საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კრებულის - ქართული თურქოლოგიური კვლევები II პრეზენტაცია

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამენოვანი (ქართული, თურქული, ინგლისური) შრომების კრებულის „ქართული თურქოლოგიური კვლევები II“,  პრეზენტაცია გაიმართა. მის რედაქტორები  თსუ თურქოლოგიის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი, ფილოლოგიის დოქტორი ელისაბედ ბჟალავა და ფილოლოგიის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი სალიჰ უჩაქი გახლავანკრებულში თავმოყრილია 13 ქართველი და უცხოელი ავტორის ნაშრომი. სტატიის ენის შერჩევაში ავტორებს მიენიჭათ აკადემიური თავისუფლება.  თითოეულ სტატიას დართული აქვს დანარჩენ ორ ენაზე მოკლე შინაარსი (აბსტრაქტი) და საკვანძო სიტყვები.

 

კრებულის მიზანია, ფართო საზოგადოებას გააცნოს თითქმის ასწლოვანი ისტორიის მქონე ქართული თურქოლოგია და თურქოლოგები, რომელთაც დიდი წვლილი მიუძღვით ქართულ-თურქული კულტურული თუ საგანმანათლებლო ურთიერთობების განვითარებაში. ამასთანავე დარგში მოღვაწე სხვა თანამედროვე მკვლევრებთან ერთად  საქართველოში არსებული პოტენციალის წარმოჩენა და მიმდინარე თურქოლოგიური კვლევების პოპულარიზაცია, სწორედ ამის გათვალისწინებით აღიშნულ კრებულში  პირველისგან განსხვავებით შევიდა სამეცნიერო თარგმანები ისეთი ღვაწლმოსილი თურქოლოგების მნიშვნელოვანი შრომებისა როგორიც არიან ლია ჩლაიძე, ნოდარ ჯანაშია, ირინე გოცირიძე. ნიშანდობლივია, რომ თარგმანები შესრულებულია  თსუ თურქოლოგიის კათედრის მაგისტრანტებისა და დოქტორანტების მიერ.

 

კრებულის ელექტრონული ფორმატი, ერთდროულად თანამედროვე სტანდარტებისა და მკითხველის მოთხოვნების დაკმაყოფილებას ემსახურება,  რაც ფართო აუდიტორიის მოცვას და ადვილად ხელმისაწვდომობას გულისხმობს.

თარიღი: 14/07/2025