საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი EUA-CDE კომიტეტის წევრად აირჩიეს

თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი ირმა გრძელიძე, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციის სადოქტორო განათლების საბჭოს (EUA-CDE) კომიტეტის წევრად აირჩიეს.

 

ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის სადოქტორო განათლების საბჭო (EUA-CDE) 2008 წელს, ევროპის მასშტაბით სადოქტორო განათლებისა და კვლევითი სწავლებისადმი მზარდი ინტერესის საპასუხოდ, ამავე ასოციაციის ინიციატივით დაარსდა. როგორც ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის განუყოფელი ნაწილი, სადოქტორო განათლების საბჭო ყველაზე დიდი ევროპული ქსელია ამ სფეროში, რომელიც მოიცავს 260-ზე მეტ უნივერსიტეტსა და დაწესებულებას, რომლებიც მუშაობენ სადოქტორო განათლებისა და კვლევითი სწავლების საკითხებზე 36 ქვეყანაში. დაარსების დღიდან, სადოქტორო განათლების საბჭო ევროპის მასშტაბით, სადოქტორო განათლების გარდაქმნისა და გაძლიერების პროცესებს ხელმძღვანელობს.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბმული.

თარიღი: 28/04/2021