საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
დადგენილება
თარიღი
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი. ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის  სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის შექმნის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად,

 

1. მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ი.ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის შექმნის შესახებ.


2. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 206

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის  სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის შექმნის შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად,

 

1. მიღებულ იქნეს გადაწყვეტილება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღალი ენერგიების ფიზიკის  სამეცნიერო–კვლევითი ინსტიტუტის შექმნის შესახებ.


2. დადგენილება დასამტკიცებლად გადაეცეს წარმომადგენლობით საბჭოს.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 205

2009-2010 სასწავლო წლის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების წარმოდგენის ვადების დამტკიცების შესახებ

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის შესაბამისად,

 

I. 2009-2010 სასწავლო წლის საბაკალავრო პროგრამები (პროგრამების აღწერილობა და კურიკულუმით გათვალისწინებული ყველა სავალდებულო და არჩევითი საგნის სილაბუსი) წარმოდგენილ იქნას შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში არა უგვიანეს 2009 წლის 30 ივნისისა.  

 

2009-2010 სასწავლო წლის სამაგისტრო პროგრამები (პროგრამების აღწერილობა და კურიკულუმით გათვალისწინებული ყველა სავალდებულო და არჩევითი საგნის სილაბუსი) წარმოდგენილ იქნას შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში არა უგვიანეს 2009 წლის 31 ივლისისა.

 

2009-2010 სასწავლო წლის სადოქტორო პროგრამები წარმოდგენილ იქნას შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში არა უგვიანეს 2009 წლის 30 ივნისისა.

 

II. იმ შემთხვევაში, თუ თსუ აკადემიური საბჭოს მიერ უკვე დამტკიცებულ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების აღწერილობასა და სილაბუსებს არ განუცდიათ რაიმე ცვლილება, მაშინ შესაბამისი პროგრამის ხელმძღვანელმა (კოორდინატორმა) განცხადებით უნდა მიმართოს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს, რომ პროგრამას გაეწიოს რეკომენდაცია ფაკულტეტისა და აკადემიურ საბჭოების წინაშე მისი აღწერილობისა და სილაბუსების განმეორებით წარმოდგენის გარეშე.    

 

III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 204

„ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის ახალი რედაქციის“ დამტკიცების შესახებ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 2 თებერვლის № 171 დადგენილებაში ტექნიკური ხარვეზის შესწორების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
16.03.201, №27/2011დადგენილებით

 

,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 63-ე მუხლის, "უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე–9 მუხლის საფუძველზე,

 

1. გასწორდეს ტექნიკური ხარვეზი „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტურის მინიმალური სტანდარტის ახალი რედაქციის“ დამტკიცების შესახებ აკადემიური საბჭოს 2009 წლის 2 თებერვლის № 171 დადგენილებაში და დანართის მე–20 მუხლის მე–4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

”იმ კვლევითი ინსტიტუტების ყოფილი ასპირანტები და მაძიებლები, რომლებთანაც თსუ–ს დადებული აქვს შესაბამისი ხელშეკრულება, დოქტორანტები ხდებიან ამ პარაგრაფის პირველი მუხლის შესაბამისად”

 

2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ. 
 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 203

2008-2009 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სამაგისტრო პროგრამების ამოქმედების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს

29.09.2014, №92/2014 დადგენილებით

 

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის შესაბამისად,

 

I. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამები: „უჯრედისა და განვითარების ბიოლოგია“ (ხელმძღვანელი: პროფ. დ. ძიძიგური), ბიოსამედიცინო მეცნიერებები (ხელმძღვანელი: პროფ. თ. ლეჟავა, ასოც. პროფ. ნ. დორეული, ასოც. პროფ. ნ. კოტრიკაძე, ასოც. პროფ. ნ. კოშორიძე), „ქიმიური ექსპერტიზა“ (ხელმძღვანელი: პროფ. შ. სამსონია), „ელექტრული და ელექტრონული ინჟინერია“ (ხელმძღვანელი: ფიზ.–მათ. მეცნიერებათა კანდ. რ. ჯობავა),  ამოქმედდეს 5–ზე ნაკლები სტუდენტისათვის პროგრამებში ცვლილების შეტანის შემდეგ.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამა  „კულტურული მემკვიდრეობა: კვლევა და მართვა“ (ხელმძღვანელი: პროფ. ზ. სხირტლაძე) და სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამა „სოციალური მუშაობა“ (ხელმძღვანელი: პროფ. ი. კაჭკაჭიშვილი) ამოქმედდეს 5–ზე ნაკლები სტუდენტისათვის პროგრამაში ცვლილების შეტანის შემდეგ.

