საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად გრონინგენის უნივერსიტეტში

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად გრონინგენის უნივერსიტეტში (ჰოლანდია).

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაკალავრიატის საფეხურის მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე, მაგისტრატურის საფეხურის პირველი და მეორე და დოქტორანტურის საფეხურის პირველი, მეორე, მესამე და მეოთხე* სემესტრის სტუდენტებს შემდეგი მიმართულებებიდან: თეოლოგია, ისტორია, ფილოსოფია, საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკის მეცნიერება, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, კულტურის კვლევები, იურიდიული.

სტიპენდიატთა შესარჩევი პროცესი:
ელექტრონული განაცხადისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შემოწმება (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
გასაუბრება კანდიდატთა შესარჩევ კომისიასთან (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
საბოლოო შერჩევა/სტიპენდიის მინიჭება (მასპინძელი უნივერსიტეტი, ონლაინ სააპლიკაციო პროცედურა)

დაინტერესებული სტუდენტები უნდა დარეგისტრირდნენ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში - mobility.tsu.ge
 
ატვირთონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) და გადმოგზავნონ განაცხადი ა/წ 25 მარტის 15 საათამდე!

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:
პასპორტის ასლი
ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული)
ნიშნების ამონაწერი (ინგლისურ ენაზე ნათარგმნი და ნოტარიულად დამოწმებული, GPA-ის მითითებით)
CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ორი გვერდისა)
მოტივაციის წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა)
ერთი რეკომენდაცია (რეკომენდაციის წარმოდგენა ხდება სტუდენტის მიერ განაცხადში მითითებული რეკომენდატორის მიერ ელექტრონულ სარეგისტრაციო სისტემაში განთავსებული კითხვარის შევსების გზით, რომელიც იგზავნება ავტომატურად კონკურსანტის მიერ მითითებულ რეკომენდატორის ელ-ფოსტაზე)
ენის საერთაშორისო სერთიფიკატი (სავალდებულოა, TOEFL  (მინიმალური ქულა - 87) ან IELTS (მინიმალური საშუალო ქულა 6.5))
შევსებული სასწავლო ხელშეკრულება (შეამოწმეთ სასურველი მასპინძელი უნივერსიტეტის ვებ-გვერდი, მოინიშნეთ თქვენთვის სასურველი საგნების ჩამონათვალი, კონსულტაცია გაიარეთ თქვენი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურში და მხოლოდ ამის შემდეგ შეავსეთ დოკუმენტი (ივსება მხოლოდ პირველი გვერდი), რომელიც შევსების შემდეგ აუცილებელია დაამოწმოთ თქვენი და ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენლის ხელმოწერით/ბეჭდით) დანართი 1
ბაკალავრის დიპლომი (მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის)
ბაკალავრის დიპლომის დანართი (GPA-ის მითითებით; მხოლოდ მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის)
მაგისტრის დიპლომი (მხოლოდ დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის)
მაგისტრის დიპლომის დანართი (GPA-ის მითითებით; მხოლოდ დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის)
დაინტერესების/მიღების წერილი (Letter of Interest/Acceptance) მასპინძელი უნივერსიტეტიდან (მხოლოდ დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტებისთვის; წერილის მოსაპოვებლად CV და საკვლევი გეგმის მოკლე მონახაზი გადაუგზავნეთ გრონინგენის უნივერსიტეტის თქვენი მიმართულების რომელიმე პროფესორს)

სტიპენდიის ხანგრძლივობა:
ერთი სემესტრი (2019/2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრი)

სტიპენდია მოიცავს:
უფასო სწავლა, ყოველთვიური სტიპენდია 800 ევროს ოდენობით, ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება.

დამატებითი ინფორმაცია:

-შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სავიზო მოსაკრებლისა და  საერთაშორისო დაზღვევის ხარჯები!
-დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: outgoingmobility@tsu.ge;
-რეგისტრაციის ან აპლიკაციის შევსების პროცესში ტექნიკური პრობლემების აღმოჩენის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ. ფოსტის მისამართზე: mobility@tsu.ge;
-„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში” ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის 492 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად დაუშვებელია გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება. მობილობის პროგრამაში მონაწილე სტუდენტი მშობლიურ უნივერსიტეტში ირიცხება, როგორც აქტიური სტუდენტი და შესაბამისად, სტუდენტმა ყველა სემესტრში უნდა გაიაროს ადმინისტრაციული რეგისტრაცია!

*სადოქტორო სტიპენდიებზე განაცხადის გაკეთების მსურველი მე-5 და მე-6 სემესტრის დოქტორანტების საყურადღებოდ: თუ სადოქტორო ნაშრომის სირთულიდან გამომდინარე ვერ ახერხებთ 6 სემესტრში სწავლის დასრულებას და აუცილებლად გიწევთ სემესტრ(ებ)ის დამატება და ამ ინფორმაციას თქვენი ფაკულტეტი ცნობით დაგიდასტურებთ, შეძლებთ კონკურსში მონაწილეობის მიღებას!


თარიღი: 27/02/2019