საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
დადგენილება
თარიღი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში  აკადემიური პერსონალისათვის სახელფასო დანამატის კრიტერიუმების  განსაზღვრის შესახებ 2008 წლის 27 თებერვლის №80 დადგენილებაში ცვლილების შეტანის მიზანშეწონილობის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
23.09.2011, №100/2011 დადგენილებით

 

 

სახელფასო დანამატის კრიტერიუმები დარჩეს უცვლელი.
 

 

საფუძველი: ფაკულტეტებიდან შემოსული მოხსენებითი ბარათები და წინადადებები.

 

 

გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 89

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გარდამავალი პერიოდის დოქტორანტთა დოქტორანტურაში სწავლის გადასახადის შესახებ

1. გარდამავალი პერიოდის დოქტორანტებისათვის დოქტორანტურაში სწავლის სემესტრული გადასახადი განისაზღვროს – 1000 ლარით.


2. დოქტორანტურაში 2007-2008 სასწავლო წელს ჩარიცხული გარდამავალი პერიოდის დოქტორანტები გათავისუფლდნენ სწავლის გადასახადისაგან  2008 წლის ოქტომბრამდე.


3. დოქტორანტურაში 2008-2009 სასწავლო წელს ჩარიცხული გარდამავალი პერიოდის დოქტორანტები გათავისუფლდნენ სწავლის გადასახადისაგან  ჩარიცხვიდან ერთი სემესტრის განმავლობაში.

 

  • თუ ზემოხსენებულ ვადაში შესაბამისი ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს არ წარედგინა სადისერტაციო ნაშრომი დოქტორანტურის შესახებ ფაკულტეტის დებულებით დადგენილი წესით, დოქტორანტი დოქტორანტურაში სწავლას გააგრძელებს თვითდაფინანსებით.


 

გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 88

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გარდამავალი პერიოდის დოქტორანტთა დოქტორანტურაში სწავლის გადასახადის შესახებ (კოდიფიცირებული)

ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს
30.09.2008, №137 დადგენილებით


გარდამავალი პერიოდის დოქტორანტებისათვის დოქტორანტურაში სწავლის სემესტრული გადასახადი განისაზღვროს – 1000 ლარით.
დოქტორანტურაში 2007-2008 სასწავლო წელს ჩარიცხული გარდამავალი პერიოდის დოქტორანტები გათავისუფლდნენ სწავლის გადასახადისაგან 2008 წლის ოქტომბრამდე.
2007-2008 სასწავლო წელს ჩარიცხული გარდამავალი პერიოდის დოქტორანტები გათავისუფლდნენ სწავლის გადასახადისაგან 2008 წლის 28 ნოემბრამდე. (30.09.2008, №137)
დოქტორანტურაში 2008-2009 სასწავლო წელს ჩარიცხული გარდამავალი პერიოდის დოქტორანტები გათავისუფლდნენ სწავლის გადასახადისაგან ჩარიცხვიდან ერთი სემესტრის განმავლობაში.
თუ ზემოხსენებულ ვადაში შესაბამისი ფაკულტეტის სადისერტაციო საბჭოს არ წარედგინა სადისერტაციო ნაშრომი დოქტორანტურის შესახებ ფაკულტეტის დებულებით დადგენილი წესით, დოქტორანტი დოქტორანტურაში სწავლას გააგრძელებს თვითდაფინანსებით.
 

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 88

2008-2009   სასწავლო  წლისათვის სასწავლო პროცესის ვადების განსაზღვრის შესახებ

I. 2008-2009 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისათვის სასწავლო პროცესის  ვადები განისაზღვროს შემდეგი წესით:

1. მობილობის ვადები:

 

1.1 საბუთების მიღება – 14 - 25 ივლისი;
1.2 რეგისტრაცია ფაკულტეტზე – 1-2 სექტემბერი;
1.3 გამოცდა – 3 სექტემბერი;
1.4 გამოცდის შედეგების გამოცხადება – 5 სექტემბერი;
1.5 განცხადებების მიღება აპელაციაზე – 5 და 8 სექტემბერი;
1.6 სააპელაციო კომისიის მუშაობა და აპელაციის განხილვა – 10 სექტემბერი;
1.7 ბრძანება ჩარიცხვაზე – 17 სექტემბერი.

 

2. სასწავლო სემესტრის ვადები  ( ბაკალავრიატი ):

 

2.1 ადმინისტრაციული რეგისტრაცია _ 1 აგვისტო – 15 სექტემბერი;
2.2 აკადემიური რეგისტრაცია – 1 – 20 სექტემბერი;
2.3 სააუდიტორიო მეცადინეობები – 22 სექტემბერი – 3 იანვარი;
2.4 სასესიო პერიოდი – 12 იანვარი – 7 თებერვალი;
2.5 არდადეგები – 9 – 28 თებერვალი.

