მუზეუმის ექსპონატები
ინვეტორის ნომერი
სერპენტინი
მონაცრისფრო, მომწვანო მჭიდრო აგებულების მინისებური ელვარებით, სამ მხარეს გათლილი. კუნდუროვის კოლექცია.
პიროფილიტი
ბაცი მწვანე ფურცლოვანი აგებულების, რადიალურ-სხივოსნური თეთრ კვარცში. ტიროლი, კუნდუროვის კოლექცია.
ურალიტი
ბოჭკოვანი ამფიბოლის ფსევდომორფოზა, მუქი მწვანე კრისტალთა დრუზა, ბოჭკოვანი, მჭიდრო აგებულების ქანზე. კუნდუროვის კოლექცია.
რიხტერიტი
მოყავისფრო, მოვარდისფრო, მოყვითალო, ტკეჩადობის ზედაპირით. ერთ მხარეს გათლილი. შვედეთი, კუნდუროვის კოლექცია.
ქრომშემცველი რქატყუარას ფსევდომორფოზები
ღია მწვანე ფერის, წაგრძელებული კრისტალები კალციტიან, პირიტიან და კვარცთან ერთად. დაშქესანი, გორივნოვი.
დიაკაგი
მწვანე ფერის, ნახევრად მეტალური ელვარებით, კარგი ტკეჩადობით. ბავარია, გერმანია. ადიბურიძის კოლექცია.
ეგირინი
მონოკლინური, ბრტყელი საკმაოდ მოზრდილი კრისტალი მინდვრის შპატთან და ნეფელინთან ერთად. შავი ფერის. ნორვეგია, კუნდუროვის კოლექცია.