 წლის 24 თებერვლის N18 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანების არჩევის წესის“ მე–3 მუხლის მე–5 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52–ე, 58–ე და მე–100 მუხლების საფუძველზე:

 

I. უარი ეთქვას ალექსანდრე ჩხიტაურს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად  კანდიდატად რეგისტრაციაზე.

 

II. მიღებული გადაწყვეტილების შესახებ ეცნობოს დაინტერესებულ მხარეს (ა. ჩხიტაურს), საარჩევნო კომისიას, იურიდიულ ფაკულტეტს.

III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ. დაევალოს უნივერსიტეტის კანცელარიას (ნ. ოვსიანიკოვა) წინამდებარე დადგენილების მეორე პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება.

IV. დადგენილება ძალაშია ხელმოწერისთანავე.

V. წინამდებარე დადგენილება დაინტერესებული მხარის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს მისი ოფიციალური გაცნობიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: დ. აღმაშნებლის ხეივანი,  მე–12 კმ. N6).

 

 საფუძველი : ხმის დამთვლელი კომისიის 11.05.09 N1 ოქმი.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თვმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 221

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტში ადმინისტრაციული რეგისტრაციის ვადის გაგრძელების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

I. უფლება მიეცეთ სტუდენტებს, 2008–2009 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასური დაფარონ:

 

ბაკალავრიატი  – ა.წ . 8 ივნისამდე
მაგისტრატურა – ა.წ. 22 ივნისამდე
დოქტორანტურა – ა.წ. 25 ივნისამდე

 


II. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს სასწავლო დეპარტამენტმა (რ.ჩიქოვანი).

III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 


პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თვმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 220

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტების იზზათ ისმაილოვისა და თეონა აბულაძისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე–9 მუხლისა და სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის  მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის საფუძველზე

 


I. შეუჩერდეთ სტუდენტის სტატუსი 2008–2009 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში და შეუნარჩუნდეთ გადახდილი სწავლის საფასური 2009–2010 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტებს – იზზათ ისმაილოვსა და თეონა აბულაძეს, ფაკულტეტის მიერ მიმდინარე სემესტრში მათთვის საჭირო სასწავლო კურსების შეთავაზების შეუძლებლობის გამო.

 


II. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს სასწავლო დეპარტამენტმა (რ.ჩიქოვანი).


III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თვმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 219

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე–9 მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის 16 იანვრის N 03/01–01 ბრძანებისა და 2009 წლის 17 თებერვლის N16/01–01 საფუძველზე,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შედეგები და არჩეულ იქნენ აკადემიურ თანამდებობაზე


სრული პროფესორი – მარინა ვაშაყმაძე
ასოცირებული პროფესორი –  მანანა შამილიშვილი
ასისტენტ–პროფესორი – თეა მჟავანაძე


3. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს პერსონალის მართვის დეპარტამენტმა
4. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ

 


პროფესორი
გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 218

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესისა და იურიდიული ფაკულტეტების დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაციის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების"  მე–9 მუხლის,  მე–40 მუხლის მე–2 პუნქტისა და წარმომადგენლობითი საბჭოს  2009 წლის 24 თებერვლის N18 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანების არჩევის წესის“ მე–3 მუხლის მე–5 პუნქტის საფუძველზე

 


I. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად  დარეგისტრირდნენ:

 

1. იაკობ მესხია
2. ჯამლეტ ჯანჯღავა.


II. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანის თანამდებობის დასაკავებლად  დარეგისტრირდეს:

 

1. ირაკლი ბურდული

 

III. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს საარჩევნო კომისიამ.

IV. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ. უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ–გვერდზე საჯარო გაცნობისათვის განთავსდეს კანდიდატების მიერ წარმოდგენილი ფაკულტეტის განვითარების კონცეფცია.
 


