საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
დადგენილება
თარიღი
იურიდიულ ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ”  საქართველოს კანონის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2007 წლის 18 ივნისის №26 და 2007 წლის 26 სექტემბრის №45დადგენილებებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს  გადაწყვეტილებების თანახმად,

 

გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად და დამტკიცდეს საკონკურსო კომისია.

 

1. მიმართულების მიხედვით გამოცხადდეს ვაკანსიები ასისტენტ-პროფესორის 2 თანამდებობაზე, შემდეგნაირად:

1.  სისხლის სამართლის მიმართულებით - 1 ადგილი;
2.   სამართლის მეთოდების მიმართულებით - 1 ადგილი.

 

2. საკონკურსო კომისიის შემადგენლობა განისაზღვროს 3 წევრით;
სამართლის საფუძვლებისა და მეთოდების მიმართულებით:
1) გ. ხუბუა;
2) მ. გარიშვილი;
3) მ. ბეგიაშვილი.
სისხლის სამართლის მიმართულებით:
1) რ. გოგშელიძე;
2) გ. ნაჭყებია;
3) გ. მამულაშვილი.


3. ასისტენტ-პროფესორების კონკურსის წესით არჩევის ვადა განისაზღვროს 2009 წლის 1 სექტემბრამდე;


4.  ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებიბის დასაკავებლად კონკურსი ცხადდება 2007 წლის 28 დეკემბერს. დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2008 წლის 28 იანვარი. საბუთების მიღება იწარმოებს იურიდიული ფაკუკტეტის დეკანატში - უნივერსიტეტის მე-2 კორპუსი, ტელ 29  08 41.


5.  კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2008 წლის 28 თებერვალს.

 

6. დადგენილება განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ გვერდზე და გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას.

 

 

საფუძველი :   იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს წარდგინება

 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი

სრულად

დადგენილება N: 70

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის გამოცხადებისა და საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ”  საქართველოს კანონის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს  2007 წლის 18 ივნისის #26 და 2007 წლის 26 სექტემბრის №45 დადგენილებებისა და წარმომადგენლობითი საბჭოს  გადაწყვეტილებების თანახმად,

 

გამოცხადდეს კონკურსი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად და დამტკიცდეს საკონკურსო კომისია.

 

1.             კონკურსი ჩატარდეს 57 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად შემდეგი მიმართულებების მიხედვით:
ა)             საზოგადოებრივი გეოგრაფია - 7 ვაკანსია, მათ შორის:
-               საზოგადოებრივი გეოგრაფიის ზოგადი  საკითხები, მსოფლიოსა და რეგიონების გეოგრაფია - 2 ვაკანსია;
-               გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემები - 1 ვაკანსია;
-               ეკონომიკა და ეკონომიკური გეოგრაფია - 1 ვაკანსია;
-               პოლიტიკური გეოგრაფია - 1 ვაკანსია;
-               სოციალური და კულტურული გეოგრაფია - 1 ვაკანსია;
-               ტურიზმის გეოგრაფია - 1 ვაკანსია;

ბ)             პოლიტიკური მეცნიერებები - 8 ვაკანსია, მათ შორის
-               პოლიტიკური თეორია - 2 ვაკანსია;
-               საჯარო პოლიტიკა და ადმინისტრირება - 2 ვაკანსია;
-               შედარებითი პოლიტიკა - 1 ვაკანსია;
-               პოლიტიკური კულტურა და კომუნიკაციები -  1 ვაკანსია;
-               მსოფლიო პოლიტიკა (ქვეყნებისა და რეგიონების პოლიტიკა) - 1 ვაკანსია;
-               პოლიტიკური კვლევების მეთოდოლოგია - 1 ვაკანსია.

გ)სოციოლოგია - 5 ვაკანსია

      დ)საერთაშორისო ურთიერთობები- 2 ვაკანსია;
ე)GGჟურნალისტიკა - 12 ვაკანსია, მათ შორის

-               ტელე-რადიო ჟურნალისტიკა - 4 ვაკანსია;
-               პრესის ჟურნალისტიკა - 5 ვაკანსია;
-               საერთაშორისო ჟურნალისტიკა - 3 ვაკანსია.

      ვ) ფსიქოლოგია - 23 ვაკანსია, მათ შორის:

-               განვითარების ფსიქოლოგია - 4 ვაკანსია;
-               შრომისა და ორგანიზაციული ფსიქოლოგია - 4 ვაკანსია
-               პიროვნებისა და კლინიკური ფსიქოლოგია - 4 ვაკანსია;
-               კოგნიტური და ნეიროფსიქოლოგია - 3 ვაკანსია;
-               სოციალური ფსიქოლოგია - 4 ვაკანსია;
-               კონფლიქტების ანალიზი და მართვა - 4 ვაკანსია;

 

2.             ასისტენტ-პროფესორების კონკურსის წესით არჩევის ვადა განისაზღვროს 2 წლით;


3.             ასისტენტ-პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი ცხადდება 2007 წლის 28 დეკემბერს. დოკუმენტაციის წარმოდგენის ბოლო ვადაა 2008 წლის 28 იანვარი. საბუთების მიღება იწარმოებს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკუკტეტის დეკანატში - უნივერსიტეტის მე-6 კორპუსი, ტელ 23 00 53, 25 17 35.

 

4.             კონკურსის შედეგები გამოცხადდება 2008 წლის 28 თებერვალს.

 

5.             ასისტენტ-პროფესორთა შესარჩევი საკონკურსო კომისია განისაზღვროს 12 წევრით:

                სალუქვაძე იოსებ - საზოგადოებრივი გეოგრაფიის მიმართულებით
მაცაბერიძე მალხაზ - პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით
კიკნაძე თამარ - პოლიტიკური მეცნიერებების მიმართულებით
5.4.   კაჭკაჭიშვილი იაგო -  სოციოლოგიის მიმართულებით
5.5.   ბერძენიშვილი ამირან - სოციოლოგიის მიმართულებით
5.6.             რონდელი ალექსანდრე - საერთაშორისო ურთიერთობების  მიმართულებით
5.7. დავითაშვილი ზურაბ - საერთაშორისო ურთიერთობების  მიმართულებით
5.8.     პაიჭაძე დავით - ჟურნალისტიკის მიმართულებით
5.9.     ჯოლოგუა თამაზ - ჟურნალისტიკის მიმართულებით
5.10.    მირიანაშვილი დოდო - ფსიქოლოგიის მიმართულებით
5.11.    ქვარცხავა რევაზ - ფსიქოლოგიის მიმართულებით
5.12.    ჯავახიშვილი ნინო - ფსიქოლოგიის მიმართულებით

 

6.             დადგენილება განთავსდეს უნივერსიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ გვერდზე და გამოიკრას თვალსაჩინო ადგილას.

 

საფუძველი: სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წარდგინება

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი

სრულად

დადგენილება N: 69

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის ინესა მერაბიშვილის სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელად მოწვევის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, მოწვეულ იქნეს ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ინესა მერაბიშვილი სამაგისტრო პროგრამის “ თარგმნის ხელოვნება (ქართული და ინგლისური ენების ბაზაზე)” ხელმძღვანელად.

 

საფუძველი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წარდგინება

 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი

სრულად

დადგენილება N: 68

გაზაფხულის სემესტრის სადოქტორო პროგრამების დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 

17.12.2012, №128/2012 დადგენილებით

 

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზაფხულის სემესტრის სადოქტორო პროგრამები:

 

I.              ჰუმანიტარული ფაკულტეტი

1.             ინდივიდუალური სადოქტორო პროგრამები
-               ქართველური ენათმეცნიერება - ხელმძღვანელიპროფ. დამანა მელიქიშვილი
-               კულტურის მეცნიერებები - ხელმძღვანელი პროფ. ნინო ჩიქოვანი
-               ეთნოლოგია - ხელმძღვანელი პროფ. ქეთევან ხუციშვილი
-               საქართველოს ისტორია - ხელმძღვანელი პროფ. ვაჟა კიკნაძე
-               განათლების მეცნიერებები - ხელმძღვანელი პროფ. ქეთევან ჭკუასელი
-               ძველი მსოფლიოს ისტორია - ხელმძღვანელი პროფ. ეკა ავალიანი, მ. მშვილდაძე
-               ორიენტალისტიკა - ხელმძღვანელი პროფ. აპოლონ სილაგაძე
-               ქართული ბიბლიის ფილოლოგია - ხელმძღვანელი ასოც. პროფ. ანა ხარანაული
-               თეორიული და შედარებითი ენათმეცნიერება _ ხელმძღვანელი პროფ. ირინე მელიქიშვილი
-       იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება - ხელმძღვანელი პროფ. ცირა ბარამიძე, თეიმურაზ გვანცელაძე
-               ბერძნულ-რომაული ფილოლოგია - ხელმძღვანელი პროფ. რისმაგ გორდეზიანი
-               გერმანული ფილოლოგია - ხელმძღვანელი პროფ. ლალი ქეცბა-ხუნდაძე
-               რომანული ფილოლოგია - ხელმძღვანელი პროფ. ია ფხაკაძე, ციური ახვლედიანი
-               ინგლისური ფილოლოგია - ხელმძღვანელი პროფ. რუსუდან ენუქიძე
-               ენის ფილოსოფია და ლოგიკა - ხელმძღვანელი ასოც. პროფ. ლერი მჭედლიშვილი
-               რუსული და სლავური ლიტერატურები - ხელმძღვანელი პროფ. მარია ფილინა
-             ლიტერატურის თეორია, ზოგადი და კომპარატივისტული კვლევები - ხელმძღვანელი პროფ. ირმა რატიანი.

