ვაჟა-ფშაველას მემორიალური მუზეუმი
მნიშვნელოვანია , რომ ვაჟა - ფშაველას გარდაცვალებიდან 100 წლისთავზე , 2015 წელს , უნივერსიტეტის იმ ოთახში , სადაც უკანასკნელი დღეები გაატარა დიდმა მგოსანმა , გაიხსნა მემორიალური მუზეუმი . მუზეუმში წარმოდგენილია
პოეტის ცხოვრებისა და შემოქმედების ამსახველი მასალები ( ზოგიერთი მასალა უნიკალურია ).მათ შორისაა მწერლის დაბადების მოწმობა , სხვადასხვა დროის
ცხოვრებისეული საბუთები , გარდაცვალების ამსახველი დოკუმენტები , მწერლის ხელნაწერთა ასლები . ასევე გამოიფინა ვაჟას სახელთან დაკავშირებული
ზოგიერთი ნივთი - პოეტის ნიღაბი , საწვნე , რითიც სარგებლობდა ავადმყოფი პოეტი , ვაჟას მამის , პავლე რაზიკაშვილის ხელჯოხი , რომელზედაც ჯვარია
გამოსახული ( პავლე რაზიკაშვილი მღვდელი გახლდათ ) და სხვ.
გარდა ამისა , დამთვალიერებლებს საშუალება ეძლევათ , იხილონ ვაჟას ნაწარმოებებზე შექმნილი ცნობილი მხატვრების : ლადო გუდიაშვილის , ელენე
ახვლედიანის, გოგი და ირაკლი ოჩიაურების , სევერიან მაისაშვილის, ლევან ცუცქირიძისა და სხვათა ფერწერული , გრაფიკული თუ სკულპტურული
ნამუშევრები . მუზეუმში ინახება რარიტეტული გამოცემებიც .
კონტაქტი: თბილისი, ი. ჭავჭავაძის 1, სართული 3, ტელ.: 595974729, ელ.ფოსტა: mamukachanturaia@yahoo.com, ვაჟა-ფშაველას მემორიალური მუზეუმის მენეჯერი მამუკა ჭანტურაია