პროფესორი
გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 217

გერმანელ ქართველოლოგ იოსტ გიპერტისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის შესაბამისად,

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისა და ქართველი მეცნიერებისათვის გაწეული დახმარებისათვის გამოჩენილ გერმანელ ქართველოლოგს იოსტ გიპერტს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.


2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

 

საფუძველი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წარდგინება

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 216

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

2019 წლის 17 ივნისის №75/2019 დადგენილებით

 

”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის “ლ” ქვეპუნქტის შესაბამისად,


1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების ახალი რედაქცია (დანართი 1).


2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.


 

საფუძველი: ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს წარდგინება

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 215

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ  (კოდიფიცირებული)

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

2019 წლის 17 ივნისის №75/2019 დადგენილებით

 

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
11.07.2011, № 68/2011, 10.10.2011, № 108 /2011, 
16.01.2012, №4 /2012, 29.01.2013, №6/2013,
6.11.2017, №130/2017 და 23. 04.2018, №105/2018
დადგენილებებით


”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის “ლ” ქვეპუნქტის შესაბამისად,


1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების ახალი რედაქცია (დანართი 1).

 

2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

 

საფუძველი: ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბჭოს წარდგინება

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 215

“ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ” 2009 წლის 02 თებერვლის აკადემიური საბჭოს №171 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
16.03.201, №27/2011დადგენილებით

 

“საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის, “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,

 

1. შევიდეს ცვლილება  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს №171 დადგენილების დანართში და მე-20 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “გარდამავალი დებულებით დაწესებული შეღავათებით სარგებლობა შესაძლებელია 2007 წლის შემოდგომის სემესტრიდან 2009 წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით.”


2. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს სასწავლო დეპარტამენტმა (რ.ჩიქოვანი).
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 214

“ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ” 2008 წლის 25 მაისის აკადემიური საბჭოს №92 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
26.03.2010, № 36/2010 დადგენილებით

 

“საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის, “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული “საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების” მე-9 მუხლის საფუძველზე,

 

I. შევიდეს ცვლილებები და დამატებები  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს №92 დადგენილების დანართში:

 

1. მე-8 მუხლის 1-ლი პუნქტის  “ა”- ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2. საქართველოს მოქალაქეებისათვის:


ბაკალავრიატი- 750 ლარი;
მაგისტრატურა-1000 ლარი;
დოქტორანტურა-1000 ლარი;
დოქტორანტურაში სწავლის საფასურზე შეღავათის საკითხს პროგრამის ხელმძღვანელის წარდგინების საფუძველზე წყვეტს ფაკულტეტის საბჭო.

 

1. მე-8 მუხლის 1-ლ პუნქტს დაემატოს “დ”- ქვეპუნქტი:
 

დ) 2009-2010 სასწავლო წლიდან თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის ბაკალავრიატში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირთათვის სპეციალობაზე “სამკურნალო საქმე” ინგლისურენოვან პროგრამაზე სწავლების სემესტრული გადასახადი განისაზღვროს 1125 აშშ დოლარის ეკვივალენტით ლარებში.

 

3. მე-8 მუხლის მე-3 პუნქის “ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “2008-2009 სასწავლო წელსა და 2009-2010 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხულნი ერთი სემესტრის განმავლობაში თავისუფლდებიან გადასახადისაგან.”

 

II. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს სასწავლო დეპარტამენტმა (რ.ჩიქოვანი)
III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

პროფესორი
გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 213

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  აკადემიური პერსონალის სრული, ასოცირებული  და ასისტენტ პროფესორების შრომის ანაზღაურების ოდენობის დადგენის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
10.03.2010, №25/2010 დადგენილებით



“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის “ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად,

 

  • ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული, ასოცირებული და ასისტენტ- პროფესორების  შრომის ანაზღაურების ოდენობა დაიყოს ა 1, ა 2 და ბ კატეგორიებად შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

 

კატეგორია ა 1 აერთიანებს:

 

  • სრულ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 16-საათიან (8 საათი სააუდიტორიო, 8 საათი საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას და შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა აქვთ მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  (გარდა უნივერსიტეტის მიერ სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტებთან ხელშეკრულებით ან მემორანდუმით გათვალისწინებული შემთხვევებისა). ნებადართულია არასაუნივერსიტეტო  სამეცნიერო გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა.