ზემოთ აღნიშნულ სამაგისტრო პროგრამებში შევიდეს შემდეგი ცვლილება: კურიკულუმით გათვალისწინებული სავალდებულო კრედიტების მეოთხედი, ანუ 30 კრედიტი მაინც იყოს საერთო ფაკულტეტის სხვა, ერთ ან რამდენიმე სამაგისტრო პროგრამასთან.

 

II. მედიცინის ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამა „საზოგადოებრივი ჯანდაცვა“ (ხელმძღვანელი: პროფ. პ. იმნაძე) ამოქმედდეს 5–ზე ნაკლები სტუდენტისათვის  პედაგოგების მოწვევასთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯების  გარეშე.

 

III. კონტროლი დადგენილების შესრულებაზე დაევალოს თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურს (ი. დარჩია).

IV. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 202

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრების უფლებამოსილების ცნობის  შესახებ

"უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 29 მაისის N490 ბრძანებით დამტკიცებული "საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების" მე–9 მუხლისა და „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევის წესის შესახებ“ წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 3 ოქტომბრის N15 სხდომის გადაწყვეტილებით დამტკიცებული აკადემიური საბჭოს დადგენილების მე–4 მუხლის მე–3 პუნქტის  საფუძველზე,

 

1. ცნობილი იქნეს აკადემიური საბჭოს ახლადარჩეულ წევრთა უფლებამოსილება:


ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი – აკაკი ყულიჯანაშვილი
მედიცინის ფაკულტეტი – ფრიდონ თოდუა
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი – ქეთევან მარშავა, რევაზ გველესიანი


2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 


საფუძველი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენებითი ბარათი (N7213/02).
პროფესორი  გიორგი ხუბუა

 


აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 201

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2008 წლის N91 დადგენილების, წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის N13 სხდომის გადაწყვეტილებისა და რექტორის 2009 წლის 16 იანვრის N03/01–01 და 2009 წლის 17 თებერვლის N16/01–01 ბრძანებების საფუძველზე,

 

1. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

2. ელდარ იბერი – თსუ ასოცირებული პროფესორი, თავმჯდომარე
3. ზაზა გოქსაძე – ჟურნალისტიკის დოქტორი
4. ანთაძე ია – ჟურნალისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი
5. ზვიად ქორიძე – ჟურნალისტი.


II. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 200

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისიის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის, „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობის დაკავების წესის შესახებ“ აკადემიური საბჭოს 2008 წლის N91 დადგენილების, წარმომადგენლობითი საბჭოს 2008 წლის 30 მაისის N13 სხდომის გადაწყვეტილებისა და რექტორი 2009 წლის 03 თებერვლის N10/01–01 ბრძანების საფუძველზე


I. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის შესარჩევი საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:


1. მირიან ტუხაშვილი – სრული პროფესორი, თავმჯდომარე
2. რევაზ გველესიანი – სრული პროფესორი
3. ირინა გოგორიშვილი – ასოცირებული პროფესორი
4. ქეთევან მარშავა – ასოცირებული პროფესორი
5. მერაბ ზედგენიძე – ასოცირებული პროფესორი.

 

II. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თვმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 199

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტ მარგარიტა ჩახნაშვილისათვის გაცდენილი სემესტრების საპატიოდ ჩათვლისა და აკადემიური შვებულების მიცემის  შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 21–ე მუხლის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის, აკადემიური საბჭოს N92 და N191 დადგენილების საფუძველზე:


I. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტ მარგარიტა ჩახნაშვილს გაცდენილი სემესტრები ჩაეთვალოს საპატიოდ და 2008–2009 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრსა და 2009–2010 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში მიეცეს აკადემიური შვებულება წარმატებული სპორტული მოღვაწეობის გამო.

