საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
დადგენილება
თარიღი
ბაიროითის უნივერსიტეტის პროფესორ პიტერ ჰებერლესათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის შესაბამისად,

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისათვის ბაიროითის უნივერსიტეტის პროფესორ პიტერ ჰებერლეს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

 

2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

საფუძველი: თსუ იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს წარდგინება

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 186

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში 2008-2009 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის შესაბამისად,


1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში მისაღები კონკურსის ვადები 2008-2009 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში განსაზღვროს შემდეგი წესით:


1.1. საბუთების მიღება – 5-13 მარტი;
1.2. გამოცდები – 16-19 მარტი;
1.3. დადებითქულიანი კონკურსანტების სიების გამოცხადება – 19 მარტი;
1.4. გასაუბრება – 23-26 მარტი;
1.5. გასაუბრების შედეგების გამოქვეყნება – 26 მარტი;
1.6. ბრძანება ჩარიცხვაზე – 27 მარტი;


2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 185

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქვემო ქართლის ყოფილი ფილიალის  კურსდამთავრებულთა და/ან სტუდენტთა კრედიტების დაანგარიშების წესის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად,

 

I. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქვემო ქართლის ყოფილი ფილიალის  კურსდამთავრებულთა და/ან სტუდენტთა კრედიტების დაანგარიშება განხორციელდეს შემდეგი წესით:

 

1. კრედიტების აღიარება განხორციელდეს სტუდენტის პირად საქმეში და სასწავლო ბარათში წამოდგენილი  ინფორმაციის  (საგნების დასახელება, შეფასებები, საკონტაქტო საათების რაოდენობა ან კრედიტი, გადმოყვანის ბრძანებების, ე. წ. დაჩქარებული სემესტრის  ან სხვა უწყისების) საფუძველზე;


2. ქვემო ქართლის ფილიალში სწავლის პერიოდში მოპოვებული კრედიტები აღიარებულ იქნას სრულად;


3. ქვემო ქართლის ფილიალში გადმოყვანამდე მოპოვებული კრედიტები აღიარებულ იქნას სრულად;


4. თუ სასწავლო ბარათში საგნები არ არის მოცემული კრედიტების მიხედვით და მითითებულია მხოლოდ საკონტაქტო (სააუდიტორიო) საათები, მათი გაანგარიშება სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის, იურიდიულ  ფაკულტეტებზე მოხდეს შემდეგნაირად: 30 საკონტაქტო საათი ჩაითვალოს არა ნაკლებ 2, არა უმეტეს 5 ECTS კრედიტად, 45 საკონტაქტო საათი –   არა ნაკლებ 4, არა უმეტეს 7 ECTS კრედიტად. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაანგარიშება მოხდეს დანართში მოცემული სქემის მიხედვით (დანართი N1).


5. სასწავლო ბარათში მოცემული 1 კრედიტი სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის, იურიდიულ  ფაკულტეტებზე აღიარებულ იქნას არა ნაკლებ 1,2, არა უმეტეს 1,5 ECTS კრედიტად;


6. თუ სასწავლო ბარათში არ არის ინფორმაცია საკონტაქტო საათების ან კრედიტების შესახებ, მაშინ ერთ სემესტრში გავლილი საგნები  მიჩნეულ იქნას 30 კრედიტად, ხოლო ერთი კურსის განმავლობაში გავლილი საგნები – 60 კრედიტად.
 

II. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს სასწავლო დეპარტამენტმა.

III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 184

2008-2009 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სადოქტორო პროგრამების დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 

17.12.2012, №128/2012 დადგენილებით

 

 

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების შესაბამისად,

 

I. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამები:

 

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი

ახალი სადოქტორო პროგრამები

 

1. გამოთვლითი მათემატიკა და მათემატიკური მოდელირება.
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: მათემატიკის დოქტორი (PhD in Mathematics)
ხელმძღვანელი:  სრული პროფ. თ. ვაშაყმაძე.