 

  • ასოცირებულ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 20-საათიან (10 საათი სააუდიტორიო, 10 საათი საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას და შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა აქვთ მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან (გარდა უნივერსიტეტის        მიერ            სამეცნიერო–კვლევით         ინსტიტუტებთან ხელშეკრულებითან მემორანდუმით გათვალისწინებული შემთხვევებისა).  ნებადართულია არასაუნივერსიტეტო  სამეცნიერო გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა.

 

  • ასისტენტ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 26-საათიან (14 საათი სააუდიტორიო, 12 საათი საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას და შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა აქვთ მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  (გარდა უნივერსიტეტის მიერ სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტებთან ხელშეკრულებით ან მემორანდუმით გათვალისწინებული შემთხვევებისა). ნებადართულია არასაუნივერსიტეტო  სამეცნიერო გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა.

 

სრული პროფესორის  ანაზღაურება  განისაზღვროს თვეში 1650   ლარის ოდენობით,
ასოცირებული პროფესორის – 1 3 00    ლარის ოდენობით,
ასისტენტ პროფესორის - 900   ლარი.

 

  კატეგორია ა 2  აერთიანებს: 

 

  • სრულ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 12-საათიან ( 6 საათი სააუდიტორიო, 6 საათი საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას და შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა აქვთ მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  (გარდა უნივერსიტეტის მიერ სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტებთან  ხელშეკრულებით ან მემორანდუმით გათვალისწინებული შემთხვევებისა). ნებადართულია არასაუნივერსიტეტო  სამეცნიერო გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა.

 

  • ასოცირებულ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 16-საათიან ( 8 საათი სააუდიტორიო, 8 საათი საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას და შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა აქვთ მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  (გარდა უნივერსიტეტის მიერ სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტებთან ხელშეკრულებით ან მემორანდუმით გათვალისწინებული შემთხვევებისა). ნებადართულია არასაუნივერსიტეტო  სამეცნიერო გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა.

 

  • ასისტენტ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 22-საათიან ( 12 საათი სააუდიტორიო, 10 საათი საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას და შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა აქვთ მხოლოდ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან  (გარდა უნივერსიტეტის მიერ სამეცნიერო–კვლევით ინსტიტუტებთან ხელშეკრულებით ან მემორანდუმით გათვალისწინებული შემთხვევებისა). ნებადართულია არასაუნივერსიტეტო  სამეცნიერო გრანტებსა და პროექტებში მონაწილეობა.

 

სრული პროფესორის  ანაზღაურება  განისაზღვროს თვეში 1280    ლარის ოდენობით,
ასოცირებული პროფესორის - 10 00    ლარის ოდენობით,
ასისტენტ პროფესორის  - 7 20   ლარი.

 

კატეგორია ბ  აერთიანებს სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ პროფესორებს,  რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 8 სექტემბრის  N122 დადგენილებით დამტკიცებულ აკადემიური პერსონალის მინიმალურ დატვირთვას.


სრული პროფესორებისათვის ანაზღაურება განისაზღვროს 900 ლარის ოდენობით,
ასოცირებული პროფესორის – 720  ლარის ოდენობით, 
ასისტენტ პროფესორის   - 540 ლარი.


II. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.
III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.


საფუძველი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წერილი N6714/02, 27.03.2009წ.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 212

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე–9 მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის 3 თებერვლის N 10/01–01 ბრძანების საფუძველზე,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე შესარჩევი საკონკურსო კომისიის შედეგები და აკადემიურ თანამდებობაზე არჩეულ იქნეს ეკონომიკის აკადემიური დოქტორი ნინო  პაპაჩაშვილი


2. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს პერსონალის მართვის დეპარტამენტმა.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.


