საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კონფერენცია - ფსიქოანალიტიკური მიმდინარეობები საქართველოში: თეორია და პრაქტიკა

25-26 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ კონფერენციას - ფსიქოანალიტიკური მიმდინარეობები საქართველოში: თეორია და პრაქტიკა.

 

კონფერენციის მონაწილეები: ქართული ფსიქოანალიტიკური სივრცე, საქართველოს ანალიტიკური ფსიქოლოგიის ასოციაცია, საქართველოს თანამედროვე ფსიქოანალიზის საზოგადოება, საქართველოს ფსიქოანალიტიკური საზოგადოება, საქართველოს ფსიქოანალიტიკური ფსიქოთერაპიის საზოგადოება.
 

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ: სტუდენტებს, აკადემიურ პერსონალს, პრაქტიკოს ფსიქოლოგებსა და ფსიქოთერაპევტებს.

დეტალური ინფორმაციისათვის, გთხოვთ, იხილოთ პროგრამა.


სამუშაო ჯგუფებში რეგისტრაციისთვის შეავსეთ განაცხადი.

 

ჯგუფებში რეგისტრაციას შეძლებთ 19 აპრილის ჩათვლით.

 

თარიღი: 20/03/2025