 

II. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს სასწავლო დეპარტამენტმა (რ.ჩიქოვანი).
III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თვმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 198

ფრანგ ქართველოლოგ ბერნარ უტიესათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის შესაბამისად,

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისა და ქართველი მეცნიერებისათვის გაწეული დახმარებისათვის გამოჩენილ ფრანგ ქართველოლოგს ბერნარ უტიეს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.


2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

 

საფუძველი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წარდგინება

 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 197

გერმანელ ქართველოლოგ ვინფრიდ ბოედერისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის შესაბამისად,

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისა და ქართველი მეცნიერებისათვის გაწეული დახმარებისათვის გამოჩენილ გერმანელ ქართველოლოგს ვინფრიდ ბოედერს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.


2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

 

საფუძველი: ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წარდგინება

 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 196

2008-2009 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სადოქტორო პროგრამების დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს 

17.12.2012, №128/2012 დადგენილებით

 

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21–ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე–9 მუხლის შესაბამისად,

 

I. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინდივიდუალური სადოქტორო პროგრამები:

 

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი :

 

1. ამერიკისმცოდნეობა
პროგრამის ხელმძღვანელი: ასოც. პროფ. ე. მეძმარიაშვილი
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი: ამერიკისმცოდნეობის დოქტორი (PhD in  American Studies)


ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი:

ეკონომიკის მიმართულება

2. ეკონომიკური და სოციალური სტატისტიკა
პროგრამის ხელმძღვანელი: სრული პროფესორი ს. გელაშვილი
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი : ეკონომიკის დოქტორი (PhD in Economics)

3. ეკონომეტრიკა და მათემატიკური ეკონომიკა
პროგრამის ხელმძღვანელი: სრული პროფესორი ი. ანანიაშვილი
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი : ეკონომიკის დოქტორი (PhD in Economics)

 

ბიზნესის მიმართულება

4. მარკეტინგი
პროგრამის ხელმძღვანელი: სრული პროფესორი ნ. თოდუა
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი : ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი (PhD in Business Administration)

5. ზოგადი მენეჯმენტი

პროგრამის ხელმძღვანელი: ეკონომიკის დოქტორი გ. ღაღანიძე
მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი : ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი (PhD in Business Administration))


მედიცინის ფაკულტეტი


6. ქირურგია


მისანიჭებელი აკადემიური ხარისხი:  მედიცინის დოქტორი (PhD in Medicine). ხელმძღვანელი: პროფ. ბ. მოსიძე


II. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 195

2008–2009 წლის გაზაფხულის სემესტრის მაგისტრატურაში ჩარიცხვის შესახებ

”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის შესაბამისად,


1. 2008–2009 წლის გაზაფხულის სემესტრის მაგისტრატურაში, სამაგისტრო პროგრამის ხელმძღვანელის რეკომენდაციის შემთხვევაში, ჩაირიცხონ ის კონკურსანტები, რომლებმაც უცხო ენაში მიიღეს შეფასება 40 ქულა და მეტი.


2. დადგენილების 1-ლი პუნქტით მაგისტრატურაში ჩარიცხულმა მაგისტრანტებმა  სამაგისტრო პროგრამის დაცვამდე უნდა დაადასტურონ ენის ცოდნა შესაბამისი პროგრამის მიერ მოთხოვნილ დონეზე, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუჩერდებათ მაგისტრანტის სტატუსი.