2.             ახალი სადოქტორო პროგრამები

-               შუა საუკუნეების ისტორია (დასავლეთ ევროპის შუა საუკუნეები და ადრეული ახალი პერიოდი, ბიზანტიის ისტორია, შუა საუკუნეებუს ეკლესიის ისტორია) - ხელმძღვანელი პროფ. ბეჟან ჯავახია
-               კულტურის მეცნიერებები - ხელმძღვანელი პროფ. ნინო ჩიქოვანი
-               არქეოლოგია - ხელმძღვანელები - ასოც, პროფ. ვახტანგ ლიჩელი და ზვიად კვიციანი
-           ანთროპოლოგია - ხელმძღვანელი პროფ. ქეთევან ხუციშვილი ევროპა-ამერიკის ახალი და უახლესი ისტორია - ხელმძღვანელი ასოც. პროფ. თ. პაპასქირი
-               საქართველოს ისტორია - ხელმძღვანელი პროფ. ვაჟა კიკნაძე
-              განათლების მეცნიერებები - ხელმძღვანელი ძველი აღმოსავლური, ძველი ხმელთაშუაზღვისა და კლასიკური საზოგადოებების ისტორიულ- კულტურული კომპარატივიზმი - ხელმძღვანელი პროფ. ეკა ავალიანი
-               არაბული ფილოლოგია - ხელმძღვანელი პროფ. აპოლონ სილაგაძე
-               ქართული ბიბლიის ფილოლოგია - ხელმძღვანელი ასოც. პროფ. ანა ხარანაული
-               ქართველური ენათმეცნიერება - ხელმძღვანელი პროფ. დამანა მელიქიშვილი
-             თეორიული და შედარებითი ენათმეცნიერება - ხელმძღვანელი პროფესორი  ირინე მელიქიშვილი
-               კავკასიოლოგია - ხელმძღვანელი პროფ. ცირა ბარამიძე, თეიმურაზ გვანცელაძე
-               რუსული ფილოლოგია - ხელმძღვანელი პროფ. ნათელა ჭოხონელიძე

-            ბიზანტიური და ახალი ბერძნული ფილოლოგია - ხელმძღვანელი ასოც. პროფ. თინათინ დოლიძე, სოფიო შამანიდი
-               კლასიკური ფილოლოგია და სიძველეთმცოდნეობა - ხელმძღვანელი პროფ. რისმაგ გორდეზია

 

II.             მედიცინის ფაკულტეტი:

1.             ინდივიდუალური სადოქტორო პროგრამები:
ა)             უროლოგია - ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი თემურ ჩიგოგიძე
ბ)             კარდიოლოგია - ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ზურაბ ფაღავა;
გ)            დერმატოვენეროლოგია - ხელმძღვანელი პროფესორი გიორგი გალდავა

 

2.             სადოქტორო პროგრამები;
ა)             სამედიცინო რადიოლოგია და ენდოსკოპია - ხელმძღვანელი პროფ. ფრიდონ თოდუა
ბ)           უჯრედთა, ქსოვილთა და ორგანოთა ტრანსპლანტაცია - ხელმძღვანელი პროფ. დიმიტრი კორძაია
გ)           კარდიოლოგია - ხელმძღვანელი ასოცირებული პროფ. ზურაბ ფაღავა
დ)         ენდოკრინოლოგია - ხელმძღვანელი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი ელენე გიორგაძე

 

3.             ინტერდისციპლინარული სადოქტორო პროგრამა
ა)        მოლეკულური მედიცინა - ხელმძღვანელი პროფ. ლაურ მანაგაძე,, ასოცირებული პროფესორი თემურ ჩიგოგიძე, Aასოცირებული პროფესორი ნანა კოტრიკაძე.

 

III.            ეკონომიკისა  და ბიზნესის ფაკუკლტეტი

1.             ინდივიდუალური სადოქტორო პროგრამები:

ა)             ეკონომიკური პოლიტიკა - ხელმძღვანლი პროფესორი რევაზ გველესიანი;
ბ)             მაკროეკონომიკა  - ხელმძღვანლი პროფესორი ნ. ხადურიელმძღვანელი
გ)             ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკა - ს. გელაშვილი
დ)           მსოფლიო ეკონომიკა - ხელმძღვანლი ასოცირებული პროფესორი ლარისა ყორღანაშვილი
ე)             ეკონომეტრიკა და მათემატიკური ეკონომიკა - ხელმძღვანლი პროფესორი ი. ანაიაშვილი
ვ)             აგრაგული ეკონომიკა - ხელმძღვანლი პროფესორი ე. ხარეიშვილი
ვ)             ბუღალტრყლი აღრიცხვა - ხელმძღვანლი პროფესორი ელენე ხარაბაძე
ზ)            ფინანსები და საბანკო საქმე- ხელმძღვანლი პროფესორი ირაკლი კოვზანაძე
თ)            მარკეტინგი - ხელმძღვანლი პროფესორი ნ. თოდუა
ი)             საინფორმაციო სისტემემების მენეჯმენტი - ხელმძღვანლი პროფესორი მურთაზ მათრაძე
კ)       ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი - ხელმძღვანლი ასოცირებული პროფესორი მაია მარგველაშვილი
ლ)           მენეჯმენტი - ხელმძღვანლი ასოცირებული პროფესორი თემურ ხომერიკი

 

IV. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებთა ფაკულტეტი

1.          ინდივიდუალური სადოქტორო პროგრამები

ა)           ჟურნალისტიკა _ პროფესორი მარინე ვეკუა
ბ)           პოლიტიკური მეცნიერება _ პროფესორი მალხაზ მაცაბერიძე
გ)        ფსიქოლოგია _ კოორდინატორები: ასოცირებული პროფესორი დალი ფარჯანაძე, ასოცირებული პროფესორი ნანა სუმბაძე, პროფესორი მარიამ მირიანაშვილი, პროფესორი მარინე ჩიტაშვილი, პროფესორი თამარ გაგო-შიძე, ასოცირებული პროფესორი ნინო ჯავახიშვილი, ასოცირებული პროფესორი შალვა აბზიანიძე.
დ)         საზოგადოებრივი გეოგრაფია _ პროფესორი იოსებ სალუქვაძე
ე)           სოციოლოგია _ პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი
2.           ახალი პროგრამები
ა)           ჟურნალისტიკა _ პროფესორი მარინე ვეკუა
ბ)           პოლიტიკური მეცნიერება _ პროფესორი მალხაზ მაცაბერიძე
გ)           საზოგადოებრივი გეოგრაფია _ პროფესორი იოსებ სალუქვაძე
დ)          კონფლიქტების ანალიზი და მართვა _ პროფესორი გუგული მაღრაძე
ე)         სოციალური, პოლიტიკური და კულტურული ფსიქოლოგია _ ასოცირებული პროფესორი შალვა აბზიანიძე.
ვ)            საერთაშორისო ურთიერთობები _ პროფესორი ალექსანდრე რონდელი
ზ)           ორგანიზაციული ფსიქოლოგია _ პროფესორი გივი ქირია

 

V. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი

1. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი აცხადებს დოქტორანტურაში მიღებას გარდამავალი დებულების მიხედვით შემდეგი მიმართულებებით:
მათემატიკა
კომპიუტერული მეცნიერებები
ფიზიკა
ქიმია
ბიოლოგია
გეოგრაფია
გეოლოგია

 

2. ახალი სადოქტორო პროგრამები:
ფიზიკა
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი რევაზ ზარიძე _ “ფიზიკური პროცესების კომპიუტერული მოდელირება”
პროგრამის ხელმძღვანელი: ასოც. პროფესორი სიმონ წერეთელი _ “ნუკლონ ნუკლონური ურთიერთქმედების სპინური სტრუქტურის შესწავლა”
ქიმია
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფ. შოთა სამსონია _ “ახალი სტრუქტურების მქონე ორგანულ ნაერთთა სინთეზის მეთოდების დამუშავება, მიღება და გამოკვლევა”

პროგრამის ხელმძღვანელი: პროფ. ნოდარ ლეკიშვილი _ “ზოგიერთი ბიოლოგიურად აქტიური მეტალორგანული და კოორდინაციული ნაერთის და მათ ბაზაზე სპეციფიკური თვისებების ორგანულ-არაორგანული ჰიბრიდული მასალების მიღება”

პროგრამის ხელმძღვანელი: პროფ. ნოდარ მუკბანიანი  _ “ახალი კომპლექსუ­რი თვისებების მქონე ორგანულარაორგანული პოლიმერების სინთეზი და კვლევა და კომპოზიციური მასალები მათ ბაზაზე”

პროგრამის ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. მარინა რუხაძე _ “კოლოიდური ქიმია”

მათემატიკა
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფ. როლანდ ომანაძე _ “მათემატიკა”

კომპიუტერული მეცნიერება
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფ. გია სირბილაძე _ “კომპიუტერული მეცნიერება”
ბიოლოგია
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფ. არნოლდ გეგეჭკორი - ბიომრავალფეროვნება­: ეკოლოგია და ბიოგეოგრაფია (Biodiversity: Ecology and Biogeography)

პროგრამის ხელმძღვანელი: პროფ. დავით მიქელაძე – ბიოქიმია, ბიოფიზი­კა და მოლეკულური ბიოლოგია (Biochemistry, Biophysics, Cellular and  Molecular Biology).
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფ. ლავრენტი მანაგაძე, (თანახელმძღვანე­ლე­ბი: ნანა კოტრიკაძე, თემურ ჩიგოგიძე) - მოლეკულური მედიცინა (Molecular Medicine)
პროგრამის ხელმძღვანელი: პროფ. თეიმურაზ ლეჟავა _ გენომის ფუნქციონი­რება

პროგრამის ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. ნანული დორეული - ნეირობიოლოგია /ქცევის ნეირომეცნიერება (Neurobiology/Behavioral Neuroscience)

 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი

სრულად

დადგენილება N: 67

გაზაფხულის სემესტრის სამაგისტრო პროგრამების დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

29.09.2014, №92/2014 დადგენილებით

 

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაზაფხულის სემესტრის სამაგისტრო პროგრამები:

 

I.              ჰუმანიტარული ფაკულტეტი

 

1.             ირანული ფილოლოგია - ხელმძღვანელი ასოც. პროფ. ლილი ჟორჟოლიანი
2.             ენა და ლექსიკოგრაფია - ხელმძღვანელი ასოც. პროფ. თინათინ მარგალიტაძე
3.             ინგლისური ფილოლოგია - ხელმძღვანელი პროფ. რუსუდან ენუქიძე
4.             კულტურის მეცნიერებები - ხელმძღვანელი პროფ. ნინო ჩიქოვანი
5.             ისტორია (მსოფლიო ისტორია) - ხელმძღვანელი პროფ. ბეჟან ჯავახია
6.             ძველი ენები და ცივილიზაციები - ხელმძღვანელი პროფ. ლევან გორდეზიანი
7.             არქეოლოგია-ეთნოლოგია - ხელმძღვანელი პროფ. ქეთევან ხუციშვილი, გურამ გრიგოლია
8.             ქართველური ენათმეცნიერება - ხელმძღვანელი პროფ. დამანა მელიქიშვილი
9.             ძველი ქრთული თარგმანი და მისი ტექსტუალური კრიტიკა - ხელმძღვანელი პროფ. ა. ხარანაული
10.           რუსული ფილოლოგია - ხელმძღვანელი პროფ. ნ. ბასილაია
11.           კავკასიოლოგია - ა) იბერიულ-კავკასიური ენათმეცნიერება; ბ) კავკასის ხალხთა ისტორია - ხელმძღვანელი პროფ. თ. გვანცელაძე
12.           თარგმნის ხელოვნება (ქართული და ინგლისური ენების ბაზაზე) - ხელმძღვანელი დოქტორი ინაზე მერაბიშვილი
13.           განაძთლების მეცნიერებები - ხელმძღვანელი პროფ. ქეთევან ჭკუასელი
14.           დარგის სწავლებისნმეთოდიკა და მეთოდოლოგია - დარგის სწავლების მეთოდიკა; დარგის მასწავლებელი; ინტეგრირებული საგნის სწავლების მეთოდიკა; ინტეგრირებული საგნის მასწავლებელი  - ხელმძღვანელი პროფ. ქეთევან ჭკუასელი
15.           ზოგადი და შედარებითი ენათმეცნიერება - ხელმძღვანელი ირინე მელიქიშვილი
16.           ევროპამცოდნეობა - ხელმძღვანელი ქეთრინ მატკალფი, გაგა გაბრიჩიძე