2. პლაზმის ფიზიკა და ასტროფიზიკა.
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ფიზიკის დოქ­ტო­რი (PhD in Physics).
ხელმძღვანელები: ასოც. პროფ. ნ. შათაშვილი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპოდენტი, ფიზ. მათ. მეცნ. დოქტ., გ. ჩაგელიშვილი, მათემატიკის დოქტორი ა. თევზაძე.

3. ბიოფიზიკა.
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ფიზიკის დოქტორი (PhD in Physics).
ხელმძღვანელები: ასოც. პროფ. თ. მძინარაშვილი, ფიზ.ქიმ. მეცნ. დოქტ., დ. ხოშტარია.

4. ორგანული ქიმია.
მისანიჭებული აკადემიური ხარისხი: ქიმიის დოქტორი (PhD in Chemistry).
ხელმძღვანელი: სრული პროფ. შ. სამსონია.

5. არაორგანული და მეტალორგანული ქიმია.
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ქიმიის დოქტორი (PhD in Chemistry).
ხელმძღვანელი: სრული პროფ. ნ. ლეკიშვილი.

6. ბიოორგანული ქიმია.
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ქიმიის დოქტორი (PhD in Chemistry).
ხელმძღვანელები: ასოც. პროფ. რ. გახოკიძე, ასოც. პროფ. ლ. ტაბატაძე (სოხუმის უნივერსიტეტი).

7. ფიზიოლოგია.
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი:  ბიოლოგიის დოქტორი (PhD in Biology).
ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. მ. ცაგარელი.

8. იმუნოლოგია.
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ბიოლოგიის დოქტორი (PhD in Biology).
ხელმძღვანელი: სრული პროფ. ნ. ფორაქიშვილი. თანახელმძღვანელი: ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნინა კულიკოვა.

9. ფიზიკური გეოგრაფია და გარემოს დაცვა.   
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: გეოგრაფიის დოქტორი (PhD in Geography).
ხელმძღვანელი: სრული პროფ. ზ. სეფერთე­ლაძე, თანახელმძღვანელები: პროფესორი მ. ალფენიძე (სსიპ სოხუმის უნივერსიტეტი), ასოც. პროფ. ბ. კალანდაძე.

10. რეგიონული გეოგრაფია და გეოინფორმატიკა.
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: გეოგრაფიის დოქტორი (PhD in Geography).
ხელმძღვანელი: სრული პროფ.  ნ. ელიზბარაშვილი. 

11. ჰიდროლოგია.
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: გეოგრაფიის დოქტორი (PhD in Geography).       
ხელმ­ძ­ღვა­ნე­ლე­ბი: სრული პროფ. დ. კერესელიძე, ასოც. პროფ. ლ. მაჭავარიანი.

12. პეტროლოგია, ვულკანოლოგია.  
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: გეოლოგიის დოქტორი (PhD in Geology).
ხელმძღვანელი, ასოც. პროფ. კ. აქიმიძე.

13. გამოყენებითი ეკოლოგია.  
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ეკოლოგიის დოქტორი (PhD in Ecology).
ხელმძღვანელი: პროფ. თ. ურუშაძე, თანახელმძღვანელები: ასოც. პროფ. ლ. მაჭავარიანი, ასოც. პროფ. გ. ქაჯაია. 

14. არქეომეტალურგია და პეტროლოგია.
(ერთობლივი სადოქტორო პროგრამა ბოხუმის რურის უნივერსიტეტთან (გერმანია) და საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან ერთად) . 
მისანიჭებელი აკადე­მიური ხარისხი: ბუნებისმეტყველების დოქტორი (Doctor rerum naturalium - Dr. rer. nat. / PhD in Natural Sciences). ხელმძღვანელი: სრული პროფ. ბ. თუთბერიძე, თანახელმძ­ღვანელები: პროფესორი  ა. ჰაუპტმანი, (ბოხუმის რურის უნივერსიტეტი), ისტორიის დოქტორი ი. ღამბაშიძე (ეროვნული მუზეუმი).

 

ინდივიდუალური სადოქტორო პროგრამები

 

1. მათემატიკა.
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: მათემატიკის დოქტორი (PhD in Mathematics).
ხელმძღვანელები: სრული პროფ. თ. ვაშაყმაძე, ასოც. პროფ. თ. ახობაძე.