 

პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 211

”ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს  2009 წლის 16 მარტის №200 დადგენილებაში ცვილებებისა და დამატების შეტანის შესახებ

,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე–9 მუხლის  საფუძველზე,

 

1. შევიდეს ცვლილება „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 16 მარტის N200 დადგენილებაში და საკონკურსო კომისია ჩამოყალიბდეს შემდეგი შემადგენლობით:


1. ელდარ იბერი – თსუ ასოცირებული პროფესორი, თავმჯდომარე
2. ზაზა გოქსაძე – ჟურნალისტიკის დოქტორი
3. ნანი მაჭარაშვილი – თსუ ასოცირებული პროფესორი
4. ზვიად ქორიძე – ჟურნალისტი.
5. ელისო ჩაფიძე – ჟურნალისტი


1. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 


პროფესორი  გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 210

“ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში საუნივერსიტეტო დაფინანსებაზე მისაღები კონტიგენტის განსაზღვრის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2008 წლის 08 სექტემბრის №125 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
29.12.2010, №148/2010 დადგენილებით

 

,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის №490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე–9 მუხლის  საფუძველზე,

 

1. შევიდეს ცვლილება “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში საუნივერსიტეტო დაფინანსებაზე მისაღები კონტიგენტის განსაზღვრის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2008 წლის 08 სექტემბრის №125 დადგენილებაში და მე–3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „საუნივერსიტეტო დაფინანსება განხორციელდეს სემესტრულად პროგრამების მიხედვით, აკადემიური შედეგების გათვალისწინებით“.


2. დადგენილების მოქმედება გავრცელდეს ამ სემესტრის მაგისტრანტებზე.


3. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს სასწავლო დეპარტამენტის უფროსს (რ.ჩიქოვანი).
4. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ. 


 
პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 209

“სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის შესახებ” აკადემიური საბჭოს N#92 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
26.03.2010, № 36/2010 დადგენილებით

 

,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

1. შევიდეს ცვლილება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  N92 დადგენილებაში:


ა) მე–9 მუხლს დაემატოს 31 პუნქტი: “ბაკალავრიატის დამამთავრებელ დამატებით  XII და XIV სემესტრებში სტუდენტს უფლება ეძლევა 240 კრედიტის შესასრულებლად აირჩიოს საგნები არაუმეტეს 40 კრედიტისა.“

ბ) მე–12 მუხლის 1–ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სტუდენტის სემესტრულ საბოლოო გამოცდაზე დაშვებისათვის აუცილებელი მინიმალური ქულაა 31. სასწავლო კურსის სილაბუსი შეიძლება ითვალისწინებდეს სხვა მოთხოვნებს, მაგრამ არანაკლებ 21 ქულისა“;

 

2. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს სასწავლო დეპარტამენტის უფროსს (რ.ჩიქოვანი).

3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ. 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 208

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებში თუნინგის მეთოდოლოგიის დანერგვის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად,

 

I. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამების შემდგომი სრულყოფისა და მოდერნიზაციის, სასწავლო პროცესში ევროპული სტანდარტების დანერგვის მიზნით, მოხდეს ტემპუსის პროექტის „თუნინგის მიდგომის გამოყენება საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში“ შედეგების იმპლემენტაცია საუნივერსიტეტო კურიკულუმში, რისთვისაც გატარდეს შემდეგი ღონისძიებები:

თუნინგის მეთოდოლოგია დაინერგოს მათემატიკის, ფიზიკის, ქიმიის, გეოლოგიის, ფიზიკური და საზოგადოებრივი გეოგრაფიის, ისტორიის, ევროპისმცოდნეობის, ბიზნესის ადმინისტრირების, განათლების მეცნიერებების, საექთნო საქმის სასწავლო პროგრამებში.