 

3. მაგისტრატურაში მიღება : 

 

3.1 საბუთების მიღება – 14 - 25 ივლისი და  25 აგვისტო - 5 სექტემბერი;
3.2 გამოცდები – 8 – 19 სექტემბერი;
3.3 დადებითქულიანი კონკურსანტების სიების გამოცხადება – 23 სექტემბერი;
3.4 ადმინსტრაციული რეგისტრაცია – 23 სექტემბერი – 3 ოქტომბრამდე;
3.5 ბრძანება ჩარიცხვაზე –  6 ოქტომბერი.

 

4. სასწავლო სემესტრის ვადები (  მაგისტრატურა  ):

 

4.1 ადმინისტრაციული რეგისტრაცია – – 22 სექტემბერი – 3 ოქტომბერი;
4.2 სააუდიტორიო მეცადინეობები – 6 ოქტომბერი  – 17 იანვარი;
4.3 სასესიო პერიოდი – 19 იანვარი – 7 თებერვალი;
4.4 არდადეგები - 9 – 28 თებერვალი.

 

II. 2008-2009 სასწავლო წლის  გაზაფხულის სემესტრისათვის სასწავლო პროცესის  ვადები განისაზღვროს შემდეგი წესით:

 

 1. მობილობის ვადები:

 

1.1 საბუთების მიღება – 26 იანვარი  –  6 თებერვალი;
1.2 რეგისტრაცია ფაკულტეტზე – 9 თებერვალი;
1.3 გამოცდა – 11 თებერვალი;
1.4 გამოცდის შედეგების გამოცხადება - 13 თებერვალი ;
1.5 განცხადებების მიღება აპელაციაზე – 13 და 16 თებერვალი;
1.6 სააპელაციო კომისიის მუშაობა და აპელაციის განხილვა – 18 თებერვალი;
1.7 შედეგების გამოცხადება – 19 თებერვალი;
1.8 ბრძანება ჩარიცხვაზე – 27  თებერვალი.

 

 2. სასწავლო სემესტრის ვადები ( ბაკალავრიატი );

 

2.1 ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 2 – 23 თებერვალი;
2.2 აკადემიური რეგისტრაცია – 5 – 28 თებერვალი;
2.3 სააუდიტორიო მეცადინეობები – 2 მარტი – 13 ივნისი;
2.4 სასესიო პერიოდი – 15 ივნისი – 11 ივლისი.

 

 3. მაგისტრატურაში მიღება:

 

3.1 საბუთების მიღება – 12 იანვარი 13 თებერვალი;
3.2 გამოცდები – 16 - 26 თებერვალი;
3.3 დადებითქულიანი კონკურსანტების სიების გამოცხადება – 27 თებერვალი;
3.4 ადმინისტრაციული რეგისტრაცია – 28 თებერვალი 14 მარტი;
3.5 ბრძანება ჩარიცხვაზე – 16 მარტი.

 

 4. სასწავლო სემესტრის ვადები ( მაგისტრატურა ):

 

4.1 ადმინისტრაციული რეგისტრაცია –  28 თებერვალი 14 მარტი;
4.2 სააუდიტორიო მეცადინეობები – 16 მარტი  – 27 ივნისი;
4.3 სასესიო პერიოდი –  29 ივნისი  –  18 ივლისი.

 

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 87

შვეიცარიელი ქართველოლოგის,  იოლანდა მარშევისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

ქართული კულტურის წინაშე გაწეული განსაკუთრებული წვლილისათვის, იოლანდა მარშევის მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება

 

საფუძველი: ჰუმანიტარული ფაკულტეტის წარდგინება

 

გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 86

უკრაინის პრეზიდენტის, ვიქტორ იუშენკოსათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

საქართველოსა და უკრაინას შორის სტრატეგიული ურთიერთობების, რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების, ქართულ-უკრაინული სამეცნიერო საქმიანობის განვითარებაში გაწეული განსაკუთრებული წვლილისათვის ვიქტორ იუშენკოს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება

 

საფუძველი: ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის წარდგინება

 

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 85

სწავლების ინოვაციისა და ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში თსუ რექტორის სპეციალური მრჩევლის, ბრემენის უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ  იოხენ ციმერმანისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლების ინოვაციისა და ხარისხის უზრუნველყოფის საკითხებში გაწეული განსაკუთრებული წვლილისათვის, პროფესორ  იოხენ ციმერმანს      

