საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon
მუზეუმის ექსპონატები
ინვეტორის ნომერი
ცული

ცული კოლხური, გრავირებული. სიმაღლე - 18,9 სმ. სიგანე თავთან - 2,3 სმ. სიგანე წელთან 2 სმ. სატარე ხვრელი დმ. 2,4 სმ.

გუდაუთის რაიონი, სოფელი ყულანურხვა, აფხაზეთი.

მდგომარეობა - ნორმალური. 

სამაჯური

სამაჯური, მასიურ ღეროზე. დაკენჭილი ზედაპირით. სიმაღლე - 8,5 სმ.დმ. 8,5 სმ. ღეროს დმ. 0,7 სმ.

გუდაუთის რაიონი, სოფელი ყულანურხვა, აფხაზეთი.

მდგომარეობა - ნორმალური. 

ბალთის ფრაგმენტი

ბალთის ფრაგმენტი ძაღლის თავის გამოსახულებით. ბალთის შემორჩენილი სიგრძე 2,2 სმ.  სიგანე 3,1 სმ. ძაღლის სიმაღლე 3,1 სმ. ყელის დმ. 0,4 სმ. 

გუდაუთის რაიონი, სოფელი ყულანურხვა, აფხაზეთი.

რესტავრირებული. 

სამაჯური

სამაჯური ზურგზე რვა კოპით. სიმაღლე 8,2 სმ. დმ. - 7,5 სმ. ღეროს დმ. 0,5 სმ.

გუდაუთის რაიონი, სოფელი ყულანურხვა, აფხაზეთი.

მდგომარეობა - ნორმალური. 

მშვილდსაკინძი

მშვილდსაკინძი გრავირებული. ბუდეზე ყანჩის გამოსახულებით. სიმაღლე 6,1 სმ. სიგანე 7,8 სმ. მშვილდის დმ.  1,2 სმ. ბუდის დმ. 1,3 სმ. ნემსის დმ. 0,4 სმ. ნემსის სიგრძე 6,5 სმ. 

გუდაუთის რაიონი, სოფელი ყულანურხვა, აფხაზეთი.

მდგომარეობა - ნორმალური. 

 

ჯაჭვი

ჯაჭვი და დედალი დუგმა. სიგრძე 15,5 სმ. რგოლის სიმაღლე 0,8 სმ. სიგანე 0,3 სმ. დუგმის სიმაღლე1,7 სმ. სიგანე თავთან 0,5 სმ. ხვრელებთან - 0,9 სმ. თითო ხვეული დმ. 0,6 სმ.

გუდაუთის რაიონი, სოფელი ყულანურხვა, აფხაზეთი.

მდგომარეობა - ნორმალური. 

სავარცხელი

სავარცხელი, თავზე შვერილით. სიგრძე 4,4 -4,2 სმ. ღეროს დმ. 0,2 სმ. სიგანე 1,5 სმ. 

გუდაუთის რაიონი სოფელი ყულანურხვა, აფხაზეთი. სამარხი N 5.

მდგომარეობა - დაზიანებული.

ისრისპირი

ისრისპირი. 5ცალი, დეზიანი. სიგრძე - 4,6-4 სმ. ღეროს დმ. 0,7-0,5 სმ.

გუდაუთის რაიონი სოფელი ყულანურხვა, აფხაზეთი. სამარხი N 5.

მდგომარეობა - ნორმალური. 

ისრისპირი

ისრისპირი, 3 ცალი. სამფრთიანი, ღეროწახნაგი. სიგრძე - 3-3,3სმ. ღეროს დმ. 0,6 სმ. სიგანე მხრებთან -0,8-0,6 სმ. წვერთან - 0,1 სმ.

გუდაუთის რაიონი სოფელი ყულანურხვა, აფხაზეთი. სამარხი N 5.

მდგომარეობა - ნორმალური. 

ჯაჭვი

ჯაჭვი, ოვალური მოყვანილობის რგოლებით. სიმაღლე 0,7 სმ. დმ. 0,3 სმ. ჯაჭვის მთლიანი სიგრძე 5,5 სმ.

გუდაუთის რაიონი სოფელი ყულანურხვა, აფხაზეთი. სამარხი N 1.

