eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

შეხვედრა უცხოელ სტუდენტებთან თსუ-ში

27 უცხოელი სტუდენტი ისწავლის გაზაფხულის სემესტრში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. სტუდენტები საფრანგეთის, გერმანიის, ფინეთის, ნორვეგიის, ჩეხეთის, პოლონეთის, იტალიის, ლიეტუვის, ესტონეთის, ყაზახეთისა და რუმინეთის უნივერსიტეტებიდან თსუ-ში ევროკავშირის პროგრამა ერასმუს + და უნივერსიტეტებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში იმყოფებიან.

 

სტუდენტებს გაცნობით შეხვედრაზე მისასალმებელი სიტყვით მიმართა თსუ რექტორის მოადგილემ ერეკლე ასტახიშვილმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ მოწვეული სტუმრები და თსუ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

თარიღი: 25/02/2026