 

მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება

 

საფუძველი: ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის წარდგინება

 


გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 84

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2008 წლის გაზაფხულის სემესტრში დოქტორანტურაში შემსვლელთათვის უცხო ენის ტესტირების შედეგად მიღებული გამსვლელი ქულის შესახებ

1. 2008 წლის გაზაფხულის სემესტრისათვის უცხო ენა ჩაბარებულად ჩაითვალოს იმ სტუდენტებისათვის, რომლებმაც უცხო ენაში ტესტირების შედეგად მიიღეს შემდეგი ქულები:


1. ინგლისური ენა – არანაკლებ 35 ქულის;
2. გერმანული ენა – არანაკლებ 25 ქულის;
3. ფრანგული ენა – არანაკლებ 15 ქულის.


2. დადგენილების პირველი პუნქტით ჩარიცხულმა დოქტორანტებმა უნდა დაადასტურონ ენის ცოდნა შესაბამისი პროგრამის მიერ მოთხოვნილ დონეზე  არაუგვიანეს მომდევნო ორი სემესტრისა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ დადგენილების შესაბამისა ჩარიცხულ პირებს შეუჩერდებათ დოქტორანტის სტატუსი.

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 83

საქართველოს უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის სპეციალობათა ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
23.09.2011, №100/2011 დადგენილებით

 

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად, ვშუამდგომლობთ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინაშე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრიეს 2005 წლის 18 ნოემბრის №633 ბრძანებაში “საქართველოს უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის სპეციალობათა ჩამონათვლის დამტკიცების შესახებ” შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილება:
მე-4 პუნქტის “ა” ქვეპუნქტს ჩამონათვალში დაემატოს “გამოყენებითი ბიოლოგია”.

 

 

გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 82

“თსუ დოქტორანტურისა და მაგისტრატურის სასწავლო პროცესის უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2007 წლის 11 დეკემბრის  №61 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
23.09.2011, №100/2011 დადგენილებით

 

“თსუ დოქტორანტურისა და მაგისტრატურის სასწავლო პროცესის უზრუნველყოფის ღონისძიებების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2007 წლის 11 დეკემბრის  №61 დადგენილების მესამე პუნქტის პირველი წინადადება  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“თსუ ჰუმანიტარული, ეკონომიკისა და ბიზნესის, იურიდიულ, სოციალურ პოლიტიკურ მეცნიერებათა და ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტების მაგისტრატურაში ჩარიცხულ კონკურსანტთა 10% გამოეყოს საუნივერსიტეტო დაფინანსება”.

 

 

გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 81

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სახელფასო დანამატის განსაზღვრის წესის შესახებ

”ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სახელფასო დანამატის კრიტერიუმების განსაზღვრის შესახებ” აკადემიური საბჭოს 2008 წლის 25 თებერვლის №79 დადგენილებით დადგენილი კრიტერიუმები შეფასდეს შემდეგნაირად:


1.1.პატენტები: უცხოური – 10 ქულა; ადგილობრივი – 5 ქულა;
1.2.სამეცნიერო პრემიები – 10 ქულა;
1.3.სამეცნიერო სტიპენდია: საერთაშორისო სამეცნიერო სტიპენდია – 10 ქულა; ადგილობრივი სამეცნიერო სტიპენდია – 5 ქულა;
1.4.ციტირების ინდექსი (Thomson-ის მონაცემებით): 1 ციტირება – 0,1 ქულა.

1. პუბლიკაციები, (ბოლო სამი წლის განმავლობაში (2005 – 2007წწ.)). (სხვა ორგანიზაციების სახელით გამოქვეყნებული პუბლიკაციები არ ჩაითვლება, გარდა იმ ავტორებისა, რომლებიც კონკურსის წესით თანამდებობის დაკავებამდე არ იყვნენ თსუ-ს თანამშრომლები).
2.1. მონოგრაფია – 15 ქულა;
2.2. იმპაქტ-ფაქტორის მქონე ჟურნალში გამოქვეყნებული სტატია – 10 ქულა;
2.3. რეფერირებად ჟურნალში გამოქვეყნებული – 5 ქულა;
2.4. სახელმძღვანელო – 10 ქულა;
2.5. სალექციო კურსი – 10 ქულა;
2.6. კრებული – 5 ქულა;
2.7. კრებულის რედაქტირება – 5 ქულა.
3. სამეცნიერო მოხსენებები (ბოლო სამი წლის განმავლობაში (2005 – 2007წწ.)). (სხვა ორგანიზაციების სახელით წარდგენილი მოხსენებები არ ჩაითვლება, გარდა იმ ავტორებისა, რომლებიც კონკურსის წესით თანამდებობის დაკავებამდე არ იყვნენ თსუ-ს თანამშრომლები).
3.1. საერთაშორისო ზეპირი სამეცნიერო მოხსენება – 10 ქულა;
3.2. საერთაშორისო სასტენდო სამეცნიერო მოხსენება – 5 ქულა;
3.3. ადგილობრივი ზეპირი სამეცნიერო მოხსენება – 10 ქულა;
3.4. ადგილობრივი სასტენდო სამეცნიერო მოხსენება – 5 ქულა.

