საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„თსუ აკადემიური და ადმინისტრაციული მოდერნიზაცია 2014“ (სამუშაო ჯგუფის ანგარიში)

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2013 წლის 21 ნოემბრის №147/01-01 ბრძანებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი „თსუ აკადემიური და ადმინისტრაციული მოდერნიზაცია 2014“. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ თსუ-ს რექტორის მოადგილეები, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ადმინისტრაციის დეპარტამენტების ხელმძღვანელები, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, ყველა ფაკულტეტის დეკანი. ჯგუფმა 2014 წლის თებერვალში მოამზადა მუშაობის ანგარიში, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს უნივერსიტეტის პრიორიტეტებს და მათი რეალიზაციის სამოქმედო გეგმას.

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2014 წლის 18 ივლისის №12/04 ბრძანებით რექტორის ხელმძღვანელობით შეიქმნა კომისია, რომლის მიზანიც უნივერსიტეტის მოდერნიზაციისა და 2015 - 2018 წლების უნივერსიტეტის განვითარების სტარეგიული გეგმის შემუშავებაა „თსუ აკადემიური და ადმინისტრაციული მოდერნიზაცია 2014“ სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული დოკუმენტის საფუძველზე.

ნორმატიულ მასალასთან და სამუშაო ჯგუფის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშთან ერთად, გასაცნობად წარმოგიდგენთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებიდან ამონარიდს, რომელიც შეეხება განათლებასა და მეცნიერებას, ასევე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამუშაო დოკუმენტებს, რომელსაც უნდა შეესაბამებოდეს სსიპ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებების სამომავლო საქმიანობის სამოქმედო გეგმა.

  • „თსუ აკადემიური და ადმინისტრაციული მოდერნიზაცია 2014“ სამუშაო ჯგუფის ანგარიში
  • „თსუ აკადემიური და ადმინისტრაციული მოდერნიზაცია 2014“ სამუშაო ჯგუფის ანგარიშის პრეზენტაცია ფაკულტეტებზე

დანართები:

1. „თსუ აკადემიური და ადმინისტრაციული მოდერნიზაცია 2014“ სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ რექტორის ბრძანება

http://www.tsu.edu.ge/ge/juridical/orders/QsDilcJQr-uWsBnhZ/

2. „სსიპ - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოდერნიზაციისა და 2015-2018 წლის უნივერსიტეტის განვითარების სტრატეგიული გეგმის პროექტის შემუშავების მიზნით კომისიის შექმნისა და ფუნქციათა განაწილების შესახებ“ რექტორის ბრძანება

http://www.tsu.edu.ge/ge/juridical/orders/dWxYtpnsvhZm5rkW5/?p=2

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სამუშაო დოკუმენტები

5. ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების ბმული:

http://mfa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=30&info_id=17011
თარიღი: 28/02/2018