საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

აკადემიური კეთილსინდისიერება, ხარისხიანი სწავლებისათვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში

2019 წლის 1 თებერვალს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეში აკადემიური წერის სასწავლო კურსის განხორციელებაში ჩართულ აკადემიურ პერსონალთან შეხვედრა გაიმართა. თსუ 13 ქართულ და 4 ევროპულ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში 2018 წლიდან ჩართულია ერასმუს პლუსის ინსტიტუციური განვითარების პროექტში "აკადემიური კეთილსინდისიერება, ხარისხიანი სწავლებისათვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში". პროექტი მიზნად ისახავს სტუდენტური სერვისების განვითარებას; აკადემიური კეთილსინდისიერიების პრინციპების დაცვით ევროპის წამყვანი უნივერსიტეტების გამოცდილების გაცნობას, გაზიარებას. 

თარიღი: 01/02/2019