საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

პროექტის SQUARE წარდგენა რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაზე

2021 წლის 7-8 ივლისს რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია გაიმართა ბათუმში, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. რექტორთა მუდმივმოქმედი კონფერენცია 2019 წლის ივლისში დაარსდა, ის იზიარებს მაგნა ქარტას ფუნდამენტურ პრინციპებს, წარმოადგენს პლატფორმას, სადაც უნივერსიტეტების რექტორები განიხილავენ უმაღლესი განათლების გამოწვევებს. 2021 წლის კონფერენციაზე 30 ზე მეტი ქართული ავტორიზებული უნივერსიტეტის რექტორი იყო წარმოდგენილი.

 

თსუ ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი, ერაზმუს+ ის პროექტის SQUARE კოორდინატორი, ირმა გრძელიძე კონფერენციაზე პრეზენტაციით გამოვიდა და დამსწრეთ პროექტის შესახებ ინფორმაცია გააცნო. ირმა გრძელიძემ განიხილა უნივერსიტეტის მესამე მისია, როგორც უნივერსიტეტების განუყოფელი როლი, წარმოადგინა საჭიროებათა კვლევა, რომელზე დაფუძნებითაც განვითარდა პროექტის იდეა, და პროექტის მიმოხილვა - პროექტის მიზნები და ამოცანები, პარტნიორები, აქტივობები და სხვ.

 

შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს კონტრიბუცია, რომელსაც პროექტი შეიტანს საქართველოს უმაღლეს განათლებაში, ისევე როგორც ზოგადად, საზოგადოების განვითარებაში. პრეზენტაცია მიზნად ისახავდა მესამე მისიის აქტივობებისა და პროექტის შესახებ ინფორმაციის დისემინაციას.

თარიღი: 10/07/2021