 


II.             მედიცინის ფაკულტეტი:

 

1.             საზოგადოებრივი ჯანდაცვა - ხელმძღვანელი პროფ. პაატა იმნაძე
2.             ეპიდემიოლოგია და ბიოსტატისტიკა - ხელმძღვანელი პროფ. პაატა იმნაძე
3.             ციტოლოგია, ჰისტოლიგია -  ხელმძღვანელი მედიცინის მეციერებათა დოქტორი ნინო გორგაძე და ასოცირებული პროფესორი - დიანა ძიძიგური
4.             უჯრედის პათოლოგია - ხელმძღვანელი - მედიცინის მეცნიერებათა დპქტპრო ზურაბ ცაგარელი

 

III.            ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი

 

1.             ეკონომიკის მიმართულებით:
ა)             ეკონომიკური პოლიტიკა - ხელმძღვანელი - პროფ. რევაზ გველესიანი;
ბ)             საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობები - ასოცირებული პროფ. ლ. ყორღანაშვილი
გ)             ეკონომიკური სტატისტიკა - ხელმძღვანელი - პროფ. ს. გელაშვილი
ა)             ეკონომეტრიკა და მათემატიკური ეკონომიკა  - ხელმძღვანელი  პროფ. ი. ანანიაშვილი

ბ)             მაკროეკონომიკა - ხელმძღვანელი - სრული პროფესორი ნ. ხადური

2.             ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით:
ა)             ფინანსები და საბანკო საქმე - ხელმძღვანელი პროფ. ირაკლი კოვზანაძე
ბ)             ბუღალტრული აღრიცხვა ხელმძღვალელი პროფ. ელენე ხარაბაძე
ც)             საერთაშორისო ბიზნესი - ხელმძღვანელი ასოც. პროფ. თ შენგელია
დ)            მარკეტინგი - ხელნძღვანელი პროფ. ნ. თოდუა
ე)             ტურიზმისა და მასპინძლობის მენეჯმენტი - ხელმძღვანელი ასოც. პროფ. მ. მარგველაშვილი

 

3.             ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა “ევროპათმცოდნეობა” - პროგრამის მენეჯერი ოლივერ რაისნერი

 

IV. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

 

1.            საზოგადოება და კულტურა _ ემპირიული კვლევები, ხელნძღვანელი ასოცირებული პროფესორი ლალი სურმენიძე.
2.             სოციოლოგია _ ხელნძღვანელი პროფესორი იაგო კაჭკაჭიშვილი.
3.           ფსიქოლოგიის კვლევის მეთოდები _ ხელნძღვანელი ასოცირებული პროფესორი მზია წერეთელი.
4.             პოლიტიკური მეცნიერება _ ხელნძღვანელი პროფესორი მალხაზ მაცაბერიძე.
5.             საერთაშორისო ურთიერთობები _ ხელნძღვანელი პროფესორი ზურაბ დავითაშვილი.
6.             კონფლიქტების ანალიზი და მართვა _ ხელნძღვანელი პროფესორი გუგული მაღრაძე.

 

V. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი

 

1. ფიზიკა
1. გამოყენებითი (ტექნიკური, საინჟინრო, ინფორმატიკული) ფიზიკა.
ხელმძღვანელი: პროფ. რევაზ ზარიძე                                                                                                                                                                                                                                                                                                         
2. ქიმია
2. ქიმია. ხელმძღვანელები: პროფ. შოთა სამსონია, პროფ. ნოდარ ლეკიშვილი
3. მათემატიკა
3. მათემატიკა. ხელმძღვანელი: პროფ. დავით გორდეზიანი
4. კომპიუტერული მეცნიერებანი
4. საინფორმაციო და საკომუნიკაციო სისტემების უსაფრთხოება. ხელმძღვანელი:  ასოც.  პროფ. ზურაბ ქოჩლაძე
4. გეოგრაფია
5. გეომორფოლოგია-გეოეკოლოგია, კარტოგრაფია-გეოინფორმატიკა.
ხელმძღვანელი:  პროფ. რამინ გობეჯიშვილი
6. წყლის რესურსების, მეტეოროლოგიური პროცესების და სანაპირო ზონის ინტეგ­რი­რე­ბუ­ლი მართვა. ხელმძღვანელი:  პროფ. დავით კერესელიძე   
7. რეგიონული გეოგრაფია და ლანდშაფტური დაგეგმარება.
ხელმძღვანელი:  პროფ. ნოდარ ელიზბარაშვილი
8. ფიზიკური გეოგრაფია, ნიადაგური რესურსები და გარემოს მდგრადი განვითა­რე­ბა. ხელმძღვანელი:  პროფ. ზურაბ სეფერთელაძე

5. გეოლოგია

9. გეოლოგია. ხელმძღვანელი:  პროფ. ბეჟან თუთბერიძე
6. ბიოლოგია
10. ბიოფარმაცევტული მეცნიერებები. ხელმძღვანელი:  პროფ. დავით მიქელაძე
11. სიმსივნის უჯრედული და მოლეკულური ბიოლოგია.
ხელმძღვანელი:  პროფ. ნანა კოტრიკაძე
12. ბიოქიმია და ბიოტექნოლოგია. ხელმძღვანელი:  ასოც. პროფ. ნანა კოშორიძე
13. უჯრედის და განვითარების ბიოლოგია. ხელმძღვანელი:  პროფ. დიანა ძიძიგური
14. მოლეკულური იმუნოდიაგნოსტიკა და გამოყენებითი მიკრობიოლოგია.
ხელმძღვანელი:  პროფ. ნინო ფორაქიშვილი
15. ნეი­რომეცნიერება, ცენტრალური ნერვული სისტემის ფიზიოლოგია
 ხელმძღვანელი:  ასოც. პროფ. სულხან ცაგარელი
16. გენეტიკა, სამედიცინო გენეტიკა, ჰემატოლოგია, ტრანსფუზიოლოგია.
 ხელმძღვანელი:  პროფ. თეიმურაზ ლეჟავა
7. ინტერდისციპლინური პროგრამები
17. ეკოლოგია, ბიოგეოგრაფია და ისტორიული გეოლოგია.
ხელმძღვანელი: პროფ. არნოლდ გეგეჭკორი
18. ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია.
ხელმძღვანელი: ფიზ.-მათ. მეცნ.კანდიდატი  რომან ჯობავა
19. ბიოფიზიკა. ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფ. თამაზ მძინარაშვილი

 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი

სრულად

დადგენილება N: 66

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2008 წლის ბიუჯეტის განხილვის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
23.09.2011, №100/2011 დადგენილებით

 

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად,

 

1. მოწონებულ იქნეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2008 წლის ბიუჯეტის პროექტი (დანართი №1), იმის გათვალისწინებით, რომ სამეცნიერო საქმიანობის (კვლევის) გააქტიურების თვალსაზრისით, ბიუჯეტის ხარჯების ნაწილს, შტატგარეშე მომუშავეთა ანაზღაურების მუხლში დაემატოს « საზღვარგარეთიდან მეცნიერთა მოწვევა სამეცნიერო სამიანობისათვის (კვლევებისათვის) - 200 000 ლარის ოდენობით ».  ასიგნების გაზრდა მოხდება გარდამავალი ნაშთის ხარჯზე.


2. ბიუჯეტის პროექტი დასამტკიცებლად გადაეცეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტის წარმომადგენლობით საბჭოს.

 

 

პროფესორი  გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 65

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის V კორპუსის №26-ე აუდიტორიისათვის ნიკო ყიასაშვილის სახელის მინიჭების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად,

 

მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის V კორპუსის №26-ე აუდიტორიას ნიკო ყიასაშვილის სახელი.

 

საფუძველი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წარდგინება

 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 64

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დებულება ( დანართი 1).
 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 63

საქართველოს უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის სპეციალობათა ჩამონათვალში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, ვშუამდგომლობთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინაშე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 18 ნოემბრის №633 ბრძანებაში „საქართველოს უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის სპეციალობათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

 

1. მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტს ჩამონათვალში დაემატოს „ეთნოლოგია, კავკასიოლოგია, ამერიკამცოდნეობა, კულტურის Mმეცნიერებები, ზოგადი, შედარებითი და გამოყენებითი ენათმეცნიერება“.
2. მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ჩამონათვალში „ბიზნესის ორგანიზაცია და მართვა“ შეიცვალოს „ბიზნესის ადმინისტრირებით“.
3. მე-4 პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტს ჩამონათვალში დაემატოს „კომპიუტერული მეცნიერებები“.
4. მე-5 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის ჩამონათვალში დაემატოს „ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია“.
5. მე-7 პუნქტს დაემატოს ჩამონათვალში „ოკუპაციური თერაპია“.

 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 62

თსუ დოქტორანტურასა და მაგისტრატურის სასწავლო პროცესის უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
23.09.2011, №100/2011 დადგენილებით

 

1. დაევალოს თსუ ჰუმანიტარული, ეკონომიკისა და ბიზნესის, იურიდიულ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანებს წარმოადგინონ შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს მიერ დამტკიცებული დოქტორანტურის სწავლის საფასურის ოდენობა.
2. დოქტორანტურაში სასწავლო პროცესის უზრუნველყოფის მიზნით გამოცხადდეს კონკურსი პედაგოგთა გამოვლენის მიზნით შემდეგ დისციპლინებში: 1. სწავლების თანამედროვე მეთოდები; 2. კვლევის მეთოდები და ხერხები ჰუმანიტარული, ეკონომიკისა და ბიზნესის, იურიდიულ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტებისათვის.
3. თსუ ჰუმანიტარული, ეკონომიკისა და ბიზნესის, იურიდიულ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტების მაგისტრატურაში ჩარიცხულ კონკურსანტთა 10 % გამოეყოს სრული საუნივერსიტეტო დაფინანსება. სტუდენტთა შერჩევა განხორციელდეს სპეციალობაში გამოცდების შედეგების მიხედვით. დაფინანსების მოსაპოვებლად შერჩევა უნდა განხორციელდეს იმ სტუდენტებს შორის რომლებსაც ჩაბარებული აქვთ ერთი და იგივე გამოცდა.

