საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ცნობილი სპორტსმენების შეხვედრა თსუ სტუდენტებთან

თსუ-ის სტუდენტებს განსაკუთრებული შესაძლებლობა ჰქონდათ შეხვედროდნენ ოლიმპიურ პრიზიორს კრივში, მსოფლიოსა და ევროპის პრიზიორს, საერთაშორისო ტურნირების მრავალგზის გამარჯვებულს - ლაშა გურულს, და MMA-ის ქართველ მებრძოლს, UFC-ის ყოფილ სპორტსმენს - გურამ ქუთათელიძეს.

 

სპორტსმენებმა ისაუბრეს საკუთარ კარიერაზე, გამოწვევებსა და გამარჯვებებზე, შეცდომებზე მიღებულ გამოცდილებასა და სპორტულ დისციპლინაზე. მათ სტუდენტების შეკითხვებს უპასუხეს და სამახსოვრო ფოტოებიც გადაიღეს.

ღონისძიება გაიმართა თსუ კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის ორგანიზებით, სერიის - „შეხვდი ქართველ სპორტსმენებს“ ფარგლებში.

თარიღი: 20/02/2026