საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „გეოფიზიკის აქტუალური პრობლემები“

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ  მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტის  ორგანიზებით საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „გეოფიზიკის აქტუალური პრობლემები“ გაიმართა. 

ღონისძიება,  რომელიც ჰიბრიდულ ფორმატში გაიმართა, განიხილული იყო  გეოფიზიკის მნიშვნელოვანი მიმართულებები: სეისმოძიების ამოცანები, გეოდინამიკური რისკები, ეკოლოგიური პროცესების მოდელირება, ჰიდროგეოფიზიკური და გეოთერმული კვლევები, კოსმოსური სხივების ვარიაციების შესწავლა და სხვა.

 

წლევანდელი კონფერენციის მონაწილეთა შორის იყვნენ მკვლევარები და საერთაშორისო ექსპერტები მსოფლიოს წამყვანი დაწესებულებებიდან: აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან, იტალიიდან, სლოვენიიდან, ასევე, საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლისა და კვლევითი ინსტიტუტებიდან. 

ღონისძიების ორგანიზატორთა შეფასებით, მსგავსი მნიშვნელოვანი შეხვედრები, საქართველოს მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის განვითარებასა და გაძლიერებას ემსახურება. 

დარწმუნებული ვარ, მსგავსი შეხვედრები ხელს უწყობს სრულფასოვანი გეოფიზიკური გამოკვლევების  საშუალებით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ზრდა - განვითარებას, ხელს შეუწყობს საქართველოში მეცნიერების, ტექნოლოგიისა და ინოვაციის სისტემის   განვითარებას.

 

თარიღი: 06/11/2025