2. ფიზიკა. 
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ფიზიკის დოქტორი (PhD in Physics).
პროგრამის ხელმძღვანელები: ასოც. პროფ. თ. მძინარაშვილი, ფიზ.-ქიმ. მეცნ. დოქტ., დ. ხოშტარია, ფიზ.-ქიმ. მეცნ. დოქტ., ნუგზარ ბაქრაძე, ფიზ. მათ. მეცნ. დოქტ . პროფესორი თეიმურაზ დავითაშვილი, ფიზ. მათ. მეც. დოქტორი, პროფესორი ზ. ხვედელიძე.

3. ქიმია.
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ქიმიის დოქტორი (PhD in Chemistry).
პროგრამის ხელმძღვანელები: სრული პროფ. ნ. ლეკიშვილი, ასოც. პროფ. ო. მუკბანიანი, ასოც. პროფ. ი. ჩიკვაიძე, პროფ. ზ. ძოწენიძე. ქიმ. მეცნ. კანდ. თ. თათრიშვილი, ქიმ. მეცნ. კანდ. დ. ზურაბიშვილი.

4. ბიოლოგია.
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ბიოლოგიის დოქტორი (PhD in Biology).
პროგრამის ხელმძღვანელები: პროფ. თეიმურაზ იოსელიანი, სრული პროფ. არნოლდ გეგეჭკორი, მედ. მეცნ. დოქტორი სოფიო კასრაძე, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფ., ზ. ლომთათიძე, ასოც. პროფ. ს. ცაგარელი.

5. გეოგრაფია.
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: გეოგრაფიის დოქტორი (PhD in Geography). 
პროგრამის ხელმძღვანელები: სრული პროფ. რ. გობეჯიშვილი, სრული პროფ. ზ. სეფერთელაძე, ასოც. პროფ. თ. გორდეზიანი.

6. გეოლოგია.
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი:  გეოლოგიის დოქტორი (PhD in Geology).
ხელმძღვანელები: გეოლოგია – მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფ. ბ. თუთბერიძე, ასოც. პროფ. გ. ღონღაძე, თანახელმძღვანელი: პროფ. ვ. ალფაიძე.

 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ახალი სადოქტორო პროგრამები

 

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: განათლების მეცნიერებების დოქტორი (PhD in Education).
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ფილოლოგიის დოქტორი (PhD   in   Philology) /  ისტორიის დოქტორი (PhD in   History).
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ფილოლოგიის  დოქტორი  (PhD in Philology).
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ფილოლოგიის დოქტორი (PhD in Philology).
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ფილოსოფიის დოქტორი (PhDin Phiosophy).
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ფილოლოგიის დოქტორი (PhD in Philology)
ხელმძღვანელი: სრული პროფ. ლ. ქეცბა-ხუნდაძე.

 

ინდივიდუალური  სადოქტორო პროგრამები

 

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ფილოლოგიის  დოქტორი (PhD in Philology)
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ფილოლოგიის დოქტორი (PhD in Philology).
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ფილოლოგიის  დოქტორი (PhD in Philology).
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ფილოლოგიის  დოქტორი (PhD in Philology).
ხელმძღვანელი: სრული პროფ. დამანა მელიქიშვილი.         
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ფილოლოგიის დოქტორი (PhD in Philology).
ხელმძღვანელი: სრული პროფ. ირმა რატიანი.
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ფილოლოგიის დოქტორი (PhD in Philology).
ხელმძღვანელი: სრული პროფ. ა. სილაგაძე.
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ფილოსოფიის დოქტორი (PhD in Phiosophy).
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ფილოლოგიის დოქტორი (PhDin Philology).
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: განათლების მეცნიერებების დოქტორი (PhD in Education).
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ფილოლოგიის დოქტორი (PhD in Philology).
ხელმძღვანელი: პროფ. ი. მერაბიშვილი.

 

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ახალი სადოქტორო პროგრამები

 

1. პოლიტიკური მეცნიერება.

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი  (PhD in Political Sciences).