 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი      
  

სრულად

დადგენილება N: 61

თსუ დოქტორანტურისა და მაგისტრატურის სასწავლო პროცესის უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ (კოდიფიცირებული)

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
23.09.2011, №100/2011 დადგენილებით


ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
27.02.2008, №81 დადგენილებით

 


1. დაევალოს თსუ ჰუმანიტარული, ეკონომიკისა და ბიზნესის, იურიდიულ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანებს წარმოადგინონ შესაბამისი ფაკულტეტის საბჭოს მიერ დამტკიცებული დოქტორანტურის სწავლის საფასურის ოდენობა.

 

2. დოქტორანტურაში სასწავლო პროცესის უზრუნველყოფის მიზნით გამოცხადდეს კონკურსი პედაგოგთა გამოვლენის მიზნით შემდეგ დისციპლინებში: 1. სწავლების თანამედროვე მეთოდები; 2. კვლევის მეთოდები და ხერხები ჰუმანიტარული, ეკონომიკისა და ბიზნესის, იურიდიულ, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტებისათვის.

 

3. თსუ ჰუმანიტარული, ეკონომიკისა და ბიზნესის, იურიდიულ, სოციალურ პოლიტიკურ მეცნიერებათა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტების მაგისტრატურაში ჩარიცხულ კონკურსანტთა 10% გამოეყოს საუნივერსიტეტო დაფინანსება. სტუდენტთა შერჩევა განხორციელდეს სპეციალობაში გამოცდების შედეგების მიხედვით. დაფინანსების მოსაპოვებლად შერჩევა უნდა განხორციელდეს იმ სტუდენტებს შორის რომლებსაც ჩაბარებული აქვთ ერთი და იგივე გამოცდა (27.02.2008, №81 დადგენილებით)
 


პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 61

2007-2008 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად,

 

1. ფაკულტეტისა და უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის მიერ გაზაფხულის სემესტრის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების შემოწმებისა ვადაა 17 დეკემბერი.
2. გაზაფხულის სემესტრის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების განხილვის ვადა ფაკულტეტის საბჭოზე - 17-21 დეკემბერი.
3. გაზაფხულის სემესტრის სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დამტკიცება აკადემიურ საბჭოზე: 24-31 დეკემბერი.
4. საბუთების მიღება მაგისტრატურაში მისაღები გამოცდებისთვის: 15-25 იანვარი.
5. მაგისტრატურაში მისაღები გამოცდები: 1-17 თებერვალი.
6. მაგისტრანტთა ადმინისტრაციული რეგისტრაცია: 22-29 თებერვალი.
7. რეგისტრაცია დოქტორანტურის უცხო ენის გამოცდისათვის: 8-25 იანვარი.
8. დოქტორანტურაში ჩაბარების მსურველთა გამოცდები უცხო ენაში: 1-18 თებერვალი.
9. ფაკულტეტებზე დოქტორანტების რეგისტრაციის ვადაა - 21-25 თებერვალი.

 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი        
   

სრულად

დადგენილება N: 60

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების პროექტის განხილვის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
23.09.2011, №100/2011 დადგენილებით

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად:

 

I.  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების პროექტში შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

 

1. მე-4 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „უნივერსიტეტში აკადემიური განათლების სამსაფეხურიანი სწავლების ციკლის (ბაკალავრიატი - მაგისტრატურა - დოქტორანტურა), უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, ფორმალური და არაფორმალური სახელობო, კვალიფიკაციის ამაღლების, გადამზადების, უწყვეტი განათლების და სხვა საგანმანათლებლო პროგრამების, ფუნდამენტური სამეცნიერო კვლევების, მაღალი ტექნოლოგიებისა და თანამედროვე ექსპერიმენტების განხორციელება.”

 

2. მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. უნივერსიტეტი შედგება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულებისაგან - ფაკულტეტებისაგან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიბლიოთეკის, დამხმარე სტრუქტურული ერთეულების: რექტორის აპარატის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის აპარატის, კანცელარიისა და მართვის ორგანოების სამდივნოებისაგან, აგრეთვე საუნივერსიტეტო და საფაკულტეტო მნიშვნელობის სხვადასხვა საგანმანათლებლო, საგანმანათლებლო- სამეცნიერო და სამეცნიერო-კვლევითი ერთეულებისაგან. 3. გადაწყვეტილებას საუნივერსიტეტო მნიშვნელობის ერთეულების შექმის ან გაუქმების შესახებ იღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო. საუნივერსიტეტო მნიშვნელობის ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ წესდებითა და შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭო.

 

3. 28-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ფაკულტეტების შემადგენლობაში შეიძლება შევიდეს საფაკულტეტო მნიშვნელობის საგანმანათლებლო, საგანმანათლებლო-სამეცნიერო, სამეცნიერო-კვლევითი (კათედრა, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ლაბორატორია, კლინიკა, პროგრამული მიმართულება და სხვა) და დამხმარე (ბიბლიოთეკა და სხვა) სტრუქტურული ერთეულები.
ფაკულტეტის სტრუქტურასა და დებულებას, ასევე გადაწყვეტილებას საფაკულტეტო მნიშვნელობის ახალი ერთეულების შექმნის ან არსებული ერთეულების გაუქმების შესახებ შეიმუშავებს ფაკულტეტის საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს. საფაკულტეტო  მნიშვნელობის ერთეულების საქმიანობის წესი განისაზღვრება შესაბამისი ფაკულტეტის დებულებით.” 

 

4. წესდების პროექტს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 თავი:

 

“თავი IV"

 

უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევის წესი
მუხლი 34. მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევის ზოგადი პრინციპები

 

1. უნივერსიტეტისა და ფაკულტეტების მართვის ორგანოების (მმართველი სუბიექტების) არჩევნები ტარდება თავისუფალი  და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, სამართლიანობის, გამჭვირვალობისა და საჯაროობის პრინციპების დაცვით.

 

მუხლი 35. აკადემიური საბჭოს არჩევის წესი

 

1. აკადემიური საბჭოს წევრები აირჩევიან ფაკულტეტების აკადემიური პერსონალის ყველა წევრისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრ სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების მიერ პირდაპირი, თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით. არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება თუ მას ესწრება ხმის უფლების მქონე პირთA ნახევარზე მეტი.
2. აკადემიურ საბჭოში ფაკულტეტებიდან აირჩევა 12 წევრი, თითოეული ფაკულტეტი ირჩევს 2 წარმომადგენელს. არჩეულად ითვლება კენჭისყრის მიხედვით ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი.
3. აკადემიური საბჭოს წევრად აირჩევა პროფესორი, გარდა ასისტენტ-პროფესორისა.
4. აკადემიური საბჭოს წევრის არჩევის ვადა ემთხვევა ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობას და განისაზღვრება 4 წლით.
5. აკადემიური საბჭოს შემადგენლობის განახლებას ექვემდებარება ერთი მესამედით ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის დადგენილი ხანგრძლივობის ნახევარის გასვლის შემდეგ.

 

მუხლი 36. წარმომადგენლობითი საბჭოს არჩევის წესი

 

1. წარმომადგენლობითი საბჭო (სენატი) აირჩევა 4 წლის ვადით დაწესებულების ძირითადი ერთეულებიდან - ფაკულტეტებიდან წარმომადგენლობის საფუძველზე სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის მიერ ცალ-ცალკე, ამ ერთეულებზე წარმომადგელობითი საბჭოს არჩევის მომენტში მათი რაოდენობის პროპორციულად. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში ასევე შედის აკადემიური საბჭოს მიერ არჩეული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი.
2. წარმომადგენლობითი საბჭო (შემდგომში - საბჭო) წევრთა მინიმალური რაოდენობა არ შეიძლება იყოს აკადემიური საბჭოს წევრთა ორმაგ რაოდენობაზე ნაკლები.
3. არჩევნები ჩატარებულად ჩაითვლება თუ მასში მონაწილეობს ხმის უფლების მქონე პირთა 1/3 მაინც, ცალ-ცალკე, როგორც აკადემიური, ისე სტუდენტების რაოდენობიდან.
4. მიღებული ხმების დათვლა ხდება ცალ-ცალკე, სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისათვის.
5. სტუდენტები შეადგენენ წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის ერთ მესამედს.
6. პროფესორისა და სტუდენტისათვის წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის სტატუსის შეწყვეტის საფუძველია ამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან მისი შესაბამისი ან/და შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა.
7. წარმომადგენლობითი საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში წარმომადგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების დარჩენილი ვადით მისი წევრი ხდება კანდიდატი, რომელმაც შესაბამის არჩევნებში უფლებამოსილება შეწყვეტილი წევრის შემდეგ ხმების უმეტესი რაოდენობა მოაგროვა. ასეთის არარსებობის შემთხვევაში არჩევნები ტარდება შესაბამისი წარმომადგენლის ასარჩევად ამავე ვადით.
8. წარმომადგენლობითი საბჭოს შემადგენლობაში არ შეიძლება არჩეულ იყვნენ ადმინისტრაციული და დამხმარე პერსონალის წარმომადგენლები, აგრეთვე აკადემიური საბჭოს წევრები.
9. წარმომადგენლობითი საბჭოს პირველ სხდომას იწვევს რექტორი საბჭოს არჩევნებიდან არაუგვიანეს 5 დღისა.
10. პირველ სხდომას თავმჯდომარეობს წარმომადგენლობითი საბჭოს უხუცესი წევრი. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სიითი შემადგენლობის უმრავლესობა.
11. წარმომადგენლობითი საბჭოს ახალარჩეული წევრების უფლებამოსილებას ცნობს საბჭო პირველ სხდომაზე, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.
12. პირველ სხდომაზე წარმომადგენლობითი საბჭო ფარული კენჭისყრით, საბჭოს სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს სპიკერს. კენჭისყრას ატარებს დაწესებულების საარჩევნო კომისია.
13. წარმომადგენლობითი საბჭოს სრული შემადგენლობის არანაკლებ 10 პროცენტი, სპიკერის არჩევნებამდე არაუგვიანეს 3 დღისა, დაწესებულების საარჩევნო კომისიას წარუდგენს სპიკერის კანდიდატურას, არჩეულად ჩაითვლება პირი რომელიც მიიღებს საბჭოს სიითი შემადგენლოის ნახევარზე მეტს. თუ ვერცერთმა პრეტენდენტმა ვერ დააგროვა ხმების ეს რაოდენობა, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი პრეტენდენტი. თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არაუგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი.
14. წარმომდგენლობითი საბჭოს სპიკერს ირჩევს წარმომადგენლობითი საბჭო თავისი რიგებიდან წარმომდგენლობითი საბჭოს უფლებამოსილების ვადით - 4 წლით.