4. სამეცნიერო გრანტებით მოზიდული თანხების მოცულობა (ბოლო სამი წლის განმავლობაში (2005 – 2007წწ.)):
4.1. სამეცნიერო გრანტი: ხელმძღვანელობა – 10 ქულა; მონაწილეობა – 5 ქულა;
4.2. გრანტის წარდგენა (მისი არდაფინანსების შემთხვევაში) – 2 ქულა.

5. საექსპერტო საქმიანობა (ბოლო სამი წლის განმავლობაში (2005 – 2007წწ.)), ლიცენზირება – 5 ქულა.
6. სწავლების სფეროში მიღწეული წარმატებების კრიტერიუმებია:
1. თანამედროვე სილაბუსებისა და სასწავლო პროგრამების ჩამოყალიბება და განვითარება:
6.1.1.MLMS – ის სისტემისათვის ელექტრონული სალექციო კურსის მომზადება და დანერგვა – 5 ქულა;

1. ახალი სასწავლო პროგრამების (ინტერდისციპლინარული და ა.შ.) შეთავაზება – 5 ქულა.
1. უცხოეთის უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო ცენტრებთან ერთობლივ სასწავლო – სამეცნიერო პროგრამებში მონაწილეობა – 10 ქულა.
2. უცხოეთის უნივერსიტეტებში წაკითხული სალექციო კურსი – 10 ქულა.
6.4. სწავლების პროცესში გამოცდებთან დაკავშირებული საქმიანობა, რომელსაც დამატებითი დატვირთვის სახით ახორციელებს აკადემიური პერსონალი – 5 ქულა.

7. უწყვეტი განათლების სფეროში მიღწეული წარმატებები შეიძლება შეფასდეს ახალი სასწავლო კურსების შემოთავაზებით
1. სასერთიფიკატო კურსების მომზადება და დანერგვა – 5 ქულა;
2. კვალიფიკაციის ამაღლების კურსების მომზადება და დანერგვა – 5 ქულა;
3. პროფესიული გადამზადების კურსების მომზადება და დანერგვა – 5 ქულა.
1. ახალგაზრდა მეცნიერების მომზადება და ხელმძღვანელობა:
1. ახალი სადოქტორო პროგრამების მომზადება და დანერგვა – 5 ქულა;
2. დოქტორანტებისა და რეზიდენტების ხელმძღვანელობა: 1 დოქტორანტი – 5 ქულა, ერთზე მეტი – არაუმეტეს 10 ქულის;
3. სამეცნიერო – კვლევით საქმიანობაში მაგისტრანტებისა და დოქტორანტების ჩართვა – 5 ქულა.
2. სახელფასო დანამატი  არ უნდა აღემატებოდეს  ხელფასის ერთმაგ ოდენობას.
3. რანჟირება განხორციელდეს ერთმაგი ხელფასის ოდენობის შემდეგი საპროცენტო გრადაციით: 100%; 70%; 40%.
 

 

გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 80

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის სახელფასო დანამატის კრიტერიუმების განსაზღვრის შესახებ

სახელფასო დანამატმა უნდა წაახალისოს თანამშრომელთა მოტივაცია და გაითვალისწინოს უნივერსიტეტის თანამშრომლების მოღწევები კვლევისა და სწავლების პროცესში.

