საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ბიბლიოთეკით სარგებლობა შეუძლია:

  • უნივერსიტეტის სამივე საფეხურის სტუდენტს (მომსახურების ფორმა: სამკითხველო დარბაზი, აბონემენტი);
  • უნივერსიტეტის პერსონალს (მომსახურების ფორმა: სამკითხველო დარბაზი, აბონემენტი);
  • უნივერსიტეტის სტუმარს (მომსახურების ფორმა: სამკითხველო დარბაზი).

 

თუ თქვენ ხართ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრი, მაგისტრი ან დოქტორანტი, შეგიძლიათ ისარგებლოთ, როგორც სამკითხველო დარბაზით, ასევე აბონემენტით და გაიტანოთ წიგნები საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკიდან. საფაკულტეტო ბიბლიოთეკებიდან და სამკითხველო დარბაზებიდან საბიბლიოთეკო დოკუმენეტბის გატანა დაუშვებელია. სამკითხველო დარბაზით სარგებლობისათვის თქვენ დაგჭირდებათ სტუდბილეთი ან მოქალაქის პირადობის მოწმობა. აბონემენტის განყოფილებაში კი უნდა წარმოადგინოთ სტუდბილეთი და ერთი ფოტოსურათი (3X4).

თუ თქვენ უნივერსიტეტის თანამშრომელი ხართ, შეგიძლიათ ისარგებლოთ ადგილზე მომსახურებისა და წიგნის გატანის უფლებით. აბონემენტით სარგებლობისათვის თქვენ დაგჭირდებათ მოქალაქის პირადობის მოწმობა, ერთი ფოტოსურათი (3X4) და ცნობა სამუშაო ადგილიდან.

თუ თქვენ უნივერსიტეტის სტუმარი ხართ, თქვენ მოგემსახურებათ მხოლოდ სამკითხველო დარბაზი. თქვენი მხრიდან საკმარისია მოქალაქის პირადობის მოწმობის წარმოდგენა.


სარეგისტრაციოდ მკითხველმა უნდა წარმოადგინოს:

  • სამკითხველო დარბაზში: სტუდბილეთი ან მოქალაქის პირადობის მოწმობა.
  • აბონემენტის განყოფილებაში: სტუდენტმა - სტუდბილეთი და ფოტოსურათი (3X4), ხოლო უნივერსიტეტის თანამშრომელმა - მოქალაქის პირადობის მოწმობა, ფოტოსურათი (3X4) და ცნობა სამუშაო ადგილიდა.
  • აბონენტი ვალდებულია: შეატყობინოს ბიბლიოთეკას საკონტაქტო ნომრის, ელექტრონული ფოსტის მისამართის, სახლისა და სამსახურის მისამართის შეცვლის შესახებ.

საბიბლიოთეკო დოკუმენტის გატანა-დაბრუნება:
საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის აბონემენტის განყოფილებიდან თქვენ შეგიძლიათ გაიტანოთ: მხატვრული ლიტერატურა – არაუმეტეს 2 თვის ვადით; დანარჩენი კატეგორიის საბიბლიოთეკო დოკუმენტი – არაუმეტეს 5 თვის ვადით;
ერთდროულად შეგიძლიათ გაიტანოთ არაუმეტეს 5 საბიბლიოთეკო ერთეულისა.


ბიბლიოთეკიდან არ გაიცემა:
ბიბლიოთეკიდან არ გაიცემა:
- იშვიათი გამოცემები;
- წიგნი, რომლის მხოლოდ ერთი ეგზემპლარი ინახება ბიბლიოთეკაში;
- პერიოდული გამოცემები (ჟურნალი, გაზეთი);
- 1921 წლამდე გამოცემული საბიბლიოთეკო დოკუმენტები;
- აუდიო, ვიდეო, კინო, ფოტო, ფონო– დოკუმენტები;
- ენციკლოპედიები;
- ლექსიკონები. 


საბიბლიოთეკო დოკუმენტის დაზიანება ან/და დაუბრუნებლობა
თუ მკითხველმა წიგნი დააზიანა ან არ დააბრუნა:
საბიბლიოთეკო დოკუმენტის დაბრუნების ვადის გასვლიდან 14 სამუშაო დღის შემდეგ მკითხველს ეკრძალება ბიბლიოთეკის საინფორმაციო რესურსებისა და სერვისებით სარგებლობა.
საბიბლიოთეკო დოკუმენტების, სარგებლობის ვადის გასვლის შემდგომ, 30 სამუშაო დღის ვადაში დაუბრუნებლობის შემთხვევაში მკითხველი ვალდებულია, დააბრუნოს იმავე დასახელებისა და გამოცემის წლის შესაბამისი ან, სანაცვლოდ, იმავე დასახელების სხვა გამოცემის წლის ერთეული, ან გადაიხადოს წიგნის ღირებულება და ჯარიმის სახით ფიქსირებული თანხა 50 ლარის ოდენობით.
საბიბლიოთეკო დოკუმენტის დაზიანების ან/და დაუბრუნებლობის შემთხვევაში გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ზომები. 


პრინტერით, ქსეროქსით, სკანერის აპარატითა და კომპიუტერით სარგებლობა
პრინტერით, ქსეროქსით, სკანერის აპარატით, კომპიუტერის აუდიო-ვიზუალური ტექნიკით სარგებლობისთვის თქვენ უნდა მიმართოთ ბიბლიოთეკის თანამშრომელს შესაბამისი მასალის მისაღებად.
თუ თქვენ არ ფლობთ აუდიო-ვიზუალური ტექნიკით სარგებლობის ჩვევებს ბიბლიოთეკარი აღმოგიჩენთ დახმარებას.
კომპიუტერით სარგებლობისას დაშვებულია:
ა) ტექსტების შეყვანა და რედაქტირება;
ბ) ინტერნეტით მასალების მოძიება და გადმოწერა;
გ) ლიტერატურაზე მუშაობა ელექტრონული ვერსიებით;
დ) CD დისკების გამოყენება ბიბლიოთეკართან შეთანხმებით;
ე) ელექტრონული ფოსტით სარგებლობა;
ვ) სასწავლო პროგრამებზე მუშაობა.
თქვენ შეგიძლიათ ფონდში არსებული ელექტრონული ვიდეო, აუდიო და ტექსტური მასალებით სარგებლობა (დაშვებულია ამ მასალის ასლის გადაღება, საავტორო კანონმდებლობის გათვალისწინებით).