 

მუხლი 37. რექტორის არჩევის წესი

 

1. რექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს უნივერსიტეტის ან სხვა აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სრული პროფესორი. რექტორს 4 წლის ვადით ირჩევს აკადემიური საბჭო ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. თუ ვერცერთმა პრეტენდენტმა ვერ დააგროვა ხმების ეს რაოდენობა, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შდეგის მქონე ორი პრეტენტენტი. თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არაუგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი.
2. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არა უგვიანეს 1 და არჩევნების  ჩატარებამდე არა უგვიანეს 3 თვით ადრე. საარჩევნო პროცედურასთან დაკავშირებულ საკითხებს ადგენს  აკადემიური საბჭო და ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო, გამჭვირვალობის,  თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.
3. რექტორის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
4. პირი, რომელსაც ეკავა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობა, ამავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში რექტორად შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ მისი, როგორც ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტიდან ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ.
5. რექტორის არჩევნებამდე კანდიდატურის შერჩევისას აკადემიური საბჭო აფასებს თითოეული კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამოქმედო გეგმას.

 

მუხლი 38. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევის წესი

 

1. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარმომადგენლობითი საბჭო ამტკიცებს აკადემიური საბჭოს წარდგინებით, ფარული კენჭისყრით. ერთი და იგივე პირი აკადემიურმა საბჭომ წარმომადგენლობით საბჭოს შეიძლება წარუდგინოს მხოლოდ ორჯერ. წარმომადგენლობითი საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში, აკადემიური საბჭო წარადგენს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ახალ კანდიდატურას.
2. ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების ვადა 4 წელია.
3. ერთი და იგივე პირი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ.
4. პირი, რომელსაც ეკავა უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელად შეიძლება არჩეულ იქნეს მხოლოდ მისი, როგორც რექტორის, უფლებამოსილების შეწყვეტიდან რექტორის ერთი უფლებამოსილების ვადის გასვლის შემდეგ.

 

მუხლი 39. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევის წესი

 

1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების ხარისხის სისტემატური შეფასების მიზნით იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ამ წესდების შესაბამისად.
2. უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო აკადემიური საბჭოს წარდგინებით სიითი შემადგენლობის უმრავლესობით.

 

მუხლი 40. ფაკულტეტის საბჭოს არჩევის წესი

 

1. ფაკულტეტის საბჭო არის ფაკულტეტის წარმომადგენლობითი ორგანო, რომლის შემადგენლობაში შედის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის ყველა წევრი და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები.
3. ფაკულტეტის საბჭოში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება ფაკულტეტის დებულებით, მაგრამ არ შეიძლება იყოს საბჭოს შემადგენლობის 1/4-ზე ნაკლები.

 

მუხლი 41. ფაკულტეტის დეკანის არჩევის წესი

 

1. ფაკულტეტის დეკანი აირჩევა გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით ოთხი წლის ვადით. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება არჩეულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ფაკულტეტის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არა უგვიანეს 1 და არჩევნების  ჩატარებამდე არა უგვიანეს 2 თვით ადრე.
2. ფაკულტეტის დეკანად შეიძლება აირჩეს ასოცირებული ან სრული პროფესორი. კანდიდატად რეგისტრაციისათვის აუცილებელია ავტობიოგრაფიისა და ფაკულტეტის განვითარების კონცეფციის წარმოდგენა. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციაზე გადაწყვეტილებას ღებულობს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო. თითოეული კანდიდატი რეგისტრირებულად ჩაითვლება თუ მას მხარს დაუჭერს აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
3. ფაკულტეტის დაკანს ირჩევს ფაკულტეტის საბჭო. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელიც მიიღებს საბჭოს   სიითი შემადგენლობის   ნახევარზე   მეტს. თუ ვერცერთმა   პრეტენდენტმა   ვერ   დააგროვა    ხმების   ეს   რაოდენობა,   გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შდეგის მქონე ორი პრეტენდენტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, მეორე ტურში გამსვლელთა გამოსავლენად ტარდება ხელახალი კენჭისყრა გამარჯვებული დეკანის გამოვლენამდე. იმ შემთხვევაში, თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ მოხერხდა დეკანის არჩევა, არაუგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი. 

 

მუხლი 42. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის არჩევის წესი

 

1. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წევრად შეიძლება იყოს ფაკულტეტის საბჭოს წევრი ასოცირებული ან სრული პროფესორი.

2. ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს უნივერსიტეტის  ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელის წარდგინებით ირჩევს ფაკულტეტის საბჭო. ფაკულტეტის საბჭოს შეიძლება წარედგინოს ერთი ან ერთზე მეტი კანდიდატურა. არჩეულად ჩაითვლება პირი, რომელიც მიიღებს საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტს. თუ ვერცერთმა პრეტენდენტმა ვერ დააგროვა ხმების ეს რაოდენობა, გაიმართება მეორე ტური, რომელშიც მონაწილეობს პირველ ტურში საუკეთესო შედეგის მქონე ორი პრეტენდენტი. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, მეორე ტურში გამსვლელთა გამოსავლენად ტარდება ხელახალი კენჭისყრა გამარჯვებულის გამოვლენამდე. თუ არჩევნების მეორე ტურშიც ვერ გამოვლინდა გამარჯვებული, არაუგვიანეს 5 დღის განმავლობაში ინიშნება ახალი არჩევნების თარიღი.”

 

5. წესდების ტექსტში ნაცვლად “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა” ჩაიწეროს “უნივერსიტეტი”.

 

6. მე-19 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის “ო” პუნქტი: “განსაზღვრავს მომავალი წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრთა საერთო რაოდენობას, კანონმდებლობით დადგენილი წესით”.

 

7. წარმომადეგნლობითი საბჭოს, აკადემიური საბჭოსა და ფაკულტეტის საბჭოს უფლებამოსილებებიდან ამოღებულ იქნეს შემდეგი შინაარსის პუნქტი: „საბჭო უფლებამოსილია მიიღოს ყველა იმ საკითხზე გადაწყვეტილება, რაც წესდებით და კანონით არ არის მოწესრიგებული, მაგრამ მათ კომპეტენციაში შედის.“

 

8. 28-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “ფაკულტეტი მის მიერ მოზიდული ფინანსებისა და მის მფლობელობაში არსებული ქონების ფლობასა და სარგებლობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს წყვეტს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანხმობით“.

 

9. 48-ე მუხლის I-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “აკადემიურ პერსონალთან შრომითი ხელშეკრულება იდება აკადემიური პერსონალის სამსახურში მიღების წესში განსაზღვრული ვადით.“

 

10. 55-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “1. უნივერსიტეტის სტუდენტი არის პირი, რომელიც “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონითა და უნივერსიტეტი წესდებით განსაზღვრული წესით ჩაირიცხა და სწავლობს უნივერსიტეტში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დიპლომირებული სპეციალისტის, ასევე დოქტორანტურის პროგრამის გასავლელად. 
2. უნივერსიტეტი მაგისტრატურაში მიღების წესს განსაზღვრავს  შესაბამისი ფაკულტეტის დებულება. უნივერსიტეტი დოქტორანტურაში მიღების წესს ადგენს შესაბამისი ფაკულტეტის დებულება.”

 

11. წესდების ტექსტიდან ამოღებულ იქნეს ტერმინი “სწავლების მინიმალური სტანდარტი”.

 

12. 63-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:  

 

“აკადემიურ საბჭოს უფლება აქვს, ფაკულტეტის წარდგინებით მიანიჭოს საპატიო დოქტორის წოდება პირს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი იმ მეცნიერებაში/მეცნიერებებში, რომელსაც ეს ფაკულტეტი წარმოადგენს“.

 

13. 66-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ”უნივერსიტეტი - შეიძლება ეწეოდეს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ სხვა ეკონომიკურ საქმიანობას, კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში”

 

14. 67-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


”1. უნივერსიტეტის  საბიუჯეტო დაფინანსება  ორიენტირებულია სწავლებასა და სამეცნიერო კვლევაზე, ამ დაწესებულებისათვის კადრების მომზადებაზე, გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაზე.
2. უნივერსიტეტის დაფინანსების წყაროებია:
ა) სწავლის საფასური, რომელიც იფარება სახელმწიფო სასწავლო გრანტით;
ბ) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები;
გ) კერძო გრანტის, შემოწირულობის სახით ან ანდერძით მიღებული შემოსავლები;
დ) საკონკურსო შერჩევის საფუძველზე სახელმწიფოს მიერ  გაცემული სამეცნიერო-კვლევითი გრანტები;
ე) დარგობრივი სამინისტროების მიერ გამოყოფილი პროგრამული დაფინანსება;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალები.
3. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად უნივერსიტეტის ფინანსები მთლიანად ხმარდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. უნივერსიტეტის სახსრების სხვა მიზნით გამოყენება დაუშვებელია.”

 

15. 68-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


„1. უნივერსიტეტის ქონება შედგება მისთვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული, ასევე მის მიერ საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.
2. უნივერსიტეტის  ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება სრულად უბრუნდება სახელმწიფოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად„.

 

16.  წესდების ტექსტში ტერმინები „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება“,    „საჯარო სამართლის იურიდიული პირი- უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება“ შეიცვალოს ტერმინით „უნივერსიტეტი“.

 

II. წესდება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.

 

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 59

ცნობილი საზოგადო მოღვაწის, გამოჩენილი გეოგრაფის, პარიზი-IV სორბონის უნივერსიტეტის პრეზიდენტის დოქტორ ჟან რობერტ პიტსისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

უმაღლესი განათლების სფეროში შეტანილი წვლილისათვის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და პარიზი-IV სორბონის უნივერსიტეტს შორის სამეცნიერო თანამშრომლობის ხელშეწყობისათვის დოქტორ ჟან რობერტ პიტს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

 

საფუძველი: ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წარდგინება
 
 


 გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თვმჯდომარე, რექტორი

სრულად

დადგენილება N: 58

პოცდამის უნივერსიტეტის პროფესორ დიტერ უმბახისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთნ აქტიური თანამშრომლობის, ახალგაზრღა სპეციალისტების აღზრდის, ქართული კანონმდებლობის და სამართლის სისტემის სრულყოფის და ქართული სამართლის მეცნიერების განვითრებაში შეტანილი წვლილისათვის პროფესორ დიტერ უმბახს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.