 

I.          კვლევის სფეროში მიღწეული წარმატებები შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით:
·           პატენტები
·           სამეცნიერო პრემიები, სამეცნიერო სტიპენდია
·           ციტირების ინდექსი
·           პუბლიკაციები, სამეცნიერო მოხსენებები (ბოლო სამი წლის განმავლობაში (2005 - 2007წწ.)):
·           სამეცნიერო გრანტებით მოზიდული თანხების მოცულობა (ბოლო სამი წლის განმავლობაში (2005 - 2007წწ.)):
·           საექსპერტო საქმიანობა (ბოლო სამი წლის განმავლობაში (2005 - 2007წწ.)):

 

II.         სწავლების სფეროში მიღწეული წარმატებების კრიტერიუმებია:
·           თანამედროვე სილაბუსებისა და სასწავლო პროგრამების ჩამოყალიბება და განვითარება
·           უცხოეთის უნივერსიტეტებთან და სამეცნიერო ცენტრებთან ერთობლივ სასწავლო - სამეცნიერო პროგრამებში მონაწილეობა.
ასევე გათვალისწინებული იქნება სწავლების პროცესში გამოცდებთან დაკავშირებული საქმიანობა, რომელსაც დამატებითი დატვირთვის სახით ახორციელებს აკადემიური პერსონალი.

III.        უწყვეტი განათლების სფეროში მიღწეული წარმატებები შეიძლება შეფასდეს ახალი სასწავლო კურსების შემოთავაზებით
.
IV.       ახალგაზრდა მეცნიერების მომზადების და ხელმძღვანელობისას გასათვალისწინებელია:
·           ახალი სადოქტორო პროგრამების მომზადება და დანერგვა.
·           სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში დოქტორანტების ჩართვა.
სახელფასო დანამატი გაიცემა როგორც აკადემიურ პერსონალზე, ისე ხელშეკრულებით მოწვეულ პერსონალზე. დანამატის ოდენობა განისაზღვრება ყოველწლიურად აკადემიური თანამდებობის ვადით.
სახელფასო დანამატის ოდენობას და იმ პირებს, ვინც ღებულობს სახელფასო დანამატს შეარჩევს საუნივერსიტეტო კომისია. Kკომისიის შემადგენლობაში შედიან ფაკულტეტისა (თითოეული ფაკულტეტიდან არაუმეტეს ხუთი წარმომადგენელი) და თსუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები. Kკომისიას ხელმძღვანელობს ადმინისტრაციის უფროსი. Kკომისია შერჩეულ კანდიდატურებს წარუდგენს უნივერსიტეტის რექტორს.

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 79

2008 წლის გაზაფხულის სემესტრის სამაგისტრო პროგრამების ამოქმედების შესახებ

1. 2008 წლის გაზაფხულის სემესტრში სამაგისტრო პროგრამები ამოქმედდეს ამ პროგრამაზე ხუთზე ნაკლები სტუდენტის ჩარიცხვის შემთხვევაში, თუ ფაკულტეტის საბჭოს გადაწყვეტილებით პროგრამის ამოქმედება არ არის დაკავშირებული დამატებით დაფინანსებასთან და მიმართულების პროფესურა თანახმაა პროგრამით გათვალისწინებული სალექციო კურსის წაკითხვა არ ჩაეთვალოს მინიმალურ საათობრივ დატვირთვაში.
2. იმ სამაგისტრო პროგრამების კონკურსანტებს, რომლებმაც დააგროვეს გამსვლელი ქულა და პროგრამა არ იხსნება, საგამოცდო ქულები შეუნარჩუნდეთ 2008 წლის შემოდგომის სემესტრისათვის.

 

გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 78

“უნივერსიტეტში დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2007 წლის 23 აპრილის №20 დადგენილებაში დამატების შეტანის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
23.09.2011, №100/2011 დადგენილებით

 


“უნივერსიტეტში დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტების შესახებ” აკადემიური საბჭოს 2007 წლის 23 აპრილის №20 დადგენილების მე-20 მუხლს დაემატოს:
“6. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდამავალი პერიოდის დოქტორანტებისათვის რუსული ენა ჩაითვალოს უცხო ენად ».
 

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 77

ბაკალავრიატის სტუდენტთა მიერ დამატებითი კრედიტების მოპოვების წესების მოწესრიგების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
26.03.2010, № 36/2010 დადგენილებით

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ჰუმანიტარული, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტებზე


1. 2007-2008 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან კრედიტების წლიური დასაშვები ოდენობა განისაზღვროს 65 კრედიტით (სემესტრში არაუმეტეს 30-35 კრედიტის ფარგლებში).
2. 2005-2006 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხულ სტუდენტებს, რომლებსაც დაგროვილი აქვთ 150 კრედიტზე ნაკლები მიეცეთ შესაძლებლობა, აანაზღაურონ განაცდური არაუმეტეს 30 კრედიტის ოდენობით ბაკალავრიატის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებულ სწავლების პერიოდში სემესტრულად დამატებითი 10 კრედიტი მოპოვებით.

