საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

EUA თემატური ჯგუფი „სტუდენტებისა და პერსონალის საჭიროებები და კეთილდღეობა"

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, მისი განაცხადის საფუძველზე, კიდევ ერთხელ გახდა ევროპული უნივერსიტეტების ასოციაციის (EUA) თემატური ჯგუფის წევრი. თსუ ერთადერთი უნივერსიტეტია საქართველოდან, რომელიც 31 ევროპულ უნივერსიტეტთან ერთად 2022 წლის EUA თემატური ჯგუფების (TPG) მუშაობაში მონაწილეობს. TPG-ების  სამიზნე  აუდიტორია  არის  უნივერსიტეტის პერსონალი ხელმძღვანელ და მენეჯერულ პოზიციებზე, რომლებსაც აქვთ ინსტიტუციური პასუხისმგებლობა სწავლასა და სწავლებაზე.

2022 წლის რაუნდი (2022 წლის მარტი - 2023 თებერვალი) ორგანიზებულია DIGI-HE  პროექტის (დიგიტალიზაციის სტრატეგიული ასახვა ევროპის უმაღლეს  სასწავლებლებში) ფარგლებში, და ფოკუსირებულია შემდეგ სამ თემაზე:

  • ციფრული უნარებით აღჭურვილი მასწავლებლების როლი ხარისხიანი სასწავლო გარემოს ფორმირებაში;
  • თანამშრომლობითი სწავლების გამოცდილება;
  • სტუდენტებისა და პერსონალის საჭიროებები და კეთილდღეობა.

თემატური ჯგუფი „სტუდენტებისა და პერსონალის საჭიროებები და კეთილდღეობა (Need and Wellbeing of students and staff)" დიდი ბრიტანეთის, ავსტრიის, საქართველოს, გერმანიის, საბერძნეთის, იტალიის, შვეიცარიისა და ფინეთის წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლების ჩართულობით ერთი წლის განმავლობაში იმუშავებს გამოცდილების გაზიარებისა და რეკომენდაციების შემუშავების მიმართულებით.

თემატური ჯგუფების პირველი საკოორდინაციო შეხვედრა 2022 წლის 15 მარტს დისტანციურ ფორმატში ჩატარდა. ჯგუფის წევრებმა წარმოადგინეს თავიანთი ინსტიტუციებიდა დასახეს თანამშრომლობის გეგმები შეხვედრების სიხშირის, ფორმატისა და ხანგრძლივობის შესახებ. მომდევნი შეხვედრები გაიმართა 21 მარტს, 1 და 11 აპრილს. შეხვედრებზე გაიმართა დისკუსია ინოვაციურ პრაქტიკებზე და ციფრულად გაუმჯობესებულ მიდგომებზე, რომლებიც დაკავშირებულია გამოვლენილ გამოწვევებთან. ჯგუფის მუშაობის საბოლოო  ანგარიშის  გამოქვეყნდება  დაგეგმილია 2023  წლის  თებერვლის  ბოლოსათვის.

თარიღი: 16/04/2022