 

საფუძველი: იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს წარდგინება
 

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თვმჯდომარე, რექტორი

სრულად

დადგენილება N: 57

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ და უცხოენოვან სამაგისტრო პროგრამებზე თავისუფალი მსმენელის სტატუსით ჩარიცხვის წესების შესახებ

1. დაინტერესებულ პირებს უფლება მიეცეთ, მაგისტრატურის მისაღები გამოცდების ჩაბარების გარეშე ჩაირიცხონ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამაზე თავისუფალ მსმენელად.
2. თავისუფალ მსმენელს უფლება აქვს, მოისმინოს სამაგისტრო პროგრამით დადგენილი მისთვის სასურველი საგნები და მიიღოს საგნების მოსმენისა და გამოცდების წარმატებით ჩაბარების დამადასტურებელი სერთიფიკატი არაუმეტეს სემესტრული 30 კრედიტის მოცულობით.
3. თავისუფალი მსმენელის მიერ სამაგისტრო პროგრამის სრულად გავლა არ ანიჭებს მას შესაბამის დარგში მაგისტრის ხარისხის მინიჭების მოთხოვნის უფლებას. მაგისტრის ხარისხის მოპოვების აუცილებელი წინაპირობაა მაგისტრატურის გამოცდის დადგენილი წესით ჩაბარება და თსუ მაგისტრატურაში ჩარიცხვა.
4. მაგისტრატურაში ჩარიცხულ პირს შეუძლია მოითხოვოს მის მიერ თავისუფალი მსმენელის სტატუსით მოსმენილი და ჩაბარებული გამოცდების აღიარება და მაგისტრატურის პროგრამით დადგენილი წინაპირობების შესრულების შემთხვევაში - მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭება.
5. თავისუფალი მსმენელის სტატუსით საგნების მოსმენის ღირებულება განისაზღვროს კრედიტების ოდენობის შესაბამისად. ერთი კრედიტის ღირებულებად დადგინდეს
ა) ქართულენოვან სამაგისტრო პროგრამაზე 50 ლარი.
ბ) უცხოენოვან სამაგისტრო პროგრამაზე 70 ლარი.
6. თავისუფალ მსმენელად დარეგისტრირების ვადებს, მისაღებ კონტიგენტს და წარმოსადგენ დოკუმეტთა ნუსხას ადგენს შესაბამისი სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელი და ცხადდება საჯაროდ.
7. თავისუფალი მსმენელის სტატუსის მაძიებელი განცხადებით მიმართავს თსუ სასწავლო დეპარტამენტს და თანხმობის მიღების შემთხვევაში გადის ადმინისტრაციულ რეგისტრაციას ბანკში გადასახადის გადახდით.
8. თავისუფალ მსმენელად დარეგისტრირების მსურველებმა თსუ სასწავლო დეპარტამენტში უნდა წარმოადგინონ:
- პირადობის მოწმობის დედანი და ასლი;
- უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი;
- 3 ფოტოსურათი 3X4
- სამაგისტრო პროგრამით დადგენილი უცხო ენის დამადასტურებელი საბუთი.

 


გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი

სრულად

დადგენილება N: 56

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2007 წლის პრემიების მინიჭების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, განსაზღვრულ იქნეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილია ჭავჭავაძის, ივანე ჯავახიშვილის, პეტრე მელიქიშვილისა და აკაკი შანიძის სახელობის პრემიების მინიჭების წესი:

 

1. ილია ჭავჭავაძის სახელობის ერთი სამეცნიერო პრემია მიენიჭება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუკეთესო მონოგრაფიის, ნაშრომთა კრებულისა და სახელმძღვანელოსათვის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დარგში. პრემიის ოდენობა განისაზღვრება 3000 ლარით.

 

2. ივანე ჯავახიშვილის სახელობის ერთი სამეცნიერო პრემია მიენიჭება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუკეთესო მონოგრაფიის, ნაშრომთა კრებულისა და სახელმძღვანელოსათვის ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებებში. პრემიის ოდენობა განისაზღვრება 3000 ლარით.

 

3. პეტრე მელიქიშვილის სახელობის ერთი სამეცნიერო პრემია მიენიჭება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საუკეთესო მონოგრაფიის, ნაშრომთა კრებულისა და სახელმძღვანელოსათვის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგში. პრემიის ოდენობა განისაზღვრება 2000 ლარით.

 

4. აკაკი შანიძის სახელობის ერთი სამეცნიერო პრემია მიენიჭება ქართული ფილოლოგიის დარგში შესრულებული მნიშვნელოვანი სამეცნიერო ნაშრომის ავტორს ან ავტორთა კოლექტივს. პრემიის ოდენობა განისაზღვრება 2000 ლარით.

 

- 2007 წლის პრემიები მიენიჭებათ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებს უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში სტამბური წესით გამოქვეყნებული ნაშრომისათვის.
- ნაშრომის წარმოდგენა შეუძლია ავტორთა კოლექტივს. ავტორთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ხუთს.
- წარმოდგენილ ნაშრომს არ უნდა ჰქონდეს მინიჭებული სხვა სახელობითი პრემია.
- საკონკურსო ნაშრომები წარმოდგენილ უნდა იქნეს სამ ცალად და თან უნდა ერთვოდეს არა ნაკლებ ორი რეცენზიისა.
- საკონკურსო მასალები წარედგინება უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სამდივნოს 2007 წლის 1 დეკემბრამდე.

 

 

გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 55

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
23.09.2011, №100/2011 დადგენილებით

 

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად,  დამტკიცდეს იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულების ახალი რედაქცია (დანართი №1).

 

საფუძველი: იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს წარდგინება

 

გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

 

დანართი 1.


იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურისა და სადისერტაციო საბჭოს დებულება

 

თავი I. ზოგადი დებულებები


1. დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭება
სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებას ახორციელებს იურიდიული ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო. შესაძლებელია, პარტნიორ უნივერსიტეტთან შეთანხმება ითვალისწინებდეს აკადემიური ხარისხის ერთობლივ მინიჭებას.


2. დოქტორანტურის კომპონენტები
1) დოქტორანტურა, ანუ უმაღლესი განათლების მესამე საფეხური, სასწავლო პროგრამებისა და სამეცნიერო კვლევების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს სამეცნიერო კადრის მომზადებას და მთავრდება დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭებით, მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
ა) დოქტორანტურის სემინარს იმ დარგში, რომელშიც დოქტორანტი წერს სადისერტაციო ნაშრომს. დოქტორანტურისათვის სავალდებულო სემინარის არჩევა და ჩაბარება უნდა მოხდეს თემის ხელმძღვანელთან შეთანხმებით სადისერტაციო ნაშრომის დაცვამდე ნებისმიერ დროს, დოქტორანტის თავისუფალი არჩევანის მიხედვით; ასევე სხვა სასწავლო კომპონენტს, რომელიც მიზნად ისახავს დოქტორანტის დარგობრივ და მეთოდოლოგიურ დახელოვნებას და შესაძლებელია აერთიანებდეს: 1. სპეციფიკური დარგობრივი კურსებისგან შემდგარ მოდულს/მოდულებს, 2. ძირითადი მეცნიერული უნარების განმავითარებელ მოდულს ან ცალკეულ კურსს (კვლევის მეთოდები და ხერხები), 3. სწავლების თანამედროვე მეთოდების კურსს;
ბ. კვლევით კომპონენტს, რომელიც გულისხმობს: დისერტაციის ანუ სამეცნიერო ნაშრომის შესრულებას, რომელსაც დოქტორანტი წერს დოქტორის აკადემიური ხარისხის მოსაპოვებლად, და რომელიც უნდა ასახავდეს თეორიული ან/და ექსპერიმენტული კვლევის დასაბუთებულ შედეგებს და წვლილი შეჰქონდეს მეცნიერების განვითარებაში. დისერტაციის შესრულების პროცესში სავალდებულოა ხელმძღვანელი პროფესორისა და დოქტორანტის თანამშრომლობა ხორციელდებოდეს კოლოკვიუმის ფორმით წელიწადში, მინიმუმ, ორჯერ. კოლოკვიუმზე ხდება კვლევის შედეგების პრეზენტაცია, დისკუსია, ახალი სამეცნიერო ლიტერატურის, მიღწევებისა და პრობლემების განხილვა;
გ) დისერტაციის დაცვას (დისპუტაციას) ანუ თემის საჯარო პრეზენტაციას, რომელსაც მოსდევს სამეცნიერო შეკითხვა-კამათი.
2) დოქტორანტურა მოიცავს 180 კრედიტს: კვლევითი კომპონენტი (სადისერტაციო თემის შესრულება და დაცვა) 120 კრედიტით ფასდება, სასწავლო კომპონენტი _ 60 კრედიტით.

 

თავი II. სადისერტაციო საბჭო


3. სადისერტაციო საბჭო
1) სადისერტაციო საბჭო შედგება ფაკულტეტის ყველა პროფესორისა და ასოცირებული პროფესორისაგან.
2) სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საბჭოს შემადგენლობაში შეიძლება შევიდნენ დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე სხვა პირები.
3) სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარეს თავისი შემადგენლობიდან ირჩევს ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭო 2 წლის ვადით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. თავმჯდომარის არჩევამდე პირველ სხდომას უძღვება ფაკულტეტის დეკანი.
4) სადისერტაციო საბჭოს მდივანს თავმჯდომარის წარდგინებითა და დამსწრეთა უმრავლესობით ამტკიცებს სადისერტაციო საბჭო.


4. სადისერტაციო საბჭოს სხდომები და ფუნქციები
1) სადისერტაციო საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს საბჭოს სხდომებზე. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება წევრთა სიითი შემადგენლობის უმრავლესობა. გადაწყვეტილება მიღებულია, თუ მას ხმას მისცემს დამსწრეთა არანაკლებ 2/3-ისა.
2) სადისერტაციო საბჭოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერენ საბჭოს თავმჯდომარე და მდივანი.
3) სადისერტაციო საბჭო განსაზღვრავს სადისერტაციო თემის მოცულობას, ფორმატს, შრიფტის ზომასა და სხვა ტექნიკურ მონაცემებს.
4) სადისერტაციო საბჭო ერთ-ერთი წევრის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას დოქტორანტურაში ჩარიცხვის, თემისა და ხელმძღვანელის დამტკიცების შესახებ.
5) სადისერტაციო საბჭო ყოველი აკადემიური წლის დასაწყისში ადგენს სადოქტორო პროგრამების სასწავლო გეგმას და დასამტკიცებლად წარუდგენს თსუ-ის აკადემიურ საბჭოს.
6) სადისერტაციო საბჭო ამტკიცებს დოქტორანტთა მუშაობის ინდი-ვიდუალურ გეგმებს.


5. სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილება
სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე ფაკულტეტის დეკანთან შეთანხმებით:
ა) იწვევს საბჭოს სხდომებს წელიწადში ორჯერ მაინც;
ბ) წყვეტს შემფასებლების დანიშვნის საკითხს, ასევე თემის დაცვის თარიღს;
გ) საბჭოს შემადგენლობიდან ნიშნავს სადისერტაციო კომისიას;
დ) უზრუნველყოფს დოქტორანტებისათვის სავალდებულო თემა-ტური სემინარების ორგანიზებას;
ე) წყვეტს დოქტორანტთა სასწავლო და კვლევით პროგრამებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.


6. სადისერტაციო საბჭოს მდივანი
სადისერტაციო საბჭოს მდივანი უზრუნველყოფს საბჭოს ორგანიზაციულ საქმიანობას.

 

თავი III. დოქტორანტურაში ჩარიცხვა


7. დოქტორანტურაში ჩარიცხვის წინაპირობები


1) დოქტორანტურაში ჩარიცხვის უფლება აქვს სამართლის მაგისტრს ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს;
2) ჩარიცხვისათვის სავალდებულოა ხელმძღვანელი პროფესორის შუამდგომლობა, რომელშიც დასაბუთებული უნდა იყოს შერჩეული თემის აქტუალობა და მნიშვნელობა. დისერტაციის ხელმძღვანელი შეიძლება იყოს სადისერტაციო საბჭოს წევრი პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი, რომელსაც აქვს დოქტორანტის სადისერტაციო თემასთან დაკავშირებულ სამეცნიერო სფეროში კვლევის გამოცდილება და პუბლიკაციები;
3) დოქტორანტობის კანდიდატს მოეთხოვება ერთ-ერთი ევროპული ენის (ინგლისური, გერმანული, ფრანგული) არანაკლებ `ბ2~ დონეზე ცოდნა.


8. განაცხადი

დოქტორანტობის კანდიდატმა სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის სახელზე უნდა წარადგინოს განაცხადი იმ დარგის მითითებით, რომელსაც შეეხება სადისერტაციო თემა. განაცხადი ასევე უნდა შეიცავდეს შერჩეული თემის ზოგად დახასიათებას. განაცხადს თანAუნდა ერთვოდეს:
ა) განმცხადებლის ავტობიოგრაფია;
ბ) ხელმძღვანელის დასაბუთებული შუამდგომლობა;
გ) მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის დამოწმებული ასლი;
დ) განმცხადებლის ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ იგი არ ირიცხება სხვა საგანმანათლებლო დაწესებულების დოქტორანტურაში, ან უარი არ ეთქვა მას სხვა უმაღლესი სასწავლებლის დოქტორანტურაში მიღებასა და/ან მის მიერ შერჩეული თემის დამუშავებაზე.

 

9. დოქტორანტურაში ჩარიცხვის წესი
1) დოქტორანტობის კანდიდატი გასაუბრებაზე გადის იურიდიული ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოში. დოქტორანტის ანკეტურ მონაცემებს საბჭოს მოახსენებს სადისერტაციო საბჭოს მდივანი, ხოლო შუამდგომლობას დოქტორანტურაში ჩარიცხვის თაობაზე _ დოქტორანტის სავარაუდო ხელმძღვანელი. შუამდგომლობაში დასაბუთებული უნდა იყოს შერჩეული სადისერტაციო თემის აქტუალობა და მნიშვნელობა.
2) პირი დოქტორანტურაში ჩარიცხულად ჩაითვლება, თუ კენჭისყრისას მას მხარი დაუჭირა სხდომაზე დამსწრე სადისერტაციო საბჭოს წევრთა უმრავლესობამ.
3) დოქტორანტურაში ჩარიცხვის შემთხვევაში უნივერსიტეტი, დოქტორანტი და სამეცნიერო ხელმძღვანელი არა უგვიანეს 2 თვისა ხელს აწერენ ხელშეკრულებას, რომელიც განსაზღვრავს ყველა მხარის ვალდებულებებსა და უფლებებს. ხელშეკრულების ნაწილია დოქტორანტის ინდივიდუალური გეგმა.

 

10. დოქტორანტურაში სწავლის ხანგრძლივობა
იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტურაში სწავლა არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს.

 

თავი IV. სადისერტაციო საქმის წარმოება

 

11. დოქტორანტის ინდივიდუალური გეგმა
1) დოქტორანტის ინდივიდუალურ გეგმას ადგენს დოქტორანტის ხელმძღვანელი დოქტორანტთან შეთანხმებით.
2) ინდივიდუალური გეგმა იქმნება კონკრეტული კვლევითი პროექტის განსახორციელებლად და დარგში მიღებული ცოდნის გასაღრმავებლად. მასში მოცემული უნდა იყოს კვლევის მიზანი, სადისერტაციო თემის მოკლე აღწერა, სასწავლო კომპონენტის შესრულებისა და კვლევის სავარაუდო გრაფიკი.


12. დოქტორანტურის სასემინარო ნაშრომი
1) დასკვნითი პროცედურის დაწყების წინაპირობაა დოქტორანტის მიერ სასემინარო ნაშრომის მომზადება და აუდიტორიის წინაშე დაცვა.
2) სასემინარო ნაშრომის თემა არ უნდა შეადგენდეს დისერტაციის ნაწილს.
3) სემინარის მიმართ წაყენებულ ტექნიკურ მოთხოვნებს განსაზღვრავს სადისერტაციო საბჭო.


13. დისერტაცია
1) დისერტაცია უნდა წარმოადგენდეს დოქტორანტის დამოუკიდებელი სამეცნიერო მუშაობის შედეგს, ახასიათებდეს სიახლე და წვლილი შეჰქონდეს შესაბამისი სამეცნიერო დარგის განვითარებაში.
2) დისერტაცია უნდა შესრულდეს ქართულ ენაზე. სადისერტაციო საბჭოს ნებართვით დასაშვებია მისი სხვა ენაზე შესრულება.


14. დისერტაციის წარდგენა
1) დისერტაცია სადისერტაციო საბჭოს გადაეცემა 4 აკინძულ და 1 ელექტრონულ ეგზემპლარად, ფაკულტეტის ვებგვერდზე განსათავსებლად.
2) დისერტაციას თან ერთვის დოქტორანტის ახსნა-განმარტება იმის თაობაზე, რომ თემა მის მიერაა შესრულებული და ნაშრომში გამოყენებული ყველა წყარო სათანადოდაა მითითებული.

 

15. დისერტაციის დაცვაზე დაშვების წინაპირობები
დისერტაციის დაცვაზე დასაშვებად:
ა. დისერტანტმა უნდა წარადგინოს ცნობა სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო კომპონენტის შესრულების თაობაზე;
ბ. დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელმა სადისერტაციო საბჭოს უნდა წარუდგინოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ იგი გაეცნო დისერტაციას და ნაშრომი მზად არის საჯარო განხილვაზე დასაშვებად;
გ. დისერტანტმა უნდა წარუდგინოს სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარეს ცნობა იმის თაობაზე, რომ სადისერტაციო თემის სფეროში გამოქვეყნებული (ან გამოსაქვეყნებლად მიღებული) აქვს, მინიმუმ, სამი სამეცნიერო პუბლიკაცია რეცენზირებად ჟურნალში. მათგან ორს გავლილი უნდა ჰქონდეს საერთაშორისო რეცენზირება.


16. წერილობითი დასკვნა დისერტაციის შესახებ
1) დისერტაციის წარდგენის შემდეგ წერილობით დასკვნას ადგენს ორი შემფასებელი.
2) შემფასებლებმა თავიანთი წერილობითი დასკვნა უნდა წარმოადგინონ დისერტაციის წარდგენიდან არა უგვიანეს 3 თვისა.
3) დასკვნაში მითითებული უნდა იყოს გადაწყვეტილება დისერტაციის დაცვაზე დაშვების, მისი შესწორების მიზნით დოქტორანტისათვის უკან დაბრუნების ან დაცვაზე უარის თქმის შესახებ. უმნიშვნელო შენიშვნების შემთხვევაში დისერტაციის მიღება ხდება ხარვეზების გამოსწორების დათქმით.
4) შესწორების მიზნით დოქტორანტისათვის უკან დაბრუნების შემთხვევაში, დისერტაცია ხელახლა უნდა იქნეს წარდგენილი 1 წლის ვადაში, წინააღმდეგ შემთხვევაში პირი დაცვაზე აღარ დაიშვება.
5) თუკი წერილობითი დასკვნები ორი შეფასებით განსხვავდება ერთმანეთისაგან, ინიშნება მესამე შემფასებელი სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარის მიერ. მესამე შემფასებელს თემის შეფასებისათვის ეძლევა 1 თვე.
6) სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარემ დოქტორანტს წერილობით უნდა აცნობოს შემფასებლების მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. დაცვაზე დაშვების შემთხვევაში, შეტყობინებაში მითითებული უნდა იყოს დაცვის თარიღიც. შეტყობინებიდან დაცვის თარიღამდე დოქტორანტს უნდა მიეცეს, მინიმუმ, 1 თვე დაცვისათვის მოსამზადებლად. დოქტორანტს ეძლევა უფლება, გაეცნოს შემფასებლების დასკვნებს.
7) დაცვაზე დაშვების უარის შემთხვევაში, უარყოფილი დისერტაცია და შემფასებლების წერილობითი დასკვნები შეინახება სადისერტაციო საბჭოს არქივში. დოქტორანტი უფლებამოსილია, გაეცნოს ამ დოკუმენტებს.


17. სადისერტაციო კომისია
1) დისერტაციის დაცვაზე დაშვების შემთხვევაში სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე ქმნის სადისერტაციო კომისიას.
2) სადისერტაციო კომისია შედგება ხმის უფლების მქონე, მინიმუმ, სამი წევრისგან. დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელს და შემფასებლებს აქვთ სათათბირო ხმით მონაწილეობის უფლება. სადისერტაციო კომისიაში შეიძლება შეყვანილ იქნეს დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე სხვა პირი.
3) თავმჯდომარე უნდა იყოს უნივერსიტეტის მოქმედი ან საპატიო პროფესორი, რომელიც არ არის ხელმძღვანელი ან შემფასებელი.
4) თუკი სადისერტაციო ნაშრომი მომზადებულია სამართლის იმ დარგში, რომლის წარმომადგენელიც არის სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე, იგი ავტომატურად შედის საგამოცდო კომისიის შემადგენლობაში.