3. 2006-2007 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ჩარიცხულ სტუდენტებს, რომლებსაც დაგროვილი აქვთ 90 კრედიტზე ნაკლები მიეცეთ შესაძლებლობა, აანაზღაურონ განაცდური არაუმეტეს 25 კრედიტის ოდენობით ბაკალავრიატის სასაწავლო პროგრამით გათვალისწინებულ სწავლების პერიოდში სემესტრულად დამატებითი 5 კრედიტის მოპოვებით.

4. თითოეული სტუდენტისათვის დამატებითი კრედიტების ოდენობას ადგენს ფაკულტეტი 2007-2008 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის დაწყებამდე.

5. სტუდენტს, რომელმაც საზღვარგარეთ ისწავლა არანაკლებ ერთი სემესტრი და მიიღო კრედიტების გარკვეული რაოდენობა, თსუ-ში სწავლის გაგრძელების შემთხვევაში უფლება აქვს ბაკალავრიატის პროგრამით გათვალისწინებული სწავლების პერიოდში სემესტრულად დამატებით მოიპოვოს ხუთი კრედიტი. თითოეული სტუდენტისათვის დამატებითი კრედიტების ოდენობას ადგენს ფაკულტეტი.

 

 

გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 76

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტების სასწავლო კომპონენტის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად,

 

იურიდიული ფაკულტეტის იმ დოქტორანტებისათვის, რომლებმაც უკვე დაიცვეს ორი სასემინარო ნაშრომი და ამგვარად შეასრულეს სასწავლო კომპონენტი (60 კრედიტი), ახალი დებულებით გათვალისწინებული სასწავლო კომპონენტი იყოს არა სავალდებულო, არამედ ნებაყოფლობითი.


 

პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი

სრულად

დადგენილება N: 75

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მაგისტრატურაში შემსვლელთათვის უცხო ენის გამოცდისა და მაგისტრატურაში ინგლისური ენის სწავლების  შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
16.02.2009, №180 დადგენილება


 

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად,

 

1. სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელმა განსაზღვროს და პროგრამებზე დაშვების წინაპირობად მიუთითოს ის უცხო ენა ან ენები (ინგლისური, გერმანული, ფრანგული, იტალიური, ესპანური, რუსული), რომელთა ჩაბარების უფლებასაც აძლევს მომავალ მაგისტრანტს.
2. მაგისტრატურაში შემსვლელთათვის უცხო ენის გამოცდის საკითხები შეიძლება განისაზღვროს დიფერენცირებულად ფაკულტეტებისა და სამაგისტრო პროგრამების მიხედვით.
3. მაგისტრატურაში ინგლისური ენა  განისაზღვროს როგორც სავალდებულო საგანი 10 კრედიტის მოცულობით (სამაგისტრო ნაშრომისათვის განკუთვნილი კრედიტების ხარჯზე), ორი სემესტრის განმავლობაში
4.  დადგენილების მე-3 პუნქტის მოქმედება გავრცელდეს მე-2 და მე-3 სემესტრის მაგისტრანტებზე.

 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი

სრულად

დადგენილება N: 74

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტის ჰუმანიტარულ, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, მედიცინისა და იურიდიულ ფაკულტეტებზე კვლევის მეთოდების მოდულებზე კონკურსის გამოცხადების შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად,

 

1. გამოცხადდეს ღია კონკურსი დოქტორანტებისათვის შეთავაზებულ კვლევის მეთოდების მოდულებზე.
2. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ მხოლოდ დოქტორის ხარისხის მქონე პირებს.
3. კონკურსისთვის შეიძლება წარმოდგენილი იქნას, როგორც მთლიანად მოდული, დამუშავებული მკვლევართა ჯგუფის მიერ, ისე ცალკეული კურსები.
4. კონკურსი ცხადდება კვლევის მეთოდების მოდულებზე შემდეგი მიმართულებებით:

კვლევის მეთოდების მოდული ჰუმანიტარულ მეცნიერებებში უნდა აერთიანებდეს კვლევის მეთოდებს შემდეგ დარგებში: ენათმეცნიერება, ლიტერატურათმცოდნეობა, ანთროპოლოგია, ისტორია, არქეოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, ფილოსოფია.
კვლევის მეთოდების მოდული ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში უნდა აერთიანებდეს კვლევის მეთოდებს შემდეგ დარგებში: მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერებები, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოლოგია, გეოგრაფია.
კვლევის მეთოდების მოდული სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებში უნდა აერთიანებდეს კვლევის მეთოდებს სოციალურ მეცნიერებებში.
კვლევის მეთოდების მოდული მედიცინაში უნდა აერთიანებდეს კვლევის ქვევით ჩამოთვლილ მეთოდებს: ბიოსამედიცინო კვლევის მეთოდები, კლინიკური კვლევების ეთიკური საკითხები, ეპიდემიოლოგია და ბიოლოგიური სტატისტიკა, სამეცნიერო წერისა და პუბლიკაციის ჩვევები.
იურიდიული ფაკულტეტი: აკადემიური წერა და კვლევის მეთოდები.