ხელმძღვანელი:  პროფ. მ. მაცაბერიძე.

 

2. ჟურნალისტიკა.

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ჟურნალისტიკის დოქტორი (PhD in Journalistic).

ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. ე. იბერი.

 

3. კონფლიქტების ანალიზი და მართვა. 

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: კონფლიქტოლოგიის დოქტორი  (PhD  in Conflictology).

ხელმძღვანელი: პროფ. გ. მაღრაძე.

 

4. სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ფსიქოლოგია.

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ფსიქოლოგიის დოქტორი (PhD in Psychology).

ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. შ. აბზიანიძე.

 

5. შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგია. 

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ფსიქოლოგიის დოქტორი (PhD in Psychology).

ხელმძღვანელები: ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი გ. ქირია, ასოც. პროფ. ი. კუტალაძე.
 

 

ინდივიდუალური  სადოქტორო პროგრამები

 

1. პოლიტიკური მეცნიერება.

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი  (PhD in Political Sciences).

ხელმძღვანელი:  პროფ. მ. მაცაბერიძე.

 

2. ჟურნალისტიკა.

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ჟურნალისტიკის დოქტორი (PhD in Journalistic).

ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. ე. იბერი.

 

3. ფსიქოლოგია. 

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ფსიქოლოგიის დოქტორი (PhD in Psychology).

კოორდინატორები:  პროფ. თ. გაგოშიძე, პროფ. მ. მირიანაშვილი, პროფ. ნ. ჯავახიშვილი, პროფ. მ. ჩიტაშვილი, ასოც. პროფ. დ. ფარჯანაძე, ასოც. პროფ. ნ. სუმბაძე, ასოც. პროფ. შ. აბზიანიძე, პროფ. გ. მაღრაძე.

 

4. სოციოლოგია.

მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: სოციოლოგიის დოქტორი (PhD in Socialogy).

ხელმძღვანელი:  პროფ. ი. კაჭკაჭიშვილი.

 

 

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

ინდივიდუალური სადოქტორო პროგრამები

 

1. საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები.
მისნიჭებელი აკადემიური ხარისხი: ეკონომიკის დოქტორი (PhD in Economics).
ხელმძღვანელი: ასოც.  პროფ. ლ. ყორღანაშვილი.

2. საინფორმაციო სისტემების მენეჯმენტი.
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ბიზნესის ადმინისტრირების  დოქტორი (PhD in Business Administration).  
ხელმძღვანელი:  სრული პროფ.  მ. მაღრაძე.

3. ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი.
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ბიზნესის ადმინისტრირების  დოქტორი (PhD in Business Administration).   
ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. მ. მარგველაშვილი.

4. ბუღალტრული აღრიცხვა.
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ბიზნესის ადმინისტრირების  დოქტორი (PhD in Business Administration).
ხელმძღვანელი: სრული პროფ. ე. ხარაბაძე.

5. ფინანსები და საბანკო საქმე.
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ბიზნესის ადმინისტრირების  დოქტორი  (PHD in Business Administration).
ხელმძღვანელი: სრული პროფ. ი. კოვზანაძე.

 

იურიდიული ფაკულტეტი

სამართალი


მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: სამართლის დოქტორი (Doctor Juris / PhD in Law)
ხელმძღვანელი: პროფ. ა. დემეტრაშვილი

 

მედიცინის ფაკულტეტი

 

1. ქირურგია (კუჭნაწლავის ტრაქტის ქირურგია).
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: მედიცინის დოქტორი (PhD in Medicine). ხელმძღვანელი: პროფ. მ. კილაძე

2.  ქირურგია (ჰეპატოპანკრეატობილიარული ქირურგია).
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: მედიცინის დოქტორი (PhD in Medicine).    ხელმძღვანელები: პროფ. მ. კილაძე, დოქტორი ი. კლეფი (მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი, გერმანია).

3. სამედიცინო რადიოლოგია და ენდოსკოპია.                                                        
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: მედიცინის დოქტორი (PhD in Medicine). ხელმძღვანელი: პროფ. ფ. თოდუა.