3.დადგენილების შესრულება უზრუნველყოს სასწავლო დეპარტამენტმა (რ. ჩიქოვანი).
4.დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 194

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მარეგულირებელ წესში ცვლილებების შეტანის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
26.03.2010, № 36/2010 დადგენილებით


 

“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-9 მუხლის შესაბამისად,

 

1. შეჩერდეს 2008-2009 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში “ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის მე-7 მუხლის I ნაწილის “ზ” პუნქტის მოქმედება და იმ სტუდენტებს, რომლებიც ორჯერ დარეგისტრირდნენ სასწავლო კურსზე და ვერ მოიპოვეს კრედიტი, უფლება მიეცეთ მიმდინარე სემესტრში კიდევ ერთხელ მოისმინონ საგანი.


2. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს სასწავლო დეპარტამენტმა (რ. ჩიქოვანი)
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 193

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 27 თებერვლის N189 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის შესაბამისად,

 

1. შევიდეს ცვლილება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2009 წლის 27 თებერვლის N189 დადგენილების 1. პუნქტში  და ფორმულირება „გამოცდაზე ხელმეორედ გასვლა დასაშვებია 2009 წლის აპრილში“ შეიცვალოს შემდეგნაირად: „გამოცდაზე ხელმეორედ გასვლა და სამაგისტრო პროგრამით დადგენილი უცხო ენის ცოდნის დადასტურება მოხდეს სამაგისტრო ნაშრომის დაცვამდე.“


2. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს სასწავლო დეპარტამენტმა (რ. ჩიქოვანი).
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 192

“ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს №92 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
26.03.2010, № 36/2010 დადგენილებით


 

”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის შესაბამისად,

 

I. “ივ ანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის დამტკიცების შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს #92 დადგენილებაში შევიდეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

 

1. შესწორდეს 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “მაგისტრატურაში ჩარიცხვა ხორციელდება თსუ მაგისტრატურაში მიღების წესის შესაბამისად.”
2. შესწორდეს 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “დოქტორანტურაში ჩარიცხვა ხორციელდება თსუ დოქტორანტურაში მიღების წესის შესაბამისად.”
3. Mმე-6 მუხლის მეორე პუნქტს დაემატოს ,,ე” ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
ე) სხვა საპატიო მიზეზით, აკადემიური საბჭოს მიერ კონკრეტული განცხადების განხილვის საფუძველზე მიღებული დადგენილების შესაბამისად.
4. შესწორდეს მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის “ზ” ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “ერთი და იმავე სავალდებულო სასწავლო კურსის ორჯერ მოსმენა და კრედიტის ვერ მიღება.  
5. შესწორდეს მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “სტატუსის შეწყვეტის კანდიდატს ეძლევა ფაკულტეტის ფარგლებში სპეციალობის შეცვლის, თსუ-ს სხვა ფაკულტეტზე ან სხვა უსდ-ში გადასვლის შესაძლებლობა”;
6. მე-8 მუხლის 1 - ელ პუნქტს დაემატოს ,,გ” ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
გ) 2009 – 2010 სასწაავლო წლიდან თსუ _ ში ჩარიცხულ სტუდენტთათვის    საგანმანათლებლო პროგრამის სამივე საფეხურზე როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა  მოქალაქეობის არმქონე პირთათვის სწავლის საფასური განისაზღვრება სემესტრული გადასახადით და შეადგენს 1125 ლარს.   
7. შესწორდეს მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “ცალკეულ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე შეიძლება დაწესდეს სწავლების განსხვავებული საფასური, მაგრამ არანაკლებ 1-ლი პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოდენობისა”;
8. ამოღებული იქნეს მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის “ბ” ქვეპუნქტი.
9. შესწორდეს მე-10 მუხლის მე-10 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ა) ,,2009-2010 სასწავლო წლიდან თავისუფალი მსმენელისათვის სწავლის საფასური სამივე საფეხურზე განისაზღვრება სასწავლო კურსის კრედიტების მოცულობის შესაბამისად და ერთი კრედიტის ღირებულება შეადგენს  50 ლარს.”
ბ)  ,,ცალკეულ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამაზე შეიძლება დაწესდეს სწავლების განსვავებული საფასური, მაგრამ არანაკლებ ამ პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტით  გათვალისწინებული ოდენობისა.
10. შევიდეს ცვლილება მე-11 მუხლში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:


საქართველოსა და უცხოეთის უსდ-ში შესრულებული კრედიტების აღიარება

1. თსუ-ს სტუდენტების, აგრეთვე მობილობის ფარგლებში უნივერსიტეტში გადმოყვანის წესით ჩარიცხულთა მიერ საქართველოსა და უცხოეთის უსდ-ში მოსმენილი  სასწავლო კურსის კრედიტების აღიარება ხდება აკადემიური საბჭოს მიერ დადგენილი კრედიტების აღიარების წესის შესაბამისად. 
2. გაუქმდეს მე-11 მუხლის მე-2 პუნქტი.

