საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სასწავლო-სამეცნიერო ექსპედიციების ანგარიშების პრეზენტაცია

თსუ-ში გაიმართა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტთა და პროფესორთა 2024 წლის სასწავლო-სამეცნიერო ექსპედიციების ანგარიშების პრეზენტაცია. ღონისძიებაზე  წარმოდგენილი იყო არქეოლოგიის, ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის, ქართული ენის, ქართული ლიტერატურის სასწავლო სამეცნიერო ინსტიტუტების თანამშრომელთა და სტუდენტთა ანგარიშები. 

 

შეხვედრა გახსნა ჰუმანიტარ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, დარეჯან თვალთვაძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა სტუდენტური ჩართულობის მნიშვნელობას: „ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ თავად ხარ ჩართული და მონაწილეობ პროცესებში, რომლებიც წიგნებიდან შეიძლება იცოდე - მაგრამ რეალურად უნდა ნახო, შეიგრძნო, გამოიკვლიო.“

დეკანმა აღნიშნა, რომ ექსპედიციები (საველე პრაქტიკა) აძლიერებს არა მხოლოდ აკადემიურ ცოდნას, არამედ ქმნის პირად სამეცნიერო აღმოჩენებს, რომლებიც მომავალში სხვა კვლევებსა და გამოცდილებებს ერწყმის - და ამ გზით თითოეულ მონაწილეს რეალური წვლილი შეაქვს მეცნიერების განვითარებაში.

თარიღი: 27/10/2025