5. მოდული მთლიანად უნდა იყოს 10 კრედიტიანი.
6. ცალკეულ კურსებს დოქტორანტი ირჩევს კვლევითი პროექტიდან გამომდინარე.
7. კურსები შეიძლება იყოს ინტერდისციპლინარული.
8. სასურველია, რომ მოდული შეიცავდეს კვლევის ზოგადი დიზაინისა და აკადემიური წერის მოკლე კურსს.
9. მოდული ღია უნდა იყოს ყველა სხვა ფაკულტეტისათვის.
10. შემოთავაზებული კურსი უნდა იყოს ინტენსიური და საკონტაქტო საათების რაოდენობა უნდა იყოს მცირე (ძირითადი დატვირთვა უნდა მოდიოდეს დამოუკიდებელ მუშაობაზე).
11. კურსში მითითებული სამეცნიერო ლიტერატურა ხელმისაწვდომი უნდა იყოს ქართულის გარდა ინგლისურ, გერმანულ ან ფრანგულ ენებზე.
12. კურსი წარმოდგენილი უნდა იყოს სილაბუსის სახით
13. კურსები შეფასდება შინაარსის აქტუალობის, სტრუქტურისა და კონკურსანტის კომპეტენციის მიხედვით.
14. კურსის/კურსების წარმოდგენის ბოლო ვადაა 30 იანვარი.
15. საბუთების შეტანა მოხდება უნივერსიტეტის ფაკულტეტების მიხედვით - შესაბამის დეკანატებში.
16. საუნივერსიტეტო კომისია მტკიცდება აკამდეიური საბჭოს მიერ, ფაკულტეტებისაგან წარმოდგენილი წევრებით (მაქსიმუმ ორი წევრი თითოეული მიმართულებიდან), ასევე 1 წევრი სასწავლო დეპარტამენტიდან და 1 წევრი ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურიდან.
17. საუნივერსიტეტო კომისია შედეგებს გამოაცხადებს 2008 წლის 11 თებერვალს.
 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი

სრულად

დადგენილება N: 73

აკადემიური საბჭოს “მაგისტრატურაში სპეციალობის გამოცდაზე დაშვების შესახებ” 2007 წლის 26 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად

 

დადგენილების მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით „2007 - 2008 სასწავლო წლის დასრულებამდე დადგენილების I პუნქტით მაგისტრატურაში ჩარიცხულმა მაგისტრანტებმა უნდა დაადასტურონ ენის ცოდნა შესაბამისი პროგრამის მიერ მოთხოვნილ დონეზე, გამოცდაზე ხელმეორედ გასვლა დასაშვებია 2008 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ბოლოს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუჩერდებათ მაგისტრანტის სტატუსი“.
 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა

აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი

სრულად

დადგენილება N: 72

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში მისაღები კონკურსის გამოცხადების შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის შესაბამისად,

 

1. უნივერსიტეტში მაგისტრატურაში მისაღები კონკურსის ჩატარების მიზნით იქმნება საფაკულტეტოს დარგობრივი კომისია. თითოეული საფაკულტეტო კომისია წარმოადგენს მაგისტრატურაში მისაღები გამოცდების კომისიის შემადგენლობას, რომელთა საფუძველზე დგება ერთიანი საუნივერსიტეტო დარგობრივი კომისია.
2. კონკურსის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით იქმნება მეთვალყურეთა ჯგუფი.
3. კონკურსანტთა მიერ წარმოდგენილი საჩივრების განხილვის მიზნით იქმნება საპრეტენზიო კომისია. საპრეტენზიო კომისიის წევრობა შეუთავსებელია სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელობასთან, ისევე როგორც საგამოცდო კომისიის წევრობასთან.
4. კონკურსზე დაშვება
4.1. თსუ მაგისტრატურაში მისაღებ კონკურსზე დაიშვებიან ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირები, ერთსაფეხურიანი უმაღლესი განათლების მქონე დიპლომირებული სპეციალისტები და უცხოეთის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულები მაგისტრატურაში მიღების წესების გათვალისწინებით. საზღვარგარეთის საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტების ფორმალური ცნობა (აღიარება) ხდება “უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 50-ე მუხლის შესაბამისად.
4.2. მაგისტრატურის საკონკურსო გამოცდებზე კონკურსანტი დაიშვება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მან დროულად გაიარა რეგისტრაცია მიმღებ კომისიაში და წარადგინა სათანადო საბუთები (იხ.§7).
4.3. უნივერსიტეტის მაგისტრატურაში სათანადო საკონკურსო ადგილების დასაკავებლად ყველა კონკურსანტი აბარებს ორ საკონკურსო გამოცდას: უცხო ენასა და სპეციალობაში. გამოცდები არის წერითი. სამაგისტრო პროგრამის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლებელია დამატებით ჩატარდეს ზეპირი გამოცდა ან გასაუბრება.