ტემპუსის პროექტის საფუძველზე, თუნინგის მეთოდოლოგიად განისაზღვროს კურიკულუმის დაფუძნება შემდეგ მიდგომებზე:  პროგრამის პროფილის განსაზღვრა, სწავლის შედეგების აღწერა  დარგობრივი და ზოგადი  კომპეტენციებით და მისი გადატანა სილაბუსებში (შინაარსი და კრედიტები), სწავლების, სწავლისა და შეფასების მეთოდების განსაზღვრა, ხარისხის განუხრელი ამაღლების მიზნით, შესაბამისი შეფასების სისტემის განვითარება.

შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ ზემოთ აღნიშნული მიმართულების სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელები (კოორდინატორები) და ტემპუსის პროექტის „თუნინგის მიდგომის გამოყენება საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში“ შემდეგი მონაწილენი:  რამაზ ბოჭორიშვილი, გიორგი ბარელაძე, ომარ ღლონტი (მათემატიკა), ალექსანდრე შენგელაია, ნანა შათაშვილი, გელა გელაშვილი (ფიზიკა), ვაჟა ცხოვრებაშვილი, მზია კეზერაშვილი, მარინა რუხაძე, ომარ მუკბანიანი, როზა კუბლაშვილი, რუსუდან ვარდიაშვილი (ქიმია), გურამ ქუთელია (გეოლოგია), ლია მაჭავარიანი, გიორგი მელაძე (ფიზიკური გეოგრაფია), ვალერი მელიქიძე (საზოგადოებრივი გეოგრაფია), თემურ პაპასკირი, თედო დუნდუა (ისტორია), დავით კერესელიძე, კორნელი კაკაჩია, გაგა გაბრიჩიძე, მერაბ აბდალაძე (ევროპისმცოდნეობა), ია ნაცვლიშვილი (ბიზნესის ადმინისტრირება), რუსუდან სანაძე, ეთერ ღვინერია, ნინო ჯავახიშვილი (განათლების მეცნიერებები), ნინო ჩიხლაძე, თამარ რუხაძე, მაკა ჯორბენაძე, თამარ გიორგობიანი, თამილა ლეკაშვილი, ლია შარაშენიძე, ფატი ძოწენიძე (საექთნო საქმე).

დაევალოს სამუშაო ჯგუფს, კერძოდ, ზემოთ აღნიშნული მიმართულების სასწავლო პროგრამების ხელმძღვანელებს (კოორდინატორებს) თუნინგის მეთოდოლოგიის დანერგვა შესაბამისი მიმართულების სასწავლო პროგრამებში ტემპუსის პროექტის „თუნინგის მიდგომის გამოყენება საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში“ მონაწილეებთან კონსულტაციებისა და პროგრამის განხორციელებაში ჩართულ აკადემიურ პერსონალთან თანამშრომლობის საფუძველზე. თუნინგის მეთოდოლოგიის დასანერგად შესაბამისი ტრენინგების ორგანიზება უზრუნველყოს თსუ აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრმა. თუნინგის მეთოდოლოგიის დანერგვა ზემოთ აღნიშნული მიმართულებების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებში მოხდეს   2009–2010 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის.
თუნინგის მეთოდოლოგიის გამოყენებით მოდიფიცირებული ზემოთ აღნიშნული მიმართულებების 2009–2010 სასწავლო წლის საბაკალავრო პროგრამები (პროგრამების აღწერილობა და სილაბუსები) წარდგენილ იქნას შესაბამისი ფაკულტეტის (ფაკულტეტების) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში არაუგვიანეს 2009 წლის 30 ივნისისა, ხოლო სამაგისტრო პროგრამები (პროგრამების აღწერილობა და სილაბუსები) წარდგენილ იქნას შესაბამისი ფაკულტეტის (ფაკულტეტების) ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში არაუგვიანეს 2009 წლის 30 სექტემბრისა. 

 

II. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს უნივერსიტეტის  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს (ი. დარჩია).
III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ. 

 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 207