4. ინფექციური დაავადებები.
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: მედიცინის დოქტორი (PhD in Medicine). ხელმძღვანელი: პროფ. თ. ცერცვაძე.

5. ენდოკრინოლოგია.
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი:  მედიცინის დოქტორი (PhD in Medicine). ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. ე. გიორგაძე.

6. მეანობა-გინეკოლოგია და რეპროდუქტოლოგია.                                          
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: მედიცინის დოქტორი (PhD in Medicine). ხელმძღვანელები: პროფ. ა. ხომასურიძე, ასოც. პროფ. ჯ. ქრისტესაშვილი

7. კლინიკური პათოლოგია
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი:  მედიცინის დოქტორი (PhD in Medicine) / ბიოლოგიის დოქტორი (PhD in Biology).                                                           
ხელმძღვანელი: პროფ. თ. ჯორბენაძე

8. ტრანსპლანტოლოგია (უჯრედთა, ქსოვილთა და ორგანოთა ტრანსპლანტაცია). მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: მედიცინის დოქტორი (PhD in Medicine). ხელმძღვანელი: პროფესორი დ. კორძაია.


II. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 183

“სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2008 წლის N19 მაისის №87 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის შესაბამისად,

 

1. შევიდეს ცვლილება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის “სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ” აკადემიური საბჭოს №87 დადგენილებაში და II პარაგრაფის მე-2 პუნქტის 2.1 და 2.2 ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


“2.1. ადმინისტრაციული რეგისტრაცია _ 2 თებერვალი-13 მარტი;
2.2. აკადემიური რეგისტრაცია _ 5 თებერალი-16 მარტი.”

 

2. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს სასწავლო დეპარტამენტმა.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.


პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 182

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამების დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის  შესაბამისად,

 

I. დამტკიცდეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამები:

 

1. ისტორია (პროფესიული ცოდნა და ისტორიის სწავლების მეთოდიკა) – 7 კრედიტი. ხელმძღვანელი: ასისტენტ პროფესორი გიორგი ჟუჟუნაშვილი
2. ქართული ენა და ქართული ენის სწავლების მეთოდიკა არაქართულენოვან სკოლებში – 5 კრედიტი. ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი მერი ნიკოლეიშვილი
3. ქართული ლიტერატურა (პროფესიული ცოდნა და ქართული ლიტერატურის სწავლების მეთოდიკა) – 5 კრედიტი. ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი ელისო კალანდარიშვილი
4. ინგლისური ენა (პროფესიული ცოდნა და ინგლისური ენის სწავლების მეთოდიკა) – 5 კრედიტი. ხელმძღვანელი:  თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ენების ცენტრის დირექტორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი რუსუდან დოლიძე
5. ფრანგული ენა (პროფესიული ცოდნა და ფრანგული ენის სწავლების მეთოდიკა) – 5 კრედიტი. ხელმძღვანელი:  ენების ცენტრის ფრანგული ენის მასწავლებელი მარინა კვანტალიანი
6. რუსული ენა (პროფესიული ცოდნა და  რუსული ენის სწავლების მეთოდიკა) – 5 კრედიტი. ხელმძღვანელი:  თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ენების ცენტრის რუსული ენის მასწავლებელი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი ტატიანა ჭეიშვილი-მოსკალენკო
7. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება (პროფესიული ცოდნა და სწავლების მეთოდიკა) – 3 კრედიტი. ხელმძღვანელი:  ასოცირებული პროფესორი თებრონე ურუშაძე  
8. ბიოლოგია (პროფესიული ცოდნა და  ბიოლოგიის სწავლების მეთოდიკა) – 4 კრედიტი. ხელმძღვანელი: ასისტენტ პროფესორი ეფემია ხარაძე
9. გეოგრაფია (პროფესიული ცოდნა და  გეოგრაფიის სწავლების მეთოდიკა) – 6 კრედიტი. ხელმძღვანელი: სრული პროფესორი ნოდარ ელიზბარაშვილი


II.  დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 181

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურაში შემსვლელთათვის უცხო ენის გამოცდისა და მაგისტრატურაში ინგლისური ენის სწავლების  შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის შესაბამისად,

