საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    ტრეინინგ-კურსი აკადემიურ წერაში

    სტუდენტთა აკადემიური წერის კომპეტენციების გასაუმჯობესებლად შემუშავდა და დღემდე ხორციელდება აკადემიური წერის ტრეინინგ-კურსი. ტრეინინგის მიზანია, სტუდენტებს მიაწოდოს ინფორმაცია და დაეხმაროს შესაბამისი უნარების გამომუშავებაში შემდეგი მიმართულებებით: საბაკალავრო/­სამა­გის­ტ­რო/­სადოქტორო ნაშრომის მოთხოვნები და მახასიათებლები; ციტირების სტილები APA და  Chicago, პროგრამა Mendeley; ელექტრონული სამეცნიერო მონაცმეთა ბაზები; რა არის პლაგიატი? როგორ ავარიდოთ თავი პლაგიატს? მსგავსების ამომცნობი ელექტორნული პროგრამა Turnitin.

    2019  წლის  მაისი-ივლისიდან  წინამდებარე  პროექტი ინსტიტუციონალიზებულია,  რაც  გულისხმობს,  რომ  უნივერსიტეტში  აკადემიური  წერისა და  აკადემიური  კეთილსინდისიერების  კულტურის  ამაღლების  მხარდასაჭერად  თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის ბაზაზე უნივერსიტეტის  ხარისხის  უზრუნველყოფის  სამსახურის  კოორდინაციით   სულ  8  კვირის მანძილზე ტრეინინგ-კურსი  გაიარა  უნივერსიტეტის 384 სტუდენტმა. პროექტის ფარგლებში 2018-2019 წლებში სულ გადამზადება გაიარა  500-მდე სტუდენტმა.

    თარიღი: 08/10/2019