5. კონკურსი
5.1.  სპეციალობაში საკონკურსო გამოცდა ტარდება წერითი სახით. საკონკურსო გამოცდის წერითი ნამუშევარი შეფასდება 100-ბალიანი სისტემით.
5.2. გამოცდა ჩაბარებულად ითვლება, თუ კონკურსანტი მიიღებს დადებით შეფასებას, ანუ მინიმუმ 51 ქულას.
5.3.  სპეციალობაში გამოცდას ატარებს საკონკურსო-საფაკულტეტო კომისია, რომელიც პასუხისმგებელია მაგისტრატურაში მისაღებ საკონკურსო გამოცდის შეფასებათა სიზუსტეზე.
5.4. შეფასების კრიტერიუმები ცნობილი უნდა იყოს გამოცდამდე მინიმუმ ორი კვირით ადრე.
5.5. უცხო ენაში გამოცდას ატარებს თსუ ენების ცენტრი, რომელიც პასუხისმგებელია საკონკურსო გამოცდის შეფასებათა სიზუსტეზე.
5.6. მაგისტრატურაში საკონკურსო გამოცდების შედეგების შესაბამისად სამაგისტრო პროგრამაზე დაშვებულ ვაკანტურ ადგილებზე ჩაირიცხებიან ის კონკურსანტები, რომლებიც გამოცდებში მიიღებენ ყველაზე მაღალ ქულებს.
5.7. ადმინისტრაციული რეგისტრაციის გავლის შემდეგ ხდება მაგისტრანტების ჩარიცხვა.

6. საბუთების მიღება
6.1. მაგისტრატურაში სწავლის მსურველმა მიმღებ კომისიას სასწავლო დეპარტამენტში უნდა წარუდგინოს 2008 წლის 15-25 იანვრამდე შემდეგი საბუთები:
•          განაცხადის შევსებული ფორმა (განაცხადის ფორმა - მიმღებ კომისიაში და/ან    გვერდზე);
•          უმაღლესი განათლების დიპლომი (დედანი) დანართითურთ და მათი შესაბამისი თითო ასლი;
•          სამი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3სმ X 4სმ.;
•          მოქალაქის პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;
•      სამხედრო ვალდებულებასთან დამოკიდებულების დამადასტურებელი საბუთი (სავალდებულოა ვაჟებისათვის);
•          ცალკეული სამაგისტრო პროგრამების წინაპირობების შესაბამისი დამატებითი საბუთები (სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტები და ა.შ.).
6.2. კონკურსზე დაშვებული კონკურსანტები ვალდებულნი არიან, გამოცხადდნენ საკონკურსო გამოცდაზე დაუგვიანებლად და თან იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის გარეშე კონკურსანტი გამოცდაზე არ დაიშვება.

7. სამაგისტრო პროგრამის ამოქმედების პირობა
7.1. სამაგისტრო პროგრამა ამოქმედდება, თუ დადებითი შეფასება მიიღო და კონკრეტულ სამაგისტრო პროგრამაზე ადმინისტრაციული რეგისტრაცია გაიარა 5-მა ან მეტმა მაგისტრანტმა.
7.2. თუ სამაგისტრო პროგრამაზე შემოსულია 5-ზე ნაკლები განაცხადი, კონკურსნატები იხსნებიან კონკურსიდან. მათ შეუძლიათ, სხვა პროგრამაზე გადასვლა.

8. მაგისტრატურაში მისაღები გამოცდები ჩატარდება 2008 წლის 1 - 17 თებერვალს.
9. მაგისტრატურაში მიღების მსურველთა რეგისტრაციისა და კონკურსის ჩატარების ორგანიზაციული უზრუნველყოფა დაევალოს უნივერსიტეტის სასწავლო დეპარტამენტს.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე, რექტორი

სრულად

დადგენილება N: 71