18. დაცვა
1) დაცვა არის საჯარო. მის მსვლელობასა და შედეგზე უნდა შედგეს საბოლოო ოქმი. დაცვა ითვალისწინებს დოქტორანტის მიერ 30-წუთიანი მოხსენებით თემის წარმოდგენას - პრეზენტაციას.
2) მოხსენებას მოსდევს სამეცნიერო შეკითხვა-კამათი. დაცვა არ უნდა აღემატებოდეს 120 წუთს.
3) ერთი კომისიის წინაშე ერთ დღეს შეიძლება დაინიშნოს. რამდენიმე დისერტაციის დაცვა.


19. შეფასება
1) დისერტაციის შეფასება განისაზღვრება შემფასებელთა დასკვნების საფუძველზე.
2) დაცვა ფასდება სადისერტაციო კომისიის მიერ დახურულ სხდომაზე დაცვის დასრულებისთანავე.
3) შეფასებისათვის გამოიყენება შეფასების შემდეგი სისტემა:
ა) ფრიადი (სუმმა ცუმ ლაუდე) - შესანიშნავი ნაშრომი;
ბ) ძალიან კარგი (მაგნა ცუმ ლაუდე) - შედეგი, რომელიც
წაყენებულ მოთხოვნებს ყოველმხრივ აღემატება;
გ) კარგი (ცუმ ლაუდე) - შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს აღემატება;
დ) საშუალო (ბენე) - შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს
ყოველმხრივ აკმაყოფილებს;
ე) დამაკმაყოფილებელი (რიტე) - შედეგი, რომელიც, ხარვეზების მიუხედავად, წაყენებულ მოთხოვნებს მაინც აკმაყოფილებს;
ვ) არადამაკმაყოფილებელი (ინსუფფიციენტერ) - შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს მნიშვნელოვანი ხარვეზების გამო ვერ აკმაყოფილებს;
ზ) სრულიად არადამაკმაყოფილებელი (სუბ ომნი ცანონე) - შედეგი, რომელიც წაყენებულ მოთხოვნებს სრულიად ვერ აკმაყოფილებს.
4) დისერტაცია არ ითვლება დაცულად, თუკი მას საგამოცდო კომისიის უმრავლესობა „არადამაკმაყოფილებლით“ აფასებს. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სადისერტაციო კომისიის თავმჯდომარის ხმას.
5) დისერტაციისა და დაცვის შეფასებების საფუძველზე სადისერტაციო კომისია განსაზღვრავს საბოლოო შეფასებას. საბოლოო შეფასებაში დისერტაციის შეფასება აისახება 2/3, ხოლო დაცვის - 1/3 თანაფარდობით.
6) სადისერტაციო კომისიის თავმჯდომარე საგამოცდო კომისიის დასაბუთებულ გადაწყვეტილებას დოქტორანტს აცნობს ზეპირად და მიუთითებს დისერტაციის გამოქვეყნების პირობებზე.
7) თუ დისერტაცია არ იქნა დაცული, დაცვის გამეორება შესაძლებელია მომდევნო 6 თვის განმავლობაში. დოქტორანტის განცხადება განმეორებითი დაცვის მოთხოვნის შესახებ სადისერტაციო საბჭოს უნდა წარედგინოს შედეგის გამოცხადებიდან 1 თვის განმავლობაში.


20. გამოქვეყნება
1) ნაშრომი უნდა გამოქვეყნდეს თსუ-ის გამომცემლობაში დაცვიდან 1 წლის განმავლობაში.
2) დოქტორანტი გამოქვეყნებული ნაშრომის 30 ეგზემპლარს გადასცემს იურიდიულ ფაკულტეტს.


21. დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი მოწმობა
1) დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის შემდეგ პირი უფლებამოსილია, იწოდებოდეს სამართლის დოქტორად.
2) მოწმობა გაიცემა გამოქვეყნებული დისერტაციის სავალდებულო ეგზემპლარების ფაკულტეტისათვის გადაცემის შემდეგ.
3) სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარემ პირს შეიძლება მიანიჭოს დოქტორის ხარისხით სარგებლობის უფლება სადოქტორო მოწმობის გაცემამდე, დისერტაციის გამოქვეყნების შესახებ თსუ-ის გამომცემლობასთან დადებული ხელშეკრულების ასლის წარდგენის საფუძველზე.
4) მოწმობა შეიცავს დისერტაციის სახელწოდებას, დაცვის თარიღსა და საერთო შეფასებას. მოწმობას ხელს აწერს უნივერსიტეტის რექტორი, ფაკულტეტის დეკანი, სადისერტაციო საბჭოს თავმჯდომარე და მოწმდება უნივერსიტეტის ბეჭდით. მოწმობის ასლი ინახება უნივერსიტეტის არქივში.


22. ბათილობა
სადისერტაციო საქმის წარმოებისას არასწორი მონაცემების წარდგენა არის დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი მოწმობის გაცემაზე უარის თქმის ან მოწმობის ჩამორთმევის საფუძველი. შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს სადისერტაციო საბჭო.

 

თავი V. დოქტორანტურა პარტნიორი უნივერსიტეტის მონაწილეობით


23. შეთანხმება სადოქტორო პროგრამების განხორციელებაზე
სადოქტორო პროგრამის განხორციელება პარტნიორი უნივერსიტეტის მონაწილეობით წესრიგდება ამ უნივერსიტეტთან დადებული შეთანხმებით თანამშრომლობისა და ერთობლივი დოქტორანტურის შესახებ.


24. განცხადება დოქტორანტურაში დაშვების შესახებ
1) პარტნიორი უნივერსიტეტის მონაწილეობის შემთხვევაში დოქტორანტურაში ჩარიცხვის კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს ორივე უნივერსიტეტის დოქტრონატურაში მიღების წინაპირობებს.
2) განცხადებას ამ დებულებით გათვალისწინებულ საბუთებთან ერთად უნდა დაერთოს პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი პროფესორის თანხმობა თემის თანახელმძღვანელობაზე.


25. დისერტაციის ხელმძღვანელი
1) პარტნიორი უნივერსიტეტის მონაწილეობის შემთხვევაში დისარტაციას ერთობლივად უნდა უხელმძღვანელონ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და პარტნიორი უნივერსიტეტის პროფესორებმა. დაცვას უნდა ესწრებოდეს ერთი ხელმძღვანელი მაინც.
2) პარტნიორი უნივერსიტეტის პროფესორი, რომელიც თემის ხელმძღვანელობაზე თანხმობას განაცხადებს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს წარუდგენს თავის შეფასებას.
3) თუ სადისერტაციო საქმის წარმოება უპირატესად პარტნიორ უნივერსიტეტში მიმდინარეობს, გამოიყენება პარტნიორი უნივერსიტეტის დოქტორანტურის დებულების პირობები.


26. დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი მოწმობა
1) დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელ მოწმობას გასცემს ის უნივერსიტეტი, სადაც განხორციელდა დისერტაციის დაცვა.
2) მოწმობა უნდა შეიცავდეს მითითებას, რომ დისერტაცია დაცულია პარტნიორი უნივერსიტეტების მონაწილეობით.


27. გამოქვეყნება
გადაწყვეტილება დისერტაციის გამოქვეყნების შესახებ მიიღება ამ დებულების ან პარტნიორი უნივერსიტეტის შესაბამისი დებულების მოთხოვნათა შესაბამისად. დოქტორის აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი მოწმობის გაცემამდე დოქტორანტმა დისერტაციის 30 ეგზემპლარი უნდა წარუდგინოს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტს.


28. დისერტაციისა და დაცვის ენა
დისერტაცია წარმოდგენილ უნდა იქნეს ქართულად ან პარტნიორი უნივერსიტეტის სამუშაო ენაზე. იგივე წესი ვრცელდება დაცვასთან დაკავშირებით.

 

თავი VI. საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების პროცედურა


25. საპატიო დოქტორის წოდება
1) სამართალმცოდნეობის სფეროში განსაკუთრებული სამეცნიერო დამსახურების მქონე პირს შეიძლება მიენიჭოს სამართლის საპატიო დოქტორის - დოცტორ იურის ჰონორის ცაუსა (Dრ.იურ.ჰ.ც.) - აკადემიური ხარისხი.
2) საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილებას ფაკულტეტის წარდგინების საფუძველზე იღებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.

 

VII. დასკვნითი დებულებები


26. გარდამავალი დებულებები
1) ამ დებულებით გათვალისწინებული სასწავლო კომპონენტის კრედიტების დაგროვებისაგან თავისუფლდება ყოფილი ასპირანტი და მაძიებელი, რომელსაც ე.წ. საკანდიდატო მინიმუმის ყველა საგანი აქვს ჩაბარებული. იგი ვალდებულია დაიცვას სასემინარო ნაშრომი და წარმოადგინოს სადისერტაციო ნაშრომი ამ დებულებით გათვალისწინებული წესით დასაცავად.
2) დოქტორანტი, რომელსაც დისერტაცია წარდგენილი აქვს დასაცავად 2007 წლის 1 ივნისამდე, წარმოადგენს გამოქვეყნებულ ან გამოსაქვეყნებელ სტატიას საერთაშორისო რეცენზირებისათვის. დისერტაციის დაცვა შედგება სარეცენზიო სტატიაზე დადებითი რეცენზიის მიღების შემდეგ. რეცენზირება ხორციელდება სტატიის წარმოდგენიდან სამი თვის ვადაში.
3) დოქტორანტი თავისუფლდება სემესტრული რეგისტრაციისა და სწავლის ქირის გადასახადისაგან სადისერტაციო საბჭოში სადისერტაციო ნაშრომთან ერთად ხელმძღვანელის დადებითი დასკვნის წარდგენის მომენტიდან.


27. ძალაში შესვლა
ეს დებულება ძალაში შედის 2006 წლის 1 იანვრიდან.

სრულად

დადგენილება N: 54

გამოჩენილი კავკასიოლოგისათვის, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორ მუჰადინ აბუბექირის ძე კულახოვისათვის ისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ


მნიშვნელოვანი მეცნიერული კვლევებისათვის კავკასიოლოგიაში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისათვის ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორ მუჰადინ აბუბექირის ძე კუმახოვს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება

 

საფუძველი: ჰუმანიტარული ფაკულტეტის საბჭოს წარდგინება
 

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თვმჯდომარე, რექტორი

სრულად

დადგენილება N: 53

”მაგისტრატურაში მიღების წესების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2007 წლის 17 ივლისის №38 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
23.09.2011, №100/2011 დადგენილებით


„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, ” მაგისტრატურაში მიღების წესების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2007 წლის 17 ივლისის №38 დადგენილებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების მე-3 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

1. “კონკურსანტები, რომლებიც სპეციალობაში მიიღებენ 51 ქულაზე ნაკლებს, მოიხსნებიან კონკურსიდან და არ ჩაირიცხებიან მაგისტრატურაში”.

 

 

გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 52