 

II. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 191

მაგისტრატურის სტუდენტთა მიერ კრედიტების მოპოვების წესის დამტკიცების შესახებ

ძალადაკარგულია აკადემიური საბჭოს
26.03.2010, № 36/2010 დადგენილებით



”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის შესაბამისად,


I. დამტკიცდეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში 2008-2009 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრიდან მაგისტრატურის სტუდენტთა მიერ კრედიტების მოპოვების შემდეგი წესი:

 

1. კრედიტების წლიური დასაშვები ოდენობა განისაზღვროს წელიწადში 60 კრედიტით (სემესტრში 25-35/30-30 კრედიტის ოდენობით).


2. მე-4 სემესტრის სტუდენტს უფლება მიეცეს, 120 კრედიტის შესასრულებლად დააგროვოს არაუმეტეს 35 კრედიტისა.


3. მე-4 სემესტრის სტუდენტს, რომელმაც მობილობის ფარგლებში უცხოეთის უსდ-ში გაიარა სემესტრი და ვერ მოიპოვა ოც კრედიტზე მეტი, უფლება მიეცეს, 120 კრედიტის შესასრულებლად დააგროვოს არაუმეტეს 40 კრედიტისა.


II. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს სასწავლო დეპარტამენტმა.
III. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 190

,,მაგისტრატურაში სპეციალობის გამოცდაზე დაშვების შესახებ 2007 წლის 26 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 9 იანვრის №72 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის შესაბამისად,

 

შევიდეს ცვლილება ,,მაგისტრატურაში სპეციალობის გამოცდაზე დაშვების შესახებ 2007 წლის 26 სექტემბრის №46 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის შესახებ” ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2008 წლის 9 იანვრის №72 დადგენილებაში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 

1. დადგენილების I პუნქტით მაგისტრატურაში  ჩარიცხულმა მაგისტრანტებმა , რომლებმაც მიიღეს შეფასება 40-დან 51 ქულამდე , უნდა დაადასტურონ ენის ცოდნა შეესაბამისი პროგრამის მიერ მოთხოვნილ დონეზე, გამოცდაზე ხელმეორედ გასვლა დასაშვებია 2009 წლის აპრილში, წინააღმდეგ შემთხვევაში შეუჩერდებათ მაგისტრანტის სტატუსი.


2. დადგენილების შესრულება უზრუნველყოს სასწავლო დეპარტამენტმა.
3. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.
 

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 189

მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორ ბერნდ შუნემანისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის შესაბამისად,

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისათვის მიუნხენის უნივერსიტეტის პროფესორ ბერნდ შუნემანს მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.


2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.


 

საფუძველი: თსუ იურიდიული ფაკულტეტის საბჭოს წარდგინება

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 188

ზალცბურგის სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ ვოლფგანგ აულიცკისათვის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდების მინიჭების შესახებ

”უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-9 მუხლის შესაბამისად,

 

1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიური თანამშრომლობისათვის  სამედიცინო რადიოლოგიისა და ენდოსკოპიის დარგში ზალცბურგის სამედიცინო ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ ვოლფგანგ აულიცკის მიენიჭოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება.


2. დადგენილება გამოქვეყნდეს საჯაროდ.

 

საფუძველი: თსუ მედიცინის ფაკულტეტის საბჭოს წარდგინება.

 

პროფესორი გიორგი ხუბუა
აკადემიური საბჭოს თავმჯდომარე,
რექტორი

სრულად

დადგენილება N: 187