მდგომარეობა - ნორმალური. 

მძივები

მძივები. 73 ცალი. ბიკონუსური, კასრისებრი ფორმის. სიმაღლე 0,3 სმ. დმ. 0,4-0,5 სმ. 

გუდაუთის რაიონი სოფელი ყულანურხვა, აფხაზეთი. სამარხი N2.

მძივები

მძივები, 12 ცალი. წაჭრილი მილის ფორმის. სიმაღლე 0,4 სმ. დმ. 0,2 სმ. 

გუდაუთის რაიონი სოფელი ყულანურხვა, აფხაზეთი.

ჯაჭვი

ჯაჭვი ზედ ჩამოკიდებული მცირე ზომის მშვილდსაკინძით. მშვილდსაკინძის სიმაღლე -2 სმ. სიგანე -3 სმ. ჯაჭვის სიგრძე 16 სმ. ჯაჭვის რგოლის სიმაღლე -0,6 სმ. დმ. 0,4 სმ. 

გუდაუთის რაიონი სოფელი ყულანურხვა, აფხაზეთი. სამარხი N 3.

საკიდი

საკიდი მფრინავი ჩიტის გამოსახულებით. მასზე დამაგრებული, 5 მრგვალგანიკვეთიანი რგოლით, რომლებზეც თევზების გამოსახულებებია ჩამოკიდებული. სიმაღლე 16,3 სმ. რკალის ღეროს დმ. 3,3 სმ. ყუნწის დმ. 1,2 სმ. ფრინველისსიგრძე 4,5 სმ. თევზის სიგრძე ყუნწიანად 7,7 სმ. 

გუდაუთის რაიონი სოფელი ყულანურხვა, აფხაზეთი. 

მძივსაკიდი

მძივსაკიდი კისრის ფორმის, ოთხი შვერილით. სიმაღლე 2,4 სმ. სიგანე 2,4 სმ. მძივის სიმაღლე 0,6 სმ. დმ. 0,8 სმ.

გუდაუთის რაიონი, სოფეი ყულანურხვა, აფხაზეთი.

ღილები

ღილები. 4 ცალი. შიდა მხარეს სამაგრით. სიმაღლე 1,6-1 სმ. დმ. 1,8-1,6 სმ. თავის ბრტყელი წვერის დმ. 0,7-0,6 სმ.

გუდაუთის რაიონი, სოფელი ყულანურხვა, აფხაზეთი. 

კოჭები

კოჭები, 4 ცალი. ცხვრის. სიმაღლე 1,6-2,2 სმ.  დმ. 2,1-2,6 სმ.

ასპინძის რაიონი, სოფელი ოთა. გორასამარხი N 1.

აღმოჩნდა ნულოვანი წერტილიდან 170 სანტიმეტრის სიღრმეზე. 

კოჭები

კოჭები, 3 ცალი. ცხვრის. სიმაღლე 1,9 სმ. 

ასპინძის რაიონი, სოფელი ოთა. გორასამარხი N 1.

აღმოჩნდა სამარხის დასავლეთ ნაწილში, ნულოვანი წერტილიდან 165-180 სანტიმეტრის სიღრმეზე. 

 

ცხოველის ეშვი

ცხოველის ეშვი, პარიალებული. თავთან 0,2 სმ. დიამეტრის მრგვალი ხვრელით. სიმაღლე 2,7 სმ. დმ. თავთან 0,8 სმ. დმ. ბოლოში -1 სმ.

ასპინძის რაიონი, სოფელი ოთა. გორასამარხი N 1.

აღმოჩნდა სამარხის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ნულოვანი წერტილიდან 180 სანტიმეტრის სიღრმეზე. 

მძივი

მძივი, მოგრძო, შინდის კურკის ფორმის. შემორჩენილი სიგრძე 1,7 სმ. დმ. შუაშ 0,7 სმ. დმ. ბოლოებთან 0,3 სმ.

ასპინძის რაიონი, სოფელი ოთა. გორასამარხი N 1.

აღმოჩნდა სამარხის დასავლეთ ნაწილში, ნულოვანი წერტილიდან 180 სანტიმეტრის სიღრმეზე. 

დაზიანებული.