 

I. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში შემსვლელთათვის უცხო ენის გამოცდისა და მაგისტრატურაში ინგლისური ენის სწავლებისას:


1. სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა განსაზღვროს და პროგრამებზე დაშვების წინაპირობად მიუთითოს ის უცხო ენა ან ენები (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, იტალიური, ესპანური, რუსული), რომელთა ჩაბარების უფლებასაც აძლევს მომავალ მაგისტრანტს.
2. მაგისტრატურაში შემსვლელთათვის უცხო ენის გამოცდის საკითხები შეიძლება განისაზღვროს დიფერენცირებულად ფაკულტეტებისა და სამაგისტრო პროგრამების მიხედვით.
3. სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა განსაზღვროს ინგლისური ენის სწავლების საკითხი და სტატუსი (სავალდებულო ან არჩევითი).  ინგლისური ენის სწავლება – მისი სავალდებულო ან არჩევითი სტატუსის შემთხვევაში – განისაზღვრება 10 კრედიტის მოცულობით (სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით: სამაგისტრო ნაშრომისათვის ან სასწავლო კურსებისათვის განკუთვნილი კრედიტების ხარჯზე), ორი სემესტრის განმავლობაში.
4. სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელის გადაწყვეტილება შესაბამის სამაგისტრო პროგრამაში ინგლისური ენის სტატუსის შესახებ გავრცელდეს ყველა სემესტრის მაგისტრანტზე.


II. ძალადაკარგულად ჩაითვალოს აკადემიური საბჭოს 2008 წლის 9 იანვრის N74 და 2009 წლის 21 იანვრის N163 დადგენილებები.
III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 180

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტის დეკანების არჩევის წესის  შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
23.09.2011, №100/2011 დადგენილებით

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,

 

1. მიღებულ იქნეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტის დეკანების არჩევის წესი (დანართი 1).


2. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 179

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის, “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2008 წლის №91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის №13 სხდომის გადაწყვეტილების საფუძველზე

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შედეგები და ასოცირებულ პროფესორად არჩეულ იქნენ ფატმან ანთაძე და თეა შურღაია.


2. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს პერსონალის მართვის დეპარტამენტმა.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

საფუძველი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო კომისიის დასკვნა.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა,
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 178

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილსის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობებზე არჩევის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის, “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2008 წლის #91 დადგენილებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის #13 სხდომის გადაწყვეტილების საფუძველზე

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის შედეგები და ასოცირებულ პროფესორად არჩეულ იქნეს ლელა გაფრინდაშვილი.


2. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს პერსონალის მართვის დეპარტამენტმა.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.


 

საფუძველი: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო კომისიის დასკვნა.

 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 177

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის "იურიდიულ ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშნულ აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების ოდენობის დადგენის შესახებ" აკადემიური საბჭოს 2008 წლის 23 სექტემბრის №135 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
07.02.2012, №8/2012 დადგენილებით

 

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე და 63-ე მუხლებისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის შესაბამისად.

 

1. შევიდეს ცვლილება "იურიდიულ ფაკულტეტზე სრული და ასოცირებული პროფესორის აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსის წესით დანიშნულ აკადემიური პერსონალის შრომის ანაზღაურების ოდენობის დადგენის შესახებ" აკადემიური საბჭოს 2008 წლის 23 სექტემბრის №135 დადგენილებაში და ძალადაკარკულად იქნას ცნობილი აღნიშნული დადგენილების 1-ლი პუნქტის "გ"  ქვეპუნქტი.


2. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს თსუ წარმომადგენლობით საბჭოს.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

საფუძველი: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის წერილი №760/02, 23.01.2009წ.  იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულების წარდგინება №974/02, 27.01.2009წ.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 176

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის წარმოდგენის პროცედურისა დამტკიცების შესახებ

”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის ”ს” ქვეპუნქტის შესაბამისად,

 

1. დამტკიცდეს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის წარმოდგენის პროცედურა (დანართი 1), მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის შეფასების კითხვარი (დანართი 2) და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების საგანმანათლებლო პროგრამის შეფასების ფორმა და კრიტერიუმები (დანართი 3).


