eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
მთავარი

2006 წელს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით შეიქმნა თსუ მუზეუმი, რომელშიც გაერთიანდა მანამდე ცალ-ცალკე არსებული და შესაბამის ფაკულტეტებს დაქვემდებარებული სამუზეუმო სტრუქტურები და კაბინეტები, თავიანთი მდიდარი სამუზეუმო ფონდებით.

სადღეისოდ თსუ მუზეუმში თავმოყრილია არქეოლოგიის, გეოგრაფიის, ზოოლოგიის, თსუ ისტორიის, პალეონტოლოგიის მონოგრაფიული და ვაჟა-ფშაველას მემორიალური მუზეუმები. აქ დაცულია მრავალი უნიკალური ექსპონატი, რომელთა თავმოყრა ჯერ კიდევ თსუ დამფუძნებლების მიერ დაიწყო და დღემდე გრძელდება.