საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პრემია ფუნდამენტური ფიზიკის სფეროში გარღვევისთვის -თსუ მეცნიერების მსოფლიო აღიარება

 

ფუნდამენტური ფიზიკის სფეროში გარღვევისთვის დაწესებული ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო ჯილდო - „Breakthrough Prize in Fundamental Physics“ - წელს 24 ქართველ მეცნიერს მიენიჭა, მათგან 21 მეცნიერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია!

 

მათ შორის, 8 ფიზიკოსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტის თანამშრომელია: ირაკლი მინაშვილი, ვახტანგ ქართველიშვილი, ედიშერ ცხადაძე, გივი სეხნიაიძე, არჩილ დურგლიშვილი, მაია მოსიძე, თამარ ზაქარეიშვილი, თამარ ჯობავა.

ეს წარმატება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თსუ-ის მეცნიერების წვლილს სამყაროს შეცნობაში.

ვულოცავთ ჩვენს კოლეგებს და ვამაყობთ მათი მიღწევებით!

თარიღი: 25/10/2025