2. დადგენილებაზე კონტროლი დაევალოს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსს ირინე დარჩიას.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ
 

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 175

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწფიო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული პრაქტიკის სახელმძღვანელოს დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის შესაბამისად,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული პრაქტის სახელმძღვანელო (დანართი 1).


2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 174

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში მიღების წესის დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
2017 წლის 10 თებერვლის №16/2017 დადგენილებით

 

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის შესაბამისად,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურაში მიღების წესი  ( დანართი 1).


2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 173

  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამების წარმოდგენის ინსტრუქციის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
16.03.2011, №26/2011დადგენილებით

 

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის შესაბამისად,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამების წარმოდგენის ინსტრუქციის ახალი რედაქცია (დანართი 1).


2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 172

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
16.03.201, №27/2011დადგენილებით


 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის შესაბამისად,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის ახალი რედაქცია (დანართი 1).


2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 171

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის  აკადემიური პერსონალის სრული, ასოცირებული  და ასისტენტ პროფესორების შრომის ანაზღაურების ოდენობის დადგენის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
10.03.2010 , №27/2010 დადგენილებით

 

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის “ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად,

 

 

I. თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორების შრომის ანაზღაურების ოდენობა დაიყოს "ა" და "ბ" კატეგორიებად შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

 

1.  კატეგორია "ა" აერთიანებს სრულ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 16 საათიან (8 საათიან სააუდიტორიო, 8 საათიან  საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას. ასოცირებულ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 24 საათიან (12 საათიან სააუდიტორიო, 12 საათიან საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას. ასისიტენტ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 26 საათიან (14 საათიან სააუდიტორიო, 12 საათიან საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას. სრული პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 2000 ლარის ოდენობით, ასოცირებული პროფესორის თვეში 1700 ლარის ოდენობით. ასისტენტ პროფესორის თვეში 900 ლარის ოდენობით. 

 

2. კატეგორია "ბ" აერთიანებს სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 8 სექტემბრის №122 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური პერსონალის მინიმალურ დატვირთვას. სრული პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 900 ლარის ოდენობით. ასოცირებული პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 720 ლარის ოდენობით. ასისტენტ პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 540 ლარის ოდენობით. 

 

II. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს

III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

საფუძველი: ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის
მოვალეობის შემსრულებლის წერილი №25196/02 26.12.2008წ; №224/02 12.01.2009წ; პერსონალის მართვის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი №25302/02 29.12.2008წ.

 

 

პროფესორი  გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 170

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის  აკადემიური პერსონალის სრული, ასოცირებული  და ასისტენტ პროფესორების შრომის ანაზღაურების ოდენობის დადგენის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
10.03.2010, №26/2010 დადგენილებით

 

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის “ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად,
I. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბლისის სახელმწიფო უნივერსიტეტის    სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული, ასოცირებული და ასისტენტ-პროფესორების შრომითი ანაზღაურება დაიყოს   " ა"   და " ბ" კატეგორიებად შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:


 
1.  კატეგორია "ა" აერთიანებს სრულ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 16 საათიან (8 საათიან სააუდიტორიო, 8 საათიან  საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას. ასოცირებულ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 20 საათიან (10 საათიან სააუდიტორიო, 10 საათიან საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას. ასისიტენტ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 24 საათიან (12 საათიან სააუდიტორიო, 12 საათიან საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას.
სრული პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 2000 ლარის ოდენობით, ასოცირებული პროფესორის თვეში  1600 ლარის ოდენობით. ასისტენტ პროფესორის თვეში 900 ლარის ოდენობით. 
2. კატეგორია "ბ" აერთიანებს სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 8 სექტემბრის №122 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური პერსონალის მინიმალურ დატვირთვას.
სრული პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 900 ლარის ოდენობით. ასოცირებული პროფესორის თვეში _ 720 ლარის ოდენობით. ასისტენტ-პროფესორის თვეში 540 ლარის ოდენობით. 


II. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს
III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

საფუძველი: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წერილი №25163/02 25.12.2008წ; №371/02 14.01.2009წ; პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბარათი №25302/02 29.12.2008წ.
 
 


გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 169

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის სრული, ასოცირებული  და ასისტენტ - პროფესორების შრომის ანაზღაურების ოდენობის დადგენის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
10.03.2010 , №28/2010 დადგენილებით


 
“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის “ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად,

 

I. თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორების  შრომის ანაზღაურების ოდენობა დაიყოს "ა-1” ,,ა-2” და "ბ” კატეგორიებად შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

 

1. კატეგორია "ა-1" აერთიანებს სრულ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 16 საათიან (8 საათიან სააუდიტორიო, 8 საათიან  საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას. ასოცირებულ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 20 საათიან (10 საათიან სააუდიტორიო, 10 საათიან საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას. ასისიტენტ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 24 საათიან (12 საათიან სააუდიტორიო, 12 საათიან საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას. სრული პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 1800 ლარის ოდენობით, ასოცირებული პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 1390 ლარის ოდენობით, ასისტენტ-პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 890 ლარის ოდენობით. 

2. კატეგორია ,,ა-2” აერთიანებს სრულ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 12 საათიან (6 საათიან სააუდიტორიო, 6 საათიან  საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას. ასოცირებულ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 16 საათიან (8 საათიან სააუდიტორიო, 8 საათიან საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას. ასისიტენტ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 20 საათიან (10 საათიან სააუდიტორიო, 10 საათიან საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას. სრული პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 1350 ლარის ოდენობით, ასოცირებული პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს  თვეში 1055 ლარის ოდენობით, ასისტენტ-პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 715 ლარის ოდენობით. 

3. კატეგორია "ბ" აერთიანებს სრულ, ასოცირებულ და ასისტენტ პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 8 სექტემბრის # 122 დადგენილებით დამტკიცებული აკადემიური პერსონალის მინიმალურ დატვირთვას. სრული პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 900 ლარის ოდენობით. ასოცირებული პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 720 ლარის ოდენობით.Aასისტენტ-პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 540 ლარის ოდენობით. 

 

II. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს

III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

საფუძველი: ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის    დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წერილი №478/02 16.01.2009წ;  პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბარათი №25302/02 29.12.2008წ.

 

 

პროფესორი  გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე 
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 168

იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორების შრომის ანაზღაურების ოდენობის დადგენის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 
08.02.2012, №7/2012 დადგენილებით


 

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის “ნ” ქვეპუნქტის შესაბამისად,

 

I. თსუ იურიდიული ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორების შრომის ანაზღაურების ოდენობა დაიყოს "ა” და "ბ” კატეგორიებად შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

 

1. კატეგორია "ა" აერთიანებს ასისტენტ-პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 24 საათიან (12 საათიან სააუდიტორიო, 12 საათიან  საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას. "ა" კატეგორიის ასისტენტ-პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 920 (ცხრაას ოცი) ლარის ოდენობით.

2. კატეგორია "ბ" აერთიანებს ასისტენტ-პროფესორებს, რომლებიც ასრულებენ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, მათ შორის, სავალდებულო 16 საათიან (8 საათიან სააუდიტორიო, 8 საათიან  საკონსულტაციო) ყოველკვირეულ დატვირთვას. "ბ" კატეგორიის ასისტენტ-პროფესორის ანაზღაურება განისაზღვროს თვეში 675 (ექვსას სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით.

 

II. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.

III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

საფუძველი: იურიდიული ფაკულტეტის დეკანის მოვალეობის შემსრულებლის წერილი, №25262/02 26.12.2008წ;  №437/02 16.01.2009წ; №25149/02 25.12.2008წ; პერსონალის მართვის დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბარათი №25302/02 29.12.2008წ.

 

 

